იავა

იავა (ინდო. Jawa) — კუნძული ინდონეზიაში, დიდი ზონდის კუნძულების ჯგუფში. ამ კუნძულზე მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი ჯაკარტა. აქ მდებარეობდა ძლევამოსილი ინდუისტურ-ბუდისტური სამეფოები, ისლამური სასულთნოები და ჰოლანდიელების სამეფო. იავას ამჟამად წამყვანი ადგილი უკავია ინდონეზიის ეკონომუკრ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. 2006 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად, აქ ცხოვრობს 130 მილიონი ადამიანი[1], მოსახლეობის მხრივ ეს კუნძული პირველია მსოფლიოში, იავა მოსახლეობის რაოდენობით უსწრებს იაპონიის ყველაზე დასახლებულ კუნძულ ჰონსიუსაც. იავა აგრეთვე პირველი კუნძულია მოსახლეობის სიმჭიდროვის მხრივაც.

აქ მრავალი კულტურული ძეგლი მდენარეობს, ერთ-ერთი მათგანია ბორობუდური, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

Java Topography
იავის ტოპოგრაფიული რუკა

გეოგრაფია

კუნძულზე მრავლადაა ვულკანები, იავას ფართობის მხრივ მსოფლიოს კუნძულებს შორის მეცამეტე ადგილი უკავია, ხოლო ინდონეზიაში მესამე ადგილს იკავებს. კუნძულზე ვულკანები სანაპირო ზოლის სიახლოვეს მიუყვება, აქ მრავლადაა მოქმედი ვულკანები. იავის უმაღლესი წერტილია ვულკანი სემერუ (3,676 მ), მეორე უმაღლესი ვულკანია მერაპი (2,968 მ). იავა სრუტეების მეშვეობითაა გამოყოფილი, ჩრდილოეთით მდებარე კუნძულ სუმატრას, დასავლეთით მდებარე კუნძულ ბალს, აღმოსავლეთით მდებარე კუნძულ ბორნეოს და სამხრეთით მდებარე შობის კუნძულს.

კუნძულის დიდი ნაწილი უკავია ბრინჯის ველებს. იავაზე მოყავთ ყველაზე ბევრი ინდონეზიური ყავა, მისი მოყვანა აქ დაიწყეს 1699 წლიდან, აქ აგრეთვე მოყავთ ყავა არაბიკა.

კუნძულზე საკმაოდ ბევრი გრძელი მდინარე მიედინება, მათგან ყველაზე დიდია 600 კილომეტრიანი მდინარე სოლო. კუნძულს ჩრდილოეთი სანაპიროები გაშენებულია იავის ზღვის ზოლში. იავა იყოფა ხუთ პროვინციად, აქ არის ერთი სპეციალური რეგიონი და განსაკუთრებული ქალაქი ჯაკარტა.

სქოლიო

  1. გვერდი 6
26 აგვისტო

26 აგვისტო — გრიგორიანული კალენდრის 238-ე დღე (ნაკიან წლებში – 239-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 127 დღე.

აღმოსავლეთი იავა

აღმოსავლეთი იავა (ინდო. Jawa Timur) — პროვინცია ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძლ იავის აღმოსავლეთ ნაწილში და ასევე მოიცავს ახლომდებარე კუნძულ მადურასა და მასელემბუს კუნძულებს. დასავლეთით ესაზღვრება ცენტრალური იავის პროვინცია. პროვინციული დედაქალაქია სურაბაია — ინდონეზიის მეორე უდიდესი ქალაქი, მთავარი სამრეწველო ცენტრი და პორტი.

2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენს 37 476 011 ადამიანს. ძირითადი რელიგიებია ინდუიზმი და ბუდიზმი, იმატებს ისლამის წილიც.

ადმინისტრაციულად პროვინცია 29 სარეგენტოდ იყოფა.

