მეწყერი

მეწყერიმიწის მასების ან ქანების ფენის მოწყვეტა და გადაადგილება მთის კალთაზე ან ფერდობზე სიმძიმის ძალის გავლენით. მეწყერი უფრო ხშირად იქ წარმოიქმნება, სადაც წყალშემკავებელი (თიხოვანი) და წყლიანი (მაგ., ქვიშა-ხრეშიანი) ქანები ერთმანეთს ენაცვლება და შრეთა დაქანება კალთის დაქანების თანხვედრილია. მეწყერის მიზეზია ქანების წონასწორობის დარღვევა, რასაც იწვევს ფერდობის ძირის გამორეცხვა, გამოფიტვის ან გადამეტტენიანების გამო ქანების სიმტკიცის შესუსტება, სეისმური ბიძგები, ადამიანის სამეურნეო საქმიანობა ადგილის გეოლოგიური პირობების გაუთვალისწინებლად და სხვ. მეწყერი დიდ ზიანს აყენებს სახალხო მეურნეობას. მასთან ბრძოლის ეფექტიანი საშუალებაა მთის კალთების გატყიანება, საინჟინრო ნაგებობებით გამაგრება, დრონაჟი და სხვა.

Ferguson-slide
მეწყერი კალიფორნიაში, 2008 წელს

ლიტერატურა

ბატეთის ტბა

ბატეთის ტბა — მეწყრული წარმოშობის ტბა საქართველოში, ქარელის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბატეთისწყლის ხეობაში (მდინარე ძამის აუზი). ზღვის დონიდან 1313 მ. ზედაპირის ფართობი 0,02 კმ², აუზის ფართობი 5 კმ², უდიდესი სიღრმე 12 მ. მეწყერი რომელმაც ტბა წარმოშვა, სამხრეთიდანაა ჩამოწოლილი. ვრცელი ნაპირი არ გააჩნია. გარშემორტყმულია წიწვნარ-წიფლნარი ტყით შემოსილი ფერდობებით. წყალი გამჭვირვალეა და მტკნარი. ტბიდან გამოდის ნაკადული. ტბის სამხრეთ ნაპირი დაჭაობებულია. დეკემბრიდან მარტამდე ყინულითაა დაფარული. ტბაში ბინადრობს საქართველოს წითელ წიგნში შესული მცირეაზიური ტრიტონი. წითელი წიგნის მონაცემებით ტბაში კალმახიც გვხვდება.

