იტალია

იტალია (იტალ. Italia), ოფიციალურად იტალიის რესპუბლიკა (იტალ. Repubblica italiana[6]) — უნიტარული, საპარლამენტო რესპუბლიკა სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში. ჩრდილოეთით, ალპების გასწვრივ ესაზღვრება საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია და სლოვენია. სამხრეთით ის მთლიანად მოიცავს აპენინის ნახევარკუნძულს, ხმელთაშუა ზღვის ორ უდიდეს კუნძულს — სიცილიასა და სარდინიას, ასევე სხვა მრავალ პატარა კუნძულს. იტალიის საზღვრებში მდებარეობს ორი ანკლავი, დამოუკიდებელი სახელმწიფოები სან-მარინო და ვატიკანი. ამავე დროს იტალია შვეიცარიის ტერიტორიაზე ფლობს ექსკლავ კამპიონე-დ'იტალიას. იტალიის ტერიტორია მოიცავს 301 338 კმ²-ს და ახასიათებს ზომიერი სარტყლის კლიმატი. 60,6 მლნ მცხოვრებით იტალია ევროპაში მე-5 სახელმწიფოა მოსახლეობის რაოდენობის მხრივ და მსოფლიოში 23-ე.

იტალიის დედაქალაქი რომი საუკუნთა განმავლობაში დასავლური ცივილიზაციის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა, როგორც რომის იმპერიის დედაქალაქი და წმინდა ეპარქიის ადგილსამყოფელი. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ იტალიამ გაუძლო უცხოელ ხალხთა მრავალ ინვანსიას, ძირითადად ისეთი ხალხებისგან როგორებიც იყვნენ გერმანიკული ტომებილანგობარდები და ოსტგუთები, შემდეგ ბიზანტიელები, უფრო მოგვიანებით კი ნორმანები და ა. შ. საუკუნეების შემდეგ, იტალია საზღვაო რესპუბლიკებისა და რენესანსის სამშობლო გახდა.[7]

პოსტ-რომის იმპერიული საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე იტალია დაყოფილი იყო მრავალ სამეფოდ და ქალაქ-სახელმწიფოდ (მაგალითად, როგორებიც იყო სარდინიის სამეფო, ორი სიცილიის სამეფო, მილანის საგრაფო), მაგრამ 1861 წელს გაერთიანდა.[8] გაერთიანების მღელვარე პერიოდი ისტორიაში ცნობილია როგორც "Il Risorgimento". გვიანდელ XIX საუკუნიდან და მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე იტალია ფლობდა კოლონიურ იმპერიას, რომელზეც მისი მმართველობა ვრცელდებოდა და ოგო მოიცავდა ლიბიას, ერიტრეას, სომალის, ეთიოპიას, ალბანეთს, დოდეკანესის კუნძულებსა და ტიანძინის კონსესიას ჩინეთში.[9]

თანამედროვე იტალია დემოკრატიული რესპუბლიკაა. რანგირებულია როგორც მსოფლიოს 24-ე ყველაზე განვითარებული ქვეყანა[10] და ცხოვრების ხარისხის ინდექსით შედის მსოფლიო ქვეყანათა ათეულში.[11] იტალია გამოირჩევა ცხოვრების ძალიან მაღალი სტანდარტით და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაღალი მაჩვენებლით.[12][13] წარმოადგენს ევროკავშირის ჩანასახის დამფუძნებელ წევრს და ევროზონის ნაწილს. იტალია ასევე არის დიდი რვიანის, დიდი ოციანისა და ნატოს წევრი. გააჩნია მსოფლიოში მესამე უდიდესი ოქროს მარაგი, მშპ-ის მერვე უდიდესი მაჩვენებელი მსოფლიოში, მეათე უდიდესი მშპ,[14] და მეექვსე უდიდესი სახელმწიფო ბიუჯეტი.[15] ის ასევე არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, დასავლეთ ევროპის კავშირისა და გაეროს წევრი. იტალია ფლობს მსოფლიოში მეცხრე უდიდეს თავდაცვით ბიუჯეტს და მის ტერიტორიაზე განთავსებულია ნატოს ბირთვული იარაღი.

