ლაგუნა

ლაგუნა (იტალ. laguna < ლათ. lacus – ტბა) 1. — წყალმარჩხი ბუნებრივი წყლის აუზი, რომელიც ზღვას უერთდება ვიწრო სრუტით ან მისგან გამოყოფილია ფსკერული ნატანის ზვინულით — ბარით.

ღია ზღვასთან შედარებით ლაგუნაში წყალი მეტად ან ნაკლებად მარილიანია, გროვდება სპეციფიკური ლაგუნური ნალექები და განსხვავებული ფლორა და ფაუნა. ლაგუნური ნალექები მარილიანი ან გამტკნარებულწყლიანი ნალექებია, რომელიც ძირითადად მდინარის მიერ მოტანილი წვრილმარცვლოვანი ქვიშები, ალევრიტები და თიხებია.

2. მარჯნის რიფებსა და კონტინენტის ან კუნძულის ნაპირს შორის, აგრეთვე ატოლის შიგნით მოქცეული ზღვის მონაკვეთი.

Kara-Bogaz Gol from space, September 1995
ყარა-ბოღაზ-გოლის ყურე-ლაგუნა (თურქმენეთი).

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

ანტუკო (ვულკანი)

ანტუკო — სტრატოვულკანი ჩილეში, ბიო-ბიოს რეგიონში. მდებარეობს ვულკან სიერა-ველუდისა და ლაგუნა-დე-ლახას ტბის სიახლოვეს. მისი სიმაღლეა 2,979 მ.

ვენეციის ლაგუნა

ვენეციის ლაგუნა (იტალ. Laguna di Venezia) — ჩაკეტილი უბე ადრიატიკის ზღვაში, რომელშიც ქალაქი ვენეცია მდებარეობს. უბე გადაჭიმულია მდინარე სილედან (ჩრდილოეთით) მდინარე ბრეტანამდე (სამხრეთით) და მოიცავს დაახლოებით 550 კმ²-ს. მის 8%-ს ხმელეთი შეადგენს, რომელიც ქალაქ ვენეციითა და მრავალი პატარა კუნძულითაა წარმოდგენილი. დაახლოებით 11% დროებით იფარება წყლით, 80% კი თავთხელი, მარილიანი ჭაობებითაა დაფარული. ლაგუნა ხმელთაშუა ზღვის აუზის უდიდეს ვეთლენდს წარმოადგენს.

ლაგუნა ადრიატიკის ზღვასთან წყლის სამი ვიწრი ზოლითაა დაკავშირებული. უბეში წყლის დონე საკმაოდ ცვალებადია და დამოკიდებულია მიქცევა-მოქცევაზე. როდესაც წყალი ყველაზე მაღალ დონეს აღწევს, ადგილობრივები ამ მოვლენას აკუა-ალტას (acqua alta - მაღალი წყალი) ეძახიან, რომლის დროსაც მთელი ვენეცია წყლით იფარება.

ვენეციის ლაგუნა იმ ესტუარების სისტემის უმნიშვნელოვანეს ნარჩენს წარმოადგენს, რომელლებიც ძველი რომაულ ეპოქაში რავენადან ტრიესტამდე იყო გადაჭიმული. VI საუკუნეში ის მოსახლეობისთვის დამპყრობლებისგან (ძირითადად ჰუნებისგან) თავდაცვის მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენდა. იგი დღემდე რჩება ნავსადგურისა და მეთევზეობის ბაზად.

ლაგუნა დაახლოებით 6-7 ათასი წლის წინ, გამყინვარების პერიოდში მიმდინარე ტრანსგრესიის შედეაგდ წარმოიქმნა, როდესაც ადრიატიკის ზღვის ზემო სანაპირო ზოლი წყლით დაიფარა.

