კომერცია

კომერცია, იგივე ვაჭრობა, არის ადამიანის საქმიანობის სფერო, რომელიც ხორციელდება რაიმე ღირებულების ყიდვა-გაყიდვით. ეს ღირებულება შეიძლება წარმოადგენდეს საქონელს, მომსახურებას, ინფორმაციას, ფულს ან სხვა რამეს. ვაჭრობაში შეიძლება მონაწილეობდნენ ადამიანები, ადამიანთა ჯგუფები, ფირმები, სახელმწიფოები. სახელმწიფო ვაჭრობა ორი ფორმისაა: საშინაო (მათ შორის საცალო და საბითუმო) და საგარეო. ვაჭრობა კაპიტალიზმის განვითარების უმნიშვნელოვანესი მექანიზმია, იგი წარმოიშვა შრომის საზოგადოებრივი დანაწილებისა და კერძო საკუთრების ბაზაზე.

ვაჭრობას, როგორც მოვლენას, შეისწავლიან მეცნიერების ცალკეული დარგები:

  • ვაჭრობის ეკონომიკა
  • ვაჭრობის სტატისტიკა

კომერციული ტერმინები

MercadodeSanJuandeDios
სან-ხუან-დე-დიოს ბაზარი, გვადალახარა

საერთაშორისო ორგანიზაციები

ლიტერატურა

  • ბექვითი, ქრისტოფერ [2009] (2011). Empires of the Silk Road: A History of Central Eurasia from the Bronze Age to the Present. Princeton: University Press. ISBN 978-0-691-15034-5.
  • ბერნშტეინი, უილიამი (2008). A Splendid Exchange: How Trade Shaped the World, 2009 British, London: Atlantic Books. ISBN 9711843548034.
  • Davies, Glyn [1995] (2002). Ideas: A History of Money from Ancient Times to the Present Day. Cardiff: University of Wales Press. ISBN 978-0-7083-1773-0.
  • Nomani, Farhad; Rahnema, Ali (1994) Islamic Economic Systems. New Jersey: Zed Books. ISBN 1-85649-058-0.
  • უატსონი, პეტერი (2005). Ideas: A History of Thought and Invention from Fire to Freud. New York: HarperCollins Publishers. ISBN 978-0-06-621064-3.
Amazon.com

Amazon.com, Inc. — ამერიკული კომპანია, ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ-მაღაზია. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს სიეტლში. Amazon-ს აქვს საიტები სხვა ენებზეც, რომლებშიც არა მარტო ენაა შეცვლილი, არამედ მომსახურება, გასაყიდი საქონელი, ქვეყნების გადაზიდვის მხარდაჭერა და ბევრი სხვა. კომპანია ასევე აწარმოებს სამომხმარებლო ელექტრონიკას — Amazon Kindle და ღრუბლოვანი სერვისებისების უმსხვილესი პროვაიდერია.

Amazon-ს გააჩნია საცალო ვაჭრობის საიტები შემდეგ ქვეყნებში: აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, იაპონია, და ჩინეთი.

