კონფუცი

კონფუცი (ნამდვილი სახელი კუნგ ფუძი; ჩინ. 孔子 ან 孔夫子; დ. ძვ. წ. 551 , ციუიფუ — გ. ძვ. წ. 479) — ჩინელი ფილოსოფოსი. მისმა სწავლებამ დიდი გავლენა იქონია ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიაზე. მისი ნამდვილი სახელია - კუნი, მაგრამ ლიტერატურაში ხშირად მოხსენიებულია, როგორც კუნ-ცზი, კუნ ფუ-ძი („მასწავლებელი კუნი“) ან უბრალოდ ძი - „მასწავლებელი“ (ამის მიზეზია ის, რომ კონფუცი უკვე 20 წლის ასაკში ცნობილი მასწავლებელი იყო).

Konfuzius-1770
კონფუცი

ბიოგრაფია

ტრადიციის მიხედვით, კონფუცი ქრისტეშობამდე 551 წელს ჩუნციუს პერიოდში, ქალაქ ციუიფუს (曲阜) მახლობლად დაიბადა (ყოფილი ლუს სახელმწიფო, დღეს შედის შანდუნის პროვინცაში). ადრეული ჟამთაღმწერები მოგვითხრობენ რომ ის დაიბადა ღარიბ თუმცა კეთილშობილ ოჯახში.[1]

კონფუცი იყო მებრძოლთა გვარის წარმომადგენელი. მამამისი შულიანხის (叔梁紇 ) ორ ბრძოლაში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა მიღებული და ფეოდალურ მამულს ფლობდა. ში ჯი-ში (ისტორიული ჩნაწერები)(史記), რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ შეიქმნა წერია, რომ კონფუცი უკანონო ქორწინების შედეგად იშვა.[2]

კონფუცი 3 წლის იყო, როდესაც მამამისი გარდაიცვალა,[3] მას შემდეგ ის დედამისთან სიღარიბეში იზრდებოდა. მისი სოციალური მდგომარეობა დაკავშირებული იყო მზარდ ში (士) კლასთან. ამ კლასის სტატუსი იყო შუალედური, აზნაურთა და ჩვეულებრივ მოკვდავებს შორის. ეს მათ საკუთარი ნიჭის წყალობით სოციალური სტატუსის მოპოვების საშუალებას აძლევდა . გადმოცემის თანახმად კონფუცს ბავშვობაში უყვარდა სამსხვერპლოზე ბრინჯაოს სარიტუალო ლარნაკების მიტანა.[2] 19 წლის ასაკში ის ახალგაზრდა ქი გუანზე (亓官) დაქორწინდა, მალევე ეყოლათ პირველი ვაჟი - კონგ ლი, (孔鯉). ითვლება რომ ის მუშაობდა როგორც მეცხვარე, მენახირე, წვრილი მოხელე და ბუღალტერი.[4] დედამისი გარდაიცვალა როდესაც კონფუცი 23 წლის იყო, რის გამოც მან 3 წელი გლოვაში გაატარა.

