კერამიკა

კერამიკა (ძვ. ბერძნ. κέραμος — თიხა) — ნაკეთობები არაორგანული მასალისა (მაგალითად, თიხისგან) და მათი ნაერთებისგან მინერალური დანამატებით, რომელსაც აკეთებენ მაღალი ტემპერატურის ქვეშ, შემდგომი გაცივებით.[1]

ვიწრო გაგებით სიტყვა კერამიკა ნიშნავს თიხას, რომელიც გამოწვეს.

ყველაზე ადრინდელი კერამიკა გამოიყენებოდა, როგორც თიხის ან სხვა მასალების ნაერთის ჭურჭელი. ამჟამად კერამიკა გამოიყენება, როგორც ინდუსტრიული მასალა (მანქანათმშენებლობა, ავიაციური მრეწველობა, ინსტრუმენტირება და სხვა), სამშენებლო მასალა. ფართოდ გამოიყენება მედიცინასა და მეცნიერებაში. XX საუკუნეში ახალი კერამიკული მასალები შეიქმნა ნახევარგამტარ ინდუსტრიასა და სხვა დარგებში გამოსაყენებლად.

Blue and white vase Jingdezhen Ming Yongle 1403 1424
მინგის დინასტიის ლარნაკი, 1403-1424

ლიტერატურა

სქოლიო

  1. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია — კერამიკა
ბებნისი

ბებნისი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: აფნისი, გომბორი, ზემო ლეთეთი, ქვემო ლეთეთი). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 640 მეტრი, ქარელიდან 2 კილომეტრი. სოფელში არის თეოდორე ტირონის ეკლესია.

ბიჭვინთა

ბიჭვინთა (აფხ. Пицунда [პიცუნდა]) — დაბა გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აფხაზეთში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, მდ. ბზიფის მარცხენა ნაპირზე, იმავე სახელწოდების კონცხზე, ქალაქ გაგრის სამხრეთით 22 კმ-ზე, სოხუმიდან 80 კმ. დაბის სტატუსი მიენიჭა 1963 წელს.

გუდავა

გუდავა — სოფელი აფხაზეთში, გალის მუნიციპალიტეტში, სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ოქუმის მარცხენა ნაპირას, აჩიგვარის თემში. ზღვის დონიდან 20 მ, გალიდან 12 კმ, აჩიგვარიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 3 კმ.

ისტორიული სოფელი გუდავა მოიცავდა ახლანდელი სოფლები პირველი გუდავის, მეორე გუდავისა და საკუთრივ გუდავის ტერიტორიებს. იგი აღნიშნულია იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის მიერ შედგენილ რუკაზე (1964). გუდავას ადგილზე ადამიანს ჯერ კიდევ ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულში უცხოვრია. გვიანდელი ანტიკური ხანისა და ადრინდელი შუა საუკუნეების გუდავა - ქალაქის ტიპის დასახლება - ცნობილი იყო ზიგანისის სახელწოდებით. გვიანდელი ანტიკურ ხანაში გუდავა იმ ციხესიმაგრეთა სისტემაში შედიოდა, რომლებიც რომის იმპერიის მცირეაზიური პროვინციების მისადგომებს იცავდა. წერილიბით წყაროებში მოხსენიებულია ზიგანისის ციხე, სადაც IV-V საუკუნეების მიჯნაზე რომაელთა კოჰორტა (400-600-კაციანი რაზმი) მდგარა. VII-X საუკუნეებში ლაზიკის 4 საეპისკოპოსო კათედრიდან ერთ-ერთი გუდავაში იყო.

1970-1972 წლების არქეოლოგიური გათხრებისას (ხელმძღვანელი პ. ზაქარაია) გუდავაში აღმოჩნდა გამაგრებული სამხედრო ბანაკის (ციხის) გალავნის ნაშთები, აგრეთვე გვიანდელი ანტიკური ხანისა და ადრინდელი შუა საუკუნეების ადგილობრივი და რომაული კერამიკა, მინის ჭურჭლის ნატეხები, რომაული მონეტები.

დიდი შირაქის ველის მესამე ნამოსახლარი

დიდი შირაქის ველის მესამე ნამოსახლარი — არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე, სამხრეთით, აეროდრომის დასავლეთით 0,5 კილომეტრის დაშორებით, სოფელ არხილოსკალოს სამხრეთით, ბორცვზე. თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულის შუახანებით, ბორცვიწრიულია (დიამეტრი 200 მეტრი სიმაღლე 5-6 მეტრი). აღმოაჩინეს 2009 წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოებულ არქეოლოგიურ იდაზვერვების დროს. ნამოსახლარს შემოსდევს სათავდაცვო ზღუდე დათხრილი ზედაპირულად აკრეფილი კერამიკა მონაცრისფროა კეციმკვრივია, კარგადგამომწვარი. დადასტურდარიყისქვისსანაყები, თოხები, ხელსაფქვავის ფრაგმენტები.

