ვენეციის კინოფესტივალი

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი (იტალ. Mostra Internazionale d'Arte Cinematografica di Venezia) — უძველესი საერთაშორისო კინოფესტივალი მსოფლიოში. დაარსდა გრაფ ჯუზეპე ვოლპი დი მისურატას მიერ 1932 წელს, როგორც "Esposizione Internazionale d'Arte Cinematografica", აქედან მოყოლებული ფესტივალი ყოველ წელს ტარდება აგვისტოში ადრეულ სექტემბერში, კუნძულ ლიდოზე, ვენეციაში. ეს არის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი და ვენეციის ბიენალეს ნაწილი, უდიდესი ბინალეს გამოფენა და თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი.

ფესტივალის ძირითადი პრიზები არის Leone d'Oro (ოქროს ლომი), რომელიც გადაეცემა ფესტივალზე წარმოდგენილ საუკეთესო ფილმს, და Coppa Volpi (ვოლპის თასი), რომლითაც ჯილდოვდება საუკეთესო კაცი და ქალი მსახიობი. 2002 წელს შეიქმნა ახალი ნომინაცია სან მარკოს პრიზი, რომელიც გადაეცემა ფილმს რომელიც ემსახურება Controcorrente (სტერეოტიპების მსხვრევას).

ვენეციის კინო ფესტივალი
Venice Film Festival Logo.png&filetimestamp=20090223152238&
ქვეყანა ვენეცია, იტალია
ენა ინგლისური
იტალიური
საიტი:

რესურსები ინტერნეტში

1930-იანები

1930-იანი (ათას ცხრაას ოცდაათიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 1930-იანები ან უბრალოდ ოცდაათიანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 1930 წლის 1 იანვარს და დასრულდა 1939 წლის 31 დეკემბერს.

1932

1932 (ათას ცხრაას ოცდათორმეტი) წელი — გრიგორიანული კალენდრის ნაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა პარასკევი. ეს წელი არის XX საუკუნის მე-4 დეკადის მე-2 წელი.

ალბერტ ფინი

ალბერტ ფინი (ინგლ. Albert Finney; დ. 9 მაისი, 1936 — გ. 7 თებერვალი, 2019) — ინგლისელი მსახიობი. თავდაპირველად მოღვაწეობდა თეატრში, ასრულებდა როლებს შექსპირის პიესებში. 60-იან წლებში დაიწყო კინოკარიერა. მიღებული აქვს ოსკარის ოთხი ნომინაცია.

გარდაიცვალა 2019 წლის 7 თებერვალს ლონდონში, 82 წლის ასაკში.

ვანესა რედგრეივი

ვანესა რედგრეივი (ინგლ. Vanessa Redgrave; დ. 30 იანვარი, 1937) — ინგლისელი თეატრის, კინოსა და ტელევიზიის მსახიობი, პოლიტიკური აქტივისტი. სახელი მოუტანა როსალინდას როლმა სპექტაკლში როგორც გენებოთ. კინოში შესრულებული აქვს 80-ზე მეტი როლი.

ვენეციის 72-ე კინოფესტივალი

ვენეციის კინოფესტივალის 72-ე გამოშვება გაიმართა 2015 წლის 2-12 სექტემბერს, ვენეციის ლაგუნის ფეშენებლურ კუნძულ ლიდოზე. 2015 წლის ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელი იყო კინოკრიტიკოსი ალბერტო ბარბერა , ორგანიზატორი - 2008 წლიდან „ვენეციის ბიენალეს“ ხელახლად არჩეული პრეზიდენტი, 90-იან წლებში იტალიის რესპუბლიკის მთავრობის კაბინეტის წევრი, პაოლო ბარატა (Paolo Baratta).

ღონისძიების ოფიციალური დიასახლისი იყო ფრანკო - ეგვიპტური წარმოშობის იტალიელი მოდელი, ფილანტროპი, მსახიობი, 27 წლის ელიზა სედნაუი (Elisa Sednaoui).ფესტივალის სხვადასხვა პროგრამაში მონაწილე ფილმების ჩამონათვალი გამოცხადდა პრესკონფერენციაზე, რომელიც გაიმართა რომში 2015 წლის ივლისის ბოლოს. ფესტივალის ჟიურის ხელმძღვანელობდა მექსიკელი რეჟისორი ალფონსო კუარონი,.

ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი

ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი — ვენეციის კინოფესტივალის ბიენალეს ერთ-ერთი პრემია, რომელიც ნაკლებად პრესტიჟულად ითვლება, ვიდრე მთავარი პრიზი ოქროს ლომი.

ვერა დრეიკი

ვერა დრეიკი — რეჟისორ მაიკ ლის 2004 წლის მხატვრული ფილმი.

ვერცხლის ლომი

ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი — ვენეციის კინოფესტივალის ბიენალეს ერთ-ერთი პრემია. ვერცხლის ლომი არარეგულარული ჯილდოა, რამდენიმეჯერ შეიცვალა დანიშნულება და ზოგიერთ დაჯილდოებაზე საერთოდ არ გაცემულა. 1995 წლამდე ითვლებოდა რიგით მეორე ჯილდოდ ოქროს ლომის შემდგომ.

ვოლპის თასი

ვოლპის თასი — ვენეციის კინოფესტივალის ბიენალეს ერთ-ერთი პრემია, რომელიც გადაეცემათ საუკეთესო მსახიობებს.