სქოლიო

  1. Chien 1978
  2. 2.0 2.1 Sima 109 B.C.E. - 91 B.C.E., vol.47
  3. Chien 1978
  4. Legge 1895, Book 5, V

Further reading

  • ჯონათან კლემენტსი (2008). Confucius: A Biography. Stroud, Gloucestershire, England: Sutton Publishing. ISBN 978-0-7509-4775-6.
  • Confucius (1997). Lun yu, (in English The Analects of Confucius). Translation and notes by Simon Leys. New York: W.W. Norton. ISBN 0-393-04019-4.
  • Confucius (2003). Confucius: Analects—With Selections from Traditional Commentaries. Translated by E. Slingerland. Indianapolis: Hackett Publishing. (Original work published c. 551–479 BC) ISBN 0-87220-635-1.
  • Herrlee Glessner Creel(1949). Confucius and the Chinese Way. New York: Harper.
  • Csikszentmihalyi, M. (2005). "Confucianism: An Overview". In Encyclopedia of Religion (Vol. C, pp 1890–1905). Detroit: MacMillan Reference USA.
  • Dawson, Raymond (1982). Confucius. Oxford: Oxford University Press. ISBN 0192875361.
  • Dollinger, Marc J. (1996). "Confucian Ethics and Japanese Management Practices," in Sterling Harwood, ed., Business as Ethical and Business as Usual Boston: Jones & Bartlett.
  • Fingarette, Hebert (1998). Confucius : the secular as sacred. Long Grove, Ill.: Waveland Press. ISBN 1577660102.
  • Mengzi (2006). Mengzi. Translation by B.W. Van Norden. In Philip J. Ivanhoe & B.W. Van Norden, Readings in Classical Chinese Philosophy. 2nd ed. Indianapolis: Hackett Publishing. ISBN 0-87220-780-3.
  • Ssu-ma Ch'ien (1974). Records of the Historian, Yang Hsien-yi and Gladys Yang, trans, Hong Kong: Commercial Press.
  • Van Norden, B.W., ed. (2001). Confucius and the Analects: New Essays. New York: Oxford University Press. ISBN 0-19-513396-X.
  • გორ ვიდალი (1981). ნოველა. New York: Random House. ISBN 0-394-50015-6. Confucius appears as one of the main characters in this novel, which gives a very sympathetic and human portrait of him and his times.

რესურსები ინტერნეტში

Wikiquote-logo-ka.png
ვიკიციტატაში? არის გვერდი თემაზე:

), კონფუცის ახალგაზრდობა]

100 ყველაზე გავლენიანი წიგნი, რაც კი ოდესმე დაწერილა

100 ყველაზე გავლენიანი წიგნი, რაც კი ოდესმე დაწერილა: ისტორია ანტიკური ხანიდან დღემდე (1998) — ინტელექტუალური ისტორიის წიგნი. დაწერილია მარტინ სეიმურ-სმითის, ბრიტანელი პოეტის, კრიტიკოსის და ბიოგრაფის მიერ.

გოტფრიდ ლაიბნიცი

გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი (გერმ. Gottfried Wilhelm Leibniz; დ. 1 ივლისი, 1646, ლაიფციგი — გ. 14 ნოემბერი 1716, ჰანოვერი) — გერმანელი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მექანიკოსი, ფიზიკოსი, იურისტი, ისტორიკოსი, დიპლომატი, გამომგონებელი და ლინგვისტი. პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი.მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევები:

ლაიბნიცმა, ნიუტონისგან დამოუკიდებლად, შექმნა მათემატიკური ანალიზი — უსასრულო პატარა სიდიდეზე დაფუძნებული დიფერენციალური და ინტეგრალური გამოთვლა.

ლაიბნიცმა შექმნა კომბინატორიკა, როგორც მეცნიერება.

საფუძველი ჩაუყარა მათემატიკურ ლოგიკას.

აღწერა თვლის ორობითი სისტემა, რომელზეც დაფუძნებულია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკა.

მექანიკაში შემოიტანა „ცოცხალი ძალის“ ცნება (კინეტიკური ენერგიიის თანამედროვე გაგების პირველსახე) და ჩამოაყალიბა ენერგიის შენახვის კანონი.