ლაგუნა-ბლანკას ეროვნული პარკი

ლაგუნა-ბლანკას ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Laguna Blanca) — ეროვნული პარკი არგენტინაში, ნეუკენის პროვინციაში, ქალაქ საპალას შემოგარენში. პარკი მოიცავს ლაგუნას და შექმნილია 1940 წელს აქ გავრცელებული შავკისრიანი გედების დაცვის მიზნით. ფართობი 112.5 კმ².

პარკში წყლის ფრინველთა იშვიათი სახეობებია წარმოდგენილი. მის სიახლოვეს მდებარეობს სალამანკის გამოქვაბული, ადამიანთა დასახლების უძველესი კერა, სადაც შესაძლებელია პატაგონიის რეგიონისთვის დამახასიათებელი კლდის მხატვრობის ნიმუშების ხილვა. ასევე აღმოჩენილია მაპუჩეს ხალხისა და სხვა პრეისტორიული არტეფაქტები.

ლაგუნა-დელ-ლახის ეროვნული პარკი

ლაგუნა-დელ-ლახის ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Laguna del Laja) – ეროვნული პარკი ჩილეში, ბიო-ბიოს რეგიონის ბიო-ბიოს პროვინციაში. მდებარეობს ჩილეს ანდებში. ფართობი – 119 კმ². შეიქმნა 1958 წელს.

ლაგუნა-ვერდე

ლაგუნა-ვერდე (ესპ. მწვანე ტბა) — მინერალების მაღალი შემცველობის ტბა ბოლივიის მაღალმთიანეთში, პოტოსის დეპარტამენტში. მდებარეობს ჩილეს საზღვართან, ვულკან ლიკანკაბურის ძირში, ზღვის დონიდან 4 300 მეტრზე. ფართობი შეადგენს 5,2 კმ²-ს. ვიწრო კორიდორით გამოყოფილია ტბა ლაგუნა-ბლანკასგან.

წყლის მწვანე შეფერილობა განპირობებულია მასში სპილენძის შემცველი მინერალების მაღალი კონცენტრაციით. ტბა გამოირჩევა თბილი წყლით.

არის შემთხვევები, როდესაც მნახველები ტბაზე საოცარ სანახაობას აწყდებიან — ფლამინგოების ცეკვას.

ლაგუნა-სან-რაფაელის ეროვნული პარკი

ლაგუნა-სან-რაფაელის ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Laguna San Rafael) — ეროვნული პარკი ჩილეში. მდებარეობს პატაგონიის ანდებში, წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლში, ჩილეს აისენის რეგიონში. შეიქმნა 1959 წელს. ფართობი 17,420 კმ².

1979 წელს ეროვნული პარკი გაწევრიანდა იუნესკოს პროგრამაში ადამიანი და ბიოსფერო

ლიკანკაბური

ლიკანკაბური (ესპ. Licancabur) — სიმეტრიული სტრატოვულკანი სამხრეთ ამერიკაში, ჩილესა და ბოლივიის საზღვარზე. მდებარეობს ლაგუნა-ვერდეს ტბის სამხრეთ-დასავლეთით. ვულკანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი და 5400 მ სიმაღლის მწვერვალი ეკუთვნის ბოლივიას, ხოლო დანარჩენი, მისი უდიდესი ნაწილი, 5920 მ სიმაღლის მწვერვალი და კრატერი ჩილეს.ასევე ჩილეს საზღვრებშია ვულკანთან მდებარე კრატერის ტბა ლიკანკაბური, რომელიც წელიწადის უმეტეს დროს ყინულითაა დაფარული. მისი ტემპერატურა ხშირად -30 °C-მდე ეცემა. შეიცავს პლანქტონურ ფაუნას.

მწვერვალზე მდებარეობს ინკების მიერ აშენებული ძეგლების ნანგრევები, რომლებიც ამტკიცებს, რომ მისი ამოფრქვევა მინიმუმ ბოლო 500-1000 წლის მანძილზე არ მომხდარა.