ნამოსახლარზე აღმოჩენილი ნივთები დაცულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ზემო ქედის უსახელო გორის ნამოსახლარი

ზემო ქედის უსახელო გორის ნამოსახლარი — არქოლოგიური ძეგლი მდებარეობს ზემო ქედის სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, 5 კილომეტრზე შირაქის პლატოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით VIII-VII საუკუნით განადგურებულა ძველი წელთაღრიცხვით VII საუკუნის დასაწყისში მტრის შემოსევის შედეგად 1998 წელს შეისწავლა არქეოლოგიური კვლევის ცენტრმა და კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციამ და ქალაქ ჰალეს მარტინ ლუთერის სახელობის უნივერსიტეტმა არქეოლოგთა ჯგუფმა. ნამოსახლარი წრიულ ხელოვნურმიწაყრილიანი შემაღლებაა. მიწაყრილი ძეგლს გარშემოუყვებოდა სათავდაცვოდ. გაითხარა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ნაშთი მოლესილი იატაკებით და კედლებმოლესილი ღუმლებით. ამასთან ორი ორმო ნამოსახლარის გარშემო, განსაკუთრებით აღმოსავლეთით ჩანს დასახლების კვალი. გამოვლინდა თიხის საბეჭდავები, კარგად გამომწვარი, უმეტესად მონაცრისფრო, მრავალფეროვანი ორნამენტით შემკული კერამიკა სკვითური ორფართიანი ისრისპირები ბრინჯაოს აბჯრის ფრაგმენტები და შტანდართი.

მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია ქალაქ დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

თეიშებაინი

თეიშებაინი — ურარტუს სახელმწიფოს მსხვილი ადმინისტრაციულ-სამეურნეო ცენტრი. ციხესიმაგრე აგებულია ძვ. წ. VII საუკუნის I ნახევარში მეფე რუსა II-ის დროს. შიდაციხის ნანგრევები მდებარეობს კარმირ-ბლურზე, ერევნის მახლობლად. სისტემატიური გათხრები მიმდინარეობს 1939 წლიდან. აღმოჩენილია მონუმენტური ნაგებობის ნაშთები, დაახლოებით 150 სათავსი: სახელოსნოები, საწყობები, ბეღელი და მარნები. გათხრებმა გამოავლინა, რომ ურარტუს მოსახლეობა მისდევდა მიწათმოქმედებას, მებაღეობასა და მეცხოველეობას. თეიშებაინის მშენებლობის დროს მდინარე რაზდანიდან გაუყვანიათ კლდეში ნაკვეთი არხი, რომელიც დღესაც რწყავს მდინარის მარჯვენა სანაპიროს მინდვრებს. შემორჩენილია არხის სამშენებლო წარწერა. თეიშებაინის შიდა ციხის გარშემო გეგმაზომიერად გაშენებული ქალაქი იყო, რომელიც შედგებოდა განსხვავებული სოციალური ფენებისათვის განკუთვნილი სხვადასხვა ტიპის ნაგებობათაგან. თეიშებაინში იყო ურარტუს მეფისნაცვალი, იდგა გარნიზონი, ცხოვრობდნენ ხელოსნები და მიწათმოქმედნი. თეიშებაინში შედიოდა აკრეფილი ხარკი, ხელოსნობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რომლებიც გადამუშავების შემდეგ ურარტუს ცენტრში - ტუშფაში იგზავნებოდა.

