ინდონეზია

ინდონეზია, ოფიციალურად ინდონეზიის რესპუბლიკა (ინდო. Republik Indonesia) — სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში. ინდონეზია არქიპელაგს წარმოადგენს, რომელიც 17 508 კუნძულს მოიცავს.[2] იყოფა 33 პროვინციად. მოსახლეობა 238 მილიონ ადამიანს შეადგენს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მეოთხე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა. ინდონეზია რესპუბლიკაა, არჩეული საკანონმდებლო ორგანოთი და პრეზიდენტით. დედაქალაქია ჯაკარტა. სახმელეთო საზღვარი აქვს პაპუა ახალ გვინეასთან, აღმოსავლეთ ტიმორთან და მალაიზიასთან. სხვა არაპირდაპირ მეზობელ ქვეყნებად მიიჩნევა სინგაპური, ფილიპინები, ავსტრალია, პალაუ, და ინდოეთის კუთვნილი ანდამანისა და ნიკობარის კუნძულები. ინდონეზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის დამფუძნებელი წევრია და დიდი ოცეულის წევრია. ინდონეზიის ეკონომიკა მეთექვსმეტე უდიდესია მსოფლიოში მთლიანი შიდა პროდუქტის მხრივ და მეთხუთმეტე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მხრივ.

ინდონეზიის არქიპელაგი მნიშვნელოვანი სავაჭრო რეგიონი იყო VII საუკუნიდან, როდესაც ჯერ შრივიჯაიის და შემდეგ მაჯაპაჰიტის იმპერიები ვაჭრობდნენ ინდოეთთან და ჩინეთთან. ახ. წ.–ის საწყის საუკუნეებში ადგილობრივი მმართველები თანდათან ითვისებდნენ უცხოურ კულტურულ, რელიგიურ და პოლიტიკურ მოდელებს, რის შედეგადაც გამობრწყინდა ინდუისტური და ბუდისტური სამეფოები. ინდონეზიის ისტორიაზე გავლენა მოახდინა სხვადასხვა უცხოურმა სახელმწიფომ, რომელთაც მისი ბუნებრივი რესურსები იზიდავდა. მუსლიმმა ვაჭრებმა მოიტანეს ისლამი, ევროპულმა სახელმწიფოებმა ქრისტიანობა; აღმოჩენების საუკუნეში მათ ერთმანეთში ბრძოლა ატეხეს მოლუკის კუნძულებზე სანელებლებით ვაჭრობის მონოპოლიზების მიზნით. ამის შემდეგ, ჰოლანდიური კოლონიალიზმიდან ინდონეზიამ დამოუკიდებლობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოიპოვა. მისი ისტორია ამის შემდეგ სავსეა მშფოთვარე პერიოდებით, მათ შორის ბუნებრივი კატაკლიზმებით, კორუფციით, სეპარატიზმით, დემოკრატიზაციის პროცესით და სწრაფი ეკონომიკური ცვლილებების პერიოდებით.

მრავალკუნძულოვანი ინდონეზია შედგება ასობით განსხვავებული ადგილობრივი ეთნიკური და ენობრივი ჯგუფებისგან. უმსხვილესი და პოლიტიკურად დომინანტი ეთნიკური ჯგუფია იაველები. განვითარებულია საზიარო იდენტობა, რაც განსაზღვრულია სახელმწიფო ენით, ეთნიკური მრავალფეროვნებით, რელიგიური პლურალიზმით მუსლიმი მოსახლეობის დომინირების შიგნით, კოლონიალიზმის ისტორიითა და მის წინააღმდეგ აჯანყებით. ინდონეზიის ეროვნული დევიზია "Bhinneka Tunggal Ika" („ერთიანობა მრავალფეროვნებაში“), რაც წარმოაჩენს ქვეყნის მრავალფეროვნებას. მიუხედავად დიდი მოსახლეობისა და მჭიდროდ დასახლებული რეგიონებისა, ინდონეზიას მაინც აქვს ვრცელი მიუვალი, ველური ადგილები, რომლებიც ბიომრავალფეროვნების მეორე უმაღლესი დონით გამოირჩევა მსოფლიოში. ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, თუმცა მაღალ დონეზე რჩება სიღარიბე.[3][4]

