ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაური (დ. 24 დეკემბერი, 1975, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსი. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი.

დაიბადა 1975 წლის 24 დეკემბერს, ქალაქ თბილისში. 1994 წელს დაინიშნა სამთავრობო დაცვის სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსად. 2002 წელს მუშაობდა შსს დაცვის პოლიციაში. 2013 წლამდე იყო პოლიტიკოს და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი. პარალელურად, 2013-2014 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2015 წლის 26 იანვარს, ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის შემდეგ დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად[1]. 2019 წლის 8 სექტემბერს მეორედ დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად[2].

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი[3].

ვახტანგ გომელაური
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა8 სექტემბერი, 2019
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი გახარია
წინამორბედიგიორგი გახარია

თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 ივლისი, 2015 – 8 სექტემბერი, 2019
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 იანვარი, 2015 – 1 აგვისტო, 2015
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიალექსანდრე ჭიკაიძე
მემკვიდრეგიორგი მღებრიშვილი

დაბადებული24 დეკემბერი, 1975
თბილისი, სსრკ

სქოლიო

  1. შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური დაინიშნა. მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი. 26.01.2015
  2. პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მთავრობას ნდობა გამოუცხადა
  3. პრემიერმა ახალ შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური წარადგინა. ნეთგაზეთი. 26.01.2015

რესურსები ინტერნეტში

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ალექსანდრე ჭიკაიძე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
2015
შემდეგი:
გიორგი მღებრიშვილი
წინამორბედი:
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
22 ივლისი, 2015
შემდეგი:
წინამორბედი:
გიორგი გახარია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
8 სექტემბერი, 2019 - დღემდე
შემდეგი:
ალექსანდრე ჭიკაიძე

ალექსანდრე ჭიკაიძე (დ. 6 ივნისი, 1985, თბილისი) — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე. პოლიციის პოლკოვნიკი.2007 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დიპლომატიის სპეციალობით. 2008-2009 წლებში მუშაობდა თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის და ვაკე-საბურთალოს რაიონის სხვადასხვა განყოფილებაში. 2009 წელს დაინიშნა შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელად.2010-2011 წლებში დაწინაურდა და გახდა შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი. 2011-2012 წლებში მუშაობა განაგრძო შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2012-2013 წლებში მსახურობდა შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი. 2013 წლის მარტიდან ნოემბრამდე იკავებდა შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას.2013 წლის 20 ნოემბერს, მას შემდეგ რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა, ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრად იქნა დამტკიცებული. თანამდებობა 2015 წლის 23 იანვარს დატოვა.ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

გიორგი გახარია

გიორგი ზაურის ძე გახარია (დ. 19 მარტი, 1975) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 2019 წლის 8 სექტემბრმადე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.

გიორგი მღებრიშვილი

გიორგი მღებრიშვილი (დ. 9 მაისი, 1970, თბილისი) — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2015 წლის 1 აგვისტოდან — 2017 წლის 13 ნოემბრამდე.

საკადრო ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად .

2013-2014 წლებში იყო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. 2013 წლის ნოემბრიდან 2013 წლის დეკემბრამდე ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურის, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი.

2013 წლის სექტემბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.

2013 წლის აპრილიდან 2013 წლის სექტემბრამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახური, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის აპრილამდე ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი.

2012 წლის ივლისიდან 2012 წლის ნოემბრამდე ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

2011 წლის მაისიდან 2012 წლის ივლისამდე ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

2011 წ. ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დასავლეთის პორტალის მთავარი სამმართველოს უფროსი;

2010-2011 წწ. ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) უფროსის მოადგილე;

2008-2010 წწ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) უფროსის მოადგილე;

2008 წ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საბაჟო ოპერაციების დამუშავების განყოფილების უფროსი;

2007-2008 წწ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო კონტროლის განყოფილების უფროსი;

2004-2007 წწ. ფინანსთა სამინისტრო, ფინანსური პოლიციის გამომძიებელი;

1998-2004 წწ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამომძიებელი; 1997 წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, სტაჟიორი. პოლიციის პოლკოვნიკი.

გომელაური

საკუთარი სახელი გომელაური შეიძლება აღნიშნავდეს ერთ-ერთ შემდეგ პიროვნებათაგანს:

ალექსანდრე გომელაური — მსახიობი;

ვალერიან გომელაური — გენერალ-მაიორი;

ვახტანგ გომელაური — მეცნიერი ენერგეტიკისა და ტექნიკური თბური ფიზიკის დარგში;

ვახტანგ გომელაური — პოლიტიკოსი;

ზაქარია გომელაური — მსახიობი;

თამაზი გომელაური — კინორეჟისორი და სცენარისტი;

ივანე გომელაური — პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე და მწერალი;

ინა გომელაური — არქიტექტორი;

ლია გომელაური — პათოფიზიოლოგი;

ნიკოლოზ გომელაური — მეცნიერი, მეტალურგი;

ნიკოლოზ გომელაური — კერამიკოსი;

ნიკო გომელაური — მსახიობი, პოეტი.

ვახტანგ გომელაური (მეცნიერი)

ვახტანგ ივანეს ძე გომელაური (დ. 8 სექტემბერი, 1914, ჭიათურა — გ. 24 დეკემბერი, 1995, თბილისი) — ქართველი მეცნიერი ენერგეტიკისა და ტექნიკური თბური ფიზიკის დარგში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979). ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1965), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1979). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი მექანიკის და მართვის პროცესების განყოფილებისბის აკადემიკოს-მდივანი (1983–87).

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა — საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე. მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა, რომელიც არის მთავრობის მეთაური და მინისტრებისგან. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი, რომელიც შეიძლება შემოღებულ იქნეს კანონით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად.. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისათვის, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა.

მთავრობა საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებებსა (ნორმატიული აქტი) და განკარგულებებს (ინდივიდუალური აქტი), რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.მთავრობის უფლებამოსილება იწყება და წყდება კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით საქართველოს პალამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის/უნდობლობის გამოცხადების საფუძველზე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური — საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას. ცალკე სამსახურად ფუნქციონირებს 2015 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) მთავრობის წევრია.

სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.. 2017 წლის სექტემბრიდან შინაგან საქმეთა მინისტრია ვახტანგ გომელაური.

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.