კანადა

კანადა (ინგლ. Canada) — ქვეყანა ჩრდილოეთი ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, დასავლეთ ნაწილს წყნარი ოკეანე, ხოლო ჩრდილოეთს ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე. კანადას მსოფლიოში ფართობის მიხედვით მეორე ადგილი უკავია რუსეთის შემდეგ. სახმელეთო მეზობლებიდან მხოლოდ ერთი ქვეყანა ესაზღვრება – აშშ, დასავლეთიდან ესაზღვრება აშშ-ს შტატი ალასკა.

კანადის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან სახლობდნენ მკვიდრი აბორიგენები. XV საუკუნიდან ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაიწყეს კანადის ტერიტორიების დაკავება, თავდაპირველად ისინი მხოლოდ სანაპირო ზოლში სახლობდნენ. მოგვიანებით მათ ქვეყნის ძირითადი ტერიტორიები დაიკავეს და დაიწყეს ბრძოლა ჰეგემონობისათვის. ამ მიზნით 1756 წელს ევროპაში დაწყებულმა შვიდწლიანმა ომმა მეტროპოლიების კოლონიებში გადაინაცვლა. დიდმა ბრიტანეთმა კანადის ტერიტორიაზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, ბრიტანეთმა დაიკავა კვებეკი. ქვეყანაში შეიქმნა კანადის კონფედერცია. მოგვიანებით კანადის შემადგენლობაში შევიდა ჩრდილოური არქტიკული ტერიტორიები. 1931 წელს კანადამ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ამის შემდეგ ქვეყნის შემადგენლობაში გარკვეული ტერიტორიები კვლავ შევიდა.

კანადა ფედერაციული სახემწიფოა, ქვეყანა შედგება ათი პროვინციისა და სამი ტერიტორიისაგან, კანადის მმართველია პრემიერ-მინისტრი, სიმბოლურად ემორჩილება გაერთიანებული სამეფოს დედოფალს ელისაბედ II-ს და შესულია ერთა თანამეგობრობაში. ქვეყნის ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. კანადა გაერთიანებულია მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათგან აღსანიშნავია: ნატო, დიდი რვიანი, დიდი ოციანი, OECD, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, OAS, აზია-წყნარი ოკეანური ორგანიზაცია, და გაერო. ადამიანის განვითარების ინდექსის მაჩვენებლით კანადა მე-8 პოზიციაზეა მსოფლიოში.

კანადა
Canada
{{{link alias-s}}} დროშა {{{link alias-s}}} გერბი
დევიზი: „ზღვიდან ზღვამდე“
ჰიმნი: „O Canada“
{{{link alias-s}}} მდებარეობა
დედაქალაქიოტავა
45°24′ ჩ. გ. 75°40′ ა. გ. / 45.400° ჩ. გ. 75.667° ა. გ.
უდიდესი ქალაქი ტორონტო
ოფიციალური ენა ინგლისური, ფრანგული
მთავრობა საპარლამენტო დემოკრატია კონსტიტუციური მონარქია
 -  მონარქი ელისაბედ II
 -  გენერალ-გუბერნატორი დევიდ ლოიდ ჯონსტონი
 -  პრ.-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო
ფართობი
 -  სულ 9,984,670 კმ2 (მე-2)
 -  წყალი (%) 8.92
მოსახლეობა
 -  2014 შეფასებით 35 675 834 (36-ე)
 -  2006 აღწერა 31,241,030 
 -  სიმჭიდროვე 3,41 ად კაცი/კმ2 (228-ე)
მშპ (მუპ) 2007 შეფასებით
 -  სულ $1.274 ტრილიონი (მე-13)
 -  ერთ მოსახლეზე $38,200 (21-ე)
აგი (2010) 0.888 (მაღალი) (მე-8)
ვალუტა კანადური დოლარი (CAD)
დროის სარტყელი (UTC -3,5-დან -8-მდე.)
 -  ზაფხულის (DST) (UTC -2,5-დან -7-მდე.) (UTC)
ქვეყნის კოდი CAN
Internet TLD .ca
სატელეფონო კოდი 1

სახელწოდება

  • ოფიციალური: კანადა.
  • ინგლისური / ფრანგული: Canada.
  • ეტიმოლოგია: სავარაუდოდ მომდინარეობს სიტყვისაგან „კანატა“, რაც ჰურონის ინდიელთა ენაზე „სოფელს“ ან „დასახლებას“ ნიშნავს.[1]
  • ქვეყნის კოდი: CA.

ისტორია

კანადის ტერიტორიაზე ადამიანები უძველესი დროიდან სახლობდნენ, კანადაში მცხოვრებ ინდიელებში უძველესი დროიდან არსებობდა მითები სამყაროს შექმნის შესახებ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად კანადაში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ფრაგმენტები, თარიღდება 26,500 წლით ჩვენს ერამდე. ადამიანის უძველესი ნასახლარები იყო იუკონის შტატში, ჩრდილოეთ კანადასა და ონტარიოს შტატში.[2][3] სავარაუდოდ ამ ტერიტორიებზე დასახლება უნდა დაწყებულიყო 200,000 წლის წინ, მაშინ როდესაც აზიის და ამერიკის კონტინენტები ერთმანეთს დაუკავშირდნენ სახმელეთო ხიდით. ამ გზით ადამიანები აზიიდან ამერიკაში გადიოდნენ სწორედ ამიტომაც უძველესი დროიდან კანადაში ცხოვრობდნენ ევრაზიელი ხალხი. მას შემდეგ რაც ეს ორი კონტინენტი ერთმანეთს დასცილდა, შეწყდა კონტაქტები აზიასთან.

ევროპული კოლონიზაცია

ევროპელებიდან პირველად კანადა ვიკინგებმა აღმოაჩინეს, მათ თავდაპირველად აღმოაჩინეს ნიუფაუნდლენდი (1000 წელს). ამის შემდეგ კანადა და საერთოდ ამერიკა ევროპელებს აღარ აინტერესებდათ. დიდი აღმოჩენების პერიოდში უკვე ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთი ნაწილის დაკავება უპირატესი გახადა. ეს ტერიტორიები უნდოდათ, როგორც ინგლისელებს, ასევე ფრანგებსა და ესპანელებს. თავდაპირველად კანადის სამხრეთი ტერიტორიები დაიკავა დიდმა ბრიტანეთმა. 1534 წელს, კანადის ტერიტორიების დაკავება დაიწყეს ფრანგებმა, ჟაკ კარტიე იყო პირველი ფრანგი, რომელმაც გაცურა წმ. ლავრენტის მდინარე, მან საფუძველი დაუდო ჩრდილოეთ ამერიკის ფრანგულ კოლონიზაციას.

Benjamin West 005
ბენჯამინ ვესტი გენერალ ვოლფის სიკვდილი (1771) წლის კვებეკის ბრძოლა. შვიდწლიანი ონის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა კანადაში

ფრანგების კოლონიიდან შეიქმნა სახელმწიფო ახალი საფრანგეთი, ეს ტერიტორიები საფრანგეთის კოლონიური იმპერიის დასაყრდენი პუნქტი იყო მთელს ამერიკაში. კანადის ტერიტორიაზე ანალოგიურად ახორციელებდნენ დასახლებებს ინგლისელებიც 1603 წელს მათ, კუნძულ ნიუფაუნდლენდზე შექმნეს ქალაქი პორტ-როიალი, ამ ქალაქს უდიდესი ფუნქციები ჰქონდა მოგვიანებით დაწყებულ ომებში. 1608 წელს შეიქმნა ინგლისური მორიგი ქალაქი კვებეკი. ფრანგებსა და ინგლისელებს შორის, კოლონირი ტერიტორიების მიტაცებისთვის და ამერიკაში ჰეგემონობისათვის დაიწყო ბრძოლები და დაპირისპირებები.

