ევროპის პარლამენტი

ევროპის პარლამენტი (ინგლ. European Parliament, შემოკლებით – ევროპარლამენტი) — ევროპის კავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი. იგი წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის წევრებიც პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით არიან არჩეულნი. იგი აირჩევა 5 წლის ვადით.

ევროპის პარლამენტი
სხვა ოფიციალურ ენებზე:
მე-7 მოწვევის პარლამენტი
Europarl logo
ტიპი
ორგანოს ტიპი ქვედა პალატა
ხელმძღვანელები
პრეზიდენტი იეჟი ბუზეკი, ევროპული სახალხო პარტია
2009 წლის 14 ივლისი-დან
ვიცე პრეზიდენტი
2009 წლის 14 ივლისი-დან
ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის ლიდერი იოსეფ დაული, ევროპული სახალხო პარტია
2004 წლის 5 ივლისი-დან
სიდიდით მეორე პოლიტიკური ჯგუფის ლიდერი მარტინ შულცი, სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსი
სტრუქტურა
წევრები 736
2009 European Parliament Composition
პოლიტიკური ჯგუფები

     EPP (265)
     S&D (185)
     ALDE (84)
     ECR (56)
     Greens – EFA (55)
     EUL-NGL (35)
     EFD (27)

     დამოუკიდებელი დეპუტატები (29)
კომიტეტები
არჩევნები
საარჩევნო სისტემა პარტიული სიის მიხედვით,ერთი შეცვლადი ხმის სისტემა და ხმის უმრავლესობით არჩევანი[1]
ბოლო არჩევნები 2009 წლის 4-7 ივნისი
სხდომების ადგილი
European-parliament-strasbourg-inside
სტრასბურგი, საფრანგეთი
ბრიუსელი, ბელგია
სეკრეტარიატი: ლუქსემბურგი
საიტი
europarl.europa.eu

ევროპარლამენტის შექმნა

ევროპარლამენტის შექმნას საფუძველი ჩაეყარა 1952 წლის 10 აგვისტოს, როდესაც სტრასბურგში შედგა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის წარმოების გაერთიანების პირველი საპარლამენტო ასამბლეის სხდომა. მისი თავმჯდომარე იყო ჟაკ მონე.

1957 წლის 25 მარტის რომის მოლაპარაკებების შემდეგ ევროპარლამენტი 142 დეპუტატისაგან დაკომპლექტდა. ისინი წარმოდგენილი იყვნენ მოლაპარაკებაში მონაწილე ექვსი სახელმწიფოს ეროვნული პარლამენტებიდან. შემდგომში ევროკავშირის გაფართოებასთან ერთად იზრდება ევროპარლამენტის დეპუტატთა რაოდენობაც: 1973 წელი - 198, 1979 წელი - 410, 1981 წელი - 434, 1986 წელი - 518, 1994 წელი - 567, 1995 წელი - 626, 2004 წელი - 732.

ევროპარლამენტის არჩევნები

1976 წელს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროპარლამენტის პირდაპირი საყოველთაო არჩევნების ჩატარების შესახებ. დღემდე ჩატარებულია 6 არჩევნები:

  1. 1979 წლის 7-10 ივნისი (აირჩიეს 410 დეპუტატი)
  2. 1984 წლის 14-17 ივნისი (აირჩიეს 434 დეპუტატი)
  3. 1989 წლის 15-18 ივნისი (აირჩიეს 518 დეპუტატი)
  4. 1994 წლის 9-12 ივნისი (აირჩიეს 567 დეპუტატი)
  5. 1999 წლის ივნისი (აირჩიეს 626 დეპუტატი)
  6. 2004 წლის 10-13 ივნისი (აირჩიეს 732 დეპუტატი)

ევროპარლამენტის უფლებამოსილებანი

1987 წლამდე ევროპარლამენტს მხოლოდ კონსულტაციების უფლება ჰქონდა. მართალია პარლამენტს შეეძლო ჩაეგდო კანონპროექტი ან შესწორებები შეეტანა მთელ რიგ მუხლებში, მაგრამ ევროკავშირის საბჭო იტოვებდა უფლებას ანგარიში არ გაეწია მისი შეხედულებებისათვის.

