მშენებლობა

მშენებლობა — მატერიალური წარმოების დარგი, რომლის დანიშნულებაა სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოთა მთელი კომპლექსის შესრულება, ახალი საწარმოო და არასაწარმოო ძირითადი ფონდების ამოქმედება და არსებულის გაფართოება-რეკონსტრუქცია. მშენებლობის მზა პროდუქციას წარმოადგენს საექსპლუატაციოდ გამზადებული ნაშენი (სამრეწველო საწარმოები, საცხოვრებელი სახლები, საზოგადოებრივი შენობები, სხვადასხვა ნაგებობები). მშენებლობა უდიდეს გავლენას ახდენს საწარმოო ძალების განვითარებასა და გადაადგილებაზე. ქვეყნის საწარმოო პოტენციალის შექმნაზე, ხალხის ცხოვრების დონის მუდმივი აღმავლობის უზრუნველყოფაზე.

22 West Washington
ერთ-ერთი საზოგადოებრივი შენობის მშენებლობა, 2007, ჩიკაგო

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ამენემჰეტ III

ამენემჰეტ III — ეგვიპტის ფარაონი. მეფობდა ძვ.წ. დაახლოებით 1849-1801 წლებში. მის დროს განმტკიცდა სახელმწიფო ხელისუფლება, რამაც შეასუსტა ნომარქოსთან ძლიერება. აყვავდა ეგვიპტის სამეურნეო და კულტურული ცხოვრება; გაფართოვდა ვაჭრობა სირიასთან (კერძოდ, ბიბლოსთან), გაიზარდა საირიგაციო მშენებლობა; წარმოებდა ნუბიის, სირიისა და სინას ბუნებრივ სიმდიდრეთა ინტენსიური ექსპლუატაცია. ფაიუმში (ჩრდილოეთი ეგვიპტე) აშენდა ქვის გრანდიოზული ტაძარი, რასაც ბერძნებმა ლაბირინთი უწოდეს (შესაძლოა, ამენემჰეტ III-ის სახელის "ლამარეს - ლაბირეს" გამო). ლაბირინთს მიაკუთვნებდნენ "სამყაროს შვიდი საოცრების" რიცხვს.

ენგური

ენგური (აფხ. Егры [ეგრჷ], მეგრ. ინგირწყარი) — მდინარე დასავლეთ საქართველოში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე და კოლხეთის ბარში. სათავე აქვს მყინვარ ენგურზე, ზღვის დონიდან 2614 მ-ზე. სოფ. ანაკლიასთან ერთვის შავ ზღვას. სიგრძე 213 კმ, აუზის ფართობი 4060 კმ2. მთავარი შენაკადებია - მარჯვენა: ადიშისჭალა, ხალდეჭალა, მულხრა, დოლრაჭალა, ნაკრა, ნენსკრა; მარცხენა: თხეიში, ხუმფრერი, ლასილი, მაგანა, ჯუმი და სხვა. ენგური ზემოთში კვეთს სვანეთის ქვაბულს, შემდეგ კი ღრმა და ვიწრო ხეობაში მიედინება. ზემოთსა და შუა დინებაში მდინარის კალაპოტი ზოგან ჭორომიანია. ქალაქ ჯვართან მდინარე გამოდის კოლხეთის დაბლობზე, ქმნის ფართო ხეობას და იტოტება. სოფ. რუხთან იყოფა ორ ტოტად, რომელთა შორის მოთავსებულია 12 კმ სიგრძისა და 0,5-2,0 კმ სიგანის კუნძული. მასზე გაშენებულია სოფ. შამგონა.