დასავლეთი იავა

დასავლეთი იავა (ინდო. Jawa Barat) — ინდონეზიის ყველაზე ხალხმრავალი და მჭიდროდ დასახლებული პროვინცია. მოსახლეობა დაახლოებით 45 მილიონ ადამიანს შეადგენს. მდებარეობს კუნძულ იავის დასავლეთ ნაწილში. პროვინციის ქალაქი ბოგორი მსოფლიოში მეორე ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, დეპოკი და ბეკასი კი მე–7 და მე–12. ფართობით ტაივანზე ოდნავ პატარაა, თუმცა მოსახლეობით ორჯერ აღემატება. დედაქალაქი და უმსხვილესი ურბანული ცენტრია ბანდუნგი.

2000 წლამდე, დასავლეთ იავას მიეკუთვნებოდა ბანტენიც, რომელიც დღეს ცალკე პროვინციაა.

ადმინისტრაციული თვალსაზრისით, დასავლეთი იავა იყოფა 17 სარეგენტოდ და 9 ქალაქად.

დიდი ზონდის კუნძულები

დიდი ზონდის კუნძულები - კუნძულთა ფართო ჯგუფი მალაის არქიპელაგში. მცირე ზონდის კუნძულებთან ერთად წარმოქმნიან ზონდის კუნძულებს. დიდი ზონდის კუნძულთა უმრავლესობა ინდონეზიის შემადგენლობაში შედის. კუნძული კალიმანტანი კი იყოფა ბრუნეის, ინდონეზიასა და მალაიზიას შორის. ჯგუფის უდიდესი კუნძულებია: სუმატრა, კალიმანტანი, იავა, სულავესი.

იავური ენა

იავური ენა — კუნძულ იავაზე მცხოვრებ იაველთა ენა, მიეკუთვნება ავსტრონეზიული ოჯახის ინდონეზიურ ჯგუფს. იგი იყენებს ლათინურ და იავურ (ინდური წარმოშობის) დამწერლობებს.

ინდონეზია

ინდონეზია, ოფიციალურად ინდონეზიის რესპუბლიკა (ინდო. Republik Indonesia) — სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში. ინდონეზია არქიპელაგს წარმოადგენს, რომელიც 17 508 კუნძულს მოიცავს. იყოფა 33 პროვინციად. მოსახლეობა 238 მილიონ ადამიანს შეადგენს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მეოთხე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა. ინდონეზია რესპუბლიკაა, არჩეული საკანონმდებლო ორგანოთი და პრეზიდენტით. დედაქალაქია ჯაკარტა. სახმელეთო საზღვარი აქვს პაპუა ახალ გვინეასთან, აღმოსავლეთ ტიმორთან და მალაიზიასთან. სხვა არაპირდაპირ მეზობელ ქვეყნებად მიიჩნევა სინგაპური, ფილიპინები, ავსტრალია, პალაუ, და ინდოეთის კუთვნილი ანდამანისა და ნიკობარის კუნძულები. ინდონეზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის დამფუძნებელი წევრია და დიდი ოცეულის წევრია. ინდონეზიის ეკონომიკა მეთექვსმეტე უდიდესია მსოფლიოში მთლიანი შიდა პროდუქტის მხრივ და მეთხუთმეტე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მხრივ.

ინდონეზიის არქიპელაგი მნიშვნელოვანი სავაჭრო რეგიონი იყო VII საუკუნიდან, როდესაც ჯერ შრივიჯაიის და შემდეგ მაჯაპაჰიტის იმპერიები ვაჭრობდნენ ინდოეთთან და ჩინეთთან. ახ. წ.–ის საწყის საუკუნეებში ადგილობრივი მმართველები თანდათან ითვისებდნენ უცხოურ კულტურულ, რელიგიურ და პოლიტიკურ მოდელებს, რის შედეგადაც გამობრწყინდა ინდუისტური და ბუდისტური სამეფოები. ინდონეზიის ისტორიაზე გავლენა მოახდინა სხვადასხვა უცხოურმა სახელმწიფომ, რომელთაც მისი ბუნებრივი რესურსები იზიდავდა. მუსლიმმა ვაჭრებმა მოიტანეს ისლამი, ევროპულმა სახელმწიფოებმა ქრისტიანობა; აღმოჩენების საუკუნეში მათ ერთმანეთში ბრძოლა ატეხეს მოლუკის კუნძულებზე სანელებლებით ვაჭრობის მონოპოლიზების მიზნით. ამის შემდეგ, ჰოლანდიური კოლონიალიზმიდან ინდონეზიამ დამოუკიდებლობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოიპოვა. მისი ისტორია ამის შემდეგ სავსეა მშფოთვარე პერიოდებით, მათ შორის ბუნებრივი კატაკლიზმებით, კორუფციით, სეპარატიზმით, დემოკრატიზაციის პროცესით და სწრაფი ეკონომიკური ცვლილებების პერიოდებით.

