ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი (დ. 10 დეკემბერი, 1978) — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი 2016 წლის 27 ნოემბრიდან.

ლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა27 ნოემბერი, 2016
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიოთარ დანელია
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 სექტემბერი, 2016 – 27 ნოემბერი, 2016

თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 ნოემბერი, 2014 – 8 სექტემბერი 2016

დაბადებული10 დეკემბერი 1978
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
შვილები2 შვილი
რელიგიამართლმადიდებელი ქრისტიანი

ბიოგრაფია

2002-2003 წლებში იყო MIP (მილანი) ბიზნესის მართვის მაგისტრი; 1999-2001 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის მართვის მაგისტრი. 1995-1999 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრი.

2016 წლის 9 სექტემბრიდან 2016 წლის 27 ნოემბრამდე იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი; 2014 წლის 5 ნოემბრიდან 2016 წლის 8 სექტემბრამდე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 2012 წლის 4 დეკემბრიდან – საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი; 2010-2011 წლებში საქართველოს ღვინის მწარმოებელთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე; 2010-2011 წლებში — საქართველოს ღვინის მწარმოებელთა კავშირის გამგეობის წევრი; 2009 წლიდან 2012 წლის დეკემბრამდე — შპს „SCHUCHMANN WINES GEORGIA“-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი. 2007-2009 წლებში — USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის Ag Vantage-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2002-2007 წლებში – შპს „წინანდლის ძველი მარნის“ გენერალური მენეჯერი; 1999-2001 წლებში — მსოფლიო ბანკის საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მართვის დახმარების ცენტრის მთავარი ბიზნეს-კონსულტანტი; 1999 წლის ივნისიდან 1999 წლის სექტემბრამდე იყო შემოსავლების სამინისტროს სოციალური გადასახადების დეპარტამენტის უფროსი; 1997-1999 წლებში — საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სადაზღვევო რეგულაციებისა და სტანდარტების დეპარტამენტის უფროსი.

ლევან დავითაშვილი ფლობს ინგლისურ, რუსულ, იტალიურ ენებს. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

რესურსები ინტერნეტში

ოთარ დანელია

ოთარ დანელია (დ. 21 სექტემბერი, 1979) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი 2014-დან 2016 წლამდე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) მთავრობის წევრია.

სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა — საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე. მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა, რომელიც არის მთავრობის მეთაური და მინისტრებისგან. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი, რომელიც შეიძლება შემოღებულ იქნეს კანონით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად.. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისათვის, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა.

მთავრობა საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებებსა (ნორმატიული აქტი) და განკარგულებებს (ინდივიდუალური აქტი), რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.მთავრობის უფლებამოსილება იწყება და წყდება კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით საქართველოს პალამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის/უნდობლობის გამოცხადების საფუძველზე.

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.