თანახი

თანახი (ებრ. תַּנַ"ךְ) — წმინდა წერილების სათაური, მიღებული ებრაულ ენაში (ქრისტიანულ ტრადიციაში პრაქტიკულად სრულიად შეესაბამისება ძველ აღთქმას).

სიტყვა ”ი” არის აბრევიატურა, შედგენილი თანახის სამი ნაწილის პირველი ასოებიდან:

ტერმინი გაჩნდა ებრაელი თეოლოგების შუასაუკუნოვან შრომებში.

Leningrad Codex Carpet page e
თანახის სათავო გვერდი (1008 წ).

რესურსები ინტერნეტში

თორა

თორა (ძვ. ებრაულად תורה - მოძღვრება, კანონი), ბიბლიის პირველი ხუთი წიგნის სახელი. ტრადიცია მის შედგენას მოსეს მიაწერს.

თორა არის თანახის (תנ"ך) ნაწილი, რომელიც ქრისტიანული ბიბლიის ძველ აღთქმას შეესაბამება.

თორა შედგება მოსეს 5 წიგნისაგან:

დაბადება Genesis (ბერეშით בראשית) - მოსეს I წიგნი

გამოსვლათა Exodus (შემოთ שמות) - მოსეს II წიგნი

ლევიტელთა Lexitikus (ვაიკრა ויקרא) - მოსეს III წიგნი

რიცხვთა Numeri (ბემიდბარ במדבר) - მოსეს IV წიგნი

მეორე რჯულისა Deuteronomium (დვარიმ דברים) - მოსეს V წიგნი

იეჰოვა

იეჰოვა, ჲაჰვე (ძველქართული იეღოვა, ეღოვა, ეგოვა) — ივრითისეული ოთხასოეულ „ტეტრაგრამატონის“ ჲჰვჰ, יהוה-ის ლათინური ვერსია, რომელიც გავრცელდა სხვადასხვა ენებში. იგი აბრაამისეული რელიგიების ორ განაყოფში - იუდაიზმსა და ქრისტიანობაში გვხვდება. წარმოადგენს ისრაელის ღმერთის და მამა−ღმერთის საკუთარი სახელს. გამოიყენება ძველ აღთქმაში (თანახი). ბიბლიის თანახმად, უფალი გამოეცხადა ებრაელ ხალხს მოსეს დახმარებით.

მარშალიანეს კოდექსი

მარშალიანეს კოდექსი (Codex Marchalianus), რომელიც აღინიშნება Q ასო-ნიშნით — VI საუკუნის ბერძნული ხელნაწერი, სეპტუაგინტას ასლი, რომელიც თავის მხრივ ითარგმნა ებრაული ბიბლიიდან (თანახი ან ძველი აღთქმა). ტექსტი დაწერილია ტყავის ეტრატზე უნციალური ბერძნულით. სიძველის მიხედვით იგი განეკუთვნება მე-6 საუკუნის ხელნაწერს.ხელნაწერის სახელწოდება დაკავშირებულია მისი ყოფილი მფლობელის - რენე მარშალის სახელთან.

ოქსირინჰუსის პაპირუსები

ოქსირინჰუსის პაპირუსები — ხელნაწერთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი, აღმოჩენილია არქეოლოგთა მიერ ეგვიპტეში ოქსირინჰუსის მახლობლად. უძველესი პაპირუსი თარიღდება ძვ.წ. 50 წლით, უახლესი VI ს. შუახანებით. ისინი მოიცავს ათასობით ბერძნულ და ლათინურ დოკუმენტს, წერილს თუ ლიტარეტურულ ნაწარმოებს. გარდა ამისა, ვხვდებით ხელნაწერებს თხელ პერგამენტზე, უფრო გვიანდელ არაბულს და აგრეთვე, ხელნაწერებს ქაღალდზე (მაგალითად, შუა საუკუნეების პ. ოქსი.VI 1006).

1896 წელს ოქსფორდელმა სწავლულებმა ბერნარდ გრენფელმა და არტურ ჰანტმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ ოქსირნიხის გამომშრალ მიწაში, დაუსახლებელ ადგილას, ძველი ქალაქის ნასახლარზე უამრავი პაპირუსი იყო შემონახული, რომელთაგან ბევრი ფაქტობრივად ფეხებში ებლანდებოდა გამვლელს. მას შემდეგ ოქსირნიხი გახდა პაპიროლოგებისათვის მექა, გათხრები აქ ფაქტობრივად შეუჩერებლად მიმდინარეობდა.

ოქსირნიხის პაპირუსთა შორის აღმოჩნდა – ფრაგმენტები საფოს დაკარგული შრომებიდან, სოფოკლეს, ევრიპიდეს და სხვათა პიესები, უცნობ ავტორთა მიერ შედგენილი თუკიდიდეს გაგრძელებები, ტიტუს ლივიუსის მივიწყებული წიგნის მონათხრობი, აგრეთვე, მრავალრიცხოვანი ადრექრისტიანული ხანის ტექსტები („ოქსირნიხის სახარება“, თომას აპოკალიფსური სახარება).

ბიზანტიის ეგვიპტის მსხვილი მიწათმფლობელობის კვლევისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს აპიონების საოჯახო არქივს.

