თეთრი ვარდი

თეთრი ვარდი (გერმ. Weiße Rose) — ნაციზმის წინააღმდეგ მებრძოლი საიდუმლო ორგანიზაცია გერმანიაში, დაარსდა 1942 წლის ივნისში. ორგანიზაცია მიზნად ისახავდა გერმანელი ხალხის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის გამოფხიზლებას ნაცისტური პროპაგანდის გავლენისაგან.

Scholl-Denkmal, München
თეთრი ვარდის მონუმენტი მიუნხენის უნივერსიტეტის წინ.

ბრძოლა ნაციზმის წინააღმდეგ

ნაცისტურ გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროს არსებობდა ორგანიზებული წინააღმდეგობის ცენტრი, რომელიც "თეთრი ვარდის" სახელწოდებითაა ცნობილი. მისი სულის ჩამდგმელები მიუნხენის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები — ჰანს შოლი და ალექსანდერ შმორელი იყვნენ. "თეთრი ვარდის" საქმიანობა ემსახურებოდა გერმანელი ხალხის გამოფხიზლებას ნაცისური პროპაგანდის გავლენისაგან. 1942 წლის ივნისში შოლმა და შმორელმა დაბეჭდეს ოთხი მოწოდების ფურცელი გერმანელი საზოგადოებისადმი, სადაც ისინი ქრისტიანული მორალისა და ჰუმანისტური ეთიკის პრინციპებიდან გამომდინარე, გმობდნენ ნაციონალ-სოციალისტური პარტიის საქმიანობას. მოგვიანებით შოლს და შმორელს შეუერთდნენ შოლის 21 წლის და სოფი და მეგობრები — კრისტოფ პრობსტი და ვილი გრაფი. 1942 წლის დეკემბერში ორგანიზაციას შეუერთდა სტუდენტების მენტორი, ფილოსოფიის პროფესორი კურტ ჰუბერი. ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში სტუდენტებმა მოწოდების 15 000-მდე ეგზემპლარი დაბეჭდეს. ფურცლები ვრცელდებოდა არა მხოლოდ მიუნხენში, არამედ ვენაში, შტუტგარტსა და ლინცში. "თეთრი ვარდის" მოწოდებათა გავრცელება გესტაპოსთვისაც მალევე გახდა ცნობილი და 1943 წლის თებერვალში შეიქმნა სპეციალური დანაყოფი, რომელსაც ფურცლების წარმომავლობის საკითხი უნდა დაედგინა. 1943 წლის 18 თებერვალს, მიუნხენის უნივერსიტეტში ფურცლების დაყრისას უნივერსიტეტის ზედამხედველმა შენიშნა ჰანს და სოფი შოლები, რომლებიც პოლიციამ მაშინვე დააპატიმრა. გამოძიებამ დაადგინა "თეთრი ვარდის" სხვა წევრთა ვინაობაც. ჰანს შოლს აღმოუჩინეს კრისტოფ პრობსტის ხელწერილი წარწერით "ჰიტლერი და მისი რეჟიმი უნდა დაეცეს, ამით გერმანია გადარჩება". თებერვალს პრობსტი ინსბრუკში დააკავეს. 22 თებერვალს სახალხო სასამართლომ როლანდ ფრაისლერის თავმჯდომარობით,სიკვდილი მიუსაჯა სამივე დაკავებულს. იმავე დღს სამივე მათგანს თავები მოჰკვეთეს. რამდენიმე დღის შემდეგ დააპატიმრეს ორგანიზაციის დანარჩენი წევრებიც, რომელთა სასამართლო 1943 წლის 19 აპრილს გაიმართა. პროფესორი კურტ ჰუბერი, ვილი გრაფი და ალექსანდერ შმორელი სიკვდილით დასაჯეს. "თეთრი ვარდი" სახეცვლილი ფორმით არსებობას განაგრძობდა ჰამბურგში . 1942 წელს შოლისა და შმორელის მეგობარმა გოგონამ ტრაუტე ლაფრენცმა მიუნხენიდან მესამე მოწოდება წაიღო ჰამბურგში და სკოლის მეგობარ ჰაინც კუხარსკისთან ერთად გაავრცელა. გესტაპომ კუხარსკი 1945 წლის 17 აპრილს დაიჭირა. სასამართლომ მას სიკვდილი მიუსაჯა, თუმცა, აღსრულებამდე, ტრანსპორტირებისას, ინგლისელებმა გერმანელებზე შეტევა მოაწყვეს და კუხარსკიმ გაქცევა მოახერხა. მან 2000 წლამდე იცოცხლა. ტრაუტე ლაფრენცი დღესაც ცოცხალია.

