ზედა პალეოლითი

ზედა პალეოლითიპალეოლითის (ძველი ქვის ხანის) გვიანი საფეხური. ამ დროის ადამიანი უფრო ფართოდ არის განსახლებული დედამიწის ზურგზე, ვიდრე ქვედა პალეოლითში. აფრევრაზიის შემდეგ იგი მეოთხე მატერიკზე, ამერიკაშიც გადასულა. თუ ადრე ნეანდერტალელთა ნაბინარებს ევრაზიის სამხრეთ და ცენტრალურ რაიონებში ვხვდებოდით, ახლა კრომანიონელებს ამ მატერიკების ჩრდილოეთი ნაწილიც დაუსახლებიათ და ეპოქის ბოლოს თვით არქტიკამდეც კი მიუღწევიათ.

დღეისათვის გვიანპალეოლითელი ადამიანის 750–ზე მეტი ძეგლია ცნობილი. აქედან საქართველოს ტერიტორიაზე 50-ზე მეტი ძეგლი მოდის. ზედა ანთროპოგენში ყინვარების საგრძნობლად უკან დახევის შედეგად, განთავისუფლებული დიდი ტერიტორია ზედაპალეოლითელს საკმაოდ სწრაფად აუთვისებია.

ზედაპალეოლითელი ადამიანის ნაბინარები მიკვლეულია საქართველოს შავიზღვისპირეთში, ცხენისწყალ–რიონ–ყვირილას უზში, კავკასიონის მთისწინეთსა და შუამთიანეთში, აგრეთვე ანტიკავკასიონის მთისწინეთში, უმთავრესად მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ისტორიული ქვემო ქართლის ფარგლებში.

Laussel
ლოსელის ვენერა, ზედა პალეოლითის ხანის ქვაზე ნაკვეთი.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970

რესურსები ინტერნეტში

ბალკანეთის ნახევარკუნძულის პრეისტორია

ბალკანეთის ნახევარკუნძულის პრეისტორიული პეტიოდი დაახლოებით 44 000 წლის წინ ზედა პალეოლითის ხანაში კრომანიონელის გამოჩენით იწყება და დაახლოებით ძვ. წ. VIII საუკუნეში ანტიკური ხანის საბერძნეთში პირველი წერილობით წყაროების გამოჩენით სრულდება.

სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის პირველყოფილი ადამიანების ისტორია პირობითად იყოფა შედარებით მცირე პერიოდებად: ზედა პალეოლითი, ჰოლოცენი მეზოლითი, ნეოლითური რევოლუცია. პრეისტორია არ მოიცავს ეგეოსის კულტურას (ძვ. წ. 2800–1200).

ბელგიის ისტორია

ბელგიის ისტორია გადაჯაჭვულია მისი მეზობლების ისტორიასთან. ისტორიის უმეტეს დროს დღევანდელი ბელგიის ტერიტორია წარმოადგენდა ისეთი დიდი პოლიტიკური ერთეულების ნაწილს როგორიც იყო კაროლინგების იმპერია ან დანაწევრებული იყო ისეთ მცირე სამთავროებად როგორების იყვნენ: ბრაბანტის საჰერცოგო, ფლანდრიის საგრაფო, ლეჟიის საეპისკოპოსო და ლუქსემბურგის საგრაფო. მის ტერიტორიაზე მიმდინარე მრავალი საომარი მოქმედებების გამო ოცდაათწლიანი ომის (1618-1648) შემდეგ მას „ევროპის ბრძოლის ველს“ ან „ევროპის მამლების ჩხუბის ადგილს“ უწოდებდნენ.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები იტალიაში

2018 წლის მონაცემებით იტალიაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 54 ძეგლია.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ლიბიაში

2012 წლის მონაცემებით ლიბიაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 5 ძეგლია. იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში მსოფლიოს მასშტაბით 962 ძეგლია შეტანილი, მათ შორის 0.5 % ლიბიის ძეგლებია. პირველი სამი ძეგლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს 1982 წელს.

