მრევლი

მრევლიეკლესიურ ლიტურგიკულ ცხოვრებაში ჩართული მორწმუნე ერი. ქრისტიანები, რომელთაც არ აქვთ საეკლესიო წოდება და იმყოფებიან საეკლესიო იერარქიის ხელმძღვანელობის ქვეშ. მრევლის წარმომადგენლები მონაწილეობენ ადგილობრივ კრებებში და აქტიურ მონაწილეობას იღებენ საეკლესიო ცხოვრებაში.

არაგვის საერისთავო

არაგვის საერისთავო — ფეოდალური საქართველოს სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული 1335-1743 წლებში, რომელსაც მართავდა მეფის მიერ დანიშნული მოხელე-ერისთავი (ზოგი წყაროებით ერისთავთ-ერისთავი). მდებარეობდა არაგვის ხეობასა და თერგის სათავეებში (თემები - ხევი, თრუსო, ხადა, გარეშემო, მრევლი, ცხავატი, გუდამაყარი, ხანდო, ჭართალეთი და ე. წ. არაგვის ბარის ზოლი სოფ. მისაქციელიდან ანანურამდე). მოსახლეობა დაახლოებით 3300 კომლი (1770).

ახალი ხულგუმო

ახალი ხულგუმო — სოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის დასავლეთ ნაპირას. დაარსებულია 1924 წელს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხულგუმოდან გადმოსული მოსახლეობის მიერ. სოფელი თავდაპირველად ტამბოვკის უბანი იყო, დღეს კი დამოუკიდებელ სოფლის სახით შედის ტამბოვკის თემში.

ახალ ხულგუმოში მოქმედებს რუსულენოვანი საჯარო სკოლა, რომელსაც ის სოფელ ტამბოვკასთან იზიარებს. ამ უკანასკნელისაგან ახალ ხულგუმოს ყოფს მცირე ზომის მდინარე, რომელსაც ადგილობრივები ზოგჯერ „ჩაშკას“ უწოდებენ. ტამბოვკის მოსახლეობა ისტორიულად რუსული, დუხობორული იყო, თუმცა ХХ-საუკუნის ბოლოსთვის საქართველოდან დუხობორების უმეტესწილად რუსეთის დიდ ქალაქებში მასიური გადინების შედეგად, ტამბოვკაში იგივე 1924 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან მოსახლეობა ცხოვრობს. ეს მოსახლეობა ეთნიკურად სომეხი, აღმსარებლობით კი კათოლიკეა, კერძოდ კი სომხურ-კათოლიკური ეკლესიის მრევლი.

ახალი ხულგუმოს მოსახლეობა ჯავახეთის კათოლიკე სომეხთა გბო ჯგუფს განეკუთვნება, რომელშიაც მათ გარდა საკუთრივ ხულგუმოსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კიდევ ორი სოფლის, კარტიკამისა და ბავრას მოსახლეობა შედის. ეს ჯგუფი, რომლისთვისაც ტრადიციულად დამახასიათებელი იყო თურქული სალაპარაკო ენა, პავლე ინგოროყვას ცნობით არტაანის მაზრის სოფელი ველიდან არის 1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ გადმოსახლებული ჯავახეთში. მისი აზრით, არტაანთან მდებარე სოფელი ველი თავის დროზე, ჯავახეთში გადმოსახლებამდე, ჯერ ენობრივად გათურქებულა, შემდეგ კი კათოლიკურ სარწმუნოებაზე გადასულა, რაც არც თუ ისე იშვიათი იყო გვიანფეოდალური ხანის ოსმალეთის ქრისტიანებისათვის.

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 169 კაცი.

ბალიბოდენი

ბალიბოდენი (ინგლ. Ballyboden; ირლ. Baile Baodáin) — გარეუბანი ირლანდიაში, მდებარეობს სამხრეთ დუბლინის საგრაფოში (ლენსტერის პროვინცია)

მოსახლეობა — 5 193 ადამიანი (2006 წლის აღწერით).