A.schmorrell.drawing

ალექსანდერ შმორელი

Bundesarchiv Bild 146II-744, Kurt Huber

კურტ ჰუბერი

ლიტერატურა

  • გიორგი ასტამაძე, ორგანიზაცია "თეთრი ვარდი", ჟურნალი ისტორიანი, სექტემბერი, №9, 2013
  • DeVita, James "The Rose of Treason", Anchorage Press Plays. Young adult play of the story of The White Rose. ISBN 978-0-87602-409-6
  • Dumbach, Annette & Newborn, Jud. "Sophie Scholl & The White Rose". First published as "Shattering the German Night", 1986; this expanded, updated edition Oneworld Publications, 2006. ISBN 978-1-85168-536-3
  • Hanser, Richard. A Noble Treason: The Revolt of the Munich Students Against Hitler. New York: G.P. Putnam's Sons, 1979. Print. ISBN 978-0-399-12041-1
  • McDonough Frank, Sophie Scholl: The Real Story of the Woman Who Defied Hitler, History Press, 2009. ISBN 978-0-7524-5511-2

რესურსები ინტერნეტში

22 თებერვალი

22 თებერვალი — გრიგორიანული კალენდრის 53-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 312 დღე (ნაკიან წელში - 313).

ზეინაბ ბოცვაძე

ზეინაბ ბოცვაძე (დ. 13 აგვისტო, 1944, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 6 ივლისი, 1994, მოსკოვი, რუსეთი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1981).

ზეინაბ ბოცვაძე დაიბადა 1944 წლის 13 აგვისტოს, ქალაქ თბილისში. 14 წლისა იყო როდესაც მამა გარდაეცვალა. დედა რომ გარდაიცვალა თეატრში აღარ თამაშობდა. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1968 წელს. 1963 წელს პირველი კურსის სტუდენტმა რუსთაველის სახელობის თეატრის სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა და მას შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ თეატრის მსახიობი.1964 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში; შესრულებული აქვს შემდეგი როლები: მაგდალენა (ფედერიკო გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“), ისმენე (ჟან ანუის „ანტიგონე“), ოფელია და ელო (თამაზ ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“), დედოფალი, სოფლელი გოგონა, თხა, მოტირალი (სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“), აგრაფინა დანელია და გულიკო (ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამე“), ნელი (ნოდარ წულეისკირის, გ. გეგეჭკორის „ძველი სამრეკლო“) და სხვა.მისი სამსახიობო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ნანა მჭედლიძემ ქუჩაში დაინახა, მოეწონა და თავის ფილმში „ჩქარი მატარებელი“ გადაიღო. ფილმში მსახიობის გმირს ბიჭი ესალმება ფრაზით: „გამარჯობა გოგონა“. ამ ფილმის შემდეგ მას ყველა ამ ფრაზით ესალმებოდა. ზეინაბ ბოცვაძის კინოდებიუტი შედგა 1960 წელს ნანა მჭედლიძის მოკლემეტრაჟიან ფილმში „ჩქარი მატარებელი“, სადაც „გოგოს“ როლი განასახიერა. სულ 20-ზე მეტ ფილმშია გადაღებული. კინოფილმებში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ფუნდუ („განძი“), ლელა („ერთი ცის ქვეშ“), მაყვალა („ჩქარი მატარებელი“), გოგონა („ცეცხლი და სიყვარული“) ფატი („პალიასტომი“), დედა („ნერგები“), ქეთევან ბარათელი („მონანიება“) და სხვა.ბოცვაძის სამსახიობო ხელოვნებისათვის დამახასიათებელი იყო გარდასახვის კარგი უნარი, გამომსახველობითი პლასტიკურობა, თეატრალობა, გემოვნება და ბუნებირვი კომიზმი.უკანასკნელად კინოში ლევანის დედის როლში გამოჩნდა გუგული მგელაძის ფილმში „ჩაკლული სული“ (1994). აღსანიშნავია ქეთევან ბარათელის როლი თენგიზ აბულაძის გახმაურებულ ფილმში „მონანიება“.2015 წელს ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში გაიხსნა ზეინაბ ბოცვაძის ბარელიეფი. უკვდავთა ბაღში მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძის მიერ შექმნილი ბარელიეფი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განთავსდა.ზეინაბ ბოცვაძეს 23 წლიდან ჰქონდა დიაბეტი. გარდაიცვალა 1994 წლის 6 ივლისს ქალაქ მოსკოვში. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. იმ ქუჩას, რომელზეც იგი ცხოვრობდა, „ბოცვაძის ჩიხი“ დაარქვეს.