ფსიქოლოგიაში წამოაყენა იდეები „მცირე პერცეპციების“ არაცნობიერი გაგების შესახებ და განავითარა სწავლება არაცნობიერ ფსიქიკურ ცხოვრებაზე.გოტფრიდ ლაიბნიცი ითვლება XVII საუკუნის ფილოსოფიის დამსრულებლადა და გერმანული იდეალიზმის წინამორბედად. შექმნა ფილოსოფიური სისტემა, რომელიც მონადოლოგიის სახელითაა ცნობილი. განავითარა სწავლება ანალიზისა და სინთეზის შესახებ, პირველმა ჩამოაყალიბა საკმარისი საფუძვლის პრინციპი (რომელსაც მიკუთვნებული აქვს არა მხოლოდ ლოგიკური, არამედ ონთოლოგიური მნიშვნელობაც: ... არასაკმარისი საფუძვლის გარეშე, არცერთი მოვლენა არ შეიძლება აღმოჩნდეს ჭეშმარიტი ან ნამდვილი, არცერთი მტკიცებულება - სამართლიანი) ასევე ითვლება იგივეობის კანონის თანამედროვე ფორმულირების ავტორად.; შემოიტანა ტერმინი „მოდელი“, წერდა ადამიანური ტვინის ფუნქციის სამანქანო მოდელირების შესაძლებლობების შესახებ. ლაიბნიცმა გამოთქვა იდეა ერთი სახის ენერგიის სხვა სახით გარდაქმნის შესახებ, ჩამოაყალიბა ფიზიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვარიაციული პრინციპი — უმცირესი ქმედების პრინციპი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფიზიკის სპეციალური დარგების განვითარებაში.პირველი იყო, რომელმაც გერმანულ ისტორიოგრაფიაში ყურადღება გაამახვილა ლინგვისტურ პრობლემების გენეალოგიასთან ურთიერთკავშირზე, შექმნა ენების ისტორიული წარმოშობის თეორია და მიანიჭა მათ გენეალოგიური კლასიფიკაცია, ითვლება გერმანული ფილოსოფიური და სამეცნიერო ლექსიკონის ერთ-ერთ შემქმნელად.

ვოლტერი

ვოლტერი (ფრანგ. Voltaire, ნამდვილი სახელი: ფრანსუა მარი არუე ფრანგ. François-Marie Arouet, დ. 21 ნოემბერი, 1694 — გ. 30 მაისი, 1778) — ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ფილოსოფოსი, განმანათლებელი.

იაო (იმპერატორი)

იაო (ჩინ. 堯 — მაღალი, ძვ. წ 2353 — ძვ. წ 2234 ) — ლეგენდარული ჩინელი იმპერატორი, მე-4 “5 უძველესი იმპერატორიდან„ , თავისი ფიზიკურობით ღვთაებრივი და ადამიანური ნაკვთების გამაერთიანებელი. ასევე ატარებდა სახელებს ფანსუნი, თანგ იაო, თაოთანგი.

ისტორიის პერიოდიზაცია

ისტორიაში მიღებულია პერიოდიზაცია. ეს ერთ-ერთი ურთულესი სფეროა, რომელიც ისტორიკოსთა შორის იწვევს აზრთა სხვადასხვაობას. ამ დისკუსიით ცხადი ხდება რომ ისტორია „დაუსრულებელი პოლემიკაა“. ისტორიის პირველი პერიოდიზაციის ნიშნები ანტიკურ ხანაში ჩნდება, ეს იყო ისტორიის დაყოფის პირველი გულუბრყვილო მცდელობები. ანტიკურ ხანაში საუბრობდნენ ოთხი ეპოქის შესახებ. ოქროს საუკუნე, ვერცხლის საუკუნე, ბრინჯაოს საუკუნე, რკინის საუკუნე, ამის შემდეგ ანტიკური სამყაროს რწმენით სამყაროს დასასრული იყო.

კონფუციანელობა

კონფუციანელობა — ჩინელი ფილოსოფოსის კონფუცის (კონფუცი შეიძლება ითარგმნოს როგორც : „მასწავლებელი კუნი“, დ.551-გ.478) მიერ ჩამოყალიბებული ეთიკურ ფილოსოფიული სისტემა. ის არის მორალის, სოციალური წყობის, პოლიტიკის, ჩინური ფილოსოფიის და რელიგიის კომპლექსური სისტემა. მას რამდენიმე აღმოსავლურ ქვეყანაში აქვს მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რატომაც შეიძლება სახელმწიფო რელიგიადაც მივიჩნიოთ.

კონფუციანელობის გავრცელების ძირითადი ქვეყნებია: ჩინეთი, ტაივანი, კორეა, იაპონია, ვიეტნამი და ქვეყნები სადაც დიდია ჩინური მოსახლეობა მაგალითად სინგაპური. კონფუციანელობას დაახლოებით 1.5 მილიარდი მიმდევარი ჰყავს.კონფუციანელობის მიხედვით ადამიანს შეუძლია განვითარება საკუთარი ძალების მობილიზებით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საკუთარ თავზე მუშაობას, თვით-განვითარებასა და თვით-შექმნას. მისი მთავარი იდეაა სათნოებისა და მორალის სრულყოფილებაში მოყვანა. ის მოუწოდებს თუნდაც სიცოცხლეზე თქვან უარი თუ კი ამას მორალური ღირებულებები მოითხოვს.