ინდონეზიის რესპუბლიკა
ინდო. Republik Indonesia
ინდონეზია
ინდონეზიის დროშა ინდონეზიის გერბი
დროშა გერბი
დევიზი: Bhinneka Tunggal Ika
„ერთიანობა მრავალფეროვნებაში“
ჰიმნი: Indonesia Raya
„დიდი ინდონეზია“
ინდონეზიის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ჯაკარტა
6°10′ ს. გ. 106°49′ ა. გ. / 6.1750° ს. გ. 106.8283° ა. გ.
ოფიციალური ენა ინდონეზიური
რელიგია ისლამი - 88 %, ქრისტიანობა - 8,7 %, ინდუიზმი - 2 %
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო
ფართობი
 -  სულ 1 904 569 კმ2 (მე-15)
 -  წყალი (%) 4,85
მოსახლეობა
 -  2011 შეფასებით 237 424 363 (მე-4)
 -  2011 აღწერა 237 424 363[1] 
 -  სიმჭიდროვე 123,76 კაცი/კმ2 (84-ე)
მშპ (მუპ) 2007 შეფასებით
 -  სულ $1,124 ტრილიონი[1] 
 -  ერთ მოსახლეზე $4666[1] 
აგი (2007) 0.617 (საშუალო) (124-ე)
ვალუტა რუპია (IDR)
დროის სარტყელი UTC 07:00-დან UTC+09:00-მდე
ქვეყნის კოდი IDN
Internet TLD .id
სატელეფონო კოდი +62

სახელწოდება

  • ოფიციალური: ინდონეზიის რესპუბლიკა.
  • ინდონეზიური: Republik Indonesia.
  • ეტიმოლოგია: სახელი უწოდა გერმანელმა მოგზაურმა ა. ბასტიენმა 1884 წელს. Indos Nesos ბერძნულ ენაზე „ინდოეთის კუნძულებს“ ნიშნავს.
  • ქვეყნის კოდი: ID.

გეოგრაფია

Indonesia-CIA WFB Map

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, განლაგებულია მალაის არქიპელაგის არქიპელაგის კუნძულებზე - იავა, სუმატრა, სულავესი, ბორნეო, ახალი გვინეა ნაწილობრივ და სხვა.

  • ფართობი: 1 904 569 კმ².
  • ბუნება: მთები — ბარისანი (სუმატრა), მულერი (ბორნეო), მაოკე (ირიან ჯაია); უმაღლესი მწვერვალი — პუნჩაკ-ჯაია 5030 მ; მთავარი მდინარეები (კმ) — კაპუასი 1150, ბარიტო 900, მაჰაკამი 770; მთავარი ტბები (კვ.კმ) — დანაუ ტობა 1264, დანაუ ტოვუტი 430; მთავარი კუნძულები (კვ.კმ) — ბორნეო 539 460 (სულ 736 000), სუმატრა 420 306, ახალი გვინეა 412 781 (სულ 785 000), სულავესი 172 000, იავა 125 900, ჰალმაჰერა 17 998, სერამი 17 150, ტიმორი 15 850 (სულ 30 724), ფლორესი 14 268, სუმბავა 13 280;
  • კლიმატი — ეკვატორული;
  • ბუნებრივი რესურსები: ნავთობი, კალა, ბუნებრივი აირი, ნიკელი, საშენი ხე-ტყე, ბოქსიტები, სპილენძი, ქვანახშირი, ოქრო, ვერცხლი.

