ენდემები

ენდემები (ბერძ. ἔνδημος — ადგილობრივი) — მცენარეები ან ცხოველები, რომელთაც უჭირავთ რომელიმე გეოგრაფიული რეგიონის, პროვინციის, ოლქის, რაიონის ცალკეული ადმინისტრაციული ან ოროგრაფიული ერთულის განსაზღვრული არეალი და დედამიწის ზედაპირის სხვა ნაწილში არ გვხვდებიან. შეიძლება იყოს კავკასიის, ყირიმის, ევროპის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, საქართველოს, კავკასიონის, თბილისის მიდამოების ენდემები და ა. შ. ენდემური შეიძლება იყოს მცენარეთა და ცხოველთა სახეობები, გვარები, ოჯახები და სხვა სისტემატიკური ერთულები. მაგ. ახალი ზელანდიის ენდემების პირველხვლიკების (Prosauria) ქვეკლასი, სამხრეთ ამერიკის — ნანდუსნაირთა (Rheiformen) რიგი, სამხრეთ აფრიკის — ჟირაფისებრთა (Giraffidae) ოჯახი, შორეული აღმოსავლეთის ენოტისმსაგვსი ძაღლის (Nyctereures) გვარი, კავკასიონისა — აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis) და დასავლეთკავკასიური ჯიხვი (Capra severtzovi). ზოგჯერ ენდემების არეალი ძალიან მცირეა. მაგ., კავკასიური შურთხი (Tetraogallus caucasicus) მხოლოდ კავკასიონის მთამაღალზე გვხვდება; პრომეთეს მემინდვრის (Prometheomys schaposchikovi) — ცენტრალურ და დასავლეთ კავკასიონზე და გურია-აჭარის ქედზე; ჩიმბორასოს კოლიბრი (Oreotrochilus chimboraso) — მხოლოდ ჩიმბორასოს პიკზე (სამხრეთ ამერიკა); მეგრული არყი (Betula megrelica) მხოლოდ სამეგრელოში იზრდება; ბიჭვინთის ფიჭვი (Pinus pithyusa) — შვი ზღვის სანაპიროზე, ბიჭვინთიდან ანაპამდე; ელდარის ფიჭვი (Pinus eldarica) — ეილარ-ოუღის მთაზე; ქართული ნუში (Amygdalus georgica) — ქართლსა და გარეკახეთში; გიგანტური სეკვოიადენდრონი (Sequoiadendron giganteum) — სიერანევადის დასავლეთ კალთებზე (კალიფორნია).

ენდემებით განსაკუთრებით მდიდარია ღრმა ტბები, მთიანი ქვეყნები, ოკეანის კუნძულები. საქართველო, როგორც მთიანი ქვეყანა, მდიდარია ენდემური სახეობებით. აქ აღრიცხული გვიმრანაირი და თესლოვანი მცენარეების 4100-მდე სახეობიდან 400-ზე მეტი ენდემურია. კავკასიაში გავრცელებული მცენარეთა 16-მდე ენდემური გვარიდან საქართველოსათვის აღნიშნულია Alboviodoxa, Charesia, Pseudovesicaria, Symphyoloma და სხვა გვარები. ენდემებით მდიდარია აგრეთვე გეოგრაფიულად და ეკოლოგიურად იზოლირებული ქვეყნები. ასეთია მაგ., ავსტრალია, რომლისთვისაც დამახასიათებელია ერთგასავლიანების ჩანთოსანი ძუძუმწოვრების და ევკალიპტების მრავალი ენდემური სახეობა.

ცნობილია ენდემების 2 ჯგუფი: პალეოენდემები და ნეოენდემები. პირველს ეკუთვნის გიგანტური სეკვოიადენდრონის, პატერის და სხვა, ხოლო მეორე ჯიხვი და სხვა.

Orange-breasted Sunbird (Nectarinia violacea)
ნარინჯისფერ-მლერდიანი სანბირდი სახლობს მხოლოდ ფინბოშში
Alpenmolch Alpine Newt Triturus alpestris
ალპური ტრიტონი გავრცელებულია მხოლოდ ალპებში

ლიტერატურა

ადამსის კუნძული

ადამსის კუნძული (ინგლ. Adams) — ახალი ზელანდიის დაუსახლებელი კუნძული, ყველაზე სამხრეთით მდებარე ოკლენდის არქიპელაგში.

