პოლონეთი

პოლონეთი (პოლ. Polska), ოფიციალური სახელი პოლონეთის რესპუბლიკა (პოლ. Rzeczpospolita Polska) — ცენტრალური ევროპის სახელმწიფო [9][10], დასავლეთიდან ესაზღვრება გერმანია, სამხრეთიდან ჩეხეთი და სლოვაკეთი, აღმოსავლეთიდან უკრაინა, ბელორუსი და ლიტვა, ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ბალტიის ზღვა. სწორედ ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობს რუსეთის ოლქი კალინინგრადი. ქვეყნის ფართობი შეადგენს 312,679 კვადრატულ კილომეტრს (120,726 კვ.მი),[8] მთელ მსოფლიოში პოლონეთს ფართობის მხრივ 69-ე ადგილი უკავია, ხოლო ევროპაში მეცხრე. აქ მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 38 მილიონ ადამიანს,[8] მსოფლიოში მოსახლეობის მხრივ პოლონეთი 34-ე ადგილს იკავებს [11] და მას ევროკავშირში ერთ-ერთი პირველი ადგილი აქვს.

პოლონეთის დაარსება იდენტიფიცირებულია ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებიდან, ეს მოვლენა მოხდა 966 წელს მიეშკო I მმართველობის პერიოდში. მიეშკოს დროს დაიწყო პოლონეთის სამეფოს ჩამოყალიბება, რომელმაც 1025 წლიდან 1569 წლამდე იარსება. 1569 წელს მოხდა გაერთიანება ლიტვის დიდი სამთავროსთან, ორ ქვეყანას შორის დაიდო ლუბლინის უნია, შექიმილ ახალ სახელმწიფოს ეწოდა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა.

1795 წელს მოხდა დასუსტებული პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის დაყოფა, ევროპის სამ სახელმწიფოს: პრუსიას, რუსეთის იმპერიასა და ავსტრიას შორის. პოლონეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში შეიქმნა პოლონეთის მეორე რესპუბლიკა. ამ სახელმწიფომ 1939 წლამდე იარსება, ამ წელს მესამე რაიხმა და საბჭოთა კავშირმა მოახდინა ქვეყნის ოკუპირება. მსოფლიო ომის პერიოდში პოლონეთში ტარდებოდა გერმანელების და საბჭოელების პოლიტიკა. მსოფლიო ომს ექვსი მილიონი პოლონელი შეეწირა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აქ შეიქმნა პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა, რომელიც სოციალისტური ბანაკის წევრი იყო და განიცდიდა საბჭოეთის გავლენას.

1989 წლის რევოლუციის შემდეგ, პოლონეთი გათავისუფლდა კომუნიზმისაგან. თანამდეროვე პოლონეთის ტერიტორია იყოფა სავოევოდოებად (პოლ. województwo). პოლონეთი შესულია ევროკავშირში, ნატოში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD).

პოლონეთის რესპუბლიკა
Rzeczpospolita Polska
პოლონეთი
პოლონეთის დროშა პოლონეთის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: Mazurek Dąbrowskiego
პოლონეთის მდებარეობა
პოლონეთის მდებარეობა ევროპაში
პოლონეთის მდებარეობა
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ვარშავა
52°13′ ჩ. გ. 21°02′ ა. გ. / 52.217° ჩ. გ. 21.033° ა. გ.
ოფიციალური ენა პოლონური[1]
რეგიონული ენა კაშუბური
ეთნიკური ჯგუფები (2011[2])
ეთნოქორონიმი პოლონელი
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ანჯეი დუდა
 -  პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი
საკანონმდებლო ორგანო ეროვნული ასამბლეა
 -  ზედა პალატა სენატი
 -  ქვედა პალატა სეიმი
ფორმირება
 -  გაქრისტიანება 14 აპრილი, 966 
 -  პოლონეთის სამეფო 18 აპრილი, 1025 
 -  პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა 1 ივლისი, 1569 
 -  პოლონეთის დანაწილება 24 ოქტომბერი, 1795 
 -  ვარშავის საჰერცოგო 22 ივლისი, 1807 
 -  პოლონეთის სამეფო 9 ივნისი, 1815 
 -  პოლონეთის აღდგენა 11 ნოემებრი, 1918 
 -  პოლონეთში შეჭრა, II მსოფლიო ომი 1 სექტემბერი, 1939 
 -  კომუნისტური პოლონეთი 8 აპრილი, 1945 
 -  პოლონეთის რესპუბლიკა 13 სექტემბერი, 1989 
 -  ევროკავშირში გაწევრიანება 1 მაისი, 2004 
ფართობი
 -  სულ 312 679 კმ2 [ა](71-ე)
 -  წყალი (%) 3.07
მოსახლეობა
 -  2010 შეფასება 38,483,957 [3] (34-ე)
 -  2014 აღწერა 38,511,824[4]
 -  სიმჭიდროვე 123 კაცი/კმ2 (83-ე)
მშპ (მუპ) 2015 შეფასება
 -  სულ 1.004 ტრილიონი[5] (21-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $26,402 (49-ე)
მშპ (ნომინალი) 2015 შეფასება
 -  სულ $481.235 მილიარდი (23-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $12,662 (54-ე)
ჯინი (2013)negative increase 32.73[6]
საშუალო
აგი (2014)Increase2.svg 0.843[7]
ძალიან მაღალი · 36-ე
ვალუტა ზლოტი (PLN)
სასაათო სარტყელი UTC+01:00 (UTC+1)
 -  ზაფხული (DST) UTC+02:00 (UTC+2)
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +48
ინტერნეტ-დომენი .pl
ა. ^  ცენტრალური სტატისტიკური ოფისის მონაცემებით პოლონეთის ტერიტორია არის 312 679 კმ², საიდანაც 311 888 კმ² არის ხმელეთი, ხოლო 791 კმ² ზედაპირული წყლები.[8]

