ენციკლოპედია

ენციკლოპედია (ბერძ. ἐγκύκλιος παιδεία enkyklios paideia — ცოდნის წრე) — მეცნიერული გამოცემა (ჩვეულებრივი ლექსიკონის სახით), რომელიც ასახავს ადამიანის ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ძირითად სფეროს (უნივერსალური ენციკლოპედია) ან რომელიმე ცალკეულ დარგს (დარგობრივი ენციკლოპედია). ტერმინი „ენციკლოპედიის“ მნიშვნელობა ისტორიულად იცვლებოდა. ანტიკურ ხანაში „ენციკლოპედია“ აღნიშნავდა ე. წ. შვიდ თავისუფალ ხელოვნებას (გრამატიკა, რიტორიკა, დიალექტიკა ანუ ლოგიკა, გეომეტრია, არითმეტიკა, მუსიკა და ასტრონომია). XVI საუკუნეში დასავლეთ ევროპაში „ენციკლოპედია“ დაახლოებით ნიშნავდა „სხვადასხვა შინაარსის კრებულს“. შემდგომ თანდათან შეიძინა ცოდნათა კლასიფიკაციის მნიშვნელობა და მოგვიანებით გამოიკვეთა მისი დღევანდელი სახე. სტრუქტურის მიხედვით ენციკლოპედია შეიძლება იყოს სისტემური (როდესაც მასალა განლაგებულია დარგობრივად) და ანბანური (როდესაც მასალა განლაგებულია ანბანზე).

ადრეული ნაშრომები

ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომები გვხვდება ჯერ კიდევ ძვ. წ. II ათასწლეულშის II მეოთხედში ეგვიპტეში, ძვ. წ. XII–X საუკუნეებში ჩინეთში თავისებური ტერმინოლოგიური ლექსიკონების სახით; ძვ. საბერძნეთში თავისი მრავალმხრივობით ენციკლოპედიური იყო დემოკრიტესა (ძვ. წ. 460 — ძვ. წ. 370) და არისტოტელეს (ძვ. წ. 384 — ძვ. წ. 322) ნაშრომები; ძვ. რომში ერთ-ერთი პირველი ენციკლოპედია იყო მარკუს ტერენციუს ვარონის (ძვ. წ. 116 — ძვ. წ. 27) 9 წიგნისაგან შემდგარი თხზულება „დისციპლინები“.

ყველაზე ადრეული არაბულენოვანი ენციკლოპედია არის უზბეკური წარმომავლობის ფილოსოფოსის ალ-ფარაბის (დაახლოებით 870-950) „მეცნიერებათა ნუსხა“; ტაჯიკმა მეცნიერმა იბნ სინამ დაწერა ენციკლოპედიური ტრაქტატი „დონიშნომა“ („ცოდნის წიგნი“), XV საუკუნის დასაწყისში ჩინეთში გამოიცა დიდი ენციკლოპედიური ლექსიკონი „იუნ-ლე და დიანი“; შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპიდან ჩვენამდე მოაღწია ბევრმა სხვადასხვა სისტემურმა ენციკლოპედიამ. მ. შ. უდიდესი იყო ე. წ. „დიდი სარკე“, შედგენილი დომინიკელი ბერის ვინცენტო ბოველის მიერ (1190 — დაახლოებით 1264); XIV-XVI საუკუნეებში შეიქმნა სისტემური ენციკლოპედიები როგორც ლათინურ, ისე სხვა ენებზე.

საქართველოში ენციკლოპედიურ და ლექსიკოგრაფიულ საქმიანობას დიდი ხნის ტრადიცია აქვს. ჯერ კიდეე შორეულ შუა საუკუნეებში ფილოსოფიურ-თეოლოგიურ და საისტორიო-ჰაგიოგრაფიულ თხზულებებს თითქმის ყოველთვის ერთვოდა ენციკლოპედიური ხასიათის კომენტარი. სამეცნიერო ცნობების, ტერმინების, უცხოურ გეოგრაფიულ სახელთა განმარტებანი უხვად გვხვდება ეფრემ მცირის, იოანე პეტრიწის, არსენ იყალთოელისა და სხვა მოღვაწეთა ნაშრომებში. შემორჩენილია იმავე ხანის თარგმნილ ლექსიკონთა ფრაგმენტები.

