ეფესელთა მიმართ

ეფესელთა მიმართ ეპისტოლეპავლე მოციქულის 14 ეპისტოლიდან ერთ–ერთი. ეპისტოლე შედგება 6 თავისაგან. ეპისტოლე პავლემ თავის თანამოღვაწეებს უკარნახა, როდესაც იგი პატიმრობაში იყო.

ეპისტოლე აღწერს პავლე მოციქულის ორწლიანი მოღვაწეობის პერიოდს ქალაქ ეფესოში. ეფესო საპორტო ქალაქი იყო რომის იმპერიის მცირეაზიურ პროვინცია ასიაში და ითვლებოდა წარმართული კულტურის ცენტრად. აქ მდებარეობდა არტემიდეს ბრწყინვალე ტაძარი მსოფლიოს შვიდ საოცრებატაგან ერთ–ერთი. სწორედ ამ ქალაქში პავლე მოციქულმა დააარსა ქრისტიანული თემი, რომლის პირველი წევრები იყვნენ იოანე ნათლისმცემლის თორმეტიოდე მოწაფე (საქ. მოც.19,7). ორი წლის განმავლობაში პავლე მოციქული ქრისტეს ნათელით განანათლებდა ეფესოსა და მთელი ასიის მოსახლეობას.

პავლეს სხვა ეპისტოლეებთან შედარებით ამ ეპისტოლეს ზოგადი, საყოველთაო ხასიათი აქვს და ქადაგებს ქრისტეს მოძღვრებას, როგორც მსოფლიო ეკლესიაზე, როგორც ერთიან ორგანიზმზე, ქრისტეს სხეულზე, რომელიც სიცოცხლით შეერთებულია ზეცასთან. იგი უფრო ზეციურია, ვიდრე მიწიერი. სულიერად მკვდარი ადამიანი, რომელიც ირწმუნებს ქრისტეს როგორც თავის მხსნელს, ცოცხლდება. სული წმიდით მასში აღდგება ღმერთთან მსგავსება და მას ყოველივე მიენიჭება მადლით და არა საქმეებით. ქრისტეს სისხლმა შეაერთა აღთქმის ერი – იუდეველნი წარმართებთან, მათ შორის არსებული მკაცრი სჯულის კედელი დაანგრია და ადგილი დაუთმო ქრისტეს მადლით აღსავსე მოძღვრებას. იუდეველთა წარმართებთან ერთ საზოგადოებად, ერთ ეკლესიად შეერთების საიდუმლო „დაფარული იყო ღმერთში, მაგრამ პავლე მოციქულისათვის აშკარა იყო და მის მიერ გაცხადდა, რომ სიყვარულით განმსჭვალული ურყევი რწმენა და ღვთის სიტყვის მტკიცე ცოდნა საწინდარია ყოველგვარი გამარჯვებისა.

Paul Apostle
წმინდა მოციქული პავლე

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ქ. ძოწენიძისა და კ. დანელიასი, პავლენი (პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები), თბილისი, 1974, გვ. 3-65.

