ნაზარეთი

ნაზარეთი (ებრ. נָצְרַת არაბ. الناصرة) — ქალაქი ისრაელის ჩრდილოეთ რაიონში. ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი წმინდა ქალაქი, სადაც ახალი აღთქმის თანახმად იესო ქრისტემ ბავშვობა გაატარა. ამჟამად ქალაქი გაყოფილია ორად არაბულ და ებრაულ ნაწილებად.

ქალაქი
ნაზარეთი
נָצְרַת
PikiWiki Israel 17818 Cities in Israel
გერბი
NAZARET COA

ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
რაიონი ჩრდილოეთი
კოორდინატები 32°42′07″ ჩ. გ. 35°18′12″ ა. გ. / 32.70194° ჩ. გ. 35.30333° ა. გ.
ქალაქის მერი რამიზ ჯარაისი
დაარსდა ძვ. წ. 2200
პირველი ხსენება მე-3 საუკუნე
ფართობი 14,123 კმ²
ცენტრის სიმაღლე 290 მეტრი
მოსახლეობა 65,500 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +972 4
ოფიციალური საიტი nazarethinfo.org
ნაზარეთი — ისრაელი
ნაზარეთი
იერუსალიმის ალყა (1244)

იერუსალიმის ალყა — მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობაში ქრისტიანთა წარმატების საპირისპიროდ რევანშის აღების დასაწყისი. გაიმართა 1244 წლის 15 ივლისს.

საღვთო რომის იმპერატორი ფრიდრიხ II გაუძღვა მეექვსე ჯვაროსნულ ლაშქრობას საღვთო მიწაზე 1228 წელს და იერუსალიმის მეფედ თავისი ცოლი დედოფალი იოლანდა იერუსალიმელი გამოაცხადა, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო ტიტული იერუსალიმის დედოფალი დედამისისგან, მარია მონტფერატისგან.

ფრიდრიხ II-ის არმიის ზომა და რეპუტაცია ისლამურ სამყაროსთან, იყო საკმარისი, რომ ისევ დაებრუნებინა იერუსალიმი, ბეთლემი, ნაზარეთი და სხვა მეზობელი ციხესიმაგრეები ძალადობის გარეშე. ისინი იყვნენ ხელშეკრულებით აიუბიდ სულთან ალ-ქამილის ხელში. თუმცა, იერუსალიმი დიდი ხნით ქრისტიანთა ხელში არ დარჩენილა.

აიუბიდმა მოიწვია ხვარაზმელთა კლანი, რომ დაეპყრო ქალაქი. ქალაქის ალყის დროს 1244 წლის 15 ივლისს, ხვარაზმელებმა მთლიანად გაანადგურეს იერუსალიმი. მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობის მეთაურს ლუი IX-ს უნდოდა ამ ხოცვა-ჟლეტისათვის რევანშის აღება.

ისრაელი

ისრაელი (ებრ. יִשְׂרָאֵל Yisra'el; არაბ. إِسْرَائِيل Isrā'īl, ოფიციალურად ისრაელის სახელმწიფო) — ქვეყანა სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ კიდეზე. ესაზღვრება ლიბანი ჩრდილოეთით, სირია ჩრდილო-აღმოსავლეთით, იორდანია აღმოსავლეთით და ეგვიპტე სამხრეთ-დასავლეთით, და მოიცავს გეოგრაფიულად მრავალფეროვან რეგიონებს მის შედარებით მცირე ტერიტორიაზე. ასევე ესაზღვრება დასავლეთი სანაპირო აღმოსავლეთით და ღაზას სექტორი სამხრეთ-დასავლეთით. 7,86 მილიონი მოსახლეობით, რომელთა უმრავლესობა ებრაელია, ისრაელი მსოფლიოს ერთადერთი ებრაული სახელმწიფოა. ისრაელი სამშობლოდ ითვლება სხვა ეთნიკური ჯგუფებისთვისაც, მათ შორის უმრავლესობას არაბები და მრავალრიცხოვანი რელიგიური ჯგუფები (მაჰმადიანები, ქრისტიანები, დრუზები, სამარიტელები და სხვ.) წარმოადგენენ.