ინგლისელებმა კუნძულ ნიუფაუნდლენდზე დააარსეს, პირველი საზღვაო ავანპოსტები. 1610 წლისათვის კი მათ ემორჩილებოდათ აშშ-ის ცამეტი კოლონია[4]. ამ პერიოდში საფრანგეთი მთელ რიგ ბრძოლებს მართავადა კანადის ადგილობრივ ინდიელებთან, მიწების მიტაცების მიზნით, 1689 და 1763 წლებში.[5] ინგლისელებიც ანალოგიურად მოქმედებდნენ, მათ უკვე დაიკავაეს ფრანგული კოლონია ახალი შოტლანდია, ეს ტერიტორიები მათ უტრეხტის ხელშეკრულებით დაისაკუთრეს (1763). ევროპაში დაწყებულმა შვიდწლიანმა ომმა ამერიკის კონტინენტზე გადმოინაცვლა, აქ ერთმანეთს ახალი საფრანგეთი და ბრიტანეთის იმპერია ეომებოდნენ.

შვიდწლიან ომში, ინგლისელების მხარეს აშშ-ის ცამეტი კოლონია იბრძოდა. აშშ-ის ბრძოლამ მნიშვნელოვნად განაპირობა დიდი ბრიტანეთის გამარჯვება. იმპერიის შემადგენლობაში შევიდა საფრანგეთის მნიშვნელოვანი კოლონია კვებეკის პროვინცია და კეიპ-ბრეტონის კუნძულები. დიდი ბრიტანეთი ამის შემდეგ კვლავ აგრძელებს საფრანგეთზე ტერიტორიების წართმევას 1769 წელს მან შეიერთა პრინც-ედუარდის კუნძული. 1774 წლისათვის დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს საზღვარმა, ამერიკაში დიდ ტბებამდე და მდინარე ოჰაიომდე გადმოიწია. ამის შემდეგ მკვეთრად იძაბება ვითარება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს ცამეტ კოლონიას შორის, რაც ამერიკის რევოლუციით დასრულდა.

Fathers of Confederation LAC c001855
რობერტ ჰარისის ნახატი . კანადის კონფერენცია

კოლონიასა და აშშ-ს შორის დაწყებულ დამოუკიდებლობის ომში, ჩაერთო საფრანგეთი, ამერიკის მხარეს. ის მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა აშშ-ს და უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა დიდი ბრიტანეთის დამარცხევაში. 1783 წელს დაიდო პარიზის ზავი, ამ ზავით დიდმა ბრიტანეთმა სცნო, ახალი სახელმწიფოს შექმნა ჩრდილოეთ ამერიკაში. ამის შემდეგ მნიშვნელოვნად შესუსტდა კოლონიზატორთა პოზიციები ამერიკის კონტინენტზე, მიუხედავად ამის დიდი ბრიტანეთის მმართველობა კანადაში კვლავ გრძელდებოდა. კვებეკმა ინგლისელებისგან მოიპოვა ფორმალური დამოუკიდებლობა, ამ ტერიტორიაზე შეიქმნა ქვემო კანადის და აღმოსავლეთი კანადის სახელმწიფოები.

კანადის (ქვემო და აღმოსავლეთი) შეერთების სურვილი გაუჩნდა, ახლად შექმნილ და გაძლიერებულ სახელმწიფოს აშშ-ს. ამის გამო 1812-1814 წლებში დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს შორი მიმდინარეობდა ომი, ამ ომში გამარჯვება ვერცერთმა მხარემ ვერ მოიპოვა. კანადა კვლავ დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში რჩებოდა, მიუხედავად ამის აშშ-სა და დიდ ბრიატნეთს შორის ომები, მნიშვნელოვნად ასუსტებდა კოლონიის პოზიციებს ამ ქვეყანაში.

კანადა უკვე სულ ნაკლებად ერორჩილებოდა იმპერიას, მისი დამოუკიდებლობა უკვე მხოლოდ დროებით საკითხს წარმოადგენდ, ამის გამო დიდმა ბრიტანეთმა კომპრომისული ვარიანტი შეიმუშავა 1867 წელს კანადამ დომინიონის სტატუსი მიიღო.

1867 წელს ბრიტანეთის დომინიონის სტატუსი მიიღო. 1931 წლიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 1949 წელს მიუერთდა ნიუფაუნდლენდი. 1982 წლის კანადის აქტით ქვეყნის უფლებამოსილებები გაფართოვდა. თავისუფალის ვაჭრობის შესახებ, რომელიც მან გააფორმა აშშ-სა და მექსიკასთან, განაპირობა საგარეო ვაჭრობის მკვეთრი ზრდა. კანადის საშინაო პოლიტიკის მთავარი პრობლემა რჩება ფრანგულენოვანი კვებეკის სეპარატისტული განწყობილებანი. 1995 წელს ამ პროვინციაში ჩატარებულ რეფერენდუმზე დამოკიდებლობის მომხრეებმა ნახევარზე ოდნავ ნაკლები ხმა მიიღეს.

ბუნება

გეოგრაფია

Canada-satellite
კანადის სატელიტური ფოტო

კანადა მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკაში, ის ფართობით მთელს კონტინენტზე ყველაზე დიდი სახელმწიფოა, მსოფლიოში კი მხოლოდ რუსეთს ჩამორჩება. კანადის ერთადერთი სახმელეთო მეზობელია აშშ. კანადის ჩრდილოეთში მდებარეობს არქტიკა, ეს უზარმაზარი ტერიტორიები გამოუყენებელია საცხოვრებლად. აქ მდებარეობს მცირე სიმაღლის ვაკეები, ყინულის უზარმაზარი უდაბნოები და ტუნდრის უსასრულო სივრცეები. აქ მცხოვრები ადამიანებიდან აღსანიშნავია ესკიმოსთა მცირე ჯგუფი. კანადის არქტიკულ ნაწილში მდებარეობს უამრავი დიდი და მცირე ზომის კუნძული, რომელთაგანაც აღსანიშნავია: ბაფინის მიწა, ვიქტორია, ბანქსი და დედოფალ ელისაბედის კუნძულები.

ადამიანთა საცხოვრებლად ხელსაყრელი პირობები, ქვეყნის სამხრეთ ნაწილშია. სამხრეთის მიმართულებით ჰავა თანდათანობით, თბილი და ტენიანია. სამხრეთში ტაიგა ათასობით კილომეტრზე გადაჭიმულია, რომელიც გარეგნულად აზიის ტაიგას ჰგავს. აქ ხარობს ამერიკული ჯიშის ნაძვი, ლარიქსი, ფიჭვის სახეობები. წიწვიანი ტყეების მდიდარია, ძვირფასბეწვიანი ცხოველებით. პრერიების შავმიწა და წაბლა ნიადაგებზე ხორბლის, ქერის და შვრიის ნათესებია გადაჭიმული. მსოფლიოში ცნობილია კანადური ხორბალი, ხორბალი ძირითადად მოჰყავთ დიდი ტბების ჩრდილოეთ მხარეში.

