ნოდარ ხადური

ნოდარ ხადური (დ. 29 აგვისტო, 1970, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 10 სექტემბერი, 2019, თბილისი, საქართველო[1]) — ქართველი პოლიტიკოსი და ეკონომისტი. საქართველოს ფინანსთა მინისტრი 2012 წლის 25 ოქტომბერიდან 2016 წლის 27 ნოემბერამდე.

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი, 2012 – 27 ნოემბერი, 2016
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიალექსანდრე ხეთაგური
მემკვიდრედიმიტრი ქუმსიშვილი

დაბადებული29 აგვისტო, 1970
თბილისი
გარდაცვლილი10 სექტემბერი, 2019 (49 წლის)
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო, პოლიტიკური საბჭოს წევრი
მეუღლენინო ცირეკიძე
შვილებიმარიამ და ნიკოლოზ ხადურები
პროფესიაეკონომისტი
საქმიანობასაქართველოს კონკურენციის სააგენტოს თამჯდომარე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
რელიგიამართლმადიდებელი

ბიოგრაფია

განათლება

დაამთავრა თბილისის მე-14 საშუალო სკოლა. 1991–1996 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, მაკროეკონომიკის სპეციალობით, რომელიც დაამთავრა წარჩინებით. 1996–1999 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტი. 2002 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე „მაკროეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების თავისებურებანი პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პირობებში (საქართველოს მაგალითზე)“.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

საქმიანობა

2016 წლის 1 დეკემბრიდან იყო საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე.

1987-88 და 1990-92 წლებში მუშაობდა საწარმოო გაერთიანება ჩარხმშენებელში. 1996-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანაშემწედ; 1997-1998 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი, აპარატის უფროსი, შიდა ქართლის სამხარეო-საფინანსო ადმინისტრაციის უფროსი; 1999-2000 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრის აპარატის უფროსი; 2000-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის აპარატის უფროსად; 2003-2004 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე — საპარლამენტო მდივანი. 2004-2005 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 2004-2008 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეროვნული კონსულტანტი. 2006 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნების“ სიით.

2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამ რანგში იგი იყო მსოფლიო ბანკის (WB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აზიის განვითარების ბანკის (ADB), აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის (AIIB) მმართველი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) ალტერნატიული მმართველი. 2012–2013 და 2014–2015 წლებში იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2012–2013 წლებში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2016 წელს აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის (AIIB) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2012-2018 წლებში არჩეული იყო მპგ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრად.

1999 წლიდან ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, ზ. ჟვანიას სახელობის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და ა. შ.

იგი კითხულობდა: მაკროეკონომიკას, ეკონომიკის პრინციპებს, მაკროეკონომიკურ თეორიას, მაკროეკონომიკურ რეგულირებას და დაგეგმვას, საქართველოს ეკონომიკას, გარდამავალი პერიოდის მაკროეკონომიკას, მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და ა. შ. კვალიფიკაცია აიმაღლა ავსტრიაში, ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში (ფისკალური პოლიტიკა, მაკროეკონომიკური ანალიზი და პოლიტიკა), შვეციის განვითარების სააგენტოში (საგადასახადო პოლიტიკა), ეგვიპტის განვითარების სააგენტოში (ექსპორტის სტიმულირება).

იყო 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია აშშ-ში, უნგრეთში, ბულგარეთში, შვეციაში, რუსეთის ფედერაციაში, აზერბაიჯანში. კვლევის ძირითადი მიმართულებებია: მაკროეკონომიკა, მაკროეკონომიკური პოლიტიკა, მონეტარული და ფისკალური მაკროეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა, ტრანსფორმაციული ეკონომიკა, კონკურენცია.

ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 49 წლის ასაკში ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური გარდაიცვალა
ბიძინა ივანიშვილის კაბინეტი

ბიძინა ივანიშვილის კაბინეტი — საქართველოს მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის რანგში. კაბინეტი ჩამოაყალიბეს პოლიტიკურ პარტიათა კოალიცია ქართული ოცნების წევრებმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. საქართველოს პარლამენტმა ის დაამტკიცა 2012 წლის 25 ოქტომბერს. 2013 წლის 20 ნოემბერს, მას შემდეგ რაც ივანიშვილმა თანამდებობა დატოვა, ის ჩაანაცვლა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ.