უდიდესი როლი ითაშაშა ქართული საენციკლოპედიო-ლექსიკოგრაფიული მეცნიერების განვითარებაში სულხან-საბა ორბელიანის „ქართულმა ლექსიკონმა“. XVIII საუკუნის მიწურულში ცნობილმა პოეტმა და მწიგნობარმა დავით რექტორმა ენციკლოპედიური მასალით შეავსო საბას ლექსიკონი. ქართული საგანმანათლებლო ცოდნის ისტორიაში განსაკუორებული ადგილი უკავია იოანე ბატონიშვილის ენციკლთპედიურ ნაშრომს „კალმასობას“ (1813-1828 წლები), რომელიც მოიცაეს მაშინდელი ცოდნის თითქმის ყველა დარგს. 1898-1899 წლებში ივანე როსტომაშვილის რედაქციით გამოვიდა მრაეალტომეულად განზრახული, „რუსულ-ქართული ენციკლრპედიური ლექსიკონის“ პირეელი ოთხი წიგნი. XX საუკუნის დასაწყისში მეცნიერებისა და კულტურის განეითარების დონემ, ერთვნული ინტელიგენციის მომძლავრებამ კიდევ უფრო თვბლსაჩინო გახადა ქართული ენციკლოპედიის შექმნის აუცილებლობა. რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოღვაწე ქართველმა მეცნიერებმა ალექსანდრე ცაგარლის, ვასილ პეტრიაშეილისა და ალექსანდრე სასანაშვილის მეთაურობით გადაწყეიტეს გამოეცათ „საქაროეელოს ენციკლოპედია“. შეიქმნა ცნობილ მეცნიეროა და საზოგადო მოღვაწეთა საგანგებო ამხანაგობა, შედგენილი იქნა გამოცემის ვრცელი პროგრამა, მაგრამ მაშინდელ პირობებში ამ პატრიოტულ საქმეს განხორციელება არ ეწერა.

სამეცნიერო-ლექსიეოგრაფიულმა მუშაობამ ორგანიზებული და სისტემატური ხასიათი მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების წლებში მიიღო.

30-იან წლებში ჩეენი ქვვყნის საერთო კულტურული აღმავლობის ფონზე დიდი მნიშენელობა ჰქონდა კომუნისტური პარტიისა და საბჭოოა მმთავრობის გადაწყეეტილებას „დიდი ქართული საბჭთოა ენციკლოპედიის“ გამოცემის შესახებ. ამ დიდ ეროვნულ საქმეში ჩაება რესპუბლიკის მთელი სამეცნიერო საზოგადოებრიობა, 1933 წელს მზად იყო გამოცემის სიტყვანი, უკვე ერთი წლის შემდეგ რედაქციამ დაასრულა I ტომზე მუშაობა, მაგრამ შემდგომ ეტაპზე თავი იჩინა პთლიგრაფიულმა და სხვა სახის მატერიალურ-ტექნიკურმა სიძნელეებმა და ბეჭდვა შეფერხდა. მალე, მოახლთებული მეორე მსოფლიო ომის გართულებულ პირობებში გამოცემაზე მუშაობა შეწყდა. შყმორჩენილია რედაქციის არქივი და სამაკეტოდ დასტამბული ტექსტის ათიოდე თაბახი.