ახალი ზელანდიის სხვა სუბანტარქტიკულ კუნძულებთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ავსტრალია

ავსტრალია (ინგლ. Australia; ოფიც. ავსტრალიის კავშირი ინგლ. Commonwealth of Australia) — სახელმწიფო ავსტრალიის კონტინენტზე. ქვეყანა მოიცავს როგორც საკუთრივ მატერიკს, ასევე კუნძულ ტასმანიასა და სხვა მცირე კუნძულებს. ეს არის ფედერალური სახელმწიფო, რომელიც შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში. უშუალო სახმელეთო მეზობელი არა ჰყავს, ზღვით კი ესაზღვრება: ინდონეზია, აღმოსავლეთი ტიმორი და პაპუა-ახალი გვინეა ჩრდილოეთით, სოლომონის კუნძულები, ვანუატუ და ახალი კალედონია ჩრდილო-აღმოსავლეთით და ახალი ზელანდია სამხრეთ-აღმოსავლეთით.

40 000 წლის განმავლობაში, XVIII საუკუნის ბოლომდე, სანამ ევროპელებმა დაიწყეს კონტინენტის ათვისება, ავსტრალიასა და ტასმანიაზე საშუალოდ 250 სხვადასხვა ტომის ავსტრალიელი აბორიგენი სახლობდა. უშუალოდ ჩრდილოეთიდან წამოსული მეთევზეების არარეგულარული სტუმრობისა და 1606 წელს ევროპული აღმოჩენის შემდეგ, ავსტრალიის აღმოსავლეთი ნაწილი 1770 წელს დიდმა ბრიტანეთმა მიისაკუთრა და საწყის ეტაპზე პატიმრებით დაასახლა ახალი სამხრეთი უელსის კოლონიები, 1788 წლის 26 იანვარს აღმოჩენიდან. მომდევნო წლებში მოსახლეობა ინტენსიურად იზრდებოდა. XIX საუკუნეში კიდევ ხუთი უფრო დიდი თვითმმართველური ბრიტანეთის ზღვის გადაღმა კოლონია დაარსდა.

1901 წლის 1 იანვარს, ექვსი კოლონია ფედერაციად გაერთიანდა და ავსტრალიის კავშირი შეიქმნა. ამჟამად ავსტრალიას სტაბილური ლიბერალური დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა აქვს. მისი მოსახლეობა 2011 წლის აღწერის თანახმად შეადგენს 21 507 719 ადამიანს, რომლის დაახლ. 60 % ცხოვრობს შტატების დედაქალაქებში: სიდნეი, მელბურნი, ბრიზბენი, პერთი და ადელაიდა. ქვეყნის დედაქალაქია კანბერა, რომელიც ფედერალურ ტერიტორიაზე მდებარეობს.

ავსტრალია განვითარებული ქვეყანაა, აყვავებული კოსმოპოლიტური საზოგადოებითა და გამორჩეულად მაღალი განვითარების იდექსით, ცხოვრების ხარისხით, სრულფასოვანი ჯანდაცვის სისტემით, ცხოვრების მაღალი ხანგრძლივობით, საყოველთაო საზოგადო განათლებით, ეკონომიკური და პოლიტიკური და სიტყვის თავისუფლებით.

ავსტრალიის ქალაქები მსოფლიოს უდიდესი ქალაქების რიგს მიეკუთვნება კულტურული მრავალფეროვნებითა და ცხოვრების ხარისხით. ქვეყანა შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, დიდი ოცეული, ერთა თანამეგობრობა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, ANZUS, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური გაერთიანება, წყნარის ოკეანის კუნძულების ფორუმი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.

ახალი ზელანდიის სუბანტარქტიკული კუნძულები

ახალი ზელანდიის სუბანტარქტიკული კუნძულები (ინგლ. New Zealand Subantarctic Islands) — ახალი ზელანდიის კუთვნილი კუნძულები მის სამხრეთით, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი № 877 (1998 წლიდან).

მოიცავს კუნძულთა ხუთ ჯგუფს:

კუნძულები გეოლოგიურად ავსტრალიას გამოეყო 60-85 მლნ წლის წინ, ნაწილი კი ანტარქტიდას უფრო ადრე 85-130 მლნ წლის წინ.

კუნძულები გაბნეულია ოკეანის ტერიტორიაზე 3,5 მილიონ კმ²-ზე, რაც დაახლოებით ავსტრალიის ტერიტორიის ნახევარია.

თითოეულ კუნძულთა ჯგუფს აქვს თავისი მიკროკლიმატი და ენდემები — ფლორის და ფაუნის უნიკალური წარმომადგენლები (მაგალითად — დიდი პინგვინი).

ყველა კუნძული დაუსახლებელია, შეზღუდულია ტურისტების მოსანახულებლად. კუნძულებზე მყოფი ადამიანები არიან სამეცნიერო ექსპედიციის ან მეტეოროლოგიური სადგურის თანამშრომლები.

კლიმატი კუნძულებზე — სუბანტარქტიკულიდან ზომიერ კლიმატამდეა.