Coldplay

Coldplay — ბრიტანული როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1996 წელს, წამყვან ვოკალისტ კრის მარტინის და წამყვან გიტარისტ ჯონი ბაკლენდის მიერ ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში სწავლისას.. მას შემდეგ, რაც სახელით Pectoralz გამოსვლა დაიწყეს, მათ შეურთდა გაი ბერიმენი, რომელიც ბას-გიტარაზე უკრავდა. ჯგუფმა სახელი შეიცვალა და Starfish გახდა. უილ ჩემპიონი მას დაემატა დრამერის, ბეკ-ვოკალისტისა და მულტი-ინსტრუმენტალისტის სახით, რითაც საბოლოო შემადგენლობა ჩამოყალიბდა. ხშირად მეხუთე წევრად ასახელებენ მენეჯერ ფილ ჰარვისაც. 1998 წელს ჯგუფმა ოფიციალურად Coldplay დაირქვა, სანამ ჩაწერდა და გამოსცემდა სამ EP-ს: Safety (1998), Brothers & Sisters (1999) და The Blue Room (1999). უკანასკნელი იყო ჯგუფის პირველი ჩანაწერი წამყვან ლეიბლზე, მას შემდეგ, რაც Coldplay-მ Parlophone-თან კონტრაქტი გააფორმა.მსოფლიო წარმატება ჯგუფმა მოიპოვა 2000 წლის სინგლით „Yellow“, რასაც მოჰყვა იმავე წლის სადებიუტო ალბომი Parachutes, ნომინირებული მერკურის ჯილდოზე. ჯგუფის მეორე ალბომმა A Rush of Blood to the Head (2002) კრიტიკოსთა აღიარება მოიპოვა და რამდენიმე ჯილდო მიიღო, მათ შორის NME-ს წლის ალბომის ჯილდო. შემდეგი ალბომი, 2005 წლის X&Y ძირითადად დადებითად იქნა შეფასებული, თუმცა კრიტიკოსთა ნაწილი თვლიდა, რომ იგი წინასთან შედარებით უფრო სუსტი იყო. მეოთხე ალბომს Viva la Vida or Death and All His Friends (2008), ჩაწერილს ბრაიან ინოს პროდიუსერობით, ძირითადად დადებითი შეფასებები ახლდა, ისევე, როგორც გრემის ჯილდოზე რამდენიმე ნომინაცია და გამარჯვებაც. 2011 წლის 24 ოქტომბერს გამოვიდა მეხუთე სტუდიური ალბომი Mylo Xyloto, რომლის შეფასებები არაერთგვაროვანიდან დადებითამდე მერყეობდა. ალბომი მოექცა 34 ქვეყნის ჩარტების სათავეში და 2011 წელს ბრიტანეთის ყველაზე გაყიდვად როკ-ალბომად იქცა. 2014 წლის 16 მაისს გამოვიდა მეექვსე ალბომი, Ghost Stories, რომელიც მოხვდა iTunes-ის მაღაზიის გაყიდვების სათავეებში, 100-ზე მეტ ქვეყანაში.ჯგუფს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და ნომინაცია, მათ შორის Brit-ის რვა ნომინაცია საუკეთესო ბრიტანული ჯგუფის ნომინაციაში (სამჯერ გამარჯვებით) და MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ხუთი ჯილდო. სულ Coldplay ფლობს გრემის შვიდ ჯილდოს 25 ნომინაციაში. ჯგუფმა მსოფლიოში გაყიდა 80 მილიონი ჩანაწერი. 2009 წლის დეკემბერში Rolling Stone-ის მკითხველების გამოკითხვის საფუძველზე Coldplay მოექცა 2000-იანი წლების საუკეთესო შემსრულებელთა სიის მეოთხე ადგილზე.ჯგუფი არის სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური ღონისძიებისა და ორგანიზაციის აქტიური მხარდამჭერი - ასეთებია Oxfam-ის კამპანია Make Trade Fair და Amnesty International. Coldplay წარსულში გამოსულა მრავალ საქველმოქმედო კონცერტზე ან მიუღია მონაწილეობა ამა თუ საქველმოქმედო აქციაში, როგორიც არის Band Aid 20, Live 8, Sound Relief, Hope for Haiti Now: A Global Benefit for Earthquake Relief, The Secret Policeman's Ball, Sport Relief და Teenage Cancer Trust.

Entrepôt

Entrepôt (ქართ. კომერციული სასაწყობე) — შეიძლება იყოს პორტი, ქალაქი ან სავაჭრო ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება საქონლის იმპორტი, მომარაგება და, როგორც წესი, ისევ საექსპორტოდ გატანა. მაშინ, როდესაც ნაოსნობა ქარის ძალაზე იყო დამყარებული, ასეთ ცენტრებს გადამწყვეტი როლი ეკისრებოდა. თანამედროვე სამყაროში მოძველებული entrepôt დიდწილად საბაჟო ზონებმა ჩაანაცვლა, თუმცა ტერმინი დღესაც გამოიყენება უბაჟო პორტების მიმართებით, რომელთაც დიდი მოცულობით სავაჭრო რეექსპორტი გააჩნიათ. ამ ტიპის პორტი არ უნდა აგვერიოს თანამედროვე ფრანგული გამოყენების სიტყვასთან entrepôt, რომელიც ნიშნავს საწყობს.

Steam (პროგრამა)

Steam — ციფრული დისტრიბუციის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საავტორო უფლებების დაცვის ტექნიკური საშუალების, ქსელური თამაშებისა და სოციალური ქსელების სერვისებს. იგი შექმნილი არის ცნობილ ვიდეო თამაშების დეველოპერის Valve Corporation-ის მიერ. Steam ასრულებს აქტივაციის მოსამსახურეობის, ინტერნეტიდან გადმოწერის, ავტომატურ განახლებების და სიახლეების, როგორც თვითონ Valve-სი ასევე სხვა დეველოპერების (Valve-ს ნებართვით) ფუნქციას. იგი ხელმისაწვდომი არის 23 ენაზე.

თავდაპირველად პროგრამა ხელმისწვდომი იყო მხოლოდ Microsoft Windows-ზე, ხოლო მოგვიანებით შეიმუშავეს სხვა ოპერაციული სისტემებისთვის, მათ შორის OS X-ისა და Linux-ისთვის და ასევე მობილური ოპერაციული სისტემებისთვის: iOS, Android, Windows Phone და SteamOS.

2015 წლის მონაცემით სტიმზე განთავსებული არის 6.464 Windows-ის თამაში, 2,323 OS X-ის თამაში და 1,500 Linux-ის თამაში. სერვის ჰყავს 125 მილიონი დარეგისტრირებული მომხმარებელი. სტიმი ითვლება ყველაზე მსხვილ ციფრული დისტრიბუციის პლატფორმად პერსონალურ კომპიუტერზე; 2013 წლის Screen Digest-ის შეფასებით, ინტერნეტის საშუალებით გაყიდული თამაშების 75 პროცენტი შესყიდული იქნა სტიმის მეშვეობით. სერვისის წარმატებამ განაპირობა ვიდეო თამაშების კონსოლის Steam Machine-ისა და ლინუქსზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემის SteamOS-ის შემუშავება.