კონფუცის ინსტიტუტი

კონფუცის ინსტიტუტების გლობალური ქსელი (Confucius Institute, 孔子学院) — საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრთა ქსელი, დაარსებული სახელმწიფოს კანცელარიის მიხედვით ჩინური ენის საზღვარგარეთ გავრცელების მიზნით(შემოკლებით ჰანიბანი, Hanban, 国家汉办) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზღვარგარეთ არსებული უცხოურ ცენტრებთან ერთად. კერძოდ „ინსტიტუტების“ გარდა შეიქმნა კონფუცის „კლასები“. ზოგიერთ ინსტიტუტს გააჩნია სპეციალობა, მაგალითად ათენის კონფუცის ბიზნეს ინსტიტუტი, ლონდონის კონფუცის ჩინური მედიცინის ინსტიტუტი.

კოორდინაციას უწევს და უზრუნველყოფს დაფინანსებას ჩინური მხრიდან კონფუცის ინსტიტუტის შტაბ-ბინა - ჰანიბანი. გამოჩენილი ფილოსოფოსის, მოაზროვნეს, ანტიკური მასწავლებლის კონფუცის სახელი ინსტიტუტების სახელს მიეკუთვნა ესპანური სერვანტესის ინსტიტუტის, გერმანული გოეთეს, პორტუგალიური კამოენსის, ბრიტანული ბრიტანეთის საბჭოს, ფრანგული ფრანცეს ალიანსის, იტალიური დანტე ალიგიერის ასოციაცია-ინსტიტუტის ანალოგიურად.

ლევან ბერიკაშვილი

ლევან ბერიკაშვილი (დ. 19 ნოემბერი, 1965) — ქართველი მსახიობი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. რუსთაველის თეატრის მსახიობია 1988 წლიდან. აღსანიშნავი როლებია: ბეკინა ( „სამანიშვილის დედინაცვალი“ ), ლაერტი ( „ჰამლეტი“ ), ასტოლფო („ცხოვრება სიზმარია“), კონფუცი („საშობაო სიზმარი“), ვანგი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), ბენკო ( „მაკბეტი“ ), სიმონ ჩაჩავა ( „კავკასიური ცარცის წრე“ ), ლიმონა („საბრალდებო დასკვნა“), გელა („მერე რა რომ სველია სველი იასამანი“), იჩო, მურთაზ („ლამარა“), ტარტალია („ქალი გველი“), კლავდიუსი („ჰამლეტი“), ორსინო („როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე“), ვლადიმირი („გოდოს მოლოდინში“).

ლიტერატურის ტაძარი

ლიტერატურის ტაძარი (ვიეტ. Văn Miếu) — პაგოდების კომპლექსი პარკით, ვიეტნამის პირველი უნივერსიტეტი. მდებარეობს ჰანოიში თანგ-ლონგის სამეფო ქალაქის სამხრეთ ნაწილში. ტაძარი გამოსახულია 100 000 ნომინალის ვიეტნამურ დონგზე.

რელიგია

რელიგია — იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალები, რომლებიც ზემოქმედებენ სამყაროზე და ადამიანის ცხოვრებაზე. ეტიმოლოგიურად რელიგიის ყველაზე ცნობილი განსაზღვრებაა „ხელახლა დაკავშირება“, თუმცა სხვები ვარაუდობენ, რომ იგი ნიშნავს „(სამყაროს) განმეორებით წაკითხვას“. ეს იდეა ღირებულია ქრისტიანობისათვის, მაგრამ არა რომაული წარმართობისათვის, რომლისგანაც მომდინარეობს ეს სიტყვა. მათთვის „რელიგია“ არის ღმერთთან ვისიმე ხელახლა დაკავშირების იარაღი.