ახალი კალედონია

ახალი კალედონია (ფრანგ. Nouvelle-Calédonie) — საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია, განსაკუთრებული სტატუსის მქონე ზღვისიქითა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნი, მდებარეობს წყნარ ოკეანეში, მელანეზიაში. სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება ავსტრალიის ეკონომიკური ზონა, ჩრდილოეთიდან — ვანუატუ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — ფიჯი. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია — ნუმეა.

გოფი (კუნძული)

გოფი (ინგლ. Gough Island) – პატარა ვულკანური წარმოშობის კუნძული ატლანტის ოკეანეს სამხრეთ ნაწილში, არქიპელაგ ტრისტანი-და-კუნიას შემადგენლობაში. მიეკუთვნება დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიას — წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია. კუნძული დაუსახლებელია.

თაგვფრინველისებრნი

თაგვფრინველისებრნი (ლათ. Coliidae) — ფრინველთა ოჯახი თაგვფრინველისნაირთა რიგისა. მოიცავს 2 გვარის 6 თანამედროვე სახეობას და რამდენიმე ამომწყდარ გვარს. ცნობილია ეოცენიდან. აფრიკის ენდემები არიან. მათი სხეულის სიგრძეა 30–38 სმ, წონა 42–56 გ. გააჩნიათ გრძელი კუდის ბუმბული. ბინადრობენ სავანებში, ტყეებსა და უდაბნოებში. ბუდობენ ხეებზე. დებენ 2–4, ზოგჯერ 6 კვერცხს. იკვებებიან კენკრით, ნაყოფებით, მწერებით, ზოგჯერ სხვა ფრინველების კვერცხებით.

ნიუე

ნიუე (ინგლ. Niue [ˈnjuːeɪ]; ნიუე. Niuē-fekai, ძველი სახელწოდება სევიჯი Savage) — კუნძულოვანი სახელმწიფო სამხრეთ წყნარ ოკეანეში. მდებარეობს ახალი ზელანდიის ჩრდილოეთით. ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს 261,46 კმ², ხოლო აქ ცხოვრობს 1611 ადამიანი (2011), მოსახლეობის ძირითად ნაწილს პოლინეზიელები შეადგენენ. ეს ტერიტორია პირველად ჯეიმზ კუკმა აღმოაჩინა 1774 წელს. 1900 წელს ნიუე გახდა ბრიტანეთის იმპერიის პროტექტორატი, ხოლო 1901 წლიდან იგი ანექსირებულ იქნა ახალი ზელანდიის მიერ. 1974 წელს ნიუე გახდა თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ახალი ზელანდიის შემადგენლობაში.

ნიუე არის ახალ ზელანდიასთან ასოცირებული წევრი, ამ ტერიტორიას გააჩნია საკმაოდ დიდი ავტონომიური უფლებები. ნიუეს მმართველია გაერთიანებული სამეფოს მონარქი ელისაბედ II.

2003 წელს, ნიუე გახდა მსოფლიოში პირველი „WiFi ერი“.

ნოსი-ბე

ნოსი-ბე (მალაგ. Nosy Be, თარგმანში — «დიდი კუნძული») — კუნძული მადაგასკარის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან, ადმინისტრაციულად შედის ანცირანანის პროვინციაში.

პალეოენდემები

პალეოენდემები (პალეო... და ენდემები) — მცენარეთა და ცხოველთა ენდემური სახეობები (ან გვარები), რომლებიც მხოლოდ გარკვეული ქვეყნისათვის (ოლქისათვის) არის დამახასიათებელი, ხშირად აღმოცენდება ამ ქვეყანაში და აქევე ხანგრძლივად არსებობს. ხშირად არ არის ნათესაურად დაკავშირებული გარემომცველი ფლორის (ფაუნის) სხვა წარმომადგენლებთან. პალეოენდემებია შიშველთესლოვანი მცენარე გინკგო — წინანდელი ვრცელი ჯგუფის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც შემორჩენილია აღმოსავლეთ აზიაში. რუსული მთიხვი — მესამეულ პერიოდში ფართოდ გავრცელებული ცხოველი, ამჟამად ბინადრობს ვოლგისა და დონის აიზებში.

სეიშელის კუნძულები

სეიშელის კუნძულები (სეიშ. Repiblik Sesel, ფრანგ. République des Seychelles, ინგლ. Republic of Seychelles) — კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, კუნძულ მადაგასკარის ჩრდილოეთით და ეკვატორიდან ცოტათი სამხრეთით. აფრიკის სანაპიროდან დაშორებულია 1600 კილომეტრით. სეიშელის კუნძულები ტროპიკული მცენარეულობის სამშობლოა. ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ განედის 4°-11°-სა და აღმოსავლეთ გრძედის 46°-56°-ს შორის. სეიშელის ძირითადი კუნძულები განლაგებულია კენიიდან აღმოსავლეთით 1600 კილომეტრზე და მადაგასკარიდან ჩრდილოეთით 1100 კილომეტრზე.

