კომუნიზმი

კომუნიზმი — საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია, დაფუძნებული წარმოების საშუალებების საერთო საკუთრებაში ფლობაზე. კომუნისტური საზოგადოება ემყარება პრინციპს: „თითოეულისაგან - მისი უნარის მიხედვით, თითოეულს - მოთხოვნილების მიხედვით“. ასეთ წყობას პრაქტიკაში არასდროს უარსებია. კომუნიზმი მიიღწევა სოციალური კლასების, ფულისა[1][2] და სახელმწიფოს გაუქმებით.[3][4]

ყველაზე მეტი დრო კომუნიზმის აღწერას თავიანთ ნაშრომებში დაუთმეს მე-19 საუკუნის გერმანელმა ფილოსოფოსებმა კარლ მარქსმა და ფრიდრიხ ენგელსმა. მათ ჩამოაყალიბეს ფილოსოფიური და იდეოლოგიური მიმართულება, რომელსაც შემდგომ მარქსიზმი ეწოდა. მარქსმა და ენგელსმა ისტორია განიხილეს როგორც საზოგადოებრივი-ეკონომიკური ფორმაციების ცვლილება. მათი აზრით, კომუნიზმის დამყარების წინაპირობას უშუალოდ კაპიტალიზმის პირობებში არსებული წინააღმდეგობები და კლასობრივი ანტაგონიზმი წარმოშობს. როდესაც კაპიტალიზმი მიაღწევს თავისი განვითარების უმაღლეს სტადიას — იმპერიალიზმს — პროლეტარიატი აჯანყდება ბურჟუაზიის წინააღმდეგ და დაამხობს მის ბატონობას, რის შემდეგაც ძალაუფლება გადავა მშრომელი ხალხის ხელში.

მარქსის მიხედვით კაპიტალისტური სისტემიდან კომუნიზმში გადასვლა ხორციელდება თანმიმდევრულად, გარდამავალი პერიოდის გავლით, რომელსაც სოციალიზმი ეწოდება. ამ დროს შენარჩუნებულია ფული და სახელმწიფო, თუმცა ახალ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ფორმაციაში ისინი ახალ დანიშნულებას იძენენ. სოციალიზმის განვითარების პროცესის პარალელურად ქრება აუცილებლობა ფულისა და სახელმწიფოს არსებობაში, რის შემდეგაც საზოგადოება გადადის განვითარების ახალ საფეხურზე — სრული კომუნიზმი.

მ-19 საუკუნეში რუსმა ფილოსოფოსმა პეტრე კროპოტკინმა ჩამოაყალიბა იდეოლოგია, რომელსაც ანარქო-კომუნიზმი ეწოდა. კროპოტკინი სახელმწიფოს განიხილავდა როგორც ძალადობრივ ინსტიტუტს, ამიტომაც აუცილებლად მიიჩნევდა მის გაუქმებას და კომუნიზმის დამყარებას ყველანაირი გარდამავალი ეტაპის გარეშე. მის იდეებს მარქსისტებმა დაუპირისპირეს მასების ფსიქოლოგიაზე ხანგრძლივი ზემოქმედებისა და „ახალი ადამიანის“ თეორიები.

მე-20 საუკუნეში თვითგამოცხადებული კომუნისტური პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში იყვნენ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ საბჭოთა კავშირში, რომელიც ცივი ომის დროს იყო სოციალისტური ბანაკის მეთაური და ამერიკასთან ერთად ითვლებოდა ერთ-ერთ ზესახელმწიფოდ. 1980-იანი წლებისთვის მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი სოციალისტურ სახელმწიფოში ცხოვრობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კომუნიზმის პოზიციები მსოფლიოში მკვეთრად შესუსტდა. ერთ-ერთი ბოლო ვინც კომუნისტურ იდეოლოგიაზე უარი თქვა, ჩრდილოეთ კორეა იყო, სადაც 2009 წელს, კონსტიტუციიდან ოფიციალურად ამოიღეს კომუნიზმი, როგორც სახელმწიფო იდეოლოგია.[5]

კომუნისტებმა გარკვეულ სიძლიერეს მიაღწიეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ევროკომუნიზმი არის ტერმინი რომელიც 1970–იანი წლებიდან გამოიყენებოდა ევროპელი კომუნისტების მისამართით, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ ემიჯნებოდნენ საბჭოთა კავშირს. კომუნისტური მოძრაობა ასევე საკმაოდ ძლიერია ლათინურ ამერიკაში.