იტალია დიდ როლს თამაშობს გლობალურ სამხედრო, კულტურულ და დიპლომატიურ საქმიანობებში. ქვეყნის ევროპული პოლიტიკის, სოციალური და ეკონომიკური გავლენა მას მთავარ რეგიონულ ძალად აქცევს.[16][17] იტალიას გააჩნია საზოგადოების განათლების მაღალი დონე და წარმოადგენს მაღალგლობალიზებულ ერს.[18]

იტალიის რესპუბლიკა
Repubblica italiana
იტალია
იტალიის დროშა იტალიის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: Il Canto degli Italiani
იტალიელთა სიმღერა
იტალიის მდებარეობა
იტალიის მდებარეობა ევროპაში
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
რომი
41°54′ ჩ. გ. 12°29′ ა. გ. / 41.900° ჩ. გ. 12.483° ა. გ.
ოფიციალური ენა იტალიური [ა]
რელიგია რომაული კათოლიციზმი
ეთნოქორონიმი იტალიელი
მთავრობა უნიტარული საპარლამენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი სერჯო მატარელა
 -  პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე
საკანონმდებლო ორგანო პარლამენტი
 -  ზედა პალატა რესპუბლიკის სენატი
 -  ქვედა პალატა დეპუტატთა პალატა
ფორმირება
 -  გაერთიანება 17 მარტი, 1861 
 -  რესპუბლიკა 2 ივნისი, 1946 
 -  დაარსდა ევროპული
თანამეგობრობა

(ამჟამად ევროკავშირი)
1 იანვარი, 1958 
ფართობი
 -  სულ 301 338 კმ2 (72-ე)
 -  წყალი (%) 2.4
მოსახლეობა
 -  2013 შეფასება 60 782 668[1] (23-ე)
 -  2011 აღწერა 59 433 744[2] (23-ე)
 -  სიმჭიდროვე 201.7 კაცი/კმ2 (63-ე)
მშპ (მუპ) 2014 შეფასება
 -  სულ $1.847 ტრილიონი[3] (მე-11)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $30 803[3] (32-ე)
მშპ (ნომინალი) 2014 შეფასება
 -  სულ $2.171 ტრილიონი[3] (მე-8)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $36 216[3] (27-ე)
ჯინი (2011)31.9[4]
საშუალო
აგი (2013)Steady2.svg 0.872[5]
ძალიან მაღალი · 26-ე
ვალუტა ევრო (€) [ბ] (EUR)
სასაათო სარტყელი UTC+01:00 (UTC+1)
 -  ზაფხული (DST) UTC+02:00 (UTC+2)
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +39 [გ]
ინტერნეტ-დომენი .it [დ]
ა. ^  ფრანგული ოფიციალურთან გათანაბრებული ენაა ვალე-დ’აოსტაში; სლოვენური ოფიციალურთან გათანაბრებული ენაა ტრიესტის პროვინციასა და გორიციის პროვინციაში; გერმანული და ლადინური ოფიციალურთან გათანაბრებული ენაა სამხრეთ ტიროლში.
ბ. ^  2002 წლამდე ლირა.
გ. ^  კამპიონე-დ’იტალიაში დასარეკად, საჭიროა შვეიცარიის კოდის აკრეფა +41.
დ. ^  ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu.

სახელწოდება

  • ოფიციალური: ქართულად — იტალიის რესპუბლიკა; იტალიურად — Italia, Repubblica Italiana.
  • ეტიმოლოგია — სახელი უკავშირდება ძველ იტალიკურ ტომებს, რომელთა ერთმა ნაწილმა, კერძოდ ლათინებმა დაიმორჩილეს დანარჩენები და შექმნეს რომის რესპუბლიკა. სხვა ვერსიით, იგი მომდინარეობს „ხბოთა ღვთაების“ სახელისაგან (ლათინურად vituli ხბოებს ნიშნავს).
  • ქვეყნის კოდი — IT.

