მილანი

მილანი (იტალ. Milano; მილანურ დიალექტზე: Milán) ჩრდილოეთ იტალიის მთავარი ქალაქია, მდებარეობს ლომბარდიის დაბლობზე და ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და განვითარებული რეგიონია. ქალაქის ფარგლებში 1 308 500 მცხოვრებია (2004), თუმცა მის აგლომერაციაში (La Grande Milano, დიდი მილანი) 3 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რაც თითქმის მესამედია ლომბარდიის რეგიონის, სადაც 10 მილიონზე მეტი მცხოვრებია.

მილანის სახელი მრავალი საუკუნის განმავლობაში იწერებოდა როგორც მაილანდი, რომელიც ამჟამადაც ამ ქალაქის გერმანული სახელია. ეს სახელი მომდინარეობს კელტური Mid-lan-იდან (შუა გავაკებაზე) და რომაელთათვის ცნობილი იყო როგორც მედიოლანუმი (ლათ. Mediolanum).

მილანის პროვინცია ლომბარდიის დასავლეთ ნაწილშია და ფარავს 1 981 კვ.კმ-ს საერთო მოსახლეობით 3 838 818 (2004); პროვინცია 188 კომუნისგან შედგება.

ქალაქი განთქმულია მოდის ფირმებითა და მაღაზიებით. აქვეა მსოფლიოში უძველესი სავაჭრო ცენტრი Galleria Vittorio Emanuele პიაცა დუომოზე (ტაძრის მოედანი). მილანი მსოფლიო მოდისა და დიზაინის ერთ-ერთ დედაქალაქთაგანია ნიუ-იორკის, პარიზის, ლონდონისა და ტოკიოს გვერდიგვერდ. ქალაქი ასევე ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს საფინანსო და ბიზნეს ცენტრად ითვლება. მილანი ასევე ცნობილია აქ წარმოებული ავტომანქანებით ალფა-რომეო და აბრეშუმის ქსოვილით.

ქალაქი
მილანი
იტალ. Milano, ლათ. Mediolanum
Milano piazza Duomo

პლაცა დუმო
დროშა გერბი
Flag of Milan CoA Città di Milano

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი ლომბარდია
კოორდინატები 45°28′00″ ჩ. გ. 9°10′00″ ა. გ. / 45.46667° ჩ. გ. 9.16667° ა. გ.
ფართობი 181.67±0.01 კმ²
ცენტრის სიმაღლე 120±1 მეტრი
ოფიციალური ენა იტალიური ენა
მოსახლეობა 1 338 264 კაცი
აგლომერაცია 3 198 031
სატელეფონო კოდი 02
საფოსტო ინდექსი 20100, 20121-20162
საავტომობილო კოდი MI
ოფიციალური საიტი https://www.comune.milano.it/
მილანი — იტალია
მილანი

ისტორია

მილანი დააარსეს ინსუბრებმა ძვ. წ. V საუკუნის ბოლოს ან VI საუკუნის დასაწყისში. ძვ. წ. 196 რომს დამორჩილდა (ლათ. სახელწოდება Mediolanum) და რომის იმპერიის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი გახდა. ლანგობარდების დროს იყო ერთ-ერთი ჰერცოგის რეზიდენცია, 801-იდან მილანის საგრაფოს დედაქალაქი, X საუკუნის დასასრულიდან — საარქიეპისკოპოსოს ცენტრი. XI-XII საუკუნეებში ხელოსნობისა (იარაღის, აბრეშუმის, მაუდის და სხვა წარმოება) და ვაჭრობის ცენტრია. XI საუკუნის II ნახევრიდან მილანი პატარიის ერთ-ერთ კერას წარმოადგენდა, რის შედეგად 1097-1098 განმტკიცდა კომუნა (აღმოცენდა ჯერ კიდევ XI საუკუნის შუა წლებში).