ქვეყნის შემადგენლობაში შედის 100-ზე ცოტა მეტი კუნძული, მათგან მხოლოდ 33-ია დასახლებული. ფართობი — 455 კმ². ყველაზე დიდი კუნძული — მაე (142 კმ²). მასზე მდებარეობს სახელმწიფოს დედაქალაქი — ვიქტორია და საერთაშორისო აეროპორტი. სხვა მსხვილი კუნძულებია — სილუეტი, პრასლინი, ლა-დიგი. ასევე ბევრია მარჯნის მცირე და გრანიტის კუნძულები. 2010 წლის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 90 945 ადამიანს.

სეიშელის კუნძულების გეოგრაფია

სეიშელის კუნძულები შედგება 100-ზე მეტი კუნძულისაგან. 42 კუნძული შედგება გრანიტისაგან, რომელთა საერთო ფართობია 243,7 კმ². არქიპელაგის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 905 მეტრია.

საერთო ფართობია — 455 კმ². ყველაზე დიდი კუნძულია — მაე (142 კმ²). მასზე მდებარეობს სახელმწიფოს დედაქალაქი — ვიქტორია და საერთაშორისო აეროპორტი. სხვა მსხვილი კუნძულებია — პრასლინი (45 კმ²), სილუეტი, ლა-დიგი და სხვა. ასევე ბევრია მცირე მარჯნის კუნძულები. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ასევე ძირითადი სამეურნო სამუშაოები კონცენტრირებულია არქიპელაგის სანაპიროზე.

ქვეყნის შიდა რაიონებში შენარჩუნებულია ტყე, სადაც ჭარბობს პალმის იშვიათი სახეობები. ადგილობრივი ფლორა დიდი ხანია შეიცვალა ქოქოსის პალმებით და სხვა კულტურული ნარგავებით.

მარჯნის კუნძულების საერთო ფართობი შეადგენს 211,3 კმ², რომელთა მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 4-8 მეტრია. იგი არ ინარჩუნებს სინოტივეს, ამიტომ კუნძულებზე ყოველთვის გვალვაა.

ეკვატორული კლიმატის შედეგად, აქ ხარობს მხოლოდ ქოქოსის პალმა. არქიპელაგზე გვხვდება ისეთი ენდემები, რომელიც სხვაგან არ ბინადრობს.

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი

სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი — საქართველოს ისტორიისა და ბუნების ცენტრალური მუზეუმი, რომელიც დაარსდა 1919 წელს თბილისში კავკასიის მუზეუმის ბაზაზე საქართველოს მუზეუმის სახელწოდებით. 1921 წელს დაექვემდებარა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატს. 1941 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის დაარსებისთანავე შევიდა მის სისტემაში. 1947 წელს ეწოდა აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელი. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შენობა აგებულია რუსთაველის პროსპექტზე 1913 —1929 წლებში, არქიტექტორი გ. ნეპრინცევი. ფასადის არქიტექტურა ეკუთვნის არქიტექტორ ნ. სევეროვს და იმ დროის ქართული არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია. მუზეუმი სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებად იქცა. იგი მოიცავს ჰუმანიტარულ (არქეოლოგია, ისტორია, ეთნოგრაფია, ნუმიზმატიკა) და საბუნებისმეტყველო (გეოლოგია, ბოტანიკა, ზოოლოგია) დარგებს. მუზეუმში თავმოყრილია არა მარტო საქართველოს, არამედ კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ბუნებისა და მოსახლეობის მატერიალური კულტურის ისტორიის ამსახველი დიდძალი, პირველხარისხოვანი მასალა. მუზეუმში 1984 წლის 31 დეკემბრისათვის 1 006520 ექსპონატი ირიცხებოდა. მის ფონდში შედის უმდიდრესი არქეოლოგიური კოლექციები უძველესი დროიდან ანტიკური ხანის დასასრულამდე (ახ. წ. IV საუკუნე), შუა საუკუნეები (V—XVIII საუკუნეები) საქალაქო ცხოვრებისა და მატერიალური კულტურის, (1801—1921) მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და რევოლუციური მოძრაობის, საბჭოთა პერიოდისა და დღევანდელი მიღწევების ამსახველი მასალები, უძველესი ტრადიციები და და XIX საუკუნის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული კოლექციები, მდიდარი ნუმიზმატიკური მასალა, გეოლოგიის, ბოტანიკის და ზოოლოგიის ვრცელი ფონდები, მათ შორის უნიკალური ძეგლები: ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული უძველესი ნივთები კახეთის ყორღანული სამარხებიდან (ძვ. წ. III ათასწლეული), ძვ. წ. II ათასწლეული სახელგანთქმული ოქროსა და ვერცხლის თასები და სხვა ინვენტარი თრიალეთის ყორღანებიდან, ვანის, ახალგორის, ალგეთის სამარხეულ კომპლექსებში შემავალი სიუველირო ხელოვნების შედევრები (ძვ. წ. VI—IV სს.), მცხეთაში, არმაზციხეში, არმაზისხევში, ზღუდერში, კლდეეთში და სხვაგან გათხრილი ქართული ოქრომჭედლობის შემდგომი განვითარების დამადასტურებელი ოქროს სამკაულები (I—IV საუკუნეები), მდიდარი გლიპტიკური მასალა და სხვა, ურარტული ეპიგრაფიკის იშვიათი კოლექცია (ძვ. წ. VIII—VII საუკუნეები), ვესპასიანეს წარწერა (ახ. წ. I ს.), არმაზის ბილინგვა (ახ. წ. II ს,), უძველესი ქართული წარწერა ბოლნისის სიონიდან (ახ. წ. V ს.), შუხუთის მოზაიკა (ახ. წ. IV —V სს.), ხის კარების კოლექცია, მათგან იშვიათი ნახელავი კარი ჩუკულის ეკლესიიდან (XI ს.), დმანისის ვერცხლის სამკაულის განძი (XII ს.), ლითონის ჭურჭლის კოლექცია, მათ შორის სპილენძის თეფშები ვახტანგ VI-ის, მეფე ბაქარის, თეკლა ბატონიშვილის წარწერებით (XVIII ს.) და თეფში წარწერით „ქ. სააკაძის გიორგისა და შიოშისა ვარ“ (XVII ს.), ერეკლე II-ის წარწერიანი ჯამი, 2 თოფი და ხმალი, ბაქარისა და სოლომონ II-ის თოფები (XVIII ს.) და სხვა.