ენგური შერეული საზრდოობის მდინარეა; ზემოთში წლიური ჩამონადენის 66%-ს შეადგენს თოვლისა და მყინვარის წყალი, 22%-ს გრუნტის წყალი, 12%-ს წვიმის წყალი, ქემოთში შესაბამისად - 18%, 26% და 56%-ს. საშუალო წლიური ხარჯი სოფ. ხაიშთან 109 მ3/წმ უდრის შესართავთან 170 მ3/წმ. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულში, წყალმცირეა ზამთარში. სოფ. ლახამულიდან სოფ. შამგონამდე ენგურს იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, ქვემოთში - სარწყავად, ენგურ-გალის სარწყავი არხის საშუალებით. ქალაქ ჯვართან აშენდა ენგურის ჰიდროელექტროსადგური. სოფ. ტობართან დაპროექტებულია 750 ათ. კვტ სიმძლავრის ტობარჰესის მშენებლობა. ენგურის გასწვრივ გადის სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონების ადმინისტრაციული საზღვარი.

ერევნის სურბ-სარქისის ეკლესია (კენტრონი)

სურბ-სარქისის ეკლესია (სომხ. Սուրբ Սարգիս Մայր Եկեղեցի (Surp Sarkis Mayr Yekeghetsi)) — სომხური საკათედრო ტაძარი ერევანში, სომხეთი. ამჟამად, ტაძარი ეკუთვნის არარატის ეპარქიას (სომხური სამოციქულო ეკლესია). იგი 1842 წელს, მდინარე რაზდანის მარცხენა სანაპიროზე, კენტრონის რაიონში აიგო. 1971-1976 წლებში, ტაძრის ინტერიერი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამასთანავე, ძველი გუმბათი შეცვალეს ახალი, უფრო მაღალი, მრავალწახნაგოვანი გუმბათით. სამრეკლოს მშენებლობა კი - 2000 წელს დასრულდა.

ვანვიტელის აკვედუკი

ვანვიტელის აკვედუკი ან კაროლინოს აკვედუკი (იტალ. Acquedotto Carolino) — აკვედუკი, რომელიც კაზერტის სამეფო სასახლისა და სან-ლეუჩიოს კომპლექსს წყლით ტაბურინოს მთებიდან ამარაგებდა. მისი სიგრძე 38 კმ-ია და უმეტესი ნაწილი მიწისქვეშაა განლაგებული.

აკვედუკის მშენებლობა 1753 წელს ბურბონმა მეფე კარლ III-მ დაიწყო, პროექტი მისმა არქიტექტორმა ლუიჯი ვანვიტელიმ შეადგინა. მშენებლობა 1762 წელს დასრულდა.

დღეისათვის შესანიშნავადაა შემორჩენილი აკვედუკის 529 მეტრი სიგრძისა და 55.8 მეტრი სიმაღლის ხიდის სქეცია ვალე-დი-მადალონის პროვინციაში. აკვედუკის აღნიშნული სექცია 1997 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემა

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემა — საინჟინრო ჰიდროტექნიკური ნაგებობა აღმოსავლეთ საქართველოში. სარწყავი სისტემის ერთი მთავარი სათავე-ნაგებობა აშენებულია მდინარე ალაზანზე სოფ. დუისთან, მეორე — მდინარე ილტოზე (ახმეტის მუნიციპალიტეტი). მთავარი არხი გადის ალაზნის ვაკეზე, გრძელდება ივრის ზეგანზე და ელდართან უერთდება მდინარე იორს. მისი საერთო სიგრძე თითქმის 214 კმ-ია, წყალგამტარობა 24 მ3/წმ. სარწყავი სისტემის მთლიანი სიგრძე იქნება 2420 კმ და მორწყავს 108,4 ათ. ჰა მიწას. ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მშენებლობა დაიწყო 1965 წელს. მთავარი არხის მშენებლობის პირველი რიგი (სიგრძე 78 კმ) გადის პანკისის ქედის აღმოსავლეთი კალთის ძირზე და შემდეგ მიუყვება გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მთისწინეთს მდინარე ფაფრისხევამდე. ეს მონაკვეთი ალაზნის ვაკის მარჯვენა მხარეზე. რწყავს ახმეტის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 41,1 ათ. ჰა მიწას. მეორე რიგის მშენებლობა დაიწყო მდინარე ფაფრისხევიდან. აქედან არხი 15,3 კმ საერთო სიგრძის 3 გვირაბით გაკვეთს გომბორის ქედს, გავა გარეკახეთში სოფ. არაშენდასთან და მიაღწევს ოლეს წყალსაცავს. წყალსაცავიდან გამოსული არხი მორწყავს ოლე-ნაომარის, ტარიბანის, ნატბეურის ვაკე-ტაფობებს და ელდარის დაბლობს. ივრის ზეგანზე მთავარი არხის საერთო სიგრძე იქნება 135,8 კმ და მორწყავს 67,3 ათ. ჰა ფართობს.