მრავალკუნძულოვანი ინდონეზია შედგება ასობით განსხვავებული ადგილობრივი ეთნიკური და ენობრივი ჯგუფებისგან. უმსხვილესი და პოლიტიკურად დომინანტი ეთნიკური ჯგუფია იაველები. განვითარებულია საზიარო იდენტობა, რაც განსაზღვრულია სახელმწიფო ენით, ეთნიკური მრავალფეროვნებით, რელიგიური პლურალიზმით მუსლიმი მოსახლეობის დომინირების შიგნით, კოლონიალიზმის ისტორიითა და მის წინააღმდეგ აჯანყებით. ინდონეზიის ეროვნული დევიზია "Bhinneka Tunggal Ika" („ერთიანობა მრავალფეროვნებაში“), რაც წარმოაჩენს ქვეყნის მრავალფეროვნებას. მიუხედავად დიდი მოსახლეობისა და მჭიდროდ დასახლებული რეგიონებისა, ინდონეზიას მაინც აქვს ვრცელი მიუვალი, ველური ადგილები, რომლებიც ბიომრავალფეროვნების მეორე უმაღლესი დონით გამოირჩევა მსოფლიოში. ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, თუმცა მაღალ დონეზე რჩება სიღარიბე.

ინდონეზიის ეროვნული პარკების სია

სტატიაში მოცემულია ინდონეზიის ეროვნული პარკების სია. ქვეყანაში არსებული 50 ეროვნული პარკიდან 6 იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული, 6 ბიოსფერულ ნაკრძალთა მსოფლიო ქსელში, 3 მათგანი კი ჭარბტენიანი ტერიტორიაა და რამსარის კონვენციით მინიჭებული აქვს საერთაშორისო მნიშნელობა. 9 პარკი საზღვაოა.

ინდონეზიის ეროვნულ პარკთა პირველი ჯგუფი 1980 წელს შეიქმნა. ეს რიცხვი გამუდმებით იზრდება და 2003 წელს 41 შეადგინა. 2004 წელს მოხდა მნიშვნელოვანი გაფართოება და შეიქმნა კიდევ 9 პარკი, შედეგად, მათმა საერთო რიცხვმა 50–ს მიაღწია.

ინდონეზიის მდინარეების სია

აქ წარმოდგენილია მდინარეების სია ინდონეზიაში.

ინდონეზიის პროვინციები

ინდონეზიის პროვინციები წარმოადგენს ინდონეზიის უმსხვილეს ადმინისტრაციულ ერთეულს. თითოეულ პროვინცას ჰყავს საკუთარი მთავრობა და საკანონმდებლო ორგანო. ადგილობრივი მთავრობები ირჩევა საყოველთაო არჩევნების გზით, ხუთი წლით. ინდონეზიას აქვს 33 პროვინცია, რომელთაგან 7 1999 წლის შემდეგ შეიქმნა, ხოლო 5-ს აქვს სპეციალური სტატუსი. პროვინციები თავის მხრივ იყოფა სარეგენტოებად და ქალაქებად.