ისტორია

1861 წელს თანამედროვე იტალიის ტერიტორიაზე არსებული პატარა სამეფო-სამთავროები გაერთიანდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. სულ ბოლოს მათ შეუერთდა რომი, სადაც მანამდე პოლიტიკური ძალაუფლება ეკუთვნოდა პაპს. 1922 წელს ქვეყნის სათავეში მოვიდა ფაშისტური ხელისუფლება ბენიტო მუსოლინის მეთაურობით, რომელიც ჩათრეულ იქნა მეორე მსოფლიო ომში. 1947 წელს იტალია გახდა დემოკრატიული რესპუბლიკა.

გეოგრაფია

It-map KA.png&filetimestamp=20110808112648&
იტალიის რესპუბლიკა

ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, აპენინის ნახევარკუნძულსა და მიმდებარე კუნძულებზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, სლოვენია. იტალიის ტერიტორიაზე მდებარეობს ორი სუვერენული სახელმწიფო-ანკლავი: ვატიკანი და სან-მარინო. იტალია მდებარეობს ზომიერი სარტყლის ტყის ზონისა (ჩრდილოეთით) და სუბტროპიკული სარტყლის (სამხრეთით) ფარგლებში. მის ბუნებაზე დიდ გავლენას ახდენს ხმელთაშუა ზღვა. ნაპირი სუსტადაა დანაწევრებული, ცოტაა მოხერხებული უბე. შედარებით მეტადაა დანაწევრებული აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთი სანაპირო. სანაპირო ხაზის სიგრძეა დაახლოებით 7500 კმ. ტერიტორიის დაახლოებით 4/5 უჭირავს მთებსა და მაღლობებს. ჩრდილოეთით გადაჭიმულია ალპები (მთა მონბლანი, 4807 მ — იტალიის უმაღლესი წერტილი), მის სამხრეთით, აპენინის ნახევარკუნძულის გასწვრივ, თითქმის 1200 კმ-ზე გადაჭიმულია აპენინის მთები (მთა კორნო-გრანდე, 2914 მ), ეტნა (3340 მ), სტრომბოლი, ვულკანო. შუა და სამხრეთ იტალიაში ხშირია მიწისძვრა (მესინის1908, სიცილიის1968).

სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია ქვანახშირი, ლიგნიტი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ტყვიის, თუთიისა, და რკინის მადანი, ბოქსიტი, პირიტი, ვერცხლისწყლის მადანი, გოგირდი, მარმარილო.

ჰავა იტალიის დიდ ნაწილში სუბტროპიკულია, ხმელთაშუაზღვიური, პადანის ვაკეზე — სუბტროპიკულიდან ზომიერში გარდამავალი. ზაფხული ცხელი და მშრალია. მდინარეთა ქსელი ყველაზე ხშირია ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც გადის იტალიის უდიდესი მდინარე პო (სიგრძე 652 კმ.) პადანის ვაკეზე მიედინება მდინარეები: ადიჯე, ბრენტა, პიავე, ტალიამენტო, რენო და სხვ. აპენინის ნახევარკუნძულის უდიდესი მდინარეებია: არნო, და ტიბრი. დიდი ტბების უმეტესობა (გარდა, კომო, ლაგო-მაჯორე და სხვ.) ლომბარდიის ალპების მთისწინეთშია, აპენინის ნახევარკუნძულის უდიდესი უდიდესი ტბებია: ბოლსენა, ბრაჩანო და სხვ.