Red flag II.svg კომუნიზმი Red star.svg
ძირითადი ცნებები

კოლექტივიზი • ანტიკაპიტალიზმი • ანტიიმპერიალიზმი • მუშათა თვითმმართველობა • პირდაპირი დემოკრატია • კლასობრივი ბრძოლა მსოფლიო რევოლუცია პროლეტარიატის დიქტატურა გეგმიური ეკონომიკა პროლეტარული ინტერნაციონალიზმი

ცნობილი მოღვაწეები

ტომას მორი ტომაზო კამპანელა გრაკხ ბაბეფი• რობერტ ოუენი• ვილჰელმ ვაიტლინგი• ალექსანდრე გერცენი• კარლ მარქსი ფრიდრიხ ენგელსი ელიზე რეკლიუ პეტრე კროპოტკინი ერიკო მალატესტა• როზა ლუქსემბურგი კლარა ცეტკინი ვლადიმერ ლენინი ალექსანდრ ბერკმანი• ემა გოლდმანი• ბარტოლომეო ვანცეტი• ლევ ტროცკი ნესტორ მახნო ალექსანდრა კოლონტაი ანტონიო გრამში• იოსებ სტალინი ბუენავენტურა დურუტი• ანტონ პანეკუკი• ხო ში მინი მაო ძედუნი იოსიპ ბროზ ტიტო ალბერ კამიუ ჰერბერტ მარკუზე• ჟან-პოლ სარტრი ენვერ ხოჯა სიმონ დე ბოვუარი ჩე გევარა პიერ პაოლო პაზოლინი კიმ ირ სენი კორნელიუს კასტორიადისი• გი დებორი• მიურეი ბუკჩინი ფიდელ კასტრო სუბკომანდანტე მარკოსი•

მოქმედი კომუნისტური პარტიები და მოძრაობები

კომუნისტური პარტიები

მიმდინარეობები

უტოპიური სოციალიზმი მარქსიზმი ევროკომუნიზმი • ანარქო-კომუნიზმი ქრისტიანული სამხედრო პირველყოფილი •

სქოლიო

  1. Principles of Communism, Frederick Engels, 1847, Section 18. "Finally, when all capital, all production, all exchange have been brought together in the hands of the nation, private property will disappear of its own accord, money will become superfluous, and production will so expand and man so change that society will be able to slough off whatever of its old economic habits may remain".
  2. The ABC of Communism, Nikoli Bukharin, 1920, Section 20.
  3. The ABC of Communism, Nikoli Bukharin, 1920, Section 21.
  4. (2011) "Withering Away of the State", რედ. George Thomas Kurian: The Encyclopedia of Political Science. CQ Press. DOI:10.4135/9781608712434. ISBN 9781933116440. წაკითხვის თარიღი: January 3, 2016.
  5. 2009 წლის ცვლილებები ჩრდილო კორეის კონსტიტუციაში
26 ივლისის მოძრაობა

26 ივლისის მოძრაობა (ესპ. Movimiento 26 de Julio; M-26-7) — რევოლუციური მოძრაობა კუბაში, დაარსებული ფიდელ კასტროს მიერ 1953 წელს. მოძრობამ 1959 წლის 1 იანვარს დაამხო ფულხენსიო ბატისტას ხელისუფლება. მან სახელწოდება მიიღო 1953 წლის 26 ივლისს მონკადას ყაზარმაზე რევოლუციონერების თავდასხმის მიხედვით. მოძრაობის რეორგანიზაცია მოხდა მექსიკაში 1955 წელს. მისი უმთავრესი ამოცანა გახდა ჩამოეყალიბებინა ორგანიზებული პარტიზანული ძალები, რომლებიც იბრძოლებდნენ ბატისტას რეჟიმის დასამხობად.