ლურსმულდამწერლობიანი ფირფიტები (ციხესიმაგრის არქივი) გვამცნობს ურარტუს მეფის ბრძანებებს თავისი ნაცვლისადმი. 1962-1963 წლებში აღმოჩენილი ტაძრის საძირკვლის წარწერაში მოთხრობილია თეიშებაინში 5 ტაძრის აშენებისა და ღმერთ ხალდისადმი „წმინდა იარაღის“ შეწირვის ამბავი. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ამ იარაღის დიდი ნაწილი: ფარები, რომლებზეც გამოსახულია ლომები და ხარები, მუზარადებზე საბრძოლო ეტლები და მეომრები, რკინის სატევრები, ბრინჯაოსა და რკინის ისრისპირები და შუბისპირები, რომელთა უმრავლესობას ღმერთ ხალდისადმი შეწირვის წარწერა აქვს. აღმოჩენილია აგრეთვე ურარტული ხელოვნების ნიმუშები (ბრინჯაოს ქანდაკებები, ცხენის თავი, მხატვრული კერამიკა, ქვის ნაკეთობანი, ვერცხლის ამულეტები, ოქროს სამკაული, ქსოვილის ნარჩენები), ეგვიპტური, ასურული და აზიური ნაკეთობანი. თეიშებაინის საწყობებში ინახებოდა სკვითური ნაწარმიც (იარაღი, ცხენის აღკაზმულობა, სამკაული), რაც მოწმობს ურარტუს ცენტრების კავშირს ჩრდილოეთ კავკასიისა და დნესტრისპირეთის სკვითებთანაც.

დაახლოებით ძვ. წ. 585 წელს ამიერკავკასიის ტომებმა სკვითებთან ერთად იერიშით აიღეს, დაწვეს და დაანგრიეს თეიშებაინი. კარმირ-ბლურზე დიდი ხნით შეწყდა ცხოვრება. ქალაქის ნანგრევებზე ელინისტური ხანის სამარხებია. XI-XIII საუკუნეებში აქ მცირე დასახლება გაჩნდა. არქეოლოგიური მასალა ინახება სომხეთის ისტორიულ მუზეუმში (ერევანი) და ერმიტაჟში (სანქტ-პეტერბურგი).

იტრიუმი

იტრიუმი — დიმიტრი მენდელეევის პერიოდული სისტემის მეხუთე პერიოდის მესამე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტი, ატომური ნომერით 39. აღინიშნება სიმბოლოთი Y (ლათ. Yttrium). მარტივი ნივთიერება იტრიუმი (CAS-ნომერი: 7440-65-5) — ღია მოვერცხლისფრო ლითონია. არსებობს იტრიუმი ორი კრისტალური მოდიფიკაციით: α-Y მაგნიუმის ტიპის ჰექსაგონალური მესერით, β-Y α-Fe-ის ტიპის კუბური მოცულობაცენტრირებული მესერით, გადასვლის ტემპერატურა α↔β 1482 °C/>.

კაზრეთი

კაზრეთი — დაბა ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე მაშავერის ხეობაში (ხრამის მარჯვენა შენაკადი). ზღვის დონიდან 680 მეტრზე, ბოლნისიდან დაშორებულია 18 კილომეტრით. რკინიგზის სადგური (თბილის-ერევნის სარკინიგზო ხაზს უკავშირდება მარნეულ-კაზრეთის განშტოებით). დაბის სტატუსი მიენიჭა 1965 წელს. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1023 კაცი. ცნობილია სამთო-გამამდიდრებელი კომბინატით, რომელიც 1972 წელს აშენდა.

1970-1976 წლებში კაზრეთსა და მის მიდამოებში აღმოჩნდა (ხელმძღვანელი მ. სინაურიძე) არქეოლოგიური ძეგლები:

ადრინდელი ბრინჯაოს ხანის სამოსახლოს ნაშთი და გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის სამაროვნები (ძვ. წ. VII-VI სს.) რკინიგზის სადგურთან ე. წ. „ველებზე“. სამარხები ქვაყრილიანი და მიწაყრილიანი იყო. მიცვალებულები იწვნენ მარჯვნივ ან მარცხნივ გვერდიდზე ხელფეხმოკეცილნი. სამარხებში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, რკინის შუბისპირები, ისრისპირები და სატევრები, ბრინჯაოს ფიბულა და სამაჯურები, სხვადასხვა მასალის მძივები.ანტიკური ხანის (I-III სს.) ნამოსახლარი და სამაროვანი დაბაში. აღმოჩნდა ბრინჯაოს ენოხოია, რომელზეც ამოკვეთილია მოცეკვავე ფიგურები. მინისა და თიხის ჭურჭელი.ეკლესიის ნანგრევები და სამაროვანი კაზრეთის კარიერ „ბუჩურიანში“. აღმოჩნდა VI-VII სს. ქვის სტელებისა და ჯვრების ფრაგმენტები. XI-XIII სს. პოლიქრომული ჭურჭლისა და ქართული ასომთავრული წარწერებიანი კრამიტის ნატეხები.მდინარე კაზრეთის მარჯვენა ნაპირზე პატარა ეკლესიის გათხრების დროს იპოვეს V-VII საუკუნეების სტელები, ჯვრები და XVI-XVII საუკუნეების სამაროვანი.წითელი ტუფის ორფერდა სახურავით გადახურული ფეოდალური ხანის ქვიშაქვის სარკოფაგი სოფ. ბალიჭში (ხელმძღვანელი ვ. ჯაფარიძე). გულაღმა ჩასვენებულ მიცვალებულს ჩატანებული ჰქონდა რკინისღეროიანი ოქროს საკინძი და ოქროს ბეჭედი. სარკოფაგის ჩრდილოეთით აღმოჩნდა 11 ქვის სამარხი, მიცვალებულები იწვნენ გულაღმა უინვენტაროდ. სარკოფის დასავლეთით ნაპოვნია მასიური კედლების ნანგრევები, V-VII საუკუნეების მოჩუქურთმებული ჯვრებისა და ადრინდელი ფეოდალური ხანის კერამიკის ნაშთები.სოფელში ზედაპირულად აიკრიფა XI-XIII საუკუნეების კერამიკა. სოფლის აღმოსავლეთით ადგილ „სიპქვიებზე“ გამოვლინდა (ხელმძღვანელი მ. სინაურიძე) შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარი) სამარხები, რომელშიც შავპრიალა კერამიკა აღმოჩნდა.