თეთნულდი

თეთნულდი — მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე ენგურის სათავეებში. სიმაღლე 4852 მ. აგებულია ძირითადად ძველი კრისტალური ქანებისაგან. 3000 მ-ს ზემოთ დაფარულია მუდმივი თოვლით. თეთნულდი გამყინვარების დიდი ცენტრია. მის ფერდობზე ეშვება წანერის მყინვარი, ადიშის მყინვარი და სხვა.მწვერვალზე პირველად ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით 1930 წელს ავიდნენ. სიმონ ჯაფარიძის დაღუპვასთან დაკავშირებით მწვერვალის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე გაშიშვლებულ კლდეს „ჯაფარიძის მოწმეები“ ეწოდა.თეთნულდის მიმდებარედ მოქმედებს სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი. კურორტის მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო, მშენებლობის პირველი ფაზა 2016 წლის იანვარში დასრულდა. თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9,5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონეა (1,7 კმ).

იოანე III (პაპი)

იოანე III (ლათ. Johannes PP. III; ერისკაცობაში ჯოვანი კატალინო; დ. ? — გ. 13 ივლისი, 574) — რომის პაპი 561–574 წლებში.

იოაანე III იყო რომის გამოჩენუილი ოჯახის წევრი. Liber Pontificalis-ში ის ანასტასიუსის შვილადაა მოხსენებული. ევაგრიოს სქოლასტიკოსი-ის მიხედვით მისის სახელი ერისკაცობაში იყო კატელინუსი, ხოლო იოანე სამღვდელო წოდებაში ასვლის შემდეგ მიიღო.მან დაასრულა მოციქულ ფილიპესა და იაკობის ბაზილიკის მშენებლობა, რომელიც მიუძღვნა იტალიის გუთებისა და არიანელების ერესისაგან გათავისუფლებას. ყველა მისი მატერიალური მიღწევა დაიღუპა რომში ლანგობარდების შეჭრის პერიოდში. გარდაიცვალა 573 წლის ივლისში, ლანგობარდების შემოსევების შედეგად.

ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია

ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია — საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული ისტორიკოსებისა და ისტორიის პედაგოგების გაერთიანება. დაფუძნდა 1997 წელს. 1998 წლიდან გახდა ისტორიის პედაგოგთა ევროპული ასოციაციების გაერთიანების, „ევროკლიოს“ წევრი, რამაც ხელი შეუწყო ასოციაციის უშუალო კავშირს მსგავს ევროპულ ასოციაციებთან და ევროპაში მიმდინარე პროექტებთან.

მოდენის საკათედრო ტაძარი

მოდენის საკათედრო ტაძარი (იტალ. Duomo di Modena) — ეკლესია იტალიის ქალაქ მოდენაში. წარმოადგენს მოდენა-ნონანტოლის რომანულ-კათოლიკური არქისაეპისკოპოსოს ცენტრს. ტაძრის მშენებლობა 1184 წელს დასრულდა და მიჩნეულია ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რომანული სტილის შენობად. 1997 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ამ ადგილას, V საუკუნიდან მოყოლებული, ორი ეკლესია მდებარეობდა, მაგრამ ორივე დაინგრა. თანამედროვე ტაძრის სამშენებლო სამუშაოები 1099 წელს დაიწყო მშენებლობის ოსტატის, ლანფრანკოს მეთაურობით, იმ ადგილას, სადაც მოდენის მფარველის, წმინდა ჯემინიანუსის საფლავი მდებარეობდა. მისი წმინდა ნაწილები დღესაც კათედრალის აკლდამაშია დაბრძანებული. მშენებლობა საბოლოოდ 1184 წლის 12 ივლისს, პაპ ლუციუს III-ის დროს დასრულდა.