სახელწოდება

  • ოფიციალური: პოლონეთის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: Rzeczpospolita Polska.
  • ეტიმოლოგია: საკუთარი სახელი Polska მიღებულია სლავური ტომების პოლანიესაგან, რაც „ველზე მცხოვრებს“ ნიშნავს.

ისტორია

პრეისტორია

ისტორიკოსთა მტკიცებით, თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიაზე გვიანდელ ანტიკურ ხანაში მრავალი ეთნიკურად ერთიმეორისგან შორს მდგომი ტომი სახლობდა. მათი ეთნიკური რაობა და ლინგვისტური შერწყმის საკითხი დღემდე დავის საგანია. კონკრეტულად, ამ მიწებზე სლავური ტომების დასახლება-დამკვიდრების პრობლემატიკა საბოლოოდ არ გადაჭრილა და სამეცნიერო დისკუსიების უცვლელი თანმდევია. ყველაზე ცნობილი არქეოლოგიური აღმოჩენა,დღესდღეობით მიზეუმად ქცეული ბისკუპინის გამაგრებული დასახლება, ადრეული ლუზატიური კულტურიდან იღებს სათავეს და ძვ. წ. ა. 700-იან წლებს განეკუთვნება.

პიასტების დინასტია

Matejko Christianization of Poland
ნათლობა პოლონეთში 966 წელი

პოლონეთმა საერთაშორისო აღიარება, ტერიტორიულ გაერთიანებასთან ერთად, X საუკუნის შუა წლებიდან მოიპოვა. სწორედ იმხანად ჩაუდგნენ პოლონეთს სათავეში პიასტები. ქვეყნის პირველი ისტორიულად დადასტურებული მმართველი მიეშკო I იყო, იგი 966 წელს მოუნათლავთ და ქვეყანაშიც კათოლიკური ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებულა. ახალი რელიგია პოლონელმა ერმა სრულად უკვე მომდევნო საუკუნეებში მიიღო. XII საუკუნეში პოლონეთი მცირე სახელმწიფოებად დაიშალა, თუმცა ოდნავ მოგვიანებით ერმა ერთ მუშტად შეკვრა მაინც მოახერხა და უკვე 1320 წელს ვლადისლავ I გაერთიანებული პოლონეთის მეფედ ეკურთხა. მისი ვაჟი კაზიმირ III პოლონეთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მეფედ შევიდა.

Legnica
მონღოლების შეჭრა პოლონეთში (1240–1241) ლეგნიცის ბრძოლა.

პოლონეთში მონღოლთა შემოსევებმა კულმინაციას 1240–1241 წელს ლეგნიცასთან ბრძოლაში მიაღწია; ამავე ხანებში ქვეყანაში სხვადასხვა ხალხების მიგრაცია არ წყდებოდა. ხსენებულ პერიოდში პოლონეთში ებრაული თემი იწყებს ჩამოყალიბებას და აყვავებას. შავმა ჭირმა, რომელმაც ევროპაში 1347-1351 წლებში იმძლავრა, პოლონეთამდე ვერ მიაღწია.

იაგელონების დინასტია

იაგელონების დინასტიის ქვეშ პოლონეთმა კავშირი შეკრა მეზობელი ლიტვის დიდ სამთავროსთან. 1410 წელს პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობამ ტევტონთა ორდენის რაინდებს გადამწყვეტი მარცხი მიაყენა. ცამეტლიანის ომის შემდგომ რაინდთა სახელმწიფო პოლონეთის ვასალი გახდა. იაგელონებმა დინასტიური კონტროლი დააწესეს ბოჰემიასა (1471) და უნგრეთზე 1490).

პოლონურმა კულტურამ და ეკონომიკამ იაგელონების ხელში გაიბრწყინა და კაცობრიობას ისეთი გამოჩენილი ადამიანები აჩუქა, როგორიცაა ასტრონომი ნიკოლაი კოპერნიკი და პოეტი იან კოჩანოვსკი. დანარჩენ ევროპელ ერებთან შედარებით პოლონელები რელიგიური შემწყნარებლობით გამოირჩეოდნენ, რამაც ისინი სარწმუნოებრივ შიდა აშლილობებს გადაარჩინა სწორედ იმდროს, როდესაც დასავლეთ ევროპელი ერები რელიგიურ ნიადაგზე აწყობნენ ლაშქრობებს. ამის მიუხედავად, 1474-1569 წლებში პოლონეთ-ლიტვის გაერთიანებაში თათართა სამოცდათხუთმეტი შეტევა დაფიქსირდა. ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით, ყირიმელი ხანების ინვაზიებს 1494 -1694 წლებში პოლონეთის მოსახლეობიდან ერთ მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა.

პოლონეთ-ლიტვის გაერთიანება

Polish-Lithuanian Commonwealth 1635
პოლონეთი თავისი სიძლიერის მწვერვალზე 1635 წელს.

