ოტონი

მარკუს სალვიუს ოტონი (ლათ. Marcus Salvius Otho) (დ. 25 აპრილი, 32 — გ. 16 აპრილი, 69)— რომის იმპერატორი 69 წლიდან. იყო ნერონის მეგობარი, იძულებული იყო მისთვის დაეთმო ცოლი პოპეა საბინა. ვიტელიუსთან ბრძოლაში დამარცხებულმა თავი მოიკლა.

Oth001
ოტონი

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ოტონი

წინამორბედი:
გალბა
რომის იმპერატორი

69
შემდეგი:
ვიტელიუსი
16 აპრილი

16 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის 106-ე დღე (ნაკიან წლებში – 107-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 259 დღე.

69

69 (სამოცდაცხრა) წელი — იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა კვირა. ეს წელი არის I საუკუნის მე-7 დეკადის მე-9 წელი.

ანასტასიოს II (ბიზანტია)

ანასტასიოს II – ბიზანტიის იმპერატორი 713-715 წლებში.

ბალბინუსი

დეციუს კელიუს კალვინუს ბალბინუსი (ლათ. DECIMVS CAELIVS CALVINVS BALBINVS) (დაახ. 178 - 29 ივლისი 238) რომის იმპერატორი 238 წელს პუპიენუსთან ერთად.

გალბა

სერვიუს სულპიციუს გალბა (ლათ. Servius Sulpicius Galba Caesar Augustus; დ. 24 დეკემბერი, ძვ. წ. 3 — გ. 15 იანვარი, 69) — რომის იმპერატორი 68 წლის 9 ივნისიდან 69 წლის 15 იანვარს მის მკვლელობამდე. ის იყო ტარაკონის ესპანეთის მმართველი და საიმპერატორო ტახტის ხელში ჩაგდება ვინდექსის აჯანყების დროს მოახერხა. იყო ოთხი იმპერატორის წლის პირველი იმპერატორი. გალბა, აგრეთვე, ძვ. წ. I საუკუნეში დაბადებული უკანასკნელი იმპერატორიც იყო.

გალერიუსი

გალერიუს მაქსიმიანუსი (ლათ. CAIVS GALERIVS VALERIVS MAXIMIANVS) (250 - 5 მაისი 311) — რომის კეისარი 295 წლიდან, იმპერატორი 305 წლიდან. იმპერატორად გახდომამდე ის იბრძოდა სასანიანების წინააღმდეგ, ასევე 297 - 300 წლებში კარპების წინააღმდეგ. მან შეწყვიტა ქრისტიანობის დევნა, როდესაც 311 წელს გამოსცა გალერიუსის ტოლერანტობის ედიქტი.

დეციუსი

გაიუს მესიუს ქუინტუს დეციუს (დ. დაახლ. 201 — გ. 251) — რომის იმპერატორი 249-251 წლებში. მისი მართველობის ბოლო წელს მას ეხმარებოდა საკუთარი ვაჟი ჰერენიუს ეტრუსკუსი. ორივენი მოკლეს აბრიტუსის ბრძოლაში.

