ენრიკე II

ენრიკე II (ესპ. Enrique II de Castilla; დ. 13 იანვარი, 1334, სევილია — გ. 29 მაისი, 1379, სანტო-დომინგო-დე-ლა-კალსადა) — კასტილიისა და ლეონის სამეფოს მეფე 1366-1367 და 1369-1379 წლებში. ალფონსო XI-ისა და მისი საყვარლის ელეონორა გუსმანის შვილი.

ენრიკე II-ის კორონაცია შედგა 1366 წლის 5 მაისს ბურგოსში, მაგრამ ამავე წლის ნოემბერში მან ვერ შეძლო გალისიის ციხესიმაგრის ლუგოს აღება, ხოლო 1367 წლის 3 აპრილს პედრო I-მა დაამარცხა ნახერის ბრძოლაში, სადაც პედრო მრისხანეს დახმარებას უწევდა ინგლისის სამეფოს არმია ედუარდ შავი პრინცის მეთაურობით. ბრძოლის შემდეგ ენრიკე II პირენეს მთებში გადაიმალა. 1369 წლის 22 მარტს მონტიელის ბრძოლაში დაამარცხა მოწინააღმდეგე, რის შემდეგაც მალევე გარდაიცვალა პედრო I მრისხანეც. ენრიკე კვლავ კასტილიისა და ლეონის მეფე გახდა.

1369-1373 წლებში ენრიკეს წინააღმდეგ იბრძოდა პორტუგალიის მეფე ფერნანდუ I. 1373 წელს ენრიკემ ალყა შემოარტყა ლისაბონს, ფერნანდუ I იძულებული გახდა ზავი დაედო კასტილიის მეფესთან.

ენრიკე II
Enrique II
Enrique II
კასტილიისა და ლეონის სამეფოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1366
მმართ. დასასრული: 1367
წინამორბედი: პედრო I
მემკვიდრე: პედრო I
კასტილიისა და ლეონის სამეფოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1369
მმართ. დასასრული: 1379
წინამორბედი: პედრო I
მემკვიდრე: ხუან I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 იანვარი, 1334
დაბ. ადგილი: სევილია
გარდ. თარიღი: 29 მაისი, 1379
გარდ. ადგილი: სანტო-დომინგო-დე-ლა-კალსადა
მეუღლე: ხუანა მანუელი
შვილები: ხუან I, ელეონორა, ხუანა
დინასტია: ტრასტამარა
მამა: ალფონსო XI
დედა: ელეონორა დე გუსმანი

ლიტერატურა

  • Arco y Garay, Ricardo del (1954). რედ. Instituto Jerónimo Zurita. Consejo Superior de Investigaciones Científicas.: Sepulcros de la Casa Real de Castilla
(Tombs of the Castilian Royal Family), 1ª. Madrid. OCLC 11366237.
  • Elorza, Juan C. (1990). რედ. Junta de Castilla y León. Consejería de Cultura y Bienestar Social: El Panteón Real de las Huelgas de Burgos. Los enterramientos de los reyes de León y de Castilla
(The Royal Pantheon of the Huelgas de Burgos.  The graves of the monarchs of León and Castile), 2ª. ISBN 84-241-9999-5.
  • Pedro López de Ayala (1994-1997). რედ. Buenos Aires: Crónica del rey don Pedro y del rey don Enrique, su hermano, hijos del rey don Alfonso Onceno
(A chronicle of the kings Peter and Henry, his brother, sons of the king Alfonso Onceno) (critical edition and notes by Germán Orduna; a preliminary study by Germán Orduna and José Luis Moure). OCLC 489686613.
  • Valdeón Baruque, Julio (1996). რედ. Palencia. Diputación Provincial de Palencia: Enrique II. ISBN 84-8173-051-3.
1334

1334 (ათას სამას ოცდათოთხმეტი) წელი — იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა შაბათი. ეს წელი არის XIV საუკუნის მე-4 დეკადის მე-4 წელი.

13 იანვარი

13 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის მე-13 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 352 დღე (ნაკიან წელში — 353).

ალფონსო XI

ალფონსო XI (ესპ. Alfonso XI; დ. 13 აგვისტო, 1311, სალამანკა — გ. 16 მარტი, 1350, გიბრალტარი) — კასტილიის და ლეონის მეფე 1312 - 1350 წლებში. ფერდინანდ IV-სა და კონსტანცია პორტუგალიელის ვაჟი. 1328 წელს მარია პორტუგალიელზე, პორტუგალიის მეფე ალფონსო IV-ს ასულზე იქორწინა.

