ნიკიტა ხრუშჩოვი

ნიკიტა სერგის ძე ხრუშჩოვი (რუს. Никита Сергеевич Хрущёв; დ. 15 აპრილი [ძვ. სტ. 3 აპრილი], 1894, კალინოვკა, კურსკის გუბერნია — გ. 11 სექტემბერი, 1971, მოსკოვი) — სკკპ ცკ-ის პირველი მდივანი (1953–1964), სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1958–1964), საბჭოთა კავშირის გმირი (1964), სოციალისტური შრომის გმირი (1954, 1957, 1961).

ნიკიტა ხრუშჩოვი
ნიკიტა ხრუშჩოვი

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის
პირველი მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 სექტემბერი, 1953 – 14 ოქტომბერი, 1964
წინამორბედიიოსებ სტალინი
(როგორც გენერალური მდივანი)
მემკვიდრელეონიდ ბრეჟნევი

დაბადებული15 აპრილი, 1894
კალინოვკა, კურსკის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი11 სექტემბერი, 1971 (77 წლის)
მოსკოვი, რუსეთის სფსრ
პოლიტიკური პარტიაკომუნისტური პარტია
მეუღლეიეფროსინია ხრუშჩოვა (1916–1919, გარდაიცვალა)
მარუსია ხრუშჩოვა (1922, გაეყარა)
ნინა კუხარჩუკი (1923–1971, გარდაცვალებამდე)
შვილებიიულია (1915)
ლეონიდ (1917)
რადა (1929)
სერგეი (1935)
ელენა (1937)
რელიგიაათეისტი
ხელმოწერა
Nikita Khrushchev Signature2

ბიოგრაფია

ხრუშჩოვი დაიბადა გლეხის ოჯახში. ბავშვობაში მწყემსავდა საქონელს. ზამთარში დადიოდა სკოლაში, სადაც ისწავლა წერა-კითხვა, თუმცა დაწყებითი სკოლა არ დაუსრულებია.12 წლის ასაკში მუშაობდა დონბასის ქარხანასა და შახტებში. 1918 წელს გახდა ბოლშევიკური პარტიის წევრი. იყო რუსეთის სამოქალაქო ომის მონაწილე.[1]სამოქალაქო ომი დასრულების დროს იყო სამხედრო კომისარი და იმყოფებოდა ყუბანში 1920 წელს აირჩიეს მეშახტეთა უჯრედში პოლიტხელმძღვანელად.1921 წელს დონბასში გაიხსნა ტექნიკუმი, სადაც ხრუშჩოვმა სწავლა დაიწყო, მაგრამ არ დაუსრულებია. ამას არ შეუშლია ხელი აერჩიათ ერთ-ერთი რაიკომის მდივნად. 1925 წლის დეკემბერში ჩავიდა მოსკოვში, როგორც უკრაინის დელეგაციის წევრი კომუნისტური პარტიის XIV ყრილობაზე. ხრუშჩოვი დააწინაურეს საოლქო ცენტრში. დონეცკის ორგანიზაცია იყო ერთ-ერთ პირველ ადგილზ პარტიის წევრთა რაოდენობით საკავშირო მასშტაბით. 1928 წელს უკრაინის კომუნისტური პარტიის ცკ გენერალურმა მდივანმა კოსიორმა ხრუშჩოვი გადაიყვანა საორგანიზაციო განყოფილების გამგის მოადგილედ.

1929 წელს მოსკოვში ჩაირიცხა მსმენელად სამრეწველო აკადემიაში, სადაც გაიცნო სტალინის მეუღლე ნადეჟდა ალილუევა, რომელიც ამავე აკადემიაში სწავლობდა. 1931 წელს ის აირჩიეს მოსკოვის ბაუმანის რაიკომის პირველ მდივნად. 1932 წლიდან იყო მოსკოვის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი, ხოლო 1935 წლიდან მოსკოვის საოლქო პარტიული ორგანიზაციის პირველი მდივანი. 1938 წლის იანვარში გახდა პარტიის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი. XVIII ყრილობაზე აირჩიეს საკავშირო ცკ-ს პოლიტბიუროს წევრად. დიდი სამამულო ომის დროს იყო კიევის სამხედრო ოკრუგის სამხედრო საბჭოს წევრი, ჰქონდა გენერალ-მაიორის წოდება. ომის დროს მიიღო სუვოროვის მეორე ხარისხის ორდენი. ომის დროს დაიღუპა მისი შვილი, ლეონიდ ხრუშჩოვი. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ის, როგორც მოღალატე, დახვრიტა საბჭოთა ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ ხრუშჩოვი სტალინს სთხოვდა მის შეწყალებას.[2]

