ეკონომიკა

ეკონომიკა (ბერძ. οίκος - სახლი, და νομος - ვმართავ, ანუ საოჯახო მმართველობა) სოციალური მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის საქონლისა და მომსახურების წარმოებას, განაწილებას, გაცვლასა და მოხმარებას. ეკონომიკა ზოგადად მოიაზრება, როგორც:

  1. საზოგადოების ეკონომიკური ბაზისი, საწარმოო ურთიერთობათა ერთობლიობა.
  2. მოცემული ქვეყნის ან მისი ნაწილის მეურნეობა, წარმოების დარგებისა და სახეობების ჩათვლით.
  3. მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის საწარმოო ურთიერთობებს და მათ სპეციფიურ მხარეებს საზოგადოებრივი წარმოებისა და გაცვლის განსაზღვრულ სფეროში.
Ballard Farmers' Market - vegetables
ტრადიციული ბაზარი ფიზიკური არენაა, სადაც გამყიდველები და მყიდველები ხვდებიან ერთმანეთს, ვაჭრობის საგნები გამოფენილია და მათზე გარიგებები ხდება.

ეკონომიკის ისტორია

მიღებულია აზრი იმის თაობაზე, რომ თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერებას საფუძველი ჩაეყარა მე-18 საუკუნის ბოლოს ადამ სმითის მიერ, რომელმაც შექმნა კლასიკური ეკონომიკური სკოლა, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ადრინდელია ესპანელი სქოლასტიკოსების და ფსიქოკრატების აღმოჩენები. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ფიზიოკრატიული სკოლა იყო პირველი მეცნიერული ეკონომიკური სკოლა. მე-19 საუკუნეში კარლ მარქსმა მოახდინა ეკონომიკური აზროვნების სხვადასხვა სკოლების, შრომების (მათ შორის ადამ სმითის) სინთეზი, იყენებდა რა ჰეგელის სისტემურ მიდგომას, შექმნა თავისი ნაშრომი ”კაპიტალი” და მოძღვრება მარქსიზმი. მე-19-20 საუკუნეებში ეს ნაშრომი სოციალისტური ეკონომიკის იდეოლოგიურ საფუძველს წარმოადგენდა, ამასთან საბაზრო ეკონომიკის, უპირველეს ყოვლისა ნეოკლასიკური ეკონომიკური სკოლის მიმდევრების კრიტიკის ობიექტი იყო.

ამათ, ორივეს საპირისპიროდ, არსებობს ავსტრიული ეკონომიკური სკოლა, რომელიც არასოდეს წასულა კომპრომისზე და ყოველთვის ამტკიცებდა, რომ მარქსიზმი არამარტო ცრუ მეცნიერება იყო, არამედ კაცობრიობის "კიბოც". მისი მიმდევრები, საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული ეკონომისტები, მენგერი, ბომ–ბავერკი, ვიზერი (19-ე საუკუნის ბოლო, მე-20-საუკუნის დასაწყისი), მიზესი, ჰაიეკი, ჰაბერლერი, როთბარდი და სხვები (20-ე საუკუნე), მეცნიერულად ასაბუთებდნენ, რომ სოციალიზმი შეუძლებელია და რომ ნებისმიერი კოლექტივიზმი ტოტალიტარიზმის დასაწყისია, რომ ფასი მხოლოდ სუბიექტური განსჯის საკითხია და არანაირი ფორმულით არ შეიძლება დაითვალო, და ა.შ.

