თეოლოგია

თეოლოგია, ან ღვთისმეტყველება (ბერძ. θεολογία) — მოძღვრება ღმერთის არსისა და ყოფის შესახებ. ღვთისმეტყველება წარმოიქმნება მხოლოდ ისეთი სწავლების ფარგლებში, როგორიცაა თეიზმი. ამიტომ, თეოლოგიაზე საუბრისას, იგულისხმება აბრაამისეული რელიგიები (იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი). ძველი ტრადიციები, როგორიცაა, მაგალითად, ვედები, აგრეთვე განეკუთვნება თეიზმს. ქრისტიანული თეოლოგიის ძირითად დებულებათა სისტემატიზატორია ნეტარი ავგუსტინე.[1]

სქოლიო

  1. თეოლოგია — სამოქალაქო განათლების ლექსიკონი
აბსოლუტი

აბსოლუტი (ლათ. absolutus — სრული, თავისთავადი, შეუზღუდველი) — მარადიული, განუსაზღვრელი და განუპირობებელი საფუძველი ყოველივესი. ტრადიციული მეტაფიზიკური ფილოსოფიის ძირითადი ცნება. იდეალისტურ ფილოსოფიასა და რელიგიაში აბსოლუტი ღმერთთან არის გაიგივებული. დიალექტიკური მატერიალიზმის მიხედვით, აბსოლუტი შეიძლება იყოს მხოლოდ თვითმოძრავი მატერია.

აბსოლუტიზმი (ფილოსოფია)

აბსოლუტიზმი — ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც ყველაფერს აბსოლუტის გამოვლინებად მიიჩნევს. ონტოლოგიაში აბსოლუტიზმი აბსოლუტის თეორიაა, შემეცნების თეორიაში — მხოლოდ ობიექტური აბსოლუტური ჭეშმარიტების თეორია, აქსიოლოგიაში — მორალურ და ესტეტიკურ ღირებულებათა სტანდარტების აბსოლუტური, ობიექტური, ზეადამიანური არსებობის აღიარება.

აპოლოგია

აპოლოგია (დაცვა, გამართლება, გამოსარჩლება) — სასულიერო ლიტერატურის დარგი, რომელიც მიზნად ისახავდა რელიგიის, ვისიმე ან რისიმე დაცვას, გამართლებას, გამოსარჩლებას (ზეპირად ან წერილობით). სიტყვა „აპოლოგია“ ხშირად იხმარება წინასწარგანზრახული დაცვის, გადაჭარბებული შექების, განდიდების მნიშვნელობით.

აპოლოგეტი იყო პიროვნება, ვინც იცავდა რელიგიურ დებულებებს ზეპირად თუ წერილობით. ასე წარმოიშვა აპოლოგეტური ლიტერატურა.

აყიდა

'აყიდა (არაბ. عقيدة; მრწამსი) — შეხედულებებისა და რწმენების კრებული, რომელიც გააჩნიათ ისლამის მიმდევრებს. ყოველი მუსლიმი ვალდებულია შეურყევლად სწამდეს 'აყიდის ექვსი ძირითადი პრინციპისა – ღვთის, ანგელოზების, წერილების, მაცნეების, უკანასკნელი დღისა და კარგისა თუ ცუდის ბედისწერისა. თუმცა სხვადასხვა 'აყიდის სკოლებს შორის არსებობს განსხვავებული შეხედულებები ამ პრინციპთა თვისებებზე, ყველა მათგანი თანხმდება ამ პრინციპებზე, როგორც 'აყიდის საფუძველზე.

დოგმატიკა

დოგმატიკა — სასულიერო მწერლობის დარგი, რომელიც მიზნად ისახავს ღმერთის გაგების და არსების, იდეური მხარის გარკვევას, დოგმატები ქრისტიანობის და სხვა რელიგიების მთავარ დებულებებს წარმოადგენენ. დოგმატური ღმრთისმეტყველების წარმოშობა განაპირობა ამათუ იმ რელიგიაში გავრცელებულმა აზრთა სხვადასხვაობამ. ქრისტიანულ რელიგიაში დოგმატიკა თავს იჩენს პირველი საუკუნიდანვე, შეჯამებულ სახეს კი მეცხრე საუკუნეში იღებს იოანე დამასკელის „მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემით“.

