ომარ ალ-ბაშირი

ომარ ჰასან აჰმად ალ-ბაშირი (არაბ. عمر حسن أحمد البشير; დ. 1 იანვარი, 1944) — სუდანის პრეზიდენტი 1989-2019 წლებში. 1989 წელს ალ-ბაშირმა ოფიცერთა ჯგუფით მოაწყო უსისხლო სამხედრო გადატრიალება, რომლის შედეგადაც სუდანის დემოკრატიულად არჩეული პრემიერ-მინისტრის, სადიქ ალ-მაჰდის მთავრობა დაამხო.[1]

2004 წლის ოქტომბერში ალ-ბაშირის მთავრობამ დაასრულა სუდანის მეორე სამოქალაქო ომი, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და სისხლიანი კონფლიქტი სამხრეთი სუდანისთვის შეზღუდული ავტონომიის მინიჭებით. ალ-ბაშირს ხშირად აკრიტიკებენ მისი მოქმედებისთვის დარფურის კონფლიქტის დროს, როდესაც სუდანის სამხედროების მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად დაიხოცა 200,000-დან[2] 400,000-მდე არაბი მოსახლე.[3]

2008 წლის ივლისში საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს ბრალმდებელმა ლუის მორენო-ოკამპომ ალ-ბაშირს ბრალი დასდო გენოციდში, ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულებში და სამხედრო დანაშაულებში დარფურის კონფლიქტის დროს.[4] 2009 წლის 4 მარტს საერთაშორისო სასამართლომ გასცა ალ-ბაშირის დაპატიმრების ორდერი, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და სამხედრო დანაშაულების გამო, თუმცაა დაასკვნა, რომ მის გენოციდში დასადანაშაულებლად არ იყო საკმარისი საბუთები.[5] ორდერი გაუგზავნეს სუდანის მთავრობას, რომელიც არ გამოთქვამს ალ-ბაშირის დაპატიმრების სურვილს. ალ-ბაშირი არის პირველი სახელმწიფოს მოქმედი ლიდერი, რომელზეც გაიცა დაპატიმრების სანქცია.[5]

Omar al-Bashir, 12th AU Summit, 090131-N-0506A-342

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. FACTBOX - Sudan's President Omar Hassan al-Bashir (2008-07-14). წაკითხვის თარიღი: 2008-07-16.
  2. BBC NEWS World Africa | Q&A: Sudan's Darfur conflict
  3. The Genocide in Darfur — Briefing Paper Save Darfur
  4. International Criminal Court. (2008-07-14) ICC Prosecutor presents case against Sudanese President, Hassan Ahmad AL BASHIR, for genocide, crimes against humanity and war crimes in Darfur. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2008-07-15. წაკითხვის თარიღი: 2008-07-17.
  5. 5.0 5.1 BBC News, 4 March 2009. Warrant issued for Sudan's Bashir . Accessed 4 March 2009.
11 აპრილი

11 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის 101-ე დღე (ნაკიან წლებში — 102–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 264 დღე.

12 ივლისი

12 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 193-ე დღე (ნაკიან წლებში – 194-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 172 დღე.

1944

1944 (ათას ცხრაას ორმოცდაოთხი) წელი — გრიგორიანული კალენდრის ნაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა შაბათი. ეს წელი არის XX საუკუნის მე-5 დეკადის მე-4 წელი.

1 იანვარი

1 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის 1-ლი დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 364 დღე (ნაკიან წელში - 365). მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში 1 იანვარი არის ახალი წლის დღე.

აბდელ რაჰმან სვარ ალ-დაჰაბი

აბდელ რაჰმან სვარ ალ-დაჰაბი (არაბ. عبد الرحمن سوار الذهب; დ. 1934 ომდურმანი, სუდანი — გ. 18 ოქტომბერი, 2018, ერ-რიადი) — სუდანის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. სუდანის პრეზიდენტი 1985-1986 წწ., ფელდმარშალი.

დაიბადა 1934 წელს, 1958 წელს დაამთავრა სუდანის სამხედრო აკადემია უფროსი ლეიტენანტის წოდებით. სამხედრო კურსებს გადიოდა დიდ ბრიტანეთში და იორდანიაში, შემდეგ დაამთავრა გამალ აბდელ ნასერის სახელობის კაიროს სამხედრო აკადემია. იყო სუდანის სამხედრო ატაშე უგანდაში. 1976 წლიდან მსახურობს სუდანის დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში. 1985 წლიდან თავდაცვის მინისტრია.