ვესპასიანე

ვესპასიანე (ლათ. Titus Flāvius Caesar Vespasiānus Augustus ტიტუს ფლავიუს კეისარი ვესპასიანუს ავგუსტუსი; დ. 17 ნოემბერი, 9 — გ. 23 ივნისი, 79) — რომის იმპერატორი 69–79 წლებში. ფლავიუსების დინასტიის დამაარსებელი, რომელიც იმპერიას 27 წლის განმავლობაში მართავდა. ვესპასიანე წარმოშობით მდაბიო გვარის ოჯახიდან იყო, რომელმაც სენატორთა რანგს იულიუს-კლავდიუსების დინასტიის იმპერატორთა დროს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ მან წარმატებას მიაღწია საჯარო სამსახურში და 51 წელს კონსულიც გახდა, ვესპასიანე ცნობილი მისი სამხედრო მიღწევებით გახდა: იგი იყო რომის II ლეგიონის ლეგატი რომაელთა ბრიტანეთში შეჭრისას და დაიმორჩილა იუდეა ებრაელთა 66 წლის აჯანყებისას.როდესაც ვესპასიანემ ებრაელთა აჯანყებისას იერუსალიმს ალყა შემოარტყა, იმპერატორმა ნერონმა თავი მოიკლა და იმპერია ოთხი იმპერატორის წლის სახელით ცნობილ სამოქალაქო ომში ჩაძირა. მას შემდეგ, რაც გალბა და ოტონი მიყოლებით გარდაიცვალნენ ხანმოკლე მმართველობის შემდეგ, 69 წლის აპრილში ვიტელიუსი მესამე იმპერატორი გახდა, რის საპასუხოდაც, რომაული ეგვიპტისა და იუდეის ლეგიონებმა თავიანთი მთავარსარდალი, ვესპასიანე, იმპერატორად გამოაცხადეს 69 წლის 1 ივლისს. იმპერატორის ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ვესპასიანე შეუკავშირდა სირიის მმართველ მუციანუსსა და პანონიის სარდალ პრიმუსს, ხოლო იერუსალიმის ალყის გასაგრძელებლად თავისი ვაჟი, ტიტუსი დატოვა. პრიმუსი და მუციანუსი მეთაურობდნენ ფლავიუსების ძალებს ვიტელიუსის წინააღმდეგ, ხოლო ვესპასიანემ ეგვიპტეზე დაამყარა კონტროლი. 69 წლის 20 დეკემბერს ვიტელიუსი დამარცხდა, ხოლო მომდევნო დღეს რომის სენატმა ვესპასიანე იმპერატორად გამოაცხადა. ვესპასიანეს ტრიბუნობის წლები 1 ივლისიდან იწყება, როდესაც მან თავისი ძალაუფლების ლეგალურ წყაროდ სენატისა და ხალხის ნაცვლად თავისი ლეგიონები გამოაცხადა და ისინი ამომრჩეველ კოლეგიად გარდაქმნა.ვესპასიანემ ჩაატარა ახალი ცენზი და განაახლა სენატის შემადგენლობა. მან სენატში არა მხოლოდ რომაელი და იტალიელი წარჩინებულები, არამედ, მნიშვნელოვანწილად, პროვინციელებიც შეიყვანა. ვესპასიანემ დიდი სიმტკიცით, მოთმინებითა და პრინციპულობით დაიწყო სავსებით მოშლილი ფინანსური პოლიტიკის მოწესრიგება. დაცარიელებული ხაზინის შესავსებად იგი არავითარ საშუალებას არ ერიდებოდა. აღადგინა ყველა გაუქმებული გადასახადი და შემოიღო ახლები. წყაროების თანახმად, ვესპასიანეს, პრაქტიკულად, არაფერი დარჩენია დაუბეგრავი. მან გადასახადი საპირფარეშოებზეც კი დააწესა. გადმოგვცემენ, რომ, როდესაც ამასთან დაკავშირებით მას უფროსმა ვაჟმა, ტიტუსმა უსაყვედურა, ვესპასიანემ შვილს ცხვირთან მიუტანა ამ გადასახადით მიღებული ოქროს ფული და უთხრა: აბა, დაყნოსე, სუნი თუ ასდისო. ამგვარად გაჩნდა ცნობილი გამონათქვამი — ფულს სუნი არ აქვს.

სიძუნწით განთქმული იმპერატორი მშენებლობისათვის ხარჯებს არ ერიდებოდა. სწორედ მან ააგო მრავალი ცნობილი და მნიშვნელოვანი ნაგებობა რომში. აღადგინა გადამწვარი კაპიტოლიუმი, ააშენა მშვიდობის ბრწყინვალე ტაძარი და მის გვერდით საჯარო ბიბლიოთეკა, ფორუმი. ქალაქი დაამშვენა გრანდიოზული ამფითეატრით (კოლოსეუმი), დაასრულა კლავდიუსის დროს დაწყებული კოლონადების მშენებლობა, აღადგინა და გაამშვენიერა ნერონის დროინდელი ნახანძრალი ქუჩები, მოაწესრიგა წყალსადენები, იტალიასა და პროვინციებში გაიყვანა გზები და ა. შ.68–69 წლების მოვლენების საპასუხოდ, ვესპასიანემ გააუმჯობესა არმიის დისციპლინა, გენერალ აგრიკოლას საშუალებით კი მან ბრიტანეთში იმპერიის ექსპანსია გააძლიერა. მისი პოლიტიკის სოციალურ საყრდენს პროვინციული არისტოკრატია წარმოადგენდა, რომლებზედაც იგი რომის მოქალაქეთა უფლებებს ავრცელებდა.79 წელს ვესპასიანე 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას იუმორის გრძნობა სიკვდილის წინაც კი არ დაუკარგავს, მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „ვაიმე, ცუდად შევიქენ, მგონი ღმერთად უნდა ვიქცე!“ და შემდეგ: „იმპერატორი ფეხზე მდგომარე უნდა მოკვდეს!“ ამ სიტყვებით პირზე ღიმილით, სამხედრო პოზაში გაჭიმული შეეგება სიკვდილს.მისი გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორის ტახტი მისივე ვაჟმა, ტიტუსმა დაიკავა, რითაც ვესპასიანე გახდა რომის პირველი იმპერატორი, რომელიც ტახტზე უშუალოდ მისმა ბიოლოგიურმა შვილმა ჩაანაცვლა, რაც ფლავიუსების დინასტიის დასაბამად იქცა.

