მთლიანი შიდა პროდუქტი

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) (ინგლ. Gross Domestic Product - GDP), ასევე ერთობლივი შიდა პროდუქტი (ეშპ) — ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საზღვრებში წარმოებული მთლიანი საბოლოო პროდუქციისა და მომსახურების საერთო ღირებულება. მშპ ეროვნული შემოსავლებისა და წარმოების ზომის გამოთვლის ერთ-ერთი მეთოდია. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ქვეყნის ცხოვრების სტანდარტის ერთ-ერთი ინდიკატორი, თუმცა ამ მეთოდს გარკვეული ნაკლოვანებებიც აქვს. ეკონომიკურ ფორმულებში მშპ-ს ხშირად აღნიშნავენ ლათინური Y-ით.

GDP per capita (nominal) 2015
ქვეყნები 2015 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს წილის მიხედვით.[1]
  > $64 000
  $32 000 – 64 000
  $16 000 – 32 000
  $8 000 – 16 000
  $4 000 – 8 000
  $2 000 – 4 000
  $1 000 – 2 000
  $500 – 1 000
  < $500
  უცნობი
Gdp nominal and ppp 2005 world map single colour
ქვეყნები მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით (ზევით) და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით (ქვევით)
GDP PPP Per Capita IMF 2008
ქვეყნების სია ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს წილის მიხედვით

განსაზღვრება

მშპ ყველა იმ საბოლოო საქონლისა და მომსახურების საბაზრო ღირებულებაა, რომელიც იწარმოება ქვეყნის შიგნით დროის მოცემულ პერიოდში.

ზომის ერთეული

მშპ შეიძლება გამოიხატოს ეროვნული ვალუტით და, თუ საჭიროა გადაანგარიშდება გაცვლითი კურსის მიხედვით უცხოურ ვალუტაში, და შეიძლება წარმოდგენილი იყოს მსყიდველობითი უნარით (PPP) (უფრო ზუსტი საერთაშორისო შედარებებისათვის).

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. Based on the IMF data. If no data was available for a country from IMF, I used World Bank data.
ადამიანის განვითარების ინდექსი

ადამიანის განვითარების ინდექსი (ინგლ. Human Development Index - (HDI)) — მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის წარმოადგენს ინდიკატორს მისი განვითარებისა და ის აერთიენებს ამ განვითარების ისეთ საზომებს, როგორიცაა: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა; განათლების დონე და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. ადამიანის განვითარების ინდექსი გაეროს მიერ აღიარებულია ადამიანური განვითარების განსაზღვრის სტანდარტულ საშუალებად.

ადამიანის განვითარების ინდექსის მთავარი დანიშნულებაა განსაზღვროს ქვეყნის ადამიანური განვითარების დონე, რომელიც ასევე იმ ჯგუფს განსაზღვრავს, რომელსაც ეს ქვეყანა განეკუთვნება- განვითარებულ, განვითარებად თუ დაბალგანვითარებულ ქვეყანათა ჯგუფს. ზოგადად, „ჰუმანური განვითარება“ — ესაა კონცეფცია, „გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის“ (UNDP) მიხედვით, ეხება ადამიანთა შესაძლებლობების ზრდის პროცესს, შემოსავლების ზრდას, დასაქმებას, განათლების მიღებისთვის უკეთესი პირობების შექმნას, ჯანდაცვას და ა. შ.

საინტერესოა, რომ ეს ინდექსი 1980 წელს შეიმუშავეს პაკისტანელმა ეკონომისტმა — მაჰბუბ ელ ჰაქმა და სერ რიჩარდ ჯოლიმ. მას შემდეგ, „გაეროს განვითარების პროგრამა“ თავის ყოველწლიურ `ადამიანური განვითარების ანგარიშში" იყენებს ამ ინდექსს.

ადამიანის განვითარების ინდექსი ადგენს კრიტერიუმებს და გვიჩვენებს ამ კრიტერიუმების მიხედვით თუ რა საფეხურზეა ესა თუ ის ქვეყანა. ეს ყველაფერი გამოსახულია მაჩვენებლით 0-დან 1-მდე.