ფოტოგალერეა

La Madonnina sul Duomo di Milano

მადონინას ქანდაკება დუომოს თავზე

Apse of the Duomo (Milan)

დუომოს უკანა ხედი

DuomoMilan 1411

დუომოს ინტერიერი

Palazzo Carminati e Palazzo Haas

პიაცა დუომო

Sant Ambrogio in Milan

სანტ-ამბროჯიოს ბაზილიკა

Sunset on Naviglio Grande (Milan)

ნავილიო გრანდე

Navigliograndenotte

ნავილიო გრანდე ღამით

Lavandai 1

ვიკოლო ლავანდა

Chiesa di Sant'Alessandro, Milano

სანტ-ალესანდრო

Chiesa via san vittore

სან-ვოტორე

Side view of Saint Eustorgius Church in Milan

სანტ-ეუსტორჯიოს ბაზილიკა

Seustorgio facciata

სანტ-ეუსტორჯიოს ბაზილიკა

San Fedele, Milano 2373

სან-ფედელე

Bandiere della pace su Porta Ticinese a Milano

პორტა ტიჩინეზე

Famedio del Cimitero Monumentale di Milano

ჩიმიტერო მონუმენტალე, ფამედიო

La scala

ლა-სკალას მოედანი და თეატრი

Certosagaregnano

ჩესტოსა დი გარეგანო

Garegnano44

ჩესტოსა დი გარეგანოს ინტერიერი

Corsovem
Galleria657

Galleria Vittorio Emanuele II°

GALLERIA205

Galleria Vittorio Emanuele II°

Louis Vuitton, Galleria Vittorio Emanuele II

Galleria Vittorio Emanuele II°

Galleria7776

Galleria Vittorio Emanuele II°

Smaurizioinside

სან-მაურიციოს ეკლესიის ინტერიერი

Turati2331

ვია-ტურატი

Sansatiro5

სან-სატიროს ეკლესიის ინტერიერი

გაეტანო დონიცეტი

დომენიკო გაეტანო მარია დონიცეტი (29 ნოემბერი, 1797 - 8 აპრილი, 1848) — იტალიელი კომპოზიტორი, განთქმული თავისი ოპერით „ლუჩია დე ლამელმური“ (1835) და არიით „უნა ფურტივა ლაგრივა“ ოპერიდან „სიყვარულის სასმელი“.

ინტერი მილანი (საფეხბურთო კლუბი)

„ინტერნაციონალე“, ან მხოლოდ ინტერი (იტალ. Football Club Internazionale Milano) — იტალიის საფეხბურთო კლუბი ქალაქ მილანიდან (ლომბარდია). დაარსების დროიდან, 1908 წლიდან უწყვეტად ასპარეზობს იტალიის სერია A-ში.

კლუბს მოგებული აქვს 30 საშინაო ტიტული, არის იტალიის 18-გზის ჩემპიონი, 7-გზის თასის მფლობელი და 5-გზის სუპერთასის მფლობელი. 2006-2010 წლებში „ინტერმა“ ზედიზედ 5-ჯერ შეძლო იტალიის ჩემპიონის ტიტული მიპოვება, რაც ყველა დროის რეკორდია. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კლუბი 3-ჯერ გახდა, ზედიზედ 2 სეზონში 1964 და 1965 წლებში, შემდეგ კი 2010 წელს, როდესაც შავ-ლურჯებმა ტრებლის შესრულება შეძლეს, ჩემპიონთა ლიგასთან ერთად შეძლეს იტალიის ჩემპიონატის და თასის მოგება. კლუბი არის 2-გზის საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი. „ინტერმა“ 3-ჯერ შეძლო უეფა-ს თასის, 2-ჯერ საკონტინენტთაშორისო თასის, ხოლო 1-ხელ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჩემპიონობა.

მთელი ისტორიის მანძილზე შიდა ტურნირებში მიღწეული წარმატებებით იტალიაში მე-2 კლუბია, ხოლო საერთაშორისო ტურნირებში მიღწეული წარმატებებით ევროპაში მე-7 კლუბი. მეტსახელი „ნერაძური“ (იტალ. Nerazzuri), ანუ შავ-ლურჯები, კლუბის ფეხბურთელთა ფორმის ფერებიდან მომდინარეობს. ასევე გააჩნია მეტსახელები „სანატრელი“ (იტალ. Beneamata) და „Biscione“, რაც მილანის ერთ-ერთი სიმბოლოს, მილანის საჰერცოგოს გერბზე გამოსახული დიდი მახრჩობელა გველის დასახელებაა იტალიურად.

