ნობელის პრემია

ნობელის პრემია — ყოველწლიური საერთაშორისო პრემია, სახელი ეწოდება მისი დამაარსებლის შვედი ინჟინრის, ქიმიკოსის, გამომგონებლისა და მრეწველის ალფრედ ბ. ნობელის პატივსაცემად.

ნობელის ანდერძის მიხედვით, მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილ კაპიტალს უნდა შეედგინა ნობელის პრემიის ფონდი. პრემია ენიჭება რასის, ეროვნების, სქესისა და სარწმუნოების განურჩევლად კანდიდატებს ფიზიკის, ქიმიის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის, მხატვრული ლიტერატურის დარგში მნიშვნელოვანი და უახლესი მიღწევებისათვის. ნობელის პრემია შედგება ოქროს მედლისაგან, რომელზეც გამოსახულია ნობელი, დიპლომისა და ფულადი თანხის ჩეკისაგან; თანხის ოდენობა განისაზღვრება ნობელის პრემიის ფონდის შემოსავლით (როგორც წესი, 30-70 ათასი დოლარი). ანდერძის შესაბამისად ნობელის პრემიის მინიჭების უფლება აქვს სტოკჰოლმის სამეფო მეცნიერებათა აკადემიას (ფიზიკისა და ქიმიის დარგში, მემორიალური პრემია ეკონომიკის დარგში — 1968), კაროლინის სამეფო სამედიცინო — ქირურგიის ინსტიტუტს სტოკჰოლმში (ფიზიოლოგიასა და მედიცინაში) და შვედეთის აკადემიას სტოკჰოლმში (ლიტერატურის დარგში), ნორვეგიაში ნობელის პრემიას მშვიდობის განმტკიცებისათვის ანიჭებს ნორვეგიის პარლამენტის მიერ დანიშნული ნობელის კომიტეტი. ნობელის პრემიას ანიჭებენ ცალკეულ პირებს და მხოლოდ ერთხელ (არსებობს გამონაკლისიც, მაგალითად მარი სკლოდოვსკა-კიურიმ ნობელის პრემია მიიღო ორჯერ — 1903 და 1911). ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი იმართება სტოკჰოლმსა და ოსლოში ყოველი წლის 10 დეკემბერს — ა. ნობელის გარდაცვალების დღეს, რომელიც ნობელის დღედაა გამოცხადებული. ნობელის პრემიის მინიჭება დაიწყო 1901 წელს. ნობელის პრემია მიენიჭა: ფიზიკისა და ქიმიის დარგში — ვ. რენტგენს (1901), მ. პლანკს (1918), ა. აინშტაინს (1921), ნ. ბორს (1922), ე. რეზერფორდს (1908), ლევ ლანდაუს (1962) და სხვებს. ფიზიოლიგიისა და მედიცინის დარგში — ი. პავლოვს (1904), რ. კოხს (1905) და სხვებს. ლიტერატურის დარგში — რ. თაგორს (1913), რ. როლანს (1915), თ. მანს (1929), მ. შოლოხოვს (1965) და სხვებს.

Nobel Prize Diploma Fritz Haber 1918
ნობელის ლაურეატის დიპლომი.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

1908

1908 (ათას ცხრაას რვა) წელი — გრიგორიანული კალენდრის ნაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ოთხშაბათი და იულიუსის კალენდრის ნაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა სამშაბათი. ამ წელს კალენდრებს შორის განსხვავება იყო 13 დღე. ეს წელი არის XX საუკუნის 1-ლი დეკადის მე-8 წელი.

ადა იონათი

ადა იონათი (ებრ. עדה יונת‎‎, დ. 22 ივნისი 1939) — ებრაელი კრისტალოგრაფი. ცნობილია თავისი გამოკვლევებით რიბოსომის სტრუქტურაზე. ის არის ჰელენ და მილტონ კიმელმანების ბიომოლეკულური სტრუქტურის ცენტრისა და ვეიზმენის სამეცნიერო ინსტიტუტის ასამბლეის ამჟამინდელი დირექტორი. 2009 წელს მან ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიიღო ვენკატრამან რამაკრიშნანთან და ტომას სტეიზთან ერთად რიბოსომის სტრუქტურისა და ფუნქციების კვლევისათვის. იონათი არის პირველი ებრაელი ქალი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო, შუა აღმოსავლეთში პირველი ქალი, რომელმაც ეს პრიზი სამეცნიერო დარგში გადეცა და პირველი ამ ჯილდოს მფლობელი 45 წლის ქალი.