1946 წელს ის ეწვია ავსტრიას, უნგრეთსა და აღმსავლეთ გერმანიას, სადაც რეპარაციების საკითხი წყდებოდა. 1947 წელს დაინიშნა უკრაინის კპ ცკ-ის პირველ მდივნად. 1949 წელს დაინიშნა მოსკოვის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად. პარალელურად გახდა საკავშირო ცკ-ს მდივანი და ძალია დაუახლოვდა სტალინს ამ უკანასკნელის სიცოცხლის ბოლო თვეებში. სტალინის სიკვდილის შემდეგ კრემლის სათავაშემო მოსულმა 1956 წლის 25 თებერვალს გამართულ დახურულ სხდომაზე ხრუშჩოვმა დაგმო „პიროვნების კულტი“ და გააკრიტიკა სტალინი. ხრუშჩოვმა ამით დარტყმა მიაყენა სტალინის თანამებრძოლებს მოლოტოვს, კაგანოვიჩს, მიქოიანს, მალენკოვს, ვოროშილოვს, რომელთა პრეზიდიუმში ყოფნა მას ხელს უშლიდა და მოამზადა ნიადაგი მათი ხელისუფლებიდან მოცილებისთვის. 1956 წლის 9 მარტს მან თბილისში დაარბია პროსტალინური სტუდენტური დემონსტრაცია. 1961 წელს სკკპ XXII ყრილობაზე მიღებულმა პარტიის ახალმა პროგრამამ გამოაცხადა კომუნიზმის დადგომა 1980-იანი წლებისთვის.

1964 წელს ხრუშჩოვმა 9 თვე გაატარა საზღვარგარეთ მოგზაურობაში. ამით ისარგებლა პარტიული ელიტის ერთმა ჯგუფმა და მოამზადა ხრუშჩოვის ჩამოცილება ხელისუფლებიდან. მათ მიიმხრეს სკკპ ცკ მეორე მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი და თავდაცვის მინისტრი მალინოვსკი. 1964 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს „ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Рой Медведев „Н. С. Хрущев“ — Москва 1989

სქოლიო

  1. Сборник Никита Сергеевич Хрущев გვ. 3 — Москва 1989
  2. გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ N29 2014 წ.
12 ოქტომბერი

12 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 285-ე დღე (ნაკიან წლებში – 286-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 80 დღე.

12 სექტემბერი

12 სექტემბერი — გრიგორიანული კალენდრის 255-ე დღე (ნაკიან წლებში – 256-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 110 დღე.

13 სექტემბერი

13 სექტემბერი — გრიგორიანული კალენდრის 256-ე დღე (ნაკიან წლებში – 257-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 109 დღე.

16 მაისი

16 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 136-ე დღე (ნაკიან წლებში - 137-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 229 დღე.

27 მარტი

27 მარტი — გრიგორიანული კალენდრის 86-ე დღე (ნაკიან წლებში – 87-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 279 დღე.

7 სექტემბერი

7 სექტემბერი — გრიგორიანული კალენდრის 250-ე დღე (ნაკიან წლებში – 251-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 115 დღე.

არტეკი

არტეკი — საერთაშორისო ბავშვთა ბანაკი ყირიმში (უკრაინა). განლაგებულია ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე, სოფელ გურძუფთან ახლოს. წარსულში იყო საბჭოთა კავშირის ყველაზე ცნობილი პიონერბანაკი და პიონერთა მოძრაობის სავიზიტო ბარათი. დიდი ხნის განმოვლობაზე იყო სოცბანაკიდან ჩამოსული დელეგაციების მიღების ადგილი.

თავიდან „არტეკი“ დაფუძნდა როგორც ბანაკი-სანატორიუმი ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვთათვის რუსეთის წითელი ჯვრის ზინოვი სოლოვიოვის ინიციატივით.

დავეწიოთ და გავუსწროთ

დავეწიოთ და გავუსწროთ (რუს. Догнать и перегнать) — საბჭოთა კავშირის ოლქების და ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის მუშაკთა ზონალური ყრილობაზე საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის ნიკიტა ხრუშჩოვის 1957 წლის 22 მაისის გამოსვლის ლოზუნგი. იგი მოუწოდებდა ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ეკონომიკური მაჩვენებლით დაწევისკენ და გასწრებისკენ.