პოლონეთის ისტორიაში ოქროს ხანა ლუბლინის გაერთიანებით დაიწყო, როდესაც პოლონეთისა და ლიტვის შეერთება მოხდა. პოლონელმა შლიახტებმა, რომლებიც დასავლეთ ევროპელ არისტოკრატებზე მეტად მრავალრიცხვოვანნი იყვნენ, წარჩინებულთა უფლებების გაზრდასა და საპარლამენტო სისტემის შექმნას ჩაუყარეს საფუძველი. ხსენებულ პერიოდში პოლონეთმა საზღვრები გააფართოვა და ევროპაში უდიდეს სახელმწიფოდ გადაიქცა. პოლონეთ-ლიტვის გაერთიანებაში შედიოდა თანამედროვე პოლონეთის უმეტესი ტერიტორია, უკრაინა, ბელორუსი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და დღევანდელი რუსეთის ზოგიერთი ტერიტორია.

XVII საუკუნის შუა ხანებიდან პოლონეთი შვედეთისა და რუს კაზაკთა შეტევებმა დაასუსტა და ოქროს ხანის დასასრულსაც დაუდო სათავე. ომებისა და ეპიდემიების გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი გაწყდა და 11 მილიონიდან 7 მილიონამდე შემცირდა. პოლონეთში მეზობელი მონარქიების წამხედურობით ანარქია დაიწყო, რაც დიდი გაერთიანების დაშლას ისახავდა მიზნად. შინაომების მიუხედავად, რეჩიპოსპოლიტამ 1683 წელს ვენასთან ახლოს ოტომანთა იმპერიასთან ღირსეული შებმა მაინც მოახერხა. დიდი სეიმის რეფორმების შედეგად 1791 წლის 3 მაისს, კონსტიტიციაში, რომელიც მსოფლიოში მეორე და ევროპაში პირველი იყო, ცვლილება შევიდა და 1772, 1793 და1795 წლებში ქვეყანა პოლიტიკური რუკაზე სამ ნაწილად დაიყო და სრულიად წაიშალა. პოლონური ტერიტორიები მეზობელმა რუსეთმა, პრუსიამ და ავსტრიამ მიიტაცეს.

პოლონეთის დანაწილება

პოლონელები დამპყრობთა წინააღმდეგ აჯანყებებს არ წყვეტდნენ. წინააღმდეგობამ განსაკუთრებულად XVIII საუკუნის მიწურულს და XIX საუკუნის დამდეგს იძალა. თვალსაჩინო ბრძოლა გაუმართა პოლონეთმა რუსეთს 1794 წელს რაკლავიცესთან, როდესაც პოლონელი გლეხები და საჯარისო ნაწილები თადეუშ კოჩიუშკომ დარაზმა და სამშობლოს გათავისუფლებისაკენ მოუწოდა. 1807 წელს საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ პირველმა პოლონეთის სახელმწიფო აღადგინა ვარშავის სამთავროს სახით. თუმცა, ნაპოლეონის ომების შემდეგ ქვეყანა კვლავ დანაწილდა ვენის კონგრესის 15 ძლევამოსილი მოკავშირის მიერ. აღმოსავლეთი მიწები ისევ რუსეთის მეფემ დაისაკუთრა.

მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთმა პოლონელთა უფლებები მკვეთრად შეკვეცა და de facto მოახდინა პოლონეთის ანექსირება. XIX საუკუნის დამლევს ავსტრიის მიერ მართული გალიცია და ნაწილობრივ თავისუფალი ქალაქი კრაკოვი პოლონეთის კულტურილი ცხოვრების ცენტრად იქცა.

პოლონეთის აღდგენა

Rzeczpospolita 1938
პოლონეთი 1922 წლიდან 1938 წლამდე

სანაციის მოძრაობა პოლონეთს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე აკონტროლებდა, როდესაც ნაცისტურმა გერმანიამ 1939 წლის 1 სექტემბერს, ხოლო 17 სექტემბერს საბჭოთა კავშირმა, დაარღვია რა პოლონეთ-სსრკ-ის თავდაუსხმელობის შეთანხმება, პოლონეთში შეჭრა გადაწყვიტა. ვარშავა იმავე წლის 28 სექტემბერს დანებდა. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით, პოლონეთი ორ ზონად გაიყო, ერთი გერმანიის მიერ იქნა ოკუპირებული, აღმოსავლეთი ნაწილი კი სსრკ-ის კონტროლქვეშ მოექცა. მართალია მეორე მსოფლიო ომში თითქმის მთელი მსოფლიო იყო ჩართული, პოლონეთმა პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი დაკარგა. ომს ექვს მილიონამდე მისი მოქალაქე ემსხვერპლა, აქედან ნახევარი პოლონელი ებრაელი იყო. ნაცისტების წინააღმდეგ გაერთიანებული ჯარების რაოდენობით პოლონეთი მეოთხე იყო სსრკ-ის, ბრიტანეთისა და აშშ-ის შემდეგ. პოლონურმა შენაერთებმა თვალსაჩინო როლი შეასრულეს იტალიის გათავისუფლების სამქეში, კერძოდ კი მონტე კაზინოსთან ბრძოლისას.