ბაიის შტატის სამხრეთ-ცენტრალური მეზორეგიონი

ბაიის შტატის სამხრეთ-ცენტრალური ნაწილი (პორტ. Mesorregião do Centro-Sul Baiano) — ადმინისტრაციულ-სტატისტიკური მეზორეგიონი ბრაზილიაში, შედის ბაიის შტატში. მოსახლეობა შეადგენს 2592 ადამიანს, 2005 წლის მონაცემებით. იკავებს 128 472,722 კმ²-ს. მოსახლეობის სიმჭიდროვეა — 20,2 ადამ./კმ².

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება ლიბერალიზმის, საბაზრო ეკონომიკისა და დაბალი გადასახადების პრინციპებს. ის ითვლება წინაპრად ე.წ. ანგლოსაქსური კაპიტალიზმისა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის 1%-ს შეადგენს, გაერთიანებული სამეფო მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ვაჭრობის მხრივ, ხოლო მისი მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიოში სიდიდით მეექვსე, ხოლო ევროპაში მესამეა გერმანიისა და საფრანგეთის შემდეგ.გაერთიანებული სამეფო არის ევროპის კავშირისა და დიდი რვიანის წევრი. ინფლაციის, ფასების დონისა და უმუშევრობის დონეების მიხედვით გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა მიიჩნევა ყველაზე ძლიერად ევროპაში.

დანიის ეკონომიკა

დანიას აქვს მრავალმხრივი ეკონომიკა, თუმცა დანიის ეკონომიკა თითქმის მთლიანად დაფუძნებულია ადამიანურ რესურსებზე. დანიის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ფასდება როგორც $333,238 მილიონი, 32-ე ადგილი მსოფლიოში (2011 წლის მონაცემებით). ევროკავშირში დანია გამოდის ლიბერალურ ვაჭრობის პოლიტიკით.

დანია აწარმოებს საწვავის და ბუნებრივი გაზის მოპოვებას, ენერგიას აწარმებს საქარე და ბიოენერგეტიკით, სხვა საექსპორტო პროდუქტებია - მანქანათმშენებლობის პროდუქცია, მოწყობილობები, საკვები პროდუქტები და სხვა. აშშ დანიის მთავარი არაევროპული სავაჭრო პარტნიორია. თვითმფრინავები, მანქანები, კომპიუტერები და ინსტრუმენტები შედის აშშ-ის ძირითად საექსპორტო პროდუქციაში დანიაში.

ეკონომეტრიკა

ეკონომეტრიკა (ინგლ. Econometrics) — ეკონომიკის სფერო, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური თეორიების ემპირიულ ანალიზს მათემატიკური სტატისტიკისა და მასზე დაყრდნობილ დასკვნათა მეთოდების გამოყენებით.

ეკონომეტრიკა მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის ეკონომიკური კანონებისა და მათი ურთიერთქმედების ემპირიულ ანალიზს, აყალიბებს ეკონომიკურ მოდელებს, საფუძვლად იყენებს ეკონომიკურ თეორიას და იძლევა მოდელის პარამეტრების შეფასებას, პროგნოზს და რეკომენდაციებს ეკონომიკური პოლიტიკის ნორმატივების შესახებ. ეკონომეტრიკა ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების რაოდენობრივი ანალიზია.

ეკონომეტრიკამ ფართო გამოყენება ჰპოვა ისეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მახასიათებლების პროგნოზირების კუთხით, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთი, ინფლაციის დონე და მთლიანი შიდა პროდუქტი. ეკონომეტრიკისადმი მზარდი ინტერესია სხვა მეცნიერებებშიც, რაც ძირითადად გამოიხატება ეკონომიკური ტიპის ინდიკატორთა კავშირის შესწავლით სხვადასხვა სოციალურ თუ პოლიტიკურ ასპექტთან. ამ მხრივ, აღსანიშნავია ნაშრომთა უზარმაზარი სერია განათლების სფეროში, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი იკვლევს თუ რა გავლენა აქვს აკადემიური განათლების ყოველ შემდგომ წელიწადს ინდივიდის სამომავლო შემოსავალზე. კარგ მაგალითს წარმოადგენს ასევე ეკონომეტრიკის ვიწრო მიმართულება, რომელიც დაკავებულია პოლიტიკური კამპანიის დანახარჯების ზეგავლენის შესწავლით არჩევნების საბოლოო შედეგზე.