აივარ ჯაიევერი

აივარ ჯაიევერი (ინგლ. Ivar Giaever; დ. 5 აპრილი, 1929, ბერგენი, ნორვეგია) — ამერიკელი ფიზიკოსი. ააგო ზეგამტარული გვირაბული დიოდი (1960), აღმოაჩინა არასტაციონარული ჯოუზეფსონის ეფექტი. ბრაიან ჯოუზეფსონსა და ლეო ესაკისთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკის დარგში 1973 წელს. 1970 წლიდან აგრეთვე მუშაობს ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის დარგში. განავითარა იმუნური რეაქციების აღმოჩენის მეთოდი. 1988 წლიდან არის რენსელერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი. 1954 წელს ემიგრირებული იყო კანადაში. 1956 წელს გადასახლდა აშშ-ში.

ალექსანდრე პროხოროვი

ალექსანდრე მიხეილის ძე პროხოროვი (რუს. Алекса́ндр Миха́йлович Про́хоров; დ. 11 ივლისი [ძვ. სტ. 28 ივნისი], 1916, ათერტონი, ავსტრალია — გ. 8 იანვარი, 2002, მოსკოვი, რუსეთი) — საბჭოთა და რუსი ფიზიკოსი, კვანტური ელექტრონიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1966), პრეზიდიუმის წევრი (1970), ზოგადი ფიზიკისა და ასტრონომიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი (1973). სოციალისტური შრომის გმირი (1969). სკკპ წევრი 1950 წლიდან. დაიბადა რევოლუციონერი მუშის ოჯახში. მამამისი რევოლუციური მოღვაწეობისათვის გადაასახლეს ციმბირში, საიდანაც შემდეგ გადავიდა ავსტრალიაში. პროხოროვმა დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1939). 1941–1943 წლებში საბჭოთა არმიაში იყო. 1946 წლიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში (1954 წლიდან ლაბორატორიის გამგე, 1968 წლიდან — დირექტორის მოადგილე), 1959 წლიდან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, 1971 წლიდან მოსკოვის ფიზიკა-ტექნოლოგიური ინსტიტუტის კათედრის გამგე. 1969 წლიდან დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი. ნიკოლოზ ბასოვთან ერთად დაამუშავა კვანტური სისტემების საშუალებით ელექტრომაგნიტური ტალღების გენერირების პრინციპულად ახალი მეთოდი და ამიაკის კონის გამოყენებით შექმნა მოლეკულური გენერატორი — მაზერი (1954–1955). მისი შრომები ეძღვნება ინფრაწითელი და ხილული გამოსხივების მძლავრი ლაზერების შექმნას, არაწრფივ ოპტიკას, ნივთიერებასთან მძლავრი ლაზერული გამოსხივების რეზონანსულ და არარეზონანსულ ურთიერთქმედებას. მიღებული აქვს ლენინური პრემია (1959), ნობელის პრემია (1964). იყო ამერიკის მეცნიერებათა და ხელოვნებათა აკადემიის წევრი (1971). დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენითა და მედლებით.

ალფრედ ნობელი

ალფრედ ბერნჰარდ ნობელი (დ. 21 ოქტომბერი, 1833, სტოკჰოლმი, შვედეთი ― გ. 10 დეკემბერი, 1896, სან-რემო, იტალია) — ნობელის პრემიის დამფუძნებელი, შვედი ქიმიკოსი, ინჟინერი, ნოვატორი, იარაღის დამამზადებელი და დინამიტის შემქმნელი. იგი იყო ბოფორსის მეპატრონე, შეიარაღების მთავარი მწარმოებელი, რომელიც მან რკინის გადამამუშავებელი ქარხნიდან გარდაქმნა. მან ბოლო სურვილის მეშვეობით გამოიყენა საკუთარი მდგომარეობა, რათა დაენიშნა ნობელის პრემია. სინთეზური ელემენტი მის პატივსაცემად იქნა წოდებული ნობელიუმად.

ნობელმა გამოიგონა დინამიტი.

ერვინ შრედინგერი

ერვინ რუდოლ ჯოზეფ ალექსანდერ შრედინგერი (გერმ. Erwin Rudolf Josef Alexander Schrödinger; დ. 12 აგვისტო, 1887, ვენა — გ. 4 იანვარი, 1961, ვენა) — ავსტრიელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი. 1933 წელს პოლ დირაკთან ერთად გაიყო ნობელის პრემია ფიზიკის დარგში. მიიჩნევა კვანტური მექანიკის ერთ-ერთ ფუძემდებლად.

ვლადისლავ რეიმონტი

ვლადისლავ სტანისლავ რეიმონტი (პოლ. Władysław Stanisław Reymont, ნამდვილი გვარია რეიმენტი; დ. 7 მაისი, 1867, როდომსკოსთან ახლოს სოფელ კობელე ველკეში – გ. 5 დეკემბერი, 1925, ვარშავა) — პოლონელი მწერალი, 1924 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში.