ახალი საზღვრები

ომის დასასრულ, პოლონეთის საზღვრებმა პირი იცვალა და დასავლეთით გადაინაცვლა, სადაც ოდერ-ნაისის ხაზზე გავიდა, ხოლო აღმოსავლეთით კურზონის ზოლზე. შედეგად ქვეყანამ 77 500 კვ კმ დაკარგა და 20 %-ით შემცირდა. საზღვრების ცვლილებამ მილიონობით ადამიანის მიგრაციაც მოახდინა, მათ შორის პოლონელების, გერმანელების, უკრაინელებისა და ებრაელების. ახალი საზღვრების გავლებით იზარალა არამხოლოდ პოლონეთმა, არამედ გერმანიამაც, რომელმაც თავისი აღმოსავლეთი ტერიტორიები, კერძოდ კი ისტორიული პრუსია, სამუდამოდ დაკარგა. ცენტრალური და დასავლეთი პრუსიის ნაწილი და პომერანია პოლონეთს დაუტოვეს, ხოლო აღმოსავლეთი, კიონინგსბერგის ოლქი, საბჭოთა რუსეთმა მიისაკუთრა და კალინინგრადის ოლქად აქცია.

ომისშემდგომი კომუნისტური პოლონეთი

საბჭოთა კავშირმა პოლონეთში ახალი, კომუნისტური ხელისუფლება დაამყარა, ანალოგიური იმისა, როგორიც მთელს აღმოსავლეთ ბლოკში იყო. ვარშავის პაქტით სამხედრო კავშირიც ამავე ცვლილების შედეგი იყო ‘ცივი ომის დროს. პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა (Polska Rzeczpospolita Ludowa) ოფიციალურად 1952 წელს გამოცხადდა.

1956 წელს ვლადისლავ გომულკას რეჟიმი დროებით ლიბერალური გახდა, ათასობით ადამიანი ციხეებიდან გათავისუფლდა და მოჩვენებითი პირადი თავისუფლებებიც განმტკიცდა. მსგავსი სიტუაცია განმეორდა 1970-იან წლებში ედვარდ გიერეკის მმართველოს დროსაც, მაგრამ ანტიკომუნისტური გამოსვლებისთვის ოპოზიციის მიმართ დამოკიდებულება არ შერბილებულა. შრომითმა პრობლემებმა, რამაც არეულობა გამოიწვია, 1980-იან წლებში სავაჭრო გაერთიანება „სოლიდარობა“ ჩამოაყალიბა, რომელმაც დროთა განმავლობაში პოლიტიკური ძალებიც შეიძინა. შედეგად, შესუსტდა კომუნისტური პარტია და საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, ხოლო 1989 წელს „სოლიდარობის“ წევრმა ლეხ ვალენსამ, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით, ქვეყნის პოლიტიკური კურსი დასავლეთისკენ შეცვალა. მოძრაობა „სოლიდარობამ“ აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური წყობის რღვევა გამოიწვია.

დღევანდელი პოლონეთი

ლეშეკ ბალცეროვიჩის შოკურმა თერაპიამ 1990-იანების დამდეგს ქვეყანას საშუალება მისცა თავისი ეკონომიკა საბაზრო ეკონომიკად გარდაექმნა. დანარჩენი პოსტ კომუნისტური ქვეყნების მსგავსად, პოლონეთმაც იწვნია სიძნელეები ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ამის მიუხედავად, პოლონეთის ეკონომიკის აღმავლობა 1995 წელს დაიწყო და კომუნისტური ბლოკის ქვეყნებს პოზიტიური მაგალითი უჩვენა. ყველაზე თვალსაჩინო იყო ადამიანის უფლებათა გაუმჯობესება, კერძოდ, სიტყვის თავისუფლების კუთხით. 1999 წელს პოლონეთი ნატოს წევრი გახდა ჩეხეთისა და უნგრეთის კვალდაკვალ. 2003 წლის ივნისში პოლონელებმა რეფერენდუმზე ქვეყნის ევროკავშირში შესვლას დაუჭირეს მხარი, ხოლო 2004 წლის პირველ მაისს ქვეყანა გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი გახდა. 2010 წლის 10 აპრილს პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და ქვეყნის პარლამენტის უამრავი წევრი რუსეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.

პოლონეთის როლი საერთაშორისო არენაზე უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან მონაწილეობა მიიღო სადამ ჰუსეინის რეჟიმის საწინააღმდეგო სამხედრო კამპანიაში.

გეოგრაფია

Poland-CIA WFB Map

ქვეყანა მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპაში. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: გერმანია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, ბელარუსი, ლიტვა, რუსეთი (კალინინგრადის ოლქი). ფართობი - 312 700 კვ. კმ.

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი დემოკრატია.
  • სახელმწიფოს მეთაური: მოქმედი პრეზიდენტი ანჯეი დუდა.
  • მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი (Donald Tusk, 2007).
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (სეიმი 460, სენატი 100 წევრი).
  • პოლონეთის ადმინისტრაციული დაყოფა: 16 რეგიონი (województwo).

დემოგრაფია

ეკონომიკა

მემკვიდრეობა

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი, ტევტონთა ორდენის ტაძარი მალბორკში, შუა საუკუნეების ქალაქები ტორუნი და ზამოსცი, კრაკოვის ისტორიული ცენტრი, ვარშავის ძველი ქალაქი, ბელოვიეჟის ეროვნული პარკი, ნოვა ჰუტას ინდუსტრიული კომპლექსი.