ისტორია

  • XX საუკუნე: ნიდერლანდების მიერ ფორმალური სუვერენიტეტის გადაცემის შემდეგ 1950 წელს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია. პირველ პრეზიდენტად არჩეულ იქნა აჰმედ სუკარნო. 1963 წელს ნიდერლანდებმა მისცა დასავლეთ ახალი გვინეა. 1965 წელს სამხედრო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოვიდა გენერალი სუჰარტო. 1976 წელს ინდონეზიამ მიიტაცა პორტუგალიის ყოფილი კოლონია აღმოსავლეთი ტიმორი. 1991 წელს ანექსირებულ ტერიტორიაზე დახვრიტეს მშვიდობიანი დემონსტრაცია, რამაც ინდონეზიის საერთაშორისო რეპუტაცია სერიოზულად შელახა.
  • XXI საუკუნე: აღმოსავლეთი ტიმორი 2001 წლიდან დამოუკიდებელია, რაც სხვა სეპარატისტული რეგიონებისათვისაც იმედი მომცემი გახდა. უკანასკნელ წლებში ინდონეზიამ დიდი რყევები გადაიტანა — აზიის ფინანსური კრიზისი, სუჰარტოს 32-წლიანი რეჟიმის დასრულება, აღმოსავლეთ ტიმორის დაკარგვა, ისლამისტი ექსტრემისტების გააქტიურება.

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა: რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი.
  • საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი (500 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 27 პროვინცია (propinsi), 2 სპეციალური რეგიონი (daerah istimewa), 1 დედაქალაქის ოლქი (daerah khusus ibukota), რომლებიც 8 მთავარ კუნძულზე არიან განთავსებულნი.

  • ახალი გვინეა: 2001 წლამდე ირიან-ჯაია ერქვა. მოიცავს დას. პაპუას (Papua Barat), ცენტ. პაპუას (Papua Tengah) და აღმ. პაპუა (Papua Timur); მოსახლეობა — 2,3 მლნ; ფართობი — 422 ათასი.
  • იავა: პროვინციები — Banten, Jakarta, Jawa Barat, Jawa Tengah, Jawa Timur, Yogyakarta; მოსახლეობა — 127,7 მლნ; ფართობი – 132 ათასი.
  • მოლუკის კუნძულები: პროვინციები – Maluku, Maluku Utara; მოსახლეობა — 2,1 მლნ; ფართობი — 75 ათასი.
  • ნუსა-ტენგარა: პროვინციები — Nusa Tenggara Barat, Nusa Tenggara Timur; მოსახლეობა — 8,4 მლნ; ფართობი — 68 ათასი.
    • ბალი: პროვინცია – Bali; მოსახლეობა — 3,3 მლნ; ფართობი — 5,6 ათასი.
  • სულავესი: პროვინციები – Gorontalo, Sulawesi Selatan, Sulawesi Tengah, Sulawesi Tenggara, Sulawesi Utara; მოსახლეობა — 15,7 მლნ; ფართობი — 189 ათასი.
  • სუმატრა: პროვინციები – Aceh, Bangka-Belitung, Bengkulu, Jambi, Lampung, Riau, Riau Kepulauan, Sumatera Barat, Sumatera Selatan, Sumatera Utara; მოსახლეობა — 46,4 მლნ; ფართობი — 474 ათასი.

დემოგრაფია

Ubud-Kids
ბალინესი ბავშვები; ინდონეზიაში დაახლოებით 300 ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს.

ეკონომიკა

  • ეროვნული პროდუქტი: მოცულობა — 222 მლრდ $ (23-ე ადგილი); 1 სულზე — 1.110 $; სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა 16, მრეწველობა 43, მომსახურება 41.
  • ექსპორტი: ნავთობი, გაზი, ხე-ტყის მასალები, კაუჩუკი, ყავა.
  • ბიუჯეტი: 26,000 მლნ $.
  • ვალუტა: ინდონეზიური რუპია (IDR).