ნეფერკარა III

ნეფერკარა III ნები — ძველი ეგვიპტის ფარაონი, მართავდა ძვ. წ. XXII საუკუნეში მიეკუთვნება VIII დინასტიას.

ფარაონი ცნობილია აბიდოსის წარწერებიდან, მისი სახელი შემორჩენილია დედოფალ ანხესენპიოპის სარკოფაგზე და დედოფალი პუტის პირამიდის შესასვლელზე. მისი საფლავი არ არის აღმოჩენილი, მაგრამ დედამისის სტელა აჩვენებს, რომ მან დაიწყო პირამიდების მშენებლობა. სავარაუდოა რომ იგი იყო ფარაონ პეპი II-ის ვაჟი.

ნექტანებ II

ნექტანებ II (ან ნახტჰორჰები) — ოცდამეათე დინასტიის მესამე და უკანასკნელი წარმომადგენელი. ნექტანებ II მოიხსენიება, როგორც ძველი ეგვიპტის უკანასკნელი ადგილობრივი ფარაონი, იგი მებობდა ძვ.წ 360–342 წლებში. ნექტანებ II-ის მმართველობის დროს ეგვიპტე აყვავდა. მისი მეფობის დროს ეგვიპტურ ხელოვნებაში შეიქმნა სპეციალური სტილი, რომელმაც განსაკუთრებული ნიშანი დატოვა ბარელიეფში, პტოლემეების ეპოქის დროს. ნექტანებ II-მ ნექტანებ I-ის მსგავსად დიდი ყურადღება გამოიჩინა ყველა ეგვიპტური კულტის მიმართ და ეგვიპტის ასზე მეტი ადგილი ატარებს მისი ყურადღების მტკიცებულებას. ნექტანებ II-მ საკუთარ თავზე უფრო მეტი ნაგებობის აშენება და რესტავრაცია აიღო, ვიდრე ნექტანებ I-მა, კერძოდ ღვთაება ისიდას უზარმაზარი ტაძრის მშენებლობა.

რამდენიმე წლის განმავლობაში ნექტანები წარმატებით უნარჩუნებდა ეგვიპტეს უსაფრთხოებას და თავს არიდებდა აქემენიანთა იმპერიის მხრიდან მომავალ საფრთხეებს. მისი ყოფილი მსახურის მენტორ როდოსელის ღალატის შემდეგ, ძვ.წ. 343 წელს ნექტანებ II საბოლოოდ მაინც დამარცხდა სპარსულ-ბერძნული კომბინირებული ძალის წინააღმდეგ პელუზიის ბრძოლაში. ძვ.წ. 342 წელს სპარსელებმა ჯერ მემფისის ოკუპაცია მოახდინეს, შემდგომ კი მთელი ეგვიპტის. რის შემდეგაც ეგვიპტე კვლავ დაბრუნდა აქემენიანთა იმპერიის შემადგებნლობაში. განცდილი მარცხის შემდეგ ნექტანები სამხრეთით გაიქცა და გარკვეული დროის მანძილზე ინარჩუნებდა ძალებს. მისი შემდგომი ბედი უცნობია.