ფილოსოფია

ფილოსოფია — მეცნიერება, მსოფლმხედველობა, იდეების და შეხედულებების სისტემა სამყაროზე და მასში ადამიანის ადგილზე. მისი კვლევის საგანია სამყაროსთან ადამიანის შემეცნებითი, სოციალურ-პოლიტიკური, ღირებულებითი, ეთიკური და ესთეტიკური ურთიერთობები. ფილოსოფიის სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად იყენებდნენ ისეთ ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებებს, როგორებიცაა: დიალექტიკა და მეტაფიზიკა, რაციონალიზმი და ემპირიზმი, მატერიალიზმი და იდეალიზმი, ნატურალიზმი და სპირიტუალიზმი, დეტერმინიზმი და ინდეტერმინიზმი და ა. შ.

თანამედროვე ფილოსოფიის ძირითადი ტენდენციები დაკავშირებულია ისეთი ფუნდამენტური პრობლემების გააზრებასთან, როგორებიცაა თანამედროვე ცივილიზაციის ბედი, კულტურების მრავალფეროვნება და ერთიანობა, ადამიანის შემეცნების ბუნება, ყოფიერება და ენა.

ჩინეთი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (ჩინ. 中华人民共和国, პინ-ინი Zhōngguó), ზოგადად ცნობილი როგორც ჩინეთი — მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა 1.3 მილიარდზე მეტი მოსახლით. ჩინეთი მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში. ქვეყანაში არის ერთპარტიული სისტემა და მმართველი ძალაა ჩინეთის კომუნისტური პარტია. ჩინეთის იურისდიქცია ვრცელდება 22 პროვინციაზე, ხუთ ავტონომიურ რეგიონზე, ოთხ პირდაპირ კონტროლირებად მუნიციპალიტეტზე, (პეკინი, ტიანძინი, შანხაი და ჩუნცინი) და ორ მაღალი ავტონომიის მქონე სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონზე (ჰონგ-კონგი და მაკაო). ჩინეთის დედაქალაქია პეკინი.

აღმოსავლეთიდან აკრავს ყვითელი, აღმოსავლეთ ჩინეთისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვები (წყნარი ოკეანე). სანაპიროსთან ბევრი კუნძულია, რომელთაგან უდიდესია ტაივანი და ჰაინანი. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მონღოლეთი და რუსეთი, დასავლეთიდან ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ავღანეთი; სამხრეთით ნეპალი, ინდოეთი, ბჰუტანი, მიანმარი, ლაოსი, ვიეტნამი; ჩრდილოეთით ჩრდილოეთ კორეა. ოფიციალური ენა — ჩინური. ეროვნული დღესასწაულია 1 ოქტომბერი — რესპუბლიკის გამოცხადების დღე (1949). ოფიციალური კალენდარი — გრიგორიანულია, იყენებენ ასევე მთვარისა და მზის კალენდარს. ფულის ერთეულია იუანი.

ჩინეთის ისტორია

ჩინეთის ისტორია უძველესი ხელნაწერების მიხედვით დაახლოებით 3500 წლის წინ დაიწყო. ეს არის ერთ-ერთი უძველესი და უმთავრესი იმ ცივილიზაციათაგან, რომლებიც დღესაც კი არსებობს და განაგრძობს განვითარებას. კუს ბაკანზე ნაპოვნი ხელნაწერები, რომლებიც გვაგონებს ძველ ჩინურ დამწერლობას, თარიღდება ძვ. წ. 1500 წლით. ამ ჩანაწერების მიხედვით ჩინური ცივილიზაცია დაიწყო დაახლოებით 5000 წლის წინ ქალაქ-სახელმწიფოების ჩამოყალიბებით. მიღებულია, რომ ჩინეთი ერთი დიდი სამეფოს, იმპერიის ქვეშ დაახლოებით 2000 წლის წინ გაერთიანდა. წარმატებულმა დინასტიებმა ჩამოაყალიბეს ბიუროკრატიული კონტროლის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევდა იმპერატორს ემართა გეოგრაფიულად საკმაოდ დიდი ტერიტორია. ის, რასაც დღეს ჩინეთის ცივილიზაციას უწოდებენ დაიწყო იმპერატორი ცინ შიხუანდის მიერ, დამწერლობის სისტემისა იძულებითი დადგენის (ძვ. წ. 200 წელს) და კონფუციანიზმზე დამყარებული სახელმწიფო იდეოლოგიის (ძვ. წ. 100 წელს) ჩამოყალიბების შემდეგ.

