მონარქია

მონარქია (ლათ. monarcha; ბერძ. μονάρχης: μόνος „მონოს“ — ერთი, ერთადერთი; ἀρχων „არქონ“ — მმართველი, ლიდერი) — სახელმწიფო მმართველობის ფორმა.

მონარქია არის მმართველობის ისეთი ფორმა, როდესაც ძალაუფლება არის ერთი ადამიანის, მეფის ხელში. (ქრ.შ-მდე 2000-800 წწ. საბერძნეთის უმეტეს ქალაქ-სახელმწიფოებს მართავდა მონარქი ანუ მეფე, ბერძნულ დასახლებებს არ მართავენ დედოფლები) თავდაპირველად, მეფეს ირჩევდა ხალხი. მოგვიანებით, მეფეებმა თავისი ძალაუფლების გადაცემა დაიწყეს მემკვიდრეობით უფროს ვაჟზე. საბერძნეთში მეფეებს დიდი ძალაუფლება ჰქონდათ: გამოსცემდნენ კანონებს და იყვნენ მოსამართლეები, ისინი იყენებდნენ ჯარისკაცებს იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც არ ეთანხნებოდა კანონებს და არ იხდიდა გადასახადებს.

არსებობს მონარქიის ორი ტიპი: კონსტიტუციური მონარქია - რომლის დროს მონარქის ძალაუფლება შეზღუდულია კონსტიტუციით და აბსოლუტური მონარქია - რომლის დროს მონარქი შეუზღუდავ ძალაუფლებას ფლობს.

შუა საუკუნეებში მონარქია იყო სახელმწიფო მმართველობის ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმა. თანამედროვე მონარქიების დიდი ნაწილი (კერძოდ ევროპული მონარქიები) კონსტიტუციურია. თანამედროვე ფაქტობრივი აბსოლუტური მონარქიებია: ბრუნეი, ბჰუტანი, ომანი, საუდის არაბეთი და სვაზილენდი. ვატიკანი არის თეოკრატიული მონარქია, რომლის მონარქია რომის პაპი.

World Monarchies
  სამეფოთა თანამეგობრობა
  ნახევრად კონსტიტუციური მონარქია
  მონარქია ზოგიერთ სუბნაციონალურ ერთეულში
მმართველობის ფორმები

რესურსები ინტერნეტში

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.