ზურაბიშვილების სასახლის ნანგრევები ადგილ „სამტრედოში“. გამოვლინდა სამეურნეო სათავსები, კარის ეკლესია. აგრეთვე XVII საუკუნის დასასრულისა და XVIII საუკუნის დასაწყისის თიხის სადა და მოჭიქული ჭურჭელი, ქაშანურისა და მინის ნაკეთობანი, სამეურნეო იარაღი.კაზრეთში არის XIII საუკუნის I მეოთხედის ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამონასტრო კომპლექსი, რომლის ხუროთმოძღვრული დომინანტია სამების ერთნავიანი ეკლესია. გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის მაღალი, უგუმბათო შენობა საგებია სუფთად დამუშავებული ქვით. შემკულია მდიდრული დეკორით. აღმოსავლეთით ძალიან ღრმა აფსიდი აქვს, ჩრდილოეთით და დასავლეთით - პორტალებიანი ორი შესასვლელი. ტრადიციულად შესასვლელს სამხრეთიდან აკეთებდნენ, მაგრამ აქ მთავარია ჩრდილოეთით შესასვლელი, ვინაიდან ერთადერთი მისადგომი გზა ჩრდილო-დასავლეთიდანაა. ძეგლის მეორე თავისებურებაა ის, რომ აფსიდს ორის ნაცვლად მხოლოდ ერთი სადგომი ეკვრის ჩრდილოეთ მხარეს. აფსიდში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ფასადებს ამკობს სარკმლების დეკორატიული ჩარჩოები, პორტალებს - რთულპროფილიანი ჩუქურთმები. კაზრეთის მიდამოებშია ეკლესია სათხე (განვითარებული შუა საუკუნეებში).

დაბა კაზრეთში ფუნქციონირებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცეა, სადაც მომხმარებელს სოფლიდან გაუსვლელად შეუძლია სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა.

კორიუაირაჩინა

კორიუაირაჩინა (კეჩ. Quriwayrachina - ადგილი, სადაც ქარი ოქროს აწრთობს) — ინკების წარსულში უცნობი დასახლება პერუში, რომელიც 2001 წელს აღმოაჩინეს. უძველესი მაღაროების სიახლოვეს, ინკების დასახლებებში, აღმოჩენილია 200-ზე მეტი ქვის სტრუქტურა.

ლუტეციუმი

ლუტეციუმი — დიმიტრი მენდელეევის პერიოდული სისტემის III ჯგუფის ქიმიური ელემენტი, ატომური ნომერით 71, აღინიშნება სიმბოლოთი Lu, მიეკუთვნება ლანთანოიდების ოჯახს.

ლჭაშენი

ლჭაშენი (სომხ. Լճաշեն) — სოფელი სომხეთში, სევანის ტბის ნაპირას. სოფლის მახლობლად ტბის ამოშრობილ სანაპიროზე განლაგებულია არქეოლოგიურ ძეგლთა კომპლექსი: ქვისსახლებიანი დიდი ნამოსახლარი; არგიშთი I-ის ლურსმული წარწერა კლდეზე; ქვით ნაგები ციხესიმაგრე; შუა (ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის I ნახევარი) და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის დასასრული) გორასამარხები და კრომლეხები. შუა ბრინჯაოს ხანის სამარხებში აღმოჩნდა გრავირებული, პრიალა და წითლად შეღებილი კერამიკა, მათ შორის სევან-უზერლიქის ტიპისაც.

