მტკვარ-არაქსის კულტურა

მტკვარ-არაქსის კულტურა ან ადრეული ტრანსკავკასიური კულტურა, ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევრისა — III ათასწლეულის არქეოლოგიური კულტურა, რომელიც გავრცელებულია იყო მტკვრისა და არაქსის აუზში. ძირითადად აგრძელებდა წინა ხანის (ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურის) ტრადიციებს. მაგრამ უფრო მაღალ საფეხურზე იდგა.

Influencedurartu1
მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების არეალი (ღია ნაცრისფერი) და გვიანდელი (ურარტუს) კულტურა (მუქი ნაცრისფერი).

კულტურა

მტკვარ-არაქსის კულტურის წარმომავლობა და პირვანდელი ადგილსამყოფელი ბოლომდე გარკვეული არ არის. სადღეისოდ არსებული მასალებით ჩანს, რომ მისი ფორმირების ერთ-ერთი ძირითადი არე მტკვრისა და არაქსის აუზში უნდა ყოფილიყო. ქვემო ქართლში თავმოყრილია ამ კულტურის ადრინდელი ძეგლები. ადრინდელი სამიწათმოქმედო ტომების კულტურაში შეინიშნება მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი ელემენტის საწყისები. ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარში აქ შეიქმნა პირობები მიწათმოქმედი საზოგადოების შემდგომი განვითარებისათვის. ამ კულტურის დაწინაურება, შესაძლოა, სამხრეთიდან მოსახლეობის ახალი მასის გადმონაცვლებამ განაპირობა, მაგრამ კულტურული აღმავლობა მაინც ადგილობრივი ტრადიციების საფუძველზე უნდა მომხდარიყო. მტკვარ-არაქსის კულტურის ადრინდელ საფეხურზე უნდა ჩამოყალიბებულიყო ძირითადი სამეურნეო და კულტურული ტრადიციები, რამაც განაპირობა ამ კულტურის თავისებური ხასიათი მისი გავრცელების ფართო ტერიტორიაზე.

ისტორია

მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის დაწინაურებამ, სპილენძის მეტალურგიის განვითარებამ და საერთო ტექნიკურმა პროგრესმა განაპირობა იმდროინდელი საზოგადოების წინსვლა. მატრიარქატი თანდათან პატრიარქატით შეიცვალა და დაიწყო გვაროვნული საზოგადოების დაშლის ხანგრძლივი პროცესი. ძვ. წ. III ათასწლეულში მტკვარ-არაქსის კულტურის გავლენის ქვეშ მოიქცა თითქმის მთელი აღმოსავლეთი ანატოლია, ჩრდილოეთ-დასავლეთი ირანი. ამ კულტურის ელემენტები ჩანს აგრეთვე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, სირია-პალესტინაში (ხირბეთ-ქერაქის კულტურა). მტკვარ-არაქსის კულტურას გარკვეული კავშირი ჰქონდა ევროპის სხვადასხვა კულტურასთანაც.

მტკვარ-არაქსის კულტურის ადრინდელ საფეხურზე მიწათმოქმედებაში მომხდარი პროგრესი ჯერ კიდევ ნაკლებად შეიმჩნეოდა — მიწას ძირითადად ქვის იარაღით ამუშავებდნენ. მესაქონლეობაში წამყვანი ადგილი მსხვილ რქოსან საქონელს ეკავა. სამოსახლოები ძირითადად განლაგებული იყო მიწათმოქმედებისათვის ხელსაყრელი ზომიერი კლიმატის ზოლში. ტექნიკური პროგრესის შედეგად წარმოებაში მომხდარი ცვლილებები თიხის ნაწარმის დამზადებაში გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ მტკვარ-არაქსის კულტურას თავისებურ სახეს სწორედ კერამიკა აძლევს, რომელიც მისთვის დამახასიათებელ საერთო ნიშნებს კულტურის არსებობის მთელ მანძილზე ინარჩუნებს. კერამიკისათვის დამახასიათებელია მხრიდან ყელზე მკვეთრი გადასვლა, ფართო ცილინდრული ყელი, ოდნავ გადაშლილი პირი. ნახევარსფეროსებრი ყურები უპირატესად მხართანაა მიძერწილი. ჭურჭლის ტანს ძირითადად კვერცხისებრი მოყვანილობა აქვს. გაპრიალებული ზედაპირი უმთავრესად რუხ-მოყავისფროა. ადრინდელი კერამიკა შემკულია რელიეფური სპირალით ან გრაფიკული სახეებით.

მეურნეობის განვითარებამ და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო მოსახლეობის ზრდას. ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლოსათვის მტკვარ-არაქსის კულტურის მქონე ტომებმა თითქმის მთელი ამიერკავკასია დაიკავეს. ინტექსიურად აითვისეს არარატის ველი, მილისა და ყარაბაღის მხარე, შიდა ქართლის ვაკე, ქვემო ქართლის ბარი და სხვა მხარეები. სამოსახლოდ აირჩიეს მიწათმოქმედებისათვის ვარგისი ადგილები მდინარეების მახლობლად, მთის ტერიტორიაზე, პლატოებზე და ადგილები. თანდათან დაიწყო ამ კულტურის ლოკალური ვარიანტების ჩამოყალიბების პროცესი. შესწავლილია ამ ხანის ნასოფლარები საქართველოში (ქვაცხელები და ამირანის გორა), სომხეთში (შენგავითი), აზერბაიჯანში (ქიუთეფე), ირანის აზერბაიჯანში (გოითეფე, იანიქთეფე), თურქეთში (ქარაზი, ფულურუ) და სხვა.

ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისიდან შეინიშნება მტკვარ-არაქსის კულტურის მკვეთრი აღმავლობა. ეს პერიოდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია ამიერკავკასიაში მოსახლე ტომების ისტორიაში. საბოლოოდ ამ დროს უნდა ჩამოყალიბებულიყო კავკასიის მოსახლეობის ძირითადი ეთნიკური ჯგუფები. მტკვარ-არაქსის კულტურის ტომები ფართოდ გავრცელდნენ ამიერკავკასიის ფარგლებს გარეთაც. დაიკავეს ჩრდილო-აღმოსავლეთით კავკასია გროზნოს მხარის ჩათვლით, სამხრეთით — თითქმის მთელი აღმოსავლეთი ანატოლია, ურმიისპირეთი და სხვა.

მტკვარ-არაქსის კულტურის აყვავების ხანაში თანდათან დაიშალა ამ კულტურის ერთიანი ხასიათი და ამიერკავკასიაში ჩამოყალიბდა 2 ლოკალური ვარიანტი: პირველი მოიცავდა თითქმის მთელ აღმოსავლეთ საქართველოს, მისი ცენტრი იყო შიდა ქართლი, მეორე — არარატის ველს მიმდებარე ოლქებითურთ. ამ ვარიანტებში ჯერ კიდევ იგრძნობა მტკვარ-არაქსის კულტურაის საერთო ტრადიციების ნიშნები. შიდა ქართლში გათხრილია ამ დროის რამდენიმე ნამოსახლარი (ქვაცხელები, ხიზაანთ გორა, გუდაბერტყა, ამირანის გორა და სხვა). ამ ნასოფლარებზე ცხოვრება რამდენიმე თაობის მანძილზე საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა. ნამოსახლარების დაგეგმარება თითქმის არ იცვლება. ამ დროის შიდა ქართლის სოფლისათვის ძირითადად დამახასიათებელია სწორკუთხა ფორმის კუთხეებმომრგვალებული სახლი, რომელიც ხის კარკასზე იყო ნაგები. შიდა გარე პირი თიხით იყო შელესილი, გადახურვა ბანური ჰქონდა. მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების სხვა ადგილებში ამ ტიპის შენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თავისებულია შიდა ქართლისათვის დამახასიათებელი კერამიკა, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი ფორმებით. თავისებურია აგრეთვე ჭურჭლის შემკობაც. თითქმის წრება რელიეფური ორნამენტი, ვრცელდება გრაფიკული მორთულობა.

შიდა ქართლში ჩამოყალიბებული მტკვარ-არაქსის კულტურის განვითარებული ეტაპი ფართოდ გავრცელდა საქართველოში. მსგავსება ჩანს იორ-ალაზნის აუზის ძეგლებზე გამოვლენილ მასალებში, თრიალეთისა და მესხეთ-ჯავახეთის მაღალმთიან ზოლში, ახალციხის ქვაბულში და დასავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში ეს კულტურა ახლანდელი სამტრედიის რაიონამდე ვრცელდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ყვირილის ზემო წელზე, საჩხერის რაიონში გამოვლენილი ძეგლები. ამ დროის სამაროვნებში აღმოჩენილი მასალა თითქმის არ განსხვავდება შიდა ქართლის მასალებისაგან. ამ ძეგლებზე განსაკუთრებით ჭარბობდა ლითონის ნივთები. როგორც ჩანს, მტკვარ-არაქსის კულტურის გვიანდელ ხანაში ყვირილის ზემო წელის აუზში ლითონის წარმოების დაწინაურებული კერა უნდა არსებულიყო.

მტკვარ-არაქსის კულტურის აღმავალ საფეხურზე მკვეთრად გამოიკვეთა მეტალურგია, რასაც ბიძგი მისცა ამიერკავკასიის ურთიერთობის გაფართოებამ ძველ აღმოსავლეთ სამყაროსთან. მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი იარაღის ზოგიერთი ფორმა თავის საწყისებს წინა აზიიდან იღებს. შუბისმაგვარი იარაღის, ხიშტის, ცულის ზოგიერთი ტიპისა და სხვა მსგავსი მასალა ძველ აღმოსავლეთშია აღმოჩენილი, თუმცა ამ პერიოდში გვხვდება იარაღ-სამკაულის ადგილობრივად ჩამოყალიბებული ფორმებიც. მთელ რიგ ნამოსახლარზე აღმოჩნდა მეტალურგიული წარმოების ნაშთები (ღუმელები, ყალიბები, ტიგელები და სხვა). ლითონის ნივთების დასამზადებლად იყენებდნენ ადგილობრივ დარიშხანიან სპილენძს. მტკვარ-არაქსის კულტურაშია ლითონის წარმოების იმ მაღალი ტრადიციების საწყისები, რომლებიც კავკასიაში მოსახლე ტომებს მთელი ისტორიის მანძილზე გამოჰყვა და რომლებმაც ასახვა პოვა ძველ მწერლობაში. ლითონის იარაღის გამოყენებამ გაზარდა ადამიანის შრომისნაყოფიერება და ბრძოლისუნარიანობა. შესაძლოა, სწორედ საბრძოლო იარაღის გამოყენებამ შეუწყო ხელი მტკვარ-არაქსის კულტურის მქონე ტომთა ფართო განფენებას.

თავისებურია არარატის ველზე და, საერთოდ, სომხეთის მთიანეთში ჩამოყალიბებული მტკვარ-არაქსის კულტურის ვარიანტი. იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება შიდა ქართლის კულტურისაგან. სომხეთში შესწავლილი ძეგლებიდან აღსანიშნავია შენგავათის ნამოსახლარი, რომელიც დაცული ყოფილა დიდი ქვებისაგან ნაშენი კედლით. წრიული ფორმის ალიზის სახლები ნაგები იყო ქვის საფუძველზე, რომელთაც ზოგჯერ სწორკუთხა მინაშენები ჰქონდა. მრგვალი შენობა ფართოდ იყო გავრცელებული მტკვარ-არაქსის კულტურაში, რაც დაკავშირებული უნდა იყოს ხანის არქიტექტურულ ტრადიციებთან. იგი საგრძნობლად განსხვავდებოდა შიდა ქართლისათვის დამახასიათებელი კუთხეებმომრგვალებული, წაგრძელებული სახლისაგან, სხვაობა იგრძნობა თიხის ჭურჭლის მიხედვითაც. სომხური კერამიკა შავპრიალა, უმთავრესად სამნაწილადი ფორმა აქვს. ფართოდაა გავრცელებული ჩაღარულ-ამობურცული ორნამენტი, სადაც სპირალი ერთ-ერთი ძირითადი მოტივია. აღსანიშნავია, რომ აქაც თითქმის ისეთივე ლითონის იარაღ-სამკაული გვხვდება, როგორც შიდა ქართლში, არარატის ველისა და საერთოდ სომხეთის მთიანეთისათვისაა დამახასიათებელი. ამ კულტურის ვარიანტი საკმაოდ გავრცელდა სამხრეთით და თითქმის მთელი აღმოსავლეთი აბატოლია მოიცვა. განსაკუთრებით ძლიერადაა ათვისებული ელაზიღ-მალათიის მხარე. ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებისათვის ეს კულტურა აქედან სირიასა და პალესტინაში გავრცელდა.

მტკვარ-არაქსის კულტურის განვითარებულ საფეხურზე განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის მეურნეობის მთავარი დარგები — მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. მიწის დასამუშავებლად ქვისა და რქის იარაღის გვერდით პრიმიტიულ სახვნელსაც ხმარობდნენ, გამწევ ძალად ხარს იყენებდნენ. ქვაცხელების ნამოსახლარზე აღმოჩნდა ირმის რქისაგან დამზადებული სახვნელი იარაღი. მოსავალს ძირითადად ისევ კაჟის ნამგლით იღებდნენ, თუმცა გაჩნდა ლითონის ნამგალი. მარცვლეულის მოზრდილ თიხის ჭურჭელში და საგანგებო ორმოებში ინახავდნენ; გარკვეულ განვითარებას მიაღწია მეცხოველეობამაც. ხარი და ძროხა არა მარტო რძესა და ხორცს იძლეოდა, არამედ გამწევ ძალადაც გამოიყენებოდა; დაწინაურდა მეცხვარეობაც. ამ დროის ნამოსახლარებზე მკვეთრად იმატა წვრილფეხა საქონლის ნაშთებმა.

მტკვარ-არაქსის კულტურის მქონე ტომთა ეთნიკური ვინაობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული. ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს კულტურა ინდოევროპულ ტომებს ეკუთვნოდა და, რომ მათი სამშობლო ამიერკავკასია უნდა ყოფილიყო. ეს ვარაუდი ნაკლებ დასაშვებია.

კავკასიის უძველეს მოსახლეობას ძირითადად ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფები შეადგენდა. მტკვარ-არაქსის კულტურის ჩამოყალიბებისა და მისა დაწინაურებაში მნიშვნელოვანი როლი ქართველურენოვან და ხურიტულენოვან ტომებს ეკავათ ძირითადად ცენტრალურ და დასავლეთ ამიერკავკასიის ოლქები, ხურიტულენოვანი ტომები კი აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ბინადრობდნენ და სამხრეთითაც საკმაოდ შორის გავრცელდნენ.

ლიტერატურა

  • კიკვიძე ი., მიწათმოქმედება და სამიწათმოქმედო კულტი ძველ საქართველოში, თბ., 1976;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970;
  • ჩუბინიშვილი ტ., ამირანის გორა. მასალები მესხეთ-ჯავახეთის უძველესი ისტორიისათვის, თბ., 1963;
  • ჯავახიშვილი ა., ღლონტი ლ., ურბნისი, ტ. 1, თბ., 1962;
  • ჯაფარიძე ო., ქართველი ტომების ისტორიისათვის ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე, თბ., 1961;
  • მისივე, ქართველ ტომთა ეთნიკური ისტორიის საკითხებისათვის, თბ., 1976;
  • Куфтин Б. А., Археологические раскопки в Триалети, кн. 1, Тб., 1941;
  • მისივე, Урартский «Колумбарий» у подошвы Арарата и Куро-Араксский энеолит, «საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1944, т. 13 Б;
  • Кушнарева К. Х., Чубинишвили Т. Н., Древние культуры Южного Кавказа (V—III тыс. до н. э.), Л., 1970;
  • Мунчаев П. М., Кавказ на заре бронзового века, М., 1975;
  • Ханзадян Э. В., Культура Армянского нагорья в III тыс. до н. э., Ер., 1967;
  • ჯაფარიძე ო., ქსე, ტ. 7, გვ. 185-186, თბ., 1984
9 აპრილის ტრაგედია

9 აპრილის ტრაგედია — 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა.

არარატის ვაკე

არარატის ვაკე (სომხ. Արարատյան դաշտ) — ვაკე სომხეთის მთიანეთის ტერიტორიაზე. ჩრდილოეთიდან არარატის ვაკეს საზღვრავს არაგაწის მთა, ხოლო სამხრეთიდან არარატის მთა. მდინარე არაქსი ვაკეს ჰყოფს ორ ნაწილად: ჩრდილოეთი უდიდესი ნაწილი მიეკუთვნება სომხეთს, ხოლო სამხრეთი მცირე ნაწილი — თურქეთს. ვაკე მდებარეობს ზღვის დონიდან 850-1000 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე 90 კმ. კლიმატი კონტინენტურია ცხელი ზაფხულით.

არქეოლოგია

არქეოლოგია – (არქეო – /ბერძ. ἀρχαῖος - ძველი/, რთული სიტყვის შემადგენელი ნაწილი, მიუთითებს მისი შემცველი სიტყვების კავშირს სიძველესთან. მაგ., არქეოგრაფია, არქეოლოგია, არქეოპტერიქსი) – მეცნიერება, რომელიც კაცობრიობის ისტორიულ წარსულს სწავლობს ნივთიერი კულტურის ძეგლების, არტეფაქტების არქიტექტურული ძეგლების და ბიოფაქტების მიხედვით.

არქეოლოგიური ძეგლები ერთადერთი წყაროა ადამიანთა საზოგადოების განვითარების ისტორიის უდიდესი ნაწილის შესასწავლად. არქეოლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს დამწერლობიანი ეპოქების ისტორიულად შესასწავლადაც. არქეოლოგიური კვლევის შედეგები ავსებს და აზუსტებს წერილობითი წყაროების ცნობებს. არქეოლოგთა აღმოჩენილია თვით დამწერლობის უძველესი ძეგლებიც.

ნივთიერი ძეგლების მოსაპოვებლად ტარდება არქეოლოგიური გათხრები, რომლებსაც ჩვეულებრივ წინ უძღვის არქეოლოგიური დაზვერვა. განათხარი მასალის შესწავლისას არქეოლოგია ეყრდნობა ნივთიერი ძეგლების ასაკის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის საკუთარ მეთოდებს (იხ. ქვემოთ არქეოლოგიური დათარიღება). ამგვარი შესწავლის შემდეგ არქეოლოგიური ძეგლი ისტორიულ წყაროდ იქცევა. არქეოლოგია ნივთიერი წყაროების მონაცემთა საფუძველზე ახდენს ძველ საზოგადოებათა კულტურულ და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის რეკონსტრუქციას. ვინაიდან ადამიანთა საზოგადოების ისტორიული განვითარების ყოველ საფეხურზე ნივთიერი კულტურა და ყოფა კანონზომიერადაა დაკავშირებული სოციალურ–ეკონომიკურ ცხოვრებასთან.

ბორის კუფტინი

ბორის ალექსის ძე კუფტინი (რუს. Борис Алексеевич Куфтин; დ. 2 თებერვალი[ ძვ. სტ. 21 იანვარი], 1892, სამარა — გ. 2 აგვისტო, 1953, იურმალა) — რუსი არქეოლოგი და ეთნოგრაფი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946).

1919 წლიდან მოსკოვის უნივერსიტეტის პედაგოგი. 1933–1953 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. კუფტინის პირველი შრომები ეხება რსფსრ და უკრაინის სსრ ხალხთა ეთნოგრაფიასა და არქეოლოგიას. 1933 წლიდან ძირითადად საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებს იკვლევდა. წარმატებით მუშაობდა საქართველოს და კავკასიის ნივთიერი კულტურის ისტორიულ პერიოდიზაციისა და ქრონოლოგიის საკითხებზე. აღმოაჩინა და შეისწავლა თრიალეთის კულტურა, შედეგები გამოაქვეყნა ნაშრომში „არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში“ (ტ. 1, 1941), რომელსაც 1942 წელს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. კუფტინმა გამოყო აგრეთვე მტკვარ-არაქსის კულტურა. დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური ძეგლების შესწავლის შედეგები აისახა კუფტინის ორტომიან ნაშრომში „მასალები კოლხეთის არქეოლოგიისათვის“ (1949–1950).

ბორჯღალა

ბორჯღალა — სვასტიკის მრგვალმკლავა ვარიანტი. ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავრცელებული ორნამენტული სიმბოლოა მთელ მსოფლიოში. გვხვდება უძველესი კულტურის კერებში: შუამდინარეთი, ირანი, ინდოეთი, კავკასიაში. მათგან უძველესი კავკასიური ნიმუშებია (მტკვარ-არაქსის კულტურა, აგრეთვე შუმერული, ინდო და ირანულ-არიული, თრიალეთის კულტურა, ელამი და სხვა).

ბორჯღალი თავისუფლებისა და მარადისობის სიმბოლოდ ითვლება. ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში მოხსენიებულია როგორც „წარმომქმნელი“. ბორჯღალის ყველა თავი მოხსენიებულია, როგორც ცხოვრების შვიდი ეტაპი.

ბრინჯაოს ხანა

ბრინჯაოს ხანა — საზოგადოების განვითარების ისტორიულ–კულტურული პერიოდი, როდესაც საბრძოლო და

სამუშაო იარაღების დასამზადებელი ძირითადი მასალა იყო ბრინჯაო. ბრინჯაოს ხანას წინ უსწრებდა ენეოლითი.

ბრინჯაოს ხანა მსოფლიოს სხვადასხვა ტერიტორიაზე სხვადასხვა პერიოდს მოიცავდა. ბრინჯაოს უძველესი (ძვ. წ. IV ათასწლ.) ნაწარმი აღმოჩენილია სამხრეთ ირანში, თურქეთსა და შუამდინარეთში. ძვ. წ. IV ათასწლ. ბოლოდან ბრინჯაო გავრცელდა ეგვიპტეში, III ათასწლეულის ბოლოდან – ინდოეთში, II ათასწლეულიდან – ევროპაში, II ათასწლეულის შუახანიდან – ჩინეთში. ამერიკაში ბრინჯაოს ხანას დამოუკიდებელი ისტორია აქვს; იქ მეტალურგიული ცენტრი პერუსა და ბოლივიის ტერიტორიაზე იყო (VI-X სს. ე. წ. გვიანი ტიუანაკოს კულტურა). ცენტრალურ აფრიკაში ბრინჯაოს წარმოების დამოუკიდებელი კერები უნდა აღმოცენებულიყო არა უგვიანეს ძვ. წ. I ათასწლეულისა.

ბრინჯაოს ხანაში განსაკუთრებით მკვეთრად იჩინა თავი ისტორიული განვითარების უთანაბრობამ. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში (შუამდინარეთი, ელამი, ეგვიპტე, სირია) ვითარდებოდა კლასობრივი საზოგადოებები და უძველესი სახელმწიფოები. ძვ. წ. III-II ათასწლეულებში მწარმოებლური მეურნეობის ამ ცენტრებს გარეთაც გარცელდა და შეიქმნა ახალი ცივილიზაციები: ჰარაფის კულტურა ინდოეთში, ინის სახელმწიფო ჩინეთში, ხური-მითანის, ხეთებისა და სხვ. სახელმწიფოები წინა აზიაში; კრეტა-მიკენის კულტურა ევროპაში.

ევრაზიის უმნიშვნელოვანესი მეტალურგიული ცენტრი ბრინჯაოს ხანაში იყო კავკასია. ბრინჯაოს ხანა აქ სამ ეტაპად იყოფა: ადრეული (ძვ. წ. III ათასწლ.), შუა (ძვ. წ. II ათასწლ. I ნახ.) და გვინი (ძვ. წ. II ათასწლ. II ნახ.). კავკასიაში გამოიყოფა ადრებრინჯაოს ხანის თავისებური მატერიალური კულტურები: კოლხეთის დაბლობზე, ჩრდ.– დას. კავკასიაში (ე. წ. მაიკოპის კულტურა) და ე. წ. მტკვარ-არაქსის კულტურა, რომელიც ძირითადად გავრცელებული იყო ცენტრ. და აღმ. ამიერკავკასიაში, ჩრდილო კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში, ანატოლიაში, ჩრდილო ირანში.

შუა ბრინჯაოს ხანაში კავკასიაში რამდენიმე დამოუკიდებელი კულტურა იქმნება: თრიალეთის, სევან-უზერლიქის, თაზაქენთ-ყიზილვანქის, დას. საქართველოსა და ჩრდ. კავკასიის კულტურები. ფიქრობენ, რომ ამ დროს იქმნებოდა ტომთა დიდი კავშირები, რომლებსაც ეს ცალკეული კულტურები შეესაბამებოდა.

გვიანბრინჯაოს ხანის მასალები კავკასიაში ორგანულად უკავშირდება როგორც წინამორბედ, ისე მომდევნო პერიოდის ძეგლებს და ადგილობრივი კულტურის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფეხურს წარმოადგენს. გვიანბრინჯაოს ხანაში კავკასიაში მოხდა დიდი სამეურნეო და სოციალურ-პოლიტიკური ძვრები. საწარმოო ძალთა და წარმოების საშუალების განვითარების ერთ–ერთი ძირითადი შედეგი იყო რკინის აღმოჩენა და ათვისება (ძვ. წ. II ათასწლ. დასასრ.), რამაც რევოლუციური როლი შეასრულა საზოგადოების განვითარების ისტორიაში. მოხდა შრომის მესამე დანაწილება. ხელოსნობა გამოეყო მიწათმოქმედებას. გაცხოველდა აღებ-მიცემობა. გაღრმავდა პირველყოფილი თემური წყობილების რღვევის პროცესი, მომზადდა საფუძვლები კლასობრივ საზოგადოებათა ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოების შექმნისათვის .

ეგრისის სამეფო

კოლხეთის სამეფოს დაშლის და მასში შემავალ ტომობრივ-ტერიტორიულ ერთეულების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შედეგად 100 წელს შეიქმნა ლაზიკის სამთავრო, შემდგომში ლაზიკის სამეფო — ძველი ქართული სამეფო დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ანტიკურ წყაროებში ეგრისის სამეფოს ლაზიკა ეწოდებოდა.

თბილისის არქეოლოგიური მუზეუმი

თბილისის არქეოლოგიური მუზეუმი მდებარეობს დიღმის მასივში თრელიგორების ნასახლარის ერთ-ერთ ბორცვზე. დაარსდა არქეოლოგ როსტომ აბრამიშვილის ინიციატივით 1988 წელს. მუზეუმში დაცულია თანამედროვე თბილისის ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალის უმეტესობა. ქალაქის ტერიტორიაზე გამოვლენილი 200-ზე მეტი არქეოლოგიური ძეგლი 6000-წლოვანი უწყვეტი დასახლების ისტორიას ასახავს.

უძველესია დელისის ენეოლოგიური ნასახლარი (ძვ. წ. V ათასწლ. ბოლო - IV ათასწლ. I ნახევარი), სადაც, დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში უადრესი ბრინჯაოს ნივთები აღმოჩნდა.

თრელიგორები IV ათასწლ. შუა ხანიდან (მტკვარ-არაქსის კულტურა) ადრეფეოდალურ ხანამდე იყო დასახლებული. ნასახლარის ახლოს მდებარეობს თრელის სამაროვანი, სადაც 200-მდე სამარხი იქნა გათხრილი. სამაროვნის შუაბრინჯაოს ხანის სამარხებში აღმოჩენილი კერამიკა და იქ დადასტურებული დაკრძალვის წეს-ჩვეულება ნათელყოფს ამიერკავკასიის მჭიდრო უერთიერთობას წინა აზიასა და ეგეოსურ სამყაროსთან ძვ. წ. II ათასწლ. I ნახევარში.

გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში (ძვ. წ. XV-VI სს) თრელიგორები ყველაზე დიდი დასახლება იყო კავკასიაში. თრელის სამაროვნის გვიანბრინჯაოს ხანის სამარხთა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისააა ძვ. წ. XIII ს-ის წარჩინებული მეომრის სამარხი, სადაც აღმოჩნდა ბრინჯაოს აბზინდა ცხენზე ამხედრებული მამაკაცის გამოსახულებით. ეს მხედრის უადრესი გამოსახულებაა კავკასიაში. ამავე სამარხში აღმოჩენილი ფოლადის დანა ჯერ კიდევ გვიანბრინჯაოს ხანაში რკინის მეტალურგიისა და ფოლადის წრთობის არსებობის მაუწყებელია. განსაკუთრებული სიმდიდრით გამოირჩევა თრელის სამაროვნის ძვ. წ. VIII-VII სს-ის "სამეფო" სამარხები, რომლებიც საქართველოს თანადროული ძეგლებისგან განსხვავდება და გარკვეულ მსგავსებას აზერბაიჯანისა და ჩრდილო-დასავლეთი ირანის ძეგლებთან იჩენს. ერთ-ერთი ასეთი სამარხის დასაკრძალავი დარბაზის ფართობი 70 კვ. მ-ს აღწევდა. სამარხში აღმოცნდა 100-ზე მეტი კერამიკული და რამდენიმე ათეული ბრინჯაოსა და რკინის ნივთი: ცხენის 14 კალავმი და საკისრე რგოლები ზარაკებით, ბრინჯაოს სკულპტურული გამოსახულებები, ღვინის ზოომორფული და მოჭიქული ჭურჭელი და სხვ. თრელის სამაროვნის III ს-ის წარჩინებული მეომრის სამარხში ოქროს და ვერხლის ნივთებთან ერთად აღმოჩნდა რკინის ბეჭდები სარდიონის ინტალიებით ათენა პალადასა და მარადიული ცეცხლის გამოსახულებით.

დიდ დიღომში მდებარე საჯოგეს ნასახლარი (ძვ. წ. XV-XIII სს.), სავარაუდოდ, უადრესი ქალაქური ტიპის დასახლებაა კავკასიაში. მას 2 მ-მდე სიგანის დამცავი კედელი ზღუდავს, დარბაზული ნაგებობები დიდი ზომის ქვებიტაა ნაშენი. ნასახლარზე თიხის სხვადდასხვაგვარი ჭურჭელი და სამეურნეო იარაღია აღმოჩენილი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა — პირველი რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაზე, შეიქმნა 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ. მას ესაზღვრებოდა რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა ჩრდილოეთით, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი — სამხრეთით. მოსახლეობა შეადგენდა 2,5 მლნ-ს, ფართობი — 107,600 კვ.კმ-ს. დედაქალაქი — თბილისი. სახელმწიფო ენა — ქართული.

საქართველოს სახელწოდება

საქართველო — ქართველი ერის ეროვნული სახელმწიფოს თვითდასახელება (ავტონიმი) ჩამოყალიბებული ადრეულ შუა საუკუნეებში სრულიად-ქართველთა კულტურული და პოლიტიკური ერთიანობით. სახელი მომდინარეობს საქართველოს ცენტრალური რეგიონი ქართლისაგან, რომელიც კლასიკური და ბიზანტიური წყაროებით ცნობილია როგორც იბერია.

საქართველოს სახელწოდება დასავლურ ქვეყნებში დამკვიდრდა, როგორც „გეორგია“, ხოლო უმეტესად სლავურ საზოგადოებებში რუსული გავლენით დამკვიდრდა სახელით „გრუზია“ ( /ˈgruzʲɪjə/). როგორც დასავლური ისევე რუსულენოვანი ეგზონიმები ეფუძნება ქართველების უძველეს სპარსულ განსაზღვრება vrkan/gurgan-ს (𐎺𐎼𐎣𐎠𐎴), რომელიც „მგლების ქვეყანას“ ნიშნავს.

სვასტიკა

სვასტიკა卐,卍(სანსკრ. स्वस्तिक svastika „კეთილად ყოფადი“) — ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფართოდ გავრცელებული გრაფიკული სიმბოლო; მკლავებმოხრილი ჯვრის სახეობა, რომელსაც თითქმის ყველა უძველეს კულტურასა და ცივილიზაციაში საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა.

არსებობს ოთხმხრიანი, სამხმრიანი (ე.წ. „ტრიკვესტი“) და მრავალმხრიანი სვასტიკები; ამასთან სვასტიკის ზევმხრები კუთხოვანი ან მომრგვალებულია (მომრგვალებულ მხრებიან სვასტიკას ქართულად ბორჯღალა ჰქვია). ასევე ცნობილია სვასტიკის კომპოზიციის მიხედვით შედგენილი რთული ორნამენტები.

სომხეთი სპარსეთის იმპერიაში

სომხეთი სპარსეთის იმპერიაში (სპარს. 𐭠𐭫𐭬𐭭𐭩; სომხ. Հայկական մարզպանություն) — სპარსეთის იმპერიის ნაწილი, რომელშიც ცხოვრობდნენ სომხები, სანამ სასანიანების მმართველობის დასრულებამდე. პროვინციის ტერიტორია დროთა განმავლობაში იცვლებოდა. 387 წელს სომხეთის ორ: ბიზანტიურ და სპარსულ ნაწილებად გაყოფის გამო, ხანდახან პროვინცია იწოდებოდა როგორც აღმოსავლეთ სომხეთი. სომეხი ისტორიკოსი გიორგი ბურნუტიანის თქმით „III საუკუნეში ირანს ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა სომხურ კულტურაზე, სხვა მეზობლებთან შედარებით“.

სომხეთის კონსტიტუცია

სომხეთის კონსტიტუცია — სომხეთის რესპუბლიკის ძირითადი კანონი. მიღებულია 1995 წლის 5 ივლისის რეფერენდუმის შედეგად. კონსტიტუციის მიხედვით სომხეთი გამოცხადდა დემოკრატიულ, სუვერენულ, სოციალურ და სამართლებრივ სახელმწიფოდ, სადაც ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს. ქვეყნის დედაქალაქად გამოაცხადა ერევანი. კონსტიტუცია შეიცვალა 2005 წლის 27 ნოემბრის რეფერენდუმის შემდეგ. კონსტიტუცია შედგება შესავლისა და 9 მუხლისაგან.

მმართველობის ფორმაა რესპუბლიკა.

სომხეთის პასპორტი

სომხეთის პასპორტი — სომხეთის მოქალაქეებზე გაცემული ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამოგზაურო დოკუმენტი. ქვეყნის შიგნით ის ასევე გამოიყენება, როგორც საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.

სომხეთის პოლიტიკური პარტიების სია

აქ მოცემულია სომხეთის პოლიტიკური პარტიების სია. სომხეთი მრავალპარტიული ქვეყანაა. პარლამენტის წევრი პარტიები უმეტეს შემთხვევაში შეთანხმებულად მოქმედებენ და იღებენ გადაწყვეტილებებს.

სომხეთის საზღვრის დაცვა

სომხეთის საზღვრის დაცვა (სომხ. Հայաստանի սահմանի պահակություն) — სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი, რომელიც პასუხისმგებელია მეზობელ თურქეთთან, აზერბაიჯანთან, ირანთან და საქართველოსთან საზღვრის დაცვასა და მონიტორინგზე. საზღვრის დაცვა სომხეთში, გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზაზე დისლოცირებულ რუსულ სამხედრო კონტიგენტთან ერთად ახორციელებს საქმიანობას. 1992 წლის 28 იანვარს საზღვრის დაცვის შექმნის შემდეგ დანაყოფი თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში მუშაობდა, მაგრამ 2004 წელს ის ეროვნული უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.

სომხური კინო

სომხური კინოს ისტორია იწყება 1923 წლის 16 აპრილს, როდესაც მთავრობის დეკრეტით სომხეთის კინოს სახელმწიფო კომიტეტი დაარსდა.

1924 წლის მარტში ერევანში დაარსდა პირველი სომხური კინოსტუდია არმენფილმი (სომხ. Հայֆիլմ „ჰაიფილმი“, რუს. Арменкино „არმენკინო“), რომელიც გაიხსნა პირველი სომხური დოკუმენტური ფილმის, საბჭოთა სომხეთის (1924 წ.).

ნამუსი იყო პირველი სომხური შავ-თეთრი მუნჯი ფილმი (1925 წ.). იგი გადაიღო ჰამო ბეკნაზარიანმა და ეფუძნება ალექსანდრე შირვანზადეს პიესას, რომელიც აღწერს ორი შეყვარებულის შავ ბედს, რომლებიც მათი ოჯახების მიერ ბავშვობიდან იყვნენ დანიშნულები, მაგრამ ნამუსის (ღირსების) დარღვევის გამო, გოგონა მამამ სხვაზე დააქორწინა. პირველი ხმოვანი ფილმი, პეპო 1935 წელს გადაიღო ჰამო ბეკნაზარიანმა.

სხვა ცნობილი რეჟისორები არიან:

სერგო ფარაჯანოვი (უმეტესად ცნობილი ფილმით ბროწეულის ფერი)

ჰენრიკ მალიანი

არტავაზდ პელეშიანი (უმეტესად ცნობილი ფილმით წელიწადის დროები)

ჰამო ბეკნაზარიანი

ედმონდ კეოსაიანი

ფრუნზე დოვლატიანი

მიხაილ ვართანოვი (უმეტესად ცნობილი ფილმით ფარაჯანოვი: უკანასკნელი გაზაფხული)

ლეონ მკრტჩიანი

ატომ ეგოიანი

ჯ. მაიკლ აკოფიანი, მისი ცნობილი ფილმით სომხების გენოციდზე, თანამედროვე სომხეთის ისტორიაზე და ისტორიულ სომხეთზე.თანამედროვე სომხური კინო უშვებს ორი ან სამი სახის, რვა მოკლემეტრაჟიან და თხუთმეტ დოკუმენტურ ფილმს წელიწადში..

ქართლის საერისმთავრო

ქართლის საერისმთავრო (იბერიის საერისმთავრო) — საქართველოში არსებული ფეოდალური სახელმწიფო 588 – 888 წლებში. ამ პერიოდში ქართლში ხელისუფლებას ახორციელებდნენ ერისმთავრები, ეს სტატუსი კი მემკვიდრეობით გადადიოდა. 588 წელს ადგილობრივმა არისტოკრატიამ მოახერხა სასანიდური უღლისაგან ქვეყნის სრული დახსნა და აქ ახალი სახელმწიფოებრივი ერთეულის, საერისმთავროს შექმნა. ქვეყანამ ამ პოლიტიკური სისტემის სახით იარსება 888 წლამდე, ვიდრე ქართველთა სამეფოს შექმნამდე. სახელმწიფოს ცენტრალური ნაწილი იყო დღევანდელი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორია — ქართლის ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი, ყოფილი იბერიის სამეფოს ძირითადი ნაწილი. საერისმთავრო არსებობის მთელი პერიოდის მანძილზე მრავალი დამპყრობლის შემოსევის მომსწრე გახდა. ქართლის მთავრებს სხვადასხვა ეპოქაში უწევდათ ბრძოლა სპარსელების, ბიზანტიელების, ხაზარების, არაბების და მეზობელი კავკასიელი ხალხების წინააღმდეგ, შედეგად ქართლის საერისმთავროს ტერიტორია ხშირად იცვლებოდა.

ქართლის საერისმთავრო მისი არსებობის მანძილზე მოესწრო მრავალ ისტორიული მნიშვნელობის მქონე მოვლენას. მათში აღნიშვნის ღირსია საქართველოს ავტოკეფალური ქრისტიანული ეკლესიის საბოლოო ფორმაცია, ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება, ბაგრატიონთა დინასტიის აღზევება მთელი საქართველოს მასშტაბით და ფეოდალური გაერთიანების დასაწყისი — დაგვირგვინებული 1008 წლით.

ქართლის სამეფო

ქართლის სამეფო — ფეოდალური სახელმწიფო 1484–1762 წლებში, რომელიც საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის პოლიტიკური დაშლის შედეგად ჩამოყალიბდა. პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი იყო ქალაქი თბილისი.

თითქმის ორნახევარი საუკუნის განმავლობაში უცხოელ დამპყრობთა განუწყვეტელი შემოსევებით ეკონომიკურად და პოლიტიკურად დასუსტებულ საქართველოს XV საუკუნის შუა წლებში ახალი აგრესიული სახელმწიფო ოსმალეთი დაუმეზობლდა. საქართველოში გაძლიერდა შინაფეოდალური ომები. 1463 საქართველოს მეფე გიორგი VIII ჩიხორის ბრძოლაში (ახლანდელი ჩხარის ჩრდილო-აღმოსავლეთით) დაამარცხა ბაგრატ ბაგრატიონმა, რომელმაც თავი იმერეთის მეფედ გამოაცხადა (შემდეგში ქართლ-იმერეთის მეფე ბაგრატ VI). 1465 სამცხე-საათაბაგოს მთავარმა ყვარყვარე II-მ გიორგი VIII ტყვედ ჩაიგდო. ამით ისარგებლა ბაგრატმა, რომელმაც 1466 ქართლი დაიჭირა და თავი მეფეთა მეფედ გამოაცხადა. ტყვეობიდან განთავისუფლებულმა გიორგი VIII-მ ვერ შეძლო ტახტის დაბრუნება, კახეთში გადავიდა და საფუძველი ჩაუყარა კახეთის სამეფოს დამოუკიდებელ არსებობას. ქართლისა და იმერეთის მეფე გახდა ბაგრატ VI (1466–1478) ქართლ-იმერეთის სამეფოში შინაფეოდალური ბრძოლები გრძელდებოდა მეფე კონსტანტინე II-ის (1478–1505) დროსაც. 1483 არადეთის ბრძოლაში ყვარყვარე II-მ დაამარცხა კონსტანტინე II, ამით ისარგებლა ბაგრატ VI-ის ძემ ალექსანდრემ და 1484 თავი დასავლეთ საქართველოს მეფედ გამოაცხადა. კონსტანტინე II-ის ცდა, აღედგინა ქართლ-იმერეთის ერთიანობა, 1489 მარცხით დამთავრდა. ასე ჩაეყარა საფუძველი ქართლის სამეფოს დამოუკიდებელ არსებობას.

XV საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში კონსტანტინე II და ქართლის სამეფოს სხვა პოლიტიკური მოღვაწენი იძულებული გახდნენ შერიგებოდნენ შექმნილ ვითარებას, ზავი დაედოთ კახეთისა და იმერეთის მეფეებთან და ათაბაგთან. სამცხე-საათაბაგო თუმცა ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ ფაქტობრივად სამთავრო იყო. სამეფო სამთავროებს შორის ბრძოლა გრძელდებოდა. 1513 წელს ქართლის სამეფომ კახეთის სამეფო დაიპყრო,მაგრამ ქართლ-კახეთის გაერთიანებულმა სამეფომ მხოლოდ 1513–1520 წლებამდე იარსება. მას ბოლო მოუღო სპარსეთის და ოსმალეთის აგრესიამ. 1518 წელს ქართლის სამეფო იძულებული გახდა მიეღო სპარსეთის იმპერიის ვასალობა. 1520 წელს კახეთის დამოუკიდებელი სამეფო კვლავ აღდგა. სამეფო-სამთავროთა გაერთიანებისათვის ბრძოლის მარცხი იმითაც იყო გაპირობებული, რომ სხვა სამეფოები ქართლის სამეფოს პირველობას არ უთმობდნენ. ქართლის სამეფო ცდილობდა თავი დაეღწია სპარსეთის ვასალობისაგან. ამის გამო 1522 წელს ქართლს ყიზილბაშთა ლაშქარი შემოესია. დამპყრობლებმა თელეთის ბრძოლის შემდეგ დაიკავეს ქალაქი თბილისი. 1524 წელს ირანში შინაური ბრძოლის გამწვავების პირობებში ქართლის სამეფომ თბილისი დაიბრუნა და, როგორც ჩანს, ვასალობისაგან განთავისუფლდა. ამ დროიდან 16 წლის განმავლობაში ქართლის სამეფო ფაქტობრივად სუვერენული სახელმწიფო იყო. 1541–1554 წლებში ირანის შაჰი თამაზ I ოთხჯერ შემოესია ქართლს. თბილისი აიღო და ქალაქში ყიზილბაშთა გარნიზონი ჩააყენა. ქართლის მეფემ ლუარსაბ I-მა (1527–1556) პარტიზანული ბრძოლა გააჩაღა. 1547 წლის იანვარში შაჰი მეორედ შეესია ქართლს, მოარბია ჯავახეთი, რომელიც ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა და ათაბაგ ქაიხოსრო II-ს დაუმორჩილა, მაგრამ ქართლი ბრძოლას განაგრძობდა. ლუარსაბმა კვლავ დაიბრუნა ჯავახეთი.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.