კალიტვენკა-1

კალიტვენკა-1 (რუს. Калитвенка-1) — ზედა პალეოლითის სადგომი, მდებარეობს კამენსკის რაიონის ტერიტორიაზე, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია, იქ სადაც ერთმანეთს ერთვის მდინარეები ჩრდილოეთის დონეცი და კალიტვენეცი, სტანიცა კალიტვენსკაიის ახლოს. განასხვავებენ რამდენიმე მოედანს – კალიტვენკა-1ა, კალიტვენკა-1ბ და კალიტვენკა-1გ. სადგომს უწოდებენ ასევე პალეოლითურ სახელოსნოსაც.

კლდის მხატვრობა

კლდის მხატვრობა, პეტროგლიფი — გამოქვაბულთა კედლებზე, ჭერზე, კლდეებზე თუ ცალკეულ ქვებზე შესრულებული უძველესი გამოსახულებანი. გვხვდება დედამიწის თითქმის ყველა კუთხეში და მიეკუთვნება სხვადასხვა ეპოქას — პალეოლითიდან შუა საუკუნეებამდე. პალეოლითის ხანის, კლდის მხატვრობის ნიმუშები დიდი რაოდენობით გვხვდება სამხრეთ საფრანგეთის გამოქვაბულებსა და გროტებში (კომბარელი, მონტესპანი, ლასკო და სხვა). ჭარბობს ბიზონების, ცხენების, მამონტების, მარტორქების ფიგურები, იშვიათია დათვის, გამოქვაბულის ლომის და სხვა გამოსახულებანი. პალეოლითური კლდის მხატვრობის ნიმუშები ნაპოვნია კაპოვის მღვიმეში (ურალზე), სოფ. შიშკინოს კლდეებზე (ციმბირში მდინარე ლენაზე). მკვლევართა აზრით, კლდის მხატვრობის მაგიური მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. მისი შესრულების სტილი და ტექნიკა მრავალფეროვანია — გვხვდება კონტურული, ამოკაწრული, პოლიქრომული ნახარი (იყენებდნენ მინერალურ საღებავებს), ბარელიეფი. სკანდინავიის, (ალტას კლდის მხატვრობა), აღმოსავლეთ ესპანეთის, სამხრეთ იტალიის, ჩრდილოეთ აფრიკის (ტალისინ-აჯერი), ცენტრალური და აღმოსავლეთი საჰარის მხატვრობაში ცენტრალური ადგილი უჭირავს ნადირობის, ბრძოლების, რიტუალების ამსახველ რთულ კომპოზიციებს. კლდის მხატვრობა ფართოდ გავრცელდა ბრინჯაოს, განსაკუთრებით ადრინდელი რკინის ეპოქაში.

საქართველოში აღსანიშნავია მღვიმევის (ზედა პალეოლითი) კლდის მხატვრობა. კლდის მხატვრობის თვალსაჩინო ნიმუშები ნაპოვნია წალკის სამხრეთ-დასავლეთით 10 კმ-ზე, სოფ. თაქ-ქილისას ამავე სახელწოდების მდინარის მარჯვენა ნაპირზე, 1976 წელს აქ თრიალეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ნ. გაბუნია) ამოკაწრულ, ხაზოვან-გეომეტრიულ პეტროგლიფებს მიაკვლია, რომლებზეც გამოსახულია ცხოველები — ცხენი, ირემი, ჯიხვი, მელია, შველი, აქლემი, ლომი და სხვა. აგრეთვე ფანტასტიკის არსებანი, სხვადასხვა ხასიათის სცენები, ადამიანთა, მზის, ჯვრების გამოსახულებები, გეომეტრიული ფიგურები. აღნიშნული ნახატები სხვადასხვა პერიოდისაა.