ჩინური ფილოსოფია

ძველ ჩინეთში ფილოსოფიური სკოლები წარმოიშვა ძვ. წ. VI-III საუკუნეებში. ჩინური ფილოსოფიის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია მითოლოგიამ და ძველმა წერილობითმა ძეგლებმა „ი ძინმა“ — „გარდაქმნათა წიგნმა“ და „ში ძინმა“ — „ისტორიათა წიგნმა“.

გავრცელებული სქემის მიხედვით ჩინური ფილოსოფიის განვითარების ისტორია იყოფა ოთხ პერიოდად: 1. ძველი ფილოსოფია (ძვ. წ. VI-III საუკუნეები); 2. შუა საუკუნეების ფილოსოფია (ძვ. წ. III-ახ. წ. XIX საუკუნის შუა პერიოდამდე); 3. ახალი დროის ფილოსოფია (XIX საუკუნის შუა პერიოდიდად 1919 წლამდე); 4. უახლესი პერიოდი (1919 წლიდან დღემდე).

ცნობილია ძველი ჩინური ფილოსოფიის ექვსი კლასიკური სკოლა:

ჟუძია - მომსახურე ადამიანთა სკოლა იგივე კონფუციანელობა, ფუძემდებელი კონფუცი.

დაოძია - იგივე დაოსიზმი, ფუძემდებელი ლაო-ძი.

მოძია - იგივე მოიზმის მიმდევრების მოისტების სკოლა, ფუძემდებელი ფილოსოფოსი მო-ძი.

ფაძია - ლეგიზმი („კანონიკები“).

ინიანძია - ანუ ინისა და იანის შესახებ სწავლების მომხრეთა სკოლა, იგივე ნატურფილოსოფიური (პრიმიტიული მატერიალიზმი).

მინძია - იგივე ნომინალისტური სკოლა, ფუძემდებელი ფილოსოფოსი მენ-ძი.ამ სკოლების ჩამოყალიბება და განვითარება მიეკუთვნება ჩინეთის ისტორიის ეგრეთ წოდებულ ოქროს ხანას. თითოეულმა მიმდინარეობამ გაიარა ჩამოყალიბების, განვითარების, ცვლილებების და დაშლის ხანგრძლივი ისტორიული პროცესი. მაგ: ცნობისათვის, კონფუციანელობა 8 ფილოსოფიურ მიმდინარეობად დაიშალა საბოლოოდ. ასევე, დაიშალა სხვადასხვა მიმდინარეობად თითოეული სკოლა. დღეისათვის, ჩინეთში ასობით ფილოსოფოსი, ათობით ფილოსოფიური მიმდინარეობა არსებობს.

ჩინეთის იდეოლოგიურ-კულტურულ ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულა კონფუციანელობამ. მასში ჭარბობს ეთიკურ-რელიგიური პრობლემები, ყურადღების ცენტრში დგას ადამიანი, რომლის ცხოვრება ბედზე დამოკიდებულად ცხადდება. ბედი ზეცითაა განსაზღვრული, მიწიერ ყოფას ტიანდაო ანუ ზეცის კანონი მართავს. მეორე დიდი გავლენი სკოლა იყო დაოსიზმი — ლაო-ძის — დაოს, ანუ კანონზომიერების შესახებ. დაო სამყაროს ის წესრიგია, რომლის ძალით ჩნდება წინააღმდეგობა ყოველ არსებულში, რაც ცვლის, გარდაქმნის ყოველივეს თვით კი უქმნადი და უცვლელია. დაოსიზმი დიალექტიკური მოძღვრებაა.