ეკონომიკური განვითარება

ეკონომიკური განვითარება — ეკონომიკის სრულყოფა, მისი ახალ თვისებრიობაში გადასვლა. ეკონომიკის, სამრეწველო ძალების, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ცხოვრების დონისა და ცხოვრების ხარისხობრივი და კაპიტალის ხარისხობრივი და სტრუქტურული დადებითი ცვლილებების გაფართოება.

ცნება ეკონომიკური განვითარება პრაქტიკაში ხშირად გაიგივებულია ცნებასთან „ეკონომიკური ზრდა“, რაც ნიშნავს ეკონომიკური მასშტაბების რაოდენობრივ გადიდებას. ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის სიღრმისეული კავშირი არსებობს. ეკონომიური ზრდა განვითარების ერთ-ერთი არსებითი ფაქტორია, ხოლო, თავის მხრივ, ეკონომიკური განვითარება ქმნის ეკონომიკის რაოდენობრივი ზრდის განუსაზღვრელ პირობებს. თუმცა ეკონომიკური ზრდა შესაძლებელია ეკონომიკური განვითარების გარეშეც, მაგ., მაშინ, როდესაც წარმოების ფაქტორები ექსტენსიურად იზრდება. ეკონომიკური განვითარების არსებობაც შესაძლებელია ეკონომიკური ზრდის გარეშე, მ. შ. ეკონომიკური დაქვეითების პირობებშიც. ეკონომიკური განვითარება ნებისმიერი ეკონომიკური წყობისა და ნებისმიერი განვითარების დონის მქონე ქვეყნების თანმხლები მოვლენაა. მნიშვნელოვნად განსხვავებულია მხოლოდ მისი მიზნები და ამოცანები. ეკონომიკურ განვითარებას, საბოლოო ანგარიშით, უნდა მოჰყვეს საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლება, რაც გამოიხატება არა მხოლოდ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ზრდით, არამედ მოსახლეობის ფენებს შორის შემოსავლების თანდათან გათანაბრებით.

ეკონომიკური განვითარების რაოდენობრივი გაზომვის მიზნით ერთმანეთისაგან განასხვავებენ ეკნომიკური განვითარების ეკონომიკურ (მთლიანი შიდა პროდუქტი, სიღარიბის დონე, ჯინის კოეფიციენტი და სხვ.), სოციალურ (ადამიანის განვითარების ინდექსი, საშუალო და უმაღლესი განათლების დონის ხარისხი, დასაქმების დონე, გაზეთების რაოდენობა, ელექტროენერგიისა და სხვათა მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, შობადობის საერთო კოეფიციენტი, დემოკრატიული ინსტიტუტების სიმყარე და სხვ.) და თვისებრივი ცვლილებების (საკუთრების ფორმების ცვლილება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, საწარმოთა რესტრუქტურიზაცია, საწარმოთა პრივატიზება, საწარმოთა რეკონსტრუქცია-გადაიარაღება, ინსტიტუციური ცვლილებები, ინოვაციებზე გაწეული ინვესტიციების ხვედრითი წილი ინვესტიციების საერთო რაოდენობაში, მეცნიერულ განვითარებაზე გაწეული დანახარჯების ხვედრითი წილი მთლიან ეროვნულ პროდუქტში, განათლების დონე და სხვ.) გამომხატველ მაჩვენებლებს.

ეკონომიკური გეოგრაფია

ეკონომიკური გეოგრაფია — საზოგადოებრივი გეოგრაფიის დარგი, რომელიც შეისწავლის ეკონომიკური საქმიანობის განაწილებას და სივრცულ ორგანიზაციას. ერთი გაგებით, იგი შეისწავლის საზოგადოებრივ (სოციალურ-ეკონომიკურ) პროცესთა გეიგრაფიულ თავისებურებებსა და კანონზომიერებებს, ხოლო მეორე, უფრო თანამედროვე გაგებით, ეკონომიკური გეოგრაფია მხოლოდ ეკონომიკის დარგების გეოგრაფიაა და შეისწავლის წარმოების განლაგების თავისებურებებსა და კანონზომიერებებს. ის საკმაოდ ფართო დისციპლინაა და მისი შესწავლისას ეკონომ-გეოგრაფები სხვადასხვა განსხვავებულ მეთოდოლოგიას იყენებენ.