გეომორფოლოგია

გეომორფოლოგია (ბერძ. γῆ — დედამიწა; μορφή — ფორმა; λόγος — მოძღვრება) — მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის დედამიწის ზედაპირის რელიეფს. გეომორფოლოგია თავისი შინაარსით გეოგრაფია-გეოლოგიის მიჯნაზე იმყოფება, სხვაგვარად, გეოლოგიისა და გეოგრაფიის დამაკავშირებელი დარგია. შეისწავლის რელიეფის იერს, წარმოშობას, ისტორიულ განვითარებასა და დინამიკას. გეომორფოლოგიის კვლევის ძირითადი საგანია რელიეფის ისტორიული განვითარების ჩვენება. ენდოგენური და ეგზოგენური პროცესების შედეგად რელიეფი განიცდის მუდმივ ცვლილებას. ენდოგენური პროცესები გამოწვეულია დედამიწის შიდა ძალებით (მთათაწარმოშობით, დედამიწის ქერქის მოძრაობით, ვულკანიზმით, მიწისძვრით), ხოლო ეგზოგენური — მზის ენერგიის წყაროებით (გამოფიტვით, მყინვართა მოძრაობით, ზღვის, ტბის და სხვა მოქმედებით).გეომორფოლოგია რადგან იყენებს კვლევის ფართო მეთოდებს — იგი ამრიგად აღწევს სხვა მეცნიერებებში. გეომორფოლოგია დაკავშირებულია ბუნებისმეტყველების სხვა დარგებთან — მეოთხეულ გეოლოგიასთან, ტექტონიკასთან, ლითოლოგიასთან, პეტროლოგიასთან, საინჟინრო გეოლოგიასთან, ჰიდროგეოლოგიასთან, კლიმატოლოგიასთან, ჰიდროლოგიასთან, ოკეანოლოგიასთან, ნიადაგთმცოდნეობასთან, გეობოტანიკასთან და სხვა. გეომორფოლოგიის შესწავლის ობიექტია საკუთრივ რელიეფი, ე.ი. დედამიწის ზედაპირის უსწორმასწორობათა კომპლექსი. დედამიწის მყარი გარსი — დედამიწის ქერქი, რომელიც იზოსტაზიურ მდგომარეობაშია, თავის ზედა ნაწილში სწორედ ამ უსწორმასწორობანს წარმოქმნის. მასზე ზემოქმედებას ახდენენ დედამიწის სხვა გარსები — ატმოსფერო და ჰიდროსფერო. დედამიწის ქერქის ვერტიკალური და ჰორიზონტული მიმართულება არაერთგვაროვანია, რაც გამოწვეულია მისი აგებულების სხვადასხვაობით კონტინენტებზე და ოკეანეების ქვეშ. იგი შედგება მაგმური, დანალექი და მეტამორფული ქანებისაგან, რომლებიც სხვადასხვანაირად რეაგირებენ გარეგან და შინაგან პროცესებზე.ცნობილმა ბუნებისმეტყველმა ვლადიმერ ვერნადსკიმ (1863-1945) შექმნა მოძღვრება ბიოსფეროს შესახებ. ამ ტერმინით განისაზღვრება მთელი დედამიწის ორგანული სამყარო. ბიოსფერო ერთგვარად მსჭვალავს ატმოსფეროს ქვედა ნაწილს, ჰიდროსფეროს და ლითოსფეროს ზედა ნაწილს. მასში არსებული ცოცხალი ორგანიზმები ან განამარხებული ორგანული მატერიები აქტიურ მონაწილეობას იღებენ დედამიწის ზედაპირის რელიეფის ჩამოყალიბებაში. ბიოსფეროში მიმდინარე პროცესების შედეგად ხმელეთზე იქმნება სპეციფიკური ბიოგენური რელიეფის ფორმები და გეოლოგიური სხეულები.საკუთრივ დედამიწის რელიეფი, რომელიც წარმოადგენს ხმელეთის ზედაპირის თითქმის ჰორიზონტულ, ან მნიშვნელოვნად დახრილი ფორმების ერთობლიობას, მონაწილეობას იღებს გეომორფოლოგიური პროცესების მსვლელობაზეც. ასე მაგალითად, მთებში და ვაკე-დაბლობებზე არსებული გენეზისით მსგავსი პროცესები სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს. რელიეფის ჰიფსომეტრია აგრეთვე გავლენას ახდენს რელიეფწარმოქმნაზე. გეომორფოლოგიური კვლევის დროს ფართოდ გამოიყენება გეოლოგიური, გლაციოლოგიური, გეოკრიოლოგიური, ჰიდროდინამიკური და სხვა მეთოდები.გეომორფოლოგიას როგორც დამოუკიდებელ მეცნიერების დისციპლინას საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ჩამოყალიბდა ფერდინანდ ფონ რიხტჰოფენის აზიის ბუნებრივი უბნების რელიეფის დახასიათებისა და კლასიფიკაციის ცდა. ამ დარგის პირველ ეტაპზე დიდი წვლილი შეიტანეს აგრეთვე ალბრეხტ პენკმა (1858-1945), ვალტერ პენკმა (1888-1923) და უილიამ მორის დეივისმა (1850-1934).გეომორფოლოგია შეისწავლის დედამიწის ზედაპირის რელიეფის აგებულებას, წარმოშობას, განვითარებასა და დინამიკას. შესწავლის მიზანია — რელიეფის განვითარების კანონების გარკვევა და საზოგადოების პრაქტიკული მოღვაწეობის შედეგად გამოვლინებული კანონზომიერებების გამოყენება.

ზონდის სრუტის ცუნამი (2018)

ზონდის სრუტის ცუნამი — სტიქიური უბედურება, ცუნამი, რომელიც თავს დაატყდა ზონდის სრუტის სანაპიროზე მდებარე ბანტენისა და ლიმპუნგის პროვინციებს (ინდონეზია) 2018 წლის 22 დეკემბერს. გამომწვევი მიზეზი გახდა ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევა, რამაც გამოიწვია მიწისქვეშა მეწყერი და საბოლოოდ მასიური ტალღის წარმოქმნა. სულ მცირე 429 ადამიანი დაიღუპა, 1459 დაშავდა, ხოლო 150 დაკარგულად ითვლება. 23 დეკემბერს აღმოჩნდა, რომ იმ კუნძულის დიდი ნაწილი, სადაც ვულკანი მდებარეობს, ზღვაში ჩაიშალა.