ალპებში 800 მეტრამდე სიმაღლეზე მთის ფართოფოთლოვანი ტყეა, 800-დან 1800 მ-მდე — წიფლნარი და წიწვნარია მთა-ტყის ყომრალ და ნეშომპალა ნიადაგებზე; მაღლა — ბუჩქნარი, სუბალპური და ალპური მდელოები მთა-მდელოს ნიადაგზე, თხემურ, ნაწილში გაშიშვლებული კლდეები და შვავებია. აპენინებში სიცილიასა და სარდინიაში 500-600 მ-მდე მარადმწვანე ქვამუხის, კორპის მუხის, მინიისა და ალეპოს ფიჭვის კორომები და ბუჩქნარია უმთავრესად ყავისფერ ნიადაგზე, მაღლა, 1000-1500 მ-მდე ჭარბობს მთის ფართოფოთლოვანი ტყეები ყავისფერ და მთის მურანიადაგებზე. ცხოველები შემორჩენილია მხოლოდ მთაში. ალპებსა და აპენინებში ბინადრობს არჩვი, ველური კატა, კვერნა, ქრცვინი, ცენტრაურ აპენინებში — მურა დათვი. გავრცელებულია: კურდღელი, ციყვი, ფრინველთა 400-მდე სახეობა. ბევრია ქვეწარმავალი და თევზი.

სახელმწიფო

RomaPalazzoQuirinale
პრეზიდენტის რეზიდენცია

ადმინისტრაციული დაყოფა

იტალიის პირველი დონის ქვედანაყოფი რეგიონია. იტალიის შემადგენლობაში შედის 20 რეგიონი (Regione): აპულია, აბრუცი, ბაზილიკატა, ემილია-რომანია, ვენეტო, კალაბრია, კამპანია, ლაციო, ლიგურია, ლომბარდია, მარკე, მოლიზე, პიემონტი, ტოსკანა, უმბრია, ვალე-დ-აოსტა, სარდინია, სიცილია, ტრენტინო-ალტო-ადიჯე, ფრიული-ვენეცია-ჯულია. უკანასკნელ ხუთ რეგიონს ავტონომიური რეგიონის სტატუსი აქვს. რეგიონები თავის მხრივ პროვინციებად იყოფა. 2010 წლის მონაცემებით ქვეყანაში სულ 110 პროვინციაა. პროვინციებზე დაბალი დონის ქვედანაყოფია კომუნა, იგივე მუნიციპალიტეტი. იტალიაში 8 047 კომუნაა.

დემოგრაფია

იტალია ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. საშუალო სიმჭიდროვე შეადგენს 200 კაცას 1 კმ² - ზე. დაახლოებით 60 % ქალაქში ცხოვრობს, რომელთა შორისაც უდიდესებია რომი, მილანი, ნეაპოლი, ტურინი.

ეკონომიკა

იტალია მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (1.160 მლრდ $) მსოფლიოში მე-6 ადგილი უკავია.

იტალიის ეკონომიკის ყველაზე მომგებიანი „დარგი“ მაფია აღმოჩდა, რომლის წლიური ბრუნვა 130 მლრდ ევროა, სუფთა მოგება კი 70 მლრდ. ამ მონაცემებს შეიცავს დანაშაულებების შესახებ მოხსენება, რომელიც საცალო ვაჭრობის ეროვნულმა კონფედერაციამ მოამზადა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ორგანიზებული დანაშაულის კომერციული შემადგენელი ნაწილი, რომელიც უშუალოდ სამეწარმეო საქმიანობაზე მოქმედებს, 92 მლრდ ევროს აჭარბებს. ეს მთლიანი ეროვნული პროდუქტის 6 %-ს შეადგენს, აღნიშნავს.