„ინტერი“ საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ სან სიროზე, რომელიც 80 018 მაყურებელს იტევს და ასევე ატარებს ჯუზეპე მეაცას სახელს. სტადიონს კლუბი თანაქალაქელ „მილანთან“ იყოფს. სტადიონი არის ყველაზე დიდი იტალიურ ფეხბურთში. კლუბის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე არის „მილანი“, მასთან დაპირისპირებას დერბი დელა მადონინა ეწოდება და არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება ფეხბურთში.2010 წლის მონაცემებით „ინტერი“ იტალიაში არის მე-2 გულშემატკივართა რაოდენობით, ხოლო ევროპაში მე-6.

იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — მსოფლიოსა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ეროვნული ნაკრები, გაიმარჯვა ფიფას ოთხ მსოფლიო ჩემპპიონატში (1934, 1938, 1982 და 2006), ერთ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში (1968) და ერთ ოლიმპიურ თამაშებში (ოქროს მედალი 1936 წლის ზაფხულის ილიმპიადაში).

ეროვნული ნაკრების ტრადიციული მაისურის ფერი (ისევე როგორც ყველა იტალიური ნაკრები გუნდისა და ათლეტის, გარდა მოტო-სპორტისა) არის ლაჟვარდისფერი (იტალ. azzurro), შესაბამისად ეროვნული ნაკრების წევრებს მეტსახელად Azzurri უწოდებენ.

იტალიის საფეხბურთო თასი

იტალიის საფეხბურთო თასი (იტალ. Coppa Italia, კოპა იტალია) — ყოველწლიური სათასო გათამაშება იტალიის საფეხბურთო გუნდებს შორის. დაარსდა 1922 წელს, თუმცა რიგით მეორე თასის გათამაშება ჩატარდა 1936 წელს. იტალიის თასის გამარჯვებულს ავტომატურად ენიჭება უფლება მონაწილეობა მიიღოს შემდეგი სეზონის უეფა-ს ევროპა ლიგაში.

ტურნირის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბია ტურინის „იუვენტუსი“, რომელსაც 13-ჯერ აქვს თასი მოპოვებული. მოქმედი გამარჯვებულია „იუვენტუსი“.

იტალიის საფეხბურთო სუპერთასი

იტალიის საფეხბურთო სუპერთასი (იტალ. Supercoppa italiana) — საფეხბურთო გათამაშება იტალიაში, სადაც იტალიის სერია A-ს და იტალიის თასის გამარჯვებულები ხვდებიან ერთმანეთს.

სუპერთასი თამაშდება 1988 წლიდან. იმ შემთხვევაში თუ სერია A-ს და თასის გამარჯვებული ერთი და იგივე გუნდია, მაშინ სუპერთასი თამაშდება სერია A-ს გამარჯვებულსა და თასის ფინალისტს შორის.

გათამაშების ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბია „იუვენტუსი“ რომელმაც 8-ჯერ მოიპოვა ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია ტურინის „იუვენტუსი“.

იტალიის სერია A

იტალიის სერია A — ცნობილი როგორც Seria A TIM, პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა იტალიური კლუბებისთვის. წარმოადგენს იტალიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას. გათამაშებაში ასპარეზობს 20 გუნდი. ლიგა 1929 წლიდან მოქმედებს.

იტალიის ჩემპიონის ტიტულს ფლობდა 16 კლუბი. ჩემპიონატს სამი დომინანტი გუნდი ჰყავდა ყოველთვის „იუვენტუსის“ (34 ტიტული), „მილანის“ (18) და „ინტერის“ (18) სახით. მოქმედი ჩემპიონია ტურინის „იუვენტუსი“.

უეფა-ს კოეფიციენტების რეიტინგში ჩემპიონატებს შორის, სერია A მეოთხე ადგილს იკავებს. 2015–16 წლების სეზონში სერია A-ს მატჩებზე საშუალო დასწრება იყო 22.644 ადამიანი.