ინდონეზიის ტურიზმი

ინდონეზიის ტურიზმი ინდონეზიის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია. 2017 წლისთვის ინდონეზია მსოფლიო ტურისტულ ინდუსტრიაში მე-20 ადგილზე იყო, ტურიზმის სექტორის ზრდის სისწრაფის მხრივ კი მსოფლიოში მეცხრე ქვეყანა იყო, აზიაში - მესამე ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში - პირველზე.. 2019 წლისთვის ინდონეზია 20 მილიონი ტურისტის მიღებასა და მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის წილის 8%-მდე ზრდას ისახავს მიზნად. საქონლისა და მომსახურების ექსპორტით ინდონეზიის ტურიზმის სექტორი მეოთხე ადგილზეა.2016 წელს ინდონეზიას 12.02 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც2015 წელთან შედარებით 15.5%-ით მეტია. 2017 წლისთვის კი ქვეყანა 10 406 759-მა საერთაშორისო ტურისტმა მოინახულა. 2015 წლის მონაცემებით ქვეყანას 9,73 მილიონი ტურისტი ეწვია, რომელთა სასტუმროებში დარჩენის საშუალო ხანგრძლივობაც 7.5 ღამე იყო და ყოველმა ტურისტმა ვიზიტის დროს საშუალოდ 1142 აშშ დოლარი დახარჯა, რაც ყოველ ადამიანზე ყოველდრიურად დახარჯულ 152.22 აშშ დოლარს უდრის. ინდონეზიისთვის საერთაშორისო ტურისტთა ხუთი მთავარი წყარო დინგაპური, მალაიზია, ჩინეთი, ავსტრალია და იაპონიაა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 მოხსენების მიხედვით მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით (4.2 ქულა) ინდონეზია მსოფლიოს 136 ქვეყანას შორის 42-ე ადგილზეა. 2017 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 10 761 000 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც საშუალოდ ყოველი ჩამომსვლელის მიერ დახარჯულ 1 034 აშშ დოლარს უტოლდება. მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიაში 3 468 400 ადგილია შექმნილი, რაც ქვეყნის მთლიანი სამუშაო ადგილების 2.9%-ს შეადგენს. ტურისზმის სექტორის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 3.3%-ია. ქვეყანას საუკეთესო მაჩვენებლები ფასების კონკურენტუნარიანობისა (6.0 ქულა, მეხუთე ადგილი) და ბუნებრივი რესურსების (4.7 ქულა, მე-14 ადგილი) სვეტებში აქვს, ხოლო ყველაზე ცუდი მაჩვენებლები — გარემოს მდგრადობის (3.2 ქულა, 131-ე ადგილი) და ჯანმრთელობისა და ჰიგიენის (4.3 ქულა, 108-ე ადგილი) სვეტებში.2016 წელს ინდონეზიის ხელისუფლების მოხსენებით, უცხოელი ინვესტორების მოზიდვით ტურიზმის განსავითარებლად ამ სექტორში უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება. ქვეყნის მთავრობამ 10 ტურისტულ ღირსშესანიშნაობას მიანიჭა უპირატესობა: ბოროდობური (ცენტრალური იავა), მანდალაიკა ლომბოკი), ლაბუან ბაჯო, ბრომო-ტენგერ-სემერუ (აღმოსავლეთ იავა), ათასი კუნძული (ჯაკარტა), ტობა (ჩრდილოეთ სუმატრა), ვაკატობი (სამხრეთ-აღმოსავლეთ სულავესი), ტანჯუნგ ლესანგი (ბანტენი), მოროტაი (ჩრდილოეთ მალუკუ) და ტანჯუნგ კელაიანგი (ბელიტუნგი).

ინდონეზიის ქალაქების სია

სტატიაში მოცემულია ინდონეზიის ოფიციალური ქალაქების სია, ძირითადი კუნძულებისა და რეგიონების მიხედვით. მოსახლეობის მონაცემები ეყრდნობა 2005 წლის სტატისტიკას.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ინდონეზიაში

2012 წლის მონაცემებით ინდონეზიაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 8 ძეგლია. იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში მსოფლიოს მასშტაბით 962 ძეგლია შეტანილი, მათ შორის დაახლოებით 1 % ინდონეზიის ძეგლებია.

მათ შორის:

4 კულტურის ობიექტი

4 ბუნების ძეგლი2 მათგანი ადამიანის გენიის შედევრია (კრიტერიუმი i), 3 კი ბუნების ქმნილებაა (კრიტერიუმი vii).