თავდაპირველად, სერვისის მეშვეობით ვრცელდებოდა მხოლოდ ვიდეო თამაშები, ტრეილერები და მოდიფიკაციები, თუმცა Valve-მა განაცხადა, რომ მომავლისთვის იგი გეგმავს გააფართოვოს სერვისის სპეციალიზაცია და მისი მეშვეობით გაავრცელოს მუსიკა და სრულმეტრაჟიანი ფილმები.

აიოლასი

აიოლასი (ესპ. Ayolas) — ქალაქი პარაგვაიში, მისიონესის დეპარტამენტში. იგივე სახელი ეწოდება რაიონს, რომელშიც ქალაქი მდებარეობს. სახელი ეწოდა კონკისტადორ ხუან დე აიოლასის პატივსაცემად. დაარსდა 1840 წელს.

ქალაქი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, სანტიაგოს, სან-ხუან-ბაუტისტასა და სან-იგნასიოს მახლობლად. გაშენებულია მდინარე პარაგვაიზე. ასუნსიონიდან დაშორებულია 310 კმ-ით.

ეკონომიკური საქმიანობის მთავარი დარგებია მესაქონლეობა, მეთევზეობა და კომერცია.

ქალაქში საშუალო წლიური ტემპერატურა 21 °C-ია, ზაფხულში მაქსიმალური 39 °C ფიქსირდება, ზამთარში კი 0 °C-მდე ეცემა.

ბარტერი

ბარტერი — განსაზღვრული რაოდენობის საქონლის გაცვლა შესაბამისი ღირებულების საქონელზე, ისეთი დამატებითი გაცვლითი საშუალების გარეშე როგორიცაა ფული. ადამიანები უძველეს დროში უმეტესწილად ამ ხერხს მიმართავდნენ. სასურველი საქონლის შეძენის მიზნით ერთმანეთს საქონელსვე სთავაზობდნენ, ანუ ნატურით ვაჭრობდნენ. ბარტერით ვაჭრობას თან ახლავს გარკვეული ახერხულობები: რთულია გასაცვლელი საქონლის ზუსტი ღირებულების დადგენა; არ არის მოქნილი, ყოველთვის არ ემთხვევა საჭიროება არსებულ პროდუქტს. მაგალითისთვის: მეპურეს ფეხსაცმელი, ხოლო მეწაღეს პური, რომ ერთმანეთში გაეცვალათ და ამ გზით მიღებული სარგებლით სრულად დაკმაყოფილებულიყვნენ.

ელექტრონული კომერცია

ელექტრონული კომერცია ცნობილია, როგორც ელ. კომერცია (e-commerce) — ინდუსტრიის ტიპი, სადაც პროდუქტებისა და მომსახურების ყიდვა და გაყიდვა ხორციელდება ელექტრონული საშუალებების მეშვეობით, როგორებიცაა ინტერნეტი და სხვა კომპიუტერული ქსელები. ელექტრონული კომერცია დაფუძნებულია მობილურ კომერციაზე, საშუალებების ელექტრონულ გადაცემაზე, ჯაჭვური მენეჯმენტის უზრუნველყოფაზე, ინტერნეტ მარკეტინგზე, ტრანზაქციის ონლაინ პროცესებზე, ელექტრონული მონაცემების გაცვლაზე (EDI), ინვენტარის მენეჯმენტის სისტემებზე. თანამედროვე ელექტრონული კომერცია ჩვეულებრივ იყენებს მსოფლიო აბლაბუდას (World Wide Web) ყველაზე მცირე შეთანხმების ციკლის ერთ სტადიაზე, თუმცა მან შეიძლება მოიცვას უფრო ფართო ტექნოლოგიების სპექტრი, როგორებიცაა: ელ.ფოსტა, მობილური მოწყობილობები, სოციალური მედია და აგრეთვე ტელეფონები.

ელექტრონული კომერცია, როგორც წესი ითვლება ელექტრონული ბიზნესის ასპექტების გაყიდვათ. ის ასევე მოიცავს მონაცემების გაცვლას, რომლებიც აადვილებენ ბიზნესის ტრანზაქციების ფინანსებისა და გადახდის ასპექტებს. ეს არის ეფექტიანი და კომუნიკაციის პროფიტაბელური გზა ბიზნეს ორგანიზაციებს შორის და ყველაზე ხელსაყრელია ამ გზით ბიზნესის წარმართვა.ელექტრონული კომერცია შესაძლებელია დაიყოს:

ელექტრო კატალოგებად ანუ „ვირტუალურ თაროებად“, რომლებიც განთავსებულია ვებგვერდებზე ონლაინ კატალოგების სახით, ხშირად გვევლინება ელ.ფოსტებზე ფოსტის სახით;

ყიდვა და გაყიდვა სხვადასხვა საიტებზე ან სხვადასხვა ვირტუალურ ბაზრობებზე;

დემოგრაფიული მონაცემების შეკრება და გამოყენება სოციალური მედიისა და კონტაქტების გამოყენებით;

ელექტრონული მონაცემების გაცვლა (EDI), ბიზნესის ბიზნესზე (B2B) მონაცემების გაცვლა;

ელ.ფოსტისა და ფაქსის გამოყენება, როგორც მასობრივი მედიის საშუალებისა, რათა მიღწეულ იქნეს სასარგებლო და პერსპექტიული ურთიერთობები კლიენტებთან (მაგალითად, Newsletters);

ბიზნეს ოპერაციების (ტრანზაქციების უსაფრთხოება).

