იოანეს სახარება

იოანეს სახარება (ბერძ. Κατὰ Ἰωάννην, Kata Iōannēn (სიტყვასიტყვით „იოანესგან“, „იოანეს თანახმად“), ლათ. Evangelium secundum Ioannem) — ახალი აღთქმის მეოთხე წიგნი. ქრისტიანული ტრადიციის თანახმად ის დაიწერა იოანე მახარებლის, ქრისტეს საყვარელი მოწაფის მიერ, რომელიც მოგვიანებით იწოდებოდა იოანე ღვთისმეტყველად.

P52 recto
პაპირუსი 52 – ჩვენამდე მოღწეული ახალი აღთქმის უძველესი ხელნაწერი

ავტორობა და შექმნის დრო

თვით ტექსტში არის მინიშნება (იოანე.21:20—24)იმის შესახებ, რომ "20. შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ? 21. ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა? 22. უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ. 23. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო? 24. ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია."

თუმცა მკვლევართა უმრავლესობის აზრით მოციქული იოანე არ ყოფილა მისი ავტორი. ამის შესახებ აზრთა ფართო სპექტრი არსებობს. ზოგიერთი მკვლევარის მოსაზრებით სახარების ავტორი არის არა იოანე მოციქული არამედ მისი მოწაფე პრესვიტერი იოანე იერუსალიმელი.

მეცნიერთა დიდი უმრავლესობა თხზულების შექმნის თარიღად ასახელებს ახ. წ. 80—95 ან 90—110 წლებს.

შინაარსი

Иоанн Богослов Икона
ანგელოზი ყურში ჩასძახის იოანე მახარებელს სახარებას. (რუსული ხატწერა)

იოანეს სახარება შინაარსით გამოირჩევა სხვა დანარჩენი სამი სახარებიდან. პირველი სამი სახარება ხშირად ერთმანეთს კვეთს და იმეორებს ერთმანეთის შინაარსს, ხოლო იოანეს სახარება განსხვავდება თავისი სტილითა და შინაარსით. გადმოცემის მიხედვით, მოწაფეებმა სთხოვეს იოანეს – აღეწერა ის მოვლენები, რაც არ შესულა წინა დანარჩენ სახარებებში და სწორედ ამ ჩანაწერებმა შეადგინა მეოთხე სახარება.

მიუხედავად იმისა, რომ იოანეს სახარება უფრო გვიანდელი შედგენილია, მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ზოგიერთი გადმოცემა უფრო ძველია ვიდრე წინა სამი სახარების ამბები დაიწერებოდა.

ზოგიერთი ექსპერტის ტექსტი 4 ნაწილად ჰყოფს:

იოანე ღვთისმეტყველის თხზულება არის ქრისტოლოგიის უმაღლესი დონის პროდუქტი, წარმოაჩენს რა იესო ქრისტეს, როგორც მარადიულ ლოგოსს (სიტყვას, სიბრძნეს, მიზეზს), რომელიც არის საწყისი ყველა მოვლენისა, საუბრობდა რა მის მიწიერ ცხოვრებაზე, როგორც კაცობრიობის მხსნელის და აცხადებდა რა მას ღმერთად.

რელიგიათმცოდნე კ. რუდოლფის აზრით, ტექსტი შეიცავს გნოსტიციზმთან აშკარა პარალელებს: ღმერთისა და ეშმაკის, ნათელისა და ბნელის ურთიერთდაპირისპირებით, სამყაროს ბოროტების სამეფოდ აღიარებით, ხალხის გაყოფით – ღვთისგან წარმომავლებად და ეშმაკისგან წარმომავლებად, მინიშნებით იმაზე, რომ "ებრაელები არ ცნობენ ღმერთს".

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

100

100 (ასი) წელი — იულიუსის კალენდრის ნაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ხუთშაბათი. ეს წელი არის I საუკუნის მე-10 დეკადის მე-10 წელი.

100-იანები

100-იანი (ასიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 100-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 100 წლის 1 იანვარს და დასრულდა 109 წლის 31 დეკემბერს.