მემკვიდრეობა

სინგასარის ტაძარი მალანგაში (XIV ს.), არქეოლოგიური მუზეუმი ჯაკარტაში; ბორობუდურის ბუდისტური ტაძარი (IX ს.), უჯუნ კულონის ეროვნული პარკი, ბრამბანანის ინდუისტური ტაძარი (X ს.), პანატარანის ტაძართა კომპლექსი იავაზე (XIV ს.); კომოდოს ეროვნული პარკი.

ლიტერატურა

  • Friend, T. (2003). Indonesian Destinies. Harvard University Press. ISBN 0-674-01137-6.
  • Ricklefs, M. C. (1991). A History of Modern Indonesia since c.1300, Second Edition. MacMillan. ISBN 0-333-57689-6.
  • Schwarz, A. (1994). A Nation in Waiting: Indonesia in the 1990s. Westview Press. ISBN 1-86373-635-2.
  • Taylor, Jean Gelman (2003). Indonesia: Peoples and Histories. New Haven and London: Yale University Press. ISBN 0-300-10518-5.
  • Vickers, Adrian (2005). A History of Modern Indonesia. Cambridge University Press. ISBN 0-521-54262-6.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 Indonesia. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 18 April 2012.
  2. Information on Indonesia. ASEM Development conference II: Towards an Asia-Europe partnership for sustainable development. 26–27 May 2010, Yogyakarta, Indonesia. ec.europa.eu
  3. "Poverty in Indonesia: Always with them". The Economist. 14 September 2006. http://www.economist.com/node/7925064?story_id=7925064. წაკითხვის თარიღი: 26 December 2006.; correction.
  4. Guerin, G (23 May 2006). "Don't count on a Suharto accounting". Asia Times Online (Hong Kong). http://www.atimes.com/atimes/Southeast_Asia/HE23Ae01.html.
Rhytidoponera

Rhytidoponera — მცირე ჭიანჭველების (Formicidae) გვარი Ectatomminae-ის ქვეოჯახიდან.

აეროპორტის კოდი იკაო

აეროპორტის კოდი იკაო (აეროპორტის ინდექსი იკაო) — ოთხასოიანი უნიკალური ინდივიდუალური იდენტიფიკატორი, რომელიც მიენიჭება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო), (ინგლ. International Civil Aviation Organization, (ICAO)) მსოფლიოში არსებულ აეროპორტებს. მოცემულ კოდებს იყენებენ ავიაკომპანიები, საჰაერო მოძრაობის მმართველობის ორგანოები, აეროპორტებისთვის აეროსანავიგაციო და მეტეოროლოგიური ინფორმაციის გადაცემის მეტეოროლოგიური სამსახურები, გაფრენის გეგმები (ფლაიტ-გეგმები), სამოქალაქო აეროდრომების აღსანიშნავად რადიოსანავიგაციო რუკებზე, ასევე საავიაციო ფიქსირებული ელექტროკავშირგაბმულობის ქსელის (ინგლ. aeronautical fixed telecommunication network (AFTN) სატელეგრაფო საავიაციო კავშირგაბმულობაში აეროპორტების მისამართების სფეროში.

აზია

აზია (ჩინ. 亚洲; ჰინ. एशिया; არაბ. آسيا; იაპონ. アジア; სომხ. Ասիա; ბერძ. Ασία; რუს. Азия; ინგლ. Asia) — ყველაზე დიდი ქვეყნის ნაწილი, როგორც ტერიტორიისა და მოსახლეობის რაოდენობის, ისე მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით. ევროპასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს. ძირითადად, მდებარეობს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროებში. აზია იკავებს დედამიწის მთლიანი ფართობის 8,7 %-სა და ხმელეთის 30 %-ს. აზიაში ცხოვრობს 4,3 მილიარდი ადამიანი, რაც მსოფლიოს მოსახლეობის, დაახლოებით, 60 %-ს შეადგენს. იგი წარმოადგენს პირველი თანამედროვე ცივილიზაციების სამშობლოს და ისტორიულად, აქ ყოველთვის ცხოვრობდა მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. აზია გამოირჩევა არა მხოლოდ უზარმაზარი ზომითა და მოსახლეობით, არამედ უჩვეულო სიმჭიდროვითა და გიგანტური დასახლებებით, ისევე, როგორც დიდი ზომის მეჩხერად დასახლებული რეგიონებით. აზიის საზღვრები, ტრადიციულად, განისაზღვრება ევრაზიის საზღვრებით, რამდენადაც არ არსებობს ევროპისა და აზიის რაიმე მნიშვნელოვანი გეოგრაფიული გამყოფი. უმეტესწილად, მიღებულია საზღვრების განთავსება სუეცის არხის, მდინარე ურალისა და ურალის მთების აღმოსავლეთით და კავკასიონის მთებისა და შავი და კასპიის ზღვების სამხრეთით. აღმოსავლეთით საზღვრავს წყნარი ოკეანე, სამხრეთით — ინდოეთის ოკეანე, ხოლო ჩრდილოეთით — ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე.