ეკონომიკის დარგები

ეკონომიკური მეცნიერების ორი უმთავრესი დარგია მიკროეკონომიკა და მაკროეკონომიკა:

  • მიკროეკონომიკა (ბერძნულად Micros - მცირე) - შეისწავლის დარგების, საწარმოების, საოჯახო მეურნეობების და სხვა ეკონომიკური ერთეულების ქცევას, აგრეთვე მათ ურთიერთგავლენას ბაზარზე, რის შედეგადაც ყალიბდება ფასები კონკრეტულ საქონელსა და მომსახურებაზე.
  • მაკროეკონომიკა (ბერძნულად Macros - დიდი) - შეისწავლის ეკონომიკას, როგორც ეკონომიკური აგენტებისაგან შედგენილ ერთიან, მთლიან ორგანიზმს და მისი გავლენის კანონზომიერებებს:
    • ფასებისა და უმუშევრობის დონის საერთო კრებსით სიდიდეებზე;
    • საერთო მოხმარებასა და ინვესტიციებზე;
    • საერთო მოთხოვნილებასა და წინადადებებზე;
    • წარმოების მოცულობის ცვლილებებზე;
    • ეკონომიკურ ზრდაზე.

მაკროეკონომიკა ოპერირებს აგრეგირებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით. მისი განვითარება დაკავშირებულია კეინსის სახელთან (1920 წელი). მისი სისტემატიზაცია მოხდა 1930 წელს კეინსისა და სხვა მოაზროვნეების მიერ.

ეკონომიკურ მეცნიერებათა სისტემა მრავალ სხვა დარგს მოიცავს, ესენია:

ეკონომიკური ცნებები და ტერმინები

გეგმიური ეკონომიკა - ეკონომიკური სისტემა – ეკონომიკური ფორმაცია - ეკონომიკური ზრდა - მოთხოვნა და მიწოდება - მონეტარული პოლიტიკა - მოხმარების თეორია -პოლიტიკური ეკონომიასაბაზრო ეკონომიკა – საერთაშორისო ვაჭრობა - სოციალური საბაზრო ეკონომიკა - ფინანსები - ფისკალური პოლიტიკა

ეკონომიკური სკოლები და მიმდინარეობები

პორტალი:ეკონომიკა
პორტალი ეკონომიკა
  • ავსტრიული ეკონომიკური სკოლა
  • ინსტიტუციონალისტები
  • ისტორიული ეკონომიკური სკოლა
  • კეინესის ეკონომიკა
  • კლასიკური ეკონომიკური სკოლა
  • ლუიზიანის სკოლა
  • მარქსისტული ეკონომიკა
  • მერკანტილიზმი
  • მწვანე ეკონომისტები
  • ნეოკლასიკური ეკონომიკური სკოლა
  • სტოკჰოლმის სკოლა
  • სოციალისტური ეკონომიკა
  • ჩიკაგოს სკოლა
  • ფიზიოკრატები
  • ფეიბურგის სკოლა

რესურსები ინტერნეტში

ამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკის შეერთებული შტატები (ინგლ. The United States of America, USA; ასევე უწოდებენ შეერთებულ შტატებს, აშშ-ს., შტატებს და ამერიკას) — ფედერალური სახელმწიფო, მოიცავს ორმოცდაათ შტატსა და ერთ ფედერალურ ოლქს. ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, კონტინენტზე მდებარეობს ორმოცდაცხრა შტატი, შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კანადა, ხოლო სამხრეთიდან მექსიკა. ქვეყანა მოქცეულია ორ ოკეანეს შორის. შტატი ალასკა მდებარეობს კონტინენტის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, კანადის დასავლეთით და რუსეთის აღმოსავლეთით; რუსეთსა და აშშ-ს ბერინგის სრუტე აკავშირებს. შტატი ჰავაი არის არქიპელაგი წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. აშშ ასევე ფლობს ტერიტორიებს კარიბის ზღვასა და წყნარ ოკეანეში.

ქვეყნის ფართობი შეადგენს 9,83 მილიონ კვადრატულ კილომეტრს და ცხოვრობს 327 მილიონი ადამიანი (2018 წლის შეფასებით). შეერთებული შტატები ფართობისა და მოსახლეობის სიდიდის მიხედვით მსოფლიოს პირველ ათ სახელმწიფოს შორის შედის. აშშ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეთნიკურად მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქვეყანაა, სადაც მრავალი იმიგრანტი ცხოვრობს. ეკონომიკის მაჩვენებლებით აშშ-ს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.

ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა აზიური წარმოშობისაა, ისინი აქ მრავალი ათასი წინ დასახლდნენ. შეერთებული შტატები დააარსა ცამეტმა ბრიტანულმა კოლონიამ. 1776 წლის 4 ივლისს მათ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის ომი ბრიტანეთის იმპერიასთან, სადაც აშშ-მ გაიმარჯვა. 1787 წლის 17 სექტემბერს მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია.

XIX საუკუნეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიერთა ტერიტორიები: საფრანგეთისგან, ესპანეთისგან, გაერთიანებული სამეფოსგან, მექსიკისგან, რუსეთისგან; მოახდინა ტეხასის რესპუბლიკისა და ჰავაის ანექსია. 1861 წელს ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელშიც ერთმანეთს ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატები დაუპირისპირდნენ, საბოლოო გამარჯვება კი ჩრდილოეთს დარჩა. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით მონობა გაუქმდა, რის შემდეგაც შეერთებული შტატების ეკონომიკა სწრაფი ტემპებით განვითარდა. აშშ მონაწილეობდა როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომში. აშშ გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც ბირთვული იარაღი შექმნა. ქვეყანა არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი.

ამერიკული დოლარი

აშშ-ის დოლარი, ასევე ამერიკული დოლარი (The dollar, ვალუტის კოდი USD) — ამერიკის შეერთებული შტატების ვალუტა. მისი საყოველთაოდ მიღებული აბრევიატურაა $, ან ალტერნატიულად US$, სხვა დოლარის დენომინაციის ვალუტებისგან განსასხვავებლად (ზოგიერთ ქვეყანაში ასევე გამოიყენება პესოს აღსანიშნავად). ერთი აშშ-ის დოლარი იყოფა 100 ცენტად. მიღებული იყო 1785 წელს აშშ-ის კონგრესის მიერ და ამჟამად ყველაზე მეტად გამოყენებული ვალუტაა მსოფლიოში. ერთეული ქვეყნებისა აშშ-ის დოლარს საკუთარ ვალუტად იყენებს, ასევე რამდენიმე სხვა ქვეყანაში ის დე-ფაქტო ვალუტაა. 1995 წელს $380 მილიარდზე მეტი დოლარი იყო ბრუნვაში, აქედან ნახევარზე მეტი სხვა ქვეყნებში.

გაერთიანებული სამეფო

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო (ან გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი) — სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში, ბრიტანეთის კუნძულებზე. მას ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს — ირლანდია. სახმელეთო საზღვრების გარდა, დიდი ბრიტანეთი გარშემორტყმულია ატლანტის ოკეანით, ჩრდილოეთის ზღვით, ლა-მანშის სრუტითა და ირლანდიის ზღვით. ქვეყანა საფრანგეთს უკავშირდება ევროგვირაბით.

განჯა-ყაზახის რეგიონი

განჯა-ყაზახის (ეკონომიკური) რეგიონი (აზერ. Gəncə-Qazax iqtisadi rayonu) — აზერბაიჯანის ეკონომიკური რაიონებიდან ერთ-ერთი. რეგიონში შედის ქალაქები: განჯა და ნაფთალანი; ასევე რაიონები: აღსთაფის, ყაზახის, დაშქესანის, გადაბეის, თოუზის, გორანბოის, გოიგოლის, სამუხის და შამქორის.

ფართობი — 12 300 კმ², რაც მთლიანი აზერბაიჯანის ტერიტორიის 14,4 % შეადგენს. მოსახლეობა — 1240,8 ათასი კაცი (2015 წლის მონაცემებით).