ეპისტოლე წმ. მოციქულისა იოანესი (მეორე)

ეპისტოლე წმ. მოციქულისა იოანესი (მეორე) — წმინდა იოანეს მეორე ეპისტოლე, რომლითაც მან მიმართა თავის თანამემამულეებს, ქრისტეს მცნებათა ამღიარებელ ყველა მორწმუნეს ქრისტოლოგიის სხვადასხვა საკითხებზე. ავტორი არის იოანე მახარებელი, რომლის კალამს აგრეთვე ეკუთვნის ოთხთავის ერთ–ერთი წიგნი – იოანეს სახარება. მას ზოგჯერ მოიხსენიებენ იოანე ღვთისმეტყველადაც.

ეპისტოლე შესულია ახალი აღთქმის წიგნებში და წარმოადგენს კათოლიკე ეპისტოლეთა ერთ–ერთ წერილს (ეპისტოლეს).

ეპისტოლე წმ. მოციქულისა იოანესი (მესამე)

ეპისტოლე წმ. მოციქულისა იოანესი (მესამე) — წმინდა იოანეს მესამე ეპისტოლე, რომლითაც მან მიმართა თავის თანამემამულეებს, ქრისტეს მცნებათა ამღიარებელ ყველა მორწმუნეს ქრისტოლოგიის სხვადასხვა საკითხებზე. ავტორი არის იოანე მახარებელი, რომლის კალამს აგრეთვე ეკუთვნის ოთხთავის ერთ–ერთი წიგნი – იოანეს სახარება. მას ზოგჯერ მოიხსენიებენ იოანე ღვთისმეტყველადაც.

ეპისტოლე შესულია ახალი აღთქმის წიგნებში და წარმოადგენს კათოლიკე ეპისტოლეთა ერთ–ერთ წერილს (ეპისტოლეს).

ეპისტოლე წმ. მოციქულისა იოანესი (პირველი)

ეპისტოლე წმ. მოციქულისა იოანესი (პირველი) — წმინდა იოანეს პირველი ეპისტოლე, რომლითაც მან მიმართა თავის თანამემამულეებს, ქრისტეს მცნებათა ამღიარებელ ყველა მორწმუნეს ქრისტოლოგიის სხვადასხვა საკითხებზე. ავტორი არის იოანე მახარებელი, რომლის კალამს აგრეთვე ეკუთვნის ოთხთავის ერთ–ერთი წიგნი – იოანეს სახარება. მას ზოგჯერ მოიხსენიებენ იოანე ღვთისმეტყველადაც.

ეპისტოლე შესულია ახალი აღთქმის წიგნებში და წარმოადგენს კათოლიკე ეპისტოლეთა ერთ–ერთ წერილს (ეპისტოლეს).

თედორე დოსტოევსკი

თედორე მიხეილის ძე დოსტოევსკი (რუს. Фёдор Михайлович Достоевский , დ. 11 ნოემბერი [ძვ. სტ. 30 ოქტომბერი], 1821, მოსკოვი – გ. 9 თებერვალი [ძვ. სტ. 28 იანვარი], 1881, პეტერბურგი) — რუსი რომანისტი, მწერალი და ესეისტი. დოსტოევსკის ლიტერატურული ნაწარმოებები უღრმავდება ადამიანთა ფსიქოლოგიას XIX საუკუნის რუსეთის რთულ პოლიტიკურ, სოციალურ და სულიერ კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ წერა მან 1840-იან წლებში დაიწყო, ყველაზე გახმაურებული ნაშრომები — „დანაშაული და სასჯელი“, „იდიოტი“ და „ძმები კარამაზოვები“ მისი შემოქმედების გვიანდელ წლებს მიეკუთვნება. დოსტოევსკის ნაშრომებს შორისაა თერთმეტი რომანი, სამი ნოველა, ჩვიდმეტი მოთხრობა და სამი ესე. ლიტერატურის მრავალი კრიტიკოსის მიერ აღიარებულია მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უდიადეს და გამოჩენილ ფსიქოლოგად.დოსტოევსკი მოსკოვში დაიბადა. ლიტერატურას პირველად ადრეულ ასაკში ეზიარა ზღაპრებისა და ლეგენდების საშუალებით, თუმცა შემდეგში გაეცნო ინგლისელ, ფრანგ, გერმანელ და რუს ავტორთა წიგნებსაც. 1837 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა დედამისი, რამაც მცირეწლოვანი თედორე სრულიად გაანადგურა. ამ პერიოდში, მან დატოვა სკოლა და შევიდა ნიკოლაევის სამხედრო-საინჟინრო ინსტიტუტში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ინჟინრად დაიწყო მუშაობა და ლიბერალური ცხოვრების წესში ჩაეფლო. დამატებითი შემოსავლის მიზნით, მალე წიგნების თარგმნა დაიწყო. 1840-იანი წლების შუა პერიოდში მან პირველი რომანი — „საწყალი ადამიანები“ დაწერა, რამაც მას სანქტ-პეტერბურგის ლიტერატურული წრეების კარი გაუღო. 1849 წელს დოსტოევსკი დაპატიმრებულ იქნა ლიტერატურულ ჯგუფ „პეტრაშეველებში“ ჩართულობის გამო — ეს იყო უტოპისტ ლიბერალთა საიდუმლო ორგანიზაცია, ისევე როგორც ლიტერატურის განხილვის ჯგუფი. მას და მის სხვა მეგობრებს მიესაჯათ სიკვდილი, მაგრამ სასჯელი ინსცენირებული აღმოჩნდა და შეიცვალა ციმბირის კატორღაში ოთხწლიანი სამუშაოთი, სადაც გულის ხშირად წასვლის შემდეგ დოსტოევსკის ეპილეფსიის დიაგნოზი დაუსვეს. კატორღიდან გათავისუფლების შემდეგ, დოსტოევსკიმ სამხედრო მოსამსახურედ სცადა ბედი, თუმცა ცუდი ჯანმრთელობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს.