ჩინეთი და ინდოეთი მონაცვლეობით იკავებდნენ მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსს ახ. წ. 1 წლიდან 1800 წლამდე. ჩინეთი უმთავრესი ეკონომიკური ძალა იყო და ბევრს იზიდავდა აღმოსავლეთისაკენ. ბევრისათვის ანტიკური ინდური კულტურის სიმდიდრე და კეთილდღეობა აზიას განასახიერებდა, რაც იზიდავდა ევროპულ ვაჭრობას, კვლევებსა და კოლონიალიზმს. კოლუმბის მიერ ინდოეთის ძიებისას, შემთხვევით, ამერიკის აღმოჩენა ამ ღრმა მიმზიდველობის გამოხატულებაა. აბრეშუმის გზა დასავლეთ-აღმოსავლეთის უმთავრესი სავაჭრო მარშრუტი გახდა აზიის სიღრმეში, ხოლო მალაკის სრუტე უმთავრეს საზღვაო მარშრუტს წარმოადგენდა. XX საუკუნის აზიისათვის დამახასიათებელი იყო ეკონომიკური დინამიზმი (განსაკუთრებით, აღმოსავლეთ აზიაში) და მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრი ზრდა, თუმცა ამ უკანასკნელის საერთო მაჩვენებელი მას შემდეგ მსოფლიოს საშუალო დონეებამდე დაეცა. აზია მსოფლიოს ისეთი უმთავრესი რელიგიების სამშობლოა, როგორებიცაა ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი, ინდუიზმი, ბუდიზმი, კონფუციანელობა, დაოსიზმი, ჯაინიზმი, სიქიზმი და ზოროასტრიზმი. აქ ჩაისახა მრავალი სხვა რელიგიაც.

აზიის ზომისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით, სახელ აზიას, რომელიც კლასიკური ანტიკური ხანით თარიღდება, შესაძლოა, უფრო მეტი საერთო ჰქონდეს საზოგადოებრივ გეოგრაფიასთან, ვიდრე ფიზიკურთან. იგი, ასევე, ძალიან ჭრელია ეთნიკური, კულტურული, გარემოს, ეკონომიკური, ისტორიული კავშირებისა და მმართველობის სისტემების ფაქტორების მიხედვით. მრავალფეროვანია აზიის კლიმატიც: ეკვატორული სამხრეთი და ფართო სუბარქტიკული და პოლარული ტერიტორიები ციმბირში.