კილიმანჯარო

კილიმანჯარო — ვულკანური წარმოშობის მთა ჩრდილო-აღმოსავლეთ ტანზანიაში, მოიცავს აფრიკის უმაღლეს პიკს (უჰურუს/კიბოს პიკი, 5895 მ). ეს არის უზარმაზარი სტრატოვულკანი, ამჟამად არააქტიური, გაზის ამომშვები კრატერებით, რომლის მთავარი ამოსასვლელი მდებარეობს მწვერვალ კიბოზე (ასევე უჰურუ).

კოდრი

კოდრი — მაღლობი მოლდოვის ცენტრალურ ნაწილში, მდინარეების რეუტისა და პრუტის შუამდინარეთში. სიმაღლე 430 მ (მთა ბალანეშტი, მოლდოვის უმაღლესი წერტილი). გადაჭიმულია დაახლოებით 100 კმ-ზე. აგებულია მიოცენური ასაკის ზღვიური და კონტინენტური დანალექებით — თიხებით, მერგელებით, კირქვებით, ქვიშებით, ქვიშაქვებითა და მეოთხეული ლიასით. დამახასიათებელია ეროზიული რელიეფი, ზედაპირი ღრმად არის დანაწევრებული მდინარეებით, ღელეებითა და ხევებით. განვითარებულია მეწყერი, ადგილ-ადგილ — კარსტი. მაღლობი დაფარულია ტყით, სადაც ჭარბობს მუხა, წიფელი, რცხილა და სხვა. სულ 1000 მ-მდე სახეობის მცენარე გვხვდება. კოდრის მთისძირშია მდელო და ვენახი.

კუიბიშევის წყალსაცავი

კუიბიშევის წყალსაცავი (რუს. Куйбышевское водохранилище; თათრ. Kuybışev) — წყალსაცავი რუსეთში, მდინარე ვოლგაზე. მოქცეულია ჩუვაშეთის, მარი-ელის, თათრეთის, ულიანოვსკისა და სამარის ტერიტორიებზე. შექმნილია 1955-1957 წწ. წყალსაცავის სიგრძე 500 კმ-ია, მაქსიმალური სიგანე 40 კმ. წყლის სარკის ფართობი 6450 ათ. კმ². წყლის მოცულობა 58 კმ³, რომელთაგან 34 კმ³ სასარგებლოა. საშუალო სიღრმე 8 მ, მაქსიმალური სიღრმე 41 მ.

კუიბიშევის წყალსაცავი ახდენს ჩამონადენის სეზონურ რეგულირებას, წყალსაცავის დონე ცვალებადობს 6 მ ფარგლებში. უმთავრესად საზრდოობს თოვლის წყლით. იყინება ნოემბერ-დეკემბერში, ყინულძვრა აპრილშია, ზოგჯერ მაისის დასაწყიში. კუიბიშევის წყალსაცავი შეიქმნა ენერგეტიკული, წყლის ტრანსპორტის, ირიგაციისა და წყალმომარაგების მიზნით. გარდა ამისა წყალსაცავი გამოიყენება სათევზაოდ. ხშირია ნაპირების წარეცხვა და აბრაზია, გააქტიურდა მეწყერი.

მთისპირი

მთისპირი — სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მთისპირის თემის ცენტრი (მთისპირი, ვანისქედი, ოქროსქედი, უკანავა). მდებარეობს მდინარე ბახვისწყლის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 300 მ. ოზურგეთიდან 16 კმ-ზე. სოფელში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, საექიმო პუნქტი.

