ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (ეთგო, ინგლ. Organization for Economic Co-operation and Development — OECD) — განვითარებული ქვეყნების, რომლებიც ცნობენ წამომადგენლობითი დემოკრატიისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაცია. დღესდღეობით მისი წევრი ქვეყნებია: ავსტრალია, ავსტრია, ახალი ზელანდია, აშშ, ბელგია, გერმანია, დანია, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კანადა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, ჩილე, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ისრაელი, კორეა, მექსიკა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, თურქეთი;

შეიქმნა 1948 წელს სახელწოდებით ”ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია” (Organisation for European Economic Co-operation — OEEC) მარშალის გეგმის ფარგლებში ევროპის რეკონსტრუქციის პროექტების კოორდინირებისთვის. ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს პარიზში (Château de la Muette). გენერალური მდივანია (2006-დან) ხოსე ანხელ გურია ტრევინიო (მექსიკა).

ორგანიზაციის მმართველი ორგანოა წარმომადგენელი ქვეყნების - ორგანიზაციის წევრების საბჭო. ყველა გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის საფუძველზე.

1960

1960 (ათას ცხრაას სამოცი) წელი — გრიგორიანული კალენდრის ნაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა პარასკევი. ეს წელი არის XX საუკუნის მე-6 დეკადის მე-10 წელი.

1960-იანები

1960-იანი (ათას ცხრაას სამოციანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 1960-იანები ან უბრალოდ სამოციანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 1960 წლის 1 იანვარს და დასრულდა 1969 წლის 31 დეკემბერს.

ავსტრალია

ავსტრალია (ინგლ. Australia; ოფიც. ავსტრალიის კავშირი ინგლ. Commonwealth of Australia) — სახელმწიფო ავსტრალიის კონტინენტზე. ქვეყანა მოიცავს როგორც საკუთრივ მატერიკს, ასევე კუნძულ ტასმანიასა და სხვა მცირე კუნძულებს. ეს არის ფედერალური სახელმწიფო, რომელიც შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში. უშუალო სახმელეთო მეზობელი არა ჰყავს, ზღვით კი ესაზღვრება: ინდონეზია, აღმოსავლეთი ტიმორი და პაპუა-ახალი გვინეა ჩრდილოეთით, სოლომონის კუნძულები, ვანუატუ და ახალი კალედონია ჩრდილო-აღმოსავლეთით და ახალი ზელანდია სამხრეთ-აღმოსავლეთით.

40 000 წლის განმავლობაში, XVIII საუკუნის ბოლომდე, სანამ ევროპელებმა დაიწყეს კონტინენტის ათვისება, ავსტრალიასა და ტასმანიაზე საშუალოდ 250 სხვადასხვა ტომის ავსტრალიელი აბორიგენი სახლობდა. უშუალოდ ჩრდილოეთიდან წამოსული მეთევზეების არარეგულარული სტუმრობისა და 1606 წელს ევროპული აღმოჩენის შემდეგ, ავსტრალიის აღმოსავლეთი ნაწილი 1770 წელს დიდმა ბრიტანეთმა მიისაკუთრა და საწყის ეტაპზე პატიმრებით დაასახლა ახალი სამხრეთი უელსის კოლონიები, 1788 წლის 26 იანვარს აღმოჩენიდან. მომდევნო წლებში მოსახლეობა ინტენსიურად იზრდებოდა. XIX საუკუნეში კიდევ ხუთი უფრო დიდი თვითმმართველური ბრიტანეთის ზღვის გადაღმა კოლონია დაარსდა.

1901 წლის 1 იანვარს, ექვსი კოლონია ფედერაციად გაერთიანდა და ავსტრალიის კავშირი შეიქმნა. ამჟამად ავსტრალიას სტაბილური ლიბერალური დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა აქვს. მისი მოსახლეობა 2011 წლის აღწერის თანახმად შეადგენს 21 507 719 ადამიანს, რომლის დაახლ. 60 % ცხოვრობს შტატების დედაქალაქებში: სიდნეი, მელბურნი, ბრიზბენი, პერთი და ადელაიდა. ქვეყნის დედაქალაქია კანბერა, რომელიც ფედერალურ ტერიტორიაზე მდებარეობს.