ახალი გვინეა

ახალი გვინეა (ინდო. Pulau Irian, ინგლ. New Guinea, ტოკ-პისინის ენა — Niugini) — მსოფლიოში სიდიდით მეორე კუნძული (გრენლანდიის შემდეგ), რომლის ფართობი შეადგენს 786 000 კმ²-ს. კუნძული მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. გეოგრაფიულად ეს ტერიტორია მიეკუთვნება მალაის არქიპელაგს ეს კუნძული წარმოადგენს აზიის და ოკეანეთის გამყოფს. ახალი გვინეა მიეკუთვნება ავსტრალიის კონტინენტს ახალი გვინეა ავსტრალიისგან გამოყოფილია ტორესის სრუტის მეშვეობით. ეს ტერიტორია მიიჩნევა მელანეზიის კუნძულების ჯგუფის ნაწილად. რაც შეეხება პოლიტიკურ თვალსაზრისს, ახალი გვინეა იყოფა ორ ნაწილად. დასავლეთი პაპუა შედის ინდონეზიის შემადგენლობაში რიგითი პროვინციის სახით. აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, სუვერენული სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეა. კუნძულზე დაახლოებით 9 500 000 ადამიანი (2010) ცხოვრობს, ეს ტერიტორია ერთ-ერთი ყველაზე მეჩხრად დასახლებული ადგილია (12 კაცი/კმ²).

ახალი გვინეა გეოლოგიური თვალსაზრისით, მოქცეულია ტექტონიკურად აქტიურ ზონაში. აქ არის მრავალი ვულკანი, მათ შორის სიმაღლის თვალსაზრისით უმაღლესია პუნჩაკ-ჯაია, სიმაღლე — 4884 მ (16 023 ფტ). კუნძული მდიდარია ფლორის და ფაუნის მრავალფეროვნებით, აქ არის მრავალი ენდემური ჯიშის ცხოველი და მცენარე.

კუნძულზე ადამიანის უძველესი ნასახლარები 40 000 წლით თარიღდება, ახალ გვინეაზე ადამიანი აზიის კონტინენტიდან მოხვდა. XVI საუკუნეში კუნძულზე პირველად მივიდნენ ევროპელები, ესენი იყვნენ ესპანელები, მათ ახალ აღმოჩენილ კუნძულს ნუევა გვინეა უწოდეს. მოგვიანებით ეს ტერიტორია შევიდა ნიდერლანდების იმპერიის შემადგენლობაში, ახალი გვინეა გაერთიანდა ჰოლანდიურ ოსტ-ინდოეთში. გერმანიის იმპერიის გაძლიერების შემდეგ, გერმანელებმა მოახდინეს კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილის ანექსირება, აქ შეიქმნა გერმანული ახალი გვინეა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც მოხდა გერმანიის და მისი მოკავშირეების დამარცხება, ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე, კუნძული ავსტრალიას გადაეცა. 1975 წელს კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილს დამოუკიდებლობა მიენიჭა.

ეკვატორი

ეკვატორი — წარმოსახვითი გადაკვეთის ხაზი დედამიწის ზედაპირის სიბრტყეზე, პლანეტის ბრუნვის ღერძის პერპენდიკულარულად, რომელიც მის ცენტრს ჭრის. ამგვარად ეკვატორი დედამიწას ჭრის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებად. სხვა პლანეტების და ასტრონომიული სხეულების ეკვატორებიც ანალოგიურად ისაზღვრება.

დედამიწის ეკვატორის სიგრძეა 40 000 კმ.

ინდოეთის ოკეანე

ინდოეთის ოკეანე — სიდიდით მესამე ოკეანე მსოფლიოში, რომელიც დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 20%-ს ფარავს. ჩრდილოეთით ესაზღვრება სამხრეთ აზიას (ინდოეთის სუბკონტინენტს); დასავლეთით არაბეთის ნახევარკუნძულსა და აღმოსავლეთ აფრიკას; აღმოსავლეთით ინდონეზიის კუნძულებსა და ავსტრალიას; სამხრეთით კი სამხრეთის ოკეანეს. ატლანტის ოკეანისგან 20° აღმოსავლეთის მერიდიანი ჰყოფს, რომელიც აგულას კონცხიდან სამხრეთით მიემართება, ხოლო წყნარი ოკეანისგან 147° აღმოსავლეთის მერიდიანი. ინდოეთის ოკეანის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი სპარსეთის ყურეში დაახ. 30° ჩრდილოეთის განედზე იმყოფება.

