ევროპის კავშირი

ევროპის კავშირი (ინგლ. European Union, ფრანგ. Union européenne), შემოკლებით ევროკავშირიევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანება, 1993 წლამდე ევროპული თანამეგობრობა (ინგლ. European Community, ფრანგ. Communauté européenne) ერქვა. ორგანიზაციის წევრია ევროპის 28 სახელმწიფო, რომელთა საერთო ფართობი 4 324 782 კმ²-ია, მოსახლეობა — 508 191 116 კაცი. ევროკავშირში მოქმედებს ერთიანი შიდა ბაზარი, რომელსაც წევრი სახელმწიფოების კანონთა სისტემა არეგულირებს. ევროკავშირის ძირითადი პოლიტიკის მიზანია ადამიანების, საქონლის, სერვისებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა ერთიან, შიდა ბაზარზე;[1] იურისპუდენციული კანონმდებლობისა და საშინაო საქმეების გამოცემა; საერთო პოლიტიკის შენარჩუნება ვაჭრობაში,[2] სოფლის მეურნეობაში,[3] თევზის რეწვასა და რეგიონულ განვითარებაში.[4] შენგენის ზონაში გაუქმებულია საპასპორტო კონტროლი.[5] 1999 წელს გადაწყდა ერთიანი ვალუტის (ევროზონა) შემოღება, რაც ძალაში 2002 წელს შევიდა; ამჟამად ევროზონა 19 სახელმწიფოს აერთიანებს, რომლებშიც ევრო მოქმედებს.

ევროკავშირი მოქმედებს გადაწყვეტილების მიღების სუპერეროვნული და მთავრობათშორისი სისტემების ჰიბრიდის პრინციპით.[6][7] შექმნილია გადაწყვეტილების მიმღები შვიდი ძირითადი ორგანო, რომელთაც ევროკავშირის ინსტიტუტებს უწოდებენ: ევროპული საბჭო, ევროპის კავშირის საბჭო, ევროპარლამენტი, ევროკომისია, ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლო, ევროპის ცენტრალური ბანკი და ევროპის აუდიტორთა სასამართლო.

ევროკავშირი სათავეს იღებს ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებისგან და ევროპის ეკონომიკური გაერთიანებისგან, რომლებიც 1951 და 1958 წელს ექვსმა სახელმწიფომ შექმნა. გაერთიანებები ახალი წევრი სახელმწიფოების მიღების შედეგად ტერიტორიულად გაიზარდა, ძალაუფლება კი სხვადასხვა პოლიტიკის დამატების შედეგად. 1993 წელს, მაასტრიხტის ხელშეკრულების შედეგად, შეიქმნა ევროპის კავშირი, რომელმაც ასევე შემოიღო ევროპის მოქალაქეობის ინსტიტუტი. 2009 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის კონსტიტუციური საფუძვლის ბოლო, ძირითადი შესწორება — ლისაბონის ხელშეკრულება. 2016 წლის 23 ივნისს, გაერთიანებულმა სამეფომ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას.[8]

ევროკავშირი, რომელშიც მსოფლიო მოსახლეობის 7,3 % ცხოვრობს,[9] 2014 წელს აწარმოებდა 18,495 ტრილიონ დოლარ მთლიან შიდა პროდუქტს (GDP), რაც გლობალური GDP-ის 24 %-ია და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის 17 %. გარდა ამისა, გაეროს განვითარების პროგრამის თანახმად, ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 26-ის ადამიანის განვითარების ინდექსი არის ძალიან მაღალი. 2012 წელს, ევროკავშირს გადაეცა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.[10] საერთი საგარეო და უშიშროების პოლიტიკის შედეგად, ევროკავშირს განვითარებული აქვს საგარეო ურთიერთობები და თავდაცვა. ევროკავშირს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰყავს მუდმივი დიპლომატიური მისიები და წარმოდგენილია გაეროში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, დიდ რვიანსა და დიდ ოცეულში. დიდი გლობალური გავლენის გამო, ევროკავშირს ხშირად უწოდებენ ზესახელმწიფოს ან პოტენციურ ზესახელმწიფოს.[11]

ევროპის კავშირი
{{{link alias-s}}} დროშა
დევიზი: In varietate concordia
„ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“
ჰიმნი: Ode an die Freude
„ოდა სიხარულს“