მანაგუა

მანაგუა — ნიკარაგუის დედაქალაქი და იმავე სახელწოდების დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. ნიკარაგუის უდიდესი ქალაქი მდებარეობს ტბა მანაგუას სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. დედაქალაქად გამოცხადდა 1852 წელს. მანამდე ნიკარაგუის დედაქალაქი იყო ჯერ გრანადა, შემდეგ ლეონი. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 1 680 100 ადამიანს, მათ შორის ძირითადად მეტისები და თეთრკანიანებია.

პირველი დასახლება ამ ადგილას დაარსდა 1819 წელს სახელწოდებით ლეალ-ვილა-დე-სანტიაგო-დე-მანაგუა და თავდაპირველად მეთევზეთა სოფელი იყო. მანაგუას დედაქალაქად გადაქცევისთვის ზრუნვა დაიწყეს 1824 წლიდან, როდესაც ცენტრალური ამერიკის ქვეყნებმა ესპანეთის ბატონობისგან გათავისუფლება დაიწყეს. მანაგუა მდებარეობდა ძველ დედაქალაქებს - ლეონსა და გრანადას შორის, ამიტომაც იყო კომპრომისული და ხელსაყრელი ვარიანტი.

ქალაქი გამხდარა არაერთი პოლიტიკური აღმასვლისა და დაცემის მოწმე ნიკარაგუის ისტორიაში. იგი გაანადგურა ორმა მიწისძვრამ მე-20 საუკუნის განმავლობაში. ამჟამად მანაგუა ნიკარაგუის პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია.

2007 წელს, წარმატებული წიგნიერების კამპანიის შემდეგ, მანაგუა გამოცხადდა პირველ დედაქალაქად ცენტრალურ ამერიკაში, რომელმაც თავი დააღწია უწიგნურობას.

მატუ-გროსუ-დუ-სული

მატუ-გროსუ-დუ-სული (Mato Grosso do Sul, MS) – ბრაზილიის შტატი 1979-დან.

ფართობი – 358 ათასი კვ.კმ.

მოსახლეობა – 2,2 მლნ.

ქალაქები (ათ.) – კამპუ-გრანდი (686), დოურადოსი (155).

მედანოს-დე-კოროს ეროვნული პარკი

მედანოს-დე-კორო — ეროვნული პარკი ვენესუელაში, ფალკონის შტატში, ქალაქ კოროს სიახლოვეს, პარაგუანის ნახევარკუნძულისაკენ მიმავალ გზატკეცილზე. პარკი შეიქმნა 1974 წელს.

პარკი გადაჭიმულია მედანოს ყელზე და მოიცავს 91.280 კმ²-ს, წარმოადგენს უდაბნოს ტიპის სანაპირო ზოლს, რომელიც მარილიან ჭაობებსაც მოიცავს. მასიური ქვიშის დიუნები, რომლებსაც მედანოს ეძახიან, 5-30 კმ სიგრძეზეა გადაჭიმული, 40 მეტრი სიმაღლისაა და გამუდმებით იცვლება ამინდისა და ქარის შესაბამისად.

აქ წვიმა იშვიათია, შესაბამისად პარკის ფლორას ძირითადად ეკლიანი ბუჩქები შეადგენს. ფაუნაც ფლორის მსგავსად საკმაოდ მწირია, აქ ბინადრობენ ძირითადად ხვლიკები, კურდღლები, ჭიანჭველასებრნი, მტრედები, მელიები. დამთვალიერებლებს შეუძლიათ დიუნებზე იხეტიალონ აქლემებით (რომლებიც აქ მრავალი წლის წინ შემოიყვანეს). პარკი საკმაოდ ადვილად მისაწვდომია ავტობუსით ან ტაქსით ქალაქ კოროდან.

1999 წლის დეკემბერში, ვენესუელაში, ვარგასის შტატში მომხდარმა წყალდიდობამ და კოკისპირულმა წვიმებმა, პარკის დიუნებში წარმოქმნა ოთხი ლაგუნა.