კიბერუსაფრთხოება

კიბერუსაფრთხოება ან ინფორმაციული უსაფრთხოება — კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების მართვის წერტილების დაცულობა მისი ხელყოფისგან, არასანქცირებული გამოყენებისგან ან აპარატული უზრუნველყოფის, პროგრამული უზრუნველყოფისა და ელექტრონული მონაცემებისადმი ზიანის მიყენებისგან, აგრეთვე განადგურებისა და დარღვევისგან სერვისებისა, რომლებსაც ისინი მომხმარებელს აწვდიან.

ეს სფერო უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება კომპიუტერული სისტემებზე, ინტერნეტზე და უკაბელო ქსელებზე, როგორიცაა Bluetooth და Wi-Fi , დამოკიდებულების გაზრდის შედეგად. მისი კომპლექსურობის გამო, პოლიტიკისა და ტექნოლოგიის კუთხით, კიბერუსაფრთხოება აგრეთვე არის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა თანამედროვე ცხოვრებაში.

კრიპტოგრაფია

კრიპტოგრაფია (წარმოიშვა ბერძნული სიტყვებიდან κρυπτός „კრიპტოს“ — ფარული, და ზმნიდან γράφω „გრაფო“ — წერა, ანუ ფარული წერა) — მეცნიერება ინფორმაციის დაფარვის შესახებ. კრიპტოგრაფია განიხილება, როგორც მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების განაყოფი და მჭიდროდ დაკავშირებულია მეცნიერების ისეთ დარგებთან, როგორებიცაა ინფორმაციის თეორია, კომპიუტერული უსაფრთხოება და ინჟინერია. დღესდღეობით იგი გამოიყენება ტექნოლოგიურად განვითარებულ სფეროებში, როგორიცაა: საკრედიტო ბარათები, კომპიუტერული პაროლები, ელექტრონული კომერცია და მრავალი სხვა.

მერი I (ინგლისი)

მერი I (ინგლ. Mary I of England, ესპ. María I de Inglaterra; დ. 18 თებერვალი, 1516, გრინვიჩი, ინგლისი — გ. 17 ნოემბერი, 1558, ლონდონი, ინგლისი) — ტიუდორების დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი 1553–1558 წლებში, როგორც ჰენრი VIII-ის ასული. მისი მმართველობის პერიოდში ინგლისში პროტესტანტული რეფორმაცია მძვინვარებდა, რა დროსაც დედოფალი ძალიან დიდ სისასტიკეს იჩენდა პროტესტანტების მიმართ, რის გამოც ხალხმა მას სისხლიანი მერი შეარქვა.

იგი იყო ინგლისისა და ირლანდიის მეფე ჰენრი VIII-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ კატალინა არაგონელის ერთადერთი საერთო ქალიშვილი. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1547 წელს ტახტზე ავიდა ჰენრის ვაჟი ედუარდ VI (რომელიც მესამე ცოლთან, ჯეინ სეიმურთან ჰყავდა), რომელიც 1553 წელს გარდაიცვალა. ვინაიდან ედუარდი ანგლიკანი იყო, ცდილობდა მამის ანდერძი შეეცვალა და ტახტი თავის მამიდაშვილ ჯეინ გრეის დაუტოვა, მერის ნაცვლად, ვინაიდან იცოდა, რომ მერი კვლავ კათოლიკობას აღადგენდა, თუმცა სულ ცხრა დღეში მერიმ ჯეინი ტახტიდან ჩამოაგდო და ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი გახდა. 1554 წელს იგი ცოლად გაჰყვა საღვთო რომის იმპერატორ და ესპანეთის მეფე კარლ V-ის უფროს ვაჟს, ინფანტ ფილიპეს, რომელიც 1556 წელს ესპანეთის მეფე გახდა, მერი კი დედოფალი, თუმცა იგი ესპანეთს არასდროს სწვევია.

მერის ხუთწლიანი მმართველობის პერიოდში ინგლისის მასშტაბით სულ 280-ზე მეტი ადამიანი იქნა დასჯილი სიკვდილით, რაც არც ისე მაღალი მაჩვენებელი იყო იმ ეპოქაში, თუმცაღა მისი სახელის შესაბღალად უწოდეს მას სისხლიანი, მაშინ როცა ესპანეთში მისი ძეგლიც კი დგას, როგორც კათოლიკობის დამცველის. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ნახევარ-და ელისაბედ I ავიდა (ჰენრი VIII-ისა და მისი მეორე ცოლის, ანა ბოლეინის ქალიშვილი), რომლის 45 წლიანი მმართველობისასაც ინგლისი საბოლოოდ იქცა პროტესტანტულ სახელმწიფოდ.