თალმუდი

თალმუდი (ებრ. תַּלְמוּד talmūd) — დიდი იუდეველი რაბინების (ღვთისმსახურების), თალმუდისტების მიერ შეკრებილი და შედგენილი მოძღვრების კრებული ძვ. წ. II საუკუნიდან დაწყებული ახ. წ. VI საუკუნემდე. წარმოადგენს იუდაიზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თხზულებას. ითვლება თორას (ღმერთის მიერ მოსესათვის ზეგარდმოვლენილი წმინდა კანონის) ჭეშმარიტ განმარტებად.

თეიზმი

თეიზმი (ბერძ. θεός — „ღმერთი“) — რელიგიური მოძღვრება, რომელიც ათეიზმის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს, რომ არსებობს განსაკუთრებული გონიერი პიროვნება — ღმერთი, რომელმაც შექმნა ქვეყანა და განაგებს მას.

იესოს ლოცვა

იესოს ლოცვა — ფსიქო-სომატური ლოცვა, შემადგენელია ისიხაზმისა (Hesychastes - მშვიდი). გულისმიერი ლოცვის რთული ასკეტური სისტემა, სუნთქვის რეგულაციით, რომლის დროსაც მონაწილეობას იღებს ადამიანის მთელი არსება (სული და სხეული); მიიღწევა განწმენდა ქვენა ინსტინქტებისგან და ვნებათა დაცხრომა.

მონიზმი

მონიზმი (ბერძნ. monos — ერთი) — ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც ყოველი არსებულის საფუძვლად აცხადებს ერთ საწყისს. მატერიალიზმი ასეთ საწყისად მატერიას მიიჩნევს, ხოლო იდეალიზმი — ღმერთს. ტერმინი მონიზმი სათავეს დასავლური ფილოსოფიიდან იღებს და ხშირად გამოიყენება სხვადასხვა რელიგიაში.

მონოთეიზმი

მონოთეიზმი (ბერძნ. μόνος = ერთადერთი და θεός = ღმერთი), ერთღმერთიანობა, ამა თუ იმ რელიგიაში ერთადერთი ღმერთის არსებობა, უპირისპირდება პოლითეიზმს, მრავალღმერთიანობას. ფორმალურად მონოთეისტურად ითვლება იუდაიზმი (იაჰვე), ქრისტიანობა (სამება), ისლამი (ალაჰი). ქრისტიანული სამება სამსახოვანია. ზიგმუნდ ფროიდმა თავის ანტირელიგიურ პამფლეტში "მოსე და მონოთეიზმი" (1950) ასეთი იდეა წამოაყენა: მოსე ფარაონის მსახური იყო. ფარაონმა ეხნატონმა სცადა ეგვიპტეში ერთი ღმერთის – ატონის კულტის შემოღება. მის რეფორმას წინ აღუდგა ქურუმობა და როგორც კი ფარაონი მოკვდა, მზის ღმერთ ატონის საქმეც დასრულდა. მოსემ სცადა ეს იდეა ებრაელებში განეხორციელებინა, მაგრამ ხალხმა ის მოკლა, თუმცა შემდეგ ინანა, მოსე მაინც გააღმერთესო. ეს საინტერესო იდეა მხოლოდ ვარაუდებს ეყრდნობა, ფროიდი გრძნობს ამას და მიუთითებს: დასაბუთება ჩემს შრომაში "ტოტემი და ტაბუ" მოვახდინეო. იგულისხმება მისი "ოიდიპოსის კომპლექსი", შვილების მიერ მამის მოკვლა, მერე სინანული, მამის გაღმერთება და მის სახელზე ცხოველის ტოტემად გამოცხადება. ფსიქოანალიზის ასეთი გზით (რასაც საფუძვლად სქესობრივი მიდრეკილება უდევს – ეჭვიანობა მამისადმი დედის მიმართ), ცხადია მონოთეიზმი ვერ აიხსნება, საკმარისი არგუმენტაციის არარსებობის გამო.