ეთნოგრაფიული მასალებიდან — სახვნელი იარაღები, მათგან „ქართული დიდი გუთანი“, კერამიკული ჭურჭელი წარმოების ყველა ცენტრიდან, ქართველ ოსტატთა ნახელავი ვერცხლის ნივთები და იარაღი, ქართველ და სხვა კავკასიელი ხალხების ტანსაცმლის უიშვიათესი კოლექცია, აღმოსავლური საბრძოლო იარაღი და სხვა. ქართული მონეტების უმდიდრესი კოლექცია, მათ შორის უიშვიათესი — კოლხეთის მეფის აკეს ოქროს სტატერი (ძვ. წ. III ს.), ლაშა გიორგის სპილენძის მონეტა (XIII ს.). განძები ვერცხლის რომაული მონეტებისა სოფელ ეკიდან (907 ც.), თამარ მეფის სპილენძის მონეტებისა სოფელ ვეჯინიდან (2759 ც.) და სხვა. გეოლოგიური ფონდიდან, პირველი მონაპოვარი სსრკ-ში — უმაღლესი ადამიანის მსგავსი მაიმუნის ნაშთი, მესამეული ხანის სპილოს ჩონჩხი სოფელ ტარიბანიდან, მონოგრაფიულად შესწავლილი უხერხემლო ფაუნის ორიგინალები, ტიპური ფორმები და სხვა რეგიონებისა და ქვეყნების ფლორის ჰერბარიუმი, მათ შორის კავკასიის ფლორის XIX საუკუნის მკვლევართა კოლექციების მნიშვნელოვანი ნაწილი, მრავალი სახეობის პირველადი აღწერის ნიმუში — ნომენკლატურული ტიპები და სხვა კოლექციები ცხოველთა სხვადასხვა ჯგუფებიდან, მათ შორის ენდემები, რელიქტები, იშვიათი ან დღეს უკვე გადაშენებული ცხოველების სახეობები.

შედის საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

სულავესი

სულავესი (ინდო. Sulawesi) — ფართობის მხრივ მესამე კუნძული ინდონეზიაში. სულავესი შედის ზონდის კუნძულების შემადეგნლობაში, მოქცეულია ბორნეოსა და მოლუკის კუნძულებს შორის. 2005 წლის მონაცემებით, სულავესზე ცხოვრობს 16 მილიონი ადამიანი, მთელი ქვეყნის მოსახლეობის 7,25 %. კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მაკასარი. აქ ყველაზე მეტად გავრცელებულია რელიგიაა ისლამი.