ონიომანია

ონიომანია (ბერძნ. onios — „გაყიდვისთვის“, mania — „სიგიჟე“) — რაიმეს შეძენის დაუძლეველი სურვილი. მსგავსი მანიით შებყრობილი ადამიანი ყურადღებას არ აქცევს შეძენილი ნივთის აუცილებლობასა თუ შემდგომ შედეგებს. საყიდლები ხდება „მსხვერპლისთვის“ დასვენებაც, გართობაც და ცხოვრების აზრიც.

საჩვენებელი მოდელების გაყიდვა

საჩვენებელი მოდელების გაყიდვა (ინგლ. Sample sale) — ზედმეტი საქონლისაგან გათავისუფლების ერთ-ერთი ხერხი, რომელსაც საცალო ვაჭრობაში მიმართავენ. საჩვენებელი მოდელების გაყიდვა ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია მოდის ინდუსტრიასთან. ამ ტიპის გაყიდვები შესანიშნავი საქონლის ჩამოფასებულ ფასად ყიდვის საშუალებას იძლევა. საკმაოდ რთულია ინფორმაციის მოძიება იმის შესახებ, თუ რომელ დღეს და რა დროს ხდება ასეთი ტიპის გაყიდვები ამა თუ იმ მაღაზიაში. მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე ბლოგი ინტერნეტში, რომლებიც ამგვარ ცნობებს თავინთ ვებ-გვერდებზე აქვეყნებენ.

სესარის დეპარტამენტი

სესარი (ესპ. Departamento del Cesar) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, კარიბის რეგიონში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ლა-გუახირის დეპარტამენტი, დასავლეთით — მაგდალენასა და ბოლივარის დეპარტამენტები, სამხრეთით — სანტანდერის, დასავლეთით კი ნორტე-დე-სანტანდერის დეპარტამენტები. აღმოსავლეთით საზღვარი აქვს ვენესუელასთან. დედაქალაქია ვალიედუპარი.

რეგიონი თავდაპირველას მრავალი ადგილობრივი ტომით იყო დასახლებული. პირველი ევროპელი, რომელიც დაზვერვის მიზნით მიადგა მის ნაპირებს ესპანელი კაპიტანი პედრო დე ვადილიო იყო. თუმცა რეგიონი 1532 წელს უმოწყალოდ დაიპყრო გერმანელმა ამბროსიო ალფინგერმა. 1550 წელს დაარსდა პირველი სოფელი ვალიე-დე-უპარი.

სესარის დეპარტამენტი ოფიციალურად 1967 წლის 21 დეკემბერს შეიქმნა.

დეპარტამენტის ეკონომიკა ეფუძნება აგრარულ სექტორს, ასევე მნიშვნელოვანია მომსახურების სფერო, კომერცია და სამთო-მოპოვება.

სესარის დეპარტამენტი 25 მინიციპალიტეტისაგან შედგება.

სიდნეი

სიდნეი (ინგლ. Sydney წარმოითქმის [ˈsɪdni]) — ავსტრალიის ყველაზე დიდი ქალაქი. მისი ფართობი 12 144,6 კმ²-ია, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 2011 წლის აღწერით შეადგენს 4 391 674 ადამიანს. ქალაქი 1788 წელს დააარსა არტურ ფილიპმა, რომელიც აქ ჩამოვიდა პირველი ფლოტის (ინგლ. First Fleet) ხელმძღვანელად და იგი ავსტრალიაში პირველი ევროპული კოლონიალური დასახლების ადგილია. ატარებს ბრიტანეთის იმდროინდელი კოლონიების მინისტრის, ლორდ სიდნეის სახელს. ქალაქი ახალი სამხრეთი უელსის შტატის დედაქალაქია. იგი ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო, საფინანსო და ეკონომიკური ცენტრია. აქ განლაგებულია 90-ზე მეტი ბანკი და 400-ზე მეტი საერთაშორისო კომპანიის ადგილობრივი ფილიალი.

სიდნეი მდებარეობს ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. დასახლება შენდებოდა ლამაზი, მრგვალი, პატარა სიდნეის უბის (ინგლ. Sydney cove) ნაპირზე, რომელიც მდებარეობს პორტ-ჯექსონის ყურის შუა ნაწილის სამხრეთში და გამოყოფილია ტასმანიის ზღვისაგან ვიწრო სრუტით (~1 კმ). შემდგომში ქალაქი შენდებოდა პორტ-ჯექსონის ყურის სამხრეთით (ის სიგრძით 20 კმ-მდეა, სიგანით 1-დან 3 კმ-მდე და სიღრმით 50 მ-მდე), ხოლო შემდეგ მის გარშემო. ამ მიზეზით სიდნეის ხშირად ეძახიან «უბესთან ირგვლივ მყოფ ქალაქს» (ინგლ. The Harbour City).

თანდათან ქალაქის ნაგებობებმა მთლიანად მოიცვა პორტ-ჯექსონის ყურე, რომელიც სამი უბისგან შედგება — სიდნეი-ჰარბორისაგან, შუა უბისაგან (ინგლ. Middle Harbour) და ჩრდილოეთი უბისაგან (ინგლ. North Harbour). დღეისათვის სიდნეი კიდევ უფრო გაიზარდა და მოიცავს სამხრეთში მდებარე ტასმანიის ზღვის ბოტანიკურ სრუტეს (ინგლ. Botany Bay), რომლის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს კინგსფორდ სმიტის სახელობის სიდნეის საერთაშორისო აეროპორტი.