ერთიანი ევროპული აქტის შემოღების შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ ორ ინსტიტუტს შორის "თანამშრომლობის პროცედურის" შესახებ, რამაც შესამჩნევად გააფართოვა პარლამენტის უფლებამოსილებანი. მაასტრიხტის მოლაპარაკებების შემდეგ პარლამენტმა მიიღო ახალი უფლებამოსილებანი.

დღეისათვის ევროპარლამენტის უფლებამოსილებისა და კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება: კანონმდებლობა, ბიუჯეტი და აღმასრულებელ ორგანოებზე კონტროლი. ჩვეულებრივი პარლამენტებისაგან განსხვავებით ევროპარლამენტის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ იგი არ ახდენს მთავრობის ფორმირებას, რამდენადაც მთავრობა, ჩვეულებრივი გაგებით, ევროკავშირში არ არსებობს.

ევროპარლამენტის ფუნქციონირება

1992 წლის დეკემბერში, ევროპული საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტის პლენარული სხდომების სტრასბურგში გამართვის შესახებ. ევროპარლამენტი ევროკავშირის ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც ღია სხდომებს ატარებს. მისი დისკუსიები, დასკვნები და რეზოლუციები ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში ქვეყნდება.

დეპუტატები სხდომათა დარბაზში განლაგებული არიან არა ეროვნული დელეგაციების მიხედვით, არამედ მათი პოლიტიკური დაჯგუფებების შესაბამისად. ისინი დასაქმებულნი არიან ოც მუდმივმოქმედ კომისიაში, რომელთაგან თითოეული ორიენტირებულია განსაზღვრულ სფეროებზე.

ევროპარლამენტის სხდომები სტრასბურგში მიმდინარეობს, საჭიროების შემთხვევაში ბრიუსელში ინიშნება დამატებითი პლენარული და კომისიების სხდომები. სხდომები მიმდინარეობს სინქრონული თარგმანის დახმარებით. სხდომები და ყველა ოფიციალური დოკუმენტი ევროკავშირის ყველა ოფიციალურ ენაზე ითარგმნება.

ევროპარლამენტს ჰყავს გენერალური სამდივნო, რომელიც ლუქსემბურგში მდებარეობს. ევროპარლამენტის სხდომებს უძღვება ევროპარლამენტის პრეზიდენტი.

იხ. ევროპის პარლამენტის პრეზიდენტები

ევროპარლამენტის წევრები

ევროპარლამენტში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გამოყოფილი აქვთ ადგილები მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისი კვოტებით. დეპუტატთა ეროვნული წარმომადგენლობა ასეთია:

პოლიტიკური დაჯგუფებები

2004 წლის მოწვევის პარლამენტში 7 პოლიტიკური დაჯგუფებაა. ყოველ მათგანს ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც პლენარულ სხდომებზე დაჯგუფების პოზიციას აფიქსირებს. ეს პოლიტიკური სუბიექტებია:

  • ევროპის სახალხო პარტია - ევროპის დემოკრატები - 268 ადგილი
  • ევროპის სოციალისტების პარტია - 202 ადგილი
  • ევროპის ლიბერალ-დემოკრატების ალიანსი - 89 ადგილი
  • ევროპელი მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი - 42 ადგილი
  • ევროპის მემარცხენეების და სკანდინავიის მწვანეების გაერთიანება - 41 ადგილი
  • დამოუკიდებლობა და დემოკრატია - 36 ადგილი
  • კავშირი ევროპისათვის - 27 ადგილი

გარდა ამისა ევროპარლამენტში კიდევ 28 დამოუკიდებელი დეპუტატია, რომლებიც არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში არ არიან გაერთიანებულნი.

სქოლიო

  1. გერმანულ ენოვანი ამომრჩევლები ბელგიაში აგრეთვე ირჩევენ ხმის უმრავლესობით არჩევანს მათი ევრო პარლამენტში წარმომადგენლისთვის
ავსტრიის სახალხო პარტია

ავსტრიის სახალხო პარტია (გერმ. Österreichische Volkspartei) — პოლიტიკური პარტია ავსტრიაში.