სულავესის ფართობი შეადგენს 174 600 კმ²-ს, მას მსოფლიოს კუნძულებს შორის მეთერთმეტე ადგილი უკავია. კუნძული იყოფა ექვს პროვინციად. დასავლეთი სულავესი ყველაზე ახალი პროვინციაა, რომელიც შეიქმნა 2004 წელს. აქ ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია სამხრეთით მდებარე ქალაქი მაკასარი და უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე მანადო.

ტასმანიის შტატი

ტასმანია (ინგლ. Tasmania) — ავსტრალიის შტატი. განლაგებულია კუნძულ ტასმანიაზე მატერიკიდან სამხრეთით 240 კმ-ში, რომლისაგანაც გამოყოფილია ბასის სრუტით. 1642 წელს იგი აღმოაჩინა აბელ ტასმანმა და ვან დიმენის მიწა უწოდა. 1856 წელს ეწოდა ტასმანია. 1876 წელს გარდაიცვალა უკანასკნელი ტასმანიელი ტრიგანინი. 1901 წლიდან შტატია. ადმინისტრაციულად შტატში შედიან ასევე ახლომდებარე კუნძულები (კინგი, ფლინდერსი და სხვა) და დაშორებული კუნძული მაკუორი.

ფართობი — 68 401 კმ²;

მოსახლეობა — 495 354 ადამიანი (2011);

ქალაქები (ათ.) — ჰობარტი (195), ლონსესტონი (92).

ტრისტანი-და-კუნია (კუნძულები)

ტრისტანი-და-კუნია (ინგლ. Tristan da Cunha) — არქიპელაგი ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში, შედის ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნიას შემადგენლობაში.

აღდგომის კუნძულთან, პიტკერნის კუნძულებთან და ბუვეს კუნძულთან ერთად მატერიკებიდან ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაშორებული დასახლებული ადგილებია დედამიწაზე. მდებარეობს 2816 კმ-ში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, 3360 კმ-ში სამხრეთი ამერიკიდან და 2161 კმ-ში სამხრეთით წმინდა ელენეს კუნძულიდან.

1956 წლიდან ბრიტანელებისგან არენდირებულ კუნძულ გოფის მონაკვეთზე განლაგებულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეტეოროლოგიური სადგური.

უდაბნო

უდაბნო — ლანდშაფტის ტიპი, რომელიც წარმოიქმენა მუდმივად ან სეზონურად ცხელჰავიან მხარეებში; იგი უდაბურს, უკაცრიელს ნიშნავს.

ახასიათებს ძალზე მეჩხერი და ღარიბი ფიტოცენოზები, ნიადაგისა და გრუნტის ხასიათის მიხედვით

განასხვავებენ უდაბნოს შემდეგ სახეობებს:

ქვიშიანს — განვითარებულს ძველი ალუვიური ვაკეების ფხვიერ ნალექებზე;

კენჭნარსა და ქვიშნარ-კენჭიანს — გათაბაშირებულ სტრუქტურულ პლატოებსა და მთისძირა ვაკეებზე;

ღორღიან-გათაბაშირებულს — პლატოებსა და ახალგაზრდა მთისძირის ვაკეებზე;

ქვიანს — დაბალმთიანეთსა და წვრილგორაკებზე;

თიხნარს — სუსტად კარბონატულ საფრულ თიხნარებზე;

ლიოსურს — მთისძირა ვაკეებზე;

თიხიანთაყირულს — მთისძირა ვაკეებსა და მდინარეთა ძველ დელტებზე;

თიხიან-ბედლენდურს — დაბალმთიანეთში, რომელიც აგებულია მარილების შემცველი მერგელებითა და თიხებით;

მლაშობს — დამლაშებულ დეპრესიებსა და ზღვის სანაპიროებზე.უდაბნოს ძირითადად ახასიათებს ქვიშიანი ან ქვა-ღორღიანი რელიეფის ზედაპირი, ზაფხულის მაღალი ტემპერატურა, ნალექების უმნიშვნელო რაოდენობა, დროებითი მდინარეები და ტბები, ღარიბი ნიადაგი და მცენარეულობა.

უდაბნოები (მშრალი ტერიტორიები) 4 ტიპისაა:

ძალიან მშრალი (ექსტრა-არიდული) უდაბნოები, სადაც ნალექების რაოდენობა 100 მმ-ზე ნაკლებია.

მშრალი (არიდული) უდაბნოები. წლის განმავლობაში მოდის 100 - 250 მმ ნალექი.

ნახევრად მშრალი (სემიარიდული) ტერიტორიები ანუ ნახევრადუდაბნოები. აქ ნალექების რაოდენობა შეადგენს 250-400 მმ-ს.