ქალაქი სიდნეი განთქმულია თავისი ოპერის თეატრით, ჰარბორ-ბრიჯის ხიდით და პლაჟებით. დიდი სიდნეის საცხოვრებელი კვარტლები გარშემორტყმულია ეროვნული პარკებით. სანაპირო ზოლი (როგორც გარე «საზღვაო», ისევე შიდა ქალაქის) საკმაოდ დაკლაკნილია. იქ მრავლადაა ბევრი სრუტეები, უბეები, კუნძულები და პლაჟები.

1999 წლის ლოუბოროს უნივერსიტეტის კლასიფიკაციის თანახმად ქალაქი მიეკუთვნება ბეტა-კლასის ქალაქების კატეგორიას. სიდნეი იყო მრავალრიცხოვანი საერთაშორისო პოლიტიკური და სპორტული ღონისძიებების ჩატარების ადგილი, როგორებიცაა: 1938 წლის თანამეგობრობის თამაშები, 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, 2003 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი. 2007 წლის სექტემბერში სიდნეიში შედგა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა, 2008 წლის ივლისში აქ გაიმართა 2008 წლის ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე.

სიდნეი ერთ-ერთი ყველაზე მრავალკულტურული და მრავალეროვნული ქალაქია მსოფლიოში, რაც გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ქალაქი იმიგრანტების ძირითადი საცხოვრებელი ადგილია, რომლებიც მუდმივად საცხოვრებლად ჩამოდიან ავსტრალიაში. მერსერის გამოკვლევების თანახმად, სიდნეის ავსტრალიაში პირველი და მსოფლიოში 66-ე ადგილი უკავია ცხოვრების ღირებულების მიხედვით.

სუნიანი

სუნიანი — ქალაქი განაში, ბრონგ-აჰაფოს რეგიონის დედაქალაქი და სუნიანის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ქალაქი. 2012 წლის აღწერის მონაცემებით, მოსახლეობა 248 496 ადამიანს შეადგენს.

ტაკამაკა

ტაკამაკა (ფრანგ. Takamaka) — სეიშელის კუნძულების ერთ-ერთი რაიონი, მდებარეობს კუნძულ მაეს სამხრეთში.

მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობა გამოიხატება ადგილობრივ ტრადიციულ სოფლის მეურნეობაში და თევზჭერაში. არსებობს ტურიზმთან დაკავშირებული ზოგიერთი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს 4 მინი ოტელს.

მოსახლეობის უმრავლესობა დაკავებულია მომსახურების სფეროთი და ვაჭრობით (სახელმწიფო სამსახური, კერძო კომერცია (ტურიზმის ჩათვლით).

როგორც ყველა ოლქში, ტაკამაკაშიც ფუნქციონირებს სკოლა, სამედიცინო ცენტრი, პოლიციის უბანი და ოლქის ადმინისტრაცია, რომლებიც ადგილობრივი კათოლიკური ეკლესიის ირგვლივ ან სიახლოვეს არიან განლაგებულნი.

ოლქიდან ერთ საათში ავტობულით შესაძლებელია 25 კმ-ით დაშორებულ დედაქალაქ ვიქტორიაში ჩასვლა. რეგულარული საავტობუსო მარშრუტი მუშაობს ყოველდღე დაახლოებით 05.30 საათიდან 20.00 საათამდე.

ციფრული ჩამონატვირთი

ციფრული ჩამონატვირთი — ოფიციალური და ლეგალური მუსიკალური ჩანაწერი, რომლის შეძენაც ინტერნეტ მაღაზიებშია შესაძლებელი. პოპულარული მუსიკალური იტერნეტ მაღაზიების მაგალითად შეიძლება დასახელდეს ეპლის iTunes-ი და ნაპსტერი.

ხშირად, ციფრული ჩამონატვირთები ცუმ-ის კოდს შეიცავს, რაც შეუძლებელს ხდის ამ მუსიკალური ფაილების დამატებითი ასლების შექნას ან კონკურენტი მწარმოებლის მოწყობილობებზე მათ დაკვრას. მაგალითად, ეფლის iTunes-იდან შეძენელი სიმღერების დაკვრა მხოლოდ ეფლის აიპოდზეა შესაძლებელი. ცუმ-ის თავიდან აცილების ერთ-ერთი მეთოდია ამ ფაილების კომპაქ დისკზე ჩაწერა და შემდეგ მათი სასურველი ფორმატით ისევ კომპიუტერზე გადმოტანა. ამგვარი პროცედურის თანმხლები უარყოფითი მხარეა მუსიკის დამატებითი კოდირებით/დეკოდირებით (ანუ ტრანსკოდირებით) გამოწვეული ხმის ხარისხის დაცემა.

ინტერნეტიდან მუსიკის ლეგალურად გადმოწერა 2000 წლიდანაა შესაძლებელი. ფასიანი ციფრული ჩამონატვირთების ტექნოლოგია შეიძლება დაზარდელდეს იმის გამო, რომ ახლა შესაძლებელია მუსიკის ინტერნეტ-რადიოებიდან ჩაწერა, მართალია დაბალი ხარისხით, მაგრამ სავსებით ლეგალურად.