ისრაელის თანამედროვე სახელმწიფო საფუძვლებს იყრის ისრაელის მიწაზე (Eretz Yisrael), კონცეფცია, რომელიც უძველესი დროიდან იუდაიზმის ცენტრალური იდეა იყო, და უძველესი იუდეის სამეფოს გულში, საიდანაც თანამედროვე ებრაელები უნდა იყვნენ წარმოშობით. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერთა ლიგამ დაამტკიცა პალესტინაზე ბრიტანეთის მანდატი, რომლის მიზანი „ებრაელი ხალხისთვის ეროვნული სახლის“ შექმნა იყო. 1947 წელს გაერომ დაამტკიცა პალესტინის დაყოფა ორ სახელმწიფოდ, ებრაულ და არაბულ ნაწილებად. 1948 წლის 14 მაისს ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც მეზობელ არაბულ ქვეყნებთან ომის დაწყება მოჰყვა, ვინაიდან მათ უარი განაცხადეს ისრაელის ცნობაზე. ისრაელი ამ ომების სერიაში გამარჯვებული გამოვიდა და შეძლო საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვა. ამ ომებით მან საკუთარი საზღვრები გაეროს დაყოფის გეგმით ფარგლებს გარეთ გადაწია. მას შემდეგ ისრაელი კონფლიქტშია მრავალ მეზობელ არაბულ ქვეყანასთან, რის გამოც პერიოდული ომები და კონფლიქტები რეგიონში დღემდე გრძელდება. დაფუძნების შემდეგ ისრაელის საზღვრები და სახელმწიფოს არსებობის უფლება მუდმივი დისპუტის საგანი იყო, განსაკუთრებით მის არაბ მეზობლებთან და მათ პალესტინელ ლტოლვილებთან. ისრაელს სამშვიდობო ხელშეკრულება აქვს მოწერილი ეგვიპტესთან და იორდანიასთან, თუმცა ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა პალესტინელებთან დღემდე შეუძლებელი გახდა.

ისრაელი წარმომადგენლობითი დემოკრატიაა საპარლამენტო სისტემითა და საყოველთაო საარჩევნო უფლებით. პრემიერ-მინისტრი მთავრობის ხელმძღვანელის, ხოლო ქნესეთი ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს დანიშნულებას ასრულებს. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკა სიდიდით 44-ეა მსოფლიოში. ჰუმანური განვითარებით, პრესის თავისუფლებითა და ეკონომიკური კონკურენტულობით ისრაელი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში რანგით პირველია. იერუსალიმი ქვეყნის პოლიტიკური დედაქალაქია და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ხოლო თელ-ავივი — ეკონომიკური ცენტრი.

ისრაელის რაიონები

ისრაელში ექვსი ძირითადი ადმინისტრაციული რაიონია, ებრაულად მეხოზოთ (מחוזות; მხოლ.: მახოზ) და თხუთმეტი ქვე-რაიონი ნაფოთ (נפות; მხოლ.: ნაფა). თითოეული ქვე-რაიონი კიდევ იყოფა ბუნებრივ რეგიონებად, რომელთა რიცხვიც 50 შეადგენს. ამ რიცხვში შედის გოლანის ქვე-რაიონიც, 4 ბუნებრივი რეგიონით, თუმცა ის არაა აღიარებული ისრაელის ტერიტორიად გაეროს მიერ.

ლევერკუზენი

ლევერკუზენი (გერმ. Leverkusen) — ქალაქი გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში, მდინარე რაინის აღმოსავლეთ ნაპირზე. სამხრეთით ესაზღვრება კელნი, ჩრდილოეთით კი ფედერალური მხარის დედაქალაქი დიუსელდორფი.

161 000 მცხოვრებით, ლევერკუზენი მხარის ერთ-ერთი პატარა ქალაქია. ცნობილია ფარმაცევტული კომპანია Bayer-ით და მასთან დაკავშირებული საფეხბურთო კლუბ ბაიერ 04-ით.

მავრიკის გარე კუნძულები

მავრიკის გარე კუნძულები (ინგლ. Outer Islands of Mauritius, ფრანგ. Îles éparses de Maurice) — ამ ქვეყნის ინდოეთის ოკეანის წყლებით გარშემორტყმული რამდენიმე კუნძულოვანი დამოკიდებული ტერიტორიების კრებული, რომლებითაც შემოფარგლულია მავრიკის კუნძული ჩრდილოეთიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთიდან.