მეთუნეობა

მეთუნეობა — გამომწვარი თიხისგან საგნების დამზადება. თბილისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მტკიცდება, რომ ნეოლითის ხანიდან დაწყებული, ძველი სამოსახლობის კულტურულ ფენებში და სამაროვნებში ჭარბობს კერამიკული ნაწარმი, როგორც ყველა ისტორიულ დროში მოხმარების უმთავრესი ნაწარმი. უძველესი თიხის ნაწარმი თბილისში გამოვლენილია დელისის ნასახლარზე (ძვ. წ. V ათასწლეულის დასასრული - IV ათასწლეულის I ნახევარი). საყურადღებოა, რომ კერამიკული ნაწარმის გენეტ. განვითარების საწყისთა ძიების თვალსაზრისით დელისის კერამიკაში ჩანასახის სახით უკვე ჩანს უყურო ჭურჭლის ის 2 ფორმა, რომელიც განვითარებული და ჩამოყალიბებული სახით გაცილებით გვიან ფართოდ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე. ერთია, მტკვარ-არაქსის კერამიკის გვიანდელი საფეხურისა და შუა ბრინჯაოს ხანის თრიალეთის კულტურის ე.წ. მსხლისებური ჭურჭელი და მეორე, დაბალი, სწორი ყელ-პირიანი სფერულტანიანი ან კვერცხისებური ჭურჭელი. მორფოლოგიური და ტექნოლოგიური ევოლუციის ნიშნები საქართველოს სხვა არქეოლოგიურ კულტურებშიც ჩანს. ეს მოვლენა მოწმობს გარკვეული სამეთუნეო სკოლების, მათი მემკვიდრეობისა და ტრადიციების მონაცვლეობას ხანგრძლივ ისტორიულ პროცესში.

ძვ. წ. V-IV ათასწლეულების ძეგლებისთვის დამახასიათებელია ე. წ. ბზენარევი კერამიკა აღმოჩენილია დიღმისწყლის მარცხენა ნაპირზე თრელიგორების ნასახლარზე. ჭურჭლის ფორმებისა და მასალის მიხედვით გამოთქმულია მოსაზრება, რომ აქ აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი ქრონოლოგიურად წინ უნდა უსწრებდეს მტკვარ-არაქსის კულტურის დღემდე ცნობილ ყველა ძეგლს.

დიდუბეში აღმოჩენილია ენეოლითური ხანის თიხის ჭურჭელი, რომელიც თრელიგორების ნასახლარზე აღმოჩენილი მტკვარ-არაქსული კულტურის დროინდელი მასალის მსგავსი და თანადროულია.

ბრინჯაოს ხანის შემდგომი პერიოდის თბილისურ სამეთუნეო პროდუქციაზე სრულ წარმოდგენას ქმნის დიღმის მასივში შესწავლილი სამაროვნებისა და ნასახლარების არქეოლოგიური მასალა. თრელის სამაროვნზე გამოვლენილ მასალაზე ჩანს შუა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ძეგლების კულტურულ-ქრონოლოგიური ურთიერთობა. ძვ. წ. XV საუკუნის დამლევისა და XIV საუკუნის კერამიკული ნაწარმი უახლოეს პარალელებს კახეთის, თრიალეთის და დასავლეთ სომეხეთის ძეგლებთან პოულობს.

გვიანდელი ბრინჯაო - ადრინდელი რკინის ხანის თბილისური კერამიკული ჭურჭელი ჩვეულებრივ ჩარხზეა ნაკეთები, მრავალნაირი ფორმებითაა წარმოდგენილი და შემკულია ორნამენტით. ლილოს ყორღანებში შუა ბრინჯაოს ხანის ე. წ. თრიალეთური კერამიკის ფრაგმენტებია აღმოჩენილი.

გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ადრინდელი საფეხურის ორიგინალური ფორმისა და შემკულობის მქონე კერამიკის ჭურჭელი ნაპოვნია ღრმაღელეში. ამავე დროის მასალა აღმოჩენილია ნავთლუღში. თბილისის სხვადასხვა უბანში შემთხვევით გამოვლენილი კერამიკული მასალა მთლიანობაში ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისიდან ახ. წ. I ათასწლეულის შუა წლებით თარიღდება.

ადრეული რკინის ხანის კერამიკა გამოვლენილია დიღმის მასივში თრელიგორებბის ნასახლარზე. ადრეული შუა საუკუნეების კერამიკა მოპოვებულია ნაქულბაქარის ნამოსახლარზე.