მაჯაპაჰიტი

მაჯაპაჰიტი — ინდონეზიის იმპერია, ცენტრი კ. იავა. არსებობდა 1293-1520 წლებში. აერთიანებდა ინდონეზიის ფეოდალურ სახელმწიფოთა დიდ ნაწილს. მაჯაპაჰიტის დამაარსებელმა ვიჯაიამ აღადგინა ყოფილი იავური სახელმწიფოს სინგასარის ტერიტორია, გააფართოვა და განამტკიცა მისი საერთაშორისო, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობანი. ვიჯაიასა და მისი შვილის ჯაიანეგარის წინააღმდეგ აჯანყდნენ იავის ფეოდალები (რანგა ლავოს აჯანყება – 1295 წ., სორის – 1298-1300 წწ., ნამბის – 1309-1316 წწ. და კუტის – 1319 წ.). სეპარატისტ ფეოდალებთან ბრძოლაში დაწინაურდა გაჯა მადა, რომელიც მაჯაპაჰიტის ფაქტობრივი მმართველი გახდა (1364 წლამდე). 1331 წლიდან უკანასკნელ ფეოდალურ ამბოხებათა ჩახშობის შემდეგ, მაჯაპაჰიტი იქცა ძლიერ ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ. განმტკიცდა მიწაზე სახელმწიფო საკუთრება, მოწესრიგდა მეთემე გლეხობის გადასახადებით ექსპლუატაციის სისტემა, შემუშავდა მსახურეული ფეოდალებისათვის მიწების ბოძების წესი, კანონთა ახალი კრებული.

მაჯაპაჰიტის შემადგენლობაში შევიდა მთელი იავა, კ. ბალი, მადურის, სუმატრის, სუმბავის, კალიმანტანის, სულავესის ყველაზე განვითარებული ოლქები, მოლუკის კუნძულისა და მალაკის ნახევარკუნძულის ცალკეული რაიონები, XIV საუკუნე იყო იავის კულტურის აყვავების ხანა. ამ დროს შეიქმნა ისტორიული პოემა „ნაგარაკერტაგამა“, გაძლიერდა ტაძრების მშენებლობა, მაღალ დონეს მიაღწია სახვითმა ხელოვნებამ. XV საუკუნის შუა წლებში დაიწყო მაჯაპაჰიტის დაცემა. მან დაკარგა ტერიტორიის დიდი ნაწილი. დაახლ. 1520 წლისათვის მაჯაპაჰიტი რამდენიმე სამთავროდ დაიშალა.

სუბდუქცია

სუბდუქცია (ლათ. sub – ქვეშ და ductio – შეყვანა) — ლითოსფეროს ფილაქნების ტექტონიკაში ადგილი, სადაც ოკეანის ქერქი იძირება ნახევარგამდნარ ასთენოსფეროს ქვეშ. ფილის ზედა ნაწილი ხშირად კონტინენტურია, ქვედა ნაწილი კი – ოკეანური. სუბდუქციურ ზონასთან დაკავშირებულია ბევრი მიწისძვრა და მრავალი ვულკანი.

სუბდუქიური ზონა განსაკუთრებით კარგად შეინიშნება სეისმოტომოგრაფიულ პროფილში (ყოველ შემთხვევაში მანტიის ზედა და ქვედა საზღვრამდე — 670 კმ).

მასთან განსაკუთრებით დაკავშირებულია ორი ფართო გავრცელებული გეოდინამიკური ვითარება: აქტიური კონტინენტური განაპირა მხარეები და თაღისებური კუნძულები. სუბდუქციური ზონა რეალიზაციას განიცდის მას შემდეგ, რაც ოკეანური და კონტინენტური ფილები ურთიერთზემოქმედებას განიცდიან. სუბდუქცია წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ გეოლოგიურ რეჟიმს, რომლის ზონაში იქმნება მეტად ძლიერი მიწისძვრები, ცუნამი და სხვა სეისმური მოვლენები.

კარგად ცნობილი სუბდუქციური ზონები განვითარებულია წყნარ ოკეანეში (იაპონია, კურილის კუნძულები, კამჩატკის ნახევარკუნძული, ალეუტის კუნძულები და სხვ.); სუბდუქციურ ზონას მიეკუთვნება აგრეთვე ინდონეზიის დიდი ნაწილი (იავა, სუმატრა), სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები, ახალი ზელანდია და ა.შ.

