მუსტიეს კულტურა

მუსტიეს კულტურა, მუსტიეური ეპოქაქვედა პალეოლითის ხანის ყველაზე გვიანდელი ხანა, რომელმაც შეცვალა აშელის კულტურა. მრავალი მეცნიერი მას „შუა პალეოლითს“ უწოდებს. XIX საუკუნის 60-იან წლებში პირველად შეისწავლა გ. მორილიემ. სახელი ეწოდა სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში (დორდონის დეპარტამენტი) მდებარე გამოქვაბულის ლე-მუსტიეს (le Moustier) მიხედვით. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში (ჩრდ. განედი 54° სამხრეთით).

გეოლოგიურად თარიღდება ზედა პლეისტოცენით, რისვიურმის გამყინვარებათა შორისი პერიოდის დასასრულით და ევროპის უკანასკნელი, ვიურმის გამყინვარების I ნახევრით. რადიო-ნახშირბადის მეთოდით გვიანდელი მუსტიეს კულტურა ევროპაში დათარიღებულია ძვ. წ. 53-33 ათასწლეულით; მუსტიეს კულტურის წარმოშობა კი, ალბათ, 100-80 ათასწლეულს განეკუთვნება. ქვის დამუშავების ტექნიკისათვის დამახასიათებელია დისკოსებრი და ერთფუძიანი ნუკლეუსები (გულგულები), რომელთაგანაც მიღებულია საკმაოდ ფართო ანატკეცები. ამ ანატკეცებიდან ნაპირების რეტუშით მზადდებოდა სხვადასხვა იარაღი (სახოკები, წვეტანები, სახვრეტები, დანები და სხვა). ძვლის დამუშავება სუსტადაა განვითარებული.

ცნობილია მუსტიეს კულტურის მრავალი ნაირსახეობა, რომლებიც ხანდახან ერთსა და იმავე ტერიტორიაზეა გავრცელებული.

საქართველოში მუსტიეური ხანის 200-ზე მეტი ძეგლია. მათ შორის სტრატიფიცირებული, ძირითადად ღავმოყრილია რიონ-ყვირილის აუზში და ისტორიულ შიდა ქართლის ტერიტორიაზე. გამოიყოფა 4 კულტურა:

  • წოფი;
  • ცუცხვათის მღვიმეთა ჯგუფი;
  • ჯრუჭულა, კუდაროს მუსტიეს კულტურა;
  • ცხინვალის მესტიეური ხანის ღია ტიპის ძეგლების ჯგუფი.

მუსტიეს კულტურის მატარებელი იყვნენ ნე ანდერტალელები. ისინი ცხოვრობდნენ მღვიმეებში და ღია ცის ქვეშ, ზოგჯერ მამონტის ძვლისა და ტყავისაგან ნაგებ შენობებში. ნადირობდნენ მამონტზე, მღვიმის დათვზე და სხვა. ეწეოდნენ აგღეტვე შემგროვებლობას. ნეანდერტალელთა სამარხების გაჩენა პირველყოფილი რელიგიის ჩასახვაზე მეტყველებს.

ლიტერატურა

  • Григорьев Г. П., Начало верхнего палеолита и происхождение Homo sapiens Л., 1968;
  • Ефименко П. П., Первобытное общество, 3 изд., К., 1653;
  • ქსე, ტ. 7, გვ. 211, თბ., 1984

რესურსები ინტერნეტში

ადრეული ადამიანის მიგრაციები

ადრეული ადამიანების მიგრაცია და შემდგომში უკვე მათ მიერ სხვადასხვა ტერიტორიის ათვისება ხანგრძლივი პროცესია და ის დაახლოებით 2 მილიონი წლის წინათ დაიწყო. აფრიკიდან სხვა კონტინენტებზე გადასვლის პროცესი ჯერ კიდევ ჰომო ერექტუსის მიერ დაიწყო და სხვა სახეობების მიერ გაგრძელდა, დაახლოებით 100 000 წლის წინ ჰომო საპიენსმა დატოვა აფრიკის კონტინენტი და დაახლოებით 60 000 წლის წინ უკვე სამხრეთ აზიის უმეტესი ტერიტორია დაფარა- სწორედ აქედან იწყება უფრო ფართო მიგრაციები, რაც გულისხომობს დანარჩენ კონტინენტებსა და კუნძულებზე მიგრაციას და ამ ტერიტორიების ათვისებას.

ის ინფორმაცია, რომელიც ადრეული ადამიანების მიგრაციისა და შემდგომში მათი გადაადგილებების შესახებ მოიპოვება, ძირითადად არქეოლოგიურ აღმოჩენებზე დაყრდნობით არსებობს, ამ მხრივ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ნამარხისა თუ სხვა სახის უძველესი დეტალების აღმოჩენა, რომელიც მიგრაციის შესახებ დამატებით ინფორმაციას იძლევა.

აზერბაიჯანის არქეოლოგია

აზერბაიჯანის არქეოლოგიური საიტებისადმი ინტერესი XIX საუკუნის შუა ხანებში გაჩნდა. დღეისთვის აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, ნუმიზმატიკურ, ეპიგრაფიკულ და ანთროპოლოგიურ კვლევებს უძღვება. 1999 წლიდან ხაზარის უნივერსიტეტი ისტორიისა და არქეოლოგიის დეპარტამენტში ჟურნალი Journal of Azerbaijan Archaeology (აზერბაიჯანის არქეოლოგიის ჟურნალი) იბეჭდება. 1920 წელს დაარსებულ აზერბაიჯანის ისტორიის ეროვნულ მუზეუმში აზერბაიჯანის სხვადასხვა ნაწილში აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტებია გამოფენილი. ანტიკური და შუა საუკუნეები ისტორიის სექციაში 25 000-ზე მეტი ნიმუშია წარმოდგენილი. 1969 წლიდან მუზეუმის არქეოლოგები კასპიის ზღვის ქვეშ არქეოლოგიურ გათხრებს ატარებენ.

არქეოლოგია

არქეოლოგია – (არქეო – /ბერძ. ἀρχαῖος - ძველი/, რთული სიტყვის შემადგენელი ნაწილი, მიუთითებს მისი შემცველი სიტყვების კავშირს სიძველესთან. მაგ., არქეოგრაფია, არქეოლოგია, არქეოპტერიქსი) – მეცნიერება, რომელიც კაცობრიობის ისტორიულ წარსულს სწავლობს ნივთიერი კულტურის ძეგლების, არტეფაქტების არქიტექტურული ძეგლების და ბიოფაქტების მიხედვით.

არქეოლოგიური ძეგლები ერთადერთი წყაროა ადამიანთა საზოგადოების განვითარების ისტორიის უდიდესი ნაწილის შესასწავლად. არქეოლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს დამწერლობიანი ეპოქების ისტორიულად შესასწავლადაც. არქეოლოგიური კვლევის შედეგები ავსებს და აზუსტებს წერილობითი წყაროების ცნობებს. არქეოლოგთა აღმოჩენილია თვით დამწერლობის უძველესი ძეგლებიც.

ნივთიერი ძეგლების მოსაპოვებლად ტარდება არქეოლოგიური გათხრები, რომლებსაც ჩვეულებრივ წინ უძღვის არქეოლოგიური დაზვერვა. განათხარი მასალის შესწავლისას არქეოლოგია ეყრდნობა ნივთიერი ძეგლების ასაკის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის საკუთარ მეთოდებს (იხ. ქვემოთ არქეოლოგიური დათარიღება). ამგვარი შესწავლის შემდეგ არქეოლოგიური ძეგლი ისტორიულ წყაროდ იქცევა. არქეოლოგია ნივთიერი წყაროების მონაცემთა საფუძველზე ახდენს ძველ საზოგადოებათა კულტურულ და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის რეკონსტრუქციას. ვინაიდან ადამიანთა საზოგადოების ისტორიული განვითარების ყოველ საფეხურზე ნივთიერი კულტურა და ყოფა კანონზომიერადაა დაკავშირებული სოციალურ–ეკონომიკურ ცხოვრებასთან.

ქვის იარაღები

ქვის იარაღად მიიჩნევა ნებისმიერი იარაღი, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც დამზადებულია ქვისგან. ქვის იარაღები დღესაც არსებობს სხვადასხვა კულტურებში, თუმცა ძირითადად მაინც პრეისტორიულ ხანასთან არის დაკავშირებული, უფრო ზუსტად კი ქვის ხანასთან, რადგან იმდროინდელი ადამიანის მთავარ იარაღს მხოლოდ ქვა წარმოადგენდა. ყველაზე ძველი ქვის იარაღი აღმოჩენილია კენიაში, ტურკანას ტბასთან 2015 წელს, თარიღდება 3 მილიონ 300 ათასი წლით და ითვლება არქეოლოგიაში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენად, რადგან მან შეცვალა იქამდე არსებული მოსაზრებები, რომლის თანახმადაც ჰომო-გენუსი იყო ადამიანის პირველი ტიპი, რომელიც იყენებდა ქვის იარაღებს. ნაპოვნი მასალა 700,000 წლით უფრო ძველია იმ იარაღებზე, რომლებიც აქამდე იყო აღმოჩენილი და იგი ამტკიცებს, რომ ავსტრალოპითეკუს აფარენსისი ან კენიანთროპუს პლატიოპსი იმაზე უფრო ჭკვიანი იყო, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. როგორც აღმოჩნდა, მათ ინტელექტი ყოფნიდათ იარაღის დამზადებისთვის.

შორეული წარსულიდან დღემდე აღმოჩენილი არტეფაქტების სრული უმრავლესობა ქვის იარაღებია და მათ არქეოლოგები მეორენაირად ლითოსებს უწოდებენ. ლითოსები ერთადერთი სახეობის არტეფაქტებია, რომლებიც ადამიანის ისტორიის 99 პროცენტისთვის არის დამახასიათებელი. ადამიანებმა ქვის იარაღის გამოყენება პირველად სამი მილიონ სამასი ათასი წლის წინ დაიწყეს და ზოგიერთი მათგანი დღესაც გამოიყენება. ქვა გამოიყენებოდა ნებისმიერთი დანიშნულებით, საჭრელი იაღებით დაწყებული სხვადასხვა სუვენირებით დამთავრებული. თუმცა, ჩვეულებრივ ისინი ნადირობისას, საყასბო საქმესა და ტყავის დამზადებაში გამოიყენებოდა.ქვა ოდითგანვე გამოიყენებოდა იმისათვის, რომ დაემზადებინათ მრავალნაირი სახის იარაღი, მათ შორის: ისრის თავი, შუბი და ხელის წისქვილი. პალეოლითის ადამიანის ძირითადი იარაღი იყო ქვის ცული, საჩეხი, წვეტანა, საფხეკი, საჭრისი, დანა და სხვა იარაღები. აგრეთვე ამზადებდნენ ხისა და ძვლის იარაღსაც. თანდათად იხვეწებოდა ქვის დამუშავების ტექნიკა. ჩნდებოდა ახალი იარაღებიც, რომლებშიც ფართოდ გამოიყენებოდა ძვლის და რქის იარაღები. ისინი მზადდებოდა ოფსიდიანისაგანაც. ნეოლითის ხანაში (ძ.წ. X-VI ათასწლეულები) კი მოხდა ქვის იარაღების ტექნიკის შემდგომი განვითარება. ადამიანმა ისწავლა ქვის გაპრიალება, ხეხვა და გახვრეტა.

დაახლოებით 12-8 ათასწლეულებში მეცნიერთა ერთი ნაწილი გამოყოფს კიდევ ერთ - შუა ქვის (მეზოლითის) ხანას, რომლის დროსაც ადამიანის ყოფაში რაიმე გარდამტეხი ცვლილება არ შეინიშნება, თუმცა იხვეწება და ვითარდება მისი იარაღები. მომავალში რამდენიმე, მათ შორის სპილენძის იარაღებმაც, სცადა ქვის იარაღების მთლიანად ჩანაცვლება, თუმცა ეს ვერ მოხერხდა სპილენძის დრეკადობის გამო.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.