ინდოეთის ოკეანე თითქმის 10.000 კმ-ია სიგანეში აფრიკის სამხრეთ წერტილსა და ავსტრალიას შორის; მისი ფართობია 73.556.000 კმ², წითელი ზღვისა და სპარსეთის ყურის ჩათვლით. ოკეანის მოცულობა გამოთვლით 292,131,000 კმ³ უნდა იყოს. კუნძულები ძირითადად გარშემო მდებარე კონტინენტების სიახლოვესაა. ოკეანის კუნძული-ქვეყნებია: მადაგასკარი (მსოფლიოს სიდიდით მეოთხე კუნძული), კომორის კუნძულები, სეიშელის კუნძულები, მალდივის კუნძულები, მავრიკი და შრი-ლანკა. ინდონეზია ოკეანეს ესაზღვრება. ოკეანის როგორც სატრანზიტო გზის მნიშვნელობამ ის მრავალი კონფლიქტის მომსწრე გახადა. მისი სიდიდის გამო ვერცერთმა ქვეყანამ მასზე ერთპიროვნული კონტროლი ვერ მოახდინა მე-19 საუკუნემდე, როდესაც დიდი ბრიტანეთი გახდა თითქმის მთელი მოსაზღვრე მიწების განმგებელი. ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში ბევრი აისბერგი დაცურავს. განსაკუთრებით დიდი აისბერგები ს. გ. 40°-მდეც აღწევენ, რაც მოქმედებს წყლის ტემპერატურაზე და მარილიანობაზე.

ინდონეზია 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე

ინდონეზიამ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მეთორმეტედ იასპარეზა 2004 წელს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში. ამ თამაშებზე მათ სხვადასხვა სინჯის 4 მედალი მოიპოვეს.

ინდონეზია 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე

ინდონეზიამ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მეთოთხმეტედ იასპარეზა 2012 წელს, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში. ამ თამაშებზე მათ ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ინდონეზიის პრეზიდენტი

ინდონეზიის პრეზიდენტი — ინდონეზიის სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც პარლამენტი ირჩევს 5 წლის ვადით.

ინდონეზიური ენა

ინდონეზიური ენა — მალაიური ენის სტანდარტიზებული დიალექტი, რომელიც 1945 წლიდან ინდონეზიის ოფიციალური ენაა ბაჰასა ინდონესიას სახელით. მიეკუთვნება ავსტრონეზიული ოჯახის ინდონეზიურ შტოს.

კალიმანტანი

კალიმანტანი (ინდო. Kalimantan, ასევე ბორნეო (მალ. Borneo)) — მსოფლიოში სიდიდით მესამე კუნძული; ერთადერთი კუნძული რომელსაც სამი სახელმწიფო იყოფს: ინდონეზია, მალაიზია და ბრუნეი. კუნძულის ფართობია — 743 330 კმ². კუნძული იმყოფება მალაის არქიპელაგის ცენტრში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

კუნძულის ყველაზე დიდი ნაწილია ადმინისტრაციული რეგიონი „კალიმანტანი“ (ინდონეზიის შემადგენლობაში), რომელიც 4 პროვინციად იყოფა.

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საფრთხის ქვეშ

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საფრთხის ქვეშ (ინგლ. List of World Heritage Sites in danger, ფრანგ. Liste du patrimoine mondial en péril) — სიაში წარმოდგენილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ის ძეგლები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით დგანან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიიდან ამორიცხვის საფრთხის წინაშე (2010 წლის აგვისტოს მონაცემები).

სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია

სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია — ბუნებრივი რეგიონი აზიაში, მოიცავს ინდოჩინეთის ნახევარკუნძულს, მალაის არქიპელაგს და მიმდებარე კუნძულებს. ფართობი დაახლოებით 4,5 მლნ კვ.კმ. რელიეფი საშუალომთიანი და დაბლობია. გავრცელებულია ტროპიკული ტყეები და სავანები. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიაზე განლაგებულია სახელმწიფოები: ბრუნეი, ვიეტნამი, ინდონეზია, კამბოჯა, ლაოსი, მალაიზია, მიანმარი, სინგაპური, ტაილანდი, ხშირად აგრეთვე ფილიპინები. ხანდახან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები შეჰყავთ სამხრეთ აზიის შემადგენლობაში.