ანარქო-კომუნიზმი

ანარქო–კომუნიზმი (ლიბერტარიანული კომუნიზმი) — ანარქიის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ემხრობა სახელმწიფოს, ბაზრის, ფულის, კერძო საკუთრების და კაპიტალისტური სისტემის განადგურებას, სანაცვლოდ კი გვთავაზობს წარმოების საშუალებების საერთო საკუთრებაში ქონას, პირდაპირ დემოკრატიას და უიერარქიო ასოციაციებსა და მუშათა საბჭოებს, რომელშიც წარმოება დამყარებული იქნება პრინციპზე – ყველას მოთხოვნილების, ყველას შესაძლებლობების მიხედვით. ანარქო-კომუნიზმის საფუძვლებია:

დეცენტრალიზაცია – ცენტრალიზებული სახელმწიფოს ჩანაცვლება თავისუფალი ფედერაციებით, თვითორგანიზებული ტერიტორიული ერთეულებით (კომუნებით) და საწარმოო გაერთიანებებით.

თავისუფლება – რაც, პირველ რიგშიც გულისხმობს სრულ პიროვნულ თავისუფლებას. ძირითადად, ადამიანის პიროვნული თავისუფლების შელახვის მთავარი ინსტრუმენტია პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორები – მაგალითად, როდესაც ადამიანს კანონების გამოყენებით აიძულებენ რაღაც ქმედების განხორციელებას, ან ეკონომიკური ფაქტორები აიძულებს მას საკუთარი სამუშაო ძალა მიჰყიდოს კაპიტალის მფლობელს. ყოველს ადამიანს თავისუფლად უნდა შეეძლოს საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება.

თანასწორობა – იერარქიის არარსებობა, თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის.

ურთიერთდახმარება – აქ საუბარია ეგოიზმის – ხალხის დაყოფის მიზეზის – სოლიდარობით ჩანაცვლებაზე, რაც მიგვიყვანს ჰარმონიულ საზოგადოებამდე, რომლის წევრებიც მზად არიან ერთმანეთის დასახმარებლად.

ანარქო–კომუნიზმის ზოგიერთ ფორმაზე დიდი გავლენა იქონია რადიკალურმა ინდივიდუალიზმმა, შედეგად, ანარქო–კომუნისტები მიიჩნევდნენ, რომ ეს სისტემა ინდივიდუალური თავისუფლების რეალიზაციისთავის საუკეთესო სოციალური სისტემაა. ბევრს მიაჩნია, რომ ანარქო–კომუნიზმი საუკეთესო საშუალებაა ინდივიდისა და სოციუმის ურთიერთობების რეგულირებისთვის.ანარქო–კომუნიზმი განვითარდა საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ არსებულ სოციალისტურ საფუძველზე. თუმცა, ის პირველად ჩამოყალიბდა პირველი ინტერნაციონალის იტალიურ სექციაში. პეტრე კროპოტკინის თეორიულმა შრომებმა დიდი როლი ითამაშა მის განვითარებასა და დახვეწაში.