თანამედროვე ენციკლოპედიები

XVII-XVIII საუკუნეებში პოპულარული იყო პ. ბეილის „ისტორიული და კრიტიკული ლექსიკონი“. 1704 წელს ჯ. ჰერისმა გამოსცა „ტექნიკური ლექსიკონი ანუ ხელოვნებისა და მეცნიერების საყოველთაო ინგლისური ლექსიკონი“. პოპულარობით სარგებლობდა XVIII საუკუნის ფრანგ განმანათლებელ-ფილოსოფოსთა შესანიშნავი ძეგლი „ენციკლოპედია ანუ მეცნიერების, ხელოვნებისა და ხელოსნობის განმარტებითი ლექსიკონი“, რომლის შექმნაში დიდი ღვაწლი მიუძღვის დ. დიდროს, მონაწილეობდნენ აგრეთვე შ. მონტესკიე, ვოლტერი, ჟ. ჟ. რუსო და ლ. დ’ალამბერი. 1768 — 1771 წლებში შოტლანდიელმა მესტამბემ უ. სმელიმ გამოსცა ინგლისის უდიდესი ეროვნული ენციკლოპედიის „ბრიტანიკის“ სამტომეული. დიდი გავრცელება პოვა ბროკჰაუზის „სასაუბრო ლექსიკონმა“, რომელიც გამოვიდა გერმანიაში XIX საუკუნის დამდეგს. პოპულარული იყო აგრეთვე მაიერის ენციკლოპედიური ლექსიკონი. საფრანგეთში მოწონებით სარგებლობს „XIX საუკუნის დიდი საყოველთაო ლექსიკონი“, რომლის რედაქტორი-გამომცემელი იყო პ. ლარუსი; 1885 — 1901 წლებში გამოვიდა „დიდი ენციკლოპედია“ (31 ტ. პარიზი). 1929 — 1939 წლებში იტალიური ენციკლოპედია „იტალიანა“, 1905 — 1930 წლებში — „ესპანური ენციკლოპედია“ და სხვა. XIX საუკუნის II ნახევარში აშშ-ში გამოსცეს „ახალი ამერიკული ენციკლოპედია“; 1903 — 1904 წლებში გამოვიდა ენციკლოპედია „ამერიკანა“. საფრანგეთში 1933 წლიდან გამოდის სისტემური „ფრანგული ენციკლოპედია“ (21 ტომად) და ერთტომეული „პატარა ლარუსი“. ენციკლოპედიები გამოდის ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში და რუმინეთში.

რუსეთში XIII საუკუნიდან არსებობდა „გაუგებარი“ სიტყვების ლექსიკონები. XVIII საუკუნეში გამოდიოდა ე. წ. რეალური, გეოგრაფიული, ისტორიული და სხვა ლექსიკონები. 1835 — 1841 წლებში გამოვიდა „ენციკლოპედიური ლექსიკონი“ (17 ტ., გამოცემა ვერ დაამთავრეს). 1847 — 1855 წლებში გამოიცა „საცნობარო ენციკლოპედიური ლექსიკონი“ (12 ტომად), 1899 — ფ. პავლენკოვის ერთტომეული „ენციკლოპედიური ლექსიკონი“. 1890 — 1907 წლებში პეტერბურგში გამოვიდა ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი. საყურადღებოა აგრეთვე გრანატის ენციკლოპედიური ლექსიკონი. 1926 — 1947 წლებში სსრკ-ში გამოიცა „დიდი საბჭოთა ენციკლოპედია“ (I გამოცემა, 66 ტომად), ხოლო 1969 — 1978 წლებში მისი III გამოცემა (30 ტომად). 1953 — 1955 წლებში გამოიცა „ენციკლოპედიური ლექსიკონი“ 3 ტომად, II გამოცემა 2 ტომად — 1963 — 1964 წლებში. სამჯერ — „მცირე საბჭოთა ენციკლოპედია“; გამოვიდა დარგობრივი ენციკლოპედიები: „ტექნიკური ენციკლოპედია“ (26 ტომად, დამატებითი ტომით, 1927 — 1936), „თანამედროვე ტექნიკის ენციკლოპედია“ [მშენებლობა (1964 — 1965, 3 ტომად), „წარმოების ავტომატიზაცია და სამრეწველო ელექტრონიკა“ (1962 — 1965, 4 ტომად)], „ფიზიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“ (5 ტომად, 1960 — 1966), „მოკლე ქიმიური ენციკლოპედია“ (5 ტომად, 1961 — 1967), „სასოფლო-სამეურნეო ენციკლოპედია“ (IV გამოცემა, 6 ტომად, 1969 — 1975), „დიდი სამედიცინო ენციკლოპედია“ (35 ტომად, 1928 — 1936, II გამოცემა 36 ტომად, 1956 — 1964), „ლიტერატურული ენციკლოპედია“ (10 ტომად, 1929 — 1939, დაუმთავრებელი), „მოკლე ლიტერატურული ენციკლოპედია“ 1 – 9 ტ. (1962 — 1978), „ფილოსოფიური ენციკლოპედია“ (5 ტომად, 1960 — 1970), „საბჭოთა ისტორიული ენციკლოპედია“ (16 ტომად, 1961 — 1976), „პედაგოგიური ენციკლოპედია“ (4 ტომად, 1964 — 1968), „თეატრალური ენციკლოპედია“ (5 ტომად, 1961 — 1967), „მუსიკალური ენციკლოპედია“ (4 ტომად, 1973 — 1978), „საბავშვო ენციკლოპედია“ (III გამოცემა, 12 ტომად, 1971 — 1978; არსებობს მისი II გამოცემის ქართული თარგმანი ქართული მასალის დართვით) და სხვა.