ქვეყნის დასავლეთი ნაწილი კორდილიერების მთათა სისტემას უკავია, მთები აქ 5 000 მეტრამე აღწევს, ეს მთები მუდმივი თოვლითაა დაფარული. მყინვარებიდან მრავალრივხოვანი სწრაფი მდინარეები მოედინება, მთების კალთები წიწვიანი ტყეებითაა დაფარული. კანადის ყველაზე მაღალი მთა ლოგანია 5.951 მეტრი სიმაღლით. კანადის წიაღი საკმაოდ მდიდარია, განსაკუთრებით ბევრია ნიკელის, სპილენძის, თუთიის, რკინის და კეთილშობილი ლითონების საბადოები, მათგან აღსანიშნავია ოქრო და პლატინა. მოიპოვება ასევე რადიოაქტიული ლითონებიც, აღმოჩენილია ნავთობის და ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვანი საბადოები. ზოგიერთი სასარგებლო წიაღისეულის დამუშავებით კანადას მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.

Canadian Horseshoe Falls with Buffalo in background
ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დიდი ჩანჩქერი ნიაგარა.

კანადა მდიდარია ჰიდროენერგორესურსებით. მდინარეებზე აგებულია დიდი ჰიდროელექტროსადგურები. ქვეყანა არის ძალიან ბევრი მდინარეები და ტბები. ქვეყანაში მიედინება კონტინენტის დიდი მდინარეები: მაკენზი (4.241 კმ), წმ. ლავრენტი (3.058 კმ), ნელსონი (2.575 კმ), ჩერჩილი (1.609 კმ). ტბებიდან აღსანიშნავია ჰურონი 36.000 (სულ 59.600), დიდი დათვის 31.328, სუპერიორი 28.700 (სულ 82.100), დიდი მონების 28.568, უინიპეგი 24.387, ერი 12.800 (სულ 25.700), ონტარიო 10.000 (სულ 18.960). ქვეყანას ესაზღვრება მსოფლიოს სამი ოკეანე. ჩრდილოეთიდან - ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე, დასავლეთიდან - წყნარი ოკეანე, ხოლო აღმოსავლეთიდან - ატლანტის ოკეანე. მნიშვნელოვნად დაბინძურებულია ატლანტის ოკეანის სანაპიროები. ურბანიზებულ რაიონებში, ანუ ქვეყნის სამხრეთით, მნიშვნელოვნდაა შექმნილი ეკოლოგიური პრობლემები.

კანადაში მდებარეობს ჩრდილოეთ ამეერიკის ყველაზე დიდი ჩანჩქერი ნიაგარა, ნიაგარა ორი ქვეყნის აშშ-ს და კანდის ტერიტორიაზე მდებარეობს, ჩანჩქერი წარმოიქმნება მდინარე ნიაგარაზე და ჩანჩქერიდან ვარდნილი წყანი ჩაედინება ეირის ტბაში.

კანადის ბუნება ადამიანის ზემოქმედებით, ჯერჯერობით მცირედ არის შეცვლილი, მაგრამ სამხრეთით სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე მაღალია, ქალაქების დიდი რაოდენობაა, ბუნებაც ძლიერადაა შეცვლილი. მთებსა და ვაკეებში ბუნებრივი კომფლექსების დასაცავად შექმნილია ეროვნული პარკები და ნაკრძალები. მათ შორის ყველაზე დიდი ნაკრძალი არამარტო კანადაში არამედ მთელს ამერიკაში, არის ვუდ-ბაფალო, მისი ფართობია 4,5 მლნ. ჰა. პარკი შეიქმნა 1927 წელს. აქ დაცულია, როგორც ტყის, ისე სტეპური ლანდშაფტი.

ფაუნა

Harrison Park (34372533350)
კანადური ღერღეტი, ოუენ-საუნდი, ონტარიო

კანადის ბუნებრივი მრავალფეროვნება ცხოველთა სამყაროს სიმდიდრეს განაპირობებს. ტუნდრისათვის დამახასიათებელია ხარვერძი, ჩრდილოეთის ირემი, პოლარული მგელი, დედოფალა, ყარსაღი. ტაიგის ცხოველთა შორისაა: ტყის ბიზონი, რომელიც ტერიტორიის დიდ ნაწილზე განადგურდა და მხოლოდ ვუდ-ბაფალოს ეროვნულ პარკშია შემორჩენილი, ლოსი, ჩრდილოამერიკული მაჩვზღარბა; სარეწაო მნიშვნელობა აქვს მყრალას, ამერიკულ კვერნას, ონდატრას და სხვ. სტეპებში ყველაზე მრავალრიცხოვანია მღრღნელები: თრია, ჩრდილოეთ ამერიკისათვის ენდემური მდელოს ძაღლი, გოფერისებრნი და სხვ. სტეპის ჩლიქოსანი სახეობების — რქაფიწალა ანტილოპისა და შავკუდა ირმის არეალი შემცირებულია ჩრდილოეთის სტეპების სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის აქტიურად ათვისების გამო. კანადის მთიანი დასავლეთი ცხოველთა სამყაროს მხრივ ახლოს დგას აღმოსავლეთ ნაწილის ვაკე ტერიტორიებთან. საკუთრივ მთის ცხოველთა შორისაა ალპების მაღალმთიანეთისათვის დამახასიათებელი თოვლა ცხვარი და თოვლა თხა, და მთის ტყეების ყველაზე რთულადმისაწვდომ მონაკვეთებში გავრცელებული მსხვილი მტაცებლები — პუმა და გადაშენების ზღვარზე მყოფი კანადური გრიზლი. საერთო ჯამში, კანადის ფაუნა აერთიანებს 200-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარს, 470-ზე მეტი სახეობის ფრინველს, დაახლ. 40 სახეობის ქვეწარმავალს. კოლონიზაციის დროს კანადის ტერიტორიიდან გაქრა ნიუფაუნდლენდური მგელი, ზღვის წაულა, კალანი, ამერიკული ქრცვინი, ლაბრადორული სუსხური, გარეული ინდაური, მოგზაური მტრედი და სხვ. შემცირდა ზღვის ფრინველთა რიცხვი, კანადური თახვის, სამურავის, თეთრკუდა ირმის, რიგი მსხვილი მტაცებლების პოპულაცია. დღეისათვის გადაშენების საფრთხის ქვეშ იმყოფება ძუძუმწოვრების 14, ფრინველების 13 და ქვეწარმავლების 2 სახეობა.[6]

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა: დემოკრატიული ფედერაციული კონსტიტუციური მონარქია.
  • სახელმწიფოს მეთაური: დიდი ბრიტანეთის დედოფალი (1952 წლიდან), რომლის წარმომადგენელია გენერალ-გუბერნატორი.
  • მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი სტივენ ჰარპერი.
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (105+301 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 10 პროვინცია (province) და 3 ტერიტორია (territory; territoire).