{{{link alias-s}}} მდებარეობა
დედაქალაქიბელგიის დროშა ბრუსელი
საფრანგეთის დროშა სტრასბურგი
ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი
ნიდერლანდების დროშა ჰააგა
გერმანიის დროშა მაინის ფრანკფურტი
უდიდესი ქალაქი ლონდონი, პარიზი
ოფიციალური ენა
ტიპი სახელმწიფოთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური გაერთიანება
წევრობა
ლიდერები
 -  ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი
 -  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი
 -  ევროპის პარლამენტის პრეზიდენტები მარტინ შულცი
ფართობი
 -  სულ 4 324 782 კმ2 (მე-7)
 -  წყალი (%) 3,08
მოსახლეობა
 -  2016 შეფასებით 510 056 011 (მე-3)
 -  სიმჭიდროვე 116,4 კაცი/კმ2 
მშპ (მუპ) 2017 შეფასებით
 -  სულ $20.75 ტრილიონი (მე-3)
 -  ერთ მოსახლეზე $40 600 
აგი (2014) 0.865 (ძალიან მაღალი) 
ვალუტა ევრო (€)ევროზონის მასშტაბით
დროის სარტყელი UTC
UTC+1
UTC+2
UTC+3
Internet TLD .eu

შექმნა

ევროპის ტერიტორიაზე, ევროკავშირის მასშტაბების სადარი ერთიანი სახელმწიფო გაერთიანებები იყო: დასავლეთ რომის იმპერია, ფრანკების სახელმწიფო, საღვთო რომის იმპერია. გასული ათასწლეულის განმავლობაში ევროპა დანაწევრებული იყო, მაგრამ იდეა მისი გაერთიანების შესახებ მუდამ არსებობდა. ამერიკული რევოლუციის შემდეგ კი გაჩნდა იდეა ევროპის შეერთებული შტატების შესახებ, რომელიც ხელახლა გაცოცხლდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპამ ორი მსოფლიო ომი გადაიტანა, რამაც ყველა ქვეყანაში დატოვა კვალი - ათეულ მილიონობით მსხვერპლი, განადგურებული ქალაქები, დანგრეული ეკონომიკა, მოშლილი კომუნიკაციები. ევროპის სახელმწიფოებმა დაიწყეს გზებისა და საშუალებების ძიება მომავალში მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტიებისათვის. მათ თანდათან გააცნობიერეს ერთიანობისა და მჭიდრო თანამშრომლობის იდეა და დაადგნენ პრინციპულ პოლიტიკას, რომლის მიზანი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია, მშვიდობა და უშიშროება იყო.

დასახული მიზნების განხორციელების გზაზე ევროპის სახელმწიფოებმა შეძლეს გვერდი აევლოთ სერიოზული კრიზისებისა და დაბრკოლებებისათვის, შეენარჩუნებინათ იდეების ხელშეუხებლობა და ურღვევობა. ევროკავშირის ძირითადად მიღწევად უნდა ჩაითვალოს ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა წევრ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ჩათრეულნი იყვნენ სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში, და დემოკრატიული თანხმობა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება საერთო მიზნები.

იხ. ევროპულის ინტეგრაციის ქრონოლოგია

ლეგალური საფუძველი

ევროპის კავშირი აგებულია ევროპული თანამეგობრობის ურთიერთობების მთელი ერთობლიობის საფუძველზე:

  • ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება - 1951 წელს ამ ორგანიზაციისგან დაიწყო ევროპის კავშირის შექმნა;
  • ევროპული თანამეგობრობა - შეიქმნა 1957 წელს ე.წ. რომის შეთანხმებით და ეწოდებოდა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა ანუ “საერთო ბაზარი”;
  • ატომური ენერგიის ევროპული თანამეგობრობა - შეიქმნა 1957 წელს.

ევროპის კავშირში ინტეგრაციული პროცესების მთავარი მიზნები განსაზღვრულია სხვადასხვა დოკუმენტებით:

  • რომის შეთანხმება - ხელი მოეწერა 1957 წელს;
  • ერთიანი ევროპული აქტი - ხელი მოეწერა 1987 წელს;
  • მაასტრიხტის შეთანხმება - ხელი მოეწერა 1992 წელს;
  • ამსტერდამის შეთანხმება - ხელი მოეწერა 1997 წლის ოქტომბერში;

ევროკავშირის ძირითადი დოკუმენტი დღეისათვის არის 2003 წლის ”მიერთების შეთანხმება” (Treaty of Accession), რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლია 1 მაისს. ზემოთაღნიშნული შეთანხმებებით განსაზღვრული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა სახის ვალდებულებები ჩამოყალიბდა ერთიან დოკუმენტში, ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტში, რომლის მიღების პროცედურა ამჟამად მიმდინარეობს.

