ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტიევროკავშირის ინსტიტუტებში ყველაზე მაღალი არაარჩევითი თანამდებობის პირი. იგი ინიშნება წევრი სახელმწიფოების მთავრობათა საერთო თანხმობის საფუძველზე და მტკიცდება ევროპარლამენტის მიერ.

Ioannes Claudius Juncker die 7 Martis 2014
ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი

ევროკომისიის პრეზიდენტები

ნომერი პრეზიდენტი დაწყ. წელი დასრ. წელი ქვეყანა
1 Bundesarchiv B 145 Bild-F004665-0003, Walter Hallstein
ჰალშტაინი, ვალტერ
1958 1967 დასავლეთ გერმანიის დროშა დასავლეთი გერმანია
2 Jean Rey World Economic Forum 1975
რეი, ჟან
1967 1970 ბელგიის დროშა ბელგია
3 Franco Maria Malfatti
მალფატი, ფრანკო მარია
1970 1972 იტალიის დროშა იტალია
4 Sicco Mansholt
მასხოლტი, სიკო
1972 1972 ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდი
5 ორტოლი, ფრანსუა-ქსავიე 1973 1977 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
6 Roy Jenkins, Chancellor of Oxford
ჯენკინსი, როი
1977 1981 დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
7 Gaston Thorn - World Economic Forum Annual Meeting 1986
ტორნი, გასტონ ედმონტ
1981 1985 ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი
8 Bundesarchiv B 145 Bild-F078267-0023, Bonn, Ministerpräsidenten mit EU-Kommissar Delors-CROPPED
დელორი,ჟაკ
1985 1995 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
9 Jacques Santer
სანტერი, ჟაკ
1995 1999 ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი
10 Manuel Marin
მარინი, მანუელ
1999 1999 ესპანეთის დროშა ესპანეთი
11 Romano Prodi in Nova Gorica (2c)
პროდი, რომანო
1999 2004 იტალიის დროშა იტალია
12 José Manuel Barroso MEDEF 2
ჟოზე მანუელ ბაროზუ
2004 2014 პორტუგალიის დროშა პორტუგალია
13 Ioannes Claudius Juncker die 7 Martis 2014
ჟან-კლოდ იუნკერი
2014 (დღემდე) ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Primus inter pares

primus inter pares (ლათინურად ნიშნავს: „პირველი თანასწორთა შორის“; მდედრობითი სქესი: prima inter pares) — სამართლებრივად თანასწორუფლებიანი წევრებისაგან შემდგარი ჯგუფის ის წევრი, რომელსაც იგივე უფლებები აქვს, რაც სხვებს, თუმცა საპატიო პირველობით აღემატება მათ. ასეთი პირველობა, როგორც წესი, წარმომადგენლობით ხასიათს ატარებს და არანაირად არაა დაკავშირებული პრივილეგიებთან. მეცნიერებაში ამ ტერმინით აღნიშნავენ გამორჩეულად წარმატებულ ადამიანებს, რომელთაც სხვებისაგან პრივილეგირებული მდგომარეობა არ უჭირავთ; გადამწყვეტი აქ არის რეპუტაცია, უფრო ნაკლებად — ხარისხი და თანამდებობა.

ტერმინი primus inter pares შემოღებულ იქნა რომის იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის მიერ მისი სამართლებრივი მდგომარეობის აღსაწერად მაშინდელ რომაულ სახელმწიფო წყობილებაში (იხ. აგრეთვე პრინციპატი). ავგუსტუსს ამ ტერმინით სურდა ხაზი გაესვა მისი რესპუბლიკური დაწესებულებების მიმართ ქვემდებარეობა, თუმცა იგი დე ფაქტო შეუზღუდავი მმართველი იყო.

primus inter pares-ის ცნობილი მაგალითებია:

რომის პაპი პირველი საუკუნეების ეკლესიაში;

კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი მართლმადიდებელ ეკლესიაში;

შვეიცარიის პრეზიდენტი, როგორც შვიდწევრიანი ფედერალური საბჭოს წევრი;

ევროკომისიის პრეზიდენტი;

უნივერსიტეტებში ფაკულტეტის დეკანი სხვა პროფესორებს შორის.