ალბერტაახალი შოტლანდიაბრიტანეთის კოლუმბიაიუკონიკვებეკიმანიტობანიუ-ბრანსუიკინიუფაუნდლენდი და ლაბრადორინუნავუტიონტარიოპრინს-ედუარდის კუნძულისასკაჩევანიჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიები

დემოგრაფია

Canada Parliament2
კანადის პარლამენტის შენობა

თუ კანადა ტერიტორიის მხრივ მეორე ქვეყანაა მსოფლიოში, მოსახლეობის რაოდენობის მხრივ იგი არ შედის მსოფლიოს პირველ ოცდახუთეულ სახელმწიფოთა შორის. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენენ ანგლო და ფრანკოკანადელები. მკვიდრი მოსახლეობიდან აღსანიშნავია, ინდიელები და ესკიმოსები. მოსახლეობის 80% ცხოვრობს აშშ-ის საზღვრიდან 320 კილომეტრიან ზონის ფარგლებში. საშუალო სიმჭიდროვე მაღალია ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით. ჩრდილოეთ ტერიტორიაზე რომელიც მთელი სახელმწიფოს 70% შეადგენს, ცხოვრობს მოსახლეობის 1,5%. ასეთი მდგომარეობა გამოწვეულია არამარტო ჩრდილოეთ რაიონების მკაცრი ბუნებით, არამედ ისტორიული წარსულითაც. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს ქალაქებში, გამოირჩევა სამი ურბანიზებული ზონა: დიდი ტბების სანაპირო ზოლი (ჰამილტონი, ტორონტო, ოტავა). კვებეკის პროვინცია (მონრეალი, ტრუა, რივერი, კვებეკი). წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლი (ვანკუვერი, ვიქტორია).

კანადელთა უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენს ევროპული წარმოშობის მოსახლეობა, 2006 წლის აღწერის შედეგად კანადაში ცხოვრობს: ინგლისელები (21%), ფრანგები (15.8%), შოტლანდიელები (15.2%), ირლანდიელები (13.9%), გერმანელები (10.2%), იტალიელები (5%), ჩინელები (3.9%), უკრაინელები (3.6%) და ინდიელები (3.5%). დაახლოებით ერთი მესამდი რესპოდენტებისა თავის თავს უწოდებს "კანადელს".[7]

კანადის ტერიტორიაზე მრავალი რელიგიის წარმომადგენელი სახლობს. აქ გავრცელებულია სხვადასხვა კონფესიები. 2000 წლის აღწერის შედეგად[8] კანადის მოსახლეობის 77.1% აღიარებს ქრისტიანობას; აქედან მოსახლეობის უმრავლესობა კათოლიკობის მიმდევარია (43.6% კანადელი). მიუხედავად ამისა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი პროტესტანტიზმის მიმდევარია (9.5%), ნაწილი აღიარებს ანგლიკანობას (6.8%), ბაპტისტობას (2.4%), ლუთერანობას (2%), და სხვა ქრისტიანულ მიმდევრობებს (4.4%). გარდა ქრისტიანობისა მოსახლეობის 2.0 % ისლამის მიმდევარია, კანადის მოსახლეობის 1.1%-სათვის მშობლიური რელიგია იუდაიზმია.

უდიდესი მეტროპოლიტები, კანადაში მოსახლეობის მხრივ (2006 აღწერით)
სახელი პროვინცია მოს. სახელი პროვინცია მოს.
ტორონტო ონტარიო 5,583,064 კიტჩენერ-ვატერლოო ონტარიო 474,786
მონრეალი კვებეკი 3,824,221 სენტ-კატარინსი–ნიაგარა ონტარიო 392,184
ვანკუვერი ბრიტანეთის კოლუმბია 2,313,328 ჰალიფაქსი ახალი შოტლანდია 390,328
ოტავა–გატინო ონტარიო-კვებეკი 1,236,324 ოშავა ონტარიო 356,177
კალგარი ალბერტა 1,214,839 ვიქტორია ბრიტანეთის კოლუმბია 344,615
ედმონტონი ალბერტა 1,034,945 უინძორი ონტარიო 323,342
კვებეკი კვებეკი 715,515 სასკატუნი სასკაჩევანი 233,923
ვინიპეგი მანიტობა 730,018 რეჯაინა სასკაჩევანი 210,556
ჰამილტონი ონტარიო 721,053 შერბრუკი კვებეკი 201,890
ლონდონი ონტარიო 457,720 სენტ-ჯონზი ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორი 181,113

ეკონომიკა

  • ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 595 მლრდ $ (მე-9 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 19.640 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 2, მრეწველობა 31, მომსახურება 67.
  • ექსპორტი: ავტომობილები, ნავთობი, ალუმინი, ხე-ტყე, ხორბალი.
  • ბიუჯეტი: 178,600 მლნ $.
  • ვალუტა: კანადური დოლარი (CAD).

მშპ საერთო მოცულობით ქვეყანა პირველი ათეულის წევრია, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს გაანგარიშებით იგი მსოფლიოს პირველ 25 სახელმწიფოთა შორისაა, რაც შეეხება ადამიანის განვითარების ინდექსს, ამ მხრივ კანადას კონკურენტი არ ჰყავს. კანადა პოსტინდუსტრიული ქვეყანაა. მშპ-ს უდიდეს ნაწილს ქმნის მომსახურების სფეროს დარგები. ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვაბ ფაქტორთა შორის აღსანიშნავია: მდიდარი ბუნებრივი რესურსები, დემოგრაფიული ფაქტორი და უცხოური კაპიტალის როლი, სადაც განსაკუთრებულია აშშ-ს პოზიციები. ეკონომიკა ხასიათდება კაპიტალის კონკურენციის მაღალი დონით. მრეწველობის პროფილს განსაზღვრავს ახალი და უახლესი დარგები, ხოლო აგრობიზნესი ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში.

Nafta
კანადის, მექსიკის და აშშ-ს წარმომადგენელი მთავრობები. ხელისმოწერა ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება. 1992 წელი.

მომსახურების ფეროს დარგებიდან განსაკუთრებით წარმატებით ვითარდება სატელეკომუნიკაციუ სფერო, ვაჭრობა, საზოგადოებრივი კვება, ტურიზმი და ა.შ. ქვეყნის სატრანსპორტო მეურნეობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებულია მსოფლიოში. ტრანსპორტის ყველაზე სახეობა აღჭურვილია თანამდეროვე მიღწევებით. საავტომბილიო და სარკინიგზო გზების სიგრძით კანადა ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში. საზღვაო ფლოტი სიდიდით არ ხასიათდება. უდიდესი ნავსადგურებია: ვანკუვერი, კვებეკი, ჰალიფიქსი. უდიდესი საჰაერო ადგილია მონრეალი.

კანადაში განვითარებულია მოპოვებით მრეწველობა. აქ მოიპოვებენ პრაქტიკულად ყველა სახის წიაღისეულს. განსაკუთერბით მდიდარია წიაღისეულით ქვეყნის "ახალი რაიონები" ქვეყნის ჩრდილოეთით. მოიპოვებენ რკინის მადანს, სპილენძს, ნიკელს და ა.შ. ცნობილია სპილეძ-ნიკელის საბადო - სადბერი და ურანის საბადო ელიეთ-ლეიკი, ეს საბადოები მდებარეობს ონტარიოს პროვინციაში. ასევე მდიდარია ენერგეტიკული რესურსებით. ელექტოენერგიის უდიდეს ნაწილს გამოიმუშავებს ჰესები. აღსანიშნავია ჩერჩილ-ფორსი მდინარე ჩერჩილზე და ბოარნუა მდინარე წმ. ლავრენტიზე.