ძველი ეგვიპტე

ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის წარმატებას ნაწილობრივ განაპირობებდა ნილოსის ხეობის ბუნებრივი პირობებისადმი ადაპტირების უნარი. წინასწარ გათვლილი წყალდიდობების პერიოდები და ნაყოფიერი ხეობის კონტროლირებული საირიგაციო სისტემა ჭარბი მოსავლის მოყვანის საშუალებას იძლეოდა, რამაც ბიძგი მისცა სოციალურ და კულტურულ აღმავლობას. მდიდარი რესურსებით ზურგმომართული ადმინისტრაცია აფინანსებდა ხეობაში ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვებასა და გარშემო უდაბნო რეგიონების დამუშავებას, ასევე დამწერლობის სისტემის განვითარებას, კოლექტიური მშენებლობისა და სასოფლო-სამეურნეო პროექტების ორგანიზებას, მეზობელ რეგიონებთან ვაჭრობასა და სამხედრო კამპანიას, რომლის მიზანი ეგვიპტის გავლენის სფეროს გავრცელება იყო. ამ საქმიანობისთვის მასების მოტივირება და ორგანიზება არისტოკრატ უხუცესთა, რელიგიურ ლიდერთა და ადმინისტრატორთა ბიუროკრატიულ მექანიზმს ევალებოდა, რომელსაც ფარაონი აკონტროლებდა რელიგიურ რწმენათა კომპლექსური სისტემის მეშვეობით.ძველ ეგვიპტელთა მრავალ მიღწევათა შორისაა მაღაროების დამუშავების, კადასტრისა და სამშენებლო ტექნიკის დახვეწა, რამაც მონუმენტური პირამიდების, ტაძრებისა და ობელისკების აგება გახადა შესაძლებელი; ასევე მას ეკუთვნის მათემატიკის სისტემის, პრაქტიკული და ეფექტიანი მედიცინის სისტემის, საირიგაციო სისტემისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტექნიკის განვითარება. პირველი დღემდე ცნობილი გემები, ეგვიპტური ფაიენცი (კერამიკა) და მინის ტექნოლოგია, ლიტერატურის ახალი ფორმები და უძველესი დღემდე ცნობილი სამშვიდობო ხელშეკრულება ეგვიპტელებს ეკუთვნით. ეგვიპტემ უზარმაზარი მემკვიდრეობა დატოვა. მისი ხელოვნება და არქიტექტურა საუკუნეების განმავლობაში სანიმუშო იყო ვრცელი რეგიონებისთვის, ხოლო აქ დამზადებული საქონელი მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მიჰქონდათ. მისი მონუმენტური ნანგრევები დღემდე მოგზაურთა და მწერალთა შთაგონების წყაროა.

ჰაინრიხ შლიმანი

ჰაინრიხ შლიმანი (გერმ. Johann Ludwig Heinrich Julius Schliemann; დ. 6 იანვარი, 1822, ნოიბუკოვი — გ. 26 დეკემბერი, 1890, ნეაპოლი) — გერმანელი თვითნასწავლი არქეოლოგი, სახელი გაითქვა ტროის აღმოჩენით. მან დაამტკიცა, რომ ცნობილი ბერძენი მწერლის, ჰომეროსის, პოემებს რეალური საფუძველი ჰქონდა. კერძოდ, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინა ლეგენდარული ქალაქი ტროა, ტროას მეფის, პრიამოსის განძი და ქალაქ მიკენის საგანძური.

ბავშვობაში შლიმანს მამა უკითხავდა ჰომეროსის პოემებს. 7 წლის ჰაინრიხმა განაცხადა, რომ ტროას იპოვიდა და ნათქვამი აღასრულა კიდეც. 14 წლისამ სკოლა მიატოვა და დუქანში დაიწყო მუშაობა, თუმცა მალევე ვაჭრობას მიჰყო ხელი. 1863 წელს, კი დიდების ზენიტში მყოფმა მილიონერმა მიატოვა კომერცია და ბავშვობის ოცნების ასრულება დაიწყო. ჯერ კიდევ 1841 წელს შლიმანი თავისივე გამოგონებული მეთოდით 18 თვეში დაეუფლა ინგლისურ, ფრანგულ, ნიდერლანდურ, ესპანურ, პორტუგალიურ და იტალიურ ენებს. თითოეული ენის ისე შესწავლას, რომ თავისუფლად წერა-კითხვა და ლაპარაკი შესძლებოდა, 6 კვირას ანდომებდა. 1844 წელს ლიტერატურის არქონის მიუხედავად ამდენივე ხანში დასძლია რუსული ენა. 1854 წელს შეისწავლა შვედური და პოლონური, 1856 წელს კი ბერძნულიც. საბოლოო ჯამში მან 20 ენა იცოდა, მათ შორის თურქული და არაბულიც.