ანარქო–კომუნისტური საზოგადოებები, რომლებიც დღესდღეობით არსებულ პრინციპებს ეფუძნებოდნენ და ამავდროულად, ღირსეული ადგილი დაიკავეს კაცობრიობის ისტორიაში, გვხვდებოდა ესპანეთის სამოქალაქო ომის და რუსეთის რევოლუციის დროს. ესპანელი ანარქისტების ძალისხმევით, ესპანეთის რევოლუციისა და სამოქალაქო ომის პერიოდში, 1936 წლიდან პრაგონის, ლევანტეს და ანდალუსიის ტერიტორიაზე შესაძლებელი გახდა ანარქო–კომუნისტური საზოგადოების ჩამოყალიბება. ანარქო–კომუნიზმის ერთ-ერთ მთავარ „ციხესიმაგრედ“ ანარქისტული კატალონია იქცა, თუმცა, ანარქისტებს არ დასცალდათ –ომში გამარჯვებულმა მხარემ ჰიტლერის, მუსოლინის, სსრკ–ს მიერ ზურგგამაგრებული ესპანეთის კომუნისტური პარტიის და მთელი კაპიტალისტური სამყაროს დახმარებით ანარქისტების რეპრესიები დაიწყო. რაც შეეხება უკრაინაში არსებულ თავისუფალ ტერიტორიას – რუსეთის რევოლუციის დროს ნესტორ მახნომ შეძლო საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე გაევრცელებინა ანარქო–კომუნიზმი და დაეცვა გარეშე ძალებისგან უკრაინის რევოლუციური არმიის დახმარებით, თუმცა, საბოლოოდ, თავისუფალმა ტერიტორიამ ვერ გაუძლო ბოლშევიკების შეტევას.

ესტადო-ნოვო (პორტუგალია)

ესტადო-ნოვო (პორტ. Estado Novo, აგრეთვე ცნობილი როგორც პორტუგალიის მეორე რესპუბლიკა) ეწოდებოდა პორტუგალიურ ავტორიტარული რეჟიმს, დაარსებული 1933 წელს 1926 წლის 28 მაისის მოვლენების შედეგად. მისი ლიდერი იყო ანტონიუ დი სალაზარი, პორტუგალიის მმართველი 1932-1968 წლებში. ესტადო ნოვოს რეჟიმის მმართველობის პერიოდში, ქვეყნის ზღვისიქითა იმპერიის მოცულობა 2,168,071 კმ2-მდე გაიზარდა.

კადარიზმი

კადარიზმი (უნგრ. Kádárizmus, „უნგრული სოციალიზმი“, „გულიაშ-კომუნიზმი“, უნგრ. gulyáskommunizmus) — უნგრეთის სახალხო რესპუბლიკაში 1960-იანი წლებიდან 1989 წლებამდე არსებული პოლიტიკური რეჟიმის გადატანითი სახელწოდება. რეჟიმის სახელი მომდინარეობს უნგრეთის სოციალისტური მუშათა პარტიის პირველი მდივნის იანოშ კადარის სახელიდან.

კარლ მარქსი

კარლ ჰაინრიხ მარქსი (გერმ. Karl Marx; დ. 5 მაისი, 1818, ტრირი — გ. 14 მარტი, 1883, ლონდონი) — გერმანელი ფილოსოფოსი, ეკონომისტი, ისტორიკოსი, პოლიტიკური თეორეტიკოსი, სოციოლოგი, კომუნისტი და რევოლუციონერი, რომლის იდეებსაც ეფუძნება თანამედროვე კომუნიზმი. მარქსმა შეაჯამა თავისი მიდგომა კომუნისტური პარტიის მანიფესტის პირველ თავში, რომელიც 1848 წელს გამოქვეყნდა:

მარქსი ამტკიცებდა, რომ კაპიტალიზმი, ისევე როგორც წინამორბედი სოციალურ-ეკონომიკური სისტემები, გარდაუვალად წარმოშობს შინაგან დაპირისპირებას რაც მიიყვანს მას თავისსავე დესტრუქციასთან. ისევე როგორც სოციალიზმმა ჩაანაცვლა ფეოდალიზმი, მას სჯეროდა რომ სოციალიზმი, თავის მხრივ ჩაანაცვლებს კაპიტალიზმს და კაცობრიობას მიიყვანს უსახელმწიფო, უკლასო საზოგადოებამდე სახელად კომუნიზმი. ეს მიიღწევა მხოლოდ გარდამავალი პერიოდის შემდეგ რომელსაც ეწოდება „პროლეტარიატის დიქტატურა“: პერიოდს ხანდახან უწოდებენ „მუშათა სახელმწიფოს“ ან „მუშათა დემოკრატიას“. „კომუნისტური პარტიის მანიფესტის“ პირველ მონაკვეთში მარქსი განმარტავს ფეოდალიზმს, კაპიტალიზმს და შინაგანი სოციალური დაპირისპირების როლს ისტორიულ პროცესში.. მარქსი ამტკიცებდა სოციალურ ეკონომიური ცვლილების სისტემურ გაგებას. ის ამტკიცებდა რომ კაპიტალიზმის შინაგანი სტრუქტურული დაპირისპირება გარდაუვალს გახდის მისივე დასასრულს და გზას გაუხსნის სოციალიზმს.მეორე მხრივ მარქსი ამტკიცებდა, რომ საზოგადოებრივ ეკონომიური ცვლილება ხდებოდა ორგანიზებული რევოლუციური აქციით. ის ამტკიცებდა, რომ კაპიტალიზმს დაასრულებს ინტერნაციონალური მუშათა კლასის ორგანიზებული აქცია. კარლ მარქსი, ერიკ დურკჰაიმთნ და მაქს ვებერთან ერთად მოიაზრება თანამედროვე სოციალური მეცნიერებების არქიტექტორად.