ცნობილია ხრუსშჩოვის განცხადება 1980 წლისთვის კომუნიზმში შებიჯების შესახებ. ასევე მისი მიმართვა კაპიტალისტური ქვეყნებისადმი „ჩვენ თქვენ დაგმარხავთ“, პერიოდიდან როდესაც საბჭოთა კავშირი შესამჩნევ ეკონომიკურ აღმავლობას განიცდიდა.

ლოზუნგის ხალხში გავრცელებული გაშარჟებული ვარიანტია „დავეწიოთ და გავუსწროთ ჩამორჩენილ კაპიტალისტურ ქვეყნებს“.

ვასილ მჟავანაძე

ვასილ პავლეს ძე მჟავანაძე (დ. 20 სექტემბერი [ძვ. სტ. 7 სექტემბერი], 1902, ქუთაისი — გ. 31 აგვისტო, 1988, მოსკოვი) — ქართველი საბჭოთა პარტიული მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (1944), სოციალისტური შრომის გმირი (1962). სკკპ წევრი 1927 წლიდან. 1914-1924 წლებში მუშაობდა მუშად ხონში. 1924 წლიდან იყო საბჭოთა არმიაში. 1937 წელს დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-პოლიტიკური აკადემია. დიდი სამამულო ომის (1941-1945) წლებში იყო შენაერთების კომისარი, არმიების სამხედრო საბჭოს წევრი. 1945-1953 წლებში ხარკოვის, კიევისა და კარპატისპირეთის სამხედრო ოლქების სამხედრო საბჭოს წევრი. 1953-1972 წლებში საქართველო ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. კურირებდა სტალინის მუზეუმის დაარსებას ქალაქ გორში. სამუშაო საქმიანობაში მისი ხელშემწყობი იყო ნიკიტა ხრუშჩოვი.

ვასილ მჟავანაძემ ქალაქ თბილისში 1956 წლის მაის-სექტემბერში მომხდარი არეულობის დროს სამხედრო ძალების გამოყენებასთან დაკავშირებით ნიკიტა ხრუშჩოვს მიმართა. იგი აქტიურად უჭერდა მხარს ლეონიდ ბრეჟნევს, ხოლო რესპუბლიკას 19 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.

ვასილ მჟავანაძე პარტიის XX, XXII-XXIV ყრილობებზე აირჩიეს სკკპ ცკ-ის წევრად. 1957-1966 წლებში სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატი. 1966-1972 წლებში სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის VI-VIII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1972 წლის სექტემბრიდან გავიდა პენსიაზე. თანამდებობიდან გაათავისუფლეს სახელმწიფო კორუფციისა და ეგრეთ წოდებული „ცეხავიკებისათვის“ ხელის შეწყობის მომიზეზებით. სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა მოსკოვის ოლქის სოფელ ჟუკოვკაში. დაკრძალულია ქალაქ თბილისში. დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 3 წითელი დროშის ორდენით, სუვოროვის 1 ხარისხისა და კუტუზოვის 1 და 2 ხარისხის ორდენებით, აგრეთვე მედლებით.

კარიბის კრიზისი

კარიბის კრიზისი (ასევე კუბის კრიზისი, კუბის ქობინთა კრიზისი) 1962 წლის ოქტომბერში იყო აშშ-სა და სსრკ-ს კონფრონტაციის (ცივი ომი) პიკი და ამავე დროს, გარდატეხის წერტილი. ეს იყო მსოფლიო ისტორიული მომენტი, როდესაც ორი ზესახელმწიფო - აშშ და სსრკ - ატომური ესკალაციის ზღვარზე იყო მისული. მსოფლიო ისტორიაში ატომური ომი აქამდე უფრო სავარუდო არასდროს ყოფილა.

ლეონიდ ბრეჟნევი

ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი (რუს. Брежнев, Леонид Ильич; დ. 1 იანვარი, 1907 [ძვ. სტ. 19 დეკემბერი, 1906], ქ. კამენსკოე, ამჟამად დნეპროძერჟინსკი (უკრაინა) — გ. 10 ნოემბერი, 1982, მოსკოვი) — საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი (1964-იდან), ხოლო 1966 წლიდან გენერალური მდივანი და სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე 1960–1964 წლებში და 1977–1982 წლებში.