რელიგია

რელიგია — იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალები, რომლებიც ზემოქმედებენ სამყაროზე და ადამიანის ცხოვრებაზე. ეტიმოლოგიურად რელიგიის ყველაზე ცნობილი განსაზღვრებაა „ხელახლა დაკავშირება“, თუმცა სხვები ვარაუდობენ, რომ იგი ნიშნავს „(სამყაროს) განმეორებით წაკითხვას“. ეს იდეა ღირებულია ქრისტიანობისათვის, მაგრამ არა რომაული წარმართობისათვის, რომლისგანაც მომდინარეობს ეს სიტყვა. მათთვის „რელიგია“ არის ღმერთთან ვისიმე ხელახლა დაკავშირების იარაღი.

ძველი აღთქმა

ძველი აღთქმა — საერთო წმინდა ტექსტი (წიგნთა კრებული) იუდაიზმისა და ქრისტიანობისა. პირველი, უძველესი ნაწილი ქრისტიანული ბიბლიისა, უძველესი ებრაული წმინდა წერილი (ებრაული ბიბლია — თანახი).

წარღვნა

წარღვნა — მეორედ მოსვლა, წყალრღვნა, სამყაროს დაღუპვა, გერმ. რაგნაროკი, ადამიანთა მოდგმის გაწყვეტა წყალდიდობის ან მსოფლიო ხანძრის მეშვეობით — საყოველთაო უზნეობის, უსაქციელობის, გადაგვარების დროს, კაცთა მოდგმის განახლების მიზნით (რაგნაროგში ღმერთებიც იღუპებიან). საბერძნეთში ეს მოხდა დევკალიონის დროს, შუამდინარეთში უთ(ა)ნაფიშთიმის დროს, (იგივე ზიუსუდრა). ბიბლიური წარღვნა კი პატრიარქ ნოეს ჟამს.

ნოე წელიწადს 12 თვედ ყოფდა. თითოეულ თვეში 30 დღე შედიოდა. ძველ დროში პირველი თვე ჩვენი კალენდრის მიხედვით სექტემბრის მეორე ნახევრიდან იწყებოდა. კოკისპირული წვიმა კი წამოვიდა „მეორე თვის მეჩვიდმეტე დღეს“ და ძვ. წ. 2370 წლის ნოემბერსა და დეკემბერში 40 დღე-ღამის განმავლობაში გადაუღებლივ წვიმდა.ერთ-ერთ ისტორიულ წყაროში ნათქვამია: „დედამიწაზე წარღვნა 40 დღეს გრძელდებოდა. წყლის დონემ ისე აიწია, რომ ცისქვეშეთში ყველა მაღალი მთა დაფარა. წყალი მაღალი მთების მწვერვალებსაც კი 6,5 მეტრით სცდებოდა

კიდობნის აშენების შემდეგ, ღმერთმა უთხრა ნოეს: „შედით კიდობანში შენ და შენი ოჯახი, რადგან დავინახე, რომ შენა ხარ მართალი ჩემ წინაშე ამ თაობაში. წმინდა ცხოველთაგან აიყვანე შვიდ-შვიდი, დედალ-მამალი, უწმინდურ ცხოველთაგან მხოლოდ ორ-ორი, დედალ-მამალი“ (დაბადება 7:1, 2). ზოგიერთი თარგმანი, მაგალითად, „ახალი ინგლისური ბიბლია“, „ახალი იერუსალიმის ბიბლია“ და „თანახი — წმინდა წერილები“, ამ ებრაულ ტექსტს თარგმნის „შვიდ წყვილად“. რის საფუძველზე განარჩევდნენ წმინდა ცხოველებს უწმინდური ცხოველებისგან? როგორც ჩანს, ცხოველებს იმის საფუძველზე კი არ განარჩევდნენ, თუ რომელი იყო საჭმელად ვარგისი და რომელი არა, არამედ იმის საფუძველზე, თუ რომლის შეწირვა შეიძლებოდა მსხვერპლად ღვთის თაყვანისცემისას და რომლის არა. წარღვნამდე ადამიანები ხორცს არ ჭამდნენ. ცხოველები საკვებად „წმინდად“ და „უწმინდურად“ მოსეს რჯულით დაიყო და მოსეს რჯულის გაუქმებასთან ერთად ეს ცნებებიც გაუქმდა . როგორც ჩანს, ნოემ იცოდა, რომელი ცხოველების გამოყენება შეიძლებოდა ღმერთისთვის მსხვერპლის შეწირვისას. კიდობნიდან გამოსვლისთანავე „აუშენა ნოემ სამსხვერპლო უფალს და აიღო ყოველი წმიდა პირუტყვისაგან და ყოველი წმიდა ფრინველისგან, და აიტანა სრულადდასაწველნი სამსხვერპლოზე“ (დაბადება 8:20).

ჩრდილო-დასავლეთ შეერთებული შტატების ლანდშაფტის შემსწავლელი გეოლოგების აზრით, დედამიწა დაახლოებით 100 წარღვნის მოწმეა. მათგან ერთ-ერთის შესახებ ამბობენ, რომ წყალი უცებ მოვარდა და მისი სიმაღლე 600 მეტრი იყო, სიჩქარე 105 კილომეტრი საათში, მოცულობა 2 000 კუბური კილომეტრი, ხოლო მასა ორი ტრილიონი ტონა. სხვა მსგავსმა აღმოჩენებმა მეცნიერები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ მსოფლიო წარღვნა სრულიად დასაშვები იყო.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.