ფლორესი

ფლორესი — მცირე ზონდის არქიპელაგში შემავალი კუნძული. კუნძულის ფართობი შეადგენს 14,300 კმ², აღმოსავლეთით მდებარეობს ინდონეზიის კუნძული იავა. აქ მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 1.5 მილიონ ადამიანს, და უდიდესი დასახლებული პუნქტია მაუმერე. ფლორესი შედის ინდონეზიის აღმოსავლეთი მცირე ზონდის კუნძულების პროვინციის შემადგენლობაში.

კუნძული მდებარეობს სუმბავას და კომოდოს აღმოსავლეთით და ლემბატას და ალორის არქიპელაგის დასავლეთით. კუნძულის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს ტიმორი. ფლორესი სუმბას სრუტითაა გამოყოფილი სუმბას კუნძულს და გარს აკრავს ფლორესის ზღვა.

XIII საუკუნიდან ეს ტერიტორია შედის მაჯაპაჰიტის შემადგენლობაში. 1544 წლიდან იწყება ევროპელთა მოგზაურობები ამ კუნძულზე, პირველები პორტუგალიელები იყვნენ. სწორედ პორტუგალიის კოლონია გახდა ფლორესი. მოგვიანებით უკვე ამ კუნძულს ჰოლანდიის იმპერია აკონტროლებდა.

1992 წლის 12 დეკემბერს, აქ მოხდა 7.8 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა, ამ მიწისძვრას 2,500 ადამიანი შეეწირა.

შრივიჯაია

შრივიჯაია, სრივიჯაია — სახელმწიფო ინდონეზიაში. შეიქმნა დაახლოებით VII საუკუნის შუა წლებში. ცენტრი ახლანდელი პალემბანგის რაიონში (კ. სუმატრა) მდებარეობდა. შრივიჯაიის განვითარებას ხელი შეუწყო ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ და ფუნანის დაცემამ. VII-IX საუკუნეებში შრივიჯაიამ დაიპყრო სუმატრის მეზობელი სახელმწიფოები - დასავლეთი იავა, დასავლეთი კალიმანტანი, მალაკის ნახევარკუნძული და ძლიერ საზღვაო იმპერიად გადაიქცა. აყვავების ხანას მიაღწია IX საუკუნის II ნახევარსა და X საუკუნეში - შაილენდრების დინასტიის მმართველობის პერიოდში. დაახლოებით 992 წელს დაიწყო შრივიჯაიის ბრძოლა მატარამთან არქიპელაგზე ბატონობისათვის. დაახლოებით 1016 წელს ომი შრივაჯაიის გამარჯვებით დამთავრდა, მაგრამ 1025 წელს შრივიჯაიაში შეიჭრნენ ჩოლის - ინდოეთის სახელმწიფოს ჯარები. ამ ომებმა შეარყია შრივიჯაიის ძლიერება, თუმცა კიდევ დაახლოებით ორი საუკუნის განმავლობაში ინარჩუნებდა პირველობას არქიპელაგის დასავლეთ რაიონებში. XIII საუკუნის ბოლოდან შრივიჯაიას შეუტიეს იაველებმა და სიამელებმა. XIV საუკუნის შუა წლებში შრივიჯაია მაჯაპაჰიტის მოხარკე გახდა. შრივიჯაია უკანასკნელად იხსენიება 1376 წელს.

ცენტრალური იავა

ცენტრალური იავა (ინდო. Provinsi Jawa Tengah) — პროვინცია ინდონეზიაში. ადმინისტრაციული დედაქალაქია სემარანგი. მდებარეობს კუნძულ იავაზე. საკმაოდ მაღალია ადამიანის განვითარების ინდექსის მაჩვენებელი. პროვინციის ფართობი 39 800,69 კმ²–ია, რაც იავის მთლიანი ფართობის დაახლოებით მეოთხედია. 2010 წლის აღწერით, მოსახლეობა 30 380 687 ადამიანს შეადგენს, რის შედეგადაც ის ინდონეზიის მესამე ყველაზე ხალხმრავალი პროვინციაა დასავლეთ იავის, აღმოსავლეთ იავის შემდეგ.

ცენტრალური იავა დაყოფილია 29 ოლქად და 6 საქალაქო მუნიციპალიტეტად.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.