გალერეა

სქოლიო

პორტალი:პოლონეთი
პორტალი პოლონეთი
  1. Constitution of the Republic of Poland, Article 27.
  2. Central Statistical Office (Poland): Studenci szkół wyższych (łącznie z cudzoziemcami) na dzień 30 XI 2008. Number of students at Poland's institutions of higher education, as of 30 November 2008. Retrieved 13 June 2012. (პოლონური)
  3. Central Statistical Office data http://demografia.stat.gov.pl/bazademografia/Tables.aspx
  4. National Census 2011 http://stat.gov.pl/spisy-powszechne/nsp-2011/wyniki-spisu-nsp-2011
  5. 5. Report for Selected Countries and Subjects. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: October 2015.
  6. Human Development Indicators of Poland. წაკითხვის თარიღი: 10 May 2015.
  7. 2015 Human Development Report. United Nations Development Programme (2015). წაკითხვის თარიღი: 14 December 2015.
  8. 8.0 8.1 8.2 Concise Statistical Yearbook of Poland, 2008 (PDF). Central Statistical Office (Poland) (28 July 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-07-14. წაკითხვის თარიღი: 2008-08-12.
  9. http://unstats.un.org/unsd/geoinfo/gegn23wp48.pdf
  10. https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/pl.html
  11. NationMaster.com 2003–2007, Poland, Facts and figures
აღმოსავლეთი ევროპა

აღმოსავლეთი ევროპა — ევროპის ერთ-ერთი გეოგრაფიული რეგიონი. დასავლეთ ევროპის მსგავსად, ტერმინი აღმოსავლეთი ევროპა სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება. ჩვეულებისამებრ, ამ ტერმინში იგულისხმება დსთ-ს ევროპული ქვეყნები: რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, ყაზახეთი. ყველაზე ხშირად მათ რიცხვს მიაკუთვნებენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს - საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს, თუმცა ისინი გეოგრაფიულად აზიაში მდებარეობენ.

ცივი ომის ეპოქაში, აღმოსავლეთ ევროპაში შედიოდნენ ვარშავის პაქტის ქვეყნები (პოლონეთი, გდრ, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი), ხშირ შემთხვევაში ალბანეთი და იუგოსლავია, აგრეთვე ბალტიის საბჭოთა რესპუბლიკები (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა. ამჟამად, სხვადასხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში ამ რეგიონს შეიძლება მიაკუთვნონ ე.წ. ”ვიშეგრადის ჯგუფის” (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი) და ბალკანეთის ნახევარკუნძულის სახელმწიფოები (საბერძნეთის გარდა).

ბელარუსი

ბელარუსი (ბელარ. Беларусь, რუს. Беларусь ან Белоруссия) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში. ბელარუსს აღმოსავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება რუსეთი, სამხრეთიდან უკრაინა, დასავლეთიდან პოლონეთი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან ლატვია და ლიტვა. დედაქალაქია მინსკი; სხვა მნიშვნელოვანი ქალაქერბია ბრესტი, გროდნო, გომელი, მოგილიოვი და ვიტებსკი. ქვეყნის ფართობი შეადგენს 207 600 კმ²-ს, ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ტყეებს უკავია, ეკონომიკაში ყველაზე განვითარებული სფეროებია აგროკულტურა და მრეწველობა.

ბელარუსის ტერიტორიაზე არსებული პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო პოლოცკის სამთავრო, ეს სამთავრო კიევის რუსეთის დაშლის შემედეგად წარმოიქმნა, მოგვიანებით უკვე ბელარსები ხდება ლიტვის დიდი სამთავროს შემადგენელი ნაწილი, მას შემდეგ რაც ლიტვისა და პოლონეთის გაერთიანება მოხდა, უკვე ამ მიწებს გაერთიანებული სახელმწიფო აკონტროლებდა. პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობასა და რუსეთის იმპერიას შორის არსებული ბრძოლების შემდეგ ეს ტერიტორია რუსეთის შემადგენლობაში მოექცა რიგითი გუბერნიის სტატუსით. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აქ შეიქმნა ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკა (1918-1919), 1919 წლიდან უკვე ბელარუსია არის საბჭოთა რესპუბლიკა.

საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ, ეს ტერიტორია სსრკ-ში შევიდა მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსით. 1939 წელს სსრკ-ს მიერ გერმანიასთან დადებული მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით, საბჭოთა კავშირმა მიიერთა აღმოსავლეთი პლონეთი, ეს ტერიტორია შეუერთდა ბელორუსის საბჭოთა რესპუბლიკას. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბელარუსი ოკუპირებული იქნა გერმანელების მიერ. ომის დასრულების შემდეგ რესპუბლიკაში შედარებით განვითარდა ეკონომიკა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბელარუსი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. 1992 წელს ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი სწორედ ბელარუსი იყო. 1994 წლიდან დღემდე ქვეყნის მმართველია ალექსანდრე ლუკაშენკო.

ბელარუსის მოსახლეობა შეადგენს 9,85 მილიონ ადამიანს, ქვეყნის მთავარი ურბანული ცენტრებია დედაქალაქი მინსკი. აქ მცხოვრებთა 80 % ბელარუსელია, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწის შეადგენს პოლონელები და უკრაინელები. 1995 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად ქვეყნის ოფიციალური ენები გახდა: ბელარუსული და რუსული. ბელარუსის კონსტიტუციის შედეგად ქვეყანაში ოფიციალური რელიგია გამოცხადებული არ არის, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლია, მეორე რელიგია მრევლის რაოდენობით არის კათოლიკური ეკლესია.