იხ. ევროპის კონსტიტუცია
Quai d'Orsay
Eurotower in Frankfurt

კომპეტენციები

ევროკავშირი არის მრავალსექტორიანი ინტეგრაციის განვითარებული ფორმა, რომლის კომპეტენცია ვრცელდება ევროპის 28 სახელმწიფოს ეკონომიკაზე, მრეწველობაზე, მოქალაქეთა უფლებებზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. ევროპულ ხელშეკრულებათა დადებისას წევრი სახელმწიფოები სუვერენიტეტის ნაწილს გადასცემდნენ იმ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს , რომლებიც იცავენ ეროვნულ და საერთო ინტერესებს. ევროკავშირის გამგებლობაშია, კერძოდ, საერთო ეკონომიკური ბაზარი, საბაჟო კავშირი, ერთიანი ვალუტა, საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა და სხვა.

ინსტიტუტები

ტრადიციული საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან ევროპის კავშირს განასხვავებს მისი უნიკალური ინსტიტუციური სტრუქტურა. შექმნილია დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომლების ავსებენ ერთიმეორეს და ყოველ მათგანს გარკვეული როლი აკისრია გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში.

ევროპის კავშირის სისტემის საერთო ორგანოები და ინსტიტუტები:

ევროპის კავშირის საბჭო

ევროკავშირის საფინანსო ორგანიზაციები:

ევროკავშირის სხვა დამხმარე ორგანოები:

ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტები სხვადასხვა ქვეყნებში და ქალაქებშია განთავსებული: ბრიუსელი (ბელგია), სტრასბურგი (საფრანგეთი), ლუქსემბურგი (ლუქსემბურგი), მაინის ფრანკფურტი (გერმანია). ევროკავშირს ოფიციალური პოლიტიკური ცენტრი არ აქვს, თუმცა დე-ფაქტო ”დედაქალაქად” ბრიუსელი ითვლება.

სიმბოლოები

წევრები

ევროკავშირის დამფუძნებელი სახელმწიფოები:

EU MAPjan2007

ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოები:

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოები:

თურქეთის დროშა თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდილოეთი მაკედონია, ისლანდიის დროშა ისლანდია, სერბეთის დროშა სერბეთი, მონტენეგროს დროშა ჩერნოგორია, ალბანეთის დროშა ალბანეთი

ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც აღიარებს პლურალისტურ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, იცავს საკუთარი მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს, გააჩნია გამართული და კონკურენტუნარიანი საბაზრო ეკონომიკა, იზიარებს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიზნებს.

იხილეთ აგრეთვე

  • ევროკავშირის გაფართოება

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. European Commission. The EU Single Market: Fewer barriers, more opportunities. Europa web portal. წაკითხვის თარიღი: 27 September 2007.
    Activities of the European Union: Internal Market. Europa web portal. წაკითხვის თარიღი: 29 June 2007.
  2. Common commercial policy. Europa Glossary. Europa web portal. დაარქივებულია ორიგინალიდან - 16 January 2009. წაკითხვის თარიღი: 6 September 2008.
  3. Agriculture and Fisheries Council. The Council of the European Union. წაკითხვის თარიღი: 3 June 2013.
  4. Regional Policy Inforegio. Europa web portal. წაკითხვის თარიღი: 3 June 2013.
  5. Schengen area. Europa web portal. წაკითხვის თარიღი: 8 September 2010.
  6. European Union. Encyclopædia Britannica. ციტატა: „international organisation comprising 28 European countries and governing common economic, social, and security policies ...“ წაკითხვის თარიღი: 3 July 2013.
  7. European Union. The World Factbook. Central Intelligence Agency. წაკითხვის თარიღი: 12 February 2016.
  8. EU Referendum Result. BBC. წაკითხვის თარიღი: 26 June 2016.
  9. European Union reaches 500 Million through Combination of Accessions, Migration and Natural Growth. Vienna Institute of Demography. წაკითხვის თარიღი: 12 February 2016.
  10. EU collects Nobel Peace Prize in Oslo“, 10 December 2012. წაკითხვის თარიღი: 3 June 2013.
  11. John McCormick (14 November 2006). The European Superpower. ISBN 978-1-4039-9846-0.
.eu

.eu — ზედა დონის ეროვნული დომენი (ccTLD) ევროპის კავშირისთვის.