კომინტერნი

კომინტერნი, კომუნისტური ინტერნაციონალი, მე-3 ინტერნაციონალი — 1919-43 წლებში საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების კომპარტიებს აერთიანებდა. დაარსდა 28 ორგანიზაციის მიერ რკპ-სა და პირადად ვლადიმერ ლენინის ინიციატივით რევოლუციური ინტერნაციონალური სოციალიზმის იდეების გასავრცელებლად, მეორე ინტერნაციონალის რეფორმისტული სოციალიზმის გადასაწონად, რომელთა შორის გარღვევა საბოლოოდ მოხდა რუსეთში პირველ მსოფლიო ომსა და ოქტომბრის რევოლუციაზე პოზიციათა განსხვავებულობის გამო. სსრკ-ის სათავეში იოსებ სტალინის მოსვლის შემდეგ ეს ორგანიზაცია საბჭოთა კავშირის ინტერსების გამტარებლად ითვლებოდა.

მარქსიზმ-ლენინიზმი

მარქსიზმ-ლენინიზმი — კომუნისტური იდეოლოგია და პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც ოფიციალურად ეფუძნება კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსის და ვლადიმერ ლენინის თეორიებს. იგი პროპაგანდას უწევს მსოფლიო რევოლუციას, რომლის შედეგად ინტერნაციონალური კომუნისტური საზოგადოება შეიქმნება.

მარქსიზმი

მარქსიზმი — კარლ მარქსის მიერ დაარსებული ფილოსოფიური და იდეოლოგიური მიმართულება.

მარქსიზმი სათავეს იღებს კარლ მარქსის და ფრიდრიხ ენგელსის ფილოსოფიური და სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის შრომებიდან, რომელთა მთავარი თემაა კაპიტალიზმის კრიტიკა. ეს კრიტიკა სისტემატური სახით მოცემულია მარქსის ცნობლ ნაშრომში კაპიტალი.

როგორც ფილოსოფიური მიმართულება მარქსიზმი ეფუძნება მატერიალისტურ გაგებას, რომლის მიხედვითაც საზოგადოების ცხოვრების ფორმას − საზოგადოებრივ ფორმაციას, ეკონომიკა განსაზღვრავს. ეს თეორია აგებულია მთავარ დებულებაზე კლასობრივი ბრძოლის შესახებ და გულისხმობს საზოგადოებრივი ფორმაციების ძირითადად ძალადობრივი, რევოლუციური გზით ცვლილებას. ამასთანავე, კლასობრივ ბრძოლას მარქსიზმში კანონის ძალა ენიჭება. მაგალითად „კლასობრივი ბრძოლის კანონით“ წინასწარ განსაზღვრულია, რომ კაპიტალიზმის პირობებში ჩაგრული კლასი − პროლეტარიატი, ახსდგება მჩაგვრელი, „ექსპლოატატორი“ კლასის − ბურჟუაზიის წინააღმდეგ, მოვა ხელისუფლების სათავეში და დაამყარებს „პროლეტარიატის დიქტატურას“. ეს იქნება პირველი ნაბიჯი საბოლოო მიზნის − უკლასო, კომუნისტური წყობილების დამყარების მიღწევის გზაზე.