მისკანტი

მისკანტის ტბა (ესპ. Laguna Miscanti) — მლაშე ტბა ჩრდილოეთ ჩილეს ალტიპლანოში, ანტოფაგასტის რეგიონში. გადმოჰყურებენ ვულკანები — მინიკესი და სერო-მისკანტი. გულის ფორმის ტბა მუქი ლურჯი ფერისაა. ტბის დასავლეთი სანაპირო ერთი კილომეტრი მანძილითაა გამოყოფილი სალარ-დე-ატაკამის მლაშობის აუზისგან. ასევე გააჩნია საერთო საზღვარი სალარ-დე-ტალარის მლაშობის აუზთან.

ვულკან მინიკესიდან ამოფრქვეული ლავის საშუალებით მისკანტის ტბა გამოყოფილია მინიკესის ტბისგან.

წარმოადგენს ლოს-ფლამენკოსის ეროვნული ნაკრძალის ერთ-ერთ სექტორს.

პილკომაიოს ეროვნული პარკი

მდინარე პილკომაიოს ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Río Pilcomayo) — ეროვნული პარკი ჩრდილოეთ არგენტინაში, პარაგვაის საზღვართან, ფორმოსის პროვინციაში, ქალაქ ლაგუნა-ბლანკადან 5 კმ-ში. შეიქმნა 1951 წლის 29 სექტემბერს. პარკი გაწევრიანებულია რამსარის კონვენციაში.

ვეგეტაცია ძირითადად სავანის ტიპისაა.

სან-კრისტობალ-დე-ლა-ლაგუნა

სან-კრისტობალ-დე-ლა-ლაგუნა ბოლო დროს ცნობილი როგორც ლა-ლაგუნა (ესპ. San Cristóbal de La Laguna) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კანარის კუნძულების კუნძულ ტენერიფეზე. ლა-ლაგუნა კუნძულების ძველი დედაქალაქია. 2009 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 150,661 ადამიანს შეადგენს და წარმოადგენს არქიპელაგის მესამე და კუნძულის მეორე ყველაზე ხალხმრავალ ქალაქს. შედის სანტა-კრუს-დე-ტენერიფეს სუბ-ურბანულ არეალში. 1999 წელს ქალაქის ისტორიული ცენტრი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. 2003 წლიდან, მუნიციპალიტეტმა არეალის განახლების მიზნით, ამბიციური ურბანული დაგეგმარება წამოიწყო. ლა-ლაგინა ფიზიკურად ქალაქ სანტა-კრუსის ნაწილს წარმოადგენს, მათ საერთო ურბანული ცენტრი გააჩნიათ, რომელიც მიმდებარე სხვა დასახლებებს თანდათან მათს აგლომერაციაში იზიდავს.

ქალაქში მდებარეობს ლა-ლაგუნას უნივერსიტეტი, სადაც 30 000 სტუდენტი სწავლობს. ამჟამად ლა-ლაგუნა კანარის კუნძულების კულტურულ ცენტრად მიიჩნევა.

ქალაქის ეკონომიკა ბიზნესზეა ორიენტირებული, სადაც წამყვანი ადგილი სოფლის მეურნეობას უკავია, რომელიც ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშია კონცენტრირებული.

სატივე (თბილისი)