პარტია დაარსდა 1945 წელს. ითვლება ქრისტიან-სოციალური პარტიის მემკვიდრედ, რომელიც არსებობდა 1893-1933 წლებში. დაარსების შემდეგ არაერთხელ ყოფილა ხელისუფლების სათავეში. ამჟამად ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. თავისი იდეოლოგიით არის გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ანალოგი. პარტია პოპულარობით სარგებლობს მოსამსახურეებს, მსხვილ მესაკუთრეებსა და ფერმერებს შორის.

ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტია

ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (გერმ. Sozialdemokratische Partei Österreichs, SPÖ) — პოლიტიკური პარტია ავსტრიაში.

პარტია დაარსდა 1888 წელს. თავდაპირველად ეწოდებოდა ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია. პარტიის პირველ სხდომაზე მიიღეს ძირითადი პრინციპების დეკლარაცია. 1889 წლის 12 ივლისს გამოვიდა პარტიის ოფიციალური საინფორმაციო ორგანო „Arbeiter-Zeitung“. პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში პარტია ავსტრომარქსიზმის პრინციპებზე გადავიდა. 1930-იანი წლების დასაწყისში პარტიას დევნიდნენ, ხოლო ავსტრიის ანშლუსის შემდეგ საერთოდ აკრძალეს.

ქვეყნის ნაცისტებისაგან გათავისუფლების შემდეგ პარტია აღსდგა და ეწოდა ავსტრიის სოციალისტური პარტია. 1991 წელს პარტიას ეწოდა თანამედროვე სახელწოდება. 1970-2000 წლებში და 2007 წლიდან პარტია მთავრობაშია.

ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირი

ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირი - (ბქსკ) (გერმ.:Christlich-Soziale Union in Bayern - CSU) – ქრიასტიან-დემოკრატიული და კონსერვატიული პოლიტიკური პარტია გერმანიაში. პარტია ფუნქციონირებს მხოლოდ ბავარიაში, ხოლო მოკავშირე ქრისტიან–დემოკრატიული კავშირი დანარჩენ 15 ფედერალურ მხარეში.

ბუნდესტაგში, სადაც ქრისტიან–დემოკრატიული კავშირთან ერთად ქმნის საერთო CDU/CSU ფრაქციას, ჰყავს 45 წარმომადგენელი. პარტიის თავმჯდომარე ჰორსტ ზიიჰოფერი ასევე არის ბავარიის მინისტრ-პრეზიდენტი რომელი თანამდებობაც 1957 წლის შემდეგ უცვლელად უკავია ქრისტიან-სოციალური კავშირის წარმომადგენელს.

ბულგარული სოციალისტური პარტია

ბულგარული სოციალისტური პარტია (ბულგ. Българска социалистическа партия, БСП; ), ცნობილია როგორც ასწლოვანი (Столетницата), — ბულგარეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია, ბულგარული კომუნისტური პარტიის მემკვიდრე. პარტია არის ევროპელი სოციალისტების პარტიის და სოციალისტური ინტერნაციონალის წევრი. მისი მოქმედი ლიდერია მიჰაილ მიკოვი. მას 2009 წლის მონაცემებით ჰყავს 50 000 წევრი და არის ბულგარეთის უდიდესი პარტია. ის ასევე არის ცენტრისტულ-მემარცხენე კოალიციის - კოალიცია ბულგარეთისთვის მთავარი წევრი.

გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტია

თავისუფალი დემოკრატიული პარტია (გერმ. FDP, Freie Demokratische Partei) — ლიბერალური პოლიტიკური პარტია გერმანიაში, დაარსდა 1948 წელს. არის სიდიდით მესამე პარტია გერმანიაში სოციალ-დემოკრატიული და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიების შემდეგ. არაერთხელ ყოფილა უმცროსი პარტნიორი გერმანიის კოალიციურ მთავრობაში. პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი თავმჯდომარე იყო გერმანიის პირველი ბუნდესპრეზიდენტი თეოდორ ჰოისი.

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია

გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტია (გერმნ. Die Sozialdemokratische Partei Deutschlands - SPD) — გერმანიის ყველაზე ძველი პოლიტიკური პარტია, რომელიც მემარცხენე ცენტრისტული მიმართულებისაა. დაარსდა 1863 წლის 23 მაისს, როგორც საერთოგერმანული მუშათა ასოციაცია. კონსერვატიულ ქრისტიან–დემოკრატიულ კავშირთან ერთად არის ერთ–ერთი გერმანიის ორ ძირითად პარტიას შორის.

