მართალი ისუ

მართალი ისუ, ძე ნავესიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 1 სექტემბერი, ახალი სტილით - 14 სექტემბერი. ისუ ებრაელთა ტომის წინამძღოლი იყო მოსეს სიკვდილის შემდეგ. სწორედ მას ხვდა წილად უფლის რჩეული ერის შეყვანა აღთქმულ ქვეყანაში. ღმერთი ისუს მიერ მრავალ სასწაულს აღასრულებდა: ნეტარის წინამძღვრობით ებრაელებმა ისე გაიარეს მდინარე იორდანეში, როგორც ხმელეთზე; იერიქონის კედლები ქალაქის ირგვლივ შვიდი დღის მანძილზე შჯულის კიდობანის შემოტარებით თავისით ჩამოიქცა, ბოლოს, გაბაონში ქანაანელებთან ბრძოლისას ისუს ბრძანებით „დადგა მზე საშუალსა ცისასა“ და მხოლოდ მაშინ ჩაესვენა, როდესაც მტერი საბოლოოდ დამარცხდა. ომის დამთავრების შემდეგ ისუ ნავემ აღთქმული ქვეყანა ისრაელის თორმეტ ტომს დაუნაწილა და ასათი წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (XVI ს. ქრისტეს შობამდე). სიკვდილის წინ მან ებრაელებს მოსეს სჯულის ერთგულება დაუბარა. ამ მოვლენათა შესახებ მოთხრობილია ბიბლიაში, ისუ ნავეს წიგნში (თავები: 3, 5, 7, 10).

ისუ ნავე
მართალი ისუ
Joshua orthodox

მართალი ისუს ხატი (მართლ.)

ცხოვრება

William Hole - Battle of Raphidim
რეფიდიმის ბრძოლა, უილიამ ჰოულის ნამუშევარი

რეფიდიმის ბრძოლა

მართალი ისუ თან ახლდა მოსეს ჯერ კიდევ ეგვიპტიდან ებრაელი ერის გამოსვლისას. წითელი ზღვის გადალახვის შემდეგ ებრაელები გაემართნენ სამხრეთ-აღმოსავლეთით სინაის მთისკენ გაემგზავრნენ.[1] გზაზე რეფიდიმში დაბანაკებულ ებრაელებს შეუტიეს ყამალეკელებმა. მოსემ მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნა ხალხი ისუს მეთაურობით, თვითონ კი მთაზე ავიდა აარონთან და ხურთან ერთად. ბრძოლა მეორე დღს გაიმართა. ბიბლიის მიხევით, როდესაც მოსეს ხელები მაღლა ჰქონდა აღმართული ისუ ძლევდა მტერს, როდესაც ხელს ჩამოუშვებდა კი მტერი ებრაელებს სჯობნიდა. როდესაც მოსეს ხელები დაეღალა აარონმა და ხურმა დასვეს იგი ქვაზე, შემდეგ კი მისი ხელები აღმართული დაიჭირეს მზის ჩასვლამდე. ამ პერიოდში ისუმ ყამალეკელნი სასტიკად დაამარცხა.[2]

ისრაელთაგან ფიცის დარღვევა

GoldCalf
ოქროს ხბოს თაყვანისცემა, ნიკოლა პუსენის ნამუშევარი

ერთხელ, როდესაც მოსე სინაის მთაზე იყო ასული ღმერთთან სასაუბროდ და მისგან მოწმობის ორი დაფის მისაღებად, რომელზეც ღვთის თითით იყო ნაწერი 10 მცნება, მან იქ დაჰყო 40 დღე.[3] ამ დროს ებრაელებს ეგონათ, რომ მოსე მათთან აღარ დაბრუნდებოდა და აარონს, მოსეს ძმას მოსთხოვეს კერპის გაკეთება. აარონმაც მათ შეაგროვებინა ოქროს სამკაულები და გააკეთებინა "ოქროს ხბო", რითიც აღადგინა ოქროს ხბოს კულტი. ჯერ კიდევ მთაზე ყოფნისას უფალმა მოსეს შეატყობინა, რაც ხდებოდა ბანაკში. ამის გამო ის ებრაელების ამოწყვეტას აპირებდა, თუმცა მოსემ გადააფიქრებინა, შემდეგ კი ბანაკისკენ გამოემართა. როდესაც მას მიუახლოვდა, ისუს, რომელიც მას ახლდა იქიდან ხმა შემოესმა და უთხრა მოსეს:

ვიკიციტატა
„ჴმაჲ ბრძოლისა მესმის ბანაკსა მას“
(გამ. 32, 17,ძველი აღთქმა, მცხეთური ხელნაწერის მიხედვით [1])

თუმცა ეს ხმა არა ბრძოლის, არამედ ზეიმის აღმოჩნდა. როდესაც მოსე ებრაელებთან მივიდა, იმის შემხედვარე, რომ მათ აეგოთ ოქროს ხბო, მან იქვე დაამტვრია ფილები და დაწვა ხბოს ქანდაკება. ამის შემდეგ მის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის გაიმართა ბრძოლა. ბრძოლაში დაახ. 23,000 კაცი დაიღუპა.[4]

ამის შემდეგ მოსემ ბანაკის გარეთ დადგა კარავი, სადაც იღებდა ხალხს, რომელთაც სათხოვარი ჰქონდა უფალთან. როდესაც მოსე კარავში შევიდოდა უფალთან დასალაპარაკებლად, ჩამოეშვებოდა ღრუბლის სვეტი და დადგებოდა მასთან. მოსეს მსახური, ახალგაზრდა ისუ არასდროს სცილდებოდა კარავს.[5]

ლიტერატურა

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

სქოლიო

  1. იაკობ გოგებაშვილი - ბიბლიური ისტორია, მგზავრობა ისრაელთა სინას მთამდის
  2. გამ. 17, 8-16
  3. გამ. 31, 18
  4. გამ. 32, 1-28
  5. გამ. 33, 11
14 სექტემბერი

14 სექტემბერი — გრიგორიანული კალენდრის 257-ე დღე (ნაკიან წლებში – 258-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 108 დღე.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.