მართლმადიდებლობა

მართლმადიდებლობა (ძვ.ბრძნ ορθός, „მართალი, სწორხაზოვანი“ δόξα „თაყვანისცემა“ δοκείν „რწმენა“) — ქრისტიანობის მიმართულება, რომელიც ინახავს ქრისტიანულ პრაქტიკას და მოძღვრებას, რომელიც ჩამოყალიბდა შვიდ მსოფლიო კრებაზე (325-787) მწვალებლებთან ბრძოლაში, სადაც მიიღეს ქრისტიანობის ძირითადი დოგმატები.

მართლმადიდებლობა, „ქრისტეს მოძღვრების მართალი აღმსარებლობა“, თვითშეფასებით, დასაბამს მოციქულთა ხანიდან იღებს და დღემდე „შეურყვნელად და მრთელად“ ინახავს მას. ამიტომაც იგი თავის თავს მიიჩნევს იმავე ეკლესიად, რაზედაც მრწამსშია ნათქვამი: "ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქული ეკლესია". რაც შეეხება სხვა ეკლესიებს, რომლებთანაც მას არ აქვს ევქარისტიული კავშირი, ისინი გაიაზრებიან არა ერთი, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის განშტოებებად (ერთი არასოდეს დაშლილა), არამედ მისგან ჩამოშორებულებად (განდგომილებად) ისტორიის განმავლობაში.

მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობა

მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობა — საღვთო რომის იმპერიის იმპერატორ ფრიდრიხ II შტაუფენის ლაშქრობა 1228-1229 წლებში.

მერვე ჯვაროსნული ლაშქრობა

მერვე ჯვაროსნული ომი წამოიწყო საფრანგეთის მეფე ლუი IX-მ 1270 წელს. მას ზოგან მეშვიდედ თვლიან, თუ ფრედერიკ II-ის მიერ წამოწყებული მეხუთე და მეექვსე ჯვაროსნული ომები გაერთიანდა. ხშირად მეცხრე ჯვაროსნულ ომსაც მერვეს ნაწილად თვლიან.

მეცხრე ჯვაროსნული ლაშქრობა

მეცხრე ჯვაროსნული ლაშქრობა — ჯვაროსნული ლაშქრობა 1271-1272 წლებში, რომელსაც ზოგჯერ მოიხსენიებენ მერვე ჯვაროსნულ ლაშქრობასთან ერთად, მიჩნეულია შუა საუკუნეების ბოლო, ფართომასშტაბიან ჯვაროსნულ ლაშქრობად.

ლუი IX-ის ტუნისის ალყის მოხსნისა და მერვე ჯვაროსნულ ლაშქრობაში დამარცხების შემდეგ, პრინცმა ედუარდმა აკოზე გაილაშქრა, რომელიც ჯვაროსანთა ბოლო სიმაგრე იყო სირიაში. მის მიერ, იქ გატარებული დრო მეცხრე ჯვაროსნულ ლაშქრობად ითვლება.

მძიმე მეტალი (ფილმი)

მძიმე მეტალი (ინგლ. Heavy Metal) — 1981 წლის კანადური ანიმაციური ფილმი. იგი შექმნილი იქნა ლეონარდ მოგელის, ჟურნალის მძიმე მეტალი გამომცემლის მიერ. ფილმზე მუშაობდა ერთდროულად რამდენიმე ანიმაციური სტუდია.

მთლიანად ფილმი არის სამეცნიერო ფანტასტიკის/ფენტეზის ჟანრის სიუჟეტების ანთოლოგია და ეფუძნება ჟურნალში „მძიმე მეტალი“ გამოქვეყნებულ გრაფიკულ მოთხრობებს. ისევე როგორც ჟურნალი, ფილმი შეიცავს ძალადობის, სიშიშვლის და სექსის სცენებსაც.

2000 წელს გამოვიდა ფილმის გაგრძელება, „მძიმე მეტალი 2000“.