დიდი რვიანი

დიდი რვიანი (შვიდეული) (ინგლ. Group of Eight - G8, ძველი სახელწოდება (G6) ან დიდი ექვსიანი) არის საერთაშორისო ფორუმი კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, რუსეთის... მაგრამ იგი გარიცხული იყო დიდი რვიანიდან რადგანაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა შეტევა განახორციელა საქართველოზე რაც ყოვლად მიუღებელი იყო... ამიტომაც დიდი რვიანის მაგივრად ახლა ”დიდ შვიდეულს” უწოდებენ, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირისთვის (მაგრამ ევროკავშირს არ აქვს უფლება წაიყვანოს ან თავმჯდომარე იყოს შეხვედრის). დიდ რვიანს შეუძლია მიმართოს წევრ ქვეყნებს ან ჩაატაროს ყოველწლიური სამიტი G8 წევრი ქვეყნების მმართველების მონაწილეობით. ძველი სახელწოდება G6 დღესდღეობით ხშირად გამოიყენება მოსახლეობის მიხედვით ევროკავშირის ექვსი ყველაზე დიდი ქვეყნის მიმართ. G8-ის მინისტრები ასევე ხვდებიან წლის განმავლობაში ერთმანეთს, როგორც G7-ის ფინანსთა მინისტრები (რომლებიც წელიწადში 4ჯერ ხვდებიან ერთმანეთს), G8-ის საგარეო საქმეთა მინისტრები ან G8-ის გარემოს დაცვის მინისტრები.

ყოველ წელს, ვალდებულება G8-ის სხდომის ჩატარების წრეზე მიდის წევრებს შორის შემდეგი თანმიმდევრობით: საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, რუსეთი, გერმანია, იაპონია, იტალია და კანადა. თავმჯდომარე ადგენს დღის წესრიგს, მიჰყავს სამიტი იმ წელს და საზღვრავს რომელი მინისტრების შეხვედრა უნდა ჩატარდეს. მოგვიანებით საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ გამოხატეს სურვილი რომ გაეფართოებინათ ჯგუფი და ჩაესვათ ხუთი განვითარებული ქვეყანა, რომელსაც უწოდებენ O5-ს ან პლიუს ხუთს, ეს ქვეყნები არიან: ბრაზილია, ჩინეთი, ინდოეთი, მექსიკა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. ეს ქვეყნები წინა შეხვედრებზე სტუმრის სტატუსით მონაწილეობდნენ. ხანდახან მათ მთლიანობაში 8+5-ს უწოდებენ. ჯგუფის პრეზიდენტობა ყოველწლიურად იცვლება. 2008 წელს იაპონიის რიგია და ამ წლის სამიტი ჩატარდა იაპონიაში.

დონორთა კონფერენცია საქართველოს რეაბილიტაციისთვის 2008

დონორთა კონფერენცია საქართველოს რეაბილიტაციისთვის ჩატარდა 2008 წლის 22 ოქტომბერს ბრიუსელში, ბელგია. შეკრებას მასპინძლობდა ევროკომისია და მსოფლიო ბანკი. შეკრების მიზანი რუსეთთან ომის გამო ეკონომიკურ კრიზისში ჩავარდნილი ქვეყნის დახმარება იყო. კონფერენციაში მონაწილე 70 ქვეყანა და კერძო დონორი საქართველოსთვის სამი წლის განმავლობაში $4.55 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდა, რაც დაახლოებით 1 მილიარდით აღემატებოდა მსოფლიო ბანკის წინასწარ გათვლებს.

მწვავე გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე კონფერენციის შედეგი მოულოდნელად წარმატებული გამოდგა. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარი ბენიტა ფერერო-ვალდერის განცხადებით ეს თანხა მოიცავდა $3,7 მილიარდს საზოგადოებრივი ფონდებიდან და $850 მილიონს კერძო სექტორიდან. "უნდა მოგახსენოთ, რომ ეს არის გაცილებით მეტი, ვინემ ჩვენ ვფიქრობდით, და შესაბამისად, მე ვთვლი, რომ ეს ნამდვილად სასიხარულო დღეა," განაცხადა ბატონმა ფერერო-ვალდერმა.უმსხვილეს დონორთა შორის იყვნენ აშშ ($1 მილიარდი), ევროკომისია ($642,8 მილიონი) და იაპონია ($200 მილიონი). დანარჩენი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მსოფლიო ბანკის ვალდებულებაა. ევროკომისიის პრეზიდენტი ხოსე მანუელ ბაროსოს განცხადებით კონფერენციის შედეგი "ძლიერი სიგნალია მსოფლიოსთვის", რომ მისი წევრები საქართველოს უჭერენ მხარს.გამოყოფილი თანხიდან $2 მილიარდი გრანტია, ხოლო დანარჩენი — დაბალი საპროცენტო განაკვეთის სესხი. გარდა იმ თანხებისა, რომელიც ფინანსურ სექტორს მოხმარდება, 3.7 მილიარდი დოლარი მოხმარდება პოსტ-კონფლიქტურ რეაბილიტაციას და გადაუდებელ საინვესტიციო საჭიროებებს მომდევნო სამი წლის მანძილზე.