ალფონსო 1 წლისაც არ იყო მამა რომ გარდაეცვალა. ვინაიდან ფერდინანდმა არანაირი განკარგულება რეგენტობაზე არ დატოვა, მის გარდაცვალებას ცხარე კამათი მოყვა. რეგენტობისთვის ბრძოლაში მონაწილეობა მიიღო ყველა ქალაქმა, მთლმა არისტოკრატიან და მეფის ყველა ნათესავმა. ცენტრალური ხელისუფლება გაქრა და ქვეყანაში დაიწყო ქაოსი. ომი 1324 წლამდე გაგრძელდა, სანამ ალფონსო სრულწლოვანი არ გახდა.

ახალმა მეფემ, რომელიც არეულობის პერიოდში გაიზარდა, თავი გამოაჩინა, როგორც ვერაგმა, სასტიკმა და გარყვნილმა ადამიანმა. მარია პორტუგალელის ცოლად მოყვანის შემდეგ, ცოტა ხანში, მან დედოფლის ყველა პრივილეგიები თავის საყვარელს, ელეონორა გუსმანს გადასცა, რომლისგანაც 5 ვაჟი ჰყავდა. ამის გამო მან წაიჩხუბა სიმამრთან, პორტუგალიის მეფესთან, რომელმაც მალე ომი დაიწყო კასტილიის წინააღმდეგ. საბოლოოდ მარიამ დაიყოლია მამა ალფონსოსთან შერიგებაზე. ალფონსო დაპირდა საყვარლის ჩამოშორებას და დედოფლისთვის უფლებების დაბრუნებას.

მეფეების შერიგებას ხელი შეუწყო გარე საფრთხემაც, აფრიკელმა მავრებმა შეწყვიტეს სამოქალაქო ომები და გაერთიანდნენ გრანადის ემირთან ქრისტიანების წინააღმდეგ. 1340 წელს ქრისტიანული და მუსულმანური ლაშქრები ერთმანეთს რიო-სალდოს ბრძოლაში შეხვდნენ, რომელიც ქრისტიანთა გამარჯვებით დასრულდა. მავრებს დიდი დანაკარგები ჰქონდათ, ხოლო ქრისტიანებმა ხელში დიდძალი ნადავლი ჩაიგდეს. შემდეგ წელს კასტილიელებმა რამდენიმე ქალაქი აიღეს და გენუელთა ფლოტის დახმარებით ზღვაზეც დაამარცხეს მავრები. ალფონსომ ორ წლიანი ალყის შედეგად აიღო ქალაქი ალხესირასი, 1350 წელს დაიწყო გიბლარტარის ალყა, მაგრამ გარდაიცვალა შავი ჭირისგან.

ალხესირასის ალყა (1369)

ალხესირასის ალყა — ქალაქ ალხესირასის ალყა, რომელიც გაიმართა ესპანეთის რეკონკისტის პერიოდში. გრანადის სულთან მუჰამედ V-ს უნდოდა 1344 წელს დაკარგული ქალაქის, ალ-ჯაზირა-ალ-ხადრის დაბრუნება, რომელსაც ქრისტიანები ალხესირასს უწოდებდნენ. ქალაქი კასტილიის სამეფოს შემდაგნელობაში შედიოდა. ალყა გაგრძელდა 3 დღის განმავლობაში. სულთანმა გაიმარჯვა და დაიბრუნა ქალაქი, რომელიც 1342-1344 წლების ალყის შემდეგ კასტილიის ხელში იყო. ქალაქის დაბრუნება ესპანელების მიერ მოხდა ათი წლის შემდეგ. სულთანმა 1379 წელს ქალაქი მთლიანად გაანადგურა, რათა ქრისტიანებს არ ჩაეგდოთ ხელში.