პატრისტიკა

პატრისტიკა (ბერძ. πατήρ, ლათ. pater — მამა) — ქრისტიანული ფილოსოფია. II — VIII საუკუნეების ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზროვნება, რომელიც დაკავშირებულია ადრექრისტიანულ ავტორებთან — ეკლესიის მამებთან. წმინდა მამების მიერ შემუშავებულმა სწავლებამ ქრისტიანობის რელიგიურ მსოფლმხედველობას ჩაუყარა საფუძველი. პატრისტიკის სემანტიკურ-აქსიოლოგიური წყაროებია ანტიკური ფილოსოფია (საერთორაციონალური მეთოდი და ისეთი ფილოსოფიური მიმართულებების კონკრეტული შინაარსი, როგორიცაა პლატონიზმი, ნეოპლატონიზმი, სტოიციზმი და სხვა) და ქრისტიანული თეოლოგიური დოქტრინა (უპირველესად, გამოცხადების იდეა და ასევე თეიზმის, კრეაციონიზმისა და თელეო-ლოგიზმის სემანტიკური ფორმები).

პატრისტიკის ევოლუცია 3 ეტაპად იყოფა: 1. ადრეული პატრისტიკა ანუ აპოლოგეტიკა (II-III სს.), დაკავშირებული ისეთ ავტორებთან, როგორებიც იყვნენ იუსტინი, ტატიანი, ათენაგორი, ტერტულიანე, კლიმენტ ალექსანდრიელი, ორიგენი. 2. მოწიფული პატრისტიკა (III-V სს.), რეალიზებული ბერძნულენოვან აღმოსავლეთში, კაპადოკიელ მოღვაწეთა წრეში: ბასილი დიდი, გრიგოლ ნოსელი, გრიგოლ ღვთისმეტყველი. 3. გვიანდელი პატრისტიკა (V-VIII სს.), მიმართული ქრისტიანული მოძღვრების სისტემატიზაციის პრობლემებზე.

პოლითეიზმი

პოლითეიზმი (ბერძნ. πολυ — ბევრი; θεός — ღმერთი) — რელიგიური მოძღვრება, რომელიც მრავალღმერთიანობას აღიარებს. პოლითეისტურ რელიგიებში ღმერთები ძირითადად გამოსახავენ ბუნების ძალებს ან სახელოვან წინაპრებს, რომლებიც შექმნილია ერთი აბსოლუტური ღმერთისგან (მონისტიკურ რელიგიებში) ან წარმოადგენენ ერთიანი სამყაროს განუყოფელ ნაწილებს (პანთეისტურ რელიგიებში).

სარწმუნოების სიმბოლო

სარწმუნოების სიმბოლო, მრწამსი — მოკლე, მაგრამ ზუსტი სიტყვით გადმოცემული სწავლება იმის შესახებ, თუ რა უნდა სწამდეთ ქრისტიანებს. მისი ტექსტის შემუშავება მოხდა პირველ და მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებების დროს, ამიტომაც ის „ნიკეა–კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლო“–დაც მოიხსენიება. ქართულ ენაში ეს სიმბოლო ცნობილია „მრწამსის“ სახელწოდებით.

ცნობილია სარწმუნოების სიმბოლოს ერთი რედაქცია, რომელიც იწოდებოდა ნინევიელთა სახელწოდებით. მასში საგანგებოდ იყო ყურადღება გამახვილებული ძე ღმერთის (ქრისტეს) თანასწორობის II თანატოლობის მოძღვრების შესახებ — მამა ღმერთთან.

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი — მრავალპროფილიანი უმაღლესი სასწავლებელი თბილისში.

ტოლკინის ლეგენდარიუმის კოსმოლოგია

ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმი მოიცავს ქრისტიანული თეოლოგიის და მეტაფიზიკის, მითოლოგიის და ძველი კოსმოლოგიური კონცეფციების ასპექტებს (როგორიც არის ბრტყელი დედამიწა).

ტოლკინის კოსმოლოგიის ძირითადი საძირკველი არის დუალიზმი სულიერ და მატერიალურ სამყაროს შორის. აინურებს, პირველქმნილებს, მაგრამ არამატერიალურ ანგელოზების მსგავს არსებებს აქვთ წარმოსახვის შეზღუდული საშუალება, ამიტომ სიცოცხლის ან ფიზიკური რეალობის შექმნა ერუ ილუვატარს შეუძლი. მატერიალურ სამყაროს ეწოდება „ეა“. ეაში შედის ნამდვილი სამყაროს ანალოგი, არდა (და მზის სისტემა), სადაც შუახმელეთი არის ძირითადი კონტინენტი.