ნიკიტა (მრავალმნიშვნელოვანი)

ნიკიტა შეიძლება აღნიშნავდეს:

ნიკიტა (საქართველოში ცნობილი, როგორც მას ერქვა ნიკიტა) — 1990 წელს გადაღებული ლუკ ბესონის ფილმი

ნიკიტა — ლუკ ბესონის ფილმის მოტივებზე შექმნილი სატელევიზიო სერიალიNikita — ელტონ ჯონის სიმღერანიკიტა — დაბა უკრაინაში

ოზურგეთი

ოზურგეთი — ქალაქი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გურიის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი, შემოქმედის ეპარქიის ცენტრი, გურიის ისტორიული ცენტრი. წყაროებში პირველად იხსენიება 1578 წელს. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, განათლებისა და ჯანდაცვის დაწესებულებები. საავტომობილო გზებით უკავშირდება ურეკს, ჩოხატაურს, ლანჩხუთს, ქობულეთს. სარკინიგზო ხაზით უკავშირდება სადგურ ნატანებს. მანძილი თბილისამდე 312 კმ., ქუთაისამდე 90 კმ, ბათუმამდე 52 კმ, ფოთამდე 50 კმ. შავი ზღვის სანაპირომდე 23 კმ, ზღვის დონიდან 80 მ.

რუსეთი

რუსეთი (რუს. Россия), ოფიციალური სახელია რუსეთის ფედერაცია (რუს. Российская Федерация) — ევრაზიის ქვეყანა. ის არის ფედერაციული რესპუბლიკა. რუსეთი შედგება 83 ფედერაციულ სუბიექტისგან. ქვეყნის სახმელეთო საზღვარი ყველაზე დიდია მსოფლიოში. რუსეთის დასავლეთ მხარეს ესაზღვრება ევროპული სახელმწიფოები: ფინეთი, ნორვეგია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და პოლონეთი, ეს ორი სახელმწიფო რუსეთის მხოლოდ ერთი ადმინისტრაციულ სუბიექტს კალინინგრადის ოლქს ესაზღვრება. რუსეთს ასევე ესაზღვრება: ბელარუსი, უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ჩინეთი, მონღოლეთი და ჩრდილოეთი კორეა. რუსეთს ოფიციალური საზღვარი არ გააჩნია იაპონიასთან და აშშ-სთან, მაგრამ ამ ორ ქვეყანას ის ზღვის მეშვეობით უკავშირდება, იაპონიასა და რუსეთს შორის მდებარეობს ოხოტის ზღვა, ხოლო აშშ-სა და რუსეთს შორის მდებარეობს ბერინგის სრუტე.

რუსეთს ტერიტორიის ფართობის მიხედვით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია, მისი ფართობი შეადგენს 17 075 400 კმ²-ს. რაც შეეხება მოსახლეობას რუსეთს მსოფლიოში მეცხრე ადგილი უკავია, მისი მოსახლეობა შეადგენს 142 მილიონ ადამიანს. რუსეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი აზიაში მდებარეობს, ხოლო ტერიტორიის 40 % ევროპულია, ქვეყანა მოქცეულია 11 დროის სარტყელში. რუსეთი მსოფლიოში გამოირჩევა, თავისი მინერალური და ენერგეტიკული რესურსების სიუხვით.

რუსები აღმოსავლელ სლავებს მიეკუთვნებიან. რუსეთის ტერიტორიაზე ადამიანები უძველესი დროიდან სახლობდნენ, პირველი ძლიერი რუსული სახელმწიფო იყო კიევის რუსეთი, ამ ქვეყნის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ვიკინგებს, გადმოცემით სლავურ ტომებებს ქვეყნის სამართავად სწორედ ვიკინგები მიუწვევიათ. 9 საუკუნეში რუსეთში ფართოდ ვრცელდება მართლმადიდებლური ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა რუსეთში ბიზანტიის იმპერიიდან შედის 988 წელს. ბიზანტიურმა და სლაურმა კულტურებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს რუსეთზე, სწორედ ამ გზით ჩამოყალიბდა სრულიად დამოუკიდებელი რუსული კულტურა. კიევის რუსეთის დაშლის შემდეგ, ქვეყანა წარმოადგენს დამოუკიდებელ სამთავროებს. რუსეთში უკვე ფართოდ იკიდებს ფეხს ფეოდალიზმი.

დაშლილი რუსული სახელმწიფოს პერიოდში, ძლიერდება მოსკოვი, მოსკოვი უკვე თავისუფლდება ოქროს ურდოს ბატონობისგან. გაძლიერებული მოსკოვის დიდი სამთავრო ერთიანი რუსეთის სახელმწიფოს ძირითად ბირთვად იქცა. რუსეთი ფართოვდება საზღვრებში, შეიქმნა ახალი სახელმწიფო რუსეთის სამეფო, რომელიც პეტრე დიდის დროს უკვე იმპერიად გამოცხადდა. რუსეთმა მოახერხა მრავალი ქვეყნის ანექსირება და დაპყრობა. დაპყრობილ ტერიტორიებზე სპეციალური კოლონიური პოლიტიკა ტარდებოდა. რუსეთის შემადგენლობაში იყო ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიებიც, კერძოდ რუსული ალასკა.