მიწისძვრა

მიწისძვრა — ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რხევა. მიწისძვრების უმრავლესობა სუსტია, ხშირად შეუმჩნეველია ადამიანებისათვის და არანაირ ზიანს არ იწვევს. ზოგი მათგანი კი იწვევს დიდ ნგრევას, რასაც ხანდახან თან ახლავს მსხვერპლი. მიწისძვრის სიძლიერე რიხტერის სკალით იზომება. მიწისძვრა ძირითადად, ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული. მიწისძვრის კერა დედამიწის წიაღის იმ უბანს წარმოადგენს, სადაც ქანებში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის განტვირთვა ხდება. მიწისძვრის სიძლიერე მაგნიტუდით(ტალღების საერთო ენერგიით)და ბალებით ფასდება. ბალის სიდიდე კერის სიღრმესა და მაგნიტუდაზეა დამოკიდებული. დედამიწაზე ორი ძირითადი სეისმური სარტყელია ცნობილი: ალპურ-ჰიმალაური და წყნაროკეანური. საქართველოს ტერიტორია, როგორც კავკასიის სეისმური რეგიონის განუყოფელი ნაწილი, ალპურ-ჰიმალაურ სეისმოაქტიურ სარტყელს მიეკუთვნება. ჩვენი ქვეყნის ტერიტორია მოსალოდნელი მიწისძვრების სიძლიერით და თამდევი უარყოფითი შედეგებით, ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია და 7-9 ბალიანი მიწისძვრების რისკის ზონაშია მოქცეული. მიწისძვრას ხშირად თან სდევს მის მიერ პროვოცირებული სხვა სიქიური მოვლენები: ცუნამი, მეწყერი, ზვავები, ღვარცოფი, ხანძარი და სხვა.

ნაპირი

ნაპირი — ვიწრო ზოლი, სადაც ვლინდება ხმელეთისა და წყალსატევის (ზღვა, ტბა, წყალსაცავი) ან ხმელეთისა და წყლის ნაკადის (მდინარე, დროებითი კალაპოტური ნაკადი) ურთიერთმოქმედება.

ზღვის ნაპირი წარმოიქმნება ძირითადად ზღვის აბრაზული მოქმედების, ნატანის გადაადგილებისა და აკუმულაციის შედეგად. განარჩევენ აბრაზიულ და აკუმულაციურ (ბარი, ცელა) ნაპირებს, რომელთა ჩამოყალიბება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ოკეანისა და ზღვის ნაპირის ზონაში ტალღების ენერგიის ხარჯვის ინტენსიურობაზე, რაც, თავის მხრივ, მჭიდროდაა დაკავშირებული ტალღების სიდიდესთან, წყალქვეშა კალთის დახრილობასა და ნატანის ბალანსთან. ზღვის ტრანსგრესიის შედეგად წარმოიქმნება ინგრესიული ნაპირები, რომელთა შორის განირჩევა მყინვარული (ფიორდული, შხერული), ეროზიული (რიასული, ლიმანური), ეოლური (არალის ტიპის ნაპირი), სტრუქტურულ-დენუდაციური (დალმაციური) ტიპის ნაპირები და სხვა.

აბრაზიისა და აკუმულაციის ზემოქმედების შედეგად ინგრესიული ნაპირების მოხაზულობა სწორდება: კონცხები ჩამოიჭრება, უბეები ივსება ნატანით. ზღვის ნაპირების წარმოქმნაში მონაწილეობს სხვა ფაქტორებიც — დიდი მდინარეების შესართავებში ყალიბდენა დელტური ნაპირი, ტროპიკული ზღვების სანაპიროებზე რიფების წარმომქმნელი ორგანიზმები ქმნიან მარჯნის ნაპირებს (რიფები), პოლარული ზღვების სანაპირო ზოლის მზრალ ქანებზე ზღვის წყლის თერმული ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნება თერმოაბრაზიული ნაპირები და სხვა. ზღვის ნაპირების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს აგრეთვე თანამედროვე ტექტონიკური მოძრაობები.

მდინარის ნაპირები ყალიბდება მდინარის ეროზიული და აკუმულაციური მოქმედებისა და გრავიტაციული პროცესების (მეწყერი, ჩამონაზვავი, ჩამონაშალი) შედეგად. ნაპირების წარეცხვისა და მოლექვის ხასიათს განსაზღვრავს კალაპოტის მორფოლოგიისა და დინამიკის თავისებურებები (მეანდრირება, დატოტვა, ჩქერების გადანაცვლება). განარჩევენ ჭალის (რომელიც პერიოდულად იტბორება) და მკვიდრ (რომელიც არ იტბორება) ნაპირებს.

პეჩერის ამაღლების მონასტერი

პეჩერის ამაღლების მონასტერი (რუს. Печерский Вознесенский монастырь) — მამათა მართლმადიდებლური ტაძარი ნიჟნი-ნოვგოროდში. ტაძარი დაარსებულია 1328-1330 წლებში წმინდა დიონისე სუზდალელის მიერ. ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.