ავსტრალია განვითარებული ქვეყანაა, აყვავებული კოსმოპოლიტური საზოგადოებითა და გამორჩეულად მაღალი განვითარების იდექსით, ცხოვრების ხარისხით, სრულფასოვანი ჯანდაცვის სისტემით, ცხოვრების მაღალი ხანგრძლივობით, საყოველთაო საზოგადო განათლებით, ეკონომიკური და პოლიტიკური და სიტყვის თავისუფლებით.

ავსტრალიის ქალაქები მსოფლიოს უდიდესი ქალაქების რიგს მიეკუთვნება კულტურული მრავალფეროვნებითა და ცხოვრების ხარისხით. ქვეყანა შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, დიდი ოცეული, ერთა თანამეგობრობა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, ANZUS, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური გაერთიანება, წყნარის ოკეანის კუნძულების ფორუმი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.

ახალი ზელანდია

ახალი ზელანდია (ინგლ. New Zealand; მაორი. Aotearoa) — კუნძულოვანი ქვეყანა, რომელიც მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. განლაგებულია ორ დიდ, — ჩრდილოეთ და სამხრეთ კუნძულებზე, — მრავალ მცირე კუნძულზე. ქვეყნის დედაქალაქია უელინგტონი, უდიდესი ქალაქი — ოკლენდი. ახალი ზელანდიის მოსახლეობა 2013 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 4 242 048 ადამიანს. ქვეყანა არის კონსტიტუციური მონარქიისა და საპარლამენტო დემოკრატიის პრინციპებზე აგებული და შედის განვითარებული ქვეყნების სიაში.

ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურებაა მისი გეოგრაფიული იზოლირება. ქვეყნის უახლესი მეზობლებია — დასავლეთით ავსტრალია, გამოყოფილი ტასმანიის ზღვით (უმოკლესი მანძილი — დაახლოებით 1700 კმ); ჩრდილოეთით კუნძულოვანი ტერიტორიები — ახალი კალედონია (დაახლოებით 1400 კმ), ტონგა (დაახლოებით 1800 კმ) და ფიჯი (დაახლოებით 1900 კმ).

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება ლიბერალიზმის, საბაზრო ეკონომიკისა და დაბალი გადასახადების პრინციპებს. ის ითვლება წინაპრად ე.წ. ანგლოსაქსური კაპიტალიზმისა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის 1%-ს შეადგენს, გაერთიანებული სამეფო მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ვაჭრობის მხრივ, ხოლო მისი მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიოში სიდიდით მეექვსე, ხოლო ევროპაში მესამეა გერმანიისა და საფრანგეთის შემდეგ.გაერთიანებული სამეფო არის ევროპის კავშირისა და დიდი რვიანის წევრი. ინფლაციის, ფასების დონისა და უმუშევრობის დონეების მიხედვით გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა მიიჩნევა ყველაზე ძლიერად ევროპაში.

ოთხი აზიური ვეფხვი

ოთხი აზიური ვეფხვი ან აზიური დრაკონები — ტერმინი, რომელიც გამოიყენება სამხრეთ კორეის, სინგაპურის, ჰონგ-კონგის და ტაივანის მაღალგანვითარებული ეკონომიკის აღსანიშნავად. ისინი გამორჩეულნი არიან განსაკუთრებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით (წელიწადში 7%-ზე მეტი) და სწრაფი ინდუსტრიალიზაციით 1960 - 1990 წლებში.

XXI საუკუნეში მათ უკვე შექმნეს განვითარებული და მაღალი შემოსავლების მქონე ეკონომიკა, რომლებიც სპეციალიზდებიან სხვადასხვა კონკურენტულ სფეროში. მაგალითად: ჰონგ-კონგი და სინგაპური გახდნენ მსოფლიოს წამყვანი სავაჭრო ცენტრები, ხოლო სამხრეთ კორეა და ტაივანი დაწინაურდნენ საინფორმაციო ტექნოლოგიების წარმოებაში. მათი ეკონომიკური წარმატება გახდა მრავალი განვითარებადი ქვეყნების მისაბაძი მოდელი. მათი ერთ-ერთი წარმატების მიზეზი იყო ინდუსტრიული პოლიტიკა, რომელიც მხარს უჭერდა ექსპორტს განვითარებულ ქვეყნებში. ისინი ასევე გამოირჩევიან ბიზნესის კეთების სიმარტივით. მათი სხვა საერთო ნიშნებია: სახელმწიფოს მიერ დიდი ინვესტიციები განათლებაში, ნაკლებად დემოკრატიული და შედარებით ავტორიტარული პოლიტიკური სისტემა.