1985 წლის გაზაფხულზე, ჯაფარ ნიმეირის აშშ-ში ვიზიტის დროს სათავეში ჩაუდგა სამხედრო გადატრიალებას. 6 აპრილს გამოაცხადა ნიმეირის დამხობა და 9 აპრილს სათავეში ჩაუდგა სუდანის გარდამავალ სამხედრო საბჭოს. 1986 წელს ქვეყანაში გაიმართა არჩევნები და მოხდა ახალი მთავრობის ფორმირება. ალ-დაჰაბი გადადგა.

დაქორწინებულია, ჰყავს 5 ბიჭი.

აჰმედ ალ-მირგანი

აჰმედ ალ-მირგანი (არაბ. أحمد الميرغني; დ. 16 აგვისტო, 1941, ჩრდილოეთი ხარტუმი, სუდანი — გ. 2 ნოემბერი, 2008, ალექსანდრია, ეგვიპტე) — სუდანის პოლიტიკური მოღვაწე. სუდანის პრეზიდენტი 1986-1989 წწ.

დარფურის კონფლიქტი

დარფურის კონფლიქტი — ეთნიკური კონფლიქტი სუდანში. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რეგიონის არაფორმალური პროსახელისუფლებო არაბული შეიარაღებული დანაყოფები ჯანჯავიდები და ადგილობრივი ნეგროიდული რასის აჯანყებულთა დაჯგუფებები.

არაბთა შეიარაღებული დანაყოფების მიერ ადგილობრივი შავკანიანი მოსახლეობის, ფურის ტომის, გენოციდის გამო 2003 წელს რეგიონში განვითარდა ჰუმანიტარული კატასტროფა და შეიქმნა საგანგებო სიტუაცია. 2007 წელს დაიწყო აფრიკის კავშირისა და გაეროს ერთობლივი ოპერაცია.

2010 წლის ზაფხულში რეგიონში უნდა გამართულიყო რეფერენდუმი რეგიონის მომავალი სტატუსის განსაზღვრის მიზნით. მოსახლეობას უნდა ეპასუხა კითხვაზე, რა სურდათ მათ, დარფურის რეგიონი დაყოფილიყო კვლავ სამ შტატად თუ შექმნილიყო ერთიანი რეგიონი თავისი კონსტიტუციითა და მთავრობით.

2011 წლის ივნისში დაიდო დარფურის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელმაც უნდა დაარეგულიროს კონფლიქტი რეგიონის აჯანყებულებსა და ხელისუფლებას შორის.

იბრაჰიმ აბუდი

იბრაჰიმ აბუდი (დ. 26 ოქტომბერი, 1900, მოჰამედ-გოლი, სუდანი — გ. 8 სექტემბერი, 1983, ხართუმი, სუდანი) — სუდანის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე. სუდანის პირველი პრეზიდენტი 1958-1964 წწ.

ისმაილ ალ-აზჰარი

ისმაილ ალ-აზჰარი (არაბ. إسماعيل الأزهري; დ. 20 ოქტომბერი, 1900 — გ. 26 აგვისტო, 1969) — სუდანის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.

დაიბადა 1900 წელს. სწავლობდა სუდანის და ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში. 1940-1945 წლებში (ხანგამოშვებებით) იყო კონგრესის თავმჯდომარე. 1945-1952 წლებში იყო პარტია ალ-აშიკას ხელმძღვანელი. 1952-1969 წლებში კვლავ პარტიულ თანამდებობებზეა.

1954-1956 წლებში სუდანის გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრია, ხოლო 1956 წლის იანვარ-ივლისში პირველი ეროვნული მთავრობის პრემიერ-მინისტრი. 1965-1969 წლებში კი ქვეყნის მეთაური.

გარდაიცვალა 1969 წლის 26 აგვისტოს.