ეკონომიკური გეოგრაფიის შემადგენელი ნაწილებია:

სოფლის მეურნეობის გეოგრაფია

მრეწველობის გეოგრაფია

საერთაშორისო ვაჭრობის გეოგრაფია

ბუნებრივი რესურსების გეოგრაფია

ტრანსპორტისა და კომუნიკაციების გეოგრაფია

და ა.შ.

ესტონეთის ეკონომიკა

ესტონეთის ეკონომიკა 113-ე ადგილზეა მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით (2010 წლის მონაცემებით) ვალუტა — ევრო, მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენს 18 800 მილიონ ამერიკულ დოლარს, ძირითადი დარგებია მომპოვებლობა, ტეკსტილი, მანქანათმშენებლობა, ხის გადამუშავება, ქიმია, სოფლის მეურნეობა. ექსპორტის პარტნიორებია: ფინეთი 16,3 %,

შვედეთი 17 %,

ლატვია 8,6 %,

რუსეთი 11,9 %,

გერმანია 4,9 %,

ლიტვა 4,9 % (2011).

ლიტვის ეკონომიკა

ლიტვის ეკონომიკა მუდმივ ცვლილებებს განიცდიდა ლიტვის სახელმწიფოს განვითარების კვლადაკვალ. უკანასკნელი დიდი გარდატეხები ლიტვის ეკონომიკაში გამოიწვია საბჭოთა კავშირის დაშლამ 1991 წელს, რასაც ქვეყანაში ფინანსური და ეკონომიკური არასტაბილურობა მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით 1990-იანი წლების ბოლოდან ლიტვის ეკონომიკა აღმავლობას განიცდის და სტრუქტურულად ევროპის კავშირის ეკონომიკასთან ხდება ინტეგრირებული.

ლუქსემბურგის ეკონომიკა

ლუქსემბურგის ეკონომიკა — დამოკიდებულია საბანკო, ფოლადისა და ინდუსტრიულ სექტორზე. ლუქსემბურგს აქვს მეორე ყველაზე მაღალი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში (2007 წელი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო), კატარის შემდეგ. ლუქსემბრუგის მოსახლეობა აღიქმება დივერსიფიცირებულ განვითარებულ ერად, კატარის საპირისპიროდ, რომლის ძირითად შემოსავლის წყაროსაც წარმოადგენს ნავთობი.

ამასთანავე, ლუქსემბურგი ტურისტულ ლიტერატურაში მოიხსენიება „ევროპის მწვანე გულად“, მისი პასტორალური მიწა თანაარსებობს მაღალ ინდუსტრიულ და ექსპორტზე ორიენტირებულ ტერიტორიაზე. ლუქსემბურგის ეკონომიკა არის ძალიან მსგავის გერმანიისა. ლუქსემბურგს აქვს ძალიან იშვიათი კეთილდღეობის ხარისხი განვითარებულ დემოკრატიებს შორის.

2009 წელს, ბიუჯეტის დეფეიციტი იყო 5%, რაც გამოწვეული იყო მთავრობის გადაწყვეტილებით მოეხდინა ეკონომიკის სტიმულირება, განსაკუთრებით საბანკო სექტორის, როგორც შედეგის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა. 2010 წლისთვის ეს მაჩვენებელი შემცირდა 1.4%-მდე.

მთლიანი ეროვნული პროდუქტი

მთლიანი ეროვნული პროდუქტი (მეპ) (ინგლ. Gross National Product, GNP) — ქვეყნის რეზიდენტების მიერ მიწოდებული შრომითა და ქონებით ერთ წელიწადში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების საბაზრო ღირებულება. მთლიანი შიდა პროდუქტისგან განსხვავებით, რომელიც განსაზღვრავს წარმოებას გეოგრაფიული მდებარეობით, მთლიანი ეროვნული პროდუქტი ითვალისწინებს წარმოებას საკუთრების მიხედვით.

მთლიანი ეროვნული პროდუქტი არ განასხვავებს ხარისხობრივ გაუმჯობესებას ტექნიკურ ხელოვნებაში (მაგალითად, კომპიუტერის მწარმოებლურობის, ინფორმაციის დამუშავების სიჩქარის გაზრდა) მის რაოდენობრივი ზრდისგან (მაგალითად, წარმოებული კომპიუტერების რაოდენობა). ორივე მათგანს განიხილავს „ეკონომიკური ზრდის“ ფორმებად.