მემკვიდრეობა

Leaning Tower of Pisa
პიზის კოშკი

რესურსები ინტერნეტში

სამთავრობო

სქოლიო

  1. National demographic balance, year 2013. ISTAT. წაკითხვის თარიღი: 18 June 2014.
  2. Census 2011 - final results. ISTAT. წაკითხვის თარიღი: 19 December 2012.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Italy. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 17 June 2014.
  4. Gini coefficient of equivalised disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. წაკითხვის თარიღი: 13 August 2013.
  5. 2014 Human Development Report Summary გვ. 21-25. United Nations Development Programme (2014). წაკითხვის თარიღი: 27 July 2014.
  6. Ethnologue report. Ethnologue.com. წაკითხვის თარიღი: 30 October 2010.
  7. „Italy: Birthplace of the Renaisssance“. European Rennaisance and Reformation. Township of Washington, NJ: Immaculate Heart Academy. [n.d.]. http://www.immaculateheartacademy.org/outside2/socialstudies/kuhns/1%20Italy%20Birthplace%20of%20the%20Renaissance.pdf. წაკითხვის თარიღი: 20 December 2009. თარგი:Verify credibility
  8. Unification of Italy. Library.thinkquest.org (4 April 2003). წაკითხვის თარიღი: 19 November 2009.
  9. The Italian Colonial Empire. All Empires. წაკითხვის თარიღი: 30 October 2010.
  10. Human Development Report 2010. The United Nations. Retrieved 5 October 2009.
  11. The Economist Intelligence Unit’s quality-of-life index, Economist, 2005
  12. Report for Selected Countries and Subjects. Imf.org (14 September 2006). წაკითხვის თარიღი: 2 August 2010.
  13. DDP Quick Query. Ddp-ext.worldbank.org (20 July 2004). წაკითხვის თარიღი: 2 August 2010.
  14. Report for Selected Countries and Subjects. Imf.org (14 September 2006). წაკითხვის თარიღი: 2 August 2010.
  15. CIA World Factbook, Budget. Cia.gov. წაკითხვის თარიღი: 26 January 2011.
  16. M. De Leonardis, Il Mediterraneo nella politica estera italiana del secondo dopoguerra, Bologna, Il Mulino, 2003, გვ. 17
  17. (1998-11-24) The Middle East and Europe. Google Books. წაკითხვის თარიღი: 2011-05-30.
  18. KOF – Pressemitteilung (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან - 27 April 2011. წაკითხვის თარიღი: 27 October 2009.
ბენედიქტე XV

ბენედიქტე XV (ლათ. Benedictus Quintus Decimus) ერისკაცობაში მარკიზი ჯაკომო დელა კიეზა (იტალ. Giacomo della Chiesa) (დ. 21 ნოემბერი, 1854, გენუა, იტალია — გ. 22 იანვარი, 1922, რომი, იტალია) —რომის პაპი 1914–1922 წლებში.

გრიგოლ XVI

გრიგოლ XVI (ლათ. Gregorius Sextus Decimus) ერისკაცობაში ბარტოლომეო ალბერტო ჩაპელარი (იტალ. Bartolommeo Alberto Cappellari) (დ. 28 სექტემბერი, 1756, ბელუნო, იტალია — გ. 1 ივნისი, 1846, რომი, იტალია) — რომის პაპი 1831–1846 წლებში.

ინოკენტი XIII

ინოკენტი XIII (ლათ. Innocentius Tertius Decimus) ერისკაცობაში მიკელანჯელო დეი კონტი (იტალ. Michelangelo dei Conti) (დ. 13 მაისი, 1655 პოლი, ლაციო, იტალია — გ. 7 მარტი, 1724, რომი, იტალია) — რომის პაპი 1721–1724 წლებში.

იტალიის პროვინციები

პროვინცია იტალიაში არის ქვედანაყოფი რეგიონსა და მუნიციპალიტეტს შორის. 2006 წლის მონაცემით, ქვეყანაში 110 პროვინციაა.

ქვემოთ ჩამოთვლილია პროვინციების სია რეგიონების მიხედვით.

იტალიური ენა

იტალიური ენა (თვითსახელრქმევა Lingua italiana, ან Italiano) – იტალიელთა და შვეიცარიის სამხრეთში იტალო-შვეიცარიელთა ენა. გარდა ამისა, იტალიურს მშობლიურად ენად აცხადებს მოსახლეობის საკმაოდ არცთუ მცირე რიცხვი დალმაციასა (- ყოფილი იუგოსლავია, დღევანდელი ხორვატიის ერთ-ერთი კუთხე.) და კუნძულ კორსიკაზე.