დიმიტრი ქუმსიშვილი

დიმიტრი ქუმსიშვილი (დ. 7 სექტემბერი, 1974) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 27 ნოემბრამდე იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 2016 წლის 27 ნოემბრიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე ფინანსთა მინისტრი. 2015 წელს იყო ქალაქ თბილისის ვიცე-მერი.

ეკონომიკური ეფექტიანობა

ეკონომიკური ეფექტიანობა — წარმოების (ან მომსახურების) პროცესის სასარგებლო შედეგის (ეფექტის) შეფარდება გაწეულ ხარჯებთან (ან გამოყენებულ რესურსებთან). ეფექტიანობის საკითხს მრავალი მეცნიერული დისციპლინა შეისწავლის და მათ შორის ეკონომიკური ეფექტიანობა მრავალი ავტორის დაკვირვების საგანია, შესაბამისად, განსხვავებული არგუმენტაციებით მოიცემა. ეკონომიკური ეფექტიანობის გაანგარიშება სპეციფიკურ მიდგომებს საჭიროებს მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაში, ვაჭრობაში, მომსახურების სხვა სფეროებში, შესაბამისად, გარკვეულ გაანგარიშებით სირთულეებთან გვაქვს საქმე ეფექტიანობის კრებსითი მაჩვენებლების განსაზღვრისას. ეფექტიანობის საკითხებზე (ზოგადთეორიული, დარგობრივ-მიკროეკონომიკური, ფინანსური და ეკონომიკურ-მათემატიკური ასპექტები) გამოქვეყნებულია ქართველი მეცნიერ-ეკონომისტების (ავთანდილ გუნია, ვლადიმერ პაპავა, ლეო ჩიქავა, ავთანდილ სილაგაძე, ნოდარ ხადური, რამაზ აბესაძე, ნოდარ ჭითანავა, მიხეილ ჯიბუტი, ელგუჯა მექვაბიშვილი, იაკობ მესხია, იური ანანიაშვილი, როლანდ სარჩიმელია, ნიკოლოზ ბაკაშვილი, სლავა ფეტელავა, ლოიდ ქარჩავა, გიორგი შიხაშვილი, დავით ჩლაიძე და სხვ) შრომები.

იტალიელი ეკონომისტის — ვილფრედო პარეტოს მიხედვით, იდეალიზებულ ვარიანტში ეფექტიანია წარმოების შესაძლებლობათა გრაფიკის მხოლოდ ზღვრული სარგებლიანობის სიტუაციები. ეკონომიკური ეფექტიანობის საკითხზე ევროკომისიის ექსპერტთა მეთოდოლოგიის სრულყოფის საფუძველზე, ქართველი ეკონომისტი — რევაზ ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ ეკონომიკაში ზღვრული ეფექტიანობის მისაღწევად, როცა ზღვრული ხარჯები მინიმალური ხდება, საჭიროა განვითარდეს ეკონომიკის ის სტრუქტურული ძვრები, რომლებიც ყველაზე რენტაბელური იმ დარგების ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს, რომლებსაც ბაზარზე, ამავდროულად, შედარებით მეტი სეგმენტი უჭირავს.

იოსებ ყიფშიძე

იოსებ ალექსის ძე ყიფშიძე (დ. 25 აგვისტო, 1882, რგანი, ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 21 თებერვალი 1919, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი. თსუ-ის გამგეობის სწავლული მდივანი და ქართული ენის პირველი პროფესორი, ქართული ენის კათედრის გამგე (1918-1919).

ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტი

ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტი — საქართველოს მინისტრთა კაბინეტი 2013-2015 წლებში, რომელსაც პრემიერ-მინისტრის რანგში ხელმძღვანელობდა ირაკლი ღარიბაშვილი. როდესაც საქართველოს პარლამენტმა ის დაამტკიცა 2013 წლის 20 ნოემბერს, მის შემადგენლობაში ძირითადად შედიოდნენ წინამორბედის, ბიძინა ივანიშვილის კაბინეტის წევრები.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) მთავრობის წევრია. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. ამჟამად საქართველოს ფინანსთა მინისტრია ივანე მაჭავარიანი .

ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო

ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო — პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც დააფუძნა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 21 აპრილს და არის საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.