სანქტ-პეტერბურგი

სანქტ-პეტერბურგი (რუს. Санкт-Петербу́рг; 1914 წლამდე — სანქტ-პეტერბურგი, 1914-1924 წწ. — პეტროგრადი, 1924-1991 წწ. — ლენინგრადი) — ფედერალური მნიშვნელობის ქალაქი რუსეთში. ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში მდებარეობს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო (2008 წლიდან), დსთ-ის საკანონმდებლო ორგანო (1992 წლიდან), ლენინგრადის ოლქის მმართველი ორგანო , დასავლეთ რუსეთის სამხედრო ოკრუგი, რუსეთის მთავარი სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბი. ქალაქი მდებარეობს რუსეთის ფედერაციის დასავლეთ ნაწილში, ფინეთის ყურის სანაპიროსთან (ბალტიის ზღვა), მდინარე ნევის შესართავთან.

ქალაქი პეტრე დიდმა, 1703 წლის 16/27 მაისს, დააარსა. 1712-1918 წლებში იყო რუსეთის დედაქალაქი. ქალაქში მოხდა სამი რევოლუცია: პირველი იყო 1905-07 წლების რევოლუცია, მეორე 1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია და მესამე 1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია. დიდი სამამულო ომის დროს 1941-1945 წლებში ქალაქი დაახლოებით 900 დღის განმავლობაში ბლოკადაში იყო, რომლის დროსაც, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, შიმშილისგან დაიღუპა 650 ათასიდან 1,2 მილიონამდე ადამიანი. სანქტ-პეტერბურგს 1965 წელს გმირი ქალაქის წოდება მიანიჭეს.

მოსახლეობა 5 131 942 ადამიანია (2014). სანქტ-პეტერბურგი მსოფლიოს ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე მილიონიანი ქალაქია. ევროპის ქალაქებს შორის მოსახლეობის რაოდენობით ქალაქი მესამე ადგილზეა, ხოლო ქვეყანაში მეორე ადგილზე, მოსკოვის შემდეგ. ქალაქი, სანქტ-პეტერბურგის აგლომერაციის ცენტრია, ფართობი — 1439 კმ², ამავე მაჩვენებლითაც მოსკოვის შემდეგ მეორე ადგილზეა ქვეყანაში.

სანქტ-პეტერბურგი — რუსეთის მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული ცენტრი და მსხვილი სატრანსპორტო კვანძია. ქალაქის ისტორიული ცენტრი და მასთან დაკავშირებული ძეგლები იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია შესული. ქალაქი, ტურისტული თვალსაზრისით, ძალიან პოპულარულია. ქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობებია: ერმიტაჟი, მარიინსკის თეატრი, რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკა, რუსული მუზეუმი, პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე, ისააკის ტაძარი და სხვა.

სარაჰართი

სარაჰართი (სომხ. Սարահարթ) — სოფელი სომხეთში, მდებარეობს ლორეს პროვინციაში. სოფელში ცხოვრობს 1 482 კაცი.

1988 წლის სპიტაკის მიწისძვრამ გაანადგურა მთელი სოფელი, სოფელში დაიწყო ახალი სახლების მშენებლობა. 1992 წელს აღადგინეს სარაჰართის საშუალო სკოლა.

სოფლის ცენტრში დგას მიწისძვრის მსხვერპლთა მემორიალი.

სეული

სეული — სამხრეთ კორეის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი აგლომერაცია. მოსახლეობა 10,421,782 კაცი (2007). 2007 წელს დაიწყო ახალი დედაქალაქის მშენებლობა ქვეყნის სამხრეთით, სადაც 2012 წლისთვის დაგეგმილია დედაქალაქის გადატანა.