მინას-ჟერაისის შტატის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთი მეზორეგიონი

მინას-ჟერაისის შტატის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთი მეზორეგიონი (პორტ. Mesorregião do Sul e Sudoeste de Minas) — ადმინისტრაციულ -სტატისტიკური მეზორეგიონი ბრაზილიაში, შედის მინას-ჟერაისის შტატში. მოსახლეობა შეადგენს 2 438 611 ადამიანს (2010 წელი). ფართობი — 49 576,148 კმ². მოსახლეობის სიმჭიდროვე — 49,19 ად./კმ².

მსყიდველობითი უნარის პარიტეტი

მსყიდველობითი უნარის პარიტეტი (ინგლ. purchasing power parity (ppp)) არის თეორია, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ვალუტის ერთი ერთეულით უნდა შეგვეძლოს საქონლის ერთი და იმავე რაოდენობის შეძენა ყველა ქვეყანაში. ეს თეორია იყენებს ორი ნებისმიერი ვალუტის გრძელვადიანი წონასწორობის გადაცვლის კურსს მათი მსყიდველობითი უნარის გასათანაბრებლად. თეორია განავითარა გუსტავ კასელმა 1920 წელს, და ის ემყარება ერთიანი ფასის კანონის პრინციპს. ამ იდეის თანახმად ეფექტიანი ბაზრის პირობებში საქონელი ყველგან ერთ ფასად უნდა იყიდებოდეს.

ნიდერლანდების ეკონომიკა

ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგებით ნიდერლანდები 157 ქვეყანას შორის მე-13 ადგილზე დგას. ქვეყნის ეკონომიკა 16 ადგილზეა მსოფლიოში. 1998 წლიდან 2000 წლამდე ქვეყნის წლიური მთლიანი შიდა პროდუქტი პროდუქტის ზრდა შეადგენდა 4%-ს, თუმცა მოგვიანებით ტემპი შენელდა. უმუშევრობის დონე ნიდერლანდებში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია — 6,1% (2012). ძირითადი დარგებია: მანქანათმშენებლობა, ნავთობქიმია, ავიამშენებლობა, შავი მეტალურგია, ტეკსტილის წარმოება, ავეჯის წარმოება, ლუდის წარმოება, ტანსაცმლის წარმოება და სხვა.

ოთხი აზიური ვეფხვი

ოთხი აზიური ვეფხვი ან აზიური დრაკონები — ტერმინი, რომელიც გამოიყენება სამხრეთ კორეის, სინგაპურის, ჰონგ-კონგის და ტაივანის მაღალგანვითარებული ეკონომიკის აღსანიშნავად. ისინი გამორჩეულნი არიან განსაკუთრებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით (წელიწადში 7%-ზე მეტი) და სწრაფი ინდუსტრიალიზაციით 1960 - 1990 წლებში.

XXI საუკუნეში მათ უკვე შექმნეს განვითარებული და მაღალი შემოსავლების მქონე ეკონომიკა, რომლებიც სპეციალიზდებიან სხვადასხვა კონკურენტულ სფეროში. მაგალითად: ჰონგ-კონგი და სინგაპური გახდნენ მსოფლიოს წამყვანი სავაჭრო ცენტრები, ხოლო სამხრეთ კორეა და ტაივანი დაწინაურდნენ საინფორმაციო ტექნოლოგიების წარმოებაში. მათი ეკონომიკური წარმატება გახდა მრავალი განვითარებადი ქვეყნების მისაბაძი მოდელი. მათი ერთ-ერთი წარმატების მიზეზი იყო ინდუსტრიული პოლიტიკა, რომელიც მხარს უჭერდა ექსპორტს განვითარებულ ქვეყნებში. ისინი ასევე გამოირჩევიან ბიზნესის კეთების სიმარტივით. მათი სხვა საერთო ნიშნებია: სახელმწიფოს მიერ დიდი ინვესტიციები განათლებაში, ნაკლებად დემოკრატიული და შედარებით ავტორიტარული პოლიტიკური სისტემა.

სეიშელის კუნძულების ეკონომიკა

სეიშელის კუნძულების ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. არის ქოქოსის პალმის, თამბაქოს, სანელებლების, ეთერზეთოვანი მცენარეების პლანტაციები. მისდევენ მესაქონლეობასა და თევზჭერას. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული.