ნაზარეთ-ილითი

ნაზარეთ-ილითი (ებრ. נָצְרַת עִלִּית) — ქალაქი ისრაელის ჩრდილოეთ რაიონში. თავდაპირველად მას კირიათ-ნაზარეთი ერქვა (ებრ. קרית נצרת). დაარსების დროს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რეპატრიანტები წარმოადგენდნენ აღმოსავლეთი ევროპიდან.

ნაზარეთის ქართული წარწერები

ნაზარეთის ქართული წარწერები — კედლის წარწერები, რომელიც აღმოჩენილია ნაზარეთში 1955-1960 წლების არქეოლოგიური გათხრების შედეგად, რომელსაც ხელმძღვანელობდა არქეოლოგი ბელარმინო ბაგატი.

წარწერები აღმოჩენილია ქალაქ ნაზარეთში ხარების ტრადიცულ ადგილზე მდგარ ეკლესიაში. წარწერები არქეოლოგიური მეთოდით არაუგვიანეს 427 წლით დაათარიღეს, რადგან მოქცეული იყო უფრო გვიანდელი ეკლესიის ქვეშ, რომლის იატაკის მოხატულობაშიც უხვად არის გამოყენებული ჯვრები, ეს კი 427 წელს გამოცემული ედიქტით აიკრძალა.

ისტორიული წყაროების მოშველიებით დადგინდა, რომ ქართული წარწერები ნაზარეთის ხარების ეკლესიის ინტერიერში შეიძლებოდა გაჩენილიყო მხოლოდ 330-427 წლებში. ნაზარეთის ეკლესიის ქართული წარწერები გამოიკვლია ზაზა ალექსიძემ. ძალიან საინტერესოა მეცნიერის დასკვნა:

ნაზარეთის ეკლესიის წარწერები დღეს მოხსნილია კედლიდან და შენახულია მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში.

ნაზარეთის ხარების ბაზილიკა

ნაზარეთის ხარების ბაზილიკა (ებრ. כנסיית הבשורה, არაბ. كنيسة البشارة) — კათოლიკური ეკლესია ნაზარეთში, ისრაელი. აღმართულია იმ ადგილზე სადაც ძველი ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით მოხდა ღვთისმშობლის ხარება. იგი არის უდიდესი ქრისტიანული ეკლესია ახლო აღმოსავლეთში. აქვს „მცირე ბაზილიკის“ საპატიო სტატუსი, რომელიც მას 1964 წელს მიანიჭა რომის პაპმა პავლე VI-მ. ქრისტიან მომლოცველებს შორის საკმაოდ აქტუალური ადგილია. ეკლესიაში მსახურობენ ფრანცისკანელთა ორდენის ბერები.

ეკლესიის თანამედროვე შენობა ააგეს 1969 წელს, იქ სადაც თავდაპირველად იდგა ადრებიზანტიური ეკლესია, ხოლო შემდეგ ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდის ეკლესია. ბაზილიკა შედგება ორი სართულისაგან. პირველი სართული მოიცავს ხარების მღვიმეს, რომელსაც ქრისტიანები თვლიან წმინდა ოჯახის საცხოვრებლის ნაწილად და ადგილად სადაც მოხდა გაბრიელ მთავარანგელოზის მიერ ღვთისმშობლის ხარების ბიბლიური ამბავი, რომელიც აღწერილია ლუკას სახარებაში.

ხარების მღვიმეში მდებარეობს სატრაპეზო, რომლის ზემოთ გამოსახულია მარმარილოს წრე შიგნით ჯვრის გამოსახულებით. მასზე ლათინური წარწერაა „Verbum caro hic factum est“ («აქ სიტყვა იქცა ხორცად“), სწორედ აქ, გადმოცემის თანახმად იდგა ღვთისმშობელი ხარების დროს და ანგელოზს უპასუხა: „აჰა, მხევალი ვარ უფლისა, მეყოს შენი სიტყვისამებრ“ (ლუკა 1:38).

ძველი მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით სწორედ ამ ადგილზე ახარა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისშმობელს: „გიხაროდეს, მომადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეულ ხარ დედათა შორის“ (ლუკა 1:28).