გამოყოფილი თანხა უპირველეს ყოვლისა ომის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი 48 000 ლტოლვილის დაბინავებას მოხმარდება. ზოგიერთი მიმომხილველის ვარაუდით ასეთი რაოდენობის თანხის ერთბაშად ქვეყანაში შემოსვლამ შესაძლოა კორუფციის გამწვავება გამოიწვიოს. საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა კონფერენციის მონაწილეებს თხოვნით მიმართეს მკაცრი მონიტორინგი დააწესონ რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხების განკარგვაზე, რათა ეს თანხა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმტკიცების ნაცვლად, მიზნობრივად დაიხარჯოს.

ევროკომისია

ევროკომისია — ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი. ერთი კომისია სამი თანამეგობრობისთვის (ევროპის ქვანახშირის მომპოვებელი და ფოლადის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანება, ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, ატომური ენერგიის დარგში ევროპის თანამშრომლობის ორგანიზაცია) დაარსდა მას შემდეგ, რაც 1967 წლის 1 ივლისს ძალაში შევიდა ადმინისტრაციათა გამაერთიანებელი ხელშეკრულება.

ევროკომისია ფუნქციონირებს მინისტრთა კაბინეტის მსგავსად, რომელიც შედგება 28 წევრისგან (ოფიციალური სახელწოდება კომისარი). კომისიის წევრებს საერთო თანხმობის საფუძველზე ნიშნავენ წევრი სახელმწიფოები 5 წლის ვადით. ევროკომისიის შემადგენლობას ამტკიცებს ევროპის პარლამენტი. ამსტერდამის ხელშეკრულების თანახმად, ევროკომისიის პრეზიდენტი ინიშნება წევრი სახელმწიფოების მთავრობათა საერთო თანხმობის საფუძველზე და ესეც ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებას საჭიროებს. ამასთან, პრეზიდენტთან ერთად ინიშნება და მტკიცდება კომისიის სხვა წევრებიც. ევროკომისიის ამჟამინდელი პრეზიდენტია ჟან-კლოდ იუნკერი.

საკუთარ მოვალეობათა შესრულებისას ევროკომისია დიდი დამოუკიდებლობით სარგებლობს. იგი გამოხატავს თანამეგობრობის ინტერესებს და არ იღებს ინსტრუქციებს ცალკეული წევრი სახელმწიფოებისაგან. ევროკომისია მეთვალყურეობას უწევს ხელშეკრულებათა შესრულებას და უზრუნველყოფს საბჭოს მიერ მიღებული ინსტრუქციებისა და დირექტივების სათანადო ხორცშესხმას. თანამეგობრობის კანონის გატარების უზრუნველსაყოფად, მას შეუძლია რაიმე კონკრეტული შემთხვევის გადაცემა მართლმსაჯულების სასამართლოსთვის. ევროკომისიას აქვს ინიციატივის გამოჩენის განსაკუთრებული უფლება, მას შეუძლია ნებისმიერ ეტაპზე ჩაერიოს საკანონმდებლო პროცესში, რათა ხელი შეუწყოს შეთანხმების მიღწევას საბჭოში ან საბჭოსა და პარლამენტს შორის. ევროკომისიას საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განხილვის საქმეში აღმასრულებელი ფუნქციაც აკისრია.

ევროკომისიას ზურგს უმაგრებს სამოქალაქო სამსახური, რომელიც ბრიუსელსა და ლუქსემბურგში მდებარეობს. ეს სამსახური შედგება 24 დეპარტამენტისაგან, რომლებსაც გენერალური დირექტორატები ეწოდება. ყოველი დირექტორატი პასუხისმგებელია ერთიანი პოლიტიკისა და ადმინისტრირების განხორციელებაზე გარკვეულ სფეროში.