რიო-კოკო

რიო კოკო, რომლის უწინდელი სახელი იყო რიო საგოვია, არის მდინარე სამხრეთ ჰონდურასსა და ჩრდილოეთ ნიკარაგუაში. მოსკიტო ინდიელებისთვის, რომლებიც სახლობენ მდინარის გასწვრივ, რიო კოკოს უწოდებენ უანკი ან უანკების მდინარეს. მდინარე სათავეს იღებს სან მარკოს დე კოლონის მთებში, ჰონდურასში და 750 კმ-ის სიგრძის კალაპოტის გავლის შემდეგ ჩაედინება კარიბის ზღვაში. მდინარის შუა და ქვემო წელი ემთხვევა ნიკარაგუისა და ჰინდურასის სახელმწიფო საზღვარს.

2007 წლის 7 სექტემბერს რიო კოკო 11 მტრით გადმოვიდა კალაპოტიდან. ორი დღის შემდეგ ქარიშხალმა ფელიქის გამო მდინარის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა.

საირმის მეწყერი

საირმის მეწყერი — სოფ. ჭრებალოსა და ალპანას შორის მდ. რიონის მარჯ. მხარეს ზ.დ. -დან 800მ სიმაღლეზე მდებარე სოფ. საირმესთან ერთმანეთზე მიწყობილ რამდენიმე კლდოვან მასივს პირამიდის ფორმა მიუღია. გეოლოგები მათ ბლოკურ სტრუქტურულ მეწყერს უწოდებენ.

კლდეებს კოშკისებრი, რქისებური, სამკუთხედისებური ფორმები აქვს. მათი შეფარდებითი სიმაღლე რამდენიმე ათეული მეტრია.

საირმესთან რიონი ქმნის კანიონს, რომლის სიმაღლე 100მ-მდეა.

სენტ-ჰელენზი

სენტ-ჰელენზი (ინგლ. Mount Saint Helens; კაუიცის ხალხთა შორის ცნობილია როგორც ლავეტლატლა, ხოლო ლუვიტის სახელით ცნობილია კლიკიტატებს შორის) — აქტიური სტრატოვულკანი, აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში. მდებარეობს ქალაქ სიეტლიდან სამხრეთით, 154 კმ-ში, ხოლო ქალაქ პორტლენდიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 80 კმ-ში. სახელი ეწოდა ბრიტანელი დიპლომატის ბარონ სენტ-ჰელენზის პატივსაცემად, რომელიც იყო მოგზაურის ჯორჯ ვანკუვერის მეგობარი, რომელმაც XVIII საუკუნის ბოლოს აწარმოა ამ რაიონის კვლევა.

სწორედ, ვანკუვერის ინიციატივით ეწოდა ვულკანს ბრიტანელი დიპლომატის სახელი. სენტ-ჰელენზი მდებარეობს კასკადოვან ქედზე, რომელიც წარმოადგენს კასკადოვანი ვულკანური ჯაჭვის ნაწილს. ცნობილია ვულკანური ფერფლითა და პიროკლასტური ნაკადებით. ვულკანის სიმაღლეა 2550 მ, ხოლო შეფარდებითი სიმაღლე 1404 მ აღწევს.

ყველაზე სასიკვდილო და ეკონომიკურად გამანადგურებელი ვულკანური მოვლენა ამერიკის შეერთებულ შტატებში სწორედ ვულკან სენტ-ჰელენზის სახელთანაა დაკავშირებული. კატასტროფული ამოფრქვევა მოხდა 1980 წლის 18 მაისს, რომლის შედეგად დაიღუპა 57 ადამიანი, დაინგრა 250 სახლ-კარი, 47 ხიდი, რკინიგზის 24 კილომეტრიანი და გზატკეცილის 298 კილომეტრიანი მონაკვეთი.

გარდა ამისა, ათასობით ცხოველი დაიღუპა. გვერდითი აფეთქების შედეგად, დაახლოებით 500 კმ² ფართობზე ამოგლეჯილი იყო ხეები. რიხტერის 5.1 სკალით მომხდარ მიწისძვრას მოჰყვა ვულკანის ამოფრქვევა, რომლის შედეგად ვულკანის სიმაღლე 2950 მ-იდან დაეცა ამჟამინდელ 2550 მ ნიშნულამდე. მიწისძვრას თან ახლდა მასიური ნამტვრევებიანი მეწყერი, რომლის მოცულობამ 2,9 კმ³ შეადგინა.