სველი (არა არიდული) უდაბნოები, სადაც ზედაპირი მთლიანად ნალექითაა დაფარული. წლის განმავლობაში მოდის 1მ ნალექი.უდაბნოს მცენარეულობის სახეობრივი შემადგენლობა ძალზე თავისებულია. ხშირად უდაბნო წარმოადგენს ძველი სახეობათა წარმოქმნის ცენტრს, სადაც თავმოყრილია კაინოზოურის წინა ენდემები: ნიტრარია, პოტანინია, ემოდენდრონი (ცენტრალური აზია), ველვიჩია, აკანთოსიციოსი (სამხრეთ ამერიკა), ოპუნცია, ცერეუსი (ჩრდილოეთი და ცენტრალური ამერიკა).ზომიერი სარტყლების შიგა კონტინენტური უდაბნოებისათვის დამახასიათებელია სკლეროფილური ტიპის მცენარეული სახეობები, მათ შორის უფოთლო ბუჩქნარი და ნახევრად ბუჩქნარი (საქსაული, ჯუზღუნი, ეფედრა, მლაშობურა, აბზინდა და სხვა), ბალახეული მცენარეულობიდან — ეფემერები და ეფემეროიდები.

აფრიკისა და არაბეთის სუბტროპიკული და ტროპიკული შიგაკონტინენტურ უდაბნოებში ჭარბობს ქსეროფილური ბუჩქნარი და მრავალწლიანი ბალახეული, ხარობს სუკულენტები. ზომიერი სარტყლის უდაბნოებთან შედარებით სუბტროპიკული და ტროპიკული უდაბნოს მცენარეულობა უფრო მეჩხერია. განსაკუთრებით ღარიბია ქვიშიან-კენჭნარი უდაბნოს მცენარეულობა. ქვიშიან ბარხანებზე და მარილის ქერქით დაფარულეუბნებში მცენარეულობა არ ხარობს. მცენარეულობით მდიდარია ჩრდილოეთი ამერიკისა და ავსტრალიის სუბტროპიკული უდაბნოები. ისინი ახლოს დგას შუა აზიის უდაბნოებთან. ავსტარლიის ქვიშიანი უდაბნოების ედიფიკატორებია ხეშეში ქსეროფილური მარცვლოვნები — სპინიფექსი და კროტალარია. აქვე ქვიშიან სერებს შორის ხარობს დაბალტანიანი აკაცია და ევკალიპტი. სუბტროპიკული და ტროპიკული ოკეანისპირა უდაბნოებში (დასავლეთი საჰარა, ნამიბი, ატაკამა, კალიფორნია, მექსიკა) გაბატონებულია სუკულენტური მცენარეულობა.

ზომიერი, სუბტროპიკული და ტროპიკული სარტყლები უდაბნოს მლაშობებში არის ჰალოფილური და სუკულენტური ბუჩქნარი და ნახევრად ბუჩქნარი (ტამარიქსი, ნიტრარია და სხვა) და ერთწლიანი მლაშობურები. უდაბნოს ძირითადი მცენარეულობისაგან დიდან განსხვავდება ოაზისების, დიდ მდინარეთა ხეობებისა და დელტების ფიტოცენოზები. აზიის უდაბნოიან ზომიერი სარტყლის ხეობებისათვის დამახასიათებელია ფოთოლმცვივანი ხეების რაყები (ალვის ხე, ტირიფი და სხვა), სუბტროპიკული და ტროპიკული სარტყლების ხეობებისათვის — პალმები და ოლეანდრები.

ფლორა

ფლორა (გვიანდ. ლათ. flora < ლათ. flora – ყვავილებისა და გაზაფხულის ქალღმერთი) — გარკვეული ტერიტორიის — ქვეყნის, ოროგრაფიული ერთეულის, კუნძულის, კონტინენტისა და სხვათა ისტორიულად ჩამოყალიბებული მცენარეთა სახეობების ერთობლიობა.

სახელწოდება ფლორას ძირითადად თესლოვანი და გვიმრანაირი მცენარეებისათვის იყენებენ. უმდაბლესი მცენარეებისა და უმაღლეს მცენარეთა ზოგიერთი ჯგუფის (ხავსები) ფლორა შესატყვისი სახელწოდებით აღინიშნება. მაგალითად: სპოროვან მცენარეთა ფლორა, წყალმცენარეთა ფლორა ან ალგოფლორა, ხავსების ფლორა, ან ბრიოფლორა და სხვ. ამა თუ იმ მხარის ფლორის შესწავლის ძირითადი არსია სახეობრივი და გვარობრივი შემადგენლობის გამოვლინება. ზოგჯერ ფლორაში გაერთიანებულია ბაქტერიული ორგანიზმები.ფლორა როგორც მცენარეთა ერთობლიობის ტერმინი პირველად იხმარა მიხალ ბოიმმა (1614-1659) ნაშრომში „Flora Sinensis“, რომელიც გამოიცა ქალაქ ვენაში 1656 წელს. მეორედ ასეთი მნიშვნელობით ტერმინი გამოიყენა შვედმა ბუნებისმეტყველმა კარლ ლინემ ნაშრომში „ლაპლანდიის ფლორა“. მსოფლიო ფლორის კომპენდიუმი შეადგინა დევიდ ფროდინმა.