გადამამუშავებელ მრეწველობის დარგებში აღსანიშნავია: ელექტრონიკა, ქიმიური კომპლექსი, სატრანსპორტო მანქანათმშენებლობა. გადამამუშავებლ ინდუსტრიის ცენტრებია:მონრეალი, უინძორი, ედმონტონი, ტორონტო და ა.შ.

აგრობიზნესის უმსხვილეს დარგებს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა. უპირატესობა ენიჭება მემცენარეობა. გამოირჩევა ხორბლისა და სიმინდის წარმოება. მეცხოველეობაში წამყვენია სარძევე მინართულების მესაქონლეობა. სასოფლო პროდუქციის უდიდესი მწარმოებელია სასკაჩევანი, მონიტობა და ონტარიო.

მემკვიდრეობა

კვებეკის ისტორიული რაიონი, ლუნენბურგის ძველი ქალაქი, ალგონქინის, ნაჰანის, დინოზავრის, როკი მაუნთენის ეროვნული პარკები.

ცნობილი კანადელები

  • მწერლები - ალისტერ მაკლეოდი, დუგლას კუპლანდი;
  • გამომგონებლები - ალექსანდერ ბელი (ტელეფონი), ფრედერიკ ბანტინგი (ინსულინი), ჯეიმზ ნაისმითი (კალათბურთი)
  • ბიზნესმენები - ჯეკ უორნერი (ფილმ-სტუდიის დამაარსებელი), კენეთ თომსონი (მედია მაგნატი)
  • მსახიობები - მერი პიკფორდი, ქრისტოფერ პლამერი, მაიკლ მეიერსი, კიანუ რივსი;
  • სუპერმოდელები - ლინდა ევანჯელისტა, ნატაშა ჰენსტრიჯი, პამელა ანდერსონი;
  • მუსიკოსები - ოსკარ პიტერსონი, პოლ ანკა, ბრიან ადამსი, სელინ დიონი, შანაია ტვეინი, ავრილ ლავინი, მაიკლ ბუბლეი, ჯასტინ ბიბერი, შონ მენდესი;
  • სპორტსმენები - ჟილ ვილნევი (ავტორბოლა), ბობი ჰალი, გორდი ჰოუ, უეინ გრეცკი, მარიო ლემიე (ყინულის ჰოკეი), სინდი კლასენი (ჩქაროსნული ციგურაობა).

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. (ინგლისური) სიტყვის „კანადა“ მნიშვნელობა. / Canadian Heritage, 2008.
  2. Cinq-Mars, J (2001). "On the significance of modified mammoth bones from eastern Beringia" (PDF). The World of Elephants – International Congress, Rome. http://web.archive.org/web/*/http://www.palanth.com/forum/upload_download/articles/cinqmars_elefanti_01.pdf. წაკითხვის თარიღი: 2010-02-25.
  3. Wright, JV. (2001-09-27) A History of the Native People of Canada: Early and Middle Archaic Complexes. Canadian Museum of Civilization Corporation. წაკითხვის თარიღი: 2009-10-19.
  4. Smith, Philip (April 1987). "Transhuman Europeans Overseas: The Newfoundland Case". Current Anthropology (University of Chicago Press) 28 (2): 241–250.
  5. Morton, Desmond (2001) (pp. 89–104)
  6. Антипова А. В. КАНАДА: Природа // Большая российская энциклопедия. Том 12. Москва, 2008, стр. 665
  7. Population by selected ethnic origins, by province and territory (2006 Census) (Canada). Statistics Canada (2009-07-28). წაკითხვის თარიღი: 2010-01-19.
  8. Population by religion, by provinces, and territories. Statistics Canada (2005-01-25). წაკითხვის თარიღი: 2006-05-14.
1 ივლისი

1 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 182-ე დღე (ნაკიან წლებში – 183-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 183 დღე.

A Momentary Lapse of Reason (ტურნე)

A Momentary Lapse of Reason Tour — მასშტაბური საკონცერტო ტურნე, ჩატარებული ჯგუფ პინკ ფლოიდის მიერ 1987—1989 წლებში. კონცერტების სერია ჩატარდა ახალი ალბომის A Momentary Lapse of Reason მხარდასაჭერად და დასრულდა 1990 წელს. ამ ტურნეს ფარგლებში პინკ ფლოიდი პირველად გამოდიოდა როჯერ უოტერსის გარეშე, რომელმაც 1986 წელს კოლექტივი საბოლოოდ დატოვა.

ამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკის შეერთებული შტატები (ინგლ. The United States of America, USA; ასევე უწოდებენ შეერთებულ შტატებს, აშშ-ს., შტატებს და ამერიკას) — ფედერალური სახელმწიფო, მოიცავს ორმოცდაათ შტატსა და ერთ ფედერალურ ოლქს. ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, კონტინენტზე მდებარეობს ორმოცდაცხრა შტატი, შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კანადა, ხოლო სამხრეთიდან მექსიკა. ქვეყანა მოქცეულია ორ ოკეანეს შორის. შტატი ალასკა მდებარეობს კონტინენტის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, კანადის დასავლეთით და რუსეთის აღმოსავლეთით; რუსეთსა და აშშ-ს ბერინგის სრუტე აკავშირებს. შტატი ჰავაი არის არქიპელაგი წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. აშშ ასევე ფლობს ტერიტორიებს კარიბის ზღვასა და წყნარ ოკეანეში.

ქვეყნის ფართობი შეადგენს 9,83 მილიონ კვადრატულ კილომეტრს და ცხოვრობს 327 მილიონი ადამიანი (2018 წლის შეფასებით). შეერთებული შტატები ფართობისა და მოსახლეობის სიდიდის მიხედვით მსოფლიოს პირველ ათ სახელმწიფოს შორის შედის. აშშ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეთნიკურად მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქვეყანაა, სადაც მრავალი იმიგრანტი ცხოვრობს. ეკონომიკის მაჩვენებლებით აშშ-ს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.

ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა აზიური წარმოშობისაა, ისინი აქ მრავალი ათასი წინ დასახლდნენ. შეერთებული შტატები დააარსა ცამეტმა ბრიტანულმა კოლონიამ. 1776 წლის 4 ივლისს მათ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის ომი ბრიტანეთის იმპერიასთან, სადაც აშშ-მ გაიმარჯვა. 1787 წლის 17 სექტემბერს მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია.

XIX საუკუნეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიერთა ტერიტორიები: საფრანგეთისგან, ესპანეთისგან, გაერთიანებული სამეფოსგან, მექსიკისგან, რუსეთისგან; მოახდინა ტეხასის რესპუბლიკისა და ჰავაის ანექსია. 1861 წელს ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელშიც ერთმანეთს ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატები დაუპირისპირდნენ, საბოლოო გამარჯვება კი ჩრდილოეთს დარჩა. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით მონობა გაუქმდა, რის შემდეგაც შეერთებული შტატების ეკონომიკა სწრაფი ტემპებით განვითარდა. აშშ მონაწილეობდა როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომში. აშშ გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც ბირთვული იარაღი შექმნა. ქვეყანა არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი.