ვიტელიუსი

აულუს ვიტელიუს გერმანიკუსი (ლათ. Aulus Vitellius Germanicus Augustus; (დ. 24 სექტემბერი, 15 — გ. 22 დეკემბერი, 69) — რომის იმპერატორი 69 წელს.

თეოდოსიოს III (ბიზანტია)

თეოდოსიოს III — ბიზანტიის იმპერატორი 715-717 წლებში.

თეოდოსიოსი საიმპერიო კარის დიდი საფინანსო მოხელე იყო. სამეფო ტახტზე ავიდა 715 წელს, როდესაც არმიის ერთმა ნაწილმა აჯანყების შედეგად დაამხო იმპერატორი ანასტასიოს II და ტახტზე ის აიყვანა.

თორმეტი კეისრის ცხოვრება

თორმეტი კეისრის ცხოვრება - De Vita XII Caesarum — გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსის დღემდე თითქმის სრულად მოღწეული ერთადერთი ნაშრომი.

ამ ნაშრომში მოცემულია იულიუს კეისრისა და რომის 11 იმპერატორის (ოქტავიანე ავგუსტუსი, ტიბერიუსი, კალიგულა, კლავდიუსი, ნერონი, გალბა, ოტონი, ვიტელიუსი, ვესპასიანე, ტიტუსი, დომიციანე) ბიოგრაფიები.

ხელნაწერის დასაწყისი დაკარგულია, სადაც აღწერილია კეისრის წარმოშობა და დაბადება. სვეტონიუსი თავის ნაშრომში არ იცავს ქრონოლოგიას. ყველა ბიოგრაფია დაყოფილია ოთხ ნაწილად: ძალაუფლების მიღწევამდე, მმართველობა, პირადი ცხოვრება, სიკვდილი და დასაფლავება. პირველ და უკანასკნელ ნაწილში იგი ასე თუ ისე იცავს ქრონოლოგიას, ხოლო მმართველობასა და პირად ცხოვრებაში იგი მხოლოდ ფაქტების ჩამონათვალს გვაძლევს, რომლებიც მოცემულ პიროვნებას ჯერ დადებითად შემდეგ კი უარყოფითად ახასიათებს. იგი არ ცდილობს გააკეთოს ანალიზი, განსჯა მკითხველისთვის არის მინდობილი.

ეს ნაშრომი სვეტონიუსმა მიუძღვნა თავის მეგობარს, პრეტორიანელთა პრეფექტს, გაიუს სეპტიციუს კლარუსს 119 წელს.

კონსტანტინე IV (ბიზანტია)

კონსტანტინე IV პოგონატი (ბერძ. Κωνσταντίνος Δ', ლათ. Constantinus IV Pogonatus; დ. 652, კონსტანტინოპოლი — გ. 685, კონსტანტინოპოლი) — ბიზანტიის იმპერატორი. მართავდა აღმოსავლეთ რომის იმპერიას 668-685 წლებში. იმპერატორ კონსტანტი II-ის უფროსი შვილი.

გარდაიცვალა 33 წლის დეზინტერიით.

მიხეილ VIII (ბიზანტია)

მიხეილ VIII პალეოლოგოსი (ბერძ. Μιχαήλ Η΄ Παλαιολόγος; დ. 1223 — გ. 11 დეკემბერი 1282) — ბიზანტიის იმპერატორი; მართავდა ბიზანტიის იმპერიას 1261–1282 წლებში. მიხეილ VIII იყო პალეოლოგოსების დინასტიის, ბიზანტიის უკანასკნელი და ყველაზე ხანგრძლივი მმართველი დინასტიის, დამაარსებელი. მან გაათავისუფლა კონსტანტინოპოლი ლათინებისაგან 1261 წელს და ნიკეის იმპერია გადააქცია აღდგენილ ბიზანტიის იმპერიად.