ევროპის კავშირი

ევროპის კავშირი (ინგლ. European Union, ფრანგ. Union européenne), შემოკლებით ევროკავშირი — ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანება, 1993 წლამდე ევროპული თანამეგობრობა (ინგლ. European Community, ფრანგ. Communauté européenne) ერქვა. ორგანიზაციის წევრია ევროპის 28 სახელმწიფო, რომელთა საერთო ფართობი 4 324 782 კმ²-ია, მოსახლეობა — 508 191 116 კაცი. ევროკავშირში მოქმედებს ერთიანი შიდა ბაზარი, რომელსაც წევრი სახელმწიფოების კანონთა სისტემა არეგულირებს. ევროკავშირის ძირითადი პოლიტიკის მიზანია ადამიანების, საქონლის, სერვისებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა ერთიან, შიდა ბაზარზე; იურისპუდენციული კანონმდებლობისა და საშინაო საქმეების გამოცემა; საერთო პოლიტიკის შენარჩუნება ვაჭრობაში, სოფლის მეურნეობაში, თევზის რეწვასა და რეგიონულ განვითარებაში. შენგენის ზონაში გაუქმებულია საპასპორტო კონტროლი. 1999 წელს გადაწყდა ერთიანი ვალუტის (ევროზონა) შემოღება, რაც ძალაში 2002 წელს შევიდა; ამჟამად ევროზონა 19 სახელმწიფოს აერთიანებს, რომლებშიც ევრო მოქმედებს.

ევროკავშირი მოქმედებს გადაწყვეტილების მიღების სუპერეროვნული და მთავრობათშორისი სისტემების ჰიბრიდის პრინციპით. შექმნილია გადაწყვეტილების მიმღები შვიდი ძირითადი ორგანო, რომელთაც ევროკავშირის ინსტიტუტებს უწოდებენ: ევროპული საბჭო, ევროპის კავშირის საბჭო, ევროპარლამენტი, ევროკომისია, ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლო, ევროპის ცენტრალური ბანკი და ევროპის აუდიტორთა სასამართლო.

ევროკავშირი სათავეს იღებს ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებისგან და ევროპის ეკონომიკური გაერთიანებისგან, რომლებიც 1951 და 1958 წელს ექვსმა სახელმწიფომ შექმნა. გაერთიანებები ახალი წევრი სახელმწიფოების მიღების შედეგად ტერიტორიულად გაიზარდა, ძალაუფლება კი სხვადასხვა პოლიტიკის დამატების შედეგად. 1993 წელს, მაასტრიხტის ხელშეკრულების შედეგად, შეიქმნა ევროპის კავშირი, რომელმაც ასევე შემოიღო ევროპის მოქალაქეობის ინსტიტუტი. 2009 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის კონსტიტუციური საფუძვლის ბოლო, ძირითადი შესწორება — ლისაბონის ხელშეკრულება. 2016 წლის 23 ივნისს, გაერთიანებულმა სამეფომ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას.ევროკავშირი, რომელშიც მსოფლიო მოსახლეობის 7,3 % ცხოვრობს, 2014 წელს აწარმოებდა 18,495 ტრილიონ დოლარ მთლიან შიდა პროდუქტს (GDP), რაც გლობალური GDP-ის 24 %-ია და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის 17 %. გარდა ამისა, გაეროს განვითარების პროგრამის თანახმად, ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 26-ის ადამიანის განვითარების ინდექსი არის ძალიან მაღალი. 2012 წელს, ევროკავშირს გადაეცა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. საერთი საგარეო და უშიშროების პოლიტიკის შედეგად, ევროკავშირს განვითარებული აქვს საგარეო ურთიერთობები და თავდაცვა. ევროკავშირს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰყავს მუდმივი დიპლომატიური მისიები და წარმოდგენილია გაეროში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, დიდ რვიანსა და დიდ ოცეულში. დიდი გლობალური გავლენის გამო, ევროკავშირს ხშირად უწოდებენ ზესახელმწიფოს ან პოტენციურ ზესახელმწიფოს.

ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფოები

ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები 1958 წლიდან დღემდე როტაციის წესით რიგ–რიგობოთ ასრულებენ ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციებს.