ლომბარდია

ლომბარდია (იტალ. Lombardia) — რეგიონი ჩრდილოეთ იტალიაში, მოიცავს ლაგო-მაჯორეს, ლუგანოს, გარდას და კომოს ტბების რაიონს. სახელი ეწოდა ძველგერმანული ტომების — ლანგობარდების მიხედვით. დედაქალაქია მილანი. ლომბარდიაში ცხოვრობს იტალიის მოსახლეობის ერთი მეექვსედი და აქ იწარმოება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთი მეხუთედი. შედეგად, ლომბარდია იტალიის ყველაზე ხალხმრავალი და მდიდარი რეგიონია და ერთ-ერთი ყველაზე უმდიდრესი მთელს ევროპაში. მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოიცავს ისტორიულ, კულტურულ და ხელოვნების ქალაქებს, რომელთა შორისაცაა მილანი (იტალიის მეორე ყველაზე პოპულარული ტურისტული დესტინაცია), ბრეშა, მანტუა, პავია, კომო, კრემონა, ბერგამო, სონდრიო, ლეკო, ლოდი, ვარეზე, მონცა და ისეთი ტბები, როგორებოცაა გარდა, კომო, ლაგო-მაჯორე და იზეო.

ოფიციალური ენა, ისევე როგორც დანარჩენ იტალიაში იტალიურია. ტრადიციული, ადგილობრივი ენები ლომბარდიულის მრავალგვარი დიალექტებია, ისევე როგორც ემილიურის დიალექტები, რომლებზეც მანტუის, პავიისა და კრემონის პროვინციების ზოგიერთ ნაწილებში ლაპარაკობენ. იტალიის სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით, ლომბარდიის მოსახლეობის 27% ორენოვანია და საუბრობს როგორც იტალიურ, ისე ლომბარდიულ ენაზე. 9,1% მონოლინგვისტურია და მხოლოდ ლომბარდიულად საუბრობს, მონოლინგვისტების 57,6% კი მხოლოდ იტალიურად.

ლომბარდია ქვეყნის ძირითადი სამრეწველო ზონაა. აქ მდებარეობს მეტალურგიული საწარმოები (Falck), საავტომობილო ფაბრიკები (Autobianchi, Maserati, Alfa, Innocenti), ავეჯის და ფეხსაცმლის ფაბრიკები, გამომცემლობები (Rizzoli, Mondadori).

ლუციუს III

ლუციუს III (ლათ. Lucius PP. III; ერისკაცობაში უბალდო ალუჩინიოლი დ. 1100, მილანი — გ. 25 ნოემბერი, 1185) — რომის პაპი 1181–1185 წლებში.

ლუციუს III პაპად აირჩიეს 1181 წლის 1 სექტემბერს და რომის პაპი იყო გარდაცვალებამდე, 1185 წლის 25 ნოემბრამდე.

იგი სასტიკი მღვდელთმთავარი იყო, რომელიც არაერთხელ განდევნეს რომაელებმა, ხორცი შეასხა გრიგოლ I-ის იდეას და წესად შემოიღო ცოცხალი და მიცვალებული ერეტიკოსების დაწვა.

მატია დე შილიო

მატია დე შილიო (იტალ. Mattia De Sciglio; დ. 20 ოქტომბერი, 1992; მილანი, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი, იტალიის სერია A-ს კლუბ „იუვენტუსის“ უკანა მცველი.

2002 წელს, 10 წლის ასაკში დე შილიო გადავიდა „მილანის“ ახალგაზრდულ გუნდში, სადაც გაატარა ცხრა სეზონი.2011-2012 წლების სეზონის დასაწყისში დე შილიო ოფიციალურად შეიყვანა ძირითადი გუნდის განაცხადში ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ.2017-2018 წლების სეზონზე დე შილიო იუვენტუსში გადავიდა სადაც ამჟამად მცველის პოზიციაზე ასპარეზობს.

მილანი (საფეხბურთო კლუბი)

მილანი (იტალ. A.C. Milan) — პროფესიონალური იტალიური საფეხბურთო კლუბი ლომბარდიის ქალაქ მილანიდან. ჰერბერტ კილპინმა და ალფრედ ედვარდსმა კლუბი 1899 წლის 16 დეკემბერს „დააარსეს“. მილანს თავისი ისტორია ძირითადად სერია A-ში აქვს გატარებული, იტალიის პირველ დივიზიონში. კლუბმა სერია B-ში მხოლოდ 2 სეზონი ითამაშა (1980-იან წლებში).