გირვანქა სტერლინგი

გირვანქა სტერლინგი (ინგლ. pound sterling) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ფულის ერთეული. 1 ფუნტი = 100 პენსს. სიმბოლო: £ (ლათ. Libra — ფუნტი). მიმოქცევაშია 5, 10, 20, 50 ფუნტის დენომინაციის ბანკნოტები, მონეტები 1/2 (თითქმის არ გვხვდება), 1, 2, 5, 10, 20, 50 პენსი, 1, 2, ფუნტი. ბრიტანეთის შემადგენელი ცალკეული ტერიტორიები (შოტლანდია, ოლსტერი, უელსი და ა. შ.) ბანკნოტებს საკუთარი დიზაინით ბეჭდავენ.

ვიეტნამი

ვიეტნამი (ვიეტ. Việt Nam), ოფიციალურად ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა (ვიეტ. Cộng hòa Xã hội chủ nghĩa Việt Nam) — ქვეყანა ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

იმერეთის მხარე

იმერეთის მხარე — მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინცია იმერეთის ტერიტორიას. იმერეთის მხარეში შედის ქუთაისის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტები. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია — ქ. ქუთაისი. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-IM.

ლენქორანის რეგიონი

ლენქორანის (ეკონომიკური) რეგიონი (აზერ. Lənkəran iqtisadi rayonu) — აზერბაიჯანის ეკონომიკური რაიონებიდან ერთ-ერთი. რეგიონში შედის შემდეგი რაიონები: ასტარის, ჯალილაბადის, ლერიქის, მასალის, ლენქორანის და იარდიმლის.

ფართობი — 6070 კმ²-ია, რაც მთლიანი აზერბაიჯანის ტერიტორიის 7% შეადგენს. რელიეფის მიხედვით რეგიონი დაყოფილია 2 ნაწილად - თალიშის დაბლობად და თალიშის მთებად. ტერიტორიის 26% დაფარულია ტყეებით. ტერიტორია ასევე მდიდარია თერმული და მინერალური წყლებით.

მოსახლეობა — 893,3 ათასი კაცი (2015 წლის მონაცემებით), რაც მთლიანი აზერბაიჯანის მოსახლეობის 9,3% შეადგენს. მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ აზერბაიჯანელები, ასევე ცხოვრობენ თალიშები და რუსები.

მექსიკა

მექსიკა, ოფიციალურად მექსიკის შეერთებული შტატები (ესპ. Estados Unidos Mexicanos) — ფედერაციული სახელმწიფო ჩრდილოეთ ამერიკაში. ხმელეთზე მისი ყველაზე დიდი მეზობელია, ჩრდილოეთით მდებარე ამერიკის შეერთებული შტატები, სამხრეთით და დასავლეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე. მექსიკის სამხრეთელი მეზობლებია გვატემალა და ბელიზი. აღმოსავლეთით ესაზღვრება კარიბის ზღვა და მექსიკის ყურე. ქვეყნის ფართობი შეადგენს დაახლოებით 2 მილიონ კვადრატულ კილომეტრს (760 000 კვადრატული მილი), მექსიკა მეთოთხმეტე სახელმწიფოა მსოფლიოში ფართობის მიხედვით. მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 113 მილიონ ადამიანს შეადგენს. ამ მაჩვენებლით მექსიკას მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილი უკვაია. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ესპანელ-მექსიკელია, რაც მექსიკას მსოფლიოში პირველ ადგილზე აყენებს ესპანურენოვანი მოსახლეობის რაოდენობის მხრივ. მექსიკა იყოფა ოცდათერთმეტ შტატად და ერთ ფედერალური რაიონად.