ევროპული საბჭო

ევროპული საბჭო (ინგლ. European Council; ფრანგ. Conseil européen) შეიქმნა 1974 წლის 10 დეკემბერს, როდესაც სახელმწიფოთა მეთაურებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ჩაეტარებინათ რეგულარული შეკრებები, რომელთა მუშაობაში მონაწილეობას მიიღებდნენ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროპის თანამეგობრობის კომისიების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები. ამის შემდეგ, ევროპის საბჭოს როლი თანდათან გაიზარდა და მაასტრიხტის მოლაპარაკების შედეგად დამტკიცდა მისი სტატუსი.

იგი წარმოადგენს ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს და აერთიანებს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს. მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ევროკომისიის პრეზიდენტი. ევროპული საბჭო იკრიბება სულ მცირე წელიწადში ორჯერ.

იხ. ევროპული საბჭოს სამიტებიევროპული საბჭოს საქმიანობა საკმაოდ მრავალფეროვანია და თანამეგობრობის წინაშე მდგარი პრობლემების ფართო სპექტრს მოიცავს:

იგი წარმოადგენს სათათბიროს ევროპის “კონსტიტუციონალური არქიტექტურის” შემუშავების საკითხებში;

იგი ამუშავებს რეკომენდაციებს და მითითებებს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე, აგრეთვე უმნიშვნელოვანეს საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე;

იგი იხილავს თანამეგობრობის ფინანსურ, ინსტიტუციონალურ და სხვა სახის დისპუტებს, რაც პრაქტიკულად განსაზღვრავს ევროკავშირის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტების შინაარსს.ევროპული საბჭო თანამეგობრობის გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრალურ ორგანოდ გადაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ მას რაიმე ლეგალური ან ოფიციალური გადაწყვეტილება არასოდეს მიუღია. ევროპულ საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე („პრეზიდენტი“), რომელიც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს როგორც ევროკავშირის, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის ან სახელმწიფოებრივი გაერთიანების, ხელმძღვანელი. ეს არის თანამდებობრივი როლი, ე.წ. primus inter pares ანუ ”პირველი თანასწორთა შორის”. ამ ადგილს ექვსი თვით იკავებს იმ სახელმწიფოს (ან მთავრობის) მეთაური, რომელი ქვეყანაც ამ პერიოდში თავმჯდომარეობს ევროპის კავშირის საბჭოს.

იხ. ევროპული საბჭოს თავმჯდომარეები

ვასერბილიგი

ვასერბილიგი (ლუქსემბურგულად Waasserbëlleg, გერმანულად Wasserbillig) — ადგილი მდინარეების ზაუერისა და მოზელის შესართავებთან ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს აღმოსავლეთ ნაწილში და ეკუთვნის მერტერტის თემს. მდებარეობს უშუალოდ გერმანიის საზღვარზე.

პრეზიდენტი

პრეზიდენტი — ტიტული, რომელსაც ატარებენ ქვეყნების, ორგანიზაციების, კომპანიების, სასწავლებლების პირველი პირები. ეტიმოლოგიურად პრეზიდენტი ნიშნავს პიროვნებას, რომელიც თავმჯდომარის ფუნქციას ასრულებს (ლათინურად: prae (წინ, თავში) + sedere (ჯდომა)).

მისი თავდაპირველი მნიშვნელობა იყო შეხვედრების, ცერემონიების გაძღოლა, ამჟამად ის უპირატესად თანამდებობის პირთან ასოცირდება, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება აქვს. პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, ძალაუფლების ხარისხი ვარირებს ქვეყნიდან ქვეყანაში, ზოგიერთ ქვეყანაში მას დიდ ძალაუფლება აქვს მინიჭებული, მაგალითად აშშ-ში, საფრანგეთში, ზოგიერთში კი ნომინალური (გერმანია, იტალია).

ჟან-კლოდ იუნკერი

ჟან-კლოდ იუნკერი (ფრანგ. Jean-Claude Juncker; დ. 9 დეკემბერი, 1954) — ლუქსემბურგელი პოლიტიკოსი, ევროკომისიის პრეზიდენტი 2014 წლიდან. იგი იყო ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი 1995 წლიდან 2013 წლამდე, ასევე ლუქსემბურგის ფინანსთა მინისტრი 1989-200 წლებში. იუნკერი ექვს-ექვსი თვით ორჯერ 1997 და 2005 წლებში თავმჯდომარეობდა ევროპულ საბჭოს. არის ერთ-ერთი პატივსაცემი პოლიტიკოსი ევროკავშირში. ითვლება მაასტრიხტის ხელშეკრულების ერთ-ერთ არქიტექტორად.