ბერძნული ენა

ბერძნული ენა (ბერძ. Ελληνικά [e̞ˌliniˈka]) — ბერძნებისა და კვიპროსელების მშობლიური ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის ბერძნულ შტოს და დოკუმენტური არსებობის 3.500 წელს ითვლის. ძირითადად გავრცელებულია ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, მიმდებარე კუნძულებზე და ასევე ნაწილობრივ ბულგარეთში, ალბანეთსა და თურქეთში.

ევროკავშირის ენები

ევროკავშირში შემავალი სახელმწიფოების ტერიტორიაზე 60-მდე ენა გამოიყენება, მათ შორის ამ ორგანიზაციის მიერ ოფიციალურად აღიარებულია მხოლოდ 20.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები:

ევროპის კონტინენტს გარეთ არსებული ტერიტორიები, რომლებიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ეკუთვნით:

აზორის კუნძულები

მადეირა

სეუტა

გვადელუპა

კანარის კუნძულები

რეიუნიონი

მარტინიკა

მელილია

საფრანგეთის გვიანა

ევროკომისია

ევროკომისია — ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი. ერთი კომისია სამი თანამეგობრობისთვის (ევროპის ქვანახშირის მომპოვებელი და ფოლადის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანება, ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, ატომური ენერგიის დარგში ევროპის თანამშრომლობის ორგანიზაცია) დაარსდა მას შემდეგ, რაც 1967 წლის 1 ივლისს ძალაში შევიდა ადმინისტრაციათა გამაერთიანებელი ხელშეკრულება.

ევროკომისია ფუნქციონირებს მინისტრთა კაბინეტის მსგავსად, რომელიც შედგება 28 წევრისგან (ოფიციალური სახელწოდება კომისარი). კომისიის წევრებს საერთო თანხმობის საფუძველზე ნიშნავენ წევრი სახელმწიფოები 5 წლის ვადით. ევროკომისიის შემადგენლობას ამტკიცებს ევროპის პარლამენტი. ამსტერდამის ხელშეკრულების თანახმად, ევროკომისიის პრეზიდენტი ინიშნება წევრი სახელმწიფოების მთავრობათა საერთო თანხმობის საფუძველზე და ესეც ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებას საჭიროებს. ამასთან, პრეზიდენტთან ერთად ინიშნება და მტკიცდება კომისიის სხვა წევრებიც. ევროკომისიის ამჟამინდელი პრეზიდენტია ჟან-კლოდ იუნკერი.

საკუთარ მოვალეობათა შესრულებისას ევროკომისია დიდი დამოუკიდებლობით სარგებლობს. იგი გამოხატავს თანამეგობრობის ინტერესებს და არ იღებს ინსტრუქციებს ცალკეული წევრი სახელმწიფოებისაგან. ევროკომისია მეთვალყურეობას უწევს ხელშეკრულებათა შესრულებას და უზრუნველყოფს საბჭოს მიერ მიღებული ინსტრუქციებისა და დირექტივების სათანადო ხორცშესხმას. თანამეგობრობის კანონის გატარების უზრუნველსაყოფად, მას შეუძლია რაიმე კონკრეტული შემთხვევის გადაცემა მართლმსაჯულების სასამართლოსთვის. ევროკომისიას აქვს ინიციატივის გამოჩენის განსაკუთრებული უფლება, მას შეუძლია ნებისმიერ ეტაპზე ჩაერიოს საკანონმდებლო პროცესში, რათა ხელი შეუწყოს შეთანხმების მიღწევას საბჭოში ან საბჭოსა და პარლამენტს შორის. ევროკომისიას საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განხილვის საქმეში აღმასრულებელი ფუნქციაც აკისრია.

