თიხა

თიხადანალექი და ჰიდროთერმულად შეცვლილი ქანი, რომელიც ძირითადად შედგება თიხის მინერალებისაგან. თიხებში რელიქტური და ტერიგენული მინერალების — კვარცი, მინდვრის შპატი, ქარსი და სხვა — ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატობედეს 30-40%. ძირითადად ცემენტის როლს ასრულებს წმინდადისპერსიული თიხის მინერალები (კაოლინიტი, მონტმორილონიტი, ჰიდროქარსი და სხვა). თიხის მინერალთა დიდი კონცენტრაცია განაპირობებს მის მაღალ ხარისხს. თიხის მინერალოგიური და ფიზიკურ-ქიმიური თვისებები (იონთა გაცვლის უნარი, კოლოიდურობა, წყლიანი სუსპენზიების ტიქსოტროპიულობა, პლასტიკურობა, ცეცხლგამძლეობა და სხვა) განსაზრვრავს მის ეფექტურ გამოყენებას კერამიკული, სამსხმელო, ნავთობის, კომბინირებული საკვების წარმოებაში, აგრეთვე ქანდაკების ორიგინალის შესაქმნელად და სხვა.

მეტამორფიზმის შედეგად თიხა გარდაიქმნება არგილიტად, თიხაფიქლად, ფილიტად.

მონტმორილონიტიანი თიხების საბადოები ცნობილია საქართველოში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქმენეთში, ყაზახეთში, მექსიკაში, იტალიაში, რუმინეთში, აშშ-ში და სხვა.

თიხა
Clay-ss-2005
თიხა
ცნობები
ტიპი დანალექი
გამოიყენება მშენებლობაში

იხილეთ აგრეთვე

  • თიხის მინერალები
  • თიხაფიქლები
  • თიხნარი
  • თიხით მკურნალობა
  • თიხოვანი ხსნარი

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.