კოლუმბამდელ პერიოდში, თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე არსებობდა მრავალი სახელმწიფო, რომლებიც განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზე იმყოფებოდნენ. მათ შექმნეს მოწინავე ცივილიზაციები, პირველი მექსიკური სახელმწიფოების დაარსება ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე იწყება. ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის დროს, აქ არსებობდა აცტეკების და მაიას სახელმწიფოები; ამ ორ ქვეყანას შორის მუდმივი დაპირისპირება არსებობდა, რაც ეს ორივე მათგანს აზიანებდა და ასუსტებდა. უკვე 1521 წელს განხორციელდა ესპანელების პირველი ექსპედიცია. ესპანელმა დამპყრობლებმა დასუსტებული მექსიკური სახელმწიფოები ადვილად დაიპყრეს და დაიმორჩილეს. შეიქმნა ახალი სახელმწიფო — ახალი ესპანეთი. მის შემადგენლობაში მოექცა მთლიანად მექსიკის და არამარტო მექსიკის ტერიტორიები. 1810 წელს დაიწყო მექსიკელი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის; 1821 წელს ქვეყანამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ახალ სახელმწიფოს ეწოდა მექსიკის იმპერია. 1910 წელს მექსიკაში რევოლუცია მოხდა. 1917 წლის კონსტიტუციით მექსიკა ფედერაციული სახელმწიფოდ გამოცხადდა. 2000 წელს ჩატარებული არჩევნებით ქვეყნის მმართველი ხდება მექსიკის ეროვნული მოქმედების პარტია (ესპ. Partido Revolucionario Institucional, მემპ), ხოლო 2006 წელს ჩატარებული არჩევნებით ქვეყნის პრეზიდენტი გახდა ფელიპე კალდერონი. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ენრიკე პენია ნიეტომ მოიპოვა გამარჯვება.

1994 წლიდან მექსიკა გაწევრიანებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD). განვითარების მხრივ მიეკუთვნება ახალად ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებს. მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშებით მექსიკას 11-ე ადგილი უკავია. მექსიკის ეკონომიკა ძლიერადაა დამოკიდებული ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებაზე, განსაკუთრებით განვითარებულია ვაჭრობა აშშ-სთან. მექსიკის ეკონომიკისთვის უდიდესი შემოსავალი მოაქვს ტურიზმის ინდუსტრიას; ყოველწლიურად ქვეყანას დაახლოებით 21,4 მილიონი ტურისტი სტუმრობს. მექსიკაში განვითარებულია ხელოვნება და კულტურა, საქვეყნოდაა ცნობილი მექსიკური სამზარეულო. ქვეყანაში იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარებული 31 ძეგლია; ამ მაჩვენებლით მექსიკას პირველი ადგილი უკავია ამერიკაში.

მონტენეგრო

მონტენეგროს ან ჩერნოგორიის რესპუბლიკა (სერბულ-ხორვატული ენის კირილურ ვარიანტზე Црна Гора / ლათინურ ვარიანტზე Crna Gora. წარმოითქმის როგორც [ცრნაგორა]) — ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში; დასავლეთით ესაზღვრება ადრიატიკის ზღვასა და ხორვატიას, ჩრდილოეთით კი ბოსნიასა და ჰერცეგოვინას, ხოლო აღმოსავლეთით — სერბეთს და სამხრეთით — ალბანეთს.

გვიანდელი შუა საუკუნეებიდან 1918 წლამდე დამოუკიდებელი სამეფო იყო. შემდეგ იუგოსლავიის, მისი დაშლის შემდეგ, ყველაზე გვიან კი სერბეთისა და ჩერნოგორიის კავშირის წევრი. 2006 წლის 21 მაისის რეფერენდუმის შედეგების მიხედვით მონტენეგრომ 2006 წლის 3 ივნისს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 2017 წლის 5 ივნისს, მონტენეგრო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 29-ე წევრი ქვეყანა გახდა.

სახელმწიფოს დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია პოდგორიცა, მისი ისტორიული და კულტურული ცენტრი კი — ცეტინიე.