მარქსიზმი საფუძვლად დაედო ორ პრინციპულად განსხვავებულ იდეოლოგიას, პოლიტიკურ მიმდინარეობასა და სახელმწიფოებრივ წყობას. ერათი მხრივ, მარქსიზმს ეფუძნება თანამედროვე დასავლური სოციალ−დემოკრატია, რომელიც უარყოფს მარქსიზმის რევოლუციურ, ძალადობრივ დებულებებს, მაგრამ ამავე დროს, სახელმძღვანელო დებულებად ირჩევს „სოციალური სამართლიანობის“ მარქსისტულ პრინციპს. დღეს ევროპის წამყვან ქვეყნებში სოციალ-დემოკრატიული პარტიები სახელისუფლო პარტიებია. მათი პოლიტიკური მიზანი კი „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ ჩამოყალიბებაა. ამიტომ, გერმანულ სახელმწიფოს „სოციალურ სახელმწიფოს“, შვედეთის საზოგადოებრივ−პოლიტიკურ სისტემას კი „შვედურ სოციალიზმს“ უწოდებენ. მეორე მხრივ კი, ლენინისა და სტალინის მოძღვრებებით ტრანსფორმირებულ მარქსიზმს ეფუძნებოდა საბჭოთა რეჟიმი და მისი იდეოლოგია, ანუ ე.წ. „რეალურად არსებული სოციალიზმი“.

პოლიტიკა

პოლიტიკა — ეს არის:

საზოგადოების და სახელმწიფოს მართვის ხელოვნება,

საზოგადოებრივი იდეების ერთობლიობა და მისგან გამომდინარე მიზანმიმართული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფოებს, ხალხებს, ერებს, სოციალურ ჯგუფებს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან.პოლიტიკას წარსულში განსაზღვრავდნენ სხვადასხვაგვარად, კერძოდ: (ა) როგორც ”სამეფო ხელოვნებას” ყველა სხვა ხელოვნების (ორატორული, სამხედრო, სასამართლო) სამართავად, (ბ) როგორც უნარს ”ყველა მოქალაქის დაცვისა და მათ შორის უარესების უკეთესებად გარდაქმნისა” (პლატონი), (გ) როგორც ცოდნას სამართლიანი და ბრძნული მმართველობის თაობაზე (მაკიაველი), (დ) როგორც კლასთა ინტერესების ბრძოლას (მარქსი).

პრავდა

პრავდა (რუს. Правда — „სიმართლე“) — რუსულენოვანისაბჭოთა კავშირის წამყვანი გაზეთი და კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ოფიციალური ორგანო 1912-1991 წლებში. გაზეთის გამოცემა დაიწყო 1912 წელს ვენაში, ავსტრია, და მოსკოვში მხოლოდ 1918 წელს გამოჩნდა. გაზეთი დაიხურა 1991 წელს პრეზიდენტ ელცინის განკარგულებით, თუმცა იგივე დასახელების გაზეთი დღემდე გამოდის რუსეთში, ხოლო Pravda.ru საიტი, დაარსებული გაზეთ პრავდას ყოფილი თანამშრომლების მიერ, ამჟამად ტაბლოიდის სტილის რუსული საინფორმაციო წყაროა. ყოფილი პრავდა დასავლეთში ყველაზე განთქმული მისი ცივი ომისდროინდელი განცხადებებით გახდა.