1982 წლის 27 აგვისტოს, რონალდ რეიგანის ინიციატივით 1980 წელს მომხდარ ამოფრქვევასთან დაკავშირებით ვულკანის გარშემო შეიქმნა სენტ-ჰელენზის ეროვნული ვულკანური მონუმენტი, რომლის ფართობია 445 კმ².

ისევე როგორც კასკადოვანი მთების სხვა ვულკანები სენტ-ჰელენზიც დიდი ვულკანური კონუსია, რომელიც აგებულია ლავური ქანებით, პემზითა და სხვა. გვხვდება აგრეთვე ბაზალტებისა და ანდეზიტების ფენები. სენტ-ჰელენზი 1980 წლის ამოფრქვევის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა. ამოფრქვევები ხდებოდა 1986 წლამდე, ხოლო ვულკანური გუმბათი დროგამოშვებით ზრდას განიცდიდა კრატერში. სეისმურ აქტიურობას ადგილი ჰქონდა აგრეთვე 1989-1991 წწ. და 1995-1998 წწ. შორის. პირველი ასვლა განახორციელა ტომას დრაიერმა 1853 წელს.

სტიქიური უბედურება

სტიქიური უბედურება — ბუნებრივი მოვლენა, რომელიც ატარებს საგანგებო ხასიათს და რომელსაც მოჰყვება მოსახლეობის ნორმალური ცხოვრების დარღვევა, ადამიანთა სიკვდილი, მატერიალურ ღირებულებათა დანგრევა და განადგურება. ხასიათდება მნიშვნელოვანი მასშტაბებითა და სხვადასხვაგვარი ხანგრძლივობით, მაგალითად, მიწისძვრის ხანგრძლივობა შეიძლება რამდენიმე წამი გაგრძელდეს, ხოლო წყალდიდობა თვეები. სტიქიური უბედურება შეიძლება იყოს მიწისძვრა, ვულკანის ამოფრქვევა, ღვარცოფი, მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა, ცუნამი, ხანძარი, ტორნადო და სხვა.

ტიციან ტაბიძე

ტიციან ტაბიძე (დ. 2 აპრილი ძვ. სტ. [21 მარტი], 1895 — გ. 16 დეკემბერი, 1937) — ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, „ცისფერყანწელთა“ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი.

ტროპიკული ქარიშხალი გაბრიელა (2007)

გაბრიელას ტროპიკული ქარიშხალი — ქარიშხალი, რომელიც მოძრაობდა ჩრდილო-აღმოსავლეთით კაროლინას მიმართულებით, მანამ სანამ ზღვას გადაკვეთდა. ეს იყო 2007 წლის ატლანტიკური ქარიშხლის სეზონის მეშვიდე სახელი. გაბრიელი 8 სექტემბერს სუბტროპიკული ციკლონის სახით ჩამოყალიბდა, სამხრეთ ქეიფ ლუქაუთიდან, ჩრდილოეთ კაროლინა, 625 კილომეტრის მოშორებით. 9 სექტემბერს გაბრიელამ კაროლინის ჩრდილოეთ ნაწილში მეწყერი გამოიწვია. ჩრდილოეთისკენ მიმავალმა ქარიშხალმა მალევე დაიწყო შესუსტება და 11 სექტემბერს იმდენად დაუძლურდა, რომ გაქრა. შტორმმა მეწყერის ტერიტორიაზე ძალიან დიდი რაოდენობით ნალექი დატოვა, ხოლო სხვა ადგილებში კი შედარებით ცოტა. სრული დაზიანება უმნიშვნელო იყო და არც ვინმე გარდაცვლილა.

უასკარანი

უასკარანი (ესპ. Huascarán, კეჩ. Waskaran) — მთა ანდებში, სიმაღლე 6768 მ, პერუს უმაღლესი მწვერვალი და სამხრეთ ამერიკის სიმაღლით მეოთხე მწვერვალი. უასკარანი მდებარეობს ამავე სახელწოდების პარკში და წარმოადგენს მთის მასივის, კორდილიერა-ბლანკას შემადგენელ ნაწილს.

