მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტი (გერმ. Munizipalität < ლათ. municipium) — ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის არჩევითი ორგანო; ზოგჯერ კი მხოლოდ საქალაქო მმართველობის ორგანოს სახელწოდება (მაგ., აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში). მუნიციპალიტეტს ირჩევს შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის (მაგ., ქალაქის, დეპარტამენტის, საგრაფოსა და სხვა) მოსახლეობა.

Ponce City Hall
პონსეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სახლი, პუერტო-რიკო.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა (აფხ. Аԥснытәи Автономтә Ареспублика) — ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში, შავი ზღვის სანაპიროზე. რეგიონის საერთაშორისო კოდია — GE-AB. იგი მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების აფხაზეთისა და სამეგრელოს (ნაწილობრივ) ტერიტორიას.

ახალგორის მუნიციპალიტეტი

ახალგორის მუნიციპალიტეტი (1935-1991 წლებში ლენინგორის რაიონი) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრი — დაბა ახალგორი.

ზღვის დონიდან 800 მეტრამდე ზომიერად ნოტიო ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა: 9,6°C იანვრის: 1,6°C, ივლისის: 20,3°C აბსოლუტური მაქსიმუმი: 38°C, აბსოლუტური მინიმუმი: -28°C. ნალექები — 730 მმ წელიწადში.სიმაღლის მატებასთან ერთად ტემპერატურა კლებულობს და ყელის ვულკანურ თხემზე საშუალო წლიური ტემპერატურა -5°,-6°C-ია. მთებში ნალექიანობა მატულობს და ყელის ზეგანზე 1600 მმ-ს აღწევს წელიწადში.

ახალუბანი (გორის მუნიციპალიტეტი)

ახალუბანი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: აძვი, ახრისი, მუმლაანთკარი, ქვემო არცევი, ქვეში, ციცაგიანთკარი, ჯარიაშენი). მდებარეობს ტირიფონის ვაკეზე. მდინარე მეჯუდის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 800 მეტრი. გორიდან 18 კილომეტრი.

ახმეტის მუნიციპალიტეტი

ახმეტის მუნიციპალიტეტი, ოფიციალურად სსიპ „ახმეტის მუნიციპალიტეტი“ (ს/ნ. 224631165; რეგ. თარიღი — 29 მარტი, 2007) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. ახმეტა.

ბულგარეთის თემები

ბულგარეთის 28 ოლქი დაყოფილია 265 თემად (ბულგ. Община).

გორის მუნიციპალიტეტი

გორის მუნიციპალიტეტი (ყოფ. გორის რაიონი) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში. მუნიციპალიტეტი 2006 წლის 15 დეკემბრიდან. ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. გორი.

გორის თვითმმართველი ერთეული აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლის ვაკეზე მდებარეობს. შიდა ქართლის ყველაზე დიდ ადმინისტრაციულ ერთეულს, რომლის ფართობიც 2327,2 კმ²-ია (დროებითი ადმინისტრაციის ჩათვლით), რეგიონის ტერიტორიის 53 % უკავია. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები მტკვარი, ლიახვი, ტანა, თეძამი. ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტებია გორიჯვარი და ბოშური.

დაბა

დაბა — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, ქალაქის ტიპის დასახლებული პუნქტი. საბჭოთა პერიოდში ფუნქციის მიხედვით განარჩევდნენ მუშათა, საკურორტო, სააგარაკო და სხვა ტიპის დაბებს.

დაბა ძველი ქართული ტერმინია დასახლებული პუნქტის მნიშვნელობით. დაბა ფუძის შემცველი ბევრი ტოპონიმია საქართველოში: დაბა (ბორჯომის მუნიციპალიტეტი), ახალდაბა, ყველდაბა, დაბაძველი, გარდაბანი (გარე დაბანი), უდაბნო (მრავალმნიშვნელოვანი) (ე. ი. დაუსახლებელი ადგილი) და სხვა.

სვანურ ენაში შესატყვისი ტერმინი — „დაბ“, ხნულს ნიშნავს. შესაძლოა, თავდაპირველად დაბა იხმარებოდა დამუშავებული მიწის, ნახნავის მნიშვნელობით.

დუშეთის მუნიციპალიტეტი

დუშეთის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე შედიოდა ტფილისის გუბერნიაში — დუშეთის მაზრის სახელწოდებით, 1917-1928 წლებში — დუშეთის მაზრაა, 1928-1930 წლებში ტფილისის ოლქშია დუშეთის რაიონის სახელწოდებით, 1930 წლიდან კი ყალიბდება დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ რაიონად. ამჟამად მუნიციპალიტეტი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი დუშეთი.

დუშეთის მუნიციპალიტეტს სამხრეთით საზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით — კასპისა და ახალგორის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით საზღვრავს რუსეთის ფედერაცია და ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით ესაზღვრება ახმეტისა და თიანეთის მუნიციპალიტეტები. დუშეთის მუნიციპალიტეტი მცხეთა-მთიანეთის მხარის ყველაზე დიდი ადმინისტრაციული ერთეულია. დუშეთის მუნიციპალიტეტის ფართობია 2981,5 კმ².

ტერიტორიის დიდი ნაწილი კავკასიონის საშუალო და მაღალი მთებითაა წარმოდგენილი. სამხრეთი ნაწილი, რომელიც ბაზალეთის ზეგანზეა განლაგებული, შედარებით დაბალი სიმაღლეებით გამოირჩევა. საერთო ჯამში, დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის სიმაღლე ზღვის დონიდან 870-4000 მ-ის ფარგლებში იცვლება.სიმაღლეთა ასეთი სხვაობის გამო მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ზონაში სხვადასხვა ჰავაა ჩამოყალიბებული. შედარებით დაბალ ზონაში ჰავა ზომიერად ნოტიოა, ზამთარი ზომიერად ცივი, ხოლო ზაფხული შედარებით თბილი და ხანგრძლივი იცის. 870-900 მ-ის სიმაღლეზე ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 9,7 °C-ია, ნალექების საშუალო წლიური მოცულობა კი 740 მმ. სიმაღლესთან ერთად ჰავა მკაცრდება. მაღალ ზონაში მაღალი მთის ნოტიო ჰავაა ჩამოყალიბებული, მუდმივი თოვლითა და მყინვარებით; ნალექების რაოდენობა კი 1200-1600 მმ-ს აღწევს.მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2014 წლის მდგომარეობით 25 659 კაცია. სულ 283 დასახლებული პუნქტია, მათ შორის 1 ქალაქი, 2 დაბა და 280 სოფელი. ქალაქის მოსახლეობა 6200 კაცია, ანუ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 24 %.

იმერეთის მხარე

იმერეთის მხარე — მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინცია იმერეთის ტერიტორიას. იმერეთის მხარეში შედის ქუთაისის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტები. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია — ქ. ქუთაისი. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-IM.

კახეთის მხარე

კახეთის მხარე — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების კახეთის, ჰერეთის (ნაწილობრივ) და თუშეთის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-KA.

მესტიის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი, ოფიციალურად სსიპ „მესტიის მუნიციპალიტეტი“ (ს/ნ. 235895046) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. მუნიციპალიტეტი 2014 წლის 30 ოქტომბრიდან. ადმინისტრაციული ცენტრი — დაბა მესტია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე — მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების სამეგრელოს და ზემო სვანეთის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-SZ.

სამცხე-ჯავახეთის მხარე

სამცხე-ჯავახეთის მხარე – მხარე სამხრეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების სამცხის, ჯავახეთის და თორის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-SJ.

საქართველოს ტერიტორიული მოწყობა

საქართველოს ტერიტორიული მოწყობა ასიმეტრიულია, ის მოიცავს 2 ავტონომიურ რესპუბლიკას და 79 მუნიციპალიტეტს. მუნიციპალიტეტებიდან: 12 არის თვითმმართველი ქალაქი, მათ შორის საქართველოს დედაქალაქი, თბილისი, და 67 თვითმმართველი თემი.

მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 9 მხარეში, რომლებიც არ წარმოადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებს. მათ მხოლოდ საკოორდინაციო და საკონსულტაციო ფუნქცია გააჩნიათ თვითმმართველობის ერთეულებსა და საქართველოს მთავრობას შორის, სადაც მთავრობას წარმოადგენს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, ხოლო თვითმმართველ ერთეულს – გამგებელი/მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე.

საქართველოს ტერიტორიულმა მოწყობამ კონსტიტუციის თანახმად, საბოლოო სახე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ უნდა მიიღოს.

ქუთაისი

ქუთაისი, ოფიციალურად სსიპ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი“ (ს/ნ. 212721170; რეგ. თარიღი — 21 დეკემბერი, 2006) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. მოსახლეობა 192 500 (2010 წ.). ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. აქ მდებარეობდა მძიმე, მსუბუქი და კვების მრეწველობის მრავალი საწარმო, კულტურის ობიექტები, თეატრები, გალერეები. ქუთაისი განათლების ერთ–ერთი ცენტრია საქართველოში.

ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ. წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობით:

შუა საუკუნეებში ქუთაისის სახელი უკავშირდებოდა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას, ახალ ეპოქაში — აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის საქმიანობას. ქუთაისის და მისი შემოგარენის მთავარი ღირსშესანიშნაობანია: ბაგრატის ტაძრის ნანგრევები (XI ს.), გელათის მონასტერი (XII ს.), გეგუთის სასახლე (XII ს.), სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი, ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო. ქუთაისში არის ქუთაის-გაენათის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

შინდისი (გორის მუნიციპალიტეტი)

შინდისი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ფხვენისი, ქვემო ხვითი, ყელქცეული). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 760 მეტრი, გორიდან 20 კილომეტრი. შინდისში დგას წმ. გიორგის ეკლესია (1751). სოფლის მახლობლად შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — გვიანდელი შუა საუკუნეების ციხე.

ხიდისთავი (გორის მუნიციპალიტეტი)

ხიდისთავი (ყოფილი ოხერა, გადაერქვა 1947 წლის 9 იანვარს) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს. მდინარე ტანის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 580 მეტრი, გორიდან 3 კილომეტრი. 1921-1930 წლებში იყო გორის მაზრის ხიდისთავის რაიონის ცენტრი.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.