მსყიდველობითი უნარის პარიტეტი

მსყიდველობითი უნარის პარიტეტი (ინგლ. purchasing power parity (ppp)) არის თეორია, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ვალუტის ერთი ერთეულით უნდა შეგვეძლოს საქონლის ერთი და იმავე რაოდენობის შეძენა ყველა ქვეყანაში. ეს თეორია იყენებს ორი ნებისმიერი ვალუტის გრძელვადიანი წონასწორობის გადაცვლის კურსს მათი მსყიდველობითი უნარის გასათანაბრებლად. თეორია განავითარა გუსტავ კასელმა 1920 წელს, და ის ემყარება ერთიანი ფასის კანონის პრინციპს. ამ იდეის თანახმად ეფექტიანი ბაზრის პირობებში საქონელი ყველგან ერთ ფასად უნდა იყიდებოდეს.

ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი

ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი (აფხ. Очамчыра амуниципалитет) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ოჩამჩირე.

პაკისტანი

პაკისტანი (ურდუ پاکستان‎) ოფიციალურად პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა (ურდუ اسلامی جمہوریہ پاکستان‎) — ფედერალური საპარლამენტო რესპუბლიკა, რომელიც მდებარეობს სამხრეთ აზიისა და დასავლეთ აზიის გზაჯვარედინზე. მსოფლიოს მეექვსე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა, სადაც მოსახლეობა 200 მილიონ ადამიანზე მეტია. ფართობის მიხედვით არის 36-ე უდიდესი ქვეყანა მსოფლიოში, ფართობი მოიცავს 881 913 კმ²-ს. პაკისტანს აქვს 1046 კმ სანაპირო ხაზი არაბეთის ზღვისა და სამხრეთში ომანის ყურის გასწვრივ, აღმოსავლეთით ესაზღვრება ინდოეთს, დასავლეთით ავღანეთს, სამხრეთ-დასავლეთით ირანს და უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთით, შესაბამისად, ჩინეთს. იგი გამოეყოფა ტაჯიკეთს ავღანეთის ვიწრო ვახანის დერეფნით ჩრდილოეთში და ასევე იყოფს საზღვაო საზღვარს ომანთან.

ტერიტორია, რომელსაც დღეს პაკისტანი ეწედობა, ცივილიზაციის აკვანად ითვლება, რომელიც ადრე რამდენიმე უძველესი კულტურის სამშობლო იყო, მათ შორის ნეოლითის მერგარჰი და ბრინჯაოს ხანის ინდის ცივილიზაცია, ხოლო მოგვიანებით ამ ტერიტორიაზე, სხვადასხვა სასულიერო და კულტურული ერების სამეფო არსებობდა, მათ შორის ჰინდუბების, ინდო-ბერძნების, მუსლიმების, თურქ-მონღოლების, ავღანელებისა და სიქების. ტერიტორიას მმართავდა ან იმყოფებოდა მრავალი იმპერიებისა და დინასტიის შემადგენლობაში, მათ შორის სპარსეთის აქემენიანთა იმპერია, ალექსანდრე მაკედონელი, ინდოეთის მაურიების იმპერია, არაბების ომაიანთა სახალიფო, დელის სასულთნო, მონღოლთა იმპერია, დიდ მოგოლთა იმპერია, დურანის სახელმწიფო, სიქებისს იმპერია, და ბოლოს ბრიტანეთის იმპერია.

