ოქროს ლომი

ოქროს ლომი (იტალ. Leone d'Oro) — ვენეციის კინოფესტივალის ბიენალეს უმაღლესი პრემია. დაწესდა 1949 წელს საორგანიზაციო კომიტეტის მიერ და ამჟამად კინოინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟულ პრემიად ითვლება. 1970 წელს, შემოიღეს მეორე ოქროს ლომი, ეს საპატიო ჯილდოა მათთვის, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კინემატოგრაფიაში.

პრემია პირველად 1949 წელს „წმინდა მარკოზის ოქროს ლომის“ სახით დაწესდა. მანამდე ამ პრემიის ეკვივალენტი იყო „გრან პრემიო ინტერნაციონალე დი ვენეცია“ (ვენეციის საერთაშორისო გრან-პრი), რომელიც 1947-1948 წლებში გაიცა. უფრო ადრე, 1934-1942 წლებში საუკეთესო იტალიური და საუკეთესო უცხოური ფილმისთვის „კოპა მუსოლინი“ (მუსოლინის თასი) გაიცემოდა.

1969-1979 წლებში ოქროს ლომი არ გაცემულა. ბიენალეს ოფიციალური საიტის თანახმად, ეს იყო 1968 წელს ამ ჯილდოს რადიკალურად ექსპერიმენტული ფილმისთვის „Die Artisten in der Zirkuskuppel: Ratlos“ გაცემის შედეგი, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა პრესაში და კინოკრიტიკოსთა წრეებში.

ოქროს ლომი
წარადგენს ვენეციის კინოფესტივალი
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ადგილმდებარეობა ვენეცია
პირველად გადაეცა 1949 წელს

ლაურეატები

რესურსები ინტერნეტში

.mk

.mk — ზედა დონის ეროვნული დომენი (ccTLD) ჩრდილოეთ მაკედონიისთვის.

11 სექტემბერი

11 სექტემბერი — გრიგორიანული კალენდრის 254-ე დღე (ნაკიან წლებში – 255-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 111 დღე.

ვენეციის კინოფესტივალი

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი (იტალ. Mostra Internazionale d'Arte Cinematografica di Venezia) — უძველესი საერთაშორისო კინოფესტივალი მსოფლიოში. დაარსდა გრაფ ჯუზეპე ვოლპი დი მისურატას მიერ 1932 წელს, როგორც "Esposizione Internazionale d'Arte Cinematografica", აქედან მოყოლებული ფესტივალი ყოველ წელს ტარდება აგვისტოში ადრეულ სექტემბერში, კუნძულ ლიდოზე, ვენეციაში. ეს არის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი და ვენეციის ბიენალეს ნაწილი, უდიდესი ბინალეს გამოფენა და თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი.

ფესტივალის ძირითადი პრიზები არის Leone d'Oro (ოქროს ლომი), რომელიც გადაეცემა ფესტივალზე წარმოდგენილ საუკეთესო ფილმს, და Coppa Volpi (ვოლპის თასი), რომლითაც ჯილდოვდება საუკეთესო კაცი და ქალი მსახიობი. 2002 წელს შეიქმნა ახალი ნომინაცია სან მარკოს პრიზი, რომელიც გადაეცემა ფილმს რომელიც ემსახურება Controcorrente (სტერეოტიპების მსხვრევას).

ვნება, სიფრთხილე (ფილმი)

ვნება, სიფრთხილე (ჩინ. Se, jie) — ენგ ლის 2007 წლის ფილმი, ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია. ფილმმა მიიღო ოქროს ლომი ვენეციის კინოფესტივალზე.

კინოხელოვნება

კინოხელოვნება (ბერძნ. kineo – „ვმოძრაობ“) — ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.

კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.

კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.

კრუშევოს რესპუბლიკა

კრუშევოს რესპუბლიკა (მაკედ. Крушевска република) — ერთ-ერთი პირველი რესპუბლიკა ბალკანეთში. დაარსდა ილინდენის აჯანყების დროს და იარსება მხოლოდ 10 დღე — 1903 წლის 3 აგვისტოდან 13 აგვისტომდე.

მაკედონელები

მაკედონელები (მაკედ. Маке́донци) — სამხრეთსლავი ხალხი, რომლებიც ცხოვრობენ ძირითადად ჩრდილოეთ მაკედონიაში. მაკედონიური დიასპორა ასევე ცხოვრობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მშობლიური ენა — სამხრეთსლავური მაკედონური.

მაკედონელები ცხოვრობენ ჩრდილოეთ მაკედონიაში, ავსტრალიაში, იტალიაში, საბერძნეთში, ალბანეთში, სერბეთსა და სხვა ქვეყნებში. საერთო რაოდენობა 2-2,5 მლნ. მათი უმრავლესობა აღიარებს მართლმადიდებლობას, ტორბეშები კი - ისლამს.

მაკედონიის საფონდო ბირჟა

მაკედონიის საფონდო ბირჟა (მაკედ. Македонска Берза) — მთავარი საფონდო ბირჟა მაკედონიაში. მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქში — სკოპიეში.