გერმანია

გერმანია, ოფიციალურად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (გერმ. Bundesrepublik Deutschland) — ქვეყანა ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება — ჩრდილოეთის ზღვა, დანია და ბალტიის ზღვა, აღმოსავლეთით — პოლონეთი და ჩეხეთი, სამხრეთით — ავსტრია და შვეიცარია, ხოლო დასავლეთით — საფრანგეთი, ბელგია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები. მისი ფართობია 357 021 კმ². 2008 წლის მონაცეემბით, ქვეყნის მოსახლეობა 82 060 000 კაცია.

გორის მუნიციპალიტეტი

გორის მუნიციპალიტეტი (ყოფ. გორის რაიონი) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში. მუნიციპალიტეტი 2006 წლის 15 დეკემბრიდან. ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. გორი.

გორის თვითმმართველი ერთეული აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლის ვაკეზე მდებარეობს. შიდა ქართლის ყველაზე დიდ ადმინისტრაციულ ერთეულს, რომლის ფართობიც 2327,2 კმ²-ია (დროებითი ადმინისტრაციის ჩათვლით), რეგიონის ტერიტორიის 53 % უკავია. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები მტკვარი, ლიახვი, ტანა, თეძამი. ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტებია გორიჯვარი და ბოშური.

ევროპა

ევროპა — მსოფლიოს ნაწილი, აზიასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს. მათ შორის საზღვრის ხაზის თაობაზე არსებობს რამდენიმე ვარიანტი.

ევროპის ფართობი 10 180 000 კმ²-ია, მოსახლეობა კი 740 000 000 ადამიანი. ევროპა ფართობის მხრივ მეორე ყველაზე პატარა კონტინენტია (ის მხოლოდ ავსტრალიას აღემატება), თუმცა მოსახლეობის რაოდენობით ის აჭარბებს როგორც ავსტრალიას, ისე სამხრეთ ამერიკას, მოსახლეობის სიმჭიდროვით კი მხოლოდ აზიას ჩამორჩება.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2008

2008 წლის უეფას ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი, ხშირად უბრალოდ ევრო 2008, ჩატარდა ავსტრიასა და შვეიცარიაში, 2008 წლის 7 ივნისიდან 29 ივნისამდე. ეს მეორეა სამი გაერთიანებულად მოგებული კენჟისყრების სერიიდან, ევრო 2000-ის, რომელსაც ბელგამ და ნიდერლანდმა უმასპინძლა და ევრო 2012-ის გვერდზე, რომელსაც პოლონეთი და უკრაინა უმასპინძლებს.

ტურნირში მთლიანად 16 გუნდი მონაწილეობდა. ავსტრია და შვეიცარია ავტომატურად თამაშობდნენ, როგორც მასპინძელი ქვეყნების ნაკრებები. ავსტრიისთვის ეს მონაწილეობა დებიუტი იყო ამ საფეხბურო ტურნირში. დარჩენილი 14 გუნდი გამოვლინდა საკვალიფიკაციო მატჩების შედეგად, რომლებიც 2006 წლის აგვისტოში დაიწყო.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012 (ან უბრალოდ ევრო 2012) — უეფა-ს მიერ ჩატარებული რიგით მე-14 საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელსაც უმასპინძლეს უკრაინამ და პოლონეთმა 8 ივნისიდან 1 ივლისამდე. ორივე ქვეყანამ პირველად უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს.

ამ ჩემპიონატზე წინა ჩემპიონატის მსგავსად 16 გუნდი ასპარეზობდა. შესარჩევი მატჩები გაიმართა ევროპის 51 ქვეყანაში 2010 წლის აგვისტოდან 2011 წლის ნოემბრამდე.

იოანე პავლე II

იოანე პავლე II (ლათ. Ioannes Paulus Secundus) ერისკაცობაში კაროლ იოზეფ ვოიტილა (პოლ. Karol Józef Wojtyła; დ. 18 მაისი, 1920, ვადოვიცე, პოლონეთი — გ. 2 აპრილი, 2005, ვატიკანი) — 264-ე რომის პაპი 1978–2005 წლებში პირველი პოლონელი წმინდა პეტრეს ტახტზე. 2011 წლის 1 მაისს რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ მოახდინა მისი ნეტარად შერაცხვა — ბეატიფიკაცია.1978 წელს იგი გახდა 1523 წლიდან (ადრიანე VI — წარმოშობით ჰოლანდიელი) პირველი არაიტალიური წარმოშობის პაპი და პირველი სლავი პაპის ტახტზე. იგი წმინდა ტახტს 27 წელიწადი ედგა სათავეში და მმართველობის ხანგრძლივობით ჩამორჩება მხოლოდ წმინდა პეტრეს (34 წელი) და პიუს IX-ს (32 წელი).