ივანე ბუნინი

ივანე ბუნინი (რუს. Иван Алексеевич Бунин; დ. 22 ოქტომბერი, 1870, ვორონეჟი — გ. 8 ნოემბერი, 1953, პარიზი) — რუსი მწერალი, ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.

ისამუ აკასაკი

ისამუ აკასაკი (იაპონ. 赤崎 勇; დ. 30 იანვარი, 1929) — იაპონელი ფიზიკოსი, პროფესორი. 2014 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკის დარგში ჰიროში ამანოსა და სიუჯი ნაკამურასთან ერთად.მიღებული აქვს კიოტოს პრემია თანამედროვე ტექნოლოგიების დარგში 2009 წელს, ედისონის მედალი 2011 წელს.

ლეო ესაკი

ლეო ესაკი (იაპონ. 江崎玲於奈; დ. 12 მარტი, 1925, ოსაკა) — იაპონელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი. 1973 წელს მყარ სხეულებში გვირაბული ეფექტის გამოკვლევისათვის აივარა ჯაიევერთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია. ლეო ესაკიმ ფიზიკა ტოკიოს უნივერსიტეტში შეისწავლა, ბაკალავრის ხარისხი 1947 წელს მიიღო, ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი — 1959 წელს. 1958 წელს ჩატარებული გამოკვლევებისთვის მიიღო ნობელის პრემია. 1960 წელს საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა და მუშაობა IBM-ში გააგრძელა.

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში — ყოველწლიურად ენიჭება ავტორს, რომელსაც ალფრედ ნობელის აზრით შექმნილი აქვს „იდეალისტური ხასიათის საუკეთესო თხზულება“. „თხზულებაში“ იგულისხმება ლიტერატორის მთელი შემოქმედება, და არა კონკრეტული ნაწარმოები, თუმცა არსებობს გამონაკლისიც და ცალკეულ ნაშრომსაც დაუმსახურებია ჯილდო (მაგალითად, უინსტონ ჩერჩილის შემთხვევაში). შვედეთის აკადემია მთელი წლის მანძილზე განიხილავს მიმდინარე ლიტერატურულ ტენდეციებს მსოფლიოში და ოქტომბრის დასაწყისში ასახელებს პრემიის ლაურეატს.

ზემოთ ნახსენები ნობელის ფრაზას სხვადასხვანაირად განმარტავენ. შვედური ენიდან სიტყვა idealisk ითარგმნება როგორც იდეალისტური, ასევე როგორც იდეალი. შესაბამისად, პრემიის გაცემის საწყის წლებში აკადემია ცდილობდა სიტყვასიტყვით შეესრულებინა ნობელის სურვილი, რამაც ჯილდოს მიღმა დატოვა საუკუნის დასაწყისის დიდი მწერლები, როგორიც იყვნენ ლევ ტოლსტოი და ჰენრიკ იბსენი, რომელთა ნაწარმოებები არ იყო საკმარისად "იდეალისტური". შემდგომ წლებში ნობელის კომიტეტმა შეარბილა შერჩევის კრიტერიუმები და მთავარი აქცენტი მწერალთა ნაწარმოებების ლიტერატურულ ღირებულებებზე გაამახვილა.

ნობელის პრემია არ წარმოადგენს ლიტერატორის წარმატებისა და პოპულარობის საზომს. ბევრი მწერალი, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი ბესტსელერებისა, ხშირად კანდიდატთა სიაშიც კი ვერ ხვდება.

ნობელის პრემიის ლაურეატები ეკონომიკის დარგში

ალფრედ ნობელის სახელობის შვედეთის სახელმწიფო ბანკის პრემია ეკონომიკურ მეცნიერებებში (შვედ. Sveriges Riksbanks pris i ekonomisk vetenskap till Alfred Nobels minne), ასევე ცნობილა, როგორც ნობელს პრემია ეკონომკაში შვედ. Nobelpriset i ekonomi) — ყველაზე პრესტიჟლი პრემია ეკონომიკურ მეცნიერებაში. დააარსა შვედეთის ბანკმა 1968 წელს. პრემია პირველად გაიცა 1969 წელს. პირველი მფლობელები იყვნენ ნორვეგიელი რაგნარ ფრიში და ნიდერლანდელი იან ტინბერგენი.

ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში

ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიასა და მედიცინის დარგში.

ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიის დარგში

ნობელის პრემია ქიმიის დარგში გაიცემა ყოველწლიურად 1901 წლიდან და შეადგენს 10 მილიონ შვედურ კრონს, რაც დაახლოებით 1,1 მლნ ევროს შეესაბამება. თუკი ერთ წელს პრემიას რამდენიმე ქიმიკოსი მიიღებს, პრემია თანატოლ ნაწილებად გაიყოფა ლაურეატებს შორის. ლაურეატების შერჩევა შვედეთის სამეფოს მეცნიერებათა აკადემიის პრეროგატივაა. 1895 წლის 27 ნოემბრით დათარიღებულ ანდერძში, რომელიც ჯილდოს მინიჭების წესს განსაზღვრავდა, პრემიის დამწესებელი ალფრედ ნობელი აღნიშნავდა, რომ ნობელის პრემია ქიმიის დარგში უნდა მიენიჭოს მას, „ვისაც ეკუთვნის ყველაზე მნიშვნელოვანი ქიმიური აღმოჩენა ან გაუმჯობესება“. ყოველ წელს ნობელის პრემია ლაურეატს ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს, 19 დეკემბერს, გადაეცემა შვედეთის მეფის მიერ.

ჯილდოს დაწესებიდან დღემდე სულ 153 ქიმიკოსმა მიიღო ნობელის პრემია. მათგან 150 მამაკაცია (98 %) და სამი ქალი (2 %).

პერლ ბაკი

პერ სიდენსტრიკერ ბაკი (ინგ. Pearl Sydenstricker Buck, ჩინურად ცნობილია, როგორც საი ჟენცუ, (Sai Zhenzhu); [[ჩინ. 賽珍珠]] დ. 26 ივნისი, 1892 — გ. 6 მარტი, 1973) — ამერიკელი მწერალი. როგორც მისიონერის ქალიშვილმა, ბაკიმ ცხოვრების დიდი ნაწილი, 1934 წლამდე, ჟენჩანგში, ჩინეთში გაატარა. მისი რომანი - კარგი დედამიწა - 1931 და 1932 წლებში ყველაზე გაყიდვადი წიგნი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1932 წელს რომანისთვის ბაკის პულიცერის პრემია გადაეცა. 1938 წელს პერ ბაკიმ ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურის დარგში „მისი მდიდარი და ჭეშმარიტი ეპიკური შემოქმედებისათვის, რომელშიც იგი ჩინელი გლეხების ცხოვრებას აღწერს და მისი ბიოგრაფიული შედევრებისათვის“. ის პირველი ამერიკელი ქალი იყო, რომელსაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია გადაეცა.

1935 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ, ბაკიმ გააგრძელა წერა, ფართოდ წერდა აზიურ კულტურაზე. ის ქალთა და უმცირესობათა უფლებების დამცველი და ცნობილი ადვოკატი გახდა.

პოლიკარპ კუში

პოლიკარპ კუში (გერმ. Polykarp Kusch; დ. 26 იანვარი, 1911, ბლანკერბურგი, გერმანია — გ. 20 მარტი, 1993) — ამერიკელი ფიზიკოსი. დაამთავრა კლივლენდის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (1931). 1931–1941 წლებში ასწავლიდა ილინოისის, მინესოტის, ნიუ-იორკის უნივერსიტეტებში. 1941–1942 წლებში იყო ფირმა „უესტინგჰაუსის“ ინჟინერი. 1942–1944 წლებში მუშაობდა კოლუმბიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, 1944–1946 წლებში იყო ფირმა „ბელ ტელეფონის“ თანამშრომელი, 1946 წლიდან კი უნივერსიტეტის (1949 წლიდან პროფესორი). ძირითადი შრომები აქვს ბირთვული ფიზიკის საკითხებზე. ატომურ კანონებში მაგნიტური რეზონანსის მეთოდის მეშვეობით გაზომა ელექტრონის საკუთარი მაგნიტური მომენტი. კუშს 1955 წელს, ნობელის პრემია მიენიჭა.

სინიტირო ტომონაგა

სინიტირო ტომონაგა (იაპონ. 朝永 振一郎; დ. 31 მარტი, 1906, კიოტო — გ. 8 ივლისი, 1979, ტოკიო) — იაპონელი ფიზიკოსი. დაამთავრა კიოტოს უნივერსიტეტი (1929). 1932-იდან მუშაობდა ფიზიკისა და ქიმიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ი. ნიშინას ხელმძღვანელობით, 1937–1939 — ლაიფციგში ვერნერ ჰაიზენბერგთან. 1941-იდან ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი. მისი უმთავრესი შრომები ეხება ნეიტრონების თეორიას, მაგნეტიზმისა და ველის კვანტურ თეორიას. ტომონაგას ეკუთვნის ტალღური ველების კვანტური თეორიის რელატივისტურად ინვარიანტული ფორმულირება. ნობელის პრემია (1965), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი (1971).

ჰიროში ამანო

ჰიროში ამანო (იაპონ. 天野 浩; დ. 11 სექტემბერი, 1960) — იაპონელი ფიზიკოსი. ნაგოიის უნივერსიტეტის პროფესორი. 2014 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკის დარგში ისამუ აკასაკისა და სიუჯი ნაკამურასთან ერთად.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.