სუმატრა

სუმატრა (ინდონეზ. Sumatra, მალაიზ. Sumatera) — მალაის არქიპელაგის ერთ-ერთი კუნძული. ფართობი: 435 ათ.კმ². ის სიდიდით მსოფლიოს მე-6 კუნძულია.

სუჰარტო

ჰაჯი მუჰამედ სუჰარტო (დ. 8 ივნისი, 1921, კემუსუკი, ინდონეზია — გ. 27 იანვარი, 2008, ჯაკარტა, ინდონეზია) — ინდონეზიელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, გენერალი. ინდონეზიის პრეზიდენტი 1967-1998 წწ.

ყავა

ყავა — სასმელი (უმეტესად ცხელი), მზადდება ყავის ხის მოხალული მარცვლებისგან. კოფეინის შემცვლელობის გამო მასტიმულირებელ მოქმედებას ახდენს.

სიტყვა ყავა მომდინარეობს კაფა–დან — ეთიოპიის სამხრეთ–დასავლეთი ოლქის სახელწოდებიდან, სადაც ლეგენდის თანახმად პირველად აღმოაჩინეს ამ მცენარის მატონიზირებელი თვისებები.

არსებობს ყავის მარცვლების ორი ტიპი: არაბიკა – ტრადიციული ყავა, ითვლება უფრო გემრიელად, და რობუსტა – კოფეინით გაჯერებული, მომჟავო, გამოიყენება ხსნადი ყავის დასამზადებლად.

შაქრის ლერწამი

შაქრის ლერწამი (Saccharum officinarum) — მრავალწლოვანი, ბალახოვანი, ტროპიკული მცენარე მარცვლოვანი ოჯახისა. 4—6 მ-მდე იზრდება. აქვს დამუხლული ღერო, ლანცენტა საგველა ყვავილედი, ორსქესიანი ყვავილი. ნაყოფს მხოლოდ ტროპიკებში ივითარებს. ღეროს წვენი 18%-მდე შაქარს შეიცავს. წვენის მიღების შემდეგ ღეროსა და ფოთლებს პირუტყვის საკვებად იყენებენ.

შაქრის ლერწმის სამშობლოს სამხრეთ აზია, კულტურაში ცნობილი იყო 5 ათასი წლის წინათ ინდოეთში. მსოფლიოში შაქრის ლერწმის ფართობი 12 მლნ. ჰა-ს აღემატება. მისი ძირითადი მწარმოებელი ქვეყნებია ინდოეთი, ინდონეზია, ბრაზილია, კუბა. მოსავლიანობა ჰა-ზე 400—2000 ც აღწევს. მრავლდება ამონაყრებით (კალმებით). ერთ ადგილზე ძლებს 10 წლამდე.

ყოფილ სსრკ-ში ტაჯიკეთსა და უზბეკეთში 30-იანი წლებიდან მოჰყავთ როგორც ერთწლოვანი მცენარე. ყინვებს ვერ უძლებს. —3°C-ზე ფოთლები იღუპება. ამონაყრებს შემოდგომაზე და ზამთარში ინახავენ დახურულ თხრილებში. რგავენ მარტში, მწკრივად (1×1,5 მ). მოსავალს იღებენ ოქტომბერში, ყინვების დაწყებამდე. XIX საუკუნეში საქართველოში იყო ცდები ალაზნის ველზე მის გასაშენებლად, მაგრამ შედეგები საიმედო არ აღმოჩნდა.

ოკეანეთის ქვეყნები და ტერიტორიები
სუვერენული
სახელმწიფოები
დამოკიდებული და
სხვა ტერიტორიები

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.