პაკისტანი უნიკალურია მუსლიმურ ქვეყნებს შორის იმით, რომ იგი ერთადერთი ქვეყანას, რომელიც შეიქმნა ისლამის სახელით (ისლამისთვის). პაკისტანის მოძრაობის შედეგად, რომლის სათავეში მუჰამედ ალი ჯინა იდგა და სუბკონტინენტის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, 1947 წელს შეიქმნა პაკისტანის სახელმწიფო, როგორც სამხრეთ აზიის მუსლიმების დამოუკიდებელი სამშობლო. სახელმწიფო ეთნიკურად და ენობრივად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ისევე, როგორც მრავალფეროვანია გეოგრაფიულად და ველური ბუნებით. თავდაპირველად როგორც დომინიონმა, პაკისტანმა მიიღო თავისი კონსტიტუცია 1956 წელს და გახდა ისლამური რესპუბლიკა. 1971 წელს, ეთნიკური სამოქალაქო ომის შედეგად, აღმოსავლეთ პაკისტანმა გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა და შეიქმნა ახალი სახელმწიფო — ბანგლადეში. 1973 წელს, პაკისტანმა მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც მის ადრე არსებულ საპარლამენტო რესპუბლიკის სტატუსს ინარჩუნებდა, ფედერალური მთავრობით ისლამაბადში, რომელიც შედგებოდა ოთხი პროვინციისა და ოთხი ფედერალური ტერიტორიისგან. ახალმა კონსტიტუციამ ასევე დაადგინა, რომ ყველა კანონი უნდა შეესაბამებოდეს ისლამის წესებს, როგორც ყურანს, ასევე სუნას.რეგიონალური და საშუალო ძალა, პაკისტანი მსოფლიოში მეექვსეა შეიარაღებული ძალების სიმძლავრით, რომელიც ასევე ბირთვული ძალაა, ასევე სამხრეთ აზიაში მეორე და მუსლიმურ სამყაროში ერთადერთი დეკლარირებული ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოა. პაკისტანს, ნახევრად ინდუსტრიალიზებული ეკონომიკა, კარგად ინტეგრირებული სოფლის მეურნეობისა და მზარდი მომსახურების სექტორი აქვს. პაკისტანის ეკონომიკა მსყიდველობითი უნარის მიხედვით მსოფლიოს 24-ე უმსხვილესი ეკონომიკაა და ნომინალური მშპ-ის თვალსაზრისით, 41-ე უდიდესი ეკონომიკაა. ქვეყანა მსოფლიოს განვითარებადი და ზრდადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებშია და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი და სწრაფად მზარდი საშუალო კლასის ეკონომიკა გააჩნია.პაკისტანის პოსტ-დამოუკიდებლობის ისტორია ხასიათდება სამხედრო მმართველობისა და 2008 წლიდან მოყოლებული დემოკრატიის გარდამავალი პერიოდებით, ასევე მეზობელ ინდოეთთან კონფლიქტიდ. ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას პრობლემებთან, როგორიცაა გაუნათლებლობა, ჯანდაცვა და კორუფცია, მაგრამ არსებითად შემცირდა სიღარიბისა და ტერორიზმის მაჩვენებელი და გაიზარდა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი. პაკისტანი გაეროს, მიუმხრობლობის მოძრაობის, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის, ერთა თანამეგობრობის, ეთოს, SAARC-ის, განვითარებადი რვიანის, G20 განვითარებადი ერების ორგანიზაციის, ჯგუფი 24-ის, ჯგუფი 77-ისა და ეკოსოსის წევრია. ასევე ცერნის ასოცირებული წევრია. პაკისტანი კიოტოს ოქმის, პარიზის შეთანხმებისა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის ხელმომწერი ქვეყანა.

პორტუგალია

პორტუგალია (პორტუგალიური: República Portuguesa) — ევროპის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სახელმწიფო. პორტუგალიას დასავლეთიდან და სამხრეთიდან ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, ხოლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ესპანეთი. ატლანტის ოკეანეში მდებარე აზორის კუნძულები და მადეირა ასევე პორტუგალიის შემადგენლობაში შედის.

რუმინეთი

რუმინეთი (რუმ. România) — ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც ესაზღვრება შავ ზღვას. რუმინეთის მოსაზღვრე ქვეყნებია: დასავლეთიდან უნგრეთი და სერბეთი, აღმოსავლეთიდან უკრაინა და მოლდოვეთი, ხოლო სამხრეთით ბულგარეთი. მისი ფართობია 238 391 კმ², რუმინეთი არის ევროპის კავშირის სიდიდით VIII ქვეყანა, ხოლო 20 121 641 მოსახლით მეშვიდე. მისი დედაქალაქი და ასევე უდიდესი ქალაქი არის ბუქარესტი, რომელიც არის ევრო კავშირის სიდიდით მეექვსე ქალაქი.