პარტიას 495 000 წევრი ჰყავს, რომელთა 31% ქალი არის. სოციალ–დემოკრატებს 146 წარმომადგენელი ჰყავს გერმანიის ბუნდესტაგში, ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ პარლამენტის მეორე პალატაშიც ბუნდესრატშიც. პარტიას თავმჯდომარეობს ყოფილი გარემოს, ბუნებისდაცვისა და ატომური უსაფრთხოების მინისტრი ზიგმარ გაბრიელი. სოციალ–დემოკრატები გერმანიის 16 ფედერალური მხარიდან 7–ში მთავრობის მეთაურები არიან (მათ შორის ბერლინში, რაინლანდ-პფალცში, ბრანდერბურგში), დამატებით 3 მხარეში კი კოალიციის "უმცროსი მონაწილენი" არიან. პარტიასთან დაახლოვებული საერთაშორისო ფონდია – ფრიდრიხ ებერტის ფონდი.

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (გქდკ) (გერმ. Die Christlich Demokratische Union Deutschlands - CDU) —გერმანული სახალხო პარტიაა. იგი მოიაზრება როგორც ქრიასტიან-დემოკრატიული, ლიბერალ კონსერვატიული, მემარჯვენე ცენტრისტული პარტია. განსხვავებით კათოლიკური ცენტრისტული პარტიისაგან "გქდკ"-ის მიზანია ყველა ქრისტიანული აღმსარებლობის ერთ პოლიტიკურ ძალად გაერთიანება. ბავარიის ქრისტიან-სოციალურ კავშირთან ერთად ქმნის საერთო CDU/CSU ფრაქციას ბუნდესტაგში.

ევროკომისია

ევროკომისია — ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი. ერთი კომისია სამი თანამეგობრობისთვის (ევროპის ქვანახშირის მომპოვებელი და ფოლადის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანება, ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, ატომური ენერგიის დარგში ევროპის თანამშრომლობის ორგანიზაცია) დაარსდა მას შემდეგ, რაც 1967 წლის 1 ივლისს ძალაში შევიდა ადმინისტრაციათა გამაერთიანებელი ხელშეკრულება.

ევროკომისია ფუნქციონირებს მინისტრთა კაბინეტის მსგავსად, რომელიც შედგება 28 წევრისგან (ოფიციალური სახელწოდება კომისარი). კომისიის წევრებს საერთო თანხმობის საფუძველზე ნიშნავენ წევრი სახელმწიფოები 5 წლის ვადით. ევროკომისიის შემადგენლობას ამტკიცებს ევროპის პარლამენტი. ამსტერდამის ხელშეკრულების თანახმად, ევროკომისიის პრეზიდენტი ინიშნება წევრი სახელმწიფოების მთავრობათა საერთო თანხმობის საფუძველზე და ესეც ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებას საჭიროებს. ამასთან, პრეზიდენტთან ერთად ინიშნება და მტკიცდება კომისიის სხვა წევრებიც. ევროკომისიის ამჟამინდელი პრეზიდენტია ჟან-კლოდ იუნკერი.

საკუთარ მოვალეობათა შესრულებისას ევროკომისია დიდი დამოუკიდებლობით სარგებლობს. იგი გამოხატავს თანამეგობრობის ინტერესებს და არ იღებს ინსტრუქციებს ცალკეული წევრი სახელმწიფოებისაგან. ევროკომისია მეთვალყურეობას უწევს ხელშეკრულებათა შესრულებას და უზრუნველყოფს საბჭოს მიერ მიღებული ინსტრუქციებისა და დირექტივების სათანადო ხორცშესხმას. თანამეგობრობის კანონის გატარების უზრუნველსაყოფად, მას შეუძლია რაიმე კონკრეტული შემთხვევის გადაცემა მართლმსაჯულების სასამართლოსთვის. ევროკომისიას აქვს ინიციატივის გამოჩენის განსაკუთრებული უფლება, მას შეუძლია ნებისმიერ ეტაპზე ჩაერიოს საკანონმდებლო პროცესში, რათა ხელი შეუწყოს შეთანხმების მიღწევას საბჭოში ან საბჭოსა და პარლამენტს შორის. ევროკომისიას საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განხილვის საქმეში აღმასრულებელი ფუნქციაც აკისრია.