XX საუკუნის 60 — 70-იან წლებში სსრკ-ის ცალკეულმა რესლუბლიკებმა გამოსცეს ენციკლოპედიები: „უკრაინული საბჭოთა ენციკლოპედია“ (1959-1965, 17 ტომად), „ბელორუსული საბჭოთა ენციკლოპედია“ (1969 — 1975, 12 ტომად), „ლიტვური მცირე საბჭოთა ენციკლოპედია“ (1966 — 1975, 2 ტომად), ლატვიის მცირე ენციკლოპედია (1967 — 1972, 3 ტომად), „ესტონური საბჭოთა ენციკლოპედია“ (1968 — 1976, 8 ტომად), „სომხური საბჭოთა ენციკლოპედია“ , „მოლდავური საბჭოთა ენციკლოპედია“, „ყაზახური საბჭოთა ენციკლოპედია“, „ლიტვური საბჭოთა ენციკლოპედია“, „აზერბაიჯანული საბჭოთა ენციკლოპედია“ და სხვა.

ქართულენოვანი ენციკლოპედიები

1975 წლიდან გამოსვლა დაიწყო „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ 12–ტომეულმა. გამოცემულია აგრეთვე ენციკლოპედიები: „საქართველო“ (1997 წ. I ტომი, 2013 წ. II ტომი; ), „თბილისი“, „საბავშვო ენციკლოპედია“, 8–ტომეული, რომელიც წარმოადგენს ამავე სახელწოდების მქონე რუსულენოვანი ენციკლოპედიის ქართულ თარგმანს. უკანასკნელ წლებში საქართველოში ბევრი ენციკლოპედიური ნაშრომი შეიქმნა, რომლებიც ძირითადად უცხო ენებიდანაა ნათარგმნი.

ქართულენოვან ელექტრონულ ენციკლოპედიებში ყველაზე მასშტაბურია ქართული ვიკიპედია, რომელიც დღეისათვის 131,783 სტატიას შეიცავს.

ინტერნეტ-ენციკლოპედიები

ინტერნეტის ფართოდ გავრცელებამ სტიმული მისცა ენციკლოპედიური ნაშრომების ვირტუალური ვერსიების შექმნას, მათ შორის არის როგორც ფასიანი, ასევე უფასო ენციკლოპედიები. უკანასკნელი წლების უმნიშვნელოვანესი პროექტია ვიკიპედია, თავისუფალი ენციკლოპედია, რომელსაც რამდენიმე ათასი მოხალისე ქმნის რამდენიმე ათეულ ენაზე. წინამდებარე სტატია ქართული ვიკიპედიიდანაა.

თანდათან სულ უფრო პოპულარული ხდება „ქართული ელექტრონული სამედიცინო ენციკლოპედია“ (ლალი დათეშიძის პროექტი). იგი მოიცავს 30 000 გვერგსა და 6 000 სურათს, და ეხება მედიცინის თითქმის ყველა სფეროს.

პოპულარული ენციკლოპედიური გამოცემები

იხილეთ აგრეთვე

В

В, в (IPA გამოთქმა [[:Media:Ru-03-буква-В.ogg|/v/]] — „ვ“; /ʋ~w/; /β/; /w/; /ʋ/; /w~β/) — კირილური დამწერლობის ასო. ის თანხმოვანია და შეესატყვისება ქართულ „ვ“-ს.

Д

Д, д (IPA გამოთქმა [[:Media:Ru-05-буква-Д.ogg|/d/]] — „დ“; /ð/; /d~t/; /t/) — კირილური დამწერლობის ასო. ის თანხმოვანია და შეესატყვისება ქართულ „დ“-ს.

З

З, з (IPA გამოთქმა [[:Media:Ru-09-буква-З.ogg|[z]]] — „ჲო“; [z~ʒ]; [ð]; [ts]) — კირილური დამწერლობის ასო. ის თანხმოვანია და შეესატყვისება ქართულ „ზ“-ს.

И

И, и (IPA გამოთქმა [[:Media:Ru-10-буква-И.ogg|[i]]] — „ი“; [ɪ]; [ʲi]; [i~ɨ]; [ɯ]; [ei]) — კირილური დამწერლობის ასო. ის ხმოვანია და შეესატყვისება ქართულ „ი“-ს.