ევროკომისიას ზურგს უმაგრებს სამოქალაქო სამსახური, რომელიც ბრიუსელსა და ლუქსემბურგში მდებარეობს. ეს სამსახური შედგება 24 დეპარტამენტისაგან, რომლებსაც გენერალური დირექტორატები ეწოდება. ყოველი დირექტორატი პასუხისმგებელია ერთიანი პოლიტიკისა და ადმინისტრირების განხორციელებაზე გარკვეულ სფეროში.

ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა

ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა — ევროპის სახელმწიფოთა გაერთიანება. დაფუძნდა 1957 წლის 25 მარტს, რომში, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და ბენილუქსის ქვეყნების მიერ. ამავე შეხვედრაზე ამავე სახელმწიფოებმა დააფუძნეს კიდევ ერთი გაერთიანება – ევროპის ატომური გაერთიანება , 6 წლით ადრე კი, 1951 წლის 18 აპრილს – ნახშირისა და ფოლადის ევროპის გაერთიანება (გაუქმდა 2002 წლიდან). 1967 წელს ამ სამივე გაერთიანების ორგანოები გაერთიანდა და ამის შემდეგ მათ "ევროპის გაერთიანებებად" მოიხსენიებენ.

ევროპის გაერთიანება ერთ-ერთი იმ სამ ბურჯთაგანია, რომელსაც ევროკავშირი ეყრდნობა. მეორე ბურჯს წარმოადგენს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, მესამეს _ თანამშრომლობა მართლმსაჯულების სფეროში. ევროკავშირში გაწევრიანებისათვის ქვეყანა უნდა გახდეს ორივე დღეს არსებული გაერთიანების წევრი და ითანამშრომლოს მეორე და და მესამე ბურჯებით მოცულ სფეროებში.

ევროპის კულტურული დედაქალაქი

ევროპის კულტურული დედაქალაქი — ევროპის კავშირის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ყოველწლიურად რომელიმე ქალაქის არჩევას კონტინენტის კულტურული ცხოვრების ცენტრად, რათა ყურადრება მიაპყროს კულტურის განვითარებას.

როგორც წესი, დამატებითი დაფინანსებით ამათუ იმ ქალაქს საშუალება ეძლევა მნიშვნელოვნად განაახლოს კულტურული დაწესსებულებები. მაგალითად პორტუში კულტურული დედაქლაქის ეგიდით აშენდა მუსიკის სახლი.

ევროპის კავშირის საბჭომ ევროპის პირველ კულტურულ დედაქალაქად 1985 წელს დაასახელა ათენი, რომლის კანდიდატურაც ევროპის კავშირს შესთავაზა საბერძნეთის იმდროინდელმა კულტურის მინისტრმა მელინა მერკურიმ. 1990-იანი წლების ბოლოს ამ ევროპული პროექტის ანალოგიურად დაიწყო მოქმედება ამერიკისა და არაბეთის კულტურულმა დედაქალაქებმა.

ევროპის ცენტრალური ბანკი

ევროპის ცენტრალური ბანკი (ინგლ. European Central Bank) — ევროკავშირისა და ევროზონის ცენტრალური ბანკი. დაფუძნდა 1998 წლის 1 ივნისს. შტაბ-ბინა მდებარეობს გერმანიის ქალაქ მაინის ფრანკფურტში. მის შტატში შეყვანილია ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის წარმომადგენელი. ბანკი სრულიად დამოუკიდებელია ევროკავშირის ყველა დანარჩენ ორგანოსგან.

ბანკის მთავარი ფუნქციებია:

ევროზონის სავალუტო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

ევროზონის ქვეყნების ოფიციალური გაცვლითი რეზერვების შენახვა და მართვა;

ევრო ბანკნოტების ემისია;

მთავარი საპროცენტო განაკვეთების დადგენა;ეცბ ევროპის ფულად-საკრედიტო ინსტიტუტის (EMI) სამართალმემკვიდრეა, რომელიც წამყვან როლს თამაშობდა 1999 წელს ევროს შემოღების მომზადებაში.

ევროპული საბჭო

ევროპული საბჭო (ინგლ. European Council; ფრანგ. Conseil européen) შეიქმნა 1974 წლის 10 დეკემბერს, როდესაც სახელმწიფოთა მეთაურებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ჩაეტარებინათ რეგულარული შეკრებები, რომელთა მუშაობაში მონაწილეობას მიიღებდნენ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროპის თანამეგობრობის კომისიების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები. ამის შემდეგ, ევროპის საბჭოს როლი თანდათან გაიზარდა და მაასტრიხტის მოლაპარაკების შედეგად დამტკიცდა მისი სტატუსი.

