ისაბელ I კასტილიელი

ისაბელ I კასტილიელი (ესპ. Isabel I; დ. 22 აპრილი, 1451, მადრიგალ-დე-ლას-ალტას-ტორესი — გ. 26 ნოემბერი, 1504, მედინა-დელ-კამპო) — კასტილიის დედოფალი 1474 წლიდან, ხუან II კასტილიელის ასული. 1469 წელს ცოლად გაჰყვა ფერდინანდ II არაგონელს. ამ ქორწინებით არაგონსა და კასტილიას შორის დინასტიური უნია დამყარადა. ერმანდადების დახმარებით ისაბელ კასტილიელმა სძლია ფეოდალურ არისტოკრატიას, შეზღუდა ქალაქების თავისუფლება და საფუძველი ჩაუყარა ცენტრალური მმართველობის სისტემას. მის დროს გრანადის დაპყრობით (1492) დასრულდა რეკონკისტა. 1501-1503 წწ. ესპანეთი დაეუფლა ნეაპოლის სამეფოს, მოეწყო ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციები და საფუძველი ჩაეყარა ესპანეთის იმპერიის შექმნას. ისაბელ კასტილიელის რელიგიური პოლიტიკა ფანატიზმით გამოირჩეოდა: 1480 წელს დააარსა ინკვიზიცია, 1492 წელს ესპანეთიდან განდევნა ებრაელები და ძალდატანებით გააქრისტიანა მუსლიმები.

IsabellaofCastile03
ისაბელ კასტილიელი

ლიტერატურა

დონ კარლოსი (ფილიპე II-ის ვაჟი)

დონ კარლოსი ( დ. 8 ივლისი 1545, ვალიადოლიდი — გ. 24 ივლისი 1568, მადრიდი) — ესპანეთის ტახტის მემკვიდრე. ესპანეთის მეფის ფილიპე II-ის და მისი პირველი ცოლის, მარია პორტუგალიელის ვაჟი.

ენრიკე IV

ენრიკე IV (ესპ. Enrique IV; დ. 25 იანვარი, 1425, ვალიადოლიდი — გ. 11 დეკემბერი, 1474, მადრიდი) — კასტილიისა და ლეონის სამეფოს უკანასკნელი მეფე (1454–1474) კასტილიასა და არაგონს შორის დინასტიური უნიის დადებამდე. ხუან II-ისა და მარია არაგონელის შვილი, ისაბელ I კასტილიელის უფროსი ძმა.

ახალგაზრდობაში ენრიკე IV იმყოფებოდა ხუან პაჩეკოს გავლენის ქვეშ, რომელმაც თავის ხელში აიღო სახელმწიფოს მართვის სადავეები. არაკეთილმოსურნეები, განსაკუთრებით არაგონის სამეფო კარი, მათ ჰომოსექსუალურ კავშირში დებდნენ ბრალს, თუმცა ამის პირდაპირი დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს.

თხუთმეტი წლის ასაკში დააქორწინეს ბლანკა I ნავარელისა და ხუან II-ის ქალიშვილზე, ბლანკა ნავარელზე. 1453 წელს რომის პაპმა ნიკოლოზ V-მ მათი ქორწინება გააუქმა. მიზეზი იყო სექსუალური ურთიერთობის არ ქონა მეუღლესთან. 1455 წელს მეორედ დააქორწინეს ჟუანა პორტუგალიელზე, პორტუგალიის მეფის დაზე. ამ ქორწინებიდან 6 წლის შემდეგ დაიბადა ხუანა ბელტრანეხა, ტახტის კანონიერი მემკვიდრე. თუმცა მასზე ამბობდნენ, რომ მისი ბიოლოგიური მამა იყო ესპანელი თავადი ბელტრან დე კუევა, სწორედ ამიტომ ეწოდა ხუანას მეტსახელი „ბელტრანეხა“.