შლიმანი სავაჭრო საქმიანობისას რუსეთში იმყოფებოდა. აქ მან სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო ბანკის დირექტორობას, ამავე ქალაქის სავაჭრო სასამართლოს მოსამართლეობასა და რუსეთის საპატიო მოქალაქეობასაც მიაღწია. მას რუსეთი იმდენად უყვარდა, რომ მზად იყო შემდგომში თავის მიერ აღმოჩენილი უდიდესი საფასურის მქონე განძეული რუსეთისათვის ნახევარ ფასში დაეთმო. თუმცა, საბოლოოდ განძეული გერმანიის მუზეუმებში აღმოჩნდა.

შლიმანის თანამედროვე მეცნიერები ჰომეროსის ნაწარმოებებს მითებად მიიჩნევდნენ. ზოგიერთს ეჭვი შეჰქონდა ჰომეროსის არსებობაშიც კი. იმდროინდელი ჰიპოთეზებით ტროა იქ მდებარეობდა, სადაც დღეს თანამედროვე საბერძნეთის პატარა სოფელი ბურნაბაშია. შლიმანმა გარისკა და უარყო ეს მოსაზრებები. მან გათხრები დაიწყო მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთით, სკამანდერას ველზე, ზღვის ნაპირზე, ე.წ. „ჰისარლიყის ბორცვზე“. იმ დროს საბერძნეთის ეს ნაწილი თურქეთს ემორჩილებოდა. გათხრებისათვის ნებართვის აღება თურქეთის ხელისუფლებისაგან ძალზე გაუძნელდა. სწორედ ამიტომ მოპოვებული საგანძური შემდგომში შლიმანმა ჩუმად გადაგზავნა თავის სამშობლოში.

1884-1885 წლებში შლიმანმა გათხარა ქალაქი ტირინთი ქ. მიკენის მახლობლად. აქ მან აღმოაჩინა ჰომეროსამდელი დროის ეგეოსის კულტურა, რომელსაც დღეს მეცნიერები კრეტა-მიკენის კულტურას უწოდებენ. მიკენსა და ტირინდში შლიმანი წააწყდა აზიური და აფრიკული კულტურების კავშირის დამადასტურებელ ფაქტებს, კერძოდ აქ იყო საბერძნეთისა და ეგვიპტის მჭიდრო ურთიერთობის დამადასტურებელი საბუთები.

მთელი ამ არქეოლოგიური გათხრებისა და აღმოჩენების თანამონაწილე იყო შლიმანის ბერძენი მეუღლე სოფიო ენგასტრომენოსი, რომელიც ჰაინრიხმა 1869 წელს შეირთო ცოლად. სოფიო ყოველთვის ქმრის გვერდით იყო, მის ერთგულ და დაუღალავ თანაშემწეს წარმოადგენდა. შლიმანის სიყვარულს ჰომეროსის მითებისადმი ისიც ადასტურებს, რომ მის ორ ვაჟს ერქვათ ანდრომაქე და აგამენონი.

კაცს, რომელმაც საბერძნეთის ისტორიას ათასი წელი შეჰმატა, მისი დროის პროფესიონალი არქეოლოგების უმეტესობა არ აღიარებდა. მას შეშლილსა და მატყუარას უწოდებდნენ. გერმანელი ფილოსოფოსი, არტურ შოპენჰაუერი, მას დილეტანტად მოიხსენიებდა და მილიონერ შლიმანს იმასაც კი აბრალებდა, თითქოს არქეოლოგია შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ ჰქონდა გამხდარი. ამ ადამიანის უმთავრესი დამსახურებები კაცობრიობის წინაშე ისაა, რომ მან ჰომეროსის მითები ისტორიად აქცია, ამასთან მეცნიერთა თვალში ჰაინრიხის აღმოჩენებმა მითების წონა აღამაღლა, როგორც ისტორიის ერთგვარი წყაროებისა. შლიმანმა დაამტკიცა, რომ საბერძნეთის ისტორია პირველი ოლიმპიადიდან კი არა, ძვ. წ. 1180 წლიდან — ტროას ომიდან იწყებოდა. აგრეთვე მისი აღმოჩენებით დადასტურდა საბერძნეთ-ეგვიპტის ურთიერთობაც. თუმცა, შლიმანის დამსახურებების მიუხედავად უნდა აღინიშნოს, რომ იგი თვითნასწავლი არქეოლოგი იყო და ძეგლებსაც არასრულყოფილი მეთოდებით თხრიდა. შლიმანი ყოველთვის დარწმუნებული იყო თავის სისწორეში, მაგრამ მისი ყველა პირველი განსაზღვრა და თარიღი არასწორი აღმოჩნდა. ამდენად მის დეტალურ არქეოლოგიურ დღიურებსა და პუბლიკაციებს დაბალი სამეცნიერო ღირებულება აქვს. შლიმანი იტალიის ქალაქ ნეაპოლში გარდაიცვალა. მისი ნეშტი ათენში გადაასვენეს. მის კუბოსთან იდგნენ საბერძნეთის მეფე და უფლისწული, დიპლომატიური წარმომადგენლები, საბერძნეთის მინისტრები, ყველა ბერძნული სამეცნიერო დაწესებულების ხელმძღვანელები და რა თქმა უნდა მისი ოჯახი: სოფიო, ანდრომაქე და აგამენონი.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.