ფეოდალური ხანის თბილისური კერამიკა აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული თიხის ჭურჭლის ზოგად სტილს და ხასიათს გამოხატავს. თუმცა ზოგიერთი თავისებური ნიშანიც აქვს. საერთოდ კერამიკული წარმოების ტექნიკა და ორგანიზაცია განსაკუთრებით მაღალ დონეს აღწევს გაერთიანებული საქართველოს ძლიერების პერიოდში. ამ დროს თბილისი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ცენტრს და საერთაშორისო სავაჭრო-საკომუნიკაციო გზების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კვანძს წარმოადგენდა.

ადრინდელი ფეოდალური ხანის თბილისური განათხარი კერამიკა ყველაზე უკეთ ერეკლე II–ის მოედანზე გამოვლენილ კულტურულ ფენაშია წარმოდგენილი. თბილისის დედაციხეზე სრულადაა წარმოდგენილი რუსთაველის პერიოდი და გვიანდელი ხანა.

თბილისში აღმოჩენილი კერამიკა ფორმების, ტექნოლოგიისა და ორნამენტის მხრივ 3 ჯგუფად იყოფა: 1. სადა (ხელადები, ქილები...); 2. ანგობიანი (წერანქრით დაფარული დოქები, დერგები...); 3. მოჭიქული. ამ უკანასკნელთა შესამკობად გამოყენებულია: 1. ზედაპირზე თეთრი ანგობის გადავლება და ზემოდან ყვითელი ფერის საღებავით ორნამენტის დადება. 2. ზედაპირის ან შიდაპირის დაფარვა თეთრი ანგობით. 3. ზედაპირის მოხატვა თეთრი ანგობის ზოლებით და შემდეგ ფერადი, უმთავრესად მწვანე ან ცისფერი ჭიქურის გადავლება. 4. თეთრი ანგობით მოხატული ჭურჭლის ზედაპირზე ორნამენტის მოხატვა სგრაფიტოს წესით და შემდეგ ფერადი ჭიქურის გადავლება. 5. თეთრი ანგობით დაფარულ ზედაპირზე ორნამენტის მოხატვა სგრაფიტოს ხერხით და შეღებვა ყვითელი, მწვანე და სოსანისფერი საღებავით. 6. შესამკობად ერთდროულად რამდენიმე ხერხის გამოყენება.

საქართველოში და ამიერკავკასიაში, კერძოდ თბილისში, ამ პერიოდში საღებავად გამოიყენებოდა 3 ძირითადი შემღებავი ნივთიერება - რკინის, სპილენძისა და მარგანეცის ჟანგები. ჭურჭლის ფორმის, დანიშნულებისა და სიდიდის გათვალისწინებით ოსტატი შემკულობის სხვადასხვა ხერხს იყენებდა. ამ მონაცემებს ის მკაცრად უფარდებდა შემკულობის სხვადასხვაგვარ მოტივებსაც.

შუა ფეოდალურ ხანაში თბილისში მეთუნეობის განვითარების შესახებ სრულ სურათს გვაძლევს 300 არაგველის ბაღში „განჯისკართან“ გამოვლენილი XII-XIII საუკუნეების კერამიკისა და მინის საწარმოო კომპლექსი. „განჯისკარის“ სამეთუნეო სახელოსნო ჩამოყალიბებული ტექნიკურ-მხატვრული სკოლაა ხელოსნებისა, რომლებიც შეამხანაგებული შრომობენ და საზრდოობენ. მათ ნაწარმში გამოირჩევა რამდენიმე განსხვავებული „ხელი“. აღნიშნული სახელოსნოს არსებობა მოწმობს, რომ მასში გაერთიანებული მეთუნე ოსტატები ემორჩილებოდნენ ერთსა და იმავე მხატვრულ ამოცანებს და ტექნიკურ წესებს, რაც განპირობებული უნდა ყოფილიყო ხელოსანთა ორგანიზაციის ანუ ამქრის მიერ დამყარებული გარკვეული წესებით. ეს სახელოსნო მოსახლეობას აწვდიდა დიდი გემოვნებით შესრულებულ და კარგი ხარისხის მოჭიქულ ჭურჭელს.

კერამიკის ჭურჭელი გვიანდელ ფეოდალურ ხანაშიც თბილისის საქალაქო ცხოვრების უმთავრესი მოხმარების საგანი იყო. ქალაქის სხვადასხვა უბნის ნასახლარებზე ხშირად ჩნდება მოჭიქული ჭურჭლის ფრაგმენტები.