„მილანს“ მოგებული აქვს ფიფა-ს და უეფა-ს ოფიციალური 18 ტიტული და დღემდე პირველ ადგილს იყოფს არგენტინულ „ბოკა ხუნიორსთან“. კლუბი 4 საერთაშორისო ტიტულის მფლობელია, რაც მსოფლიო რეკორდია. მათში შედის 3 საკონტინენტთაშორისო თასი და 1 ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. „მილანმა“ 7-ჯერ აიღო უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასი - მასზე მეტჯერ (10-ჯერ) ეს ტიტული მხოლოდ „რეალს“ აქვს მოგებული. უეფას სუპერ თასი კლუბმა 5-ჯერ მოიპოვა, რაც ასევე რეკორდია. თასის მფლობელთა თასი კი 2-ჯერ აიღო.

„მილანმა“ სერია A 18-ჯერ დაასრულა პირველ ადგილზე და სკუდეტოს მფლობელი გახდა, რაც მე-3 შედეგია, მას მხოლოდ „ინტერი“ (18) და „იუვენტუსი“ (31) უსწრებენ. კლუბს 5-ჯერ აქვს მოგებული იტალიის თასი და 6-ჯერ იტალიის სუპერთასი. უეფა-ს ევროპის ლიგა ერთადერთი მსხვილი შეჯიბრებაა, რომელიც კლუბს არ მოუგია. ამ ტურნირს ნახევარფინალებიდან გუნდი 2-ჯერ გამოეთიშა , 1972 და 2002 წლებში.

„მილანის“ საშინაო შეხვედრები სან-სიროზე ტარდება, რომელსაც „მილანი“ „ინტერთან“ იყოფს. სან-სირო ყველაზე დიდი სტადიონია იტალიაში (ტევადობა: 80 074). კლუბის მფლობელი იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონია, ვიცე-პრეზიდენტი კი - ადრიანო გალიანი.

მილანის საჰერცოგო

მილანის საჰერცოგო — ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე, საღვთო რომის იმპერიაში შემავალი პატარა სახელმწიფო. ის შეიქმნა 1395 წელს და მოიცავდა 26 ქალაქს, უმარავ დიდ სოფელს, მდინარე პოს აუზსა და მონტფერატის მამულებს. მას დასავლეთიდან სავოიის საჰერცოგო ესაზღვრებოდა, ჩრდილოეთიდან შვეიცარიის კანტონები, აღმოსავლეთიდან ვენეციის რესპუბლიკა, ხოლო სამხრეთიდან გენუის რესპუბლიკა. XV-XVI საუკუნეებში მილანის საჰერცოგოს ფრანგები დაეპატრონნენ, თუმცა 1516 წელს მილანი ესპანეთმა დაიპყრო, 1700 წლამდე მილანი ესპანეთის კოლონია იყო. ესპანეთის ტახტის მემკვდირეობისთვის ომის დროს მილანი და ჩრდილოეთ იტალია ავსტრიამ დაიპყრო. 1796 წლამდე მილანი ავსტრიის იმპერიის შემადგენლობაში იყო, მანამ სანამ ნაპოლეონ ბონაპარტემ არ დაიპყრო მთლიანი იტალია და თავად მილანიც. ნაპოლეონის დაცემის შემდეგ კი მილანის საჰერცოგოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა კისალპინის რესპუბლიკა, რითაც მილანის საჰერცოგომ არსებობა შეწყვიტა.

ნაპოლეონის დაცემის შემდეგ 1815 წელს ვენის კონგრესმა აღადგინა მრავალი ევროპული სახელმწიფო, რომელიც მან გააუქმა, თუმცა არა მილანის საჰერცოგო. მილანის საჰერცოგოს ტერიტორიები გადაანაწილეს ვენეციისა და ლომბარდიის დეპარტამენტებში და ავსტრიას მიუერთეს. 1859 წელს მილანის საჰერცოგოს ტერიტორიები პიემონტ-სარდინიის სამეფომ დაიპყრო, რომელიც 1861 წელს იტალიის სამეფოს მიუერთდა.

