ლარუსის დიდი ენციკლოპედია

ლარუსის დიდი ენციკლოპედია ათ ტომად (ფრ. Grand Larousse encyclopédique en dix volumes) — ფრანგული ენციკლოპედიური ლექსიკონი, რომელიც 1960-64 წლებში ლარუსის მიერ გამოიცემოდა, ორი მოგვიანო დამატებითურთ. პროსპექტში შესულია როგორც ლექსიკონი, რომელიც ფრანგული სიტყვიერების წარმოჩენას ისახავს მიზნად, ასევე ენციკლოპედია, რომელიც ცოდნის ყველას სფეროს ეხება.

ინტერნეტ ვერსია

ლარუსის ათტომეულმა საერთაშორისო ქსელშიც დაიდო ბინა. გრანდიოზული პროექტის გაშვება 2008 წლის მაისში მოხდა. ბეჭდური ვერსიისგან განსხვავებით, ლარუსის ონლაინ ვერსია გარერედაქტორთა მიერ ივსება, მაგრამ ვიკიპედიისგან იმით განსხვავდება, რომ ყოველ სტატიას თითო ხელმომწერი ავტორი ჰყავს და პასუხისმგებელი პირიც ერთი ადამიანია.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ენციკლოპედია

ენციკლოპედია (ბერძ. ἐγκύκλιος παιδεία enkyklios paideia — ცოდნის წრე) — მეცნიერული გამოცემა (ჩვეულებრივ, ლექსიკონის სახით), რომელიც ასახავს ადამიანის ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ძირითად სფეროს (უნივერსალური ენციკლოპედია) ან რომელიმე ცალკეულ დარგს (დარგობრივი ენციკლოპედია). ტერმინი „ენციკლოპედიის“ მნიშვნელობა ისტორიულად იცვლებოდა. ანტიკურ ხანაში „ენციკლოპედია“ აღნიშნავდა ე. წ. შვიდ თავისუფალ ხელოვნებას (გრამატიკა, რიტორიკა, დიალექტიკა ანუ ლოგიკა, გეომეტრია, არითმეტიკა, მუსიკა და ასტრონომია). XVI საუკუნეში დასავლეთ ევროპაში „ენციკლოპედია“ დაახლოებით ნიშნავდა „სხვადასხვა შინაარსის კრებულს“. შემდგომ თანდათან შეიძინა ცოდნათა კლასიფიკაციის მნიშვნელობა და მოგვიანებით გამოიკვეთა მისი დღევანდელი სახე. სტრუქტურის მიხედვით ენციკლოპედია შეიძლება იყოს სისტემური (როდესაც მასალა განლაგებულია დარგობრივად) და ანბანური (როდესაც მასალა განლაგებულია ანბანთრიგზე).

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.