მოლიოს კულტურა

მოლიოს კულტურა — კულტურა, რომელიც არსებობდა ჩვ. წ. 1000 - 1500 წლებში, ტიუანაკოს კულტურის დაცემის შემდეგ, თანამედროვე ბოლივიის ტერიტორიაზე. კულტურა განვითარდა პუკინის ხალხის პატარა ქალაქ-სახელმწიფოებში. XV საუკუნეში, აიმარას ხალხის დაპყრობებს გადარჩენილი პუკინის მიწები ინკებმა დაიპყრეს. მოლიოს ხალხი იაგუარს ეთაყვანებოდა.

მოლიოს ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული მონუმენტები მდებარეობს ტიტიკაკას ტბის ჩრდილოეთით, ბოლივიის დედაქალაქ ლა-პასიდან 325 კმ-ის მოშორებით. განეკუთვნება 1145-1425 წლებს. შემორჩენილია ასზე მეტი შენობა, ქუჩები და მოედნები. განვითარებული იყო კერამიკა.

ზრდასრულ ადამიანებს კრძალავდნენ ინდივიდუალურად, სამარხ კოშკებში (ჩულპა), რომლებიც ქვისა და ალიზისგან იყო აგებული, ხოლო ბავშვებს საკუთარი სახლების იატაკის ქვეშ.

მტკვარ-არაქსის კულტურა

მტკვარ-არაქსის კულტურა ან ადრეული ტრანსკავკასიური კულტურა, ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევრისა — III ათასწლეულის არქეოლოგიური კულტურა, რომელიც გავრცელებულია იყო მტკვრისა და არაქსის აუზში. ძირითადად აგრძელებდა წინა ხანის (ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურის) ტრადიციებს. მაგრამ უფრო მაღალ საფეხურზე იდგა.

პატარა შირაქის ველის ნაგომრებისთავის ნამოსახლარი

ნაგომრებისთავის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ნაგომრებისხევის მარჯვენა მხარეს, სერზე. ველის აღმოსავლეთით, თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო-I ათასწლეულის დასაწყისით. აღმოჩნდა 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური დაზვერვების (ხელმძღვანელი კონსტანტინე ფიცხელაური) დროს.

ნამოსახლარის ჩრდილოეთის მხარე ფერდობზეა, რომელიც ხეობაში ეშვება. აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ მხარე - სწორ ადგილზე. ფერდობის თავზე გამართულია წრიული ციტადელი (დიამეტრი - 50 მ.), რომელსაც ღრმა, განიერი თხრილი შემოუყვება. ცენტრი ჩავარდნილია, სამხრეთიდან აკრავდა ციტადელის გარე დასახლება, სათავდაცვო ზღუდით (სიგრძე - აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე - 500 მ, სიგანე - ჩრდილო-სამხრეთ ხაზზე 400მ). ნამოსახლარს აქვს ზღუდის გარე დასახლებაც (სიგრძე - დაახლოებით 1 კმ). კარგად ჩანს ციტადელის ქვედა, მეორე თხრილიდან დაწყებული, ფერდობს ჩაყოლებული ნაგზაური, რომელიც ხეობისკენაა მიმართული. ძეგლზე აკრეფილი მასალა უხვია და მრავალფეროვანი. ჭარბობს კარგად გამომწვარი მონაცრისფრო, ლეგა ან რუხი კერამიკა, ქვის იარაღებიდან - სანაყები, ხელსაფქვავის ფრაგმენტები, თოხები.

არქეოლოგიური მასალა დაცულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

საკობიანო

საკობიანო — სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში თემის ცენტრი (სოფლები: ბაყილოვანი, დედისფერული, კუწახტა, ქორეთი, ყვარელწყალი, ხევისჭალა). მდებარეობს პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 580 მეტრი, ახმეტიდან 12 კილომეტრი.