დომენური სახელი

დომენური სახელი (Domain name) მიუთითებს კონკრეტულ სერვერზე ან საიტზე, რომელშიც მოთავსებულია საძიებო დოკუმენტი. ის შედგება ორი ნაწილისაგან, რომლის პირველი ნაწილი არის სერვერის სახელი, ხოლო ბოლო ნაწილი ჩვეულებრივად არის დომენის სახელი. ზოგიერთ URL-ს დომენის სახელის შემდეგ მიეწერება სერვერის პორტი, მაგრამ ამას ადგილი აქვს არასტანდარტული პორტის შემთხვევაში. არსებობს 6 სამი სიმბოლოსაგან შემდგარი ძირითადი დომენის სახელი, რომელიც აღწერს შეერთებული შტატების დომენური სახელების სისტემას:

edu (education) — განათლების სისტემის;

mil (military)— სამხედრო სისტემის;

org (organization)— არაკომერციული ორგანიზაციების;

gov (government) — სამთავრობო;

com (commercial)— კომერციული ორგანიზაციების

net (network)— ქსელური რესურსების.მათ დაემატა კიდევ ექვსი, ხუთი, ოთხი ან სამი სიმბოლოსაგან შემდგარი დომენის სახელი:

arts — კულტურა და გართობა;

firm — ბიზნესი;

store — ვაჭრობა;

web — ვებ-საქმიანობა;

rec — დასვენება;

info — საინფორმაციო სამსახურები.გარდა ამისა, არსებობს ასამდე ორი სიმბოლოსაგან შედგენილი დომენის სახელი, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყანას, რეგიონს ან კონტინენტს, მაგ.:

uk — დიდი ბრიტანეთი;

ca — კანადა;

ru — რუსეთი;

ua — უკრაინა;

ge — საქართველო, და ა.შ.

კვებეკი

კვებეკი (ფრანგ. Québec) — პროვინცია კანადის აღმოსავლეთში. ალგონკინელების ენაზე „კვებეკი“ ნიშნავს „სრუტეზე გასასვლელს“.

მოსახლეობა — 7,903,001 (2011) ათასი;

ფართობი — 1,542,056 ათასი.

ქალაქები (ათ.) — მონრეალი (3,824,221), კვებეკი (765,706), გატინო (314,501), შერბრუკი (201,890). (მოსახლეობის რაოდენობა მოცემულია 2011 წლის აღწერის მიხედვით)

ენები (%) — ინგლისური — 8, ფრანგული — 78; ფრანგული ერთადერთი სახელმწიფო ენაა 1974 წლიდან. კანონი ენის შესახებ კრძალავს ინგლისურის გამოყენებას საგზაო ნიშნებზე.

ისტორია — 1534—1763 წლებში ცნობილია ახალი საფრანგეთის სახელით, ინგლისელებმა დაიპყრეს და გახდა კვებეკის პროვინცია 1763—1790 წლებში. შემდეგ ეწოდა ქვემო კანადა და აღმოსავლეთი კანადა. 1867 წლიდან კანადის ერთ-ერთი პირველი პროვინციაა. 1960-იან წლებში დე გოლის სტუმრობამ ბიძგი მისცა სეპარატისტული მოძრაობის გააქტიურებას.

კლიფ თორბერნი

კლიფ თორბერნი (ინგლ. Clifford (Cliff) Charles Devlin Thorburn; დ. 18 იანვარი, 1948, ვიქტორია, კანადა) — კანადელი ყოფილი პროფესიონალი სნუკერისტი. დაიბადა ქალაქ ვიქტორიაში (კანადა). თორბერნი არის სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატის (1980 წელს) გამარჯვებული, ამ ტურნირის ორგზის ფინალისტი (1977 და 1983 წლებში) და მრავალი სხვა პროფესიონალური შეჯიბრის გამარჯვებული. ის ითვლება პირველ არაევროპოელ მოთამაშედ, რომელმაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. თავისი ნელი თამაშის სტილისთვის მან მიიღო ზედმეტსახელი „მლესავი“. 1983 წელს სნუკერში მიღწევებისთვის ის დააჯილდოვეს კანადის ორდენით. ახლა კლიფი ცხოვრობს მშობლიურ ქალაქში და თამაშობს სნუკერს სამოყვარულო ტურნირებსა და ვეტერანების ტურებში.

ლინკოლნის ზღვა

ლინკოლნის ზღვა — ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ნაწილი, მდებარეობს კოლუმბიის კონცხსა (კანადა) და მორის იესუფის კონცხს (გრენლანდია) შორის. აღმოსავლეთით ესაზღვრება უენდელის ზღვა. თითქმის მთელი წლის განმავლობაში, ზღვა ყინულის სქელი ფენითაა დაფარული. ზღვის სიღრმე მერყეობს 100 მეტრიდან 300 მეტრამდე.

ზღვას სახელი ეწოდა აშშ-ის ომის მდივნის, რობერტ ტოდ ლინკოლნის პატივსაცემად.

ზღვაზე მდებარე ერთადერთი დასახლებული პუნქტია კანადის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი ალერტი.

მაარი

მაარი (გერმ. Маar) — ძაბრისებრი ან ცილინდრის ფორმის თითქმის ბრტყელძირიანი აფეთქების კრატერი, რომლის უკონუსო ყელს გარს აკრავს ამოფრქვეული ფხვიერი მასალის ზვინული.

მაარი წარმოიქმნება ვულკანური აირების ერთჯერადი აფეთქების შედეგად (ლავის ამოუღვრელად). მაარის განიკვეთი 200-იდან 3200 მ-მდეა, სიღრმე - 400 მ-მდე. ზოგჯერ მაარი ტბას უკავია.

მათთვის დამახასისათებელია შლაკური საფრის უმნიშვნელო განვითარება, ლავური ნაკადების არყოფნა, მოკლე პერიოდული ამონთხევა და დაწყებითი აფეთქების დიდი ძალა.

მაარი განსაკუთრებით განვითარებულია გერმანიასა (ეიფელი) და საფრანგეთში (ოვერნი). გარდა ამისა იგი გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკასა (აშშ, კანადა) და სამხრეთ ამერიკაში (პატაგონია).

გამოიყოფა ტუფური, ბაზალტური, აირული მაარები და ფსევდომაარები.

მსოფლიოს უდიდესი ტბების სია

ქვემოთ ჩამოთვლილია მსოფლიოს ტბები ფართობის მიხედვით.

სახელმწიფო ენა

სახელმწიფო ენა — ენა, რომელიც ამ სტატუსით არის განსაზღვრული ამა თუ იმ ქვეყნის კონსტიტუციაში, ან კონსტიტუციის არარსებობის შემთხვევაში - სახელმწიფოს კანონებში. ეს არის ენა, რომელსაც სახელმწიფოს მოქალაქეები იყენებენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან (საკანონმდებლო, სასამართლო, აღმასრულებელი) ურთიერთობებისას. ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს სახელმწიფო ენა, რომელიც ასეთად აღიარებულია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ეროვნული უმცირესობების ენებისაგან, რომელთაც აქვს სახელმწიფო (ოფიციალური) ენის სტატუსი ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში. მაგალითად, საქართველოს სახელმწიფო ენაა ქართული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის — ქართული და აფხაზური. ანალოგიური სტატუსი აქვს თათრულ ენას თათრეთის რესპუბლიკაში (რუსეთი), კატალონიურ ენას კატალონიაში (ესპანეთში), ფრანგულ ენას ლუიზიანის შტატში (აშშ) და ა.შ.