ბუენ-რეტიროს პარკი

ბუენ-რეტიროს პარკი (ესპ. Parque del Buen Retiro) — პარკი მადრიდის ცენტრში. ქალაქის ღირსშესანიშნაობა და მადრიდელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი. პარკი უდიდესია მადრიდში და უკავია 120 ჰა ფართობი. თავდაპირველად გარს ეკრა ფილიპე IV-ის ამავე სახელწოდების სასახლეს და წარმოადგენდა სასახლის გასართობ, სამეჯლისო და თეატრალური წარმოდგენების ადგილს. ფილიპე IV სიკვდილის შემდეგ ყურადღება აღარ ექცეოდა და შემდეგ ძლიერ დაზიანდა ნაპოლეონის ომების პერიოდში. პარკი აღსდგა ფერდინანდ VII-ის მმართველობის პერიოდში. ალფონსო XII-ის მონუმენტის წინ მდებარეობს პატარა ტბა. 1887 წელს საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში აშენდა ორი სასახლე - აგურისა და ბროლის.

ელეანორ ალბუკერკე

ელეანორ დე ალბუკერკე (ესპ. Eleanor de Albuquerque; დ. 1374, ალდეადავილა-დე-ლა-რიბერა, კასტილია — გ. 16 დეკემბერი, 1435, მედინა დელ კამპო, კასტილია) — ტრასტამარას დინასტიის წარმომადგენელი. ალბუკერკეს გრაფ სანჩო ალფონსოსა და მისი ცოლის, ბეატრიზ პორტუგალიელის ქალიშვილი. მამის ხაზით კასტილიის მეფე ალფონსო XI-ის, ხოლო დედის მხრიდან პორტუგალიის მეფე პედრუ I-ის შვილიშვილი. არაგონის დედოფალი 1412-1416 წლებში როგორც ფერდინანდ I-ის მეუღლე. არაგონის ორი მეფის, ალფონსო V-ისა და ხუან II-ის, ასევე კასტილიის დედოფალ მარია არაგონელისა და პორტუგალიის დედოფალ ელეანორ არაგონელის დედა. კასტილიისა და არაგონის მეფე ფერდინანდ II არაგონელის ბებია.

ელეანორა კასტილიელი

ელეანორა კასტილიელი (ესპ. Leonor de Castile, ფრანგ. Éléonore de Castille; დ. 1363 — გ. 5 მარტი, 1416) — ტრასტამარას დინასტიის წარმომადგენელი. კასტილიისა და ლეონის მეფე ენრიკე II-ის ასული. ნავარის დედოფალი 1387-1416 წლებში როგორც კარლ III-ის მეუღლე.

კარლ III (ნავარა)

კარლ III ნავარელი (ფრანგ. Charles III de Navarre), მეტსახელად კეთილშობილი (ფრანგ. le Noble; დ. 1361 — გ. 8 სექტემბერი, 1425) — ევრეს დინსტიის წარმომადგენელი. ნავარის მეფე კარლ II-ის უფროსი ვაჟი. ნავარის მეფე 1387-1425 წლებში, ასევე ევრეს გრაფი და ნემურის ჰერცოგი.

კასტილიის მონარქთა სია

აქ წარმოდგენილია კასტილიის მონარქთა სია 1035-1504 წლებში

ფერდინანდ I - 1035-1065

სანჩო II - 1065-1072

ალფონსო VI - 1072-1109

ურაკა - 1109-1126

ალფონსო VII - 1127-1157

სანჩო III - 1157-1158

ალფონსო VIII - 1158-1214

ენრიკე I - 1214-1217

ბერენგარია - 1217

ფერნანდო III - 1217-1252

ალფონსო X - 1252-1284

სანჩო IV - 1284-1295

ფერდინანდ IV - 1295-1312

ალფონსო XI - 1312-1350

პედრო I მრისხანე - 1350-1369

ენრიკე II - 1369-1379

ხუან I - 1379-1390

ენრიკე III - 1390-1406

ხუან II - 1406-1454

ენრიკე IV - 1454-1474

იზაბელა I - 1474-1504

მარია პორტუგალიელი (1313-1357)

მარია პორტუგალიელი (პორტ. Maria de Portugal; დ. 9 თებერვალი, 1313 — გ. 18 იანვარი, 1357) — ბურგუნდიული დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე აფონსუ IV-ისა და დედოფალ ბეატრის კასტილიელის უფროსი ქალიშვილი. კასტილიისა და ლეონის დედოფალი 1328-1350 წლებში როგორც ალფონსო XI-ის მეუღლე. მეფე პედრო I მრისხანეს დედა.

მუჰამედ V (გრანადა)

მუჰამედ V (არაბ. أبو عبد الله محمد بن يوسف) — გრანადის მე-8 და მე-11 ამირა ნასრიდების დინასტიიდან. საამიროს მართავდა 1354-1359 და 1362-1391 წლებში. იუსუფ I-ის შვილი.

