მინო

მინო — ყველაზე გრძელი მდინარე გალისიაში, ესპანეთი. მისი სიგრძეა 320 კმ. სათავეს იღებს 695 მეტრზე, პედრეგალ დე ირიმიაზე. ჩაედინება ატლანტის ოკეანეში.

მდინარეს იყენებენ ჰიდროელექტროსადგურისათვის.

Minho River map ka
მდინარე მინო
Tui Miño 060415 1

რესურსები ინტერნეტში

Brand New Day

Brand New Day (ინგლ. სრულიად ახალი დღე) — ინგლისელი მუსიკოს სტინგის მეექვსე სტუდიური ალბომი. გამოიცა 1999 წელს. ამ დისკზე მუსიკოსმა არა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პოპ-როკისა და ჯაზის სინთეზი, არამედ ჰიპ ჰოპისა და აზიური მოტივების ელემენტები გამოიყენა.

ბიუსტი

ბიუსტი (ფრანგ. buste < ლათ. bustum - კრემაციის ადგილი, საფლავის ძეგლი), ადამიანის გამოსახულება მკერდამდე (უმთავრესად პორტრეტული) მრგვალ ქანდაკებაში. საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახე მიიღო ძველ რომში, სადაც ბიუსტს დასადგმელი გაუკეთეს. შემდეგ ფართოდ გავრცელდა აღორძინების ეპოქასა და მომდევნო პერიოდში. პორტრეტულ ბიუსტს ქმნიდნენ: დასავლეთ ევროპაში — დონატელო, დეზიდერიო და ზეტინიანო, მინო და ფიეზოლე, ფრანჩესკო ლაურანა, ჯან ლორენცო ბერნინი, ჟან ანტუან ჰუდონი, ფრანსუა ოგიუსტ რენე როდენი, შ. დესპიო და სხვა. რუსეთში — ფედოტ შუბინი, სამუელ გალბერგი, ვერა მუხინა და სხვა, საქართველოში — იაკობ ნიკოლაძე, ნიკოლოზ კანდელაკი, ნ. წერეთელი და სხვა.

გაბრიელე ბრაგანტინი

გაბრიელე ბრაგანტინი (დ. 17 თებერვალი, 1955, ვერონა, იტალია) — საქართველოში მოღვაწე იტალიელი სასულიერო პირი, თეოლოგი, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი.

ესპანეთი

ესპანეთი (ესპ. España), ოფიციალურად ესპანეთის სამეფო (ესპ. Reino de España) — სახელმწიფო ევროპის სამხრეთ-დასავლეთით, პირენეის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, ანდორა, პორტუგალია. ესპანეთი კონსტიტუციური მონარქიაა, საკანონმდებლო ორგანოა გენერალური კორტესები, რომელიც შედგება სენატისა (256 წევრი) და კონგრესისაგან (350 წევრი), სახელმწიფოს მეთაურია მეფე ფილიპე VI. ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში შედის 17 ავტონომიური რეგიონი, აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარე ორი ავტონომიური ქალაქი. ესპანეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მოცულობით (570 მლრდ $) მსოფლიოში მე-10 ადგილი უკავია. ესპანეთის ეროვნული დღესასწაული არის ესპანელი ერის დღე, რომელიც ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის დღეს, 12 ოქტომბერს აღინიშნება.

ოძინი

იმპერატორი ოძინი (იაპონ. 応神天皇; დ. 200 — გ. 310) — იაპონიის მე-15 იმპერატორი მემკვიდრეობის ტრადიციული წესის მიხედვით. ოძინი ქვეყანას 40 წელი მართავდა.

იმპერატორის ცხოვრების და მმართველობის წელი უცნობია. ადრეული ხანის იმპერატორების პირობითი სახელები არ იყო მიღებული „ტრადიციული წესით“ იმპერატორ კამუს მმართველობამდე, რომელიც იამატოს დინასტიის 50-ე მონარქი იყო.კოძიკი და ნიჰონშოკი წერდნენ, რომ ოძინი იმპერატორ ტიუაის და მისი მეუღლის, ძინგუს შვილი იყო. რადგანაც ტიუაი ოძინის დაბადებამდე გარდაიცვალა, ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ძინგუ გახდა, რასაც VIII საუკუნის ისტორიული წიგნიდან ვიგებთ.

სან-რემოს მუსიკალური ფესტივალი

იტალიური სიმღერის ფესტივალი სან-რემოში (იტალ. Festival della canzone italiana di Sanremo) — იტალიური მუსიკის კონკურსი, რომელიც იმართება 1951 წლიდან ყოველ წელს იტალიის ქალაქ სან-რემოში.

სან-რემოს ფესტივალის პირდაპირი ტრანსლიაციის ექსკლუზიური უფლება 1955 წლიდან იტალიურ ტელეარხს Rai Uno. 1951-1954 წლებში ფესტივალის მოსმენა მხოლოდ იტალიურ არხი RAI-ზე შეიძლებოდა.

…Nothing Like the Sun

Nothing Like the Sun (ქართ. ვერაფერი შეედრება მზეს) — ინგლისელი მუსიკოს სტინგის მეორე სოლო ალბომი. გამოიცა 1987 წელს. მისი სახელწოდება მომდინარეობს უილიამ შექსპირის #130 სონეტის სტრიქონიდან (My mistress' eyes are nothing like the sun), რომელიც აგრეთვე გამოყენებულია სიმღერაში Sister Moon.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.