სატივე — მიკროუბანი თბილისში, ვერაზე. მოქცეულია მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაქანებულ ფერდობზე, ისტორიული ვერეს უბნის ქვედა წელში ე.წ. ქვედა ვერეზე. უბანი ვერე ამჟამად ცნობილია როგორც ვერა, რაც სათავეს იღებს ამავე დასახელების მდინარე ვერედან (ადრე სკვირეთი და სკორეთი ერქვა). წერილობით წყაროებში მოხსენიებული სოფ. ვერე აზნაურ გაბაშვილების მამული ყოფილა. შუა საუკუნეებში, „წყნეთის გზის“ (პ. მელიქიშვილის ქუჩა) ქვედა ხაზს, ახლანდელ მერაბ კოსტავას ქუჩას მიუყვებოდა დიღმის საქარავნო გზა. იგი XVIII საუკუნიდან გახდა „რუსეთის გზა“, ხოლო XIX საუკუნიდან ოლღას ქუჩის სახელი მიენიჭა. გმირთა მოედანზე გამავალ მის მონაკვეთს კი ჯვრის ქუჩა დაერქვა. ვერის ხიდსაც ჯვრის ხიდს ეძახდნენ, რაც უკავშირდება ყოფ. აბრეშუმის საქსოვი ფაბრიკის ტერიტორიაზე 1846 წელს აღმართულ თუჯის ჯვარს. იგი დადგეს ამ ადგილას გადაბრუნებული ეტლიდან რუსეთში მიმავალი ნიკოლოზ I-ის სასწაულებრივი გადარჩენის აღსანიშნავად. ჯვარი XX საუკუნის 20-იან წლებში აიღეს, როდესაც მდინარე ვერეზე ახალი ქვის ხიდი გადეს, ქუჩა ხელოვნურად აამაღლეს და შეუერთეს საქართველოს სამხედრო გზას.

1880-იანი წლებიდან დაწყებული ვერის ტერიტორიის განაშენიანება სატივის მიკროუბანს არ შეეხო აქ გაშლილი სასაფლაოს გამო. XIX საუკუნის 20-იან წლებში ლაგუნა ვერეს ადგილას მოწყობილი იყო ტივმისადგომი, რომელსაც ვუახლოვდებოდით ვერის შესახვევით. მიკროუბნის ამ ნაწილს ამიტომაც ეძახდნენ სატიოს, ხოლო მისასვლელ გზას სატივე/სატიოს შესახვევს. ვინაიდან აქედან მორებს ეზიდებოდნენ მას მოგვიანებით, მორსაზიდის შესახვევი ეწოდა. ამის შემდეგ გახდა ვერის შესახვევი, დღეს კი კოსტავას I შესახვევია. სასაფლაოს საზღვრებში, XII საუკუნის ლურჯი მონასტრისა და XVIII საუკუნის იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესიის გარდა იდგა წმინდა გიორგის ტაძარიც, რომელიც 1930-იან წლებში სასაფლაოს გადატანისას დაანგრიეს. საპროექტო ობიექტის ნიშნულზე, ვერის შესახვევის კუთხეში ღამის გასათევი სახლი ფუნქციონირებდა, ხოლო საპირისპირო მხარეს, შესახვევის მოპირდაპირე კუთხეში განლაგებულნი იყვნენ მსროლელთა ბატალიონის ყაზარმები. XIX საუკუნის მიწურულიდან მთავარი ქუჩის განაშენიანებას საცხოვრებელი ნაგებობები ქმნიდნენ. გზის ქვედა მონაკვეთის ათვისება შედარებით გვიან, XX საუკუნის 20-30-იანი წლებიდან იწყება. საბჭოთა პერიოდში, 1921 წლიდან, ოლღას ქუჩას ლენინის პროსპექტი ეწოდა, 1989 წლიდან დღემდე კი მერაბ კოსტავას ქუჩაა.

სურ-ლიპესის პროვინცია

სურ-ლიპესის პროვინცია (ესპ. Provincia de Sud Lípez) — პროვინცია ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტში. დედაქალაქია სან-პაბლო-დე-ლიპესი.

სურ-ლიპესი ერთ-ერთია პოტოსის დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. მდებარეობს ვულკან ლიკანკაბურის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე. სამხრეთ დასავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება ჩილე, სამხრეთ-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით — არგენტინა. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 230 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 100 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 22 355 კმ²-ს შეადგენს.

პროვინციის ტერიტორიაზე მრავლადაა ტბები და მარილის ქვაბულები, რომელთა შორის უდიდესია ლაგუნა-კოლორადა. ასევე აღსანიშნავია ლაგუნა-ვერდე, ლაგუნა-ბლანკა, ლაგუნა-კელესტე.

