პირენეს ნახევარკუნძული

პირენეს ნახევარკუნძული (ასევე იბერიის) მდებარეობს ევროპის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთში. გარს აკრავს ხმელთაშუა ზღვა, ატლანტის ოკეანე და ბისკაის ყურე; ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება საფრანგეთი. ამჟამად ნახევარკუნძულზე მდებარეობს ქვეყნები: პორტუგალია, ანდორა, გიბრალტარი და ესპანეთი.

პირენეს ნახევარკუნძული
Iberian peninsula
მდებარეობა ევროპა
აკვატორია ხმელთაშუა ზღვა, ატლანტის ოკეანე, ბისკაიის ყურე
კოორდინატები 40°18′ ჩ. გ. 3°43′ დ. გ. / 40.300° ჩ. გ. 3.717° დ. გ.
ფართობი 600000 კმ²
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი, პორტუგალიის დროშა პორტუგალია, ანდორის დროშა ანდორა, გიბრალტარის დროშა გიბრალტარი

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Arioso, Pāolā. ; Diego MeozziIberian Peninsula•Links. Stone Pages. წაკითხვის თარიღი: 2008-12-05.
აბასიანთა სახალიფო

აბასიანთა სახალიფო — არაბთა სახალიფოს ფეოდალური სახელმწიფო 750-1258 წლებში. განაგებდნენ აბასიანების დინასტიის ხალიფები. შეიქმნა აბუ მუსლიმის აჯანყების შედეგად, რომელმაც ბოლო მოუღო ომაიანების ბატონობას.

აბასიანთა სახალიფოს ნაკლები ტერიტორია ეკავა, ვიდრე ომაიანთა სახალიფოს. VIII საუკუნის II ნახევრიდან მოყოლებული სხვადასხვა დროს მას ჩამოსცილდა პირენეს ნახევარკუნძული, ჩრდილოეთი აფრიკა და სირია. შედარებით დიდხანს დარჩნენ აბასიანთა სახალიფოს შემადგენლობაში ერაყი, ირანი, შუა აზია, არაბეთის ნახევარკუნძული, მცირე აზიის ნაწილი და ამიერკავკასია. სახელმწიფო პოლიტიკურმა ცენტრმა სირიიდან ერაყში გადაინაცვლა. ხალიფა ალ-მანსურმა ტახტი ქ. ბაღდადში გადაიტანა. ამიტომ აბასიანთა სახალიფოს ხშირად ბაღდადის სახალიფოსაც უწოდებენ. თუ ომიანები არაბი ტომების ზედა ფენას ეყრდნობოდნენ, აბასიანების სოციალურ-პოლიტიკურ დასაყრდენად იარნელი და შუააზიელი ფეოდალები იქცნენ. აბასიანთა სახალიფოში აღოღძინდა სასანიანების ირანის პოლიტიკური ინსტიტუტები (ვეზირის სახელო, მრავალუწყებიანი დივანი) და გაძლიერდა ინდურ-ირანული ტრადიციები; ფართოდ განვითარდა სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა-ხელოსნობა, საქალაქო ცხოვრება. თვალსაჩინო მიღწევები მოიპოვა არაბულმა მეცნიერებამ, ფილოსოფიამ და ხელოვნებამ. ბაღდადი საერთაშორისო ვაჭრობის უმნიშვნელოვანეს ცენტრად იქცა.

აბასიანთა სახალიფოს სამეურნეო-კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს არაბთა მიერ დაპყრობილმა ხალხებმა (სპარსელებმა, ტაჯიკებმა, სირიელებმა), აბასიანთა მმართველობის ხანაში გაძლიერდა სახალიფოს მფლობელობაში მყოფი ქვეყნების მოსახლეობის ექსპლუატაცია, გამწვავდა კლასობრივი წინააღმდეგობანი, გახშირდა სახალხო ანტიფეოდალური აჯანყებები: 776-783 წლებში მუკანას აჯანყება შუა აზიაში, 816-837 წლებში ბაბექის აჯანყება აზერბაიჯანში და სხვა. აბასიანთა სახალიფო საგრძნობლად დაასუსტა 869-883 წლების შავკანიანი მონების — ზინჯების აჯანყებამ. სახალხო აჯანყებებმა და დაპყრობილ ქვეყნებში ფეოდალიზმის განვითარებამ ხელი შეუწყო სეპარატისტული ტენდენციების გაძლიერებას, დააჩქარა აბასიანთა სახალიფოს დაშლა. მის ტერიტორიაზე IX-X საუკუნეებში წარმოიქმნა ნახევრად დამოუკიდებელი ფეოდალური სახელმწიფოები, რომლებსაც სათავეში უდგნენ ადგილობრივი დინასტიები: ტაჰირიდები — ხორასანში, საფარიდები — სისტანში, სამანიდები — შუა აზიაში, ბუიდები — ჩრდილო და დასავლეთ ირანში. აბასიანთა სახალიფოს დაშლა აგრეთვე დააჩქარა ქართველი ხალხის განმათავისუფლებელმა ბრძოლამ. IX საუკუნეში დაიწყო თბილისის საამიროს ჩამოცილება აბასიანთა სახალიფოსაგან. სახალხო მოძრაობებისა და ფეოდალური განკერძოებათა წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ხალიფა ალ-მუთასიმმა თურქი მონებისაგან საგანგებო გვარდია შექმნა. თურქებმა თავი გამოიჩინეს ირანის, ამიერკავკასიისა და სხვა ხალხების განმათავისუფლებელ და ანტიფეოდალურ აჯანყებების ჩაქრობაში. მაგრამ მათვე თავიანთ გავლენას დაუმორჩილეს აბასიანი ხალიფები. აბასიანთა სახალიფოს დაცემისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა 945 წელს ბუიდების მიერ ბაღდადის აღებას. აბასიანმა ხალიფებმა საერო ხელისუფლება დაკარგეს და მხოლოდ სუნიტების სულიერ მოძღვრებად დარჩნენ. ამიერიდან საერო მბრძანებლის აღმნიშვნელ ტერმინად მუსლიმანურ აღმოსავლეთში სულთანი იქცა. აბასიანი ხალიფების რელიგიური ავტორიტეტი გამოიყენეს სელჩუკებმა. სელჩუკების წინამძღოლმა თოღრულ-ბეგმა 1055 წელს ბაღდადი აიღო და ხალიფის მიერ ხელდასხმულ იქნა სულთნად. ამ აქტით სელჩუკთა ზედა ფენას უნდოდა ახლო აღმოსავლეთში თავისი გაბატონებისათვის კანონიერი ხასიათი მიეცა. 1258 წელს აბასიანთა სახალიფოს ბოლო მოუღეს მონღოლებმა, რომლებმაც ბაღდადი აიღეს და უკანასკნელი აბასიანი ხალიფა ალ-მუსთასიმი სიკვდილით დასაჯეს. 1261 წელს საგვარეულოს გადარჩენილი წარმომადგენელი ალ-მუსთანსირი ხალიფად აღიარა ეგვიპტის მამლუქების სულთანმა ბეიბარსმა. მისი შთამომავლები ხალიფობას ინარჩუნებდნენ ეგვიპტეში 1517 წლამდე, ვიდრე მათი უკანასკნელი წარმომადგენელი მუთავაქილ III ტყვედ არ წაიყვანა ოსმალეთის სულთანმა სელიმ I-მა. XVIII საუკუნის ბოლოს ოსმალეთში შეიქმნა ყალბი ვერსია სელიმ I-თვის აბასიანთაგან სასულიერო ძალაუფლების გადაცემის შესახებ.

ადრეული ადამიანის მიგრაციები

ადრეული ადამიანების მიგრაცია და შემდგომში უკვე მათ მიერ სხვადასხვა ტერიტორიის ათვისება ხანგრძლივი პროცესია და ის დაახლოებით 2 მილიონი წლის წინათ დაიწყო. აფრიკიდან სხვა კონტინენტებზე გადასვლის პროცესი ჯერ კიდევ ჰომო ერექტუსის მიერ დაიწყო და სხვა სახეობების მიერ გაგრძელდა, დაახლოებით 100 000 წლის წინ ჰომო საპიენსმა დატოვა აფრიკის კონტინენტი და დაახლოებით 60 000 წლის წინ უკვე სამხრეთ აზიის უმეტესი ტერიტორია დაფარა- სწორედ აქედან იწყება უფრო ფართო მიგრაციები, რაც გულისხომობს დანარჩენ კონტინენტებსა და კუნძულებზე მიგრაციას და ამ ტერიტორიების ათვისებას.

ის ინფორმაცია, რომელიც ადრეული ადამიანების მიგრაციისა და შემდგომში მათი გადაადგილებების შესახებ მოიპოვება, ძირითადად არქეოლოგიურ აღმოჩენებზე დაყრდნობით არსებობს, ამ მხრივ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ნამარხისა თუ სხვა სახის უძველესი დეტალების აღმოჩენა, რომელიც მიგრაციის შესახებ დამატებით ინფორმაციას იძლევა.

ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები

ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია მოიცავს თოთხმეტ ტერიტორიას, რომლებიც არ არიან გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიის მთავარი ნაწილები, თუმცა მის იურისდიქციაში შედიან. ეს ტერიტორიები ბრიტანეთის იმპერიის გადმონაშთია, ამ სახელმწიფოებს არა აქვთ მოპოვებული დამოუკიდებლობა.

ბრიტანეთის შემადგენლობაში არსებულ ამ მიწებს სახელი „ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია“ ეწოდა 2002 წელს მიღებული აქტის შემდეგ. 2002 წლამდე ამ ტერიტორიას ერქვა ბრიტანეთის დამოუკიდებელი ტერიტორია. 1981 წლამდე კი ერქვა კოლონია ან სამეფო კოლონია.

ბრიტანეთის თოთხმეტი ზღვისიქითა ტერიტორიაა: ანგილია, ბერმუდა, ბრიტანეთის ანტარქტიდული ტერიტორია, ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორია, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, ფოლკლენდის კუნძულები, გიბრალტარი, მონსერატი, წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია, ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები, პიტკერნის კუნძულები, სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები და აკროტირი და დეკელია. ინგლისის პრეტენზიები და გავლენა ანტარქტიდაში არ უღიარებია ყველა ქვეყანას. ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების სავარაუდო ფართობი არის 1 728 000 კმ² (667 018 კვადრატული მილი), ამ ტერიტორიებზე საერთო ჯამში ცხოვრობს დაახლოებით 260 000 ადამიანი.ტერიტორიები ჯერსი და გერნსი (ცნობილი როგორც ნორმანდიის კუნძულები) და კუნძული მენი, წარმოადგენს ბრიტანეთის გვირგვინის ქვეშ გაერთიანებულ ტერიტორიებს, თუმცა მათ განსაკუთრებული უფლებები გააჩნია.

გვიანი შუა საუკუნეები

გვიანი შუა საუკუნეები — ტერმინი, რომელსაც ისტორიკოსები იყენებენ XIV-XVI საუკუნეების ევროპის ისტორიის აღსანიშნად.

გვიან შუა საუკუნეებს წინ უძღოდა მაღალი შუა საუკუნეები, მის შემდგომ პერიოდს კი ეწოდება ახალი დრო. ისტორიკოსთა აზრი გვიანი შუა საუკუნეების ზედა საზღვრის დადგენაში რადიკალურად განსხვავდება. მაგალითად, რუსულ ისტორიულ მეცნიერებაში გვიანი შუა საუკუნეების დასასრულის განსაზღვრა მიღებულია ინგლისის სამოქალაქო ომით, მაგრამ დასავლეთ ევროპის მეცნიერებაში ამ ეპოქის დასასრულად, როგორც წესი, მიიჩნევენ საეკლესიო რეფორმაციის დასაწყისს ან დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქას. გვიანი შუა საუკუნეების ეპოქას ასევე უწოდებენ აღორძინების ეპოქას.

ევროპა

ევროპა — მსოფლიოს ნაწილი, აზიასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს. მათ შორის საზღვრის ხაზის თაობაზე არსებობს რამდენიმე ვარიანტი.

ევროპის ფართობი 10 180 000 კმ²-ია, მოსახლეობა კი 740 000 000 ადამიანი. ევროპა ფართობის მხრივ მეორე ყველაზე პატარა კონტინენტია (ის მხოლოდ ავსტრალიას აღემატება), თუმცა მოსახლეობის რაოდენობით ის აჭარბებს როგორც ავსტრალიას, ისე სამხრეთ ამერიკას, მოსახლეობის სიმჭიდროვით კი მხოლოდ აზიას ჩამორჩება.

ენეოლითის ხანა

ენეოლითის ხანა – (ლათ. aeneus - სპილენძი; ბერძ. lithos - ქვა), ნეოლითიდან ბრინჯაოს ხანაზე გარდამავალი პერიოდი, როდესაც ჩნდება თვითნაბადი სპილენძის ცივი დამუშავების გზით დამზადებული იარაღი. ადამიანი თანდათან ეუფლება სპილენძის მადნის ჩამოსხმის ხერხს, ჩნდება სპილენძის ჩამოსხმული იარაღი და სამკაული. ენეოლოთის ეპოქაში ქვის იარაღის გვერდით სპილენძის იარაღიც იხმარებოდა.

მეცნიერთა უმრავლესობა ენეოლითს განიხილავს არა როგორც ცალკე ეპოქას, არამედ როგორც ბრინჯაოს ხანის ადრინდელ ეტაპს – სპილენძის ხანას. შუამდინარეთსა და ეგვიპტეში ენეოლითი იწყება ძვ. წ. IV ათასწლეულში, ევროპაში – ძვ. წ. III ათასწლეულში. საქართველოს ტერიტორიაზე ენეოლითის ძეგლებია: ამირანის გორა, არუხლოს გორა, იმირის გორა, შულავრის გორა, თეთრი წყაროს ნასოფლარი.

ვესტგუთების სამეფო

ვესტგუთების სამეფო — სამეფო, რომელსაც ოკუპირებული ჰქონდა საფრანგეთის სამხრეთდასავლური ნაწილი და პირენეს ნახევარკუნძული მეხუთე საუკუნიდან მერვე საუკუნემდე (418 – 720 წლები).

მანგუსტი

მანგუსტი (ლათ. Herpestes ichneumon) — მტაცებელი ძუძუმწოვარი მანგუსტისებრთა ოჯახისა. მისი მურა-ნაცრისფერი სხეულის სიგრძე 65 სმ აღწევს, აქვს გრძელი ბეწვით დაფარული მსხვილი კუდი.

გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, მცირე აზიასა და სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში (პირენეს ნახევარკუნძული). იკვებება წვრილი მღრღნელებით. აქტიურია ღამით. გველების განადგურებით სარგებლობა მოაქვს. ზოგჯერ ზიანს აყენებს საფრინველეებს. აკლიმატიზებულია იუგოსლავიაში, იტალიასა და კუნძულ მადაგასკარზე.

ნიმი

ნიმი (ფრანგ. Nîmes) — ქალაქი სამხრეთ საფრანგეთში მდებარეობს ლანგედოკი-რუსილონის რეგიონის, გარის დეპარტამენტში. 2005 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 144,600 ადამიანს, საფრანგეთის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით მას ოცდამეხუთე ადგილი უკავია. საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 893 ადამიანს. ქალაქის ფართობი შეადგენს 161.85 კმ²-ს. ქალაქის მერია ჟან პოლ ფურნი. ნიმის ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო, ხოლო ყველაზე ცივი თვეებია იანვარი და თებერვალი.

პორტუგალიის ისტორია

საკუთრივ პორტუგალიის ისტორია XII საუკუნიდან იწყება, როდესაც ქვეყანაში ბურგუნდიული დინასტიის მმართველობა დამყარდა და ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. მანამდე პორტუგალიას არ გააჩნდა საკუთარი ტერიტორია და ისტორიკოსები ქვეყნის ისტორიას ზოგადად იბერიის ნახევარკუნძულის ისტორიაში განიხილავენ.

ჟერმენა დე ფუა

ჟერმენა დე ფუა (ფრანგ. Germaine de Foix, კატ. Germana de Foix; დ. 1488, საფრანგეთი – გ. 15 ოქტომბერი 1536, ესპანეთი) — არაგონის, სარდინიის, სიცილიის, ვალენსიის, ბარსელონის, ნეაპოლისა და მაიორკის დედოფალი, როგორც ფერდინანდ II არაგონელის მეორე მეუღლე. ფერდინანდის გარდაცვალების შემდეგ, ჟერმენა კიდევ ორჯერ გათხოვდა. ჟერმენას მამა, ჟან დე ფუა იყო ნავარის დედოფალ ელეონორა ნავარელის ვაჟი. ხოლო დედამისი, მარი დე ორლეანი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XII–ის და.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.