ივანე საყვარელიძე

ივანე ვანიჩკა საყვარელიძე (დ. 3 აპრილი, 1921 — გ. 30 მარტი, 2002 ) — ქართველი მსახიობი, ცნობილი მონადირე. 1947 წლიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის, ხოლო 1962 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. გადაღებულია 43 ფილმში, სულ მონაწილეობა აქვს მიღებული 49 სამსახიობო როლში. კინოკარიერა დაიწყო 1960-იან წლებში. მისი პირველი როლი შედგა ფილმში „ტარიელ გოლუა“. აღსანიშნავია ისაკის როლი ფილმში „დათა თუთაშხია“ და მარკშეიდერის როლი ფილმში „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ და სხვა. 1997 წელს გამოჩნდა მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმში „ანარეკლი“.

ინგლისის სამეფო

ინგლისის სამეფო (ინგლ. Kingdom of England) — სუვერენული სახელმწიფო დიდი ბრიტანეთის კუნძულზე. დაარსდა მეათე საუკუნეში, რამდენიმე ანგლო-საქსური სამეფოს გაერთიანების შედეგად. 1707 წელს ინგლისის სამეფომ არსებობა შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც ინგლისი და შოტლანდია გაერთიანდნენ და ჩამოაყალიბეს დიდი ბრიტანეთის სამეფო.

მეათე საუკუნიდან მოყოლებული დაიწყო ანგლო-საქსური სამეფოების გაერთიანება ალფრედ დიდის მიერ (რომელიც ინგლისის პირველ მეფედაც მოიხსენიება). მისი საქმე დაასრულა მისმა შვილიშვილმა ათელსტანმა (927-939). მე-11 საუკუნეში ინგლისის მიწები გახდა კნუტ დიდის იმპერიის ნაწილი. 1066 წელს ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობას მოჰყვა დედაქალაქის გადატანა ანგლო-საქსური ვინჩესტერიდან ლონდონში, რომელიც მალევე გახდა ინგლისის უდიდესი და უმდიდრესი კომერციული ცენტრი.

ინგლისის ისტორია ნორმანეთა მიერ დაპყრობის შემდეგ დაყოფილია მისი მმართველი დინასტიების მიხედვით: ნორმანები 1066-1154, პლანტაგენეტები 1154-1485, ტიუდორები 1485-1603 და სტიუარტები 1603-1714 (გამონაკლისი 1649-1660, როდესაც ინგლისში კრომველის დიქტატურა იყო).

1066 წელს ინგლისი დაიპყრეს ნორმანებმა უილიამ დამპყრობელის მეთაურობით. მან სათავე დაუდო ნორმანთა დინასტიას. პლანტაგენეტების დინასტიიდან ინგლისის პირველი მეფე იყო ჰენრი II (მეფობდა 1154-1189)-ანჟუს გრაფი. რომელსაც ეკუთვნოდა მიწები საფრანგეთში. მის შემდეგ პლანტაგენეტ მეფეებს „ანჟუელი მეფეები“ ეწოდათ. პლანტაგენეტთა ორი შტო -ლანკასტერები და იორკები ერთმანეთს ვარდების ომში დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ ტიუდორებმა (ლანკასტერებმა) გაიმარჯვეს და ინგლისის სათავეში მოვიდნენ. ხოლო ტიუდორები შეცვალეს სტიუარტებმა.

ედუარდ I-ის მიერ უელსის დაპყრობის (1284) შემდეგ, უელსიც ინგლისის სამეფო გვირგვინის ქვეშ გაერთიანდა. ედუარდ III-მ (1327-1377) ინგლისი ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს სამეფოდ აქცია. 1340-იანი წლებიდან ინგლისის მეფეები ცდილობენ მოიპოვონ საფრანგეთის მეფის ტიტული. ისინი ფლობდნენ პლანტაგენეტთა კუთვნილ მიწებს საფრანგეთში და ცდილობდნენ მათ გაფართოებას. ამას მოჰყვა ასწლიანი ომი ინგლისსა და საფრანგეთს შორის. გარკვეული წარმატებების მიუხედავად ინგლისმა დაკარგა ყველა მიწა და მხოლოდ ნავსადგური კალე შეინარჩუნა საფრანგეთში. ვარდების ომის შემდეგ ინგლისის სათავეში ტიუდორები მოვიდნენ. მათ შეძლეს ინგლისის აღორძინება და ძლიერ სახელმწიფოდ გადაქცევა. მათ დროს მოხდა ინგლისის და უელსის საბოლოო გაერთიანება 1542 წელს. ჰენრი VII-მ გაატარა უამრავი რეფორმა. მის დროს მოხდა კონფლიქტი მას და რომის პაპს შორის. ამას მოჰყვა კათოლიკობის უარყოფა და ახალი ქრისტიანული მიმდევრობის ჩამყალიბება. მისი ქალიშვილის ელიზაბეტ I-ის დროს ინგლისი ევროპის წამყვან ძალად იქცა. გარკვეულწილად ელიზაბეტის მეფობამ ჩაუყარა საფუძველი შემდგომში ბრიტანეთის იმპერიის შექმნას.