სამრეკლოს ენამთის გორასამარხი

სამრეკლოს ენამთის გორასამარხი — არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში. მდებარეობს სოფლის სავარგულებში, ალაზნის ველზე, წნორი-სამთაწყაროს გზის მარჯვენა მხარეს, ენამთად წოდებულ ადგილზე. თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევრით. აღმოჩნდა 1984 წელს მიწის დამუშავების დროს. ძეგლი, რომელსაც ქვამიწაყრილი უკვე გადაცლილი ჰქონდა, გაითხარა 1985 წელს, არქეოლოგიური კვლევის ცენტრის შირაქის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღვანელი ბ. მაისურაძე). მიწის ზედაპირიდან 0,85 მ სიღრმეზე გამოვლინდა უსწორმასწორო კედლების მქონე კოლექტიური სამარხი ორმო (4x4 მ). ძეგლის იატაკის დონე მდებარეობდა 1,9 მ სიღრმეზე სამარხის ცენტრალურ ნაწილში. აღმოჩნდა ძირითადი მიცვალებულის ჩონჩხი, რომელიც დაკრძალული იყო მარცხენა გვერდზე, თავით დასავლეთით. ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში კი მიხვეტილი იყო ხუთი მიცვალებულის თავის ქალა და ძვლები. სამარხში გამოვლინდა ოქროს ხვია, პასტის მრგვალი რვა მძივი, ცრემლისებრი სამი მძივსაკიდი, ძვლის სამკუთხა გულსაკიდი, ბრინჯაოს ოთხწახნაგა ბიპირამიდული ისპირი და ოთხწახნაგა სადგისი (ისპირი); ხელით ნაძერწი 16 თიხის ჭურჭელი, დერგი, ხელადა, ორი ტოლჩა, სამ-სამი ჯამი და ქოთანი, ხუთი ბადია და თიხის ჭურჭლის პირ-გვერდის მცირე ფრაგმენტები. ხელადა მკვრივი, წვრილი თეთრმინარევიანი თიხით არის ნაძერწი. დანარჩენი ჭურჭლები — უხეში, ქვიშის ან ქვიშის და წვრილი თეთრმინარევიანი თიხით. კერამიკა არათანაბრადაა გამომწვარი. უმრავლესობა მოყავისფრო-მონაცრისფროა. ჭურჭელს ალაგ-ალაგ შავი, რუხი და ყვითელი ფერის ლაქები აქვს. ზოგიერთი ჭურჭლის ზედაპირი პრიალაა, ზოგიერთი - სუსტადაა ნაპრიალები. სამარხეული დერგის მხარზე, ერთმანეთის საპირისპიროდ, ორი მცირე შვერილია დაძერწილი. მსგავსი შვერილები მიძერწილია ჯამისა და ბადიის პირზეც, უყუროა ორი ჯამი და ბადია. იმ ჭურჭლებს სამარხის სხვა ფართოპირიანი ჭურჭლებისგან განსხვავებით ოდნავ შიგნით გადახრილი პირი აქვს. სამ ბადიას, პირზე და მხარზე, ერთმანეთის მოპირდაპირედ, ზემოდან მომრგვალებული და შიგნიდან ბრტყელი, მცირე ზომის ორი ყური აქვს მიძერწილი. ასეთივე ოღონდა ცოტა მოზრდილი ყურები აქვს სამარხის ქოთნებსაც. ტოლჩებსა და ხელაზე ყური ძირს ქვემოთ და მხარზე დაძერწილი ორ ჭურჭელზე (ქოთანზე და ტოლჩაზე) შეინიშნება შედრეკილი ძირი. სამარხში გამოვლინდა აგრეთვე მსხვილფეხა საქონლის ძვლები და ხარის მთლიანი თავის ქალა.

მასალა ინახება ქალაქ დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ტარიბნის ტაფობის მეორე ნამოსახლარი

ტარიბნის ტაფობის მეორე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ღორისწყლისა და ალაზნის შესართავთან. საქართველოს სასაზღვრო პუნქტის სამხრეთით 600-700 მეტრ შემაღლებულ ბორცვზე თარიღდება ახალი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის I ნახევრით.

აღმოჩნდა 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური დაზვერვების დროს. ძეგლი სამი მხრიდან შემოფარგლულია ღრმა ხეობებით. მხოლოდ ჩრდილოეთ-დასავლეთ მონაკვეთია ღია, რომელიც ვიწრო ზოლად დაბლდება და უერთდება ალაზნის ველს. აკრეფილ მასალაში ჭარბობს ყვითელი კერამიკა.

მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ქვემო ქედის ნასახლარი

ქვემო ქედის ნასახლარი — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს შავი მთის ტერიტორიაზე, თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით.

1986 წელი მიაკვლია აკც-ის შირაქის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ნასოფლარის ტერიტორიაზე. აიკრიფა მოჭიქული და წითლად გამომწვარი კერამიკული ფრაგმენტები. ძეგლზე გამოვლინდა აგურით კირის ხსნარზე ნაგები კედლები. სადაზვერვო თხრილში _ წითლად გამომწვარი მოჭიქული და სამშენებლო კერამიკა; ჯვრის მკლავის ნატეხი.

მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.