მატერიალისტურ სკოლებად ითვლება სიუნ-ძის მოძღვრება და ლეგისტების („ფაძიას“) სკოლა; ამათგან პირველი ნატურფილოსოფიური მოძღვრებაა, მეორე კი საზოგადოებას ეხება და კანონებს იკვლევს.

კონფუციანელობა და დაოსიზმი თავიანთ განვითარებაში თანდათან რელიგიურ სახეს იღებენ. V-VI საუკუნეებში ჩინეთში გავრცელდა ბუდიზმი. ბუდისტური ლიტერატურის თარგმნა, გავრცელება და ათვისება ხდებოდა მასზე კონფუციანელობის და დაოსიზის ძლიერი გავლენით. VII-X საუკუნეებში ბუდიზმი ყველაზე გავრცელებული მიმართულება გახდა. სუნის ეპოქა (X-XIII საუკუნეები) ჩინური ფილოსოფიის ხელახლა აღორძინების ხანად ითვლება, რაც ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური დაწინაურების გამოხატულება იყო. ამ დროს კვლავ გაძლიერდა კონფუციანელობა, მან ნეოკონფუციანელობის სახე მიიღო. თუ კონფუციანელობის ადრინდელი წარმომადგენელნი ფილოსოფიის მთელ რიგ საკითხებს მატერიალისტურად წყვეტდნენ, ნეოკონფუციანელები უკომპრომისოდ მხოლოდ იდეალურ საწყისს სცნობდნენ. ამ თეორიის თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ ძმები ჩენ ხაო და ჩენ ი. ნეოკონფუციანელობა განვითარდა ობიექტური და სუბიექტური იდეალიზმის ფორმებში.

1644-1911 წლებში მოდერნიზებული კონფუციანელობა განათლების ოფიციალური სისტემის საფუძველი გახდა. ჩინური ფილოსოფიური აზროვნება არსებითად შეიცვალა 1840-1842 წლებში დაწყებული ომის შემდეგ („ოპიუმის ომი“), რის შედეგადაც უცხოეთის აგრესიამ ჩინეთი ნახევრად კოლონიად აქცია.

1919-1949 წლებში რესპუბლიკური წყობილების დროს ჩინეთში ფილოსოფიური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზროვნების განვითარების ახალი პერიოდი დადგა; ნეოკონფუციანელობა კრიზისმა მოიცვა, დაიწყო დასავლეთ ევროპის ბურჟუაზიულ ფილოსოფიური და სოციოლოგიური თეორიების გავრცელება. ამავე დროს ვრცელდება მარქსისტულ-ლენინური მსოფლმხედველობა, რომელიც ბრძოლას იწყებს ბურჟუაზიული იდეოლოგიის წინააღმდეგ. ჩსრ-ის შექმნის დროიდან (1949) მარქსიზმ-ლენინიზმი გაბატონებული სახელმწიფოებრივი იდეოლოგია გახდა.

ჩუნციუს პერიოდი

ჩუნციუს პერიოდი იგივე გაზაფხულ-შემოდგომის პერიოდი (ჩინ. 春秋时代) - პერიოდი ჩინეთის ისტორიაში, რომელიც დაახლოებით მიესადაგება აღმოსავლეთ ჯოუს დინასტიის მმართველობის პირველ ნახევარს. (ძვ. წ. 771 - 403 წლები) ტერიტორიულად მიესადაგება ხუანხეს ალევიურ დაბლობს, შანდუნის ნახევარკუნძულს და ხანშუის ხეობას. მისი სახელი წარმოდგება გაზაფხულის და შემოდგომის ანალებიდან, რომელიც არის ძვ. წ. 722 - 479 წლებში ლუს სახელმწიფოს ისტორიის ქრონოლოგია, რომლის ავტორადაც ტრადიციულად კონფუცი ითვლება. პერიოდი შეიძლება დაიყოს სამ ქვე პერიოდად:

რეგიონალური კულტურებს ერა (ადრეული): 771–643, ხუან-გუნის მმართველობის პერიოდი.

ხელყოფის ერა (შუა): 643–546, ჯინსა და ჩუს შორის მშვიდობის პერიოდი.

რეფორმების ერა (გვიანდელი): 546–403, ჯინის დანაწევრება.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.