სირია

სირია (არაბ.: سورية‎; სირიული: ܣܘܪܝܐ), ოფიციალურად სირიის არაბული რესპუბლიკა (არაბ.: الجمهورية العربية السورية‎) — ქვეყანა დასავლეთ აზიაში. დასავლეთიდან ესაზღვრება ლიბანი და ხმელთაშუა ზღვა, ჩრდილოეთიდან თურქეთი, აღმოსავლეთიდან ერაყი, სამხრეთიდან იორდანია და სამხრეთ-დასავლეთიდან ისრაელი.

თანამედროვე სირიის სახელმწიფოებრიობა დაიწყო 70 წლის წინ, ხოლო ცივილიზაცია ჩაისახა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. დედაქალაქია დამასკო, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხანგრძლივად დასახლებული ქალაქი მსოფლიოში, გარდა ამისა, დამასკი დღევანდელ მსოფლიოს დედაქალაქებს შორის ყველაზე ძველი დასახლებაა.

2015 წლის მონაცემებით სირიის მოსახლეობა შეადგენს 18,5 მლნ ადამიანს. მოსახლეობის 70 %-ზე მეტი სუნიტია. სირიაში ასევე ცხოვრობენ ალავიტები - 16 % და ქრისტიანები - 10 %. სახელმწიფო ენაა - არაბული.

1963 წლიდან დღემდე რესპუბლიკას მართავს პარტია ბაასი და მისი მოკავშირეები. 2011 წლიდან სირიაში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი ერთი მხრივ ქვეყნის ხელისუფლებას, ხოლო მეორე მხრივ შეიარაღებულ ოპოზიციას, ქურთების დაჯგუფებებსა და 2014 წლიდან ისლამურ სახელმწიფოს შორის. კონფლიქტის ყველა მხარე მნიშვნელოვან დახმარებას იღებს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან.

უნგრეთი

უნგრეთი (უნგრ. Magyarország) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. მას ჩრდილოეთით სლოვაკეთი, აღმოსავლეთით - უკრაინა და რუმინეთი, სამხრეთით - სერბეთი და ხორვატია, სამხრეთ-დასავლეთით - სლოვენია, ხოლო დასავლეთით ავსტრია ესაზღვრება. ქვეყნის დედაქალაქია ბუდაპეშტი. უნგრეთი არის ევროკავშირის, NATO-ს, OECD-ის, შენგენის შეთანხმებისა და ვიშეგრადული ჯგუფის წევრი. ქვეყნის ოფიციალური ენა უნგრულია, აგრეთვე ცნობილი როგორც Magyar. იგი არის ფინურ-უნგრული ჯგუფის ნაწილი და წარმოადგენს ევროპაში ყველაზე გავრცელებულ არაინდოევროპულ ენას.

შვეიცარია

შვეიცარია (გერმ. die Schweiz, ფრანგ. la Suisse, იტალ. Svizzera, რეტორომანული la Svizra), ოფიციალურად შვეიცარიის კონფედერაცია (ლათ. Confoederatio Helvetica, გერმ. Schweizerische Eidgenossenschaft, ფრანგ. Confédération suisse, იტალ. Confederazione Svizzera) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში, რომელიც ფედერაციულ რესპუბლიკას წარმოადგენს. დედაქალაქი — ბერნი.

ეკონომიკა
განყოფილებები
მაკროეკონომიკა
მიკროეკონომიკა
გამოყენებითი დარგები
მეთოდოლოგია
ეკონომიკური აზროვნება
ცნობილი ეკონომისტები
საერთაშორისო ორგანიზაციები

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.