არის ლუდის, უალკოჰოლო სასმელების, ავეჯის საწარმოები, ამზადებენ ნავებს. ექსპორტმა 2008 წელს შეადგინა 495 მილიონი სეიშელის რუპია. იმპორტმა კი — 658 მილიონი. გააქვთ კოპრი, გაყინული თევზი, დარიჩინი, ვანილი და სხვა. შეაქვთ სურსათი, ნავთობპროდუქტები და სხვა. მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან: პაკისტანი, ინდოეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, გერმანია, იაპონია.

2000 წელს ქვეყანაში იმოგზაურა 130 046 უცხოელმა ტურისტმა, მათ შორის — 80,1 % ევროპიდან იყო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ — 1976 წელს, ერთ სულ მოსახლეზე ექსპორტი დაახლოებით შვიდჯერ გაიზარდა.

მიმდინარეობს ტურიზმის სექტორის ზრდა, სადაც დასაქმებულია 30 % მუშახელი. ხოლო სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია 3 % მუშახელი. მიუხედავად ტურიზმის სწრაფი ტემპით ზრდისა, სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში მაინც იგრძნობა განვითარება.

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მაღალია, ვიდრე დანარჩენ მიმდებარე ქვეყნებში. სეიშელის ეკონომიკა აისახება ტურისტთა მომსახურებასა და თევზჭერაზე.

ქოქოსი, დარიჩინი, ბანანი, ბატატი და ვანილი იწარმოება ექსპორტისათვის. მოშინაურებულია შინაური ფრინველი. 1972 წელს გაიხსნა სეიშელის საერთაშორისო აეროპორტი. სეიშელის კუნძულების საკანონმდებლო სისტემა იმართება ინგლისურად. ექვემდებარება საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო სამართალს. ძირითადი კორპორაციული საკანონმდებლო აქტი არის საერთაშორისო კომერციული კომპანიებისა: კერძო ფონდები; სადაზღვევო კომპანიები; საინვესტიციო ფონდები.

ქვეყნების სია ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით

ადამიანის განვითარების ინდექსი (ინგლ. Human Development Index - (HDI)) — მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის წარმოადგენს ინდიკატორს მისი განვითარებისა და ის აერთიენებს ამ განვითარების ისეთ საზომებს, როგორიცაა: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა; განათლების დონე და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. ადამიანის განვითარების ინდექსი გაეროს მიერ აღიარებულია ადამიანური განვითარების განსაზღვრის სტანდარტულ საშუალებად.ქვეყნების სია ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით გამოქვეყნდა 2011 წლის 2 ნოემბერს. სიაში შედის გაეროს წევრი 185 (193-დან) ქვეყანა.

არასაკმარისი მონაცემების გამო შეყვანილი არაა 8 ქვეყანა.

მათი განვითარების ინდექსის მიხედვით ქვეყნები იყოფიან 4 კატეგორიად:

უმაღლესი

მაღალი

საშუალო

დაბალი

ყაზახეთის ეკონომიკა

ყაზახეთი ინდუსტრიული ქვეყანაა. 2000-იან წლების შემდეგ ყაზახეთი გახდა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფ მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ყაზახეთის ეკონომიკის ზრდის მთავარი წყაროა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება. 2010 წლიდან რესპუბლიკა ითვლება ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოების აქტიურ წევრად. ქვეყნის ვალუტაა ტენგე, მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენს 180.147-ს (2011).

ჩეხეთის ეკონომიკა

ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებს შორის, ჩეხეთი ინდუსტრიულად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია. მთლიანი შიდა პროდუქტი სულზე უდრის 26 800 აშშ დოლარს.

ძირითადი დარგებია: მანქანათმშენებლობა, თუჯის და ფოლადის წარმოება, ლითონის გადამუშავება, ქიმიური პროდუქცია, ელექტრონიკა, სატრანსპორტო ნაწილები, ტექსტილი, შუშა, ლუდი, ფოსფორი, კერამიკა და სამედიცინო პრეპარატები. ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტია: შაქრის ჭარხალი, კარტოფილი, ხორბალი და სხვა. მოსახლეობის უმუშევრობის დონე არის 6% (2007), ინფლაცია — 2,2% (2009).

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.