ლიტვა

ლიტვა (ლიტვ. Lietuva), ოფიციალურად ლიტვის რესპუბლიკა (ლიტვ. Lietuvos Respublika), სხვაგვარად ლიეტუვა — სახელმწიფო ჩრდილოეთ ევროპაში, ფართობითა და მოსახლეობით ბალტიისპირეთის ყველაზე დიდი ქვეყანა. მდებარეობს ბალტიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ, შვედეთიდან და დანიიდან აღმოსავლეთით. ფართობი 65 300 კმ². ჩრდილოეთით ესაზღვრება ლატვია (453 კმ), აღმოსავლეთით და სამხრეთით ბელარუსი (502 კმ), სამხრეთით პოლონეთი (91 კმ), სამხრეთ-დასავლეთით რუსეთის ექსკლავი (კალინინგრადის ოლქი, 227 კმ), ხოლო დასავლეთით ბალტიის ზღვა (99 კმ).

2012 წლის აღწერის მონაცემებით ლიტვის რესპუბლიკაში ცხოვრობს 2 986 072 ადამიანი. ქვეყნის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია — ვილნიუსი. მოსახლეობის დიდ ნაწილს ლიტველები შეადგენენ, რომლებიც ლაპარაკობენ ლიტვურ ენაზე. მორწმუნე ლიტველები უმეტესად კათოლიკეები არიან. ლიტველების ეთნიკური ჩამოყალიბების ძირითად ბირთვს შეადგენენ სხვადასხვა მესაქონლე და მიწათმოქმედი ბალტიელი ტომები. ლიტვის რესპუბლიკის ოფიციალური ენაა ლიტვური ენა, რომელიც განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის ბალტიკურ ჯგუფს.

ადამიანის ცხოვრების უძველესი კვალი ლიტვის ტერიტორიაზე განეკუთვნება ქვის ხანას (ძველი წელთაღრიცხვის X-II ათასწლეულები). მოსახლეობა ამ დროს გვაროვნულ თემებად ცხოვრობდა, მომთაბარეობდა, მისდევდა ნადირობას, თევზჭერას, იყენებდა ქვის, ძვლისა და რქის იარაღს. ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულიდან ლიტვის ტერიტორიაზე მოვიდნენ ბალტიელთა ტომების წინაპრები. ლიტველი ტომები გაცხოველებით ვაჭრობდნენ სლავებთან. 1230 წელს ლიტვის მიწები გააერთიანა მინდაუგასმა, რომელიც იყო ლიტვის დიდი სამთავროს მეფე. XIV საუკუნეში ლიტვის დიდი სამთავრო იყო ევროპის უდიდესი ქვეყანა, რომელიც მოიცავდა ძირითადად ლიტვისა და ბელორუსის და ნაწილობრივ უკრაინის, რუსეთის, ლატვიის, პოლონეთისა და ესტონეთის ტერიტორიებს.

1569 წელს ლუბლინის უნიის შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა პოლონეთისა და ლიტვის დიდი სამთავროს ერთ სახელმწიფოდ — რეჩ პოსპოლიტად გაერთიანება. ჩრდილეოთის ომის დროს რეჩ პოსპოლიტა რუსეთის მოკავშირე იყო. XVIII საუკუნეში რეჩ პოსპოლიტის სახელმწიფოს პოლიტიკური დაცემის პროცესში, ლიტვის სახელმწიფოებრიობა თანდათან გაქრა და შესაბამასად დანაწილდა კიდეც. ლიტვის დიდი ნაწილი რუსეთს შეუერთდა და მის შემადგენლობაში იყო პირველ მსოფლიო ომამდე. ლიტვის დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა 1918 წლის 16 თებერვალს.

1940 წლის 21 ივლისს შეიქმნა ლიტვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, 1940 წლის 3 აგვისტოდან შედიოდა სსრკ-ის შემადგენლობაში. ფაშისტური გერმანიის აგრესია ლიტვას შეეხო 1939 წლის მარტში — გერმანელმა ფაშისტებმა დაიკავეს კლაიპედა. 1944 წელს ლიტვა განთავისუფლდა ფაშისტური გერმანიისგან.

1990 წლის 11 მარტს საბჭოთა კავშირის დაშლამდე 1 წლით ადრე, ლიტვა გახდა პირველი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც გამოთქვა დამოუკიდებლობის სურვილი. 2007-2008 წლებში მომხდარ ფინანსურ კრიზისამდე ლიტვა ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიკურად სწრაფმზარდი ქვეყანა იყო. ლიტვა არის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (2004 წლის 29 მარტიდან), ევროპის საბჭოს, ევროკავშირისა და აგრეთვე შენგენის ხელშეკრულების სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა.

ლუცკი

ლუცკი (უკრ. Луцьк; პოლ. Łuck) — ქალაქი უკრაინაში, ვოლინის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 2009 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობ 209,2 ათ. კაცი. უკრაინის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი. პირველად ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება 1085 წელს.

უკრაინა

უკრაინა (უკრ. Україна [ukrɑˈjinɑ]) — ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში. სამხრეთიდან აკრავს შავი და აზოვის ზღვები, ხოლო მოსაზღვრე ქვეყნებია რუსეთი, ბელარუსი, მოლდოვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და რუმინეთი. ფართობი შეადგენს 603 700 კვადრატულ კილომეტრს და ყველაზე დიდი ქვეყანაა იმათ შორის, რომლებიც მთლიანად ევროპაში მდებარეობენ.