კონფლიქტი სამხრეთ კორდოფანსა და ცისფერი ნილოსის შტატში

კონფლიქტი სამხრეთ კორდოფანსა და ცისფერი ნილოსის შტატში (2011–დღემდე) — სუდანის სამხრეთით კორდოფანსა და ცისფერი ნილოსის შტატში მიმდინარე კონფლიქტი. დაპირისპირებული მხარეებია ერთი მხრივ სუდანის არმია, ხოლო მეორე მხრივ: სუდანის სახალხო განმათავისუფლებელი მოძრაობა და სუდანის განმათავისუფლებელი არმია. 2005 წელს სუდანის მეორე სამოქალაქო ომის ნაივაშის შეთანხმებით დასრულების შემდგომ 2011 წელს სამხრეტ კორდოფანში სუდანის და განმათავისუფლებელ არმიებს შორის ბრძოლები ისევ დაიწყო. დაპირისპირება ცისფერი ნილოსის შტატშიც გავრცელდა. კონფლიქტი დაკავშირებულია დარფურის ომთან. 2011 წელს განმათავისუფლებელმა ფრონტმა კავშირი დაამყარა დარფურელ აჯანყებულებთან.2014 წლის ოქტომბრისთვის ომმა დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი დააზარალა. დაახლოებით 500 000 იქცა ლტოლვილად, ხოლო 250 000 გადავიდა სამხრეთ სუდანში ან ეთიოპიაში. 2015 წლის იანვრიდან ბრძოლები გააქტიურდა, რადგან ომარ ალ-ბაშირის მთავრობა ცდილობს მოიპოვოს კონტროლი აჯანყებულების ტერიტორიებზე და ემზადება აპრილში არჩევნების ჩასატარებლად.

პუტჩი

პუტჩი (გერმ. Putsch, ფრანგ. Coup d'état) — მთავრობის უეცარ გადაგდებას სამხედრო ძალით, როგორც წესი განხორციელებულს მცირე შედარებით სუსტი გაერთიანებით, რომელიც მთავარ სახელმწიფო ფიგურებს ცვლის. პუტჩი, როგორც წესი ძალადობრივი წესით ხდება, თუმცა შეიძლება შედარებით ადვილად უსისხლოდაც განხორციელდეს. ის განსხვავდებდა რევოლუციისგან, რომელიც უფრო ვრცელი ჯგუფის მიერ ხორციელდება და რადიკალურად ცვლიას პოლიტიკურ სისტემას.

გერმანული ტერმინი ”პუტჩი” პირველად გამოიყენებულ იქნა ციურიპუტჩის დროს 1839 წელს, მისი პირდაპირი გერმანული თარგმანია შთაათსშთრაიხი (Staatsstreich).

ტაქტიკურად პუტჩი მოიცავს ზოგიერთ აქტიურ სამხედრო ნაწილთა კონტროლის ჩაგდებას, ხოლო ქვეყნის დანარჩენი შეიარაღებული სამსახურების ნეიტრალიზებას. აქტიური ჯგუფი იპყრობს ან განდევნის ლიდერებს, ხელთ იგდებს მნიშვნელოვან სამთავრობო დაწესებულებებზე, კომუნიკაციის საშუალებებზე და ინფრასტრუქტურაზე (მაგ. გზები, ელექტროსადგურები) ფიზიკურ კონტროლს.

პუტჩი ტიპიურად არსებული მთავრობის ძალას იყენებს მისივე გადასაყენებლად. ედვარდ ლუტვაკის განმარტების თანახმად წიგნში ”პუტჩი: პრაქტიკული სახელმძღვანელო”: ”პუტჩი შედგება ინფილტრაციით სახელმწიფო აპარატის მცირე თუმცა კრიტიკული სეგმენტისა, რომელიც შემდგომში იცვლება მთავრობის დანარჩენი ნაწილის კონტროლს ქვეშ ასაყვანად”. ამ მნიშვნელობით, სამხედრო ან რაიმე სხვა ორგანიზებული ძალის გამოყენება პუტჩის გადამწყვეტი ნაწილი არ უნდა იყოს. ამგვარად, სახელმწიფო აპარატის ნებისმიერი არა-ლეგალური ტაქტიკის სახით გადაყენება შეიძლება მოიაზროს როგორც პუტჩი, ლუტვაკის თანახმად.

სამხრეთი სუდანი

სამხრეთი სუდანი (ინგლ. Southern Sudan, არაბ. جنوب السودان), ოფიციალური დასახელება — სამხრეთ სუდანის რესპუბლიკა (ინგლ. Republic of South Sudan) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო აფრიკაში. დედაქალაქია ჯუბა, თუმცა დაგეგმილია დედაქალაქის გადატანა ჯუბიდან ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში — ტბების შტატში ხელახლა დაარსებული დედაქალაქის ოლქის ქალაქ რამსელში.