ევროკომისიას ზურგს უმაგრებს სამოქალაქო სამსახური, რომელიც ბრიუსელსა და ლუქსემბურგში მდებარეობს. ეს სამსახური შედგება 24 დეპარტამენტისაგან, რომლებსაც გენერალური დირექტორატები ეწოდება. ყოველი დირექტორატი პასუხისმგებელია ერთიანი პოლიტიკისა და ადმინისტრირების განხორციელებაზე გარკვეულ სფეროში.

ევროპის კავშირი

ევროპის კავშირი (ინგლ. European Union, ფრანგ. Union européenne), შემოკლებით ევროკავშირი — ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანება, 1993 წლამდე ევროპული თანამეგობრობა (ინგლ. European Community, ფრანგ. Communauté européenne) ერქვა. ორგანიზაციის წევრია ევროპის 28 სახელმწიფო, რომელთა საერთო ფართობი 4 324 782 კმ²-ია, მოსახლეობა — 508 191 116 კაცი. ევროკავშირში მოქმედებს ერთიანი შიდა ბაზარი, რომელსაც წევრი სახელმწიფოების კანონთა სისტემა არეგულირებს. ევროკავშირის ძირითადი პოლიტიკის მიზანია ადამიანების, საქონლის, სერვისებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა ერთიან, შიდა ბაზარზე; იურისპუდენციული კანონმდებლობისა და საშინაო საქმეების გამოცემა; საერთო პოლიტიკის შენარჩუნება ვაჭრობაში, სოფლის მეურნეობაში, თევზის რეწვასა და რეგიონულ განვითარებაში. შენგენის ზონაში გაუქმებულია საპასპორტო კონტროლი. 1999 წელს გადაწყდა ერთიანი ვალუტის (ევროზონა) შემოღება, რაც ძალაში 2002 წელს შევიდა; ამჟამად ევროზონა 19 სახელმწიფოს აერთიანებს, რომლებშიც ევრო მოქმედებს.

ევროკავშირი მოქმედებს გადაწყვეტილების მიღების სუპერეროვნული და მთავრობათშორისი სისტემების ჰიბრიდის პრინციპით. შექმნილია გადაწყვეტილების მიმღები შვიდი ძირითადი ორგანო, რომელთაც ევროკავშირის ინსტიტუტებს უწოდებენ: ევროპული საბჭო, ევროპის კავშირის საბჭო, ევროპარლამენტი, ევროკომისია, ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლო, ევროპის ცენტრალური ბანკი და ევროპის აუდიტორთა სასამართლო.

ევროკავშირი სათავეს იღებს ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებისგან და ევროპის ეკონომიკური გაერთიანებისგან, რომლებიც 1951 და 1958 წელს ექვსმა სახელმწიფომ შექმნა. გაერთიანებები ახალი წევრი სახელმწიფოების მიღების შედეგად ტერიტორიულად გაიზარდა, ძალაუფლება კი სხვადასხვა პოლიტიკის დამატების შედეგად. 1993 წელს, მაასტრიხტის ხელშეკრულების შედეგად, შეიქმნა ევროპის კავშირი, რომელმაც ასევე შემოიღო ევროპის მოქალაქეობის ინსტიტუტი. 2009 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის კონსტიტუციური საფუძვლის ბოლო, ძირითადი შესწორება — ლისაბონის ხელშეკრულება. 2016 წლის 23 ივნისს, გაერთიანებულმა სამეფომ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას.ევროკავშირი, რომელშიც მსოფლიო მოსახლეობის 7,3 % ცხოვრობს, 2014 წელს აწარმოებდა 18,495 ტრილიონ დოლარ მთლიან შიდა პროდუქტს (GDP), რაც გლობალური GDP-ის 24 %-ია და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის 17 %. გარდა ამისა, გაეროს განვითარების პროგრამის თანახმად, ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 26-ის ადამიანის განვითარების ინდექსი არის ძალიან მაღალი. 2012 წელს, ევროკავშირს გადაეცა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. საერთი საგარეო და უშიშროების პოლიტიკის შედეგად, ევროკავშირს განვითარებული აქვს საგარეო ურთიერთობები და თავდაცვა. ევროკავშირს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰყავს მუდმივი დიპლომატიური მისიები და წარმოდგენილია გაეროში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, დიდ რვიანსა და დიდ ოცეულში. დიდი გლობალური გავლენის გამო, ევროკავშირს ხშირად უწოდებენ ზესახელმწიფოს ან პოტენციურ ზესახელმწიფოს.