პაოლო მალდინი

პაოლო მალდინი (იტალ. Paolo Maldini; დ. 26 ივნისი 1968, მილანი, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი. თამაშობდა იტალიის ეროვნულ ნაკრებსა და „მილანში“ მარცხენა განაპირა და ცენტრალურ მცველად. პაოლომ მთელი კარიერა მხოლოდ ერთ კლუბში, „მილანში“ გაატარა. ამ ხნის განმავლობაში საკლუბო დონეზე უამრავი ტიტული მოიგო. 5-ჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, აქედან ორჯერ გუნდის კაპიტნის რანგში. ევროპისა და იტალიის სუპერთასი მოგებული აქვს ყველაზე მეტჯერ, — 5-ჯერ. 2005 წლის ლიგის ფინალში „ლივერპულის“ წინააღმდეგ 58-ე წამზე ანგარიში გახსნა, რაც ამ ტურნირის ფინალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლია. კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ მისი სამნომრიანი მაისურით „მილანში" აღარავინ ითამაშებს.

სანაკრებო დონეზე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში მოგებული აქვს ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. ითვლება თავისი დროის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად და ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ მცველად.

რიკარდო მონტოლივო

რიკარდო მონტოლივო (იტალ. Riccardo Montolivo; დ. 18 იანვარი, 1985, მილანი, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი. ამპლუით ნახევარმცველი, თამაშობს „მილანში“ და იტალიის ნაკრებში.

მონტოლივომ კარიერა დაიწყო „ატალანტაში“ 2003 წელს. 2005 წელს გადავიდა „ფიორენტინაში“ სადაც დაჰყო 7 წელი და მონაწილეობა მიიღო 250-მდე ოფიციალურ მატჩში. 2012 წელს შეუერთდა „მილანს“ და მასიმო ამბროზინის წასვლის შემდეგ გახდა გუნდის კაპიტანი.

მისი დებიუტი იტალიის ეროვნულ ნაკრებში შედგდა 2007 წელს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ მატჩში. მას შემდეგ მონაწილეობა მიიღო კონფედარაციის ორ თასზე (2009 და 2013), 2012 წლის ევროპისა და 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ის აგრეთვე მონაწილეობდა 2008 წლის ოლიმპიადაზე.

საკონტინენტთაშორისო თასი (ფეხბურთი)

საკონტინენტთაშორისო თასი (ინგლ. Intercontinental Cup) (აგრეთვე ცნობილი როგორც ევროპის და სამხრეთ ამერიკის თასი და ტოიოტას თასი) — ყოველწლიური საფეხბურთო გათამაშება, რომელსაც ატარებდა ევროპის და სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციები ამავე კონტინენტების წამყვან ტურნირებში — უეფას ჩემპიონთა ლიგასა და ლიბერტადორესის თასზე გამარჯვებულ კლუბებს შორის. ყოველწლიურად იმართებოდა 1960 წლიდან, ხოლო 1980 წლიდან იმართებოდა იაპონიაში.

გათამაშების ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბები არიან „მილანი“, „რეალ მადრიდი“, „პენიაროლი“, „ბოკა ხუნიორსი“ და „ნასიონალი“. ამ კლუბებს საკონტინენტთაშორისო თასი სამჯერ აქვთ მოგებული. სულ საკონტინენტთაშორისო თასი 25 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული. გათამაშების უკანასკნელი გამარჯვებულია პორტუგალიური „პორტუ“.

2005 წლიდან საკონტინენტთაშორისო თასი შეცვალა ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატმა, რომელშიც ასევე მონაწილეობენ ჩრდილოეთ ამერიკის, აფრიკის, აზიის და ოკეანეთის წამყვან ტურნირებში გამარჯვებული კლუბები.

უეფა-ს სუპერთასი

უეფა-ს სუპერთასი (ინგლ. UEFA Super Cup) — ყოველწლიური საფეხბურთო მატჩი, რომელსაც ატარებს უეფა. თამაშში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგისა და უეფა-ს ევროპა ლიგის გამარჯვებულები მონაწილეობენ. როგორც წესი, მატჩი ტარდება აგვისტოში, ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყების წინ.