სახელმწიფოს აღმოსავლეთით ესაზღვრება ეთიოპია, სამხრეთით კენია, უგანდა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დასავლეთით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და ჩრდილოეთით სუდანი. ქვეყნის ფართობია 644 329 კმ². 2008 წლის აღწერის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 8 260 490 ადამიანს.სუვერენული სტატუსი მიიღო 2011 წლის 9 ივლისს, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე სუდანის მიერ ოფიციალურად აღიარების შემდეგ. ამავე წლის 14 ივლისს ახლადშექმნილი სახელმწიფო გაეროს 193-ე, ხოლო 28 ოქტომბერს იუნესკოს 194-ე წევრი სახელმწიფო გახდა. სახელმწიფოს არა აქვს ზღვაზე გასასვლელი.

სირ ალ-ხათიმ ალ-ხალიფა

სირ ალ-ხათიმ ალ-ხალიფა (დ. 1 იანვარი, 1919, ედ-დუეიმი, სუდანი — გ. 18 თებერვალი, 2006) — სუდანის სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი და მასწავლებელი. სუდანის პრემიერ-მინისტრი (1964–1965 წწ.) და პრეზიდენტი 1964 წლის 16 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე.

1966 წელს დანიშნეს სუდანის ელჩი იტალიაში, 1968 წლიდან დიდ ბრიტანეთში. 1973 წელს ჯაფარ ნიმეირმა განათლების მინისტრად დანიშნა. 1982 წელს დაინიშნა პრეზიდენტის მრჩევლად განათლების საკითხებში.

გარდაიცვალა 2006 წლის 18 თებერვალს.

სუდანი

სუდანი (არაბ. السودان, as-Sūdān), ოფიციალურად სუდანის რესპუბლიკა (არაბ. مهورية السودان, Jumhūrīyat as-Sūdān) — ფედერალური, საპრეზიდენტო, წარმომადგენლობითი დემოკრატიის არაბული რესპუბლიკა ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში. არაბულ სამყაროში, ალჟირისა და საუდის არაბეთის შემდეგ ფართობის მხრივ მესამე უდიდესი სახელმწიფოა, ისევე, როგორც აფრიკაში, ალჟირსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შემდეგ და მეთხუთმეტე მსოფლიოს სუვერენულ სახელმწიფოებს შორის. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ეგვიპტე, ჩრდილო-დასავლეთიდან ლიბია, დასავლეთიდან ჩადი, სამხრეთ-დასავლეთიდან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სამხრეთიდან სამხრეთი სუდანი, აღმოსავლეთიდან ეთიოპია და ერიტრეა, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან გასასვლელი აქვს წითელ ზღვაზე. დედაქალაქია ხარტუმი. მდინარე ნილოსი ქვეყანას ორ ნაწილად, აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ჰყოფს. რელიგიებიდამ უმეტესად გავრცელებულია ისლამი. დამოუკიდებლობა მოიპოვა 1956 წელს, ამავე წელს გახდა გაეროს წევრი. 2011 წლის 9 ივლისს სუდანს ოფიციალურად გამოეყო სამი სამხრეთი რეგიონი, რომლის ტერიტორიაზეც რეფერენდუმის შედეგად ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო სამხრეთი სუდანი ჩამოყალიბდა.

სუდანი რამდენიმე ისეთი ძველი ცივილიზაციის კერა იყო, როგორებიცაა: ქუშის სამეფო, კერმა, ნობატია, ალვა, მაკურია, მეროე და სხვები, მათი უმეტესობა ნილოსის გასწვრივ მდებარეობდა. ძვ. წ. 3300 წელს, პრედინასტიული პერიოდისას ნუბია და ნაგადანის ზემო ეგვიპტე ფარაონების მმართველობის ერთობლივად განვითარებული, იდენტური სისტემები იყვნენ. ეგვიპტესთან მისი სიახლოვის წყალობით, სუდანი ახლო აღმოსავლეთის ფართო ისტორიის მონაწილე იყო, თავდაპირველად, როგორც VI საუკუნისთვის გაქრისტიანებული ერთეული, ხოლო VII საუკუნიდან, როგორც — ისლამიზებული. გაქრისტიანების წყალობით, ძველი ნუბიური ენა ყველაზე ძველ ჩაწერილ ნილო-საჰარულ ენად გვევლინება (ადრეული ჩანაწერები IX საუკუნით თარიღდება).

სუდანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, აფრიკის კავშირის, არაბული ქვეყნების ლიგის, ისლამური კოოპერაციის ორგანიზაციის და მიუმხრობლობის მოძრაობის წევრია, აგრეთვე, დამკვირვებელია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. დედაქალაქი ხარტუმი, ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული და სავაჭრო ცენტრია. სუდანის პოლიტიკა რეგულირდება საპარლამენტო ორგანიზაციის მიერ, სახელად ეროვნული ასამბლეა. სუდანის საკანონმდებლო სისტემა შარიათის წესებზეა დაფუძნებული.

სუდანის ისტორია

ტერმინი სუდანი მომდინარეობს არაბულიდან: bilād as-sūdān "შავი ხალხის მიწა", ტერმინი ზოგადად ცენტრალური და დასავლეთი აფრიკის აღსანიშნავად გამოიყენება, განსაკუთრებით საჰელის რეგიონისთვის.

სუდანის თანამედროვე რესპუბლიკა 1956 წელს, 1899 წლიდან არსებული ანგლო-ეგვიპტური სუდანის საზღვრებში ჩამოყალიბდა. 1899 წლამდე ტერმინი სუდანი არ აღნიშნავდა სახელმწიფო ერთეულს, არამედ გამოიყენებოდა რეგიონის აღსანიშნავად.

დღევანდელი სუდანის ტერიტორიაზე ისტორიის ადრეულ პერიოდში, ნილოსის სანაპიროზე არსებობდა ქუშის სამეფო. რომლის ისტორიაც გადაჯაჭვული იყო ძველი ეგვიპტის ისტორიასთან და ხშირად ერთ პოლიტიკურ ერთეულსაც წარმოადგენდნენ. ეგვიპტესთან სიახლოვის გამო ის მონაწილეობდა ახლო აღმოსავლეთის ისტორიაშიც, სამეფო VI საუკუნეში გაქრისტიანდა, ხოლო VII საუკუნეში გახდა მუსლიმანური. ქრისტიანული მემკვიდრეობის გამო ძველი ნუბიური წარმოადგენს ნილო-საჰარულ ენათა შორის უძველესს, რომელზეც არსებობს ჩანაწერები (უძველესი ჩანაწერები თარიღდება IX საუკუნით).

1956 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სუდანი შიდა კონფლიქტებში ჩეფლო: სუდანის პირველი სამოქალაქო ომი (1955-1972), სუდანის მეორე სამოქალაქო ომი (1983-2005), 2011 წლის 9 ივლისს სამხრეთი სუდანის დამოუკიდებლობისთვის სწრაფვის გამო მდგომარეობის ესკალაცია, დარფურის კონფლიქტი (2003-2010).

სუდანის პრეზიდენტი

სუდანის პრეზიდენტი – სუდანის სახელმწიფოს მეთაური, მოსახლეობა ირჩევს 5 წლის ვადით.

სუდანის შეიარაღებული ძალები

სუდანის შეიარაღებული ძალები (არაბ: القوات المسلحة السودانية) — სუდანის აღმასრულებელი ხელისუფლების სამხედრო სტრუქტურა, რომლებიც ექვემდებარება ქვეყნის პრეზიდენტს და იმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ. შეიარაღებული ძალების მისიაა შეინარჩუნოს ქვეყნის სუვერენიტეტი, დაიცვას მისი სახმელეთო ტერიტორიები, საჰაერო სივრცე და მათი განუყოფელი მთლიანობა. ასევე მისი მოვალეობაა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

მის შემადგენლობაშია: არმია, საჰაერო ძალები, საზღვაო ძალები, რესპუბლიკური გვარდია, ეროვნული თავდაცვის ძალები.

ჯაფარ ნიმეირი

ჯაფარ მუჰამედ ნიმეირი (არაბ. جعفر محمد النميري; დ. 1 იანვარი, 1930, ომდურმანი — გ. 30 მაისი, 2009, ხართუმი) — სუდანის სახელმწიფო მოღვაწე. სუდანის სახელმწიფოს მეთაური 1969–1985 წლებში, სუდანის რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარე 1969–1971 წლებში. სუდანის პრეზიდენტი 1971–1985 წლებში მარშალი (1979).

დაიბადა საშუალო ფენის წარმომადგენლის ოჯახში. 1952 წელს დაამთავრა სუდანის სამხედრო კოლეჯი. სწავლა განაგრძო გფრ-სა და აშშ-ში. 1969 წლის 25 მაისს ხელმძღვანელობდა სახელმწიფო გადატრიალებას. 1969–1971 წლებში რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარეა, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. 1971–1985 ქვეყნის მეთაურია. 1972 წლიდან სუდანის სოციალური კავშირის თავმჯომარეა.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.