ცხინვალის რეგიონი

ცხინვალის რეგიონი (ოს. Цхинвалы регион) ან სამხრეთი ოსეთი (ოს. Хуссар Ирыстон, Хуссар Ир, რუს. Южная Осетия) — პირობითი სახელი რეგიონისა, რომელიც მოიცავს ყოფილი საქართველოს სსრ-ს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიას (1922-1990). 1989 წელს დაწყებული ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად, საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ ოლქის სტატუსი გაუქმებულ იქნა (1990 წლის 10 დეკემბერი), ხოლო ტერიტორია გადანაწილდა ახალგორის, გორის, ჯავის, ქარელის, ონისა და საჩხერის რაიონებზე. საქართველოს დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით, ყოფილი ავტონომიის ტერიტორია შედის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეებში; ისტორიული სამაჩაბლოს ტერიოტორიაა. საქართველოს კონსტიტუციაში რეგიონის აღსანიშნავად იხმარება ტერმინი „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“, ხოლო სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში — „ცხინვალის რეგიონი“, ან „ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი)“.

სეპარატისტულმა ძალებმა 1990 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს სახელწოდებით — „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკა“ (ოს. Демократон Советон Республикæ Хуссар Ирыстон), რამაც 1991-1992 წლებში რეგიონში საომარი მოქმედებები გამოიწვია. 1992 წლიდან (სოჭის ხელშეკრულება) რეგიონში განთავსდა მშვიდობისმყოფელთა შერეული ძალები. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარეს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა. 2008 წლის აგვისტოდან დღემდე რეგიონის მთელ ტერიტორიას აკონტროლებს რუსეთის საოკუპაციო არმია.

2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომელსაც 31 ოქტომბერს ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტმა, მ. სააკაშვილმა.

საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ შეასრულოს საფრანგეთის პრეზიდენტ ნ. სარკოზის შუამავლობით დადებული 6 პუნქტიანი გეგმა და მისმა ჯარებმა დატოვონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები.

წინაისტორიული პოლონეთი

პოლონეთის წინაისტორიული პერიოდი მოიცავს დროს მის ტერიტორიაზე პირველი ადამიანის გაჩენის მომენტიდან დამწერლობის წარმოქმნამდის მიეშკო I დროს. ეს პერიოდი მოიცავს მიახლოებით 0,5 მლნ წელს და საერთოდ ის იყო გაცილებით გრძელი ვიდრე წინაისტორიული პერიოდი მეზობელი ლიტვისა, რომელიც პალეოლითის ბოლომდე დაფარული იყო მყინვარებით და ალბათ საცხოვრებლად უვარგისი იყო.

ყველაზე მნიშვნელოვან წინაისტორიულ პერიოდის ძეგლს წარმოადგენს გამაგრებული დასახლება ბისკუპინი, რომელიც მიეკუთვნება ბრინჯაოს ხანის ლუჟიცის კულტურას. ანტიკური ცივილიზაციის გაჩენას ევროპის სამხრეთით და აღმოსავლეთით სულ უფრო მეტი გავლენა ჰქონდა მას პოლონეთის ტერიტორიაზე არსებული წინაისტორიულ კულტურებზე.

ანტიკურ პერიოდში პოლონეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ კელტები, გერმანელები და ბალტები. შუასაუკუნეებისას მის ტერიტორიაზე თანდათან სახლდებიან სლავები, რომლებიც ქმნიან აქ მცირე სამთავროებს. მათ შესახებ მცირერიცხობრივი მოხსენიება არის ანტიკურ და შუასაუკუნეების ევროპულ წყაროებში მაგრამ მაინც მონაცემების მთავარი წყარო არის არქეოლოგია. თავისი დამწერლობა პოლონეთში გაჩნდა მხოლოდ 966 წ., როდესაც მიეშკო I მიიღო ქრისტიანობა და მოიწვია განათლებული მღვდლები ევროპიდან.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.