იაკობ ზებედესი

იაკობ ზებედესი (ებრ. יעקב, ბერძ. Ιάκωβος, ლათ. Iacobus) — იაკობ უფროსი, ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. ხსენების დღე — 30 (13.05) აპრილი.

იაკობ ზებედესი
James son of Zebedee

იაკობ მოციქულის ხატი, რუსეთი, XV საუკუნე
გარდაიცვალა 44
იერუსალიმი
ხსენების დღე 25 ივლისი, 30 აპრილი და 30 დეკემბერი
მეუღლე

ცხოვრება

წმინდა მოციქული იაკობ ზებედესი იყო იოანე ღვთისმეტყველის უმცროსი ძმა და ზებედასა და სალომეას შვილი. სალომეა კი იყო ღვთისმშობლის ბიძაშვილი. იაკობი და იოანე მოციქულები იყვნენ იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები. უფალმა მათ მოუწოდა როცა ისინი თევზაობდნენ (მათ.4:21-22). იაკობ მოციქული დაესწრო ფერისცვალებას, იაირის ქალიშვილის განკურნებას. (მათ.20:26-28).

ძმებს ღმერთმა მეტსახელად Boanerges — ”ძენი ქუხილისანი” შეაარქვა.

ქადაგება

სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულებმა კენჭი ყარეს თუ ვის სად ექადაგა. იაკობ მოციქულს ქადაგება წილად ხვდა: ხმელთაშუა ზღვისპირა ქვეყნები. ასე მისცურა წმიდა იაკობ მოციქულმა იბერიაში (ესპანეთი), სადაც მან იქადაგა. შემდეგ კვლავ იერუსალიმში დაუბრუნდა.

მოწამეობრივი აღსასრული

Nuremberg chronicles f 104r 3
წმ. მოციქული იაკობ ზებედესი (ნიურნბერგის ქრონიკა, 1493)

იერუსალიმში იუდეველებმა ჰეროდე აგრიპას ურჩიეს, შეეპყრო იაკობ მოციქული და სიკვდილით დაესაჯა.

მას ჟამსა შინა ჴელი მიყო ჰეროდე მეფემან ძჳრის ყოფად რომელთამე ეკლესიისაგანთა და მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანესი, მახჳლითა.

—(საქ. 12:1-2)

წმიდა იაკობთან მოწამეობრივად აღესრულა იერუსალიმში †44 წელს.

წმინდა ნაწილები

Burial-place of Saint James the Greater
ლუსკუმა იაკობ მოციქულის წმინდა ნაწილებით

გადმოცემის თანახმად, მოციქულის წმინდა მიწაზე მოწამეობრივი სიკვდილის შემდეგ, მისი წმინდა სხეული ლუსკუმაში დასვენებული დააწვინეს ნავში და ჩაუშვეს ხმელთაშუა ზღვაში. ღვთის განგებით ამ ნავმა მიცურა ესპანეთის იბერიაში და გამორიყა მდინარე ულას (Ulla) ნაპირას. გადმოცემის თანახმად მოციქულის ნეშტი ასე იყო მდინარეზე გამორიყული 813 წლამდე, ვიდრე განდეგილმა ბერმა პელაიომ ზეციურ ვარსკვლავს გაყოლილმა ღვთის განგებით არ აღმოაჩინა იგი. 896-899 წლებში მეფე ალფონს III გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზე წმინდა ნაწილების აღმოჩენის ადგილას აშენებულიყო მცირე ტაძარი. თვით ამ ადგილს დაერქვა სახელი - კომპოსტელა (ლათ. Campus Stellae, «ვარსკვალავით აღნიშნული ადგილი», შემდგომში ამ ადგილას აშენდა ქალაქი - სანტიაგო დე კომპოსტელა).

Reliquia de herraduras del caballo de Santiago de la batalla de las Navas de Tolosa
Relic of horseshoes of the horse of Santiago of battles of the Navas of Tolosa.
Símbolo central de la bandera de Santiago del Estero
არგენტინის პროვინციის დროშა, რომლის ცენტრში ჩახატულია ჯვარი ცნობილი იაკობ მოციქულის ჯვრის სახელთ.
Wegmarkierungen Jakobsweg
ნიჟარას გამოსახულება რომელიც იაკობ მოციქულის სიმბოლოდ იქცა

რესურსები ინტერნეტში

  1. http://catalogue.bnf.fr/ark:/12148/cb16974011m
13 ივლისი

13 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 194-ე დღე (ნაკიან წლებში – 195-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 171 დღე.

13 მაისი

13 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 133-ე დღე (ნაკიან წლებში - 134-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 232 დღე.

იაკობ

საკუთარი სახელი იაკობ შეიძლება აღნიშნავდეს ერთ-ერთ შემდეგ პიროვნებათაგანს:

იაკობ ზებედესი — ქრისტეს მოციქული

იაკობ შემოქმედელი — საეკლესიო მოღვაწე

იაკობ ცურტაველი (ხუცესი) — მწერალი, ჰაგიოგრაფი

იაკობ მთავარეპისკოპოსი — მცხეთის მეორე მთავრეპისკოპოსი

მოციქულები

მოციქულები — სახარების მიხედვით, იესო ქრისტეს რჩეული 12 მოწაფე, მისი მუდმივი თანამგზავრები ქრისტეს ამაღლების შემდეგ ქრისტიანულ საზოგადოებათა მეთაურები. მოციქულები იყვნენ: სიმონ-პეტრე, ანდრია პირველწოდებული, იაკობ ზებედესი, იოანე ღვთისმეტყველი, მათე, ფილიპე, ნათანიელ-ბართლომე, თომა, იაკობ ალფესი, იუდა იაკობის (თადეოსი), სვიმონ კანანელი, იუდა ისკარიოტელი.

როდესაც იუდამ იესო გასცა და მერე თავი ჩამოიხრჩო, თერთმეტმა მოციქულმა მის ნაცვლად კენჭისყრით ქრისტეს სამოცდაათ მოწაფეთაგან ერთი — მატათი აირჩია. მოციქულები მოღვაწეობდნენ იერუსალიმში და მის ფარგლებს გარეთ. საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა იქადაგეს. სვიმონ კანანელი საქართველოში ეწამა, იგი ახალი ათონის მთაზე დაუკრძალავთ. მოციქულების თემას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქრისტიანულ ხელოვნებაში.

გადატანითი მნიშვნელობით მოციქულები ეწოდება რომელიმე იდეის, მოძღვრების თავგადადებულ მიმდევარს.

სამთავისის ტაძარი

სამთავისი — შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, დგას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში, მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე. გადმოცემის თანახმად, პირველი ტაძარი აქ ვახტანგ გორგასალს აუგია V საუკუნეში, ამ ნაგებობიდან აღარაფერია შემორჩენილი. მეორედ X-XI საუკუნეებში აშენდა შედარებით მცირე ზომის ტაძარი, ახლანდელი ტაძარი კი 1030 წლით თარიღდება. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან სამთავისის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

სვიმონ კანანელი

სვიმონ კანანელი — იესო ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. ხსენების დღე — 10 (23) მაისი.

ქრისტეს თორმეტი მოციქული

აქ წარმოდგენილია იესო ქრისტეს თორმეტ მოციქულთა სია.

იესო ქრისტეს ცხოვრება
დღესასწაულები
რელიკვია
წმინდანები
12 მოციქული
70 მოციქული
სხვა მოციქულები
სხვა პიროვნებები

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.