კლემენტ XI

კლემენტ XI (ლათ. Clemens Undecimus) (ერიკაცობაში ჯოვანი ფრანჩესკო ალბანი, იტალ. Giovanni Francesco Albani; დ. 22 ივლისი 1649, ურბინო, იტალია — გ 19 მარტი 1721, რომი, იტალია) — ალბანური წარმოშობის იტალიელი რომის პაპი 1700-1721 წლებში.

ლეო XI

ლეო XI (ლათ. Leo Undecimus) ერისკაცობაში ალესანდრო ოტავიანო დე მედიჩი (იტალ. Alessandro Ottaviano de Medici) (დ. 2 ივნისი 1535, ფლორენცია, იტალია — გ. 27 აპრილი 1605, რომი, იტალია) — რომის პაპი 1605 წლის 1 აპრილიდან 27 აპრილამდე.

ლეო XIII

ლეო XIII (ლათ. Leo Tertius Decimus; ერისკაცობაში ჯოაკინო ვინჩენცო რაფაელე ლუიჯი პეჩი იტალ. Gioacchino Vincenzo Raffaele Luigi Pecci; დ. 2 მარტი 1810, კარპინეტო, იტალია — გ. 20 ივლისი 1903, რომი, იტალია) — რომის პაპი 1878–1903 წლებში.

ცდილობდა კათლიკური საქმიანობის შეგუებას ბურჟუაზიულ საზოგადოებასთან. ლეო XIII-მ სპეციალურ ენციკლიკა „რერუმ ნოვარუმში“ ჩამოაყალიბა კათოლიკური ეკლესიის სოციალური დოქტრინა: იგი ქადაგებდა კერძო საკუთრებისა და კლასების არსებობის მარადიულობას.

პავლე VI

პავლე VI (ლათ. Paulus Sextus) ერისკაცობაში ჯოვანი ბატისტა ენრიკო ანტონიო მარია მონტინი (იტალ. Giovanni Battista Enrico Antonio Maria Montini) (დ. 26 სექტემბერი 1897, კონჩესიო, ლომბარდია, იტალია - გ. 6 აგვისტო 1978, კასტელ-განდოლფო, იტალია) - რომის პაპი 1963-1978 წ.წ.

პიუს I

პიუს I (ლათ. Pius) (დ. თარიღი უცნობია, აქვილეა, იტალია — გ. 155, რომი, იტალია) — რომის პაპი 140-155 წწ.

პიუს II

პიუს II (ლათ. Pius Secundus) ერისკაცობაში ენეა სილვიო დე პიკოლომინი (იტალ. Enea Silvio Piccolomini (დ. 18 ოქტომბერი, 1405, ფლორენცია, იტალია — გ. 14 აგვისტო, 1464, ანკონა, იტალია) — რომის პაპი 1458–1464 წლებში.

პიუს IX

პიუს IX (ლათ. Pius Nonus) ერისკაცობაში ჯოვანი მარია მასტაი-ფერეტი (იტალ. Giovanni Maria Mastai-Ferretti; დ. 13 მაისი 1792, სინიგალია, იტალია – გ. 7 თებერვალი 1878, რომი, იტალია) — რომის პაპი 1846-1878 წწ. კარდინალი 1840 წლიდან. 1848 წელს გამოაქვეყნა „მოწოდება“, რომელშიც დაგმო იტალიელთა ეროვნული ომი ავსტრიის წინააღმდეგ. ეს იქცა საწყისად კონტრრევოლუციური შეტევისა მთელ იტალიაში. 1848 წელს რომი აჯანყდა, პაპი გაიქცა, დაბრუნდა რომის რესპუბლიკის დამხობის შემდეგ (1849 წ.) და რეაქციული პოლიტიკის გატარებას შეუდგა. 1870 წელს აღიარა „პაპის შეუცდომლობის“ დოგმა. მისი პონტიფიკატის დროს აღდგა კათოლიკური საეპისკოპოსოები ინგლისსა (1850 წ.) და ნიდერლანდებში (1853 წ.) გაერთიანებული იტალიის სამეფოს დედაქალაქად რომის გამოცხადების შემდეგ იგი ვატიკანში ჩაიკეტა და თავი „ვატიკანის ტყვედ“ გამოაცხადა.