იგი წარმოადგენს ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს და აერთიანებს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს. მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ევროკომისიის პრეზიდენტი. ევროპული საბჭო იკრიბება სულ მცირე წელიწადში ორჯერ.

იხ. ევროპული საბჭოს სამიტებიევროპული საბჭოს საქმიანობა საკმაოდ მრავალფეროვანია და თანამეგობრობის წინაშე მდგარი პრობლემების ფართო სპექტრს მოიცავს:

იგი წარმოადგენს სათათბიროს ევროპის “კონსტიტუციონალური არქიტექტურის” შემუშავების საკითხებში;

იგი ამუშავებს რეკომენდაციებს და მითითებებს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე, აგრეთვე უმნიშვნელოვანეს საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე;

იგი იხილავს თანამეგობრობის ფინანსურ, ინსტიტუციონალურ და სხვა სახის დისპუტებს, რაც პრაქტიკულად განსაზღვრავს ევროკავშირის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტების შინაარსს.ევროპული საბჭო თანამეგობრობის გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრალურ ორგანოდ გადაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ მას რაიმე ლეგალური ან ოფიციალური გადაწყვეტილება არასოდეს მიუღია. ევროპულ საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე („პრეზიდენტი“), რომელიც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს როგორც ევროკავშირის, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის ან სახელმწიფოებრივი გაერთიანების, ხელმძღვანელი. ეს არის თანამდებობრივი როლი, ე.წ. primus inter pares ანუ ”პირველი თანასწორთა შორის”. ამ ადგილს ექვსი თვით იკავებს იმ სახელმწიფოს (ან მთავრობის) მეთაური, რომელი ქვეყანაც ამ პერიოდში თავმჯდომარეობს ევროპის კავშირის საბჭოს.

იხ. ევროპული საბჭოს თავმჯდომარეები

ირლანდიური ენა

ირლანდიური ენა (Gaeilge) — ირლანდიელების ენა, კელტური ენების ერთ-ერთი ენა, შოტლანდიურ და მენურთან ერთად ეკუთვნის ამ ჯგუფის გოიდელურ ქვეჯგუფს.

ირლანდიის რესპუბლიკის სახელმწიფო ენა. 2005 წლის 13 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ევროკავშირის სამუშაო ენების რიცხვში ირლანდიურის ჩართვისა, რომელიც ძალაში 2007 წლის 1 იანვრიდან შევიდა.

იტალიური ენა

იტალიური ენა (თვითსახელრქმევა Lingua italiana, ან Italiano) – იტალიელთა და შვეიცარიის სამხრეთში იტალო-შვეიცარიელთა ენა. გარდა ამისა, იტალიურს მშობლიურად ენად აცხადებს მოსახლეობის საკმაოდ არცთუ მცირე რიცხვი დალმაციასა (- ყოფილი იუგოსლავია, დღევანდელი ხორვატიის ერთ-ერთი კუთხე.) და კუნძულ კორსიკაზე.

ლისაბონის ხელშეკრულება

ლისაბონის ხელშეკრულება (ინგლ. „Treaty of Lisbon“ ან „ Reform Treaty“; ასევე წოდებული როგორც „ლეგალური ბაზისი“) წამოყენებულ იქნა, როგორც ევროპის კონსტიტუციის პროექტის შემცვლელი, ვინაიდან ამ უკანასკნელის რატიფიცირება ვერ განხორციელდა საფრანგეთსა და ნიდერლანდებში 2005 წელს რეფერენდუმში უარყოფის გამო, დანარჩენი 20 ევროპული სახელმწიფოს მიერ მიღების მიუხედავად. სამთავრობათშორისო კონფერენცია, რომლის მანდატი იქნება ტრაქტატის პროექტის მომზადება, შეუდგება სამუშაოს 2007 წლის 23 ივლისს, მას შემდეგ რაც პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულ იქნა ევროპის საბჭოს სხდომაზე 2007 წლის 22-23 ივნისს.

2009 წლის 3 ოქტომბერს ირლანდიაში გამართულ მეორე რეფერენდუმზე მოსახლეობის 67.1 %-მა მხარი დაუჭირა ლისაბონის შეთანხმებას

პორტუგალიური ენა

პორტუგალიური ენა — პორტუგალიელთა და ბრაზილიელთა ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის რომანულ ენებს .