ყურე

ყურე — ხმელეთში ღრმად შეჭრილი ოკეანის, ზღვის ან ტბის ნაწილი, რომელსაც არ გააჩნია წყალსატევის ძირითად ნაწილთან თავისუფალი წყლის მიმოცვლა.

ყურის ნაირსახეობებია:

უბე;

ესტუარი;

ფიორდი;

ლიმანი;

ლაგუნა და სხვა.მსოფლიო ოკეანის უდიდეს ყურეებს მიეკუთვნებიან: ალასკის, ბენგალის, ბისკაის, დიდი ავსტრალიური, გვინეის ყურეები.

ზოგიერთ შემთხვევაში სახელწოდება „ყურე“ დაკავშირებულია წყალსატევთან, რომელიც თავისი ჰიდროლოგიური რეჟიმის მიხედვით ზღვას წარმოადგენს (მაგალითად, მექსიკის ყურე, ჰუდსონის ყურე, სპარსეთის ყურე, მექსიკის ყურე, კალიფორნიის ყურე).

ჩაჩაპოიას კულტურა

ჩაჩაპოიასის კულტურა — კოლუმბამდელი ცივილიზაცია პერუში. გავრცელებული იყო თანამედროვე პერუს ამასონასის რეგიონში ახ. წ. 900—1470 წწ. აღნიშნული კულტურის მაცხოვრებლებმა შექმნეს მრავალი მონუმენტური ქვის ძეგლები: კუელაპი, გრან-პახატენი, ლაგუნა–დე–ლოს–კონდორესი და სხვ.

პერუელი ისტორიკოსის ინკა გარსილასო დელა ვეგას ცნობით, ჩაჩაპოიას კულტურა დაიმორჩილა ინკების იმპერიამ ტუპაკ ინკა იუპანკის მმართველობისას, დაახლ. XV საუკუნის მეორე ნახევრში.

ჩილეს ეროვნული პარკების სია

ჩილეს ეროვნული პარკები:

ალბერტო-დე-აგოსტინის ეროვნული პარკი

ალერსე-ანდინოს ეროვნული პარკი

ხუან-ფერნანდესის არქიპელაგის ეროვნული პარკი

ბერნარდო ო'ჰიგინსის ეროვნული პარკი

ბოსკე-დე-ფრაი-ხორხეს ეროვნული პარკი

კაბო-დე-ჰორნის ეროვნული პარკი

ჩილოეს ეროვნული პარკი

კონგილიოს ეროვნული პარკი

კორკოვადოს ეროვნული პარკი

ორნოპირენის ეროვნული პარკი

უერკეუეს ეროვნული პარკი

კუნძულ გამბლინის ეროვნული პარკი

კუნძულ მაგდალენას ეროვნული პარკი

ლა-კამპანის ეროვნული პარკი

ლაგუნა-დელ-ლახის ეროვნული პარკი

ლაგუნა-სან-რაფაელის ეროვნული პარკი

ლას-პალმას-დე-კოკალანის ეროვნული პარკი

ლაუკის ეროვნული პარკი

ლიანოს-დე-ჩალიეს ეროვნული პარკი

ლიულიაილიაკოს ეროვნული პარკი

ნაუელბუტის ეროვნული პარკი

ნევადო-ტრეს-კრუსესის ეროვნული პარკი

პალი-აიკეს ეროვნული პარკი

პან-დე-ასუკარის ეროვნული პარკი

პუიეუეს ეროვნული პარკი

კეულატის ეროვნული პარკი

რაპა-ნუის ეროვნული პარკი

ტოლუაკის ეროვნული პარკი

ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი

ვისენტე-პერეს-როსალესის ეროვნული პარკი

ვილიარიკის ეროვნული პარკი

ვულკან ისლუგის ეროვნული პარკი

ჩილეს ვულკანების სია

ჩილეს მოქმედი და ჩამქრალი ვულკანების სია:

აკამარაჩი

აკოტანგო

აგუას-კალიენტესი

აგილერა

ანტილიანკა

ანტუკო

აპაგადო

არენალესი

არინტიკა

აუკანკილჩა

კაბურგუა

კაიჩინკე

კალაბოსოსი

კალბუკო

კალიაკი

სარან-ლოს-ვენადოსი

საი

კაიუეტე-ლა-ვიგუეირია

სენისოსი

სერო-ასული

სერო-ბაიო

სერო-ჩაპულული

სერო-დელ-ასუფრე

სერო-დელ-ლეონი

სერო-ესკორიალი

სერო-ჰუდსონი

სერო-ოვერო

სერო-პანტოხა

სერო-პინა

სერო-რედონდო

სერო-ტუხლე

სერო-ტოკონესი

სერო-დე-ტოკორპური

ჩაიტენი

ჩაო

ჩილიკესი

კოლაჩი

კოპაიე

კოპიაპო

კორკოვადო

კორდონ-კუალიე

კორდონ-დე-პუნტას-ნეგრასი

კორდონ-დელ-ასუფრე

კორდონ-ჩალვირი

კუერნოს-დელ-დიაბლო

დესკაბესადო-გრანდე

ესტერო-დე-პარაგუირე

ფალსო-ასუფრე

ფუეგუინო

გუალიატირი

დესკაბესადო-ჩიკო

გუაიაკესი

ლოს-ორინტოსი

ორნოპირენი

უალიაკე

უელემოლიე

უეკი

ირუპუტუნკუ

ისლა-კუკი

ისლუგა

ლასკარი

ლაგუნა-დელ-მაულე

ლაგუნა-მარინაკი

ლაგუნა-ვერდე

ლანინი

ლასტარია

ლაუტარო

ლეკსონე

ლიკანკაბური

ლინსორი

ლიაიმა

ლიულიაილიაკო

ლომას-ბლანკასი

ლონკიმაი

მაკა

მელიმოიუ

მენჩეკა

მენტოლატი

მაიპო

მინჩინმავიდა

მინიკესი

მოჩო-ჩოშუენკო

მონდასა

მონტე-ბერნეი

ელ-ნეგრილიარი

ლა-ნეგრილიარი

ინკაუასი

ნევადო-დე-ლონგავი

ნევადო-დე-ჩილიანი

ოხოს-დელ-სალადო

ოლკა-პარუმა

ოლიაგუე

ოსორნო

პალი-აიკე

პალენა

პალომო

პანირი

პარინაკოტა

პლანჩონ-პეტეროა

პოიკე, ისტერი

პუჩულდისა

პულარი

პუნტიაგუდო-კონდორ-სენისოსი

პურიკოს ლომპლექსი

პუტანა

პუეიე

პუიუაპი

კეტრუპილიანი

რანო-კაი (აღდგომის კუნძულზე)

რეკლიუსი

რესაგო

რობინზონ კრუზო

საირეკაბური

სან-ფელიქსი

სან-ხოსე

სან-პედრო

სან-პედრო-პოლიადო

სიერა-ნევადა

სიერა-ნევადა-დე-ლაგუნას-ბრავასი

სოკომა

სოლიპული

ელ-სოლო

ტააპაკა

ტაკორა

ელ-ტატიო

ტერევაკა

ტილოკალარი

ტინგირირიკა

ტოლგუასა

ლა-ტორტა

ტუპუნგატო

ტუპუნგატიტო

უსახელო

უსახელო

ვიედმა

ვილიარიკა

ელ-ვულკანი

იანტელესი

იაიტე

მთათა ფორმები
დადაბლებული ფორმები
მდინარეული ფორმები
ფლუვიალური ფორმები
მყინვარული ფორმები
ოკეანური და სანაპირო ფორმები
ვულკანური ფორმები
ეოლური ფორმები
ანთროპოგენური ფორმები

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.