თანამედროვე მსოფლიო ქვეყნების ნახევარზე მეტს აქვს დაფიქსირებული სახელმწიფო ენა, ზოგიერთ შემთხვევაში — ორი, სამი და მეტი ენა.

2 სახელმწიფო ენა: კანადა, ფინეთი, ირლანდია, ბელარუსი, ავღანეთი, ჰაიტი...

3 სახელმწიფო ენა: ბელგია, პარაგვაი, ...

4 სახელმწიფო ენა: შვეიცარია, სინგაპური, ...და ბოლოს, ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფო ენის ცნება არ არსებობს, უფრო ზუსტად, კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული. მათ რიცხვს მიეკუთვნება ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, ერიტრეა, შვედეთი და სხვები. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ქვეყნის უმრავლესობის ენებს მოიხსენიებენ ოფიციალური ენის სახელით.

ტბა

ტბა — ხმელეთის ქვაბულში მოქცეული შენელებული წყალცვლის ბუნებრივი წყალსატევი. დედამიწის ტბების საერთო ფართობი 2,7 მლნ. კმ² (ხმელეთის ფართობის დაახლოებით 1,8%).

წარმოშობის მიხედვით განარჩევენ :

ტექტონიკურ

ვულკანურ

მყინვარულ

ჩანაქცევის

ნაგუბარ

მდინარეულ

ზღვიურ

ეოლურ

ანთროპოგენურ ტბებს.ტბის წყლის ბალანსის მთავარი შემოსავალია აუზის ზედაპირული და მიწისქვეშა ჩამონადენი, აგრეთვე ტბის ზედაპირზე მოსული ატმოსფერული ნალექები; გასავალია ტბის ზედაპირული და მიწისქვეშა განადენი და აორთქლება ტბის ზედაპირიდან. გვალვიან რაიონებში ტბის წყლის დიდი ნაწილი ორთქლდება და ხშირად ტბა მთლიანად შრება. ქარი ტბის ზედაპირზე იწვევს ღელვას, დინებებს, წყლის მოდენას და განდევნას. ტბის ზედაპირი თბება მზის პირდაპირი და გაბნეული რადიაციით. სიღრმეში სითბის გადაცემა ხდება წყლის არევისა და დინებების შედეგად. სითბო იხარჯება აორთქლებაზე, ჰაერში სითბოს გადაცემასა და გამოსხივებაზე. ზომიერი ჰავის ზონაში მდებარე ტბაში ზაფხულობით მყარდება პირდაპირი ტენპერატურული სტრატიფიკაცია: ზედა თბილ ფენასა (ეპილიმნიონი) და ქვედა ცივ ფენას (ჰიპოლიმნიონი) შორის არსებულ ტემპერატურული ნახტომის ფენაში (მეტალიმნიონი) წყლის ტემპერატურა სწრაფად ეცემა; ზამთრობით ამ ტბაზე შებრუნებული ტემპერატურული სტრატიფიკაციაა: ზედაპირიდან სიღრმისაკენ წყლის ტემპერატურა იზრდება, ხოლო გაზაფხულსა და შემოდგომაზე შეინიშნება ჰომოთერმია — წყლის ტემპერატურა მთელ სიღრმეზე თანაბარია. ცხელსა და ცივ სარტყლებში ტემპერატურული სტრატიფიკაცია სეზონურად არ იცვლება, იქ თითქმისმთელი წლის განმავლობაში შესაბამისად პირდაპირი და შებრუნებული სტრატიფიკაციაა. დიდი ტბები სითბოს საკმაო მარაგისა და ღელვის გამო მდინარეზე უფრი გვიან იყინება. წყალში გახსნილი მარილების რაოდენობის შესაბამისად განარჩევენ მტკნარ, მომლაშო, მლაშე და თვითმლექ ტბებს (მინერალური ტბა). წყალში არსებული მინერალური და ორგანული ნაწილაკების დალექვის შედეგად ხდება ტბების დალამვა და მის ფსკერზე წარმოიქმნება ტბიური ნალექები. წყალში შეტივტივებული მინერალური და ორგანული მარილის რაოდენობაზე არის დამოკიდებული წყლის ფერი და გამჭირვალობა. ცისფერი და ძლიერი გამჭვირვალობა (40 მ-მდე ბაიკალში) აქვს სუფთა წყალს. ბიოლოგიური პროდუქტიულობის მიხედვით განარჩევენ: ბიოგენური ელემენტებით მდიდარ, მაღალპროდუქტიულ (ევროფულ), ბიოგენური-ელემენტებით ღარიბ, მცირეპროდუქტიულ (ოლიგოტროფულ) და ჰუმანური ნივთიერებებით მდიდარ (დისტროფულ) ტბებს, ევოლუციის პროცესში ტბა ამოივსება ლამით, იფარება შამბით და ნოტიო ჰავის პირობებში გადაიქცევა ჭაობად, მშრალ ჰავაში — მლაშობად. ტბის წყლის რესურსებს და სხვა პროდუქტებს ფართოდ იყენებენ სახალხო მეურნეობაში.

ზოგიერთ დიდი ზომის ტბებს ზღვას უწოდებენ; ასეთია მაგ., კასპიის ზღვა.

ფრანგული ენა

ფრანგული ენა — ფრანგების, ვალონების, ფრანკო-კანადელების, ფრანკო-შვეიცარიელების ენა. მიეკუთვნება ინდოევროპული ენების ოჯახის რომანულ ჯგუფს. ფრანგულ ენაზე ლაპარაკობს აფრიკის მრავალი ქვეყანა, ჰაიტი, საფრანგეთის გვიანა და სხვა. ფრანგულმა ენამ სხვა ენებზე ადრე მოიპოვა საერთაშორისო ენის სტატუსი. ფრანგული ენის საფუძველზე შეიქმნა კრეოლური ენები.

ჩრდილოეთი ამერიკა

ჩრდილოეთი ამერიკა (ინგლ. North America, ფრანგ. Amérique du Nord, ესპ. América del Norte, Norteamérica, ნაუატ. Ixachitlān Mictlāmpa) — კონტინენტი დედამიწის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნახევარსფეროებში. სამხრეთ ამერიკასთან ერთად ქმნის ამერიკას. ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი ქვეყნებია: კანადა, აშშ და მექსიკა. კონტინენტის ფართობი კუნძულების გარეშე შეადგენს 20,36 მლნ კმ²-ს, კუნძულებთან ერთად კი 24,709 მლნ კმ²-ს. ჩრდილოეთ ამერიკას ეკუთვნის კუნძული გრენლანდია, კანადის არქტიკული არქიპელაგი, კარიბები, ალეუტის კუნძულები და სხვა.

2008 წლის მონაცემებით ჩრდილოეთ ამერიკის 23 სახელმწიფოში 555 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. კონტინენტებს შორის ფართობით იგი მესამეა, აზიისა და აფრიკის შემდეგ, ხოლო მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეოთხე, აზიის, აფრიკისა და ევროპის შემდეგ.