ფონტენბლოს სასახლე

ფონტენბლო (ფრანგ. Fontainebleau) — სასახლე საფრანგეთში, პარიზის ცენტრიდან 55 კმ-ის დაშრებით, წარმოადგენს საფრანგეთის ერთ-ერთ უდიდეს სამეფო სასახლეს. სასახლის მშენებლობა-გადაკეთებაში, სხვადასხვა ეპოქაში ბევრი მონარქის წვლილია, მაგრამ თავდაპირველად მისი მშენებლობა XVI საუკუნის ადრეულ წლებში ფრანსუა I-მა დაიწყო. ნაგებობა შიდა ეზოების მთელი სერიის გარშემოა აღმართული. ქალაქი ფონტენბლო ნელ-ნელა გაიზარდა ფონტენბლოს ტყის გარშემო, რომელიც წარსულში სამეფო სანადირო პარკს წარმოადგენდა.

სასახლე ერთ-ერთი პირველი იყო ევროპის სამეფო რეზიდენციებს შორის, რომელიც მოკლებული იყო ყოველგვარ თავდაცვით ფუნქციებს. მეფემ მშენებლობისა და შემდგომი გაფორმებისათვის იტალიური მანერიზმის მიმდინარეობის ოსტატები მოიწვია, მათ შორის იყვნენ პრიმატიჩო და ბენვენუტო ჩელინი.

მეფის გარდაცვალების შემდეგ, სასახლის მშენებლობა ანრი II ვალუამ და ეკატერინე მედიჩმა დაასრულეს. ამ პერიოდში, სამუშაოებს ხემლმძღვანელობდა ცნობილი არქიტექტორი ფილბერ დელორმი. ლუი XIV ფონტენბლოდან თავისი წინაპრების, ვერსალის სასახლეში გადავიდა და ამის შემდეგ, ფონტენბლო ყველამ მიივიწყა და დანგრევის პირას მივიდა. ძველი დიდება მას შემდგომში ნაპოლეონმა დაუბრუნა.

1981 წელს, ფონტენბლოს სასახლე იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

ფხვენისის წმინდა გიორგის ეკლესია

ფხვენისის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისის ცენტრში. სამხრეთ ფასადის მხედრული წარწერის თანახმად ეკლესიის მშენებლობა დასრულებულა 1835 წლის 15 მაისს.

ეკლესია დარბაზულია (9 X 5 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეებში გამოყენებულია ნატეხი ქვა. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია. თითო სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით. სახურავს დასავლეთ ნაწილში ადგას ოთხსვეტიანი სამრეკლო.

შეპსესკარა

შეპსესკარა — ძველი ეგვიპტის ფარაონი. მიეკუთვნება V დინასტიას. ქვეყანას მართავდა ძვ. წ. 2465-2460 წლებში.

ჩეფალუს საკათედრო ტაძარი

ჩეფალუს საკათედრო ტაძარი (იტალ. Duomo di Cefalù) — კათოლიკური ტაძარი ჩეფალუში, სიცილია, იტალია. ტაძარი არის ჩეფალუს ეპარქიის კათედრა. დაარსებულია როჯერ II-ის მიერ და წარმოადგენს არაბულ-ნორმანული სტილის ერთ-ერთ უმთავრეს არქიტექტურულ ძეგლს. შენარჩუნებული აქვს XII-XIII საუკუნეების სტილი. დაცულია XII საუკუნის ბიზანტიური მოზაიკის ნიმუშები.

მოგვიანებით შექმნილი ლეგენდის თანახმად როჯერ II კონტინენტიდან სიცილიაში ბრუნდებოდა 1131 წლის ზაფხულში და ძლიერ ქარიშხალში მოხვდა. მეფემ პირობა დადო გადარჩენის შემთხვევაში მაცხოვრის სახელზე ტაძარს ააგებდა იმ ნაპირთან სადაც გემი მშვიდობიანად გავიდოდა. 1131 წლის 6 აგვისტოს ფერისცვალების დღესასწაულზე გემი უსაფრთხოდ მიადგა სიცილიის სანაპიროს ჩეფალუსთან. სწორედ ამ ადგილას როჯერმა ააშენა პატარა სამლოცველო და ბრძანება გასცა შეერჩიათ ადგილი მომავალი ტაძრის მშენებლობისათვის. ეს ლეგენდა არ დასტურდებოდა არცერთი წყაროს მიერ და ისტორიკოსებმა უარყვეს იგი, თუმცა XIX საუკუნის 80-იან წლებში ბარსელონაში, არაგონის არქივში აღმოაჩინეს XII საუკუნის დოკუმენტი, რომელიც იმეორებდა ამ ლეგენდის სიუჟეტს.

როჯერ II-მ ჩამოაყალიბა ჩეფალუს ეპარქია, 1131 წლის 14 სექტემბერს პირველი ეპისკოპოსის ხელდასხმაც მოახდინა და ამავე დღეს დაიწყო საკათედრო ტაძრის მშენებლობა. როჯერის გარდაცვალების შემდეგ (1154 წ.) ტაძრის მშენებლბა შენელდა, ხოლო 1172 წლიდან პრაქტიკულად შეჩერდა. ტაძრის მშენებლობა განახლდა 1215 წლიდან ფრიდრიხ II-ის მიერ. 1240 წელს დასრულდა მთავარი - დასავლეთის ფასადის მშენებლობა, ხოლო ტაძარი სრულიად დასრულდა 1267 წელს.

ტაძრის მთავარი ღირსშესანიშნაობაა მოზაიკა, რომელიც შესრულებულია 1145 წელს როჯერ II-ის დაკვეთით ბიზანტიელი ოსტატების მიერ.

2015 წლის 3 ივლისს ტაძარი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ჭოროხი

ჭოროხი (თურქ. Çoruh nehri) — მდინარე თურქეთსა და საქართველოში. სათავე აქვს ოქუს-ბადადაღის მთებში. მდინარის სიგრძე 438 კმ-ია, მათ შორის 26 კმ-იან მონაკვეთზე მიედინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. აუზის ფართობი 22 ათასი კმ². ჭოროხი ძირითადად მიედინება ტექტონიკურ ხეობაში ლაზისტანისა და ჭოროხის ქედებს შორის და ქალაქ ბათუმის სამხრეთით ერთვის შავ ზღვას. წყლის საშუალო ხარჯი შესართავთან — 277 მ³/წმ. ახასიათებს გაზაფხულ-ზაფხულის წყალდიდობები, გამოიყენება სარწყავად. მთავარი შენაკადებია: აჭარისწყალი და მაჭახელისწყალი.

მდინარე ჭოროხზე თურქეთის მხარეს მდებარეობს ქალაქი ბაიბურთი, სპერი (ისპირი), ართვინი, ბორჩხა, აგებულია ჰესები, საქართველოს საზღვართან ახლოს მიმდინარეობს დერინერის კაშხალის მშენებლობა. ჭოროხის აუზში ქართული კულტურის მრავალი ძეგლია შემორჩენილი.

აკამფსისი (ბერძნ. Akampsis), მდინარე ჭოროხის სახელწოდებაა რომაულ და ბიზანტიურ წყაროებში.

ჰუნი (ფარაონი)

ჰუნი — ძველი ეგვიპტის მესამე დინასტიის ბოლო ფარაონი. მისი სახელი ითარგმნება, როგორც „მკაფავი“.

ჰუნი ითვლება ფარაონ სნეფრუს და დედოფალი ხეტეპხერესის მამად. ეგვიპტის ჩრდილოეთ საზღვრის დასაცავად პირველ ჭორომთან ასუანიდან სამხრეთით მან დააფუძნა ციხესიმაგრე კუნძულ ელეფანტინაზე. ადამიანი ჰუნის სახელწოდებით მოიხსენიება მაღალჩინოსან კარისკაცად ჯერ კიდევ ფარაონ ჯოსერის დროს. ამიტომ თუ დაუშვებთ, რომ ეს პიროვნება არის ფარაონი ჰუნი, მაშინ ის მოსულა ხელისუფლებაში ხანდაზმული. მიუხედავად ამისა ფარაონების ტურინის სია უთმობს მას მმართველობის 24 წელს.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.