რესურსები ინტერნეტში

ათეიზმი

ათეიზმი (ბერძ. ἀ — უარყოფა და θεός — ღმერთი) — ყველაზე ფართო გაგებით, მადგომარეობა, როდესაც ადამიანს ღმერთის არსებობის არ სწამს. უფრო ვიწრო გაგებით, ათეიზმი არის უარყოფა რწმენისა, რომ რომელიმე ღმერთი არსებობს. კიდევ უფრო ვიწრო გაგებით, ათეიზმი პოზიციაა, რომლის მიხედვითაც არ არსებობს არც ერთი ღმერთი. ათეიზმის საპირისპიროა თეიზმი, რომელიც, ყველაზე ზოგადი ფორმით, არის რწმენა, რომ სულ ცოტა ერთი ღმერთი მაინც არსებობს.ტერმინ „ათეიზმის“ ეტიმოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან ἄθεος (atheos), რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნემდე წარმოიშვა და ნიშნავს „ღმერთ(ებ)ის გარეშე“. ანტიკურ ხანაში აღნიშნული სიტყვა გამოიყენებოდა, როგორც დამამცირებელი ტერმინი მათთვის, ვინც უარყოფდა იმ ღმერთების თაყვანისცემას, რომელთაც საზოგადოების უმეტესობა სცემდა თაყვანს; ვინც დავიწყებული იყო ღმერთების მიერ; ან ვისაც საერთოდ არ გააჩნდა ღმერთის რწმენა. ტერმინი აღნიშნავდა სოციალურ ჯგუფს, რომელშიც რელიგიური ორთოდოქსები ათავსებდნენ ადამიანებს, რომლებიც მათ რელიგიურ შეხედულებებს არ იზიარებდნენ. თავად სიტყვა „ათეიზმი“ პირველად XVI საუკუნეში იქნა ხმარებული. თავისუფალი აზროვნების, სკეპტიკური გამოკვლევის გავრცელების და რელიგიის კრიტიკის შემდგომი ზრდის წყალობით, ტერმინის გამოყენება შევიწროვდა. პირველი ინდივიდები, რომლებმაც თავიანთი თავის იდენტიფიკაცია სიტყვა „ათეისტით“ მოახდინეს, ცხოვრობდნენ XVIII საუკუნის განმანათლებლობის ხანაში. საფრანგეთის რევოლუცია, რომელიც ცნობილია „უპრეცედენტო ათეიზმით“, მოესწრო ისტორიაში პირველ დიდ პოლიტიკურ მოძრაობას, რომელიც ადამიანის ლოგიკური აზროვნების უპირატესობას იცავდა.ათეიზმისთვის სასარგებლო არგუმენტების დიაპაზონი ფილოსოფიური, სოციალური და ისტორიული მიდგომებისგან შედგება. დასაბუთებული მსჯელობები ღმერთების არსებობის რწმენის ნაკლებობის ან არარსებობისთვის მოიცავს შემდეგ არგუმენტებს: ღმერთის სასარგებლოდ ემპირიული მტკიცებულებების არარსებობა, ბოროტების პრობლემა, არათანმიმდევრული გამოცხადებები; იმ კონცეფციების უარყოფა, რომელთა ფალსიფიცირებაც შეუძლებელია და ურწმუნოების არგუმენტი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ათეისტი ადაპტირდა სეკულარულ ფილოსოფიებთან (მაგ. ჰუმანიზმი და სკეპტიციზმი), არ არსებობს იდეოლოგია ან ქცევათა ნაკრები, რომელსაც ყველა ათეისტი მისდევს. მრავალი ათეისტი აცხადებს, რომ ათეიზმი ბევრად უფრო „ძუნწი“ მსოფლმხედველობაა, ვიდრე თეიზმი და აქედან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი ეკისრება არა ათეისტს, რომელმაც ღმერთის არსებობა უნდა უარყოს, არამედ თეისტებს, რომელთაც უნდა უზრუნველყონ რაციონალური არგუმენტირება თეიზმის სასარგებლოდ.რამდენადაც ათეიზმის კონცეფციები მრავალგვარია, ათეისტების ამჟამინდელი რაოდენობის დასახელება მეტად რთულია. WIN/GIA-ს მიერ ჩატარებული გლობალური კვლევების მიხედვით, 2012 წელს რესპონდენტთა 13% აღმოჩნდა „დარწმუნებული ათეისტი“, 2015 წელს ეს მაჩვენებლი 11% იყო, ხოლო 2017 წელს - 9%. BBC-ს მიერ ჩატარებულმა შედარებით ძველმა, 2004 წლით დათარიღებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 8%-ია ათეისტი. სხვა, ამაზე ძველი კვლევების მიხედვით, ათეისტები მსოფლიოს მოსახლეობის სულ რაღაც 2%-ს შეადგენდნენ, ხოლო არარელიგიურებიც თუ ჩაითვლებოდნენ, ამ მაჩვენებელს კიდევ 12% ემატებოდა. ამ გამოკითხვების მიხედვით, ევროპა და აღმოსავლეთ აზია ის რეგიონებია, სადაც ათეიზმი ყველაზე გავრცელებულია. 2015 წელს ჩინელების 61%-მა განაცხადა, რომ ისინი ათეისტები არიან. ევროკავშირის 2010 წლის ევრობარომეტრის თანახმად, ევროპის მოსახლეობის 20% აცხადებდა, რომ მას არ სწამდა „არანაირი სულის, ღმერთის ან სიცოცხლის ძალის“.

ეპისტოლენი წმინდისა მოციქულისა პავლესნი

ეპისტოლენი წმინდისა მოციქულისა პავლესნი — ახალი აღთქმის 14 ეპისტოლე, რომელსაც მიაკუთვნებენ წმ. მოციქულ პავლეს. პავლე მოციქულმა უფლის მოძღვრების სიღრმეები უფრო ნათელი გახადა, აღნიშნული ეპისტოლეებით. ეპისტოლეთაგან, თითოეულს კონკრეტული მისამართი აქვს. ისინი მიმართულია რომაელთა, კორინთელთა, გალატელთა, ეფესელთა, ფილიპელთა, თესალონიკელთა და სხვათა მიმართ. თითოეული მათგანი განსხვავებულია აგებულებისა და შინაარსის თვალსაზრისით და მიმართულია ქრისტოლოგიის სხვადასხვა საკითხებში ახლადმოქცეულთა გასარკვევად. მათ შორის ყველაზე დიდია ეპისტოლეები რომაელთა მიმართ და პირველი კორინთელთა მიმართ, რომლებიც შედგება 16–16 თავისაგან, ხოლო ყველაზე პატარაა ეპისტოლე ფილიმონის მიმართ. ის მხოლოდ ერთ თავს მოიცავს.