ესპანეთის სახალხო პარტია

ესპანეთის სახალხო პარტია (ესპ. Partido Popular; PP) - მემარჯვენე-ცენტრისტული ორიენტაციის პოლიტიკური პარტია ესპანეთში, დაარსდა 1976 წლის 9 ოქტომბერს და ეწოდა სახალხო ალიანსი (ესპ. Alianza Popular; AP). მისი პირველი ლიდერი იყო მანუელ ფრაგა. დღევანდელ სახელწოდებას ატარებს 1989 წლის 20 იანვრიდან. მმართველი პარტია იყო 1996-2004 წწ. 1990-2004 წწ პარტიის ხელმძღვანელის და 1996-2004 წწ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა ხოსე მარია ასნარს. 2004 წელს საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება განაპირობა არჩევნებამდე 3 დღით ადრე მადრიდის ქუჩებში მომხდარმა ტერაქტმა. პარტიის ახალ ხელმძღვანელად 2004 წელს აირჩიეს მისი დღევანდელი ლიდერი მარიანო რახოი. პარტია ოპოზიციაში იყო 2004-2011 წლებში. 2008 წლის არჩევნების შედეგად 154 დეპუტატი ჰყავს კორტესში და 24 დეპუტატი ევროპარლამენტში.

2011 წლის არჩევნებში პარტიამ 44.62% ხმით დაიკავა პირველი ადგილი და დეპუტატთა კონგრესში დაიკავა 186 ადგილი.

ესტონეთის რეფორმის პარტია

ესტონეთის რეფორმის პარტია (ესტ. Eesti Reformierakond) — მემარჯვენე-ლიბერალური პარტია ესტონეთში. პარტია არის ლიბერალური ინტერნაციონალისა და ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების პარტიის წევრი. ევროპარლამენტში წარმოდგენილია ერთი დეპუტატით (იგი არის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კრისტიინა ოიულანდი).

რეფორმების პარტიას ესტონეთის პარლამენტში უკავია 33 მანდატი 101-დან. პარტიის თავმჯდომარეა პრემიერ-მინისტრი ანდრუს ანსიპი. პარტია მთავრობის ფორმირებისას კოალიციაში იყო რამდენიმეჯერ:

1995-1997 წწ. – კოალიციურ პარტიასთან.

1999–2001 წწ. – სამპარტიული კოალიცია: ისამაალიიტისა და ესტონეთის ზომიერების პარტიასთან

2002–2003 წწ. – ცენტრისტულ პარტიასთან.

2003–2005 წწ. – Res Publica-სთან და სახალხო კავშირთან.

2005–2007 წწ. – ცენტრისტულ პარტიასთან და სახალხო კავშირთან.

2007–2009 წწ. – სამამულო კავშირი და Res Publica-სთან და სოციალ-დემოკრატიული პარტიასთან

2009 წლიდან – სამამულო კავშირი და Res Publica-სთან

ესტონეთის ცენტრისტული პარტია

ესტონეთის ცენტრისტული პარტია (ესტ. Eesti Keskerakond) — მემარცხენე-ცენტრისტული, სოციალ-ლიბერალური პარტია ესტონეთში. იგი არის ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების წევრი. მას შემდეგ, რაც 2005 წლის 20 აგვისტოს, შეუერთდა პენსიონერთა პარტია, იგი ქვეყანაში წევრთა რაოდენობის მიხედვით მეორე პარტია გახდა.

თავისუფლების ხალხი

თავისუფლების ხალხი (იტალ. Il Popolo della Libertà — PdL) — პოლიტიკური პარტია იტალიაში. ოფიციალურად დაფუძნდა 2009 წლის 27 მარტს. პარტია დაიშალა 2013 წლის 16 ნოემბერს. მისი უცვლელი პრეზიდენტი იყო ბიზნესმენი და პოლიტიკოსი სილვიო ბერლუსკონი.