იეზაველი (ფილმი)

იეზაველი (ინგლ. Jezebel) — 1938 წლის ამერიკული დრამატული ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორია უილიამ უაილერი, მთავარ როლებს კი ბეტი დეივისი და ჰენრი ფონდა ასრულებენ. ფილმში ასევე მონაწილეობენ ჯორჯ ბრენტი, მარგარეტ ლინდსი, დონალდ კრისპი, რიჩარდ კრომველი და ფეი ბეინტერი. ეს არის ოუენ დეივისის სპექტაკლის ადაპტაცია, რომელიც კლემენც რიპლიმ, ეიბემ ფინკელმა, ჯონ ჰიუსტონმა და რობერტ ბაკნერმა დაწერეს ეკრანისათვის.

ფილმი მოგვითხრობს ამაყი და გაბედული სამხრეთელი ქალის ისტორიას, რომელიც თავისი საქციელის გამო იმ კაცს კარგავს, ვინც უყვარს.

კინოხელოვნება

კინოხელოვნება (ბერძნ. kineo – „ვმოძრაობ“) — ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.

კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.

კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.

კოლინ ფერთი

კოლინ ენდრიუ ფერთი (ინგლ. Colin Firth; 10 სექტემბერი, 1960, გრეიშოთი) — ინგლისელი კინოს,თეატრისა და ტელევიზიის მსახიობი. მიღებული აქვს ოსკარის, ოქროს გლობუსის, BAFTA-სა და სხვა ჯილდოები. მისი ყველაზე ცნობილი როლია მეფე ჯორჯ VI ფილმში „მეფის სიტყვა“.

მარტი (ფილმი)

მარტი (ინგლ. Marty) — 1955 წლის ამერიკული ფილმი, რომელიც გადაღებულია ამავე სახელწოდების ტელეპიესის მიხედვით. მარტი მეორე ფილმია „დაკარგული უქმეების“ (1945) შემდეგ, რომლემაც მიიღო როგორც ოსკარი, ასევე ოქროს პალმის რტო.

ოქროს ლომი

ოქროს ლომი (იტალ. Leone d'Oro) — ვენეციის კინოფესტივალის ბიენალეს უმაღლესი პრემია. დაწესდა 1949 წელს საორგანიზაციო კომიტეტის მიერ და ამჟამად კინოინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟულ პრემიად ითვლება. 1970 წელს, შემოიღეს მეორე ოქროს ლომი, ეს საპატიო ჯილდოა მათთვის, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კინემატოგრაფიაში.

პრემია პირველად 1949 წელს „წმინდა მარკოზის ოქროს ლომის“ სახით დაწესდა. მანამდე ამ პრემიის ეკვივალენტი იყო „გრან პრემიო ინტერნაციონალე დი ვენეცია“ (ვენეციის საერთაშორისო გრან-პრი), რომელიც 1947-1948 წლებში გაიცა. უფრო ადრე, 1934-1942 წლებში საუკეთესო იტალიური და საუკეთესო უცხოური ფილმისთვის „კოპა მუსოლინი“ (მუსოლინის თასი) გაიცემოდა.

1969-1979 წლებში ოქროს ლომი არ გაცემულა. ბიენალეს ოფიციალური საიტის თანახმად, ეს იყო 1968 წელს ამ ჯილდოს რადიკალურად ექსპერიმენტული ფილმისთვის „Die Artisten in der Zirkuskuppel: Ratlos“ გაცემის შედეგი, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა პრესაში და კინოკრიტიკოსთა წრეებში.

რასიომონი

რასიომონი (იაპონ. 羅生門) — აკირა კუროსავას 1950 წლის ფილმი. მას საფუძვლად უდევს რიუნოსკე აკუტაგავას ორი მოთხრობა: „რასიომონი“ და „უსიერ ტყეში“. ფილმმა გავლენა მოახდინა კინოხელოვანებასა და ფილოსოფიაზე.

ტიმ რობინსი

ტიმ რობინსი (ინგლ. Tim Robbins; 16 ოქტომბერი, 1958) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, მუსიკოსი. არის ოსკარისა და ოქროს გლობუსის ლაურეატი.

ტომ ჯოუნსი (1963 წლის ფილმი)

ტომ ჯოუნსი (ინგლ. Tom Jones) — 1963 წლის ბრიტანული ფილმი, რომელიც გადაღებულია ჰენრი ფილდინგის რომანის მიხედვით.

ჯულიანა მური

ჯულიანა მური (ინგლ. Julianne Moore; 3 დეკემბერი, 1960) — ამერიკელი მსახიობი. კარიერა დაიწყო ტელევიზიაში, სადაც 80-იან წლებში მუდმივად მონაწილეობდა საპნის ოპერებში. 1990-იანი წლების დასაწყისში გადავიდა კინოში. წარმატებულად მოღვაწეობს როგორც ჰოლივუდში, ასევე არტ-ჰაუსში. მიღებული აქვს ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები.

ჰამლეტი (1948 წლის ფილმი)

ჰამლეტი (ინგლ. Hamlet) — ლორენს ოლივიეს 1948 წლის ფილმი.

FIAPF-ის მიერ ცნობილი კინოფესტივალები
საკონკურსო

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.