კონტინენტის ძირითადი გეოლოგიური ბირთვი წარმოიშვა უძველეს კრატონ ლავრენტიაზე. მისი ისტორია დაახლოებით 1,5-1 მილიარდ წელს მოიცავს. მატერიკის ძირითად ნაწილს კანადის ფარი წარმოადგენს. ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორია ევროპის კონტინენტისგანაა გამოყოფილი. ეს ორი მატერიკი ერთმანეთთან სუპერკონტინენტ პანგეას დროს იყო შეერთებული, სხვა დანარჩენ კონტინენტებთან ერთად. კონტინენტზე არსებული ხელსაყრელი პირობების გამო, მისი ტერიტორია დინოზავრების გავრცელების მთავარ არეალს წარმოადგენდა. თუ საიდან მოხვდნენ ადამიანები კონტინენტზე, ამის შესახებ დანამდვილებითი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ყველაზე მყარი ჰიპოთეზის მიხედვით ადამიანები კონტინენტზე დიდი გამყინვარების დროს აზიიდან გადმოსახლდნენ.

კონტინენტის ჩრდილოეთი სანაპირო ძირითადად არქტიკულ სარტყელშია მოქცეული, დანარჩენი ნაწილი კი ზომიერ სარტყელშია. ასეთი ჰავის გამო კონტინენტზე ფართო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები მიმდინარეობს. კონტინენტზე მიედინება მსოფლიოში სიგრძით მესამე მდინარე — მისისიპი-მისურით.

კონტინენტი ძლიერი ეკონომიკური სისტემებით გამოირჩევა, აქ მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა — აშშ. ასევე ძლიერი ეკონომიკური სისტემები გააჩნიათ მექსიკასა და კანადას. კონტინეტზე ძირითადად სამი მსხვილი ეკონომიკური გაერთიანება მოქმედებს: ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (NAFTA), კარიბების კავშირი (CARICOM) და ცენტრალური ამერიკის საინტეგრაციო სისტემა (CACM).

ყველაზე გარცელებული სალაპარაკო ენებია: ინგლისური, ფრანგული და ესპანური. სამივე ენის გავრცელება კონტინენტზე ევროპული კოლონიზაციის დროს მოხდა. მოსახლეობა მრავალფეროვანია ეთნიკური და რასობრივი თვალსაზრისითაც, ძირითად რასობრივ ჯგუფებს ინდოევროპელები, მეტისები და ზანგები წარმოადგენენ.

წყალსაცავი

წყალსაცავი — ხელოვნური წყალსატევი, რომელიც, როგორც წესი, წარმოიქმნება მდინარის ხეობაში კაშხალის აგების შედეგად. იგი ივსება აგრეთვე ატმოსფერული ნალექებითა და ნიადაგქვეშა წყლებით. წყალსაცავში გროვდება წყალი და ინახება სახალხო მეურნეობაში გამოსაყენებლად.

წყალსაცავი შეიძლება იყოს სადღეღამისო, კვირეული, სეზონური და მრავალწლიური რეგულირებისა. წყლის მოდინების რაოდენობისა და ხარჯვის უთანაბრობის გამო წყალსაცავში წყლის სიღრმე, მოცულობა და ზედაპირის ფართობი სეზონურად ცვალებადობს.

წყალსაცავის წყლის ქიმიური შედგენილობა და მისი ცვალებადობა დამოკიდებულია წყალსაცავის ფორმირებაში მონაწილე წყლების ქიმიურ შედგენილობაზე.

ტბის ტიპის წყალსაცავებში (მაგ.: თბილისის ზღვა) წყლის მასა თავისი ფიზიკური თვისებებით განსხვავდება შენაკადების წყლის თვისებებისაგან, ხოლო წყლის დინებას ძირითადად ქარი იწვევს.

მდინარის ტიპის წყალსაცავში (მაგ.: ჯვრის წყალსაცავის) წყლის თვისებები მდინარის წყლის ანალოგიურია, დინებას კი გრავიტაციული ხასიათი აქვს.

წყალსაცავის მახასიათებლებია :

ნორმალური შეტბორვის დონე;

ფორსირებული შეტბორვის დონე;

უქმი მოცულობის დონე.წყალსაცავი მნიშნველოვნად ცვლის მდინარის ხეობის ლანდშაფტს, ხოლო ჩამონადენის რეგულირების შემდეგ იცვლება მდინარის ბუნებრივი ჰიდროლოგიური რეჟიმი როგორც შეტბორვის ზონაში, ისე კაშხალის ქვემოთ ასეულ კმ მანძილზე. წყალდიდობის შემცირების გამო მცირდბა თევზის გამრავლება და ჭალებში ბალახის ზრდის პირობები, წყლის სიჩქარის შემცირება იწვეს ნატანის დალექვასა და წყალსაცავის დალამვას.

წყალსაცავის შექმნის შემდეგ იტბორება და ირეცხება მომიჯნავე მიწები, იცვლება ჩამოყალიბებული ეკონომიკური, სატრანსპორტო და სხვა კავშირები, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები და სხვ. წყალსაცავი ჩამონადენი წყლის უთანაბრობის შემცირების ან სრული გათანაბრების საშუალებას იძლევა. მისი შექმნით შესაძლებელი ხდება წყლის არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენება. წყალსაცავების უმრავლესობას აგებენ სახალხო-მეურნეობის რამდენიმე დარგის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად.

მსოფლიოს უდიდესი წყალსაცავების სია ასე გამოიყურება (სარკის ფართობით) :

ვოლტა (8482 კმ²; განა);

სმოლვუდის წყალსაცავი (6527 კმ²; კანადა);

კუიბიშევის წყალსაცავი (6450 კმ²; რუსეთი);

კარიბა (5580 კმ²; ზიმბაბვე, ზამბია);

ბუქთარმის წყალსაცავი (5490 კმ ²; ყაზახეთი);

ბრატსკის წყალსაცავი (5426 კმ²; რუსეთი);

ნასერის წყალსაცავი (5248 კმ²; ეგვიპტე, სუდანი);

რიბინსკის წყალსაცავი (4580 კმ²; რუსეთი);

კანიაპისკოს წყალსაცავი (4,318 კმ²; კანადა);

გურის წყალსაცავი (4,250 კმ²; ვენესუელა).მსოფლიოს უდიდესი წყალსაცავები წყლის მოცულობის მიხედვით :

კარიბა (180 კმ³; ზიმბაბვე, ზამბია);

ბრატსკის წყალსაცავი (169.3 კმ³; რუსეთი);

ნასერის წყალსაცავი (160.0 კმ³; ეგვიპტე);

ვოლტა (148.0 კმ³; განა);

მანიკუაგანის წყალსაცავი (142 კმ³; კანადა);

გურის წყალსაცავი (135 კმ³; ვენესუელა);

უილისტონის ტბა (74 კმ³; კანადა);

კრასნოიარსკის წყალსაცავი (73³; რუსეთი);

ზეის წყალსაცავი (68³; რუსეთი).

დამოუკიდებელი ქვეყნები
დამოკიდებული ტერ.
გეოგრაფია
აბსოლუტური
კონსტიტუციური
არჩევითი
სუბნაციონალური
პროვინციები
ტერიტორიები
ერთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნები

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.