1972–99 წლებში, სუპერთასს ჩემპიონთა თასისა/ლიგისა და თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულები ეცილებოდნენ ერთმანეთს. თასების მფლობელთა თასის გაუქმების შემდეგ ის უეფა-ს თასმა შეცვალა, რომელსაც 2009 წელს უეფა-ს ევროპა ლიგა ეწოდა. ამასთანავე, 1998 წლამდე სუპერთასი 2 მატჩად იმართებოდა, ორივე მონაწილე გუნდის მოედანზე; 1998 წლიდან შეხვედრა წინასწარ გამოცხადებულ არენაზე ტარდება.

გათამაშების ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბები არიან „ბარსელონა“ და „მილანი“. ორივე კლუბს სუპერთასი ხუთჯერ აქვს მოგებული. სულ უეფა-ს სუპერთასი 24 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული. მოქმედი გამარჯვებულია „ატლეტიკო მადრიდი“.

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (ინგლ. UEFA Champions League) — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება უეფა-ს მიერ წამყვანი ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით 1955 წლიდან. ჩემპიონთა ლიგა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია ევროპაში, ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი – ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი სპორტული ღონისძიება მსოფლიოში. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კლუბი მონაწილეობს უეფა-ს სუპერთასის მატჩში და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში.

1955–92 წლებში ტურნირს ეწოდებოდა ევროპის ჩემპიონთა თასი და მასში მონაწილეობას იღებდნენ ევროპის ეროვნული ჩემპიონატების გამარჯვებულები. 1992–93 წლების სეზონიდან ტურნირმა ახლანდელი სახელწოდება მიიღო. 1990-იან წლებში ფორმატი რამდენიმეჯერ შეიცვალა: თანდათანობით, დაემატა საკვალიფიკაციო რაუნდები, ჯგუფური ეტაპი. ევროპის წამყვანი, ძლიერი ლიგებიდან კი 3 ან 4 გუნდი მონაწილეობს ტურნირზე.

სულ, ჩემპიონთა ლიგა 22 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული. ტურნირის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია „რეალ მადრიდი“, რომელმაც 13-ჯერ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია „ლივერპული“.

ურბან III

ურბან III (ლათ. Urbanus PP. III; ერისკაცობაში უბერტო კრიველი დ. 1120, მილანი — გ. 20 ოქტომბერი, 1187, ფერარა) — რომის პაპი 1185–1187 წლებში.

წარმოშობით იტალიელი. დაიბადა მილანის ცნობილი გვარის წარმომადგენელთა ოჯახში. მიიღო საღვთისმეტყველო განათლება ბოლონიაში. პაპად აირჩიეს 25 ნოემბერს, ხოლო კორონაცია გაიმართა 1 დეკემბერს. შტაუფენების შეურიგებელი მტერი. მისი პონტიფიკატი აღინიშნება იმპერატორ ფრიდრიხ I ბარბაროსას წინააღმდეგ შეუპოვარი, მაგრამ უშედეგო ბრძოლით. სალაჰ-ად-დინის მიერ იერუსალიმის აღებამ დააჩქარა მისი სიკვდილი.

ფაბიო კაპელო

ფაბიო კაპელო (იტალ. Fabio Capello; დ. 18 ივნისი 1946, სან-კანციან-დისონცო, ფრიული-ვენეცია-ჯულია, იტალია) — იტალიელი საფეხბურთო მწვრთნელი. სახელი გაითქვა როგორც „მილანის“ მწვრთნელმა, როდესაც რამდენიმეჯერ მოიგო სკუდეტო და 1994 წელს მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა. მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად.

ჯენარო გატუზო

ჯენარო „რინო“ გატუზო (იტალ. Gennaro Gattuso; დ. 9 იანვარი 1978) — იტალიელი ვეტერანი ფეხბურთელი, მსოფლიო ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, სერია ა-ს ჩემპიონი. გამოირჩეოდა მებრძოლი ხასიათითა და არაორდინარული ქცევით. კარიერის განმავლობაში თამაშობდა შოტლანდიურ „რეინჯერსში“, სადაც მეტსახელად „მამაცი გული“ შერქვეს.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.