ამირტისი

ამირტისი (ასევე ამინირდისი, ამირტის II და ამირტაიოსი) — ძველი ეგვიპტის ფარაონი, ეგვიპტის ოცდამერვე დინასტიის ერთადერთი წარმომადგენელი. არსებობს მოსაზრება, რომ ამირტისი დაკავშირებულია ოცდამეექვსე დინასტიასთან. მან დაასრულა აქემენიანთა პირველი ოკუპაცია და იმეფა 5 წელი, ძვ.წ. 404 წლიდან ძვ.წ. 399 წლამდე.

აფსიდა

აფსიდა, აბსიდი (ძვ. ბერძნ. ἁψίς, ἁψῖδος — თაღი, კამარა) — შენობის ნაწილი, გეგმით წრიული ან მრავალწახნაგოვანი ფორმის მოცულობა, რომელიც გადახურულია ნახევარგუმბათით. პირველად გამოიყენეს ძვ. რომის ბაზილიკაში. ქრისტიანულ ტაძრებში აფსიდა ჩვეულებრივ აღმოსავლეთკენაა მიმართული და შიგ მოთავსებულია საკურთხევლის ნაწილი.

გოგნაური

გოგნაური — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემი). მდებარეობს მდინარე მთიულეთის არაგვის მარცხენა მხარეს, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1400 მეტრზე, დუშეთიდან დაშორებულია 58 კილომეტრით.

გოგოლაურთა

გოგოლაურთა — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში (უკანაფშავის თემი). მდებარეობს მდინარეების მათურხევისა და ნაროულის (ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადები) შესართავთან, ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1450 მეტრზე, დუშეთიდან დაშორებულია 65 კილომეტრით.

დიდი საბჭოთა ენციკლოპედია

დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუს. Большая советская энциклопедия, БСЭ) — ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი და ყოვლისმომცველი ენციკლოპედია, გამოცემული საბჭოთა ენციკლოპედიის სახელმწიფო გამომცემლობის მიერ.

სულ გამოვიდა სამი გამოცემა. პირველი გამოცემა 65 ტომით (65.000 თემით, პლუს დამატებითი ტომი სსრ კავშირის შესახებ) გამოვიდა 1926–1947 წლებში, მთავარი რედაქტორი იყო ოტო შმიდტი (1941-მდე). მეორე გამოცემა 50 ტომით (100.000 თემა, პლუს დამატებითი ტომი) გამოიცა 1950–1958 წლებში; მთავარი რედაქტორები: სერგეი ვავილოვი (1951-მდე) და ბორის ვედენსკი (1969-მდე); ორი საინდექსო ტომი ამ გამოცემისთვის გამოიშვა 1960 წელს. მესამე გამოცემა დაიბეჭდა 1969–1978 წლებში და შეიცავდა 30 ტომს (100.000 თემა, პლუს საინდექსო ტომი, რომელიც 1981-ში გამოვიდა; ასევე ტომი 24 არის ორ წიგნად, ერთ-ერთი მათგანი სქელტანიანი წიგნია სსრ კავშირის შესახებ), 50 მილიონი სიტყვით, მთავარი რედაქტორი — ალექსანდრე პროხოროვი (1969-დან).

მესამე გამოშვება ითარგმნა ინგლისურად 1973 წლიდან. ყოველი ტომი ცალკე ითარგმნებოდა და საჭიროებდა საინდექსო ტომის გამოყენებას ყოველი თემის მოსაძებნად.

1957–1990 წლებში დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის ყოველწლიური გამოცემა იბეჭდებოდა, რომელშიც სტატიები და თემები საბჭოთა კავშირსა და მსოფლიო მოვლენებზე განახლებული ინფორმაციით შედიოდა.

პირველი ონლაინ გამოცემა, მესამე (ე.წ. წითელი) გამოცემის ტექსტისა და გრაფიკის ზუსტი რეპლიკა გამოსცა Rubricon.ru-მ 2000 წელს.

ენციკლოპედია ბრიტანიკა

„ბრიტანიკა“ ,„ბრიტანული ენციკლოპედია“ (ინგლ. Encyclopaedia Britannica [ɪnˌsaɪkləˈpiːdiə bɹɪˈtænɪkə]) — ერთ-ერთი უძველესი უნივერსალური ენციკლოპედია მსოფლიოში. პირველად გამოიცა 1768-1771 წლებში ედინბურგში, შოტლანდია (დიდი ბრიტანეთი), როგორც ხელოვნებისა და მეცნიერების ლექსიკონი, ახალი გეგმის მიხედვით. მას შემდეგ ბრიტანიკამ მნიშვნელოვანი ინგლისურენოვანი საერთო ენციკლოპედიის სახელი მოიხვეჭა და დღესაც ითვლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საცნობარო წიგნად ინგლისურ ენაზე. მას გამოსცემს ამავე სახელწოდების კერძო კორპორაცია.