პიუს X

პიუს X (ლათ. Pius Decimus) ერისკაცობაში ჯუზეპე მელკიორე სარტო (იტალ. Giuseppe Melchiorre Sarto) (დ. 2 ივნისი, 1835, რიეზე, ვენეტო, იტალია — გ. 2 აგვისტო, 1914, რომი, იტალია) — რომის პაპი 1903-1914 წ.წ. კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხილი.

პიუს XI

პიუს XI (ლათ. Pius Undecimus) ერისკაცობაში აკილე ამბროჯო დამიანო რატი (იტალ. Achille Ambrogio Damiano Ratti; დ. 31 მაისი, 1857, ლეზიო, ლომბარდია, იტალია — გ. 10 თებერვალი, 1939, რომი, იტალია) — რომის პაპი 1922–1939 წლებში. თანამშრომლობდა ბენიტო მუსოლინის ფაშისტურ რეჟიმთან. 1929 წელს მასთან გააფორმა ლატერანის ხელშეკრულება. 1930 წელს გამოაქვეყნა სსრკ-ის წინააღმდეგ „ჯვაროსნული ლაშქრობის“ მოწყობის მოწოდება.

პრეზიდენტი

პრეზიდენტი — ტიტული, რომელსაც ატარებენ ქვეყნების, ორგანიზაციების, კომპანიების, სასწავლებლების პირველი პირები. ეტიმოლოგიურად პრეზიდენტი ნიშნავს პიროვნებას, რომელიც თავმჯდომარის ფუნქციას ასრულებს (ლათინურად: prae (წინ, თავში) + sedere (ჯდომა)).

მისი თავდაპირველი მნიშვნელობა იყო შეხვედრების, ცერემონიების გაძღოლა, ამჟამად ის უპირატესად თანამდებობის პირთან ასოცირდება, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება აქვს. პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, ძალაუფლების ხარისხი ვარირებს ქვეყნიდან ქვეყანაში, ზოგიერთ ქვეყანაში მას დიდ ძალაუფლება აქვს მინიჭებული, მაგალითად აშშ-ში, საფრანგეთში, ზოგიერთში კი ნომინალური (გერმანია, იტალია).

სილვესტერ I

სილვესტერ I (სილიბისტრო) (ლათ. Silvester; დ. ? რომი, იტალია — გ. 31 დეკემბერი 335, რომი, იტალია) — რომის პაპი 314–335 წლებში.

სოტერი (პაპი)

სოტერი (ლათ. Soterus); * ???, ფონდი, იტალია; † 175, რომი, იტალია) — რომის პაპი 166-175 წ.წ.

ურბან VIII

ურბან VIII (ლათ. Urbanus Octavus; დ. 5 აპრილი, 1568, ფლორენცია, იტალია — გ. 29 ივლისი, 1644, რომი, იტალია), ერისკაცობაში მაფეო ბარბერინი (იტალ. Maffeo Barberini) — დიდგვაროვანი, სპოლეტოს არქიეპისკოპოსი, რომის პაპი 1623–1644 წლებში.

ფელიქს I (პაპი)

ფელიქს I (ლათ. Felix) (* ? რომი, იტალია; † 30 დეკემბერი 274, რომი, იტალია) - რომის პაპი 269-274 წ.წ.

ევროკავშირის
წევრები
დანარჩენი ევროპა

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.