მომდევნო წლებში დოსტოევსკი ჟურნალისტად მუშაობდა, გამოსცემდა რამდენიმე საკუთარ ჟურნალს, შემდეგ კი სერიულ „მწერლის დღიურს“. მოგზაურობა დაიწყო დასავლეთ ევროპაში, სადაც ის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული გახდა, რამაც მას ფინანსური პრობლემები შეუქმნა. მაგრამ საბოლოოოდ, თავისი ნაშრომების წყალობით ის ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი და ცნობილი რუსი მწერალი გახდა. მისი წიგნები ითარგმნა 170-ზე მეტ ენაზე და გაიყიდა 15 მილიონამდე ასლი. დოსტოევსკიმ გავლენა მოახდინა განსხვავებული ჟანრის მრავალ მწერალზე, ანტონ ჩეხოვითა და ჯეიმზ ჯოისით დაწყებული, ერნესტ ჰემინგუეითა და ჟან-პოლ სარტრით დამთავრებული, ისევე როგორც კიდევ სხვა მრავალზე.

ლუკას სახარება

ლუკას სახარება (ბერძნ. Εὐαγγέλιον κατὰ Λουκάν) – ახალი აღთქმის მესამე წიგნი, ერთ–ერთი ოთხი კანონიკური სახარებიდან. მის წინ ტრადიციულად დგას მათეს სახარება და მარკოზის სახარება და მის შემდეგ მოდის იოანეს სახარება.

მათეს სახარება

მათეს სახარება (ძვ. ბერძნულად „Εὐαγγέλιον κατὰ Μαθθαίον“ ან „Ματθαίον“) — ახალი აღთქმის პირველი წიგნი და პირველი ოთხი კანონიკური სახარებიდან. მას ტრადიციულად მოსდევს მარკოზის სახარება, ლუკას სახარება და იოანეს სახარება.