გვიანი XVIII საუკუნიდან ადრეულ XX-მდე ბრიტანიკის სტატიები საყოველთაოდ ითვლებოდა, როგორც უპირველესი ავტორიტეტი ნებისმიერ საკითხზე და ხშირად მას წყაროდ იყენებდნენ ახალ კვლევასა თუ თეორიაში, რომელიც სამეცნიორო აუდიენციისთვის იყო განკუთვნილი. სწორედ ამ პერიოდში შეიძინა ბრიტანიკამ უდიდესი რეპუტაცია და უნიკალური პოზიცია დაიჭირა ინგლისურენოვან კულტურაში.

ენციკლოპედიის როლი მნიშვნელოვნად შეიცვალა ადრეული მე-20 საუკუნიდან, რაც აისახა ბრიტანიკის მე-11 გამოცემიდან და შემდგომ. ამ დროიდან ენციკლოპედია უფრო საერთო რეფერატი ხდება შედარებით უფრო ვრცელი აუდიენციისთვის, უფრო მოკლე, ადვილად აღსაქმელი სტატიებით. ისინი უკვე აღარ ასრულებენ პირველადი ავტორიტეტული წყაროს როლს რაიმე საკითხში; თანამედროვე პერიოდში ენციკლოპედია შეცვალა მრავალმა აკადემიურმა ჟურნალმა, სახელმძღვანელომ, სპეციალიზებულმა პუბლიკაციამ და ელექტრონულმა რესურსმა.

დღეს ბრიტანიკა ეტაპობრივად გადადის ელექტრონულ ვერსიებზე, რომელიც სიდი-რომებსა თუ ინტერნეტშია ხელმისაწვდომი. მას უწევს მუდმივად მზარდი ალტერნატიული წყაროების მძაფრ კონკურენციასთან ბრძოლა. მიუხედავად ამისა, ბრიტანიკის სტატიები საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც კორექტული, გადამოწმებული, დასაყრდნობი და გამართული და ის დღემდე სარგებლობს მაღალი რეპუტაციით.

ვიკიპედია

ვიკიპედია (ინგლ. Wikipedia) — მრავალენოვანი, თავისუფალი ვიკი-ენციკლოპედია. გაიშვა 2001 წლის 15 იანვარს, როგორც ინგლისურენოვანი პროექტი ონლაინ-ენციკლოპედიისა, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. პროექტს მართავს ამერიკული არამომგებიანი ფონდი ვიკიმედია.

პროექტის მიზანია შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია მსოფლიოს ყველა ენაზე. ვიკიპედიამ ინტერნეტის მომხმარებელთა შორის პოპულარობა მოიპოვა და შემდეგ, გაჩნდა მისი ვარიანტები სხვა ენებზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. ამ დროისთვის ქართულ ვიკიპედიაში 131,781 სტატიაა.

ინგლისურენოვანი განყოფილება დღეისათვის ყველაზე დიდია და შეიცავს 5 მილიონზე მეტ სტატიას. მას მოჰყვებიან: ნიდერლანდური, გერმანული, შვედური, ფრანგული, იტალიური, რუსული, ესპანური, პოლონური, იაპონური და ვიეტნამური ვიკიპედიები მილიონზე მეტი სტატიით, პორტუგალიური, ჩინური და უკრაინული ვიკიპედიები ნახევარ მილიონზე მეტი სტატიით. სულ ვიკიპედია 299 ენაზე მუშავდება.

ზაფხული

ზაფხული — წელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის მზებუდობის მომენტიდან (21 ან 22 ივნისი), შემოდგომის ბუნიობის მომენტამდე (23 სექტემბერი) გრძელდება; ჩვეულებრივ ზაფხულს უწოდებენ ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეებს. ამ პერიოდში სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარია.

ზაფხული წელიწადის ყველაზე თბილი დროა. დღეები კვლავ იზრდება, თუმცა 22 ივნისიდან მოკლდება.

მწიფდება ხილი, ივსება თავთავი, ფრინველებს და ცხოველებს ბევრი საკვები უჩნდებათ.

მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტი (Munizipalität

< municipium

) — ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის არჩევითი ორგანო; ზოგჯერ კი მხოლოდ საქალაქო მმართველობის ორგანოს სახელწოდება (მაგ., აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში). მუნიციპალიტეტს ირჩევს შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის (მაგ., ქალაქის, დეპარტამენტის, საგრაფოსა და სხვა) მოსახლეობა.

ოჯახი (ბიოლოგია)

ოჯახი (ლათ. familia) — ბოტანიკისა და ზოოლოგიის სისტემატიკური კატეგორია, რომელშიც აერთიანებენ საერთო წარმოშობის მონათესავე გვარებს. მაგალითად, წიფლისებრთა ოჯახში გაერთიანებულია გვარები: წიფელი, მუხა, წაბლი და სხვა; ძაღლისებრთა ოჯახში — გვარები: ძაღლი, მელა, ყარსაღი და სხვა. ზოგ ოჯახში თითო გვარია (ბროწეულისებრნი, იხვნისკარტასებრნი და სხვა). დიდ ოჯახებს ქვეოჯახებად ყოფენ. მონათესავე ოჯახებს რიგში აერთიანებენ.

პეგასის თანავარსკვლავედი

პეგასი (ლათ. Pegasus) — ცის ეკვატორთან მდებარე თანავარსკვლავედი. მისი ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავები შესაბამისად 2,4; 2,4; 2,5; 2,8 და 3,0 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდისაა. დაკვირვებისათვის საუკეთესო პირობებია აგვისტო-სექტემბერში. ჩანს საქართველოდანაც.

რეგიონი

რეგიონი (ლათ. regio — ქვეყანა, ოლქი) — დიდი ტერიტორიული ერთეული (მაგ., ბუნებრივი, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა). რეგიონული - ამა თუ იმ გარკვეული ტერიტორიის (რაიონის, ოლქის, ქვეყნის, ქვეყნების ჯგუფის) კუთვნილი.

სანტიმეტრი

სანტიმეტრი (სანტი... და ...მეტრი; შემოკლებით — სმ.) — სიგრძის ძირითადი ერთეული ერთეულთა SI და CGS (Centimeter (cm), Gramm (g), Sekunde (s)) (სანტიმეტრი, გრამი, წამი) სისტემებში; ტოლია 0,01 მ-ისა. ქართული აღნიშვნაა სმ., საერთაშორისო — cm.

საქართველო (ენციკლოპედია)

ენციკლოპედია საქართველო (ხუთტომეული) — მეცნიერული გამოცემა, რომელიც მიზნად ისახავს სრულიად მიაწოდოს მკითხველს ინფორმაცია საქართველოსა და ქართველებზე, აგრეთვე საქართველოსა და ქართველებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე, ფაქტსა თუ პიროვნებაზე. „საქართველო“ ანბანური წესით აგებული ენციკლოპედიაა. იგი აშუქებს ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ძირითად სფეროს. ეს უმდიდრესი მასალა განხილულია საერთო ისტორიულ-კულტურული პროცესის კონტექსტში: ისტორიული წარსულის, თანამედროვეობისა და გეოპოლიტიკური ფაქტორის გათვალისწინებით საქართველო და ქართველი ერი წარმოჩენილია მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია (ქსე) — პირველი ქართული უნივერსალური სამეცნიერო ცნობარი. წარმოადგენს 12 ტომეულს (11 ძირითადი და 1 სპეციალური ტომი „საქართველოს სსრ“ 2 წიგნად, ქართულ და რუსულ ენებზე, 1975-87 წლებში) და მოიცავს 70 ათასამდე ტერმინს. გამოვიდა საქართველოს კპ ცკ-ისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1965 წლის 24 სექტემბრის დადგენილების საფუძველზე. გამოსცა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ (მთავარი რედაქტორი — ირაკლი აბაშიძე, რედაქტორი — როინ მეტრეველი).

იგი ასახავს ადამიანის ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ძირითად სფეროს და აღიარებულია ქართული კულტურისა და მეცნიერების დიდ გამარჯვებად. ენციკლოპედიაში შეტანილია ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის, სიმონ ჯანაშიას, გერონტი ქიქოძისა და სხვა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა საენციკლოპედიო წერილები, რომელთაც დღემდე არ დაუკარგავთ სამეცნიერო ღირებულება.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.