პავლე მოციქულის მოღვაწეობა იუდეის სინაგოგებიდან დაიწყო. ის იყო ქრისტიანობის მდევნელი სავლე. უფლის მოწოდებით სასწაულის შემდეგ პავლე მოციქულმა იწამა ქრისტე და ქრისტიანობის ძალზედ აქტიური მქადაგებელი გახდა. ამ მიზნით მან სამჯერ იმოგზაურა სხვადასხვა ადგილებში — მოიარა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ქვეყნები არაბეთიდან ესპანეთამდე, იერუსალიმი, სელევკია და კ. კვიპროსი, სირია, კილიკია და ლიკაონია, გადავიდა ევროპაშიც - მაკედონიაში, იყო საბერძნეთშიც, კერძოდ, ათენში, კორინთოში, ეფესოსა და კესარიაში. მისი მოქმედებისა და სამისიონერო მოღვაწეობის არეალი ძირითადად იყვნენ ბერძენი წარმართები, რომლებსაც პავლეს განკარგულებით არ მოეთხოვებოდათ წინადაცვეთა, რამაც ქრისტიან იუდეველთა გულისწყრომა გამოიწვია. იერუსალიმის დაახლ. 52 წლის მოციქულთა კრებამ კამათის შემდეგ გაამართლა პავლეს მოქმედება და დადგენილებით დააკანონა იგი: მოქცეულ წარმართებს არ დაეკისრათ ებრაელთა ჩვეულებითი სჯულის შესრულება. ამიტომ მიიღო პავლემ „წარმართთა მოციქულის სახელი“ და ქრისტიანობაზე მოქცევის საშუალება მისცა მთელი მსოფლიოს ხალხებს, მაშინ, როდესაც ქრისტიანობის გავრცელება თავიდან მხოლოდ ძველი აღთქმის ებრაულ მოსახლეობაში იყო გათვალისწინებული. მან დააარსა ახალი ეკლესიები და განამტკიცა ძველნი. წმიდა მოციქულის სწორედ ამ მოგზაურობების დროს დაიწერა 14 ეპისტოლე, რომლებიც შესულია ახალი აღთქმის წიგნებში და რიგით მეოთხე წიგნს წარმოადგენს წმინდა ოთხთავის, მოციქულთა საქმენის, კათოლიკე ეპისტოლენის შემდეგ. ის უშუალოდ წინ უსწრებს მხოლოდ იოანეს გამოცხადებას ანუ „აპოკალიფსისს“, რომელიც ახალი აღთქმის ბოლო, მეხუთე წიგნს წარმოადგენს.

ეფესო

ეფესო (ძვ. ბერძნ. Ἔφεσος, თურქ. Efes) — ძველი ბერძნული პოლისი, შემდეგ კი მნიშვნელევონი რომაული ქალაქი მცირე აზიის დასავლეთ ნაწილში. თანამედროვე სელჩუკის ადგილას, იზმირის პროვინცია, თურქეთი. ის იყო იონიელების კავშირში შემავალი ერთ-ერთი ქალაქი თორმეტიდან.. რომაული მმართველობის პერიოდში, დიდი ხნის განმავლობაში იგი იყო რომის იმპერიის სიდიდით მეორე ქალაქი, იმპერიის დედაქალაქის, რომის შემდეგ. ძვ. წ. I საუკუნეში ეფესოს მოსახლეობა იყო 250 000, რაც მას მსოფლიოში სიდიდით მეორე ქალაქადაც აქცევს.ქალაქი სახელგანთქმულია იქ მდებარე არტემიდას ტაძრის გამო, (აშენდა დაახლ. ძვ. წ. 550 წელს) რომელიც შეტანილია ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრების სიაში.

ონისიმე (სამოცდაათთაგანი)

მოციქული ონისიმე (ბერძ. Ονήσιμος) (გ. 68) - ქრისტეს მოციქული, ბიზანტიის ეპისკოპოსი (54-68 წწ.). მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 15 თებერვალი და 4 იანვარი, ახალი სტილით - 28 თებერვალი და 17 იანვარი.

სახარებები
ეპისტოლეები
იესო ქრისტეს ცხოვრება
დღესასწაულები
რელიკვია
წმინდანები
12 მოციქული
70 მოციქული
სხვა მოციქულები
სხვა პიროვნებები

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.