როჯერ გლოვერი

როჯერ დეივიდ გლოვერი (დ. 1945 წლის 30 ნოემბერს ქალაქი ბრეკონში) — უელსელი ბას-გიტარისტი და ხმის ჩაწერის პროდიუსერი. სახელი გაითქვა მძიმე როკ ჯგუფ Deep Purple-ში დაკვრისას.

ტიმოთე გაბაშვილი

ტიმოთე გაბაშვილი (დ. 1703 — გ. 1764) — ქართველი საეკლესიო (მთავარეპისკოპოსი) და საზოგადო (მწერალი, მხატვარი, მოგზაური, დიპლომატი, კარტოგრაფი) მოღვაწე. ტიმოთე გაბაშვილი იყო მეტად განათლებული ქართველი მოღვაწე, რომელიც კარგად ფლობდა — ფილოსოფიას, ღვთისმეტყველებასა და რელიგიის ისტორიას. ამავდროულად იცოდა რუსული, ბერძნული და თურქული ენები. ავტორია მემუარული ჟანრის ნარკვევისა — „მიმოსლვა”, სადაც მოცემულია ისტორიული, ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული ცნობები.

ფლორენცია

ფლორენცია (იტალ. Firenze, ძვ. იტალ. Fiorenza, ლათ. Florentia) — იტალიის რეგიონის ტოსკანის და ფლორენციის პროვინციის დედაქალაქი. ის არის ტოსკანის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი 367 569 მცხოვრებით (1 500 000 შემოგარენის ჩათვლით).

ქალაქი მდებარეობს მდინარე არნოს გასწვრივ, მდიდარია თავისი ისტორიით. ფლორენცია უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო შუა საუკუნეებში და რენესანსის ეპოქაში, განსაკუთრებით მისი არქიტექტურით და ხელოვნებით. შუა საუკუნეების ფლორენცია ვაჭრობის და ფინანსური ცენტრი იყო. ჯერ კიდევ მე-13 საუკუნის დამლევს ქალაქში გაჩენილმა მოქალაქეებისა და მოვაჭრეების ფენამ საგრძნობლად შეკვეცა ფეოდალთა პრივილეგიები.

ფლორენცია ხშირად მოიაზრება იტალიური რენესანსის აკვნად. მას შუა საუკუნეების ათენსაც კი უწოდებდნენ. მედიჩების მმართველობის პერიოდში, ხანგრძლივად დე-ფაქტო დამოუკიდებლობაც ჰქონდა. 1865-დან 1870-მდე კი იტალიის სამეფოს დედაქალაქსაც წარმოადგენდა.

ქალაქი მილიონობით ტურისტს იზიდავს და 1982 წელს გამოცხადდა მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობად. ფლორენცია ცნობილია როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ქალაქი. მან გავლენა იქონია მსოფლიოზე კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით. ფლორენცია არის საუკეთესოდ შენახული რენესანსული ქალაქი მსოფლიოში და ბევრი მას იტალიის კულტურულ დედაქალაქად მიიჩნევს. ის ასევე მრავალი ისტორიული პიროვნების სამშობლოც იყო. მაგალითად: დანტე ალიგიერი, ბოკაჩო, ბოტიჩელი, ჩეზარო პეტრარკა, ლეონარდო და ვინჩი, კოზიმო დე მედიჩი, ლორენცო დე მედიჩი, რაფაელი, ნიკოლა ფლამელი, ნიკოლო მაკიაველი, მიქელანჯელო, დონატელო, გალილეო გალილეი, ეკატერინე მედიჩი, რობერტო კავალი და ასე შემდეგ.

ჩრდილოეთი რაიონი (ისრაელი)

ჩრდილოეთი რაიონი (ივრ. מחוז הצפון მეჰოზ ჰაცაფონი) — ისრაელის ექვსი რაიონიდან ერთ-ერთი. ჩრდილოეთის რაიონის ფართობია 4,478 კმ2, წყლის ჩათვლით კი 4,638 კმ2. რაიონის უდიდესი ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრი არის ნაზარეთი. 1981 წლიდან ჩრდილოეთ რაიონში შედის გოლანის მთებიც, მიუხედავად იმისა, რომ გაერო მას არ სცნობს ისრაელის ნაწილად.

ქალაქები
ადგილობრივი საბჭოები
რეგიონალური საბჭოები

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.