ენრიკე IV გარდაიცვალა 1474 წელს. მისი გარდაცვალების შემდეგ სამოქალაქო ომი დაიწყო ისაბელ I-ისა და ხუანას მომხრეებს შორის. ბრძოლის კულმინაცია გახდა 1476 წლის 1 მარტის ტოროს ბრძოლა. სამოქალაქო ომი დასრულდა 1479 წელს, ისაბელ I კასტილიელი გახდა კასტილიისა და ლეონის დედოფალი.

ისაბელ კლარა ეუხენია

ისაბელ კლარა ეუხენია (ესპ. Isabel Clara Eugenia; დ. 12 აგვისტო, 1566 — გ. 1 დეკემბერი, 1633) — ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის და მისი მესამე ცოლის, ელიზაბეტა ვალუას უფროსი ქალიშვილი. 1566-1633 წლებში ესპანეთისა და პორტუგალიის ინფანტა, 1598-1621 წლებში ნიდერლანდების სუვერენული დედოფალი. ავსტრიის ერცჰერცოგ ალბერტ VII ავსტრიელის-ის მეუღლე.

ჟერმენა დე ფუა

ჟერმენა დე ფუა (ფრანგ. Germaine de Foix, კატ. Germana de Foix; დ. 1488, საფრანგეთი – გ. 15 ოქტომბერი 1536, ესპანეთი) — არაგონის, სარდინიის, სიცილიის, ვალენსიის, ბარსელონის, ნეაპოლისა და მაიორკის დედოფალი, როგორც ფერდინანდ II არაგონელის მეორე მეუღლე. ფერდინანდის გარდაცვალების შემდეგ, ჟერმენა კიდევ ორჯერ გათხოვდა. ჟერმენას მამა, ჟან დე ფუა იყო ნავარის დედოფალ ელეონორა ნავარელის ვაჟი. ხოლო დედამისი, მარი დე ორლეანი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XII–ის და.

ჟუანა პორტუგალიელი

ჟუანა პორტუგალიელი (პორტ. Joana de Portugal, ესპ. Juana de Portugal; დ. 31 მარტი, 1439, ალმადა, პორტუგალია — გ. 13 ივნისი, 1475, მადრიდი, კასტილია) — ავისის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე დუარტე I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ელეანორ არაგონელის ნაბოლარა ქალიშვილი. კასტილიისა და ლეონის დედოფალი 1455-1474 წლებში როგორც ენრიკე IV-ის მეუღლე. პორტუგალიის დედოფალ ხუანა დე ბელტრანეხას დედა.

ხუან II (კასტილია)

ხუან II (ესპ. Juan II; დ. 6 მარტი, 1405, ტორო — გ. 20 ივლისი, 1454, ვალიადოლიდი) — კასტილიისა და ლეონის სამეფოს მეფე 1406–1454 წლებში. ენრიკე III-ისა და ეკატერინე ლანკასტერელის შვილი.

სამეფო ტახტზე ავიდა ერთი წლის ასაკში, მისი რეგენტი იყო დედამისი და პაპა მამის მხრიდან ფერდინანდ I არაგონელი. 1418 წელს ეკატერინე ლანკასტერელი გარდაიცვალა. 1420 წელს დაქორწინდა თავის ბიძაშვილზე მარია არაგონელზე. სანამ მეფე სრულწლოვანი (14 წლის) გახდებოდა ქვეყანას ფაქტობრივად მართავდა ალვარო დე ლუნა.

1445 წელს მარია არაგონელი გარდაიცვალა. 1447 წელს ალვარო დე ლუნამ მეფე პორტუგალიის პრინცესა იზაბელ პორტუგალიელზე დააქორწინა. ამ ქორწინების შედეგად დაიბადა ისაბელ I კასტილიელი.

ხუან II გარდაიცვალა 1454 წლის 20 ივლისს და ტახტზე ავიდა მისი შვილი ენრიკე IV.

პერესის დინასტია
ხიმენესების დინასტია
ბურგუნდიული დინასტია
ტრასტამარის დინასტია
ჰაბსბურგები
ხიმენესების დინასტია
ბურგუნდიული დინასტია
ტრასტამარის დინასტია
ჰაბსბურგები

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.