ტრასტამარას დინასტია

ტრასტამარას დინასტია (ესპ. Casa de Trastámara) — ესპანეთის სამეფო დინასტია. ტრასტამარას დინასტია წარმოადგენდა ივრეას დინასტიის განშტოებას. ტრასტამარას დინასტია დააფუძნა მეფე ენრიკე II-მ 1366 წელს. ტრასტამარები მეფობდნენ კასტილიაში, ლეონში, არაგონში, ნეაპოლში, სიცილიაში, ნავარაში, ვალენსიაში, ბარსელონასა და მაიორკაში. ტრასტამარების მმართველობის პერიოდში გაერთიანდა დაშლილი ესპანური სამეფოები. ისინი გაერთიანდა დედოფალ ისაბელ კასტილიელისა და მეფე ფერდინანდ არაგონელის ქორწინებით. ორივე მათგანი ტრასტამარა იყო. მათი ქალიშვილი ხუანა I კი გახდა ამ საგვარეულოს უკანასკნელი წარმომადგენელი. ხუანა გათხოვილი იყო ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ I ჰაბსბურგზე, ხუანას გარდაცვალების შემდეგ კი 1555 წელს ტრასტამარები ჰაბსბურგებმა შეცვალეს.

ტრასტამარების მეფობის პერიოდს მიეკუთვნება ესპანეთის ისტორიაში მომხდარი გარდამტეხი მოვლენები, როგორებიცაა რეკონკისტას დასრულება და არაბების იბერიის ნახევარკუნძულიდან გაძევება, ესპანეთის გაერთიანება და კოლუმბის მოგზაურობის დაფინანსება, რასაც ახალი კონტინენტის აღმოჩენა და ესპანეთის კოლონიურ სახელმწიფოდ გარდაქმნა მოჰყვა.

ხუან I (კასტილია)

ხუან I (ესპ. Juan I; დ. 24 აგვისტო, 1358, ეპილა — გ. 8 ოქტომბერი, 1390, ალკალა-დე-ენარესი) — კასტილიისა და ლეონის სამეფოს მეფე 1379-1390 წლებში. ენრიკე II-ისა და ხუანა მანუელის შვილი.

მეფობის დასაწყისში მის წინააღმდეგ აჯანყდა და ტახტზე პრეტენზიას აცხადებდა ლანკასტერის ჰერცოგი ჯონ გოტი, რომელსაც ცოლად ჰყავდა პედრო I-ის შვილი კონსტანცა. საბოლოოდ მათ შორის ზავი დაიდო. ჰერცოგის შვილი ქეთრინი, ცოლად გააყოლეს ხუან I-ის შვილს, მომავალ მეფეს ენრიკე III-ს.

ხუან I ორჯერ შეებრძოლა პორტუგალიას. პირველი ომი დასრულდა 1382 წელს ბადახოსის ზავით, რომლის შემდეგაც ხუანმა ცოლად შეირთო პორტუგალიის მეფის ფერნანდუ I-ის შვილი ბეატრისა. 1383 წელს ფერნანდუ I ისე გარდაიცვალა რომ ტახტის მემკვიდრე არ დარჩენია. ხუან I-მა სამეფო ტახტზე თავისი ცოლი დასვა, მაგრამ კორტესებმა მეფედ ფერნანდუს უკანონოდ შობილი ძმა ჟუან I აირჩიეს. ხუანმა ორჯერ ილაშქრა პორტუგალიაში. პირველი შეჭრა დასრულდა ატოლეირუშის ბრძოლაში ხუანის დამარცხებით. ასევე მარცხით დასრულდა ხუანის მეორე ლაშქრობა პორტუგალიაში, ალჟუბაროტის ბრძოლაშიც პორტუგალიელებმა იმძლავრეს.

წარუმატებელი იყო მისი საშინაო პოლიტიკაც. ვერ ალაგმა ბასკი და გალისიელი ფეოდალების თვითნებობა.

გარდაიცვალა 1390 წელს სეირნობისას ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად.

პერესის დინასტია
ხიმენესების დინასტია
ბურგუნდიული დინასტია
ტრასტამარის დინასტია
ჰაბსბურგები
ხიმენესების დინასტია
ბურგუნდიული დინასტია
ტრასტამარის დინასტია
ჰაბსბურგები

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.