რუმინული ენა

რუმინული ენა — რუმინელთა და მოლდოველთა ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის რომანულ ჯგუფს. დამწერლობა თავდაპირველად კირილურ ანბანზე იყო, 1860 წლიდან — ლათინურ გრაფიკაზე.

სლოვენური ენა

სლოვენური ენა (სლოვენურად Slovenščina) — სლოვენიელების ენა, მიეკუთვნება სლავური ენების სამხრეთსლავური ენების შტოს. სლავური ენები თავის მხრივ ინდოევროპულ ენათა ოჯახში შედის.

ქვეყნის კოდი

ქვეყნის კოდი — მოკლე ალფავიტური ან ციფრული გეოგრაფიული კოდი (გეოკოდები), შემუშავებული ქვეყნებისა და დამოკიდებული ტერიტორიების წარსადგენად მონაცემების დასამუშავებლად და კომუნიკაციებისთვის. შემუშავებულია რამდენიმე სხვადასხვა სახის სისტემა, რომელთაგან ყველაზე უფრო ცნობილია — ISO 3166-1.

შენგენის ზონა

შენგენის ზონაში შედის ევროპის 26 სახელმწიფო, რომლებმაც 1985 წელს სოფელ შენგენში (ლუქსემბურგი) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას. შენგენის ზონა ჰგავს ერთგვარ სახელმწიფოს, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო ტურისტულ ზონისათვის, რომლის გარე საზღვრები მკაცრად კონტროლდება, ხოლო შიგნით საპასპორტო შემოწმება არ ხორციელდება.

ეს წესები შეიმუშავა 1999 წლის ევროკავშირის ქვეყნების ამსტერდამის შეხვედრამ. გარდა ამისა შენგენის ხელშეკრულება მოქმედებს სამ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში: ისლანდიაში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში და დე-ფაქტოდ სამ მიკრო-სახელმწიფოში: მონაკოში, სან-მარინოში და ვატიკანში. ევროკავშირის ყველა ქვეყანამ გარდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის, შეასრულა დანაპირები და შევიდა შენგენის ზონაში. გამონაკლისია კვიპროსი, რუმინეთი და ბულგარეთი, რომლებიც უახლოეს მომავალში შევლენ კავშირში. ამ დროისათვის შენგენის ხელშეკრულება მოიცავს: 26 ქვეყანას, 4 312 099 კვ. კმ. და 400 მილიონ მოსახლეს.

შენგენის ხელშეკრულებამ დაადგინა რომ შიდა, სახელმწიფოებს შორის საზღვრები გაუქმებულიყო. ხოლო გარე საზღვრები გამაგრებულიყო. ასევე ქვეყნები ვალდებულნი არიან რომ ერთიანი პილიტიკა შეიმუშავონ მიგრანტების მიმართ, რაც მოითხოვს მონაცემთა საერთო ბაზისა და საერთო საპოლიციო-სასამართლო სისტემის შექმნას.

ჰელმუტ კოლი

ჰელმუტ იოზეფ მიხაელ კოლი (გერმ. Helmut Josef Michael Kohl; გერმანულად: [ˈhɛlmuːt ˈjoːzɛf 'mɪçaʔeːl ˈkoːl]; დ. 3 აპრილი 1930, ლუდვიგსჰაფენი, რაინლანდ-პფალცი, გერმანია, — გ. 16 ივნისი 2017, იქვე) — გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე, გერმანიის ბუნდესკანცლერი 1982-1998 წლებში. მისი 16 წლიანი მოღვაწეობა ყველაზე გრძელია გერმანიის კანცლერებს შორის ოტო ფონ ბისმარკის შემდეგ. იგი არის არქიტექტორი გერმანიის გაერთიანების და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანთან ერთად მაასტრიხტის ხელშეკრულების, რითაც შეიქმნა ევროპის კავშირი. 1969-1976 წლებში იყო რაინლანდ-პფალცის მინისტრ-პრეზიდენტი. ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე 1973-1998 წლებში.

ევროკავშირის
წევრები
დანარჩენი ევროპა
Nobel Prize.png 2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები Nobel Prize.png
ფიზიოლოგია
და მედიცინა
ფიზიკა
ქიმია
ლიტერატურა
მშვიდობა
ეკონომიკა

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.