ძირითადი მწვერვალის გარდა მთას აქვს კიდევ ორი მწვერვალი — ჩოპიკალკი და ჩრდილოეთ უასკარანი (6655 მ). პირველი ასვლა განახორციელეს 1932 წელს გერმანელმა და ავსტრიელმა ალპინისტებმა.

ჩრდილოეთის პიკი პირველად დაიპყრო ამერიკელმა ენი სმიტ-პეკმა 1908 წელს.

1970 წლის 31 მაისს ჩრდილოეთ ფერდობზე ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც იმსხვერპლა ჩეხოსლოვაკიელ ალპინისტთა ჯგუფი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში.

შავიზღვისპირა დაბლობი

შავიზღვისპირა დაბლობი (უკრ. Причорноморська низовина) — დაბლობი უკრაინასა და მოლდოვაში. ვრცელდება შავი და აზოვის ზღვების სანაპიროებზე განიერ და ვიწრო ზოლად. ჩრდილოეთით მას ეკვრის პოდოლიეს მაღლობი, სამხრეთით — სივაში. სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვის წყალმარჩხი ყურე, ხოლო აღმოსავლეთით აზოვის ზღვა. დაბლობის საშუალო სიმაღლეა 100-120 მ, სანაპირო ნაწილში 10-50 მ. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სიმაღლეები 160 მ-მდე აღწევს. შავიზღვისპირა დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს აზოვისპირა მაღლობი, რომლის ნიშნულები 320 მ-ია.ტექტონიკურად დაბლობი მდებარეობს შავიზღვისპირა სინეკლიზის ფარგლებში, რომელიც რუსეთის ბაქანს გამოყოფს ალპური გეოსინკილინური ოლქისაგან. შავიზღვისპირა სინეკლიზა აგებულია პალეოზოური, მეზოზოური და კაინოზოური ჰორიზონტალურად განლაგებული დანალექებით. პალეოზოური ქანებიდან ცნობილია სილურული ქვიშაქვები და 100 მ-მდე სისქის თიხაფიქლები. გაბურღვითა და ბუნებრივი ჭრილით დადგენილია, რომ ცარცული დანალექები წარმოდგენილია გლაუკონიტური ქვიშებით, მერგელებითა და ცარცით (400-500 მ სისქის). ეს დანალექები გავრცელებულია ჩრდილო-დასავლეთში, აგრეთვე ქალაქებში ოდესასა და ოსიპენკოში.ოროგრაფიულად დაბლობი ბრტყელი, სამხრეთით ოდნავ დახრილი ვაკეა. შავი და აზოვის ზღვებისკენ ის ჩამოკვეთილია აბრაზიული საფეხურით, რომელიც ყველგან არ არის გამოხატული. იგი დასერილია დიდი მდინარეების ქვემო დინებებით. ქვემოთებში მდინარეები ბოლოვდებიან ლიმანებით, რომლებიც წარმოიშვნენ ხეობების შესართავებში, ზღვით დატბორვის შედეგად, როცა ზღვა ხმელეთს უტევდა. ბევრი ლიმანი ზღვისაგან გამოყოფილია ქვიშიანი ცელებით, რის წყალობითაც ამოშრობისას ისინი მლაშე ტბებად გარდაიქცევიან.შავიზღვისპირა დაბლობზე მიედინება მდინარეები დნეპრი, დნესტრი, სამხრეთის ბუგი და სხვა. სანაპირო ზოლი ფლატოვანია, ხშირია მეწყერი. შავიზღვისპირა დაბლობის ჰავა კონტინენტური და მშრალია. ნიადაგსაფარი წარმოდგენილია ჩვეულებრივი (საშუალო ჰუმუსიანი) და სამხრეთის (მცირე ჰუმუსიანი) შავმიწებით, აგრეთვე მუქი წაბლა, ხშირად სუსტბიცობიანი ნიადაგებით. დუბეებში ნიადაგები ძლიერ გამოტუტვილია და მიეკუთვნება ალაოს ტიპს. დუბეების ხანგრძლივად დანესტიანების გამო, ლიოსი 10-მდე სიღრმეზე ძლიერ გალებებულია, მათზე განვითარებული მცენარეულობა მიეკუთვნება მდელოს, ან ჭაობიან მდელოს ტიპს.შავიზღვისპირა დაბლობი — სტეპური და ნახევარუდაბნო დაბლობია.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.