ლეგენდარიუმში ხშირად განიხილება ალტერნატიული თეოლოგიებიც, როგორიც არის უკვდავობა (ელფების შემთხვევაში), რაც საპირისპიროა ადამიანების მოკვდავობის, რომელსაც „ძღვენს“ უწოდებენ.

ურბან IV

ურბან IV (ლათ. Urbanus PP. IV; ერისკაცობაში ჟაკ პანტელეონი; ფრანგ. Jacques Pantaléon; დ. 1200, ტრუა — გ. 2 ოქტომბერი, 1264, პერუჯა) — რომის პაპი 1261–1264 წლებში. ფრანგი ხელოსნის შვილი. იყო იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქი. თეოლოგია პარიზში ისწავლა. პონტიფიკატის პერიოდში არც ერთხელ არ ყოფილა რომში. შეუპოვრად ებრძოდა შტაუფენებს. მათ წინააღმდეგ შარლ ანჟუელს შეუკავშირდა და სიცილიის ტახტი შესთავაზა. გაზარდა კარდინალების რაოდენობა.

ფუნდამენტალიზმი

ფუნდამენტალიზმი (ლათ. Fundamentum — საფუძველი) — უკიდურესად კონსერვატიული ფილოსოფიური, მორალური და სოციალური მიმდინარეობების კრებითი სახელწოდება. ფუნდამენტალიზმი ხშირად წარმოადგენს თანადროულ საზოგადოებაში მიმდინარე გლობალიზაციური და სეკულარიზაციული პროცესების რეაქციას. ამ მიმართულების ერთ-ერთი ვარიანტია რელიგიური ფუნდამენტალიზმი. ფუნდამენტალიზმს ძირითადად საფუძველი ჩაეყარა აშშ-ის სამხრეთ შტატებში, განსაკუთრებით პრესვიტერიანებს, ბაპტისტებსა და მეთოდისტებს შორის XX საუკუნის 1910-იან წლებში. 1921-1929 წლებში არკანზასის, ტენესის, მისისიპისა და სხვა შტატებში ფუნდამენტალისტებმა გაატარეს ანტიევოლუციური კანონები, რომლის თანახმად სახელმწიფო სკოლებში იკრძალებოდა დარვინიზმის მოძღვრების სწავლება.

ციურიხის უნივერსიტეტი

ციურიხის უნივერსიტეტი (გერმ.: Universität Zürich) — უმსხვილესი უნივერსიტეტი შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში. დაარსდა 1833 წლის 29 აპრილს თეოლოგიის, იურისპრუდენციის, მედიცინისა და ფილოსოფიის ფაკულტეტებით. ამჟამად უნივერსიტეტის მიმართულებებია ხელოვნება, ეკონომიკა, იურისპრუდენცია, მედიცინა, მეცნიერება, თეოლოგია და ვეტერინარიული მედიცინა. გაერთიანებულია ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგაში.

ჰილოძოიზმი

ჰილოძოიზმი (ბერძნ. hylē აქ – ნივთიერება, მატერია და zoē – სიცოცხლე) — ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის თანახმად, მთელი სამყარო არის ცოცხალი, გასულიერებული. ტერმინი ჰილოძოიზმი შემოიღო ინგლისელმა ფილოსოფოსმა რალფ კადუორთმა XVII საუკუნეში.

ჰილოძოიზმს უპირისპირდება მექანიციზმი. ჰილოძოიზმის საწყისი ფორმაა ანიმიზმი. მისი თავისებური სახეა — პანფსიქიზმი. ჰილოძოიზმის წარმომადგენლები არიან ძველი ბერძენი ნატურფილოსოფოსები (თალესი, ანაქსიმანდრე, ანაქსიმენე, ჰერაკლიტე, ემპედოკლე), სტოიკოსები.

რენესანსის ეპოქაში იგი აღადგინეს იტალიელმა ნატურფილოსოფოსებმა (ბერნარდინო ტელეზიო, ჯორდანო ბრუნო).

ჰილოძოიზმის ელემენტებს შეიცავს XVIII საუკუნის ფრანგი მატერიალისტების — დენი დიდროსა და ჟან ბატისტ რობინეს შეხედულებები.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.