ჟოზე მანუელ ბაროზუ

ჟოზე მანუელ დურან ბაროზუ (პორტ. José Manuel Durão Barroso; [ʒu'zɛ mɐnu'ɛɫ du'ɾɐ̃ũ bɐ'ʁozu]; დ. 23 მარტი 1956, ლისაბონი, პორტუგალია) — პორტუგალიელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. 2004 წლის 22 ნოემბრიდან 2014 წლის 31 ოქტომბრამდე იყო ევროკომისიის პრეზიდენტი. 2002-2004 წლებში იყო პორტუგალიის ვიცე-პრეზიდენტი. 1992-1995 წლებში პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი. პორტუგალიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

ჟოზე მანუელ ბაროზუ დაიბადა 1956 წლის 23 მარტს ლისაბონში, პორტუგალიაში, მამამისის ლუიშ ანტონიუ სარაივა ბაროზუსა და დედამისის, — მარია დი ფრეიტაშ ელიზაბეთ დურანის ოჯახში. დაამთავრა სამართლის ფაკულტეტი ლისაბონის უნივერსიტეტში და გაიარა მაგისტრატურა პოლიტოლოგიის სპეციალობით ჟენევის უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ გარკვეული დროით სწავლობდა ვაშინგტონში, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში. 1980 წელს ის შეუერთდა პორტუგალიის სოციალისტურ-დემოკრატიულ პარტიას. 1999 წელს ბაროზუ აირჩიეს სოციალისტურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერად, 2002 წელს ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა კი საშუალება მისცა, შეექმნა კოალიციური მთავრობა, რომლის პრემიერ-მინისტრიც თავადვე გახდა. ბაროზუ ამ პოსტზე ორი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა.ბაროზუმ კარიერა დაიწყო საუნივერსიტეტო გარემოში, ასწავლიდა ლისაბონის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მოგვიანებით ხანმოკლე კურსებს გადიოდა ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში, ლუქსემბურგში არსებულ საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ფლორენციაში არსებულ ევროპის უნივერსიტეტში.

1985 წელს ბაროზუ პირველად იქნა არჩეული პორტუგალიის პარლამენტში და დაინიშნა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის დამხმარედ. 1987 წელს გახდა სახელმწიფოს მდივანი საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის საკითხებში. 1992 წელს ბაროზუ დაინიშნა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრად.2004 წლის ნოემბრიდან ის არჩეული იქნა ევროკომისიის პრეზიდენტად, მას ამ თანამდებობაზე კიდევ ერთხელ გამოუცხადეს ნდობა 2009 წელს ჩატარებულ არჩევნებში (ბაროზუს გარდა ორი ვადით ევროკომისიის მხოლოდ ერთი პრეზიდენტი, ჟაკ დელორი იყო არჩეული). ბაროზუმ თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის მთავარ გამოწვევად ევროკავშირის ეკონომიკური მმართველობის ეფექტურობის გაზრდა დაასახელა.2006 წელს ჟურნალმა „European Voice“-მა ბაროზუ დაასახელა „წლის ევროპელად“. არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი პოლიტოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის საკითხებში.ჟოზე მანუელ ბაროზუ მშობლიური პორტუგალიური ენის გარდა ფლობს ინგლისურ, ესპანურ და ფრანგულ ენებს. არის ვიტაუტას დიდის ორდენის კავალერი (ლიტვა, 14 ივნისი 2007).ბაროზუ ქორწინებაში იმყოფება მარგარიდა სოუზა უვასთან. მათი ქორწილი შედგა 1980 წელს ქალაქ პორტუში. წყვილს სამი შვილი ჰყავს: ლუიში, გილიერმი და ფრანსიშკუ. ბაროზუ გატაცებულია პეტერ სლოტერდაიკის ფილოსოფიით.2014 წლის 12 ივნისს ჟოზე მანუელ ბაროზუ საქართველოს ეწვია. მასთან ერთად საქართველოში გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტუმრებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატა საბანაძე დახვდნენ. აეროპორტიდან ჟოზე მანუელ ბაროზუ ავლაბრის სასახლეში გაემართა, სადაც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა, რომლის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროკომიის პრეზიდენტი, ჟოზე მანუელ ბაროზუ ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

რომანო პროდი

რომანო პროდი (იტალ. Romano Prodi; დ. 9 აგვისტო, 1939) — იტალიელი პოლიტიკოსი. 1996-1998 და 2006-2008 წლებში იტალიის პრემიერ-მინისტრი. 1999-2004 წლებში ევროკომისიის პრეზიდენტი.