გამოიყოფა ფლორის რამდენიმე ტიპიფიკაცია:

ალგოფლორა – წყალმცენარეების ფლორა;

ბრიოფლორა – ხავსების ფლორა;

დენდროფლორა – მერქნიანი მცენარეების ფლორა;

ლიქენოფლორა – ლიქენების ფლორა;

მიკოფლორა – სოკოების ფლორა;

მიქსოფლორა – მიქსომიცეტების ფლორა.საქართველოს მცენარეთა სამყარო მდიდარი და მრავალფეროვანია. საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესოა საქართველოს ფლორის განვითარების ისტორია. ძალიან ღარიბია მონაცემები პალეოგენში საქართველოს ადგილას არსებული იაფეტიდის და ტეთისის სხვა კუნძულების მცენარეულობის შესახებ. მესამეულ პერიოდში საქართველოს ფლორა ტროპიკული მცენარეულობის სახის და ძირითადად მარადმწვანე იყო. კლიმატის აცივებასთან ერთად, ტროპიკული მცენარეულობა ჯერ სუბტროპიკულით, ხოლო შემდგომ ზომიერი კლიმატური სარტყლისათვის დამახასიათებელი ფლორით იცვლებოდა. საქართველოს ტერიტორიაზე მეოთხეულ გამყინვარებას ცივი ქვეყნების ფლორის ცალკეულ წარმომადგენელთა შემოჭრა მოჰყვა. რელიეფისა და მცენარეული საფრის ცვლილება ბოლო ათეული მილიონი წლის განმავლობაში ძალიან რთულად მიმდინარეობდა. საქართველოში გვხვდება 4200-დან 4500-მდე უმაღლესი მცენარეთა სახეობა, რომელთაგან 380 საქართველოს ენდემია (9%). აქედან 600 (14,2%) სახეობა კავკასიის ენდემებს განეკუთვნება. ენდემები პირობითად შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად:

ლოკალური ენდემები;

შედარებით ფართოდ გავრცელებული სახეობები.საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია მცენარეთა 150-ზე მეტი სახეობა. საქართველოს ბუნებრივი ფლორის ინვენტარიზაცია ასახულია კაპიტალურ 8-ტომიან გამოცემაში „საქართველოს ფლორა“ (1941-1952). საქართველოში შესწავლილია რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, არაგვის ხეობის, მესხეთის, თრიალეთის, კახეთის, აჭარის, აფხაზეთის ფლორა, მათი სისტემატიკური სტრუქტურა, ბოტანიკურ-გეოგრაფიული თავისებურებანი; ჩატარდა ფლორის ანალიზი.

ცისფერასებრნი

ცისფერასებრნი (ლათ. Lycaenidae) — დღის პეპლების ოჯახი. ფრთების შლილი 2-4 სმ აღწევს. უმეტესად მამლის ფრთები ცისფერია, დედლისა — მურა. უკანა ფრთები ზოგჯერ კუდით ბოლოვდება. ცისფერასებრნი ფართოდაა გავრცელებული. ცნობილია დაახლოებით 5200-მდე სახეობა, რომელთაგან აღსანიშნავია ამიერკავკასიის ენდემები: ლედერერის ცრუკუდა (ლათ. Pseudothecla ledereri), ოხიმის ოქროფერა (ლათ. Thersamonia ochimus) კავკასიური ელემენტი რომანოვის მრავალთვალა (ლათ. Thestor romanovi) და მრავალი სხვა.

ჭრელურასებრნი

ჭრელურასებრნი (ლათ. Zygaenidae) — მწერების ოჯახი ქერცლფრთიანების რიგისა. დღის ან ბინდის მწერებია. წინა ფრთები ლურჯი, მწვანე ან შავია, ფოლადისებური ბზინვარება დაკრავს, უმეტესად მკვეთრი წითელი ლაქები აყრია. მატლი უმთავრესად პარკოსნებზე ბინადრობს. ჭრელურასებრნი ფართოდ არიან გავრცელებულნი, უმთავრესად ტროპიკებში. ცნობილია 1 200-მდე სახეობა, მათ შორის 25-მდე საქართველოში. იშვიათი სახეობებიდან აღსანიშნავია ენდემები Z. armena, Z. tamara (ამიერკავკასია), Z. nobilis (კავკასიონი). მავნებლებიდან აღსანიშნავია ვაზის ჭრელურა.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.