ორიგენე

ორიგენე (ბერძნ. Ὠριγένης, Ōrigénēs, დ. 184/185, ალექსანდრია, ეგვიპტე — გ. 253/254 ტვიროსი, ფინიკია), ასვე ცნობილი, როგორც ორიგენე ალექსანდრიელი ან, ორიგენე ადამანტი (ბერძნ. Ὠριγένης Ἀδαμάντιος, Ōrigénēs Adamántios) — ასკეტი, სწავლული და ადრეული ქრისტიანობის პერიოდის თეოლოგი, რომელიც დაიბადა და ცხოვრების პირველი პერიოდი გაატარა ალექსანდრიაში. მისი თეოლოგია მოიცავდა ტექსტუალურ კრიტიკას, ბიბლიურ ეგზეგეზას, ფილოსოფიურ თეოლოგიასა და ჰომილეტიკას. განკვეთილ იქნა კონსტანტინეპოლის მეორე კრებაზე. იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა ადრეული ქრისტიანობის ასკეტიზმში. ორიგენეს ბერძნული სახელი (Ὠριγένης) ნიშნავს „ჰორუსის ვაჟს“ (ბერძნ. Ὧρος - ჰოროს და γένος - შობა, დაბადება). მისი ეს სახელი ან კოგნომენი - ადამანტი (Ἀδαμάντιος) წარმოქმნილია ბერძნული adámas-დან (ἀδάμας), რაც ნიშნავს „ანდამატს“, „ალმასს“, „გაუტეხელს“. ეს წოდებაც მის ასკეტურ მოღვაწეობას უკავშირდება და ამ ეპითეტით შეამკეს, როგორც გამძლე და უტეხი მოღვაწე.

პაპირუსი 52

პაპირუსი 52 (ინგლ. Rylands Library Papyrus P52 ან იოანეს ფრაგმენტი) — პაპირუსის ფრაგმენტი, ზომა 8,9 × 6 სმ, შეიცავს ნაწყვეტს იოანეს სახარებიდან. წაღმა პირი (რექტო) შეიცავს სტრიქონებს იოანეს სახარებიდან (18:31–33) ბერძნულ ენაზე. მეორე მხარე (ვერსო) შეიცავს სტრიქონებს ჰიმნებიდან (37-38).

ოქსირინხის ხელნაწერთა ცნობილმა მკვლევარმა ბერნარდ გრენფელმა 1920 წელს შეიძინა ერთ–ერთი ვაჭრისგან ეგვიპტურ ბაზარზე ნახევრად დაზიანებული პაპირუსების დასტა. მათ შორის აღმოჩნდა, სავარაუდოდ, II საუკუნის პირველი მესამედით დათარიღებული ეს ფრაგმენტი. თუ დათარიღება სწორია, მაშინ ეს უძველესი ჩვენამდე მოღწეული ახალი აღთქმის ტექსტია.

2007 წლიდან პაპირუსი გამოფენილია ინგლისში ქალაქ დაინსგეიტის ჯონ რაინლენდის ბიბლიოთეკის შენობაში.

სახარება

სახარება, ევანგელიე (ბერძ. εὐαγγέλιον — ბერძ ევანგელიონ "კეთილი ამბავი”) — იესო ქრისტეს მიერ ქადაგებული ხსნის გზა, ცათა სასუფევლის მოახლოვება და მის მიერ სიკვდილის დამარცხების ამბავი; წმინდა წიგნებად ითვლება ქრისტიანობაში (ნაკლებად ისლამში), რომლებშიც აღწერილია მესიის დაბადება, ცხოვრებაზე, სასწაულებზე, წამებაზე,აღდგომაზე,ამაღლებაზე

ღვთის სიტყვა

ღვთის სიტყვა ეწოდება პიროვნებას იესო ქრისტეს, რომელიც ბიბლიის ახალი აღთქმის სწავლებით არის ერთარსება სამპიროვანი ღმერთის — წმინდა სამების ერთ-ერთი ჰიპოსტასი (ღვთაებრივი პირი). ახალი აღთქმის, კერძოდ იოანეს სახარება გადმოცემით: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა. მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია.“

ქრისტიანული სწავლებით, ერთი და მხოლო ღმერთი უსიტყვო არ არის. აქვს მას სიტყვა, მაგრამ არა უგვამოვნო, არც არსებობაში დაწყებული, არც დასრულებადი, რადგან არ იყო (ჟამი), როდესაც არ იყო ღვთის სიტყვა. მარადჟამს აქვს ღმერთს თავისი სიტყვა, მისგან შობილი, თუმცა არა ჩვენეული სიტყვისებრ უგვამოვნო და ჰაერში გაბნევადი, არამედ გვამოვნებითი, ცოცხალი, სრული. არათუ მის გარეთ გამავალი, არამედ მარადჟამს მასში არსებული. რადგან, სად იქნებოდა იგი, მის გარეთ მყოფი?!

სახარებები
ეპისტოლეები

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.