პროლეტარიატის დიქტატურა

პროლეტარიატის დიქტატურა — მარქისიტული ტერმინი, რომელიც აღნიშნავს გარდამავალ ფაზას კაპიტალიზმის კოლაფსსა და კომუნიზმის დამყარებას შორის, რომლის დროსაც პოლიტიკურ ძალაუფლებას ხელში იგდებს პროლეტარიატი. კარლ მარქსი თვლიდა, რომ როდესაც პროლეტარიატი გააცნოებიერებს საკუთარ უფლებებს და დამონებულ მდგომარეობას, გაერთიანდება და მოახდენს რევოლუციას, რომელიც გაანადგურებს კაპიტალისტურ წყობას და დაამყარებს უკლასო საზოგადოებას. შუალედურ პერიოდში კი ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებს პროლეტარიატი, ხოლო მმართველობის ფორმა იქნება დიქტატურა. მარქსის თქმით, პროლეტარიატის დიქტატურა არის ჭეშმარიტი დემოკრატიის ერთადერთი სახე, რადგან ამ დროს ძალაუფლება გადადის მოსახლეობის უმრავლესობის ხელში. მან ასევე ივარაუდა, რომ ეს პროცესები წარიმართება მხოლოდ მაშინ, როდესაც უუფლებო პროლეტარიატი მოსახლეობის უმრავლესობაში მოექცევა.

პრაქტიკაში პროლეტარიატის დიქტატურა პირველად დამყარდა რუსეთში 1917 წლის რევოლუციათა სერიის შემდეგ ხელისუფლებაში კომუნისტური პარტიის მოსვლის გზით. ეს პერიოდი რუსეთის ისტორიაში ცნობილია წითელი ტერორის სახელით.

რუსეთის რევოლუცია

რუსეთის რევოლუცია — 1917 წელს, რუსეთში მომხდარი რევოლუციების სერია, რომელმაც ბოლო მოუღო ცარისტულ ავტოკრატიას და საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბებას დაედო საფუძვლად.

საბერძნეთის სამოქალაქო ომი

საბერძნეთის სამოქალაქო ომი (ბერძ. ο Eμφύλιος [Πόλεμος], „სამოქალაქო ომი") საბერძნეთის მთავრობის ჯარებსა (რომელსაც მხარს დიდი ბრიტანეთი და ამერკის შეერთებული შტატები უჭერდნენ) და საბერძნეთის დემოკრატიულ არმიას (ΔΣΕ-ბერძნული ინიციალენი „დსე" რომელიც წარმოადგენა საბერძნეთის კომუნისტური პარტიის (KKE) ჯარს და მხარს ბულგარეთი, იუგოსლავია, ალბანეთი და საბჭოთა კავშირი უჭერდნენ) შორის 1946-1949 წლებში მიმდინარეობდა. ეს იყო მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის 1943 წელს დაწყებული დაპირისპირების შედეგი, რომელთა მიზანიც იყო მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური ქვეყნების ალიანსის ჯარების ოკუპაციის მიერ შექმნილი სახელისუფლებო ვაკუუმის შევსება. ის იყო ცივი ომის ერთ-ერთი პირველი კონფლიქტი, ასევე ზოიერთი ექსპერტის აზრით მეორე მსოფლიოს შემდგომ პერიოდში დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებუი შტატების მიერ უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის პირველი მაგალითი; ჩერჩილმა ღიად და პირდაპირ მოითხოვა დამოუკიდებელი ევროპული ქვეყნისგან მისი პოლიტიკური სისტემის მიღება, სტალინის მოქმედებები მხოლოდ პასუხი იყო მის ასეთ მოქმედებაზე. ბრიტანეთის ელიტა საბერძნეთს დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდა საკუთრებად და მასზე კონტროლის შენარჩუნებას ყველა საშუალებით ცდილობდა.

სამხედრო კომუნიზმი

სამხედრო კომუნიზმი — 1918-1921 წლებში საბჭოთა რუსეთის შიდაპოლიტიკური კურსი, რომლის მიზანი იყო სამოქალაქო ომის პირობებში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და მშრომელთა გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილება.