იმპერიის დამხობის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირი, რომელშიც უკვე მოგვიანებით 15 რესპუბლიკა გაერთიანდა. სსრკ აგრძელებდა იმპერიულ პოლიტიკას. აქედან ხდებოდა სოციალიზმის და კომუნიზმის პროპაგანდირება მთელ მსოფლიოში. მეორე მსოფლიო ომმა. რუსეთზე უდიდესი გავლენა იქონია. 1991 წელს სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა. რუსეთს თავდაპირველად მრავალი სირთულე და პრობლემა ჰქონდა, თავდათანობით რუსეთის ეკონომიკამ განვითარება დაიწყო, მას ამჟამად მსოფლიოში ეკონომიკის თვალსაზრისით მერვე ადგილი უკავია.

რუსეთი მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრია, მათგან აღსანიშნავია გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობა, რუსეთი ასევე გაერთიანებულია G8-ში და G20-ში. რუსეთი არის ევროპის საბჭოს, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის, შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციების წევრი ქვეყანა.

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (შემოკლებით სსრკ, საბჭოთა კავშირი, სსრ კავშირი, საბჭოეთი) — სოციალისტურ-ცენტრალიზებულად მართული მრავალეროვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში, ჩრდილო და შუა აზიაში.

საბჭოთა კავშირი 1922 წლის 30 დეკემბერს დაარსდა და 1991 წლის 26 დეკემბერს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაიშალა.

კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფოს საჯარო-კანონებრივი ვალდებულებანი რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას დაეკისრა (მოგვიანებით რუსეთის ფედერაციას).

საპროტესტო გამოსვლები თბილისში (1956)

1956 წლის საპროტესტო გამოსვლები თბილისში — ანტირევიზიონისტული საპროტესტო გამოსვლები თბილისში, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქში. აქციები მიმდინარეობდა 4 მარტიდან 9 მარტის ჩათვლით, საბჭოთა ჯარების მიერ დემონსტრანტების დარბევამდე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის დაშლისას დაიღუპა 15 ადამიანი და დაიჭრა 54, თუმცა სხვა წყაროების მიხედვით მსხვერპლი ბევრად უფრო დიდი იყო.

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა — 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე, საქართველოს სახელმწიფოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკა. 1990 წლის 15 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკად გამოცხადდა.

ფეხსაცმლის ბრახუნის ინციდენტი

ფეხსაცმლის ბრახუნის ინციდენტი — მოხდა 1960 წლის 12 აგვისტოს გაეროს გენერალური ასამბლეის 902-ე პლენარულ სხდომაზე, როდესაც გაბრაზებულმა საბჭოთა კავშირის ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა თავისი ფეხსაცმელი მისი დელეგატის მაგიდაზე დააბრახუნა.

ინციდენტის შესახებ არსებობს რამდენიმე სხვადასხვა ვერსია. ხრუშჩოვის შვილთაშვილი ნინა ხრუშჩევა წერს, რომ წლების სიჩუმის შემდეგ მისმა ოჯახმა ახსნა: სხდომის დროს ხრუშჩოვმა გაიხადა ფეხსაცმელი, რომელიც მას უჭერდა. როდესაც მან გაბრაზებულმა მაგიდაზე ხელების ბრახუნი დაიწყო, საათი იატაკზე დაუვარდა. როდესაც იგი საათს იატაკიდან იღებდა ფეხსაცმელი მოხვდა თვალში.

წლის ადამიანი (Time)

„წლის ადამიანი“ (ინგლ. Person of the Year, 1999 წლამდე Man of the Year) — ამერიკული ჟურნალ Time-ის ყოველწლიური გამოცემა, რომელშიც შეტანილია პიროვნება, ჯგუფი, იდეა თუ ობიექტი, რომელიც წლის მოვლენებში მონაწილეობდა.

სსრკ-ის ლიდერები
სსრკ-ის სახალხო კომისართა
საბჭოს თავმჯდომარე
(1922-1924)
სსრკ კპ ცკ-ს გენერალური მდივანი (1924-1953)
სსრკ-ის მინისტრთა
საბჭოს თავმჯდომარე
(1953)
სსრკ კპ ცკ-ს პირველი მდივანი (1953-1990)
სსრკ-ის პრეზიდენტი

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.