ოთხი იმპერატორის წელი

ოთხი იმპერატორის წელი — ამ სახელითაა ცნობილი 69 წელი რომის იმპერიის ისტორიაში, როდესაც ქვეყანას ერთმანეთის მიყოლებით ოთხი იმპერატორი (გალბა, ოტონი, ვიტელიუსი და ვესპასიანე) მართავდა.

68 წელს იმპერატორ ნერონის თვითმკვლელობას ხანმოკლე სამოქალაქო ომი მოჰყვა, პირველი სამოქალაქო ომი რომში ძვ. წ. 30 წელს მარკუს ანტონიუსის სიკვდილის შემდეგ. 68 წლის ივნისიდან 69 წლის დეკემბრამდე, რომი მოწმე იყო გალბას, ოტონისა და ვიტელიუსის მონაცვლეობითი აღზევებისა და დაცემისა, სანამ, საბოლოოდ, 69 წელს ტახტი ფლავიუსების დინასტიის პირველმა წარმომადგენელმა, ვესპასიანემ არ დაიკავა. ამ პერიოდის საზოგადოებრივ, სამხედრო და პოლიტიკურ ძვრებს იმპერიული მასშტაბის გამოძახილები ახლდა თან, რომელთაგან აღსანიშნავია ბატავიანელთა აჯანყება.

ოტონი (საბერძნეთი)

ოტონი (ბერძ. Όθων της Ελλάδας; დ. 1 ივნისი 1815, ზალცბურგი — გ. 26 ივლისი 1867, ბამბერგი) — საბერძნეთის პირველი მეფე 1832–1862 წლებში ვიტელსბახების დინასტიიდან. ლუდვიგ I-ის მეორე ვაჟი. თავისი წინაპრის, ბავარიის ჰერცოგის, იოჰან II-ის შტოთი ის იყო ბიზანტიელი კომნენოსებისა და ლასკარიდების დინასტიების მემკვიდრე.

29 წლის მეფობის შემდეგ ის ჩამოაგდეს ტახტიდან. უკანასკნელი 5 წელი გაატარა დევნილობაში თავის სამშობლოში, ბავარიაში.

რომულუს ავგუსტულუსი

ფლავიუს რომულუს ავგუსტულუსი (ლათ. FLAVIVS ROMVLVS) (463 - ?) რომულუს ავგუსტულუსად წოდებული, რომის უკანასკნელი იმპერატორი 475 წლის 28 აგვისტოდან 476 წლის 4 სექტემბრამდე. იგი 476 წელს ოდოაკრმა ტახტიდან ჩამოაგდო.

ფილიპიკოსი (ბიზანტია)

ფილიპიკოს ბარდანესი — ბიზანტიის იმპერატორი 711-713 წლებში.

ფრედი (ფეხბურთელი, 1983)

ფრედი (პორტ. Fred; დ. 3 ოქტომბერი, 1983, ტეოფილუ-ოტონი) — ბრაზილიელი ფეხბურთელი. თამაშობს ბრაზილიურ კლუბ ატლეტიკო მინეიროში. კარიერა დაიწყო მშობლიურ ბრაზილიაში. 2005-2009 წლებში გამოდიოდა ფრანგულ „ლიონში“, რომელთან ერთადაც ზედიზედ სამჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი. ის შერჩეული იქნა ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში 2006 წლის მსოფლიო თასზე სათამაშოდ. ფრედმა ჯგუფურ ეტაპზე ერთი გოლი გაიტანა. იგივეს გამეორება მან მოახერხა მხოლოდ რვა წლის შემდეგ, ბრაზილიაში გამართულ ჩემპიონატზე.

ჰერაკლონასი

ჰერაკლონასი (ბერძ. Ηράκλειος Β′, ლათ. Heraclius II ან Heraclonas; დ. 626 — გ. 641) — ბიზანტიის იმპერატორი, რომელიც მართავდა აღმოსავლეთ რომის იმპერიას 641 წელს. ჰერაკლეს შვილი მეორე ქორწინებიდან. გარდაიცვალა 15 წლის ასაკში.

დასავლეთისა და აღმოსავლეთ იმპერიების იმპერატორები
პრინციპატი
ძვ. წ. 27 – 235
კრიზისი
235–284
დომინატი
284–395
დასავლეთის იმპერია
395–476
ბიზანტიის იმპერია
395–1204
ნიკეის იმპერია
1204–1261
ბიზანტიის იმპერია
1261–1453

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.