სამხედრო კომუნიზმის დროს საბჭოთა რუსეთში აიკრძალა კერძო მეწარმეობა, მოხდა მრეწველობის ნაციონალიზაცია, სასაქონლო-ფულადი ურთიერთობები შეიცვალა პირადაპირი საქონელგაცვლით. სამხედრო კომუნიზმის პოლიტიკამ დამანგრეველი შედეგი იქონია რუსეთის ეკონომიკაზე და დიდი უკმაყოფილება გამოიწვია გაჭირვებულ გლეხობაში, რომელიც ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად მწვანე არმიების ჩამოაყალიბებას შეუდგა. 1921 წლის მარტში რუსეთის კომუნისტური პარტიის მეათე ყრილობაზე სამხედრო კომუნიზმის ნაცვლად მიიღეს ახალი ეკონომიკური პოლიტიკა.

სიურრეალიზმი

სიურრეალიზმი — მიმდინარეობა ლიტერატურასა და ხელოვნებაში XX საუკუნის შუა წლებში. ოფიციალურად ამ მიმდინარეობის ჩამოყალიბება უკავშირდება საფრანგეთში, ანდრე ბრეტონის მიერ 1924 წელს სიურრეალისტური მანიფესტის გამოქვეყნებას. სიურრეალისტების მიზანია ფარდა ახადონ ქვეცნობიერს, სიღრმისეულად გამოიკვლიონ სამყარო.

სოციალიზმი

სოციალიზმი — იდეოლოგია, რომელიც ითვალისწინებს სოციალური თანასწორობის პრინციპებზე დამყარებული საზოგადოების მშენებლობას; ასევე საზოგადოებრივი სისტემა, რომელიც ასეთ პრინციპებს ემყარება; პოლიტიკური მიმართულება; საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია, რომელშიც წარმოების საშუალებები საზოგადოებრივ საკუთრებაშია.

სოციალიზმი ქადაგებს ადამიანის მიერ სხვა ადამიანის ექსპლუატაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციას. სოციალისტურ საზოგადოებაში მიღწეულია სრული სახალხო მმართველობა, სოციალური თანასწორობა, მაქსიმალურად მინიმუმამდეა დაყვანილი ეკონომიკური დიფერენციაცია; გარანტირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება.

სტალინიზმი

სტალინიზმი (რუს. Сталинизм) — ტერმინი, რომელიც ეხება პოლიტიკურ რეჟიმს საბჭოთა კავშირში ი. ბ. სტალინის მმართველობის დროს. წარმოადგენს იოსებ სტალინისა და მისი გარემოცვის შეხედულებებისა და პრაქტიკული საქმიანობის იდეოლოგიას, რომელიც ჩამოყალიბდა 1920-იანი წლების ბოლოს და იარსება 1953 წლამდე, ე.ი. სტალინის გარდაცვალებამდე.

ტირანა

ტირანა (ალბ. Tiranë) — ალბანეთის დედაქალაქი და ამ ქვეყნის მთავარი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი.

როგორც არქეოლოგები ამტკიცებენ თანამედროვე ტირანას ტერიტორია ჯერ კიდევ 10,000 წლის წინ იყო დასახლებული. თუმცა მისი, როგორც ქალაქად ჩამოყალიბება 1614 წელს მოხდა და იგი ოსმალეთის იმპერიის გენერალ სულეიმან ბარჯინის (იგივე სულეიმან ფაშას) სახელს უკავშირდება.

დღეს მისი ძეგლი ტირანას მთავარ მოედანზე დგას, მის სახელს ატარებს ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაც.

ტირანა დედაქალაქის სტატუსს 1920 წლის 8 თებერვლიდან ატარებს.

ქრისტიანული კომუნიზმი

ქრისტიანული კომუნიზმი — რელიგიური კომუნიზმის განშტოება, რომელიც ეფუძნება ქრისტიანულ რწმენას. მისი მიმდევრები მიიჩნევენ, რომ იესო ქრისტეს ქადაგება შეესაბამება კომუნისტურ იდეოლოგიას.

პოლიტიკური იდეოლოგიები
ანარქიზმი
ეკოლოგიზმი
კონსერვატიზმი
ლიბერალიზმი
ნაციონალიზმი
სოციალიზმი
ფემინიზმი
ცენტრიზმი

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.