ღია საგანმანათლებლო რესურსები

ღია საგანმანათლებლო რესურსები (ღსრ) — თავისუფლად ხელმისაწვდომი, ღია ლიცენზიის მქონე დოკუმენტები და მედია, რომლებიც გამოიყენება სწავლების, სწავლის და შეფასებისთვის, ასევე კვლევითი მიზნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი ღსრ-ს პრინციპულ მახასითებლად მიიჩნევს ღია ფორმატის გამოყენებას, ეს არ არის საყოველთაოდ მიღებული ვალდებულება.

ღია საგანმანათლებლო რესურსების განვითარება ხშირ შემთხვევაში მოტივირებულია სურვილით შეზღუდოს ცოდნის კაპიტალიზაცია და შესთავაზოს ალტერნატიული ან გაუმჯობესებული საგანმანათლებლო პარადიგმა.

ჩილეს ეკონომიკა

ჩილეს ეკონომიკა არის დინამიურ, საბაზრო და საერთაშორისო ვაჭრობაზე ორიენტირებული. ადრეული 1990-იანი წლების განმავლობაში, როდესაც პატრისიო ეილვინის დემოკრატიულმა მთავრობამ გააღრმავა მათი წინამორბედი სამხედრო ხელისუფლების დაწყებული ეკონომიკური რეფორმები, ჩილეს როგორც ეკონომიკური რეფორმატორი ქვეყნის რეპუტაცია განმტკიცდა. ჩილეს ეკონომიკას ჰქონდა მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური 8%-იანი ზრდა 1991-1997 წლებში, მაგრამ 1998 წელს ეს მაჩვენებელი განახევრდა, ვიწრო მონეტარული პოლიტიკით შემოღებული იმპორტ-ექსპორტის ბალანსის კონტროლისა და ექსპორტიდან მიღებული მცირე მოგების გამო - ეს უკანასკნელი კი აზიის ფინანსური კრიზისის შედეგი იყო. ბოლო წლებში ჩილეს ეკონომიკამ აღიდგინა ძალები და ზრდამ 5-7%-ს მიაღწია. 1990 წლიდან, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი სამჯერ გაიზარდა და დღეს 19,475 დოლარს შეადგენს. სიღარიბის ქვეშ მცხოვრებთა რაოდენობა 1988 წლისთვის 48% იყო, 2000 წელს 20%-მდე დავიდა, დღეისთვის კი 13,7%-ს უდრის.

2009-2010 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში ჩილე მსოფლიოს 30 საუკეთესოს შორის, ხოლო ლათინურ ამერიკაში პიველად დაასახლეს. მაშინ როდესაც ბრაზილია არის 56-ე, მექსიკა მე-60 და არგენტინა 85-ე. მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული ბიზნესის წარმოების ინდექსით, რომელიც ბიზნესის კეთების სიმარტივეს, ბიზნესის რეგულაციას და საკუთრების უფლების დაცვას ეყრდნობა ჩილე არის 49-ე. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია დათანხმდა, სხვა სამ ქვეყანასთან ერთად ჩილე მიეწვია ოფიციალური წევრობის მიღებისათვის მოლაპარაკებებზე. ამის მიუხედავად ჩილე, სხვა ლათინური ამერიკის ქვეყნების მსგავსად მრავალი პრობლემის წინაშე დგას. მას ისეთ მაჩვენებლებში როგორიცაა სოციალური თანასწორობა და უმუშევრობს ინდექსი უფრო ცუდი მაჩვენებლები აქვს ვიდრე მექსიკას.ჩილეს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წილი სპილენძის ექსპორტზე მოდის (მსოფლიო ექსპორტის 1/3). ჩილეს საგარეო პირდაპირმა ინვესტიციებმა 2012 წელს 17.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. საერთაშორისო გამჭირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსით ჩილე მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად კორუფციულ ქვეყნებს შორის მე-20 ადგილზეა.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.