1969 წლიდან დაქორწინებულია ფლავია ფრანცონიზე; ჰყავთ ორი ვაჟი - ჯიორჯიო და ანტონიო. ოჯახთან ერთად ცხოვრობს ბოლონიაში.

ურსულა ფონ დერ ლიაიენი

ურსულა ფონ დერ ლიაიენი (დ. 8 ოქტომბერი, 1958, იქსელი, ბრიუსელი (რეგიონი), ბელგია) — გერმანელი პოლიტიკოსი, გერმანიის შრომისა და სოციალურ საკითხთა ფედერალური მინისტრი (2009-2013), გერმანიის თავდაცვის ფედერალური მინისტრი (2013-2019).

2019 წლის 16 ივლისს დაინიშნა ევროკომისიის პრეზიდენტად. თანამდებობას დაიკავებს 2019 წლის ნოემბერში. იგი პირველი ქალი პრეზიდენტია ევროკომისიის ისტორიაში.

წიწერნაკაბერდის სტუმრების სია

წიწერნაკაბერდი — სომხების გენოციდის ოფიციალური მემორიალი სომხეთის დედაქალაქ ერევანში. გაიხსნა 1967 წელს, რასაც წინ უძღვოდა 1965 წლის 24 აპრილის ერევნის მასობრივი გამოსვლები, რომელიც ოსმალეთის იმპერიიდან სომხების დეპორტაციისა და გენოციდის დაწყების 50-ე წლისთავს მიეძღვნა. 1991 წელს სომხეთის მიერ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მემორიალი ოფიციალური ცერემონიების გამართვის ადგილად იქცა. მას შემდეგ სომხეთში ჩასული ყველა უცხოური დელეგაციის წარმომადგენელი სტუმრობს მემორიალს და პატივს მიაგებს გენოციდის მსხვერპლი სომხების ხსოვნას. წიწერნაკაბერდის მონახულებაში ასევე შესულია მუზეუმის ტურიც. ზოგიერთმა ცნობილმა სტუმარმა მემორიალთან ახლოს ხეები დარგეს.

მემორიალი მოინახულეს მაღალი რანგის პოლიტიკოსებმა, მსახიობებმა, მუსიკოსებმა, სპორტსმენებმა და რელიგიურმა პირებმა. მათ შორის ყველაზე ცნობილები იყვნენ რუსეთის (ბორის ელცინი, ვლადიმერ პუტინი, დიმიტრი მედვედევი), საფრანგეთის (ჟაკ შირაკი, ნიკოლა სარკოზი, ფრანსუა ოლანდი), უკრაინის, ჩეხეთის, პოლონეთის, საბერძნეთის, საქართველოს, ირანის, ბელარუსის, რუმინეთის, ლიბანის, ხორვატიის და სერბეთის პრეზიდენტები, ასევებულგარეთის, ჩეხეთის და სხვა ქვეყნების პრემიერ-მინისტრები. მრავალი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი (მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და რამდენიმე მაღალი რანგის წარმომადგენელი ევროკავშირიდან — მათ შორის ჟოზე მანუელ ბაროზუ და ჰერმან ვან რომპეი) — პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. სტუმართა შორის ასევე იყვნენ პაპი იოანე პავლე II 2001 წელს, პაპი ფრანცისკე 2016 წელს, ისრაელის მთავარი რაბი იონა მეცგერი, სრულიად ინგლისის პრიმასი როუენ უილიამსი, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი კირილე I, მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ვლადიმერ კრამნიკი, მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში იური ჯორკაეფი, ინგლისელი როკ-ვარსკვლავი იან გილანი, სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა, ფრანგი მსახიობები ჟერარ დეპარდიე და ალენ დელონი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში ჟორეს ალფეროვი.

წიწერნაკაბერდის მემორიალი არასდროს მოუნახულებიათ თურქეთის ოფიციალურ პირებს.

ევროპის დროშა ევროკომისიის პრეზიდენტები
ნახშირისა და ფოლადის გაერთიანება
ატომური ენერგიის გაერთიანება

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.