შუა საუკუნეებში, თანამედროვე უკრაინის ტერიტორია აღმოსავლეთ სლავური კულტურის ცენტრი იყო. აქ მდებარეობდა ძლიერი კიევის რუსეთის სახელმწიფო. XIII საუკუნეში უკრაინა დანაწევრებული იყო და მას ლიტვა, პოლონეთი, ოსმალეთი, ავსტრია-უნგრეთი და რუსეთი იყოფდნენ. XVII-XVIII საუკუნეებში აქ ჩამოყალიბდა კაზაკთა რესპუბლიკა, თუმცა უკრაინა კვლავ დაქუცმაცებული რჩებოდა, ვიდრე ის არ გაერთიანდა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახით XX საუკუნეში. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა ქვეყანამ 1991 წელს მოიპოვა.

უკრაინის ტერიტორიაზე მიედინება დიდი მდინარეები: დნეპრი, სამხრეთ ბუგი, დნესტრი, დუნაი. უმაღლესი მწვერვალია მთა გოვერლა — 2061 მ. კლიმატი ზომიერი კონტინენტურია, ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე — სუბტროპიკული.

უკრაინა უნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია კიევი. ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 45,4 მილიონს, რომელთა შორის 77,8 % უკრაინელია, 17,3 % კი რუსი; ასევე ცხოვრობენ რუმინელები/მოლდოველები, ბელორუსები, ყირიმელი თათრები, უნგრელები. ოფიციალური ენა უკრაინულია, თუმცა რეგიონალური მასშტაბით ასევე აღიარებულია 18 ენა. ყველაზე გავრცელებული რელიგია მართლმადიდებლობაა, რომელმაც წარსულში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა უკრაინულ არქიტექტურაზე, ლიტერატურაზე და მუსიკაზე.

უკრაინის ადმინისტრაციული დაყოფა

უკრაინა მოიცავს 24 ოლქს (პროვინცია), ერთ ავტონომიურ რესპუბლიკასა და ორ სპეციალური სტატუსის მქონე ქალაქს.

შვედეთი

შვედეთი (შვედ. Sverige), ოფიციალურად შვედეთის სამეფო (შვედ. Konungariket Sverige) — ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპაში, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე. ესაზღვრება ნორვეგია დასავლეთიდან და ფინეთი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. ზღვით ესაზღვრება დანია, გერმანია და პოლონეთი. სამხრეთიდან და ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და რუსეთი აღმოსავლეთიდან. ასევე დაკავშირებულია დანიასთან ორესუნის ხიდით.

449 964 კმ² ფართობით შვედეთი მესამე უდიდესი ქვეყანაა ევროპის კავშირში. მოსახლეობა – 9 644 864 კაცი. დაბალია მოსახლეობის სიმჭიდროვე – 20,6 ად/კმ² (192-ე მსოფლიოში). დედაქალაქია სტოკჰოლმი.

ჩეხეთი

ჩეხეთის რესპუბლიკა (ჩეხ. Česká republika; მოკლე სახელი ჩეხეთი, Česko) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება პოლონეთი, დასავლეთით — გერმანია, სამხრეთით — ავსტრია და აღმოსავლეთით — სლოვაკეთი. ქვეყნის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია პრაღა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1,3 მილიონს ადამიანს შეადგენს.

ჩეხეთი პლურალისტური, მრავალპარტიული საპარლამენტო ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრია.

ჩრდილოეთი ევროპა

ჩრდილოეთი ევროპა — ევროპის ერთ-ერთი გეოგრაფიული რეგიონი. ტრადიციულად ჩრდილოეთი ევროპა გულისხმობს სკანდინავიის ქვეყნებს (ფართო გაგებით): ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, დანია, ისლანდია. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ მათ რიცხვს მიემატა ბალტიის 3 ქვეყანა: ესტონეთი, ლატვია, ლიტვა. ეს არის ამ ტერმინის პოლიტიკური მნიშვნელობა.

წმინდა გეოგრაფიული თვალსაზრისით, ჩრდილოეთი ევროპა გაცილებით დიდი არეა, რომელიც მოიცავს ტერიტორიას ალპების ჩრდილოეთით. ამ მოსაზრების გათვალისწინებით, ჩრდილოეთ ევროპაში, გარდა ზემოხსენებული ქვეყნებისა, შედის:

ბრიტანეთის კუნძულები — დიდი ბრიტანეთი, ირლანდია.

ბენილუქსის ქვეყნები — ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი.

საფრანგეთის ჩრდილოეთი ნაწილი.

გერმანიის ნაწილი.

პოლონეთი — ნაწილობრივ.

რუსეთის ევროპული ნაწილის უდიდესი ნაწილი.

ცენტრალური ევროპა

ცენტრალური ევროპა — ევროპის ერთ-ერთი გეოგრაფიული რეგიონი. ცენტრალური ევროპა არ არის ისეთი დამკვიდრებული ტერმინი, როგორც დასავლეთი ან აღმოსავლეთი ევროპა. ცივი ომის დასრულებისა და ევროკავშირის გაფართოების გამო ევროპის ცენტრმაც აღმოსავლეთით გადაინაცვლა. ამჟამად მასში ქვეყნების ორი ჯგუფი მოიაზრება:

ალპური ქვეყნები - გერმანია, შვეიცარია, ლიხტენშტაინი, ავსტრია, სლოვენია.

ვიშეგრადის ქვეყნები - პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი.შენიშვნა: ცენტრალური ევროპის ქვეყნები რუკაზე მონიშნულია ცისფერით.

ევროკავშირის
წევრები
დანარჩენი ევროპა
ბალტიის ზღვის ქვეყნები

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.