იეჟი ბუზეკი

იეჟი ბუზეკი (პოლ. Jerzy Buzek [ˈjɛʐɨ ˈbuzɛk]; დ. 3 ივლისი, 1940) — პოლონელი ინჟინერი, აკადემიური ლექტორი და პოლიტიკოსი. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი 1997-2001 წლებში და ევროპის პარლამენტის წევრი 2004 წლის 13 ივნისიდან. 2009-2012 წლებში იკავებდა ევროპის პარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობას. ამ პოსტზე მან შეცვალა ჰანს-გერტ პეტერინგი.

მარტინ შულცი

მარტინ შულცი (გერმ. Martin Schulz; დ. 20 დეკემბერი, 1955, ეშვაილერი, გერმანია) — გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე. ევროპის სოციალისტების პარტიის წევრი. ევროპის პარლამენტის წევრი 1994 წლიდან. აირჩიეს მის პრეზიდენტად 2012 წლის 17 იანვარს.

პოლიტიკა

პოლიტიკა — ეს არის:

საზოგადოების და სახელმწიფოს მართვის ხელოვნება,

საზოგადოებრივი იდეების ერთობლიობა და მისგან გამომდინარე მიზანმიმართული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფოებს, ხალხებს, ერებს, სოციალურ ჯგუფებს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან.პოლიტიკას წარსულში განსაზღვრავდნენ სხვადასხვაგვარად, კერძოდ: (ა) როგორც ”სამეფო ხელოვნებას” ყველა სხვა ხელოვნების (ორატორული, სამხედრო, სასამართლო) სამართავად, (ბ) როგორც უნარს ”ყველა მოქალაქის დაცვისა და მათ შორის უარესების უკეთესებად გარდაქმნისა” (პლატონი), (გ) როგორც ცოდნას სამართლიანი და ბრძნული მმართველობის თაობაზე (მაკიაველი), (დ) როგორც კლასთა ინტერესების ბრძოლას (მარქსი).

პორტუგალიის მწვანეები

პორტუგალიის მწვანეთა პარტია (პორტ. Partido Ecologista "Os Verdes" ან PEV) — პორტუგალიის მწვანეთა და ეკო-სოციალისტთა პარტია. ევროპის მწვანეთა პარტიის წევრი და ევროპის მწვანეთა ფედერაციის დამფუძნებელი.

იგი პირველი პარტიაა პორტუგალიაში, რომელიც მუშაობდა ეკოლოგიურ პრობლემებზე. პარტიას აქვს ახლო ურთიერთობები პორტუგალიის კომუნისტურ პარტიასთან და 1987 წლიდან მასთან ერთად არის კოალიციაში. პარტია ფლობს რამდენიმე მანდატს ადგილობრივ საკრებულოებში და ორ ადგილს პორტუგალიის პარლამენტში.

პარტიის ახალგაზრდული ფრთას წარმოადგენს Ecolojovem. ის გამოსცემს გაზეთს სახელად:Folha Verde (პორტ. Folha Verde). მისი შტაბ-ბინა განთავსებულია ლისაბონში.

რუმინეთის ნაციონალ-ლიბერალური პარტია

რუმინეთის ნაციონალ-ლიბერალური პარტია — ლიბერალური პარტია რუმინეთში. პარტია მხარს უჭერს კლასიკურ ლიბერალიზმს. უკანასკნელ პერიოდში ფოკუსირებულია ეკონომიკაზე.

რუმინეთის ყველაზე ძველი პარტია დაარსდა 1875 წელს. პარტია აღსდგა 1989 წელს.

სახაროვის პრემია

ანდრია სახაროვის სახელობის პრემია დაარსდა 1988 წელს ევროპის პარლამენტის მიერ.

ჯილდო გაიცემა ყოველწლიურად შემდეგ სფეროებში წარმატების შემთხვევაში:

ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვა.

დემოკრატიის განვითარება და კანონის უზენაესობის დაცვა.

საერთაშორისო სამართლის პატივისცემა.

უმცირესობის უფლებების დაცვა.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.