1603 წელს ელიზაბეტი უმემკვიდროდ გარდაიცვალა, ამიტომაც ინგლისი ტახტზე მოიწვიეს ელიზაბეტის ახლო ნათესავი, შოტლანდიის მეფე ჯეიმზ VI (ინგლისში ჯეიმზ I) სტიუარტი. იგი ქვეყნებს ცალ-ცალკე მართავდა ანუ არ მომხდარა მათი გაერთიანება. სტიუარტთა მმართველობისას ინგლისში მოხდა სამოქალაქო ომი, მეფის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეთა შორის. ომი დამთავრდა ჩარლზ I-ის სიკვდილით დასჯით 1649 წელს. მონარქია აღდგა 1660 წელს, თუმცა სამოქალაქო ომმა გავლენა იქონია მასზე. ინგლისის მეფეს არ შეეძლო ემართა ქვეყანა პარლამენტის გარეშე. 1688 წელს მოხდა სახელოვანი რევოლუცია. ინგლისი გახდა კონსტიტუციური მონარქია. 1707 წლის 1 მაისს ინგლისის სამეფო და შოტლანდია გაერთიანდნენ და შეიქმნა დიდი ბრიტანეთის სამეფო.

იორკები

იორკები (ინგლ. House of York) — ინგლისური სამეფო დინასტია. პლანტაგენეტების სამეფო სახლის ერთ-ერთი შტო. მონაწილე მხარე ვარდების ომში, ლანკასტერების დინასტიის წინააღმდეგ. იყვნენ იორკის პირველი ჰერცოგის ედმუნდ ლანგლის შთამომავლები. მათი სიმბოლო იყო თეთრი ვარდი.

კახი კავსაძე

კახი კავსაძე (დ. 5 ივნისი, 1935) — ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი. შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1981). კოტე მარჯანიშვილის (2009) და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2010).

ლეო ანთაძე

ლეო ანთაძე (დ. 12 ნოემბერი, 1932, თბილისი) — ქართველი მსახიობი.

1955 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1955–1967 წლებში მოღვაწეობდა მარჯანიშვილის, 1967–1975 წლებში რუსთავის თეატრებში. 1975 წლიდან კვლავ დაუბრუნდა მარჯანიშვილის თეატრს. მის მიერ შესრულებულ როლებს შორის აღსანიშნავია: ზურია - რეზო თაბუკაშვილი „რას იტყვის ხალხი“; შოთა არევაძე — კიტა ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“; ბუბნოვი — მაქსიმ გორკის „ფსკერზე“; ჩარლი — ტომას ბრანდონის „ჩარლის დეიდა“; ზურიკო — ნოდარ დუმბაძის, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“; შიშკობა — პოლიკარპე კაკაბაძის „კახაბერის ხმალი“ და სხვ. კინოროლებიდან: „ყვავილი თოვლზე“ (1959); „გაქცევა გამთენიისას“ (1975); „დათა თუთაშხია“ (1978); „მონანიება“ (1984); „ქუჩის დღეები“ (2010); „რენე მიდის ჰოლივუდში“ (2010) და სხვ.

1961 წელს საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის , ხოლო 1979 წელს მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.

ნანა მჭედლიძე

ნანა ბიძინას ასული მჭედლიძე (დ. 20 მარტი, 1926, ხონი — გ. 28 მარტი, 2016) — ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1983), საქართველოს რესპუბლიკის ღირსების ორდენის მფლობელი.

უკვდავების თეთრი ვარდი

„უკვდავების თეთრი ვარდი“ — კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ 1984 წელს გადაღებული ქართული მხატვრული ფილმი. რეჟისორი ნანა მჭედლიძე. კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი.

ზღაპრის გმირებს, თეონას და ჭაბუკას უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ბედის უკუღმართობა, ბოროტი სულები და სხვა მრავალი წინააღმდეგობანი დააშორებს მათ. ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწევთ გმირებს, ვიდრე კვლავ ერთად შეიყრებიან.

შერონ სტოუნი

შერონ ფონ სტოუნი (ინგლ. Sharon Vonne Stone; დ. 10 მარტი, 1958, მიდვილი, პენსილვანია) — ამერიკელი კინომსახიობი.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.