მაკედონური დენარი

მაკედონური დენარი (მაკედ. македонски денар) — მაკედონიის ეროვნული ვალუტა. მიმოქცევაშია 1992 წლის 26 აპრილიდან. 1993 წელს მოახდინეს დენომინაცია 1 ახალი დინარი გაუტოლეს 100 ძველს. სახელწოდება მომდინარეობს ძველი რომაული მონეტის დენარისაგან.

მარნეულის მუნიციპალიტეტის გერბი

მარნეულის მუნიციპალიტეტის გერბი — მარნეულის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის დროშა

მარნეულის მუნიციპალიტეტის დროშა — მარნეულის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო გერბთან ერთად. მიღებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

ნახვამდის, ბავშვებო

ნახვამდის, ბავშვებო (ფრანგ. Au revoir les enfants) — ლუი მალის 1987 წლის ავტობიოგრაფიული ფილმი. ფილმმა მიიღო ოქროს ლომი და სეზარი საუკეთესო ფილმისთვის, ხოლო რეჟისორმა BAFTA საუკეთესო რეჟისურისთვის.

პელაგონია

პელაგონია (ბერძ. Πελαγονία; მაკედ. Пелагонија; ასევე პრილეპის-ბიტოლის-ლერინის ველი, ზოგჯერ უბრალოდ ველი) — ყველაზე დიდი ქვაბული მაკედონიის გეოგრაფიულ რეგიონში, რომელიც გაყოფილია მაკედონიასა (ჩრდილოეთი ნაწილი) და საბერძნეთს შორის (სამხრეთი).

რომან პოლანსკი

რომან პოლანსკი (ინგლ. Roman Polanski; უფრო ზუსტი ტრანსკრიფცია — პოლიანსკი, პოლ. Polański, სახელი დაბადებისას რაიმუნდ რომან ლიბლინგი, პოლ. Rajmund Roman Liebling); 18 აგვისტო 1933, პარიზი, საფრანგეთი) — ომისშემდგომი პერიოდის ერთ-ერთი უმსხვილესი კინემატოგრაფისტი, ებრაული წარმოშობის პარიზის მკვიდრი, გაზრდილი პოლონეთში და მომუშავე უპირატესად გაერთიანებულ სამეფოში (1963—1967), აშშ-ში (1968—1976) და საფრანგეთში (1976 შემდგომ).

უმნიშვნელოვანესი ჯილდოების მფლობელი კინემატოგრაფიაში: „ოქროს პალმის რტო“ კანის კინოფესტივალზე, ბერლინის კინოფესტივალის „ოქროს დათვი“, ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომი“ მიღწევებისათვის კარიერის დროს, „ოსკარის“, „სეზარის“, „ოქროს გლობუსის“ ასევე ბაფტას და „ფელიქსის“ პრემიების მფლობელიც, საუკეთესო რეჟისორობისათვის და კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

სკოპიე

სკოპიე (მაკედ. Скопје, ლათ. Scupi, ალბ. Shkupi, სერბ. Скопље) — ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის დედაქალაქი. ქვეყნის ადმინისტრაციული, პოლიტიკური, საგანმანათლებლო ცენტრი. მდებარეობს მდინარე ვარდარის ხეობაში.

შრი-ლანკის გერბი

შრი-ლანკის გერბი — შრი-ლანკის სახელმწიფო სიმბოლო დროშასა და ჰიმნთან ერთად. თანამედროვე სახით გამოიყენება 1972 წლიდან.

გერბის ცენტრში გამოსახულია ოქროს ლომი, რომელსაც წინა მარჯვენა თათში ხმალი უკავია (ასეთივე ლომია გამოსახულია დროშაზეც). ცენტრის ფონი გარშემორტყმულია ლურჯი ლოტოსის ოქროს ფურცლებით, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ყვავილს წარმოადგენს. ეს ყოველივე განთავსებულია ტრადიციული მარცვლეულის ვაზის თავზე, რომელშიც ბრინჯის ძნებია განთავსებული, რომლებიც გერბის ცენტრში განთავსებული წრის საზღვარს ქმნიან და კეთილდღეობას აღნიშნავენ.

სამუზარადეს წარმოადგენს დჰარმაჩაკრა, რაც სიმბოლურად აღნიშნავს ბუდიზმისა და სამართლიანი მმართველობის უპირველეს ადგილს ქვეყანაში. ტრადიციული სინჰალური სიმბოლოები — მზე და მთვარე ფარმჭერების როლს ასრულებენ.

შუადღის ლამაზმანი (ფილმი)

შუადღის ლამაზმანი (ფრანგ. Belle de Jour) — ლუის ბუნიუელის 1967 წლის ფილმი. ეს იყო ბუნიუელის პირველი ფერადი ფილმი. ფილმმა მიიღო ვენეციის ოქროს ლომი.

ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი

ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი — ჩრდილოეთ მაკედონიის სახელმწიფოს მეთაური. ირჩევს მოსახლეობა 5 წლით.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.