ბალიბოდენში მდებარეობს ერთ-ერთი სადრენაჟო სადგური სამიდან (ორი დანარჩენი Ballymore Eustace-სა და Roundwood-შია), რომლებიც აგროვებს წყალს დუბლინისა და უიკლოუს მთებიდან და დასალევი წყლით უზრუნველყოფს მილიონზე მეტ ადამიანს. დუბლინის წყლისმომარაგების გეგმა, რომელიც შეიქმნა 1996 წელს, მოიცავს გარეუბანში აგებას წყალსაცავისა, რომლის ტევადონაც იქნება 40 მილიონი ლიტრი.

1973 წელს დაარსდა ბალიბოდენური მრევლი.

გარეუბანში დაფუძნებულია სპორტული კლუბები, მათ შორის ფეხბურთის, გოლფისა და კრივის.

გონებისკარი

გონებისკარი — სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შემოქმედის თემში. მდებარეობს მესხეთის ქედის მთისწინეთში, მდ. ბჟუჟის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 190 მ.-ზე, ოზურგეთიდან 6 კმ., შემოქმედიდან 1 კმ. სოფელში დაიბადა საბჭოთა რევოლუციონერი ფილიპე მახარაძე.

ირლანდია

ირლანდია (ინგლ. Ireland, ირლ. Éire) — ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, მდებარეობს ამავე სახელწოდების კუნძულზე. ფართობი — 70 273 კმ². დედაქალაქია დუბლინი, რომელიც კუნძულის აღმოსავლეთით მდებარეობს. სახმელეთო საზღვარი მხოლოდ ჩრდილოეთ ირლანდიასთან გააჩნია, რომელიც დიდი ბრიტანეთის ნაწილია. დასავლეთით აკრავს ატლანტის ოკეანე, სამხრეთით კელტების ზღვა, სამხრეთ-აღმოსავლეთით წმინდა გიორგის სრუტე და ირლანდიის ზღვა აღმოსავლეთიდან.

ამჟამინდელმა ირლანდიის რესპუბლიკამ პოლიტიკური დამოუკიდებლობა გაერთიანებული სამეფოსაგან 1922 წელს მიიღო, დამოუკიდებლობისათვის ომის შემდეგ, კუნძულის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ოლსტერის პროვინციის დიდი ნაწილი კი სამეფოს შემადგენლობაში დარჩა.

კათოლიციზმი

კათოლიციზმი (ბერძ. καθολικός (კათოლიკოს) — „საერთო“ , „უნივერსალური“) — კათოლიკური ეკლესიის მოძღვრება, რომელსაც ქრისტიანობაში ყველაზე მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავს (1 მილიარდ 100 მილიონი კათოლიკე მსოფლიოს 235 ქვეყანაში, რაც მთელი ქრისტიანობის 52% შეადგენს).

კათოლიციზმი დასავლეთ ევროპაში ცალკე მიმდინარეობად ჩამოყალიბდა და გაბატონებულ რელიგიად იქცა მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა 1054 წელს ოფიციალურად გაიყო 2 ძირითად მიმართულებად — კათოლიკობად და მართლმადიდებლობად. აღმოსავლეთისა და დასავლეთის საპატრიარქოებს შორის მნიშვნელოვანი საღვთისმეტყველო და საეკლესიო უთანხმოება IX საუკუნიდან იწყება. კათოლიციზმის ცალკე გამოყოფის პროცესს ხელი შეუწყო 395 წლიდან რომის იმპერიის ორ ნაწილად გაყოფილობამ. ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და კულტურულმა განვითარების განსხვავებულმა პირობებმა საბოლოოდ განსაზღვრა ამ 2 მიმართულების თავისებურებანი. სხვა ქრისტიანული მოძღვრებების მიმდევრებისაგან განსხვავებით კათოლიკეები რომის პაპებს პეტრე მოციქულის მემკვიდრეებად აღიარებენ და ამით მას ყველა სხვა ეპისკოპოსისგან გამორჩეულად და მთელი ეკლესიის უპირველეს წინამძღვრად მიიჩნევენ, ეყრდნობიან რა მათე 16, 17-19-ს, ლუკა 22, 31-32-ს , იოანე 21, 15-17-ს . 1870 წელს ვატიკანის საეკლესიო კრებაზე პაპი რწმენის საკითხებში „შეუცდომლად და უცოდველად“ გამოაცხადეს.

პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია

პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია (პოლ. Polski Autokefaliczny Kościół Prawosławny) – ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესია, უკავია მე–13 ადგილი მართლმადიდებელი ეკლესიების დიპტიქში.

ქრისტიანობა თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიაზე გავრცელდა 966 წელს, მთავარ მეშკო I დროს. ეკლესიების გაყოფის შემდეგ მართლმადიდებლობა დომინირებდა პოლონეთის აღმოსავლეთ ოლქებში. 1385 წელს კი მთავარმა იაგაილომ კათოლიკობა მიიღო, ხოლო 1387 წელს უკვე სახელმწიფო რელიგიადაც გამოაცხადა კათოლიკობა, რის შემდეგაც ბევრი ადამიანი გადავიდა კათოლიკურ სარწმუნოებაზე.

1924 წლის 13 ნოემბერს აღიარებულ იქნა პოლონეთის ეკლესიის ავტოკეფალია კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ. 1938 წლის ზაფხულის ორი თვის განმავლობაში, პოლონიზაციის პოლიტიკის ჩარჩოებში დაანგრიეს 127 მართლმადიდებლური ეკლესია.

დღესდღეობით პოლონეთის ეკლესიას ჰყავს დაახლ. 600 ათ. მრევლი, მართავს მიტროპოლიტი ვარშავისა და სრულიად პოლონეთისა, უნეტარესი საბა. აქვს 6 ეპარქია:

ვარშავა-ბელსკის ეპარქია

ბელოსტოკ-გდანსკის ეპარქია

ლოძ-პოზნანის ეპარქია

პერემიშლ-ნოვოსონდეტის ეპარქია

ვროცლავ-შჩეცინსკის ეპარქია

ლიუბლინო-ხოლმის ეპარქია.

რაფიელ ივანიცკი

რაფიელ ინგილო-ივანიცკი (დ. 23 ივლისი, 1886, კახი — გ. 27 ივნისი,1966, პარიზი ) — ქართველი იურისტი, პუბლიცისტი, სასულიერო პირი.

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია (რუმ. Biserica Ortodoxă Română) — ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესია, უკავია მე–7 ადგილი მართლმადიდებელ ეკლესიათა დიფტიქში.

პირველი საეკლესიო ორგანიზაცია რუმინეთში IV საუკუნეში დაარსდა, ხოლო ავტოკეფალური ეკლესიის სტატუსით არსებობს 1925 წლის 4 თებერვლიდან.

ეკლესია იყოფა 5 სამიტროპოლიტო ოლქად, რომლებიც თავის მხრივ იყოფიან საეპისკოპოსო ეპარქიებად, არის 296 მონასტერი და 97 მამათა და დედათა სავანისაგან. ჰყავს 20 მილიონიანი მრევლი.

უმაღლესი მმართველი ორგანოა წმინდა სინოდი, რომლის შემადგენლობაშიც შედის პატრიარქი და რუმინეთის ეკლესიის მღვდელმთავრები.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია (რუს. Русская Православная Церковь), ასევე ცნობილია, როგორც მოსკოვის საპატრიარქო (რუს. Московский Патриархат) — ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია, უკავია მე–5 ადგილი მართლმადიდებელ ეკლესიათა დიფტიქში.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია — ავტოკეფალური მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, უკავია მე–9 ადგილი მართლმადიდებელ ეკლესიათა დიფტიქში. შეიქმნა ქართლში (იბერიაში) ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღებისთანავე (დაახლოებით 326-იანი წლები) მცხეთის საეპისკოპოსოს სახით.

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია (სერბ. Српска православна црква) – ავტოკეფალური, მართლმადიდებლური, სამოციქულო ეკლესია, უკავია მე–6 ადგილი მართლმადიდებელ ეკლესიათა დიფტიქში. დაარსებულია ანდრია პირველწოდებულის მიერ. ხელმძღვანელობს პატრიარქი და წმინდა სინოდი. პატრიარქის სრული სახელწოდებაა პეჩის მთავარეპისკოპოსი, ბელგრად–კარლოვაცის მიტროპოლიტი, პატრიარქი სრულიად სერბეთისა.

სვიმეონი (ცაკაშვილი)

მეუფე სვიმეონი (ერისკაცობაში — თეიმურაზ ცაკაშვილი; დ. 9 აგვისტო, 1982, სიღნაღი) — სურამისა და ხაშურის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი - ეპისკოპოსი.

სომხეთი

სომხეთი (სომხ. Հայաստան — „ჰაიასტან“), ოფიციალურად სომხეთის რესპუბლიკა (სომხ. Հայաստանի Հանրապետություն — „ჰაიასტანი ჰანრაპეტუთიუნ“) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში. მდებარეობს დასავლეთ აზიაში. დასავლეთიდან ესაზღვრება თურქეთი, ჩრდილოეთიდან საქართველო, აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი, ხოლო სამხრეთიდან ირანი და აზერბაიჯანის ექსკლავი ნახიჩევანი.

ურბნისი (ქარელის მუნიციპალიტეტი)

ურბნისი (ურიათ უბანისი) — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 640 მეტრი, ქარელიდან 10 კილომეტრი. სოფელში დგას V-VI საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკა ურბნისის სიონი.

ფასანაური

ფასანაური — დაბა დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების მთიულეთის და გუდამაყრის არაგვის შესაყართან, საქართველოს სამხედრო გზაზე (ზღვის დონიდან 1050 მ, დუშეთიდან 47 კმ). დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს. ფასანაური ტურიზმის ერთ-ერთი კერაა, მიმდებარე რაიონში არქიტექტურისა და კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლებია. ფასანაური მთიულეთის ცენტრადაა მიჩნეული, რომლის შემადგენლობაშიც 15 სოფელი შედის: ბანცური, დავითურნი, ვეშაგურნი, ზემო ამირნი, მეჯილაურნი, სოდევე, უკანამხარი, ჩადისციხე, ჩირიკი, ცხვედიეთი, წინამხარი, წინკობანი, წიფორი, ჭიკაანი და ხევშა. ადგილობრივი მცხოვრებლები, სწორედ დაბა ფასანაურის ჩრდილოეთით არსებულ ტერიტორიას მოიხსენიებს მთიულეთად. ფასანაური საკურორტო ზონაა, რომელიც გასაოცარი ბუნებით, მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით, მრავალი ისტორიული ადგილითა და საინტერესო ლეგენდებითაა ცნობილი.

ქართველები ესტონეთში

ქართველები ესტონეთში — ეთნიკური ქართველები, რომელთა რაოდენობაც ესტონეთში 490-ია. ისინი საუბრობენ ქართულ ენაზე და არიან საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი. ისინი ცხოვრობენ დედაქალაქ ტალინში.

შიო (მუჯირი)

მიტროპოლიტი შიო (ერისკაცობაში — ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი; დ. 1 თებერვალი, 1969, თბილისი, საქართველოს სსრ) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, 2003 წლიდან სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსი, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი, 2017 წლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე.

ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია

ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია (ჩეხ. Pravoslavná církev v Českých zemích a na Slovensku — ჩეხეთისა მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია) — ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესია, უკავია მე–14 ადგილი მართლმადიდებელი ეკლესიების დიფტიქში. იურისდიქცია ვრცელდება ჩეხეთსა და სლოვაკეთზე.

დაარსდა დიდი მორავიის სამთავროს ტერიტორიაზე 863 წელს წმინდანი ძმების კირილე და მეთოდეს მიერ. II მსოფლიო ომის შემდეგ შედიოდა მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში, ავტოკეფალია მოიპოვა 1951 წელს. აქვს 4 ეპარქია: პრაღის (რეზიდენცია პრაღაში), ოლომოუცკო–ბრნოს (ბრნო), პრეშოვის (პრეშოვი) და მიხაილოვსკის (მიხაილოვცე). ეკლესიის სათავეში დგას მიტროპოლიტი პრეშოვისა და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთისა, უნეტარესი როსტისლავი.

2001 წლის აღწერით სლოვაკეთში ეკლესიას ჰყავს 50 363 მრევლი, ხოლო